IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


Hugues de Payens
Posted on: Dec 28 2008, 02:07 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 26-December 08
Member No.: 5,889


კი სკანდინავიურია და სხვათაშორის ჯგუფის ყველა წევრი ძალიან დიდი მოყვარულია მისტიკის.. ბევრ მათ სიმღერებში ჭარბადაა ეზოთერული თემატიკის ტექსტები.. მოკლედ კარგია smile.gif
  Forum: აუდიოთეკა · Post Preview: #13625 · Replies: 1423 · Views: 493,739

Hugues de Payens
Posted on: Dec 27 2008, 01:20 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 26-December 08
Member No.: 5,889


სიზმარი ბევრად უფრო საინტერესო მოვლენაა.. მე ვფიქრობ რომ სიზმარი აბსოლუტურად ხელშეუხებელი რამაა, ანუ არ მჯერა რომ ადამიანის სიზმარში შეღწევა ძალუძს სხვა სუბიექტს, მაგრამ ვთვლი რომ ხშირ შემთხვევაში სიზმარში ადამიანი შეიძლება ხედავდეს, როგორც წარსულს, ან აწმყოს, ასევე მომავალს.. ამას იმით ავხსნიდი რომ ნებისმიერი ადამიანი ფლობს წინათგრზნობისა და სხვა მისტიური ენერგიების დიდ საცავს.. უბრალოდ ადამიანში ეს ღრმადაა დამარხული.. სიზმრის დროს იმატებს ადამიანის მგრძნობელობა, და მეტად ხდება მის ქვეცნობიერში ძიება.. შესაბამისად წინათგრზნობისა თუ პირიქით მოგონებების დიდი ნაკადი უფრო იოლად ხელმისაწვდომი ხდება სიზმრის დროს..

რაც შეეხება ხილვებს, ესაც ანალოგიურად შეიძლება აიხსნას.. ადამიანს აქვს უდიდესი ძალა იურთიერთოს ზებუნებრივ და თუნდაც ბუნებრივ ძალებთან.. რომელ ძალასაც იგი ვერ მართავს.. სიზმრის დროს უფრო იოლია და უფრო თავისთავადი პროცესია ასეთი ტიპის კონტაქტი.. კონტაქტი რომელიც მყარდება ერთის მხრივ ადამიანსა და მეორეს მხრივ ღვთიურ თუ სატანისეულ ძალებთან..ამ შემთხვევაში არავინ არსად არ იჭრება და არავინ ჩვენში არ ერევა, უბრალოდ ის, რასაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ ცხადში, უფრო საგრზნობი ხდება სიზმრის დროს..

წარმოიდგინეთ დაორთქლილი მინა.. ასეთია ადამიანის ქვეცნობიერი.. სიზმრის დროს სულ ოდნავ იკლებს ორთქლის დონე და უფრო მარტივია შიგნით ჩახედვა
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #13589 · Replies: 1804 · Views: 513,964

Hugues de Payens
Posted on: Dec 27 2008, 01:14 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 26-December 08
Member No.: 5,889


ეს ყველაფერი მითებია..

რეალურად კი დეჟავიუ მეცნიერულად ახსნილი და დასაბუთებული მოვლენაა.. ახლა შევეცდები მარტივად ავხსნა რაში მდგომარეობს საქმე.. არავითარ მისტიკას ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, არც "ადამიანები შავებში" უნდა გაგახსენდეთ, ავის მეხსიერების გამთიშავითურთ.. არაფერ შუაშია ასეთი ტიპის მითები დეჟავიუსთან დაკავშირებით..

საქმე რაშია..


ადამიანს აქვს უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი.. ანუ როდესაც საგანს ვხედავთ თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა (ნუ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ფიქრებში წასვლა და ა.შ.).. შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე დაგვიშტერდა თვალი.. ან მეორე ვარიანტი.. არის ნისლი მაგალითად და ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)..

ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს.. თუნდაც იმ შემთხვევაში თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით, მიუხედავად ყველაფრისა ნებისმიერ საგანს, პირველად დანახულსაც კი აქვს თავისი ნიშან-ტვისებები, სწორედ ასეთი თვისებების შესახებ ინფორამცია მიეწოდება ტვინს.. ანუ საგანს ვხედავთ და აღვიქვამთ, ვხედავთ და აღვიქვამთ.. ანუ ნორმალურ პირობებში მხედველობითი იმპულსი რაღაც წამის მემილიარდედებში წინ უსწრებს აღქმითს..


დეჟავიუს შემთხვევაში კი ხდება ელემენტარული აცდენა გზიდან.. აღქმითი იმპულსი წინ უსწრებს მხედველობითს.. ესაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.. გონებაგაფანტულობით, ან პირიქით ზედმეტი მობილიზაციით, ან ფიქრებს აყოლით და ა.შ.
ანუ ხდება ისე, რომ მოცემულ სიტუაციასა თუ საგანს აღვიქვამთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვხედავთ.. ეს პირობითად ვამბობ.. ანუ ტვინში ინფორმაცია მიდის ორივე, მაგრამ აღქმა უსწრებს დანახვას.. შესაბამისად იმ მომენტში როცა ჩვენ საგანს ვამჩნევთ (რეალურად უფრო ადრე შევამჩნიეთ მაგრამ ტვინს მხოლოდ ახლა მიეწოდა ინფორმაცია) ჩვენ ის უკვე აღქმული გვაქვს და ჩნდება ილუზია იმისა, რომ ეს სადღაც უკვე გვინახავს.. არსადაც არ გვინახავს, ახლა ვნახეთ, ზუსტად ამ წასმ, უბრალოდ ჯერ აღვიქვით და შემდეგ დავინახეთ ჩვენს მიერ უკვე აღქმული, შესაბამისად აღქმის ინფორმაცია მეორედ მიეწოდა ტვინს და იქ დახვდა მანამდე მიწოდებული.. იქმნება გამეორების ილუზია..


შეძლებისდაგვარად ვეცადე მარტივად აღმეწერა ეს მოვლენა, მგონი მიხვდებით smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #13588 · Replies: 135 · Views: 109,552

Hugues de Payens
Posted on: Dec 26 2008, 03:15 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 26-December 08
Member No.: 5,889


საინტერესო ინფორმაციის დადების ღირსნი ვართ კი?

იქნებ არც მეთქვა ეს "ეზოთერული ფორუმი" "თინეიჯერულ-გასართობ ფორუმს" რომ არ გავდეს..


მგონი უფრო სერიოზული სახე უნდა ჰქონდეს ასეთი სახელწოდების მქონე ფორუმს..



ჰო, მართლა,

გამარჯობა smile.gif
  Forum: WELCOME! · Post Preview: #13527 · Replies: 28 · Views: 35,420

Hugues de Payens
Posted on: Dec 26 2008, 03:11 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 26-December 08
Member No.: 5,889


უამრავი რამე შესაცვლელია.. ჯერ პირველ რიგში ეს "გაყოფილება" "განყოფილება"-დ გადააკეთოს ადმინმა
  Forum: ფორუმი · Post Preview: #13526 · Replies: 387 · Views: 168,297


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 02:24 AM