Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ ცრურწმენა

Posted by: sopho Feb 12 2007, 04:51 PM

ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;

Posted by: Zet Feb 28 2007, 11:36 PM

მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით მანქანით, მეგობრის მანქანით, კატამ გადაურბინა, მიატორმუზა და არ წავალო შეშინებულმა))) და სანამ უკან რიგი არ დადგა პიპინით იქამდე არ დაძრა)))
ვეტყვი აქ შემოვიდეს და თავის კომპეტენტური აზრი დაწეროს, კატების გადარბენასთან დაკავშირებით))

Posted by: FEBRUARY Mar 1 2007, 11:40 AM

forumis #13 wevri var! imedia crumorwmuneebi ar xart da gamagdebt! smile.gif

Posted by: Uma Mar 1 2007, 04:38 PM

me 6 sartulze vcxovrob da chemi bina 66 nomeria:)))

Posted by: Zet Mar 1 2007, 10:58 PM

ერთი ამბავი გამახსენდა smile.gif

მოკლეთ იყო ერთი ტიპი, რომელსაც დოღზე სტავკების (ფსონების) დადება უყვარდა. (დოღი არის ცხენები რო დარბიან და ვინ პირველი მივა wink.gif )
ხოოოდა, გადიოდა წლები და ეს კაცი სულ აგებდა.. და ერთ დგესაც მიხვდა როგორ უნდა მოეგო, რომ შვიდიანი მისი ბედნიერი ციფრი იყო და ამაზე უნდა აეგო ყველაფერი.
შვიდ რიცხვში ადგა დილის შვიდ საათზე, ხველა მოქმედება შვიდს დაუკავშირა ან შვიდჯერ გააკეთა, მერე მეშვიდე სალაროში, მეშვიდე ნომერ ცხენზე დადო შვიდი დოლარი..
და ცხენი მეშვიდე მივიდა biggrin.gif

Posted by: Uma Mar 2 2007, 02:16 PM

smile.gif))))))

Posted by: Uma Mar 8 2007, 02:29 PM

exla shevamchnie wina Post-i me 6 nomeria))))

Posted by: Alpha Mar 17 2007, 12:08 PM

ასეთი ისტორია ვიცი მე, იყო ერთი მფრინავი, რომელმაც გადაწყვიტა დაემტკიცებინა რომ რიცხვი 13 თარსი არაა. და გადაწყვიტა რომ 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე აფრენილიყო თვითმფირავით და 13 კილომეტრი გადაიფრინა. ხოდა გაემზადა ეს მფინავი, თვივთფინავს დიდი 13-იანი დააწერა, შუბლეც 13 დაიწერა ფლომასტერით და ა.შ. biggrin.gif
ხოდა იტოგში ფრენა წარმატებით დაასრულა. ამით გახარებული საღამოთი ბარში აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად ამ გამარჯვებას, მაგრამ უცბათ ყელში კურკა თუ რაღაცა გაეჩხირა და მოკვდა...


ისე ეს ყვალასთვის ინდივიდუალურია, თუ გჯერა ცრურწმენების, ისინი ხდება შენი იქითა სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება და თუ რამე ცუდი მოგელის იქიდან "განიშნებენ" რომ დაფიქრდე საით მიდიხარ smile.gif

Posted by: TeO Mar 30 2007, 05:20 PM

QUOTE(sopho @ Feb 12 2007, 04:51 PM) *
ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;


ნამდვილად არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ ერთი რამე ვიცი _ თუ გჯერა რამე (ცუდსაც ეხება და კარგსაც) ის აუცილებლად ახდება (ჩვენივე აზრით)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! laugh.gif

Posted by: Alpha Mar 30 2007, 09:52 PM

QUOTE(TeO @ Mar 30 2007, 06:20 PM) *
ნამდვილად არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ ერთი რამე ვიცი _ თუ გჯერა რამე (ცუდსაც ეხება და კარგსაც) ის აუცილებლად ახდება (ჩვენივე აზრით)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! laugh.gif

გეთანხმები

Posted by: lasharela Apr 23 2007, 02:01 PM

ხო კონსენსუსი დაფიქსირდა....
მეც მასე ვფიქრობ... თუ გჯერა ახდება... "ჰოი თქვენ მცირედ მორწმუნენო, ხორბლის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ წყალზე გაივლიდითო"... ერთი კი არის რო ცუდს უფრო ადვილად იჯერებს ადამიანი smile.gif

zet- 7 გაასწორა hilarioustu8.gif

Posted by: doCENTi Dec 5 2007, 08:51 AM

ციტატა(sopho @ Feb 12 2007, 04:51 PM) *
ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;



arc me mjera, magram, modi maSin, vTqvaT, saidan modis eg - ucodinaroba?, xalxis masobrivi"daboleba"?!...

Posted by: Zet Dec 8 2007, 08:38 PM

QUOTE(doCENTi @ Dec 5 2007, 08:51 AM) *
arc me mjera, magram, modi maSin, vTqvaT, saidan modis eg - ucodinaroba?, xalxis masobrivi"daboleba"?!...


ამას ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა, მოვიყვან ერთ მაგალითს:
დაუშვათ მთელი ცხოვრება ვიღაცა დაგზდევს და როცა როდისმე ფეხს წამოკრავ სანთებელას ანთებს, და ესე ყოველთვის, მაშინ შენ ქვეცნობიერში ჩაჯდება ის რომ ფეხის წამოკვრა სანთებელასთან ასოცირდება... და მერე ვინმემ სანთებელა რო აანთოს ქვეცნობიერი ამას მექანიკურად ფეხის წამოკრასთან დააკავშირებს და იმ მომენტში შეიძლება ფეხიც წამოკრა..

ადამიანი გონება არის როგორც კოპმიუტერი, იწსერს სხვადასხვა პროგრამებს, მაგალითად ყველას ბავშვობიდან დეფოლტად მოგვყვება ბევრი პროგრამა, მაგალითად: ჯოხს რო გვიქნევენ ცვენ მექანიკურად ხელს ვიფარებთ, ან რო ვარდებით ხელხბზე ვარდებით რო სახით არ დავარდეთ.
მაგალითად ცხელ უთოს რო მივადებთ ხელს ნერვიული სისტემა ადზლევს გონებაში სიგნალს რო გვეწვის ხელი, მერე იქ დამტვსრობასტან და ტკივილთან ასოცირებული ფროგრამა ამუშავდება და გადასცემს სიგნალს რო კუნთი შეიკუმშოს და ჩვენ ვაშორებთ ხელს იმ უთოს და ა.შ....

იგივე პრინციპით მუშაობს ცრუ რწმენა, მაგალითად 13 რიცხვი მიღებულია როგორც თარსი ან უიღბლობასთან არის კავშირში და ეს ჩვენ ბავშვობიდან ვიცით და ბევრი გვსმენია და ამიტომ ეს პატარა პროგრამა შეიძლება ცოტატი მარა მაინც არსებობს ჩვენს გონებაში, როდესაც ჩვენ გვესმის ცამეტი რიცხვი გონებაში შეიძლება ამუშავდეს უიღბლობის პროგრამა, ანუ ქვეცნობიერი 13 რიცხვს აკავშირებს უიღბლობასთან და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვაპროგრამირებთ ცვენ თავს რო უიღბლობისკენ გვქონდეს მიდრეკილება იმ მომენტში...
ცამეტის მაგივრად რომ ყოფილიყო 5 ის ისევე იმუშვებდა როგორც 13, რიცხვს თავის მნიშვნელობას თვითონ ადამიანი აძლევს...
პროგრამირებაში ეს შეიძლება განიხილოს როგორც ცვლადი რომელსაც შენ რაღაც პირობით მნიშვნელობას ანიჭებ...

ესეთი პროგრამების დასაცავათ გამოიყენება ანტივირუსი რომელსაც ქვია: არ მჯერა, რა სისულელე...

ხოლო თუ გინდა რო ამ პროგრამამ იმუშაოს უნდა დააჭირო ენთერს. ენთერის დაჭერა ესარის: მჯერა, მე ეგრე მაქვს დაცდილი და ა.შ....

ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვისაც ჯერა იმისთვის ეს პროგრამა უფრო მუშაობს და ვისაც არ ჯერა იმისთვის ნაკლებად და მემგონი ბევრ რამეშიც ეგრეა, წამალსაც რო სვამ ტუ გჯერა ის უფრო მოქმედებს და თუ არ გჯერა უფრო ნაკლებათ...



Posted by: Perl Dec 8 2007, 11:22 PM

QUOTE(Zet @ Dec 8 2007, 08:38 PM) *
ამას ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა, მოვიყვან ერთ მაგალითს:
დაუშვათ მთელი ცხოვრება ვიღაცა დაგზდევს და როცა როდისმე ფეხს წამოკრავ სანთებელას ანთებს, და ესე ყოველთვის, მაშინ შენ ქვეცნობიერში ჩაჯდება ის რომ ფეხის წამოკვრა სანთებელასთან ასოცირდება... და მერე ვინმემ სანთებელა რო აანთოს ქვეცნობიერი ამას მექანიკურად ფეხის წამოკრასთან დააკავშირებს და იმ მომენტში შეიძლება ფეხიც წამოკრა..

ადამიანი გონება არის როგორც კოპმიუტერი, იწსერს სხვადასხვა პროგრამებს, მაგალითად ყველას ბავშვობიდან დეფოლტად მოგვყვება ბევრი პროგრამა, მაგალითად: ჯოხს რო გვიქნევენ ცვენ მექანიკურად ხელს ვიფარებთ, ან რო ვარდებით ხელხბზე ვარდებით რო სახით არ დავარდეთ.
მაგალითად ცხელ უთოს რო მივადებთ ხელს ნერვიული სისტემა ადზლევს გონებაში სიგნალს რო გვეწვის ხელი, მერე იქ დამტვსრობასტან და ტკივილთან ასოცირებული ფროგრამა ამუშავდება და გადასცემს სიგნალს რო კუნთი შეიკუმშოს და ჩვენ ვაშორებთ ხელს იმ უთოს და ა.შ....

იგივე პრინციპით მუშაობს ცრუ რწმენა, მაგალითად 13 რიცხვი მიღებულია როგორც თარსი ან უიღბლობასთან არის კავშირში და ეს ჩვენ ბავშვობიდან ვიცით და ბევრი გვსმენია და ამიტომ ეს პატარა პროგრამა შეიძლება ცოტატი მარა მაინც არსებობს ჩვენს გონებაში, როდესაც ჩვენ გვესმის ცამეტი რიცხვი გონებაში შეიძლება ამუშავდეს უიღბლობის პროგრამა, ანუ ქვეცნობიერი 13 რიცხვს აკავშირებს უიღბლობასთან და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვაპროგრამირებთ ცვენ თავს რო უიღბლობისკენ გვქონდეს მიდრეკილება იმ მომენტში...
ცამეტის მაგივრად რომ ყოფილიყო 5 ის ისევე იმუშვებდა როგორც 13, რიცხვს თავის მნიშვნელობას თვითონ ადამიანი აძლევს...
პროგრამირებაში ეს შეიძლება განიხილოს როგორც ცვლადი რომელსაც შენ რაღაც პირობით მნიშვნელობას ანიჭებ...

ესეთი პროგრამების დასაცავათ გამოიყენება ანტივირუსი რომელსაც ქვია: არ მჯერა, რა სისულელე...

ხოლო თუ გინდა რო ამ პროგრამამ იმუშაოს უნდა დააჭირო ენთერს. ენთერის დაჭერა ესარის: მჯერა, მე ეგრე მაქვს დაცდილი და ა.შ....

ანუ მარტივად რომ ვთქვათ ვისაც ჯერა იმისთვის ეს პროგრამა უფრო მუშაობს და ვისაც არ ჯერა იმისთვის ნაკლებად და მემგონი ბევრ რამეშიც ეგრეა, წამალსაც რო სვამ ტუ გჯერა ის უფრო მოქმედებს და თუ არ გჯერა უფრო ნაკლებათ...



dzaaan programul kompiuterulad axseni smile.gif)

Posted by: Tvalebi Apr 3 2008, 02:22 AM

მე მაქ ერთი ცრურწმენა საკმაოდ კარგად დაცდილი...
თუ მარცხელა ხელის გული მომექავა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში რაღაც შემოსავალი უნდა მომივიდეს smile.gif

Posted by: blanca Apr 3 2008, 06:39 AM

ასეთი მინიშნება არაფერი არ მაქვს
მაქვს ხოლმე წინათგრძნობა და სიზმარი

Posted by: Uma Apr 3 2008, 08:42 PM

QUOTE(Tvalebi @ Apr 3 2008, 03:22 AM) *
მე მაქ ერთი ცრურწმენა საკმაოდ კარგად დაცდილი...
თუ მარცხელა ხელის გული მომექავა მაქსიმუმ 3 დღის ვადაში რაღაც შემოსავალი უნდა მომივიდეს smile.gif

დედაჩემსაც ასე აქვს დაცდილი, თან მაქსიმუმ მე2 დღეს))) და ჩემზე არ მომქმედებსsad.gif

Posted by: Tamo_Tamo May 28 2008, 09:05 PM

თემას გავაცოცხლებ gossip.gif
ჩემის აზრით რო არ ვიცოდეთ გაგონილი მაინც, რო არ გვქონდეს, რომ 13 რიცხვი თარსია, რომ შავი კატის გადარბენა ავის მომასწავებელია და ა.შ. არანაირი გავლენა არ ექნებოდა ამ ყველაფერს. შეიძლება ვინმეს ამის არ ჯეროდეს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც ილექება ქვეცნობიერში, ტვინის რომელიღაცა უჯრედები ამას იჯერებენ და იმიტომაცა რომ მართლაც რეალურად ხდება. არადა ეს ყველაფერი ჩვენი ფსიკიკიდან მოდის... მეც ხშირად ამხდენია, მაგალითად მარცხენა ხელის ფხანაზე, ფული მიმიგია, მაგრამ აბა დაუკვირდეთ რამდერჯერ არ აგვხდენია wink.gif... კოსნერზე წავიკითხე ერთხელ, 8 ციფრზე გართულება ქონია და ერთხელაც შევიდა სასადილოთ რესტორანში და სოკო შეუკვეთა, შემთხვევით რა სოკოც შეუკვეთა 8 ცალი იდო თეფშზე და გაბრაზებულმა კოსნერმა მოისროლა ეს თეფში და გავარდა გარეთ. მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს სოკო ერთ-ერთ ოფიციანტს უჭამია და მოწამლულა.... ასე რომ საკმაოდ ძლიერი ფსიქიკა გვაქს ადამიენებს, რას ვირწმუნებთ და რას არა ეს ჩვენი ნებაა, მაგრამ შევეცადოთ რომ ყველაფერი დადებითისკენ მოვმართოთ და ვირწმუნოთ, ისედაც ძლიერ დაბინძურებულია დედამიწის ენერგეტიკული ველი... ჩვენ ინდივიდებს გვაქს ამის ძალა რო ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ ეს დაძაბულობა...
აუუ მგონი რაგაც მოწოდებასავით გამომივიდაა, რაც საშინლად არ მიყვარს, მარა მგონი ცუდი არაფერი მითქვამს არა??? wink.gif

Posted by: Katabua Jun 13 2008, 05:47 PM

13 რიცხვი მიყვარს და შავი კატა ჰოროსკოპის მიხედვით ჩემი თალისმანია lol.gif რადგან ამ მხრივ "ჩაწყობილი" მაქვს,- შავ კატაზე პირველი გადავდივარ ხოლმე.. wink.gif
შეგვიძლია ახალი ცრურწმენები დავნერგოთ, მგონი ძალიან ადვილია, - მაგ: გრძელთმიან ქერა ქალს მისალმებისას თვალებში არ შეხედოთ, არ ვარგა. (თავის ტკივილი იცის);
გრძელთმიანი შავგრემანი ქალის დატოვებული არც ლუკმა შეჭამოთ, არც მისი თეფშიდან რამე.. ფულის წასვლა იცის.
ერთად თუ ნახოთ შავგრიმანი და ქერა ქალი, აუცილებლად შუაში ჩაუარეთ, - თორემ ჩხუბი მოგივათ...
"ნასკი" თუ გაგძვრეთ ფეხიდან, სასწრაფოდ მეორეზე ჩაიცვით, თორემ მეზობლის ძაღლს რაღაც მოუვა (განუტევებს).. wacko.gif
კიდეე?

Posted by: Tamo_Tamo Jun 13 2008, 07:23 PM

biggrin.gif დაა ბაი გრძელ წითელ თმიანზე რას გვეტყვი???? crazy.gif

Posted by: blanca Jul 11 2008, 05:46 AM

QUOTE
ასეთი მინიშნება არაფერი არ მაქვს
მაქვს ხოლმე წინათგრძნობა და სიზმარი


და როგორც ყოველთვის ისევ ახდა ჩემი სიზმარი და წინათგრზნობა .. მაგარი საინტერესოა
ესეთი ლამაზი სიზმარი სიზმრად და სიზმარი რეალურ ცხოვრებაში, ერთმანეთის მსგავსი, იშვიათად მინახავს


... იცის ვინმემ> როგორ უნდა განივითარო წინათგრზნობა ინტუიცია?

Posted by: Taa Jul 15 2008, 02:53 PM

13 რიცხვს არანაირი განსხვავებული თვისება და შინაარსი არ გააჩნია ჩემს ცხოვრებაში

რაც შეეხება შავ კატას არ ვიცი რატომ მაგრამ პირიქით პირველი გავდივარ
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ამ საქციელზე თითქოს ვიღაცაზე მაგარი ვარ

მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ოჯახში გვასწავლეს ხო?
ბებიებმა, დედებმა ნათესავებმა და ასე სემდეგ.......

მარილი რომ დამეყრებოდა დღეს ვიღაცასთან იჩხუბებო სულ მეუბნებოდნენ, არადა მშვიდობის მტრედი ვარ smile.gif

ამიტომ არსებობს გამოსავალი, ცვენ მაინც არ დავუბინძუროთ ჩვენს მომავალს, სვილებს ნათესავებს ტვინები და არ მივაწოდოთ ეს ინფორმაციები
და თუ ერთ დღესაც ისინი მაინც მოიტანენ ამ ინფორმაციას, ბაღიდან, სკოლიდან, ქუჩიდან
მაშინ უფრო მეტად გადავაჯეროთ რომ ეს გაუნათლებელი ხალხის მოგონილია და რომ ეგეთებს ყურადღება არ მიაქციონ

Posted by: Gothic Aug 2 2008, 02:22 PM

ერთ მაგალითს გეტყვით: როგორც ვიცით მარილიზ დაყრა ჩხუბს უკავშირდება(ანუ თუ მარილი დაგეყარა ვიღაცასთან იჩხუბებ) მე გეტყვით საიდან გამომდინარეობს ეს ცრურწმენა .... თუ არ ვცდები ეს ინდოეთიდან მოდის და ძალიან ძველ პერიოდთანაა დაკავშირებული. იმ დროს მარილი ძალიან ძვირად ფასობდა (არა მარტო ინოეთში) და შესაბამისად მისი დაბნევაც დუდს ნიშნავდა და ჩხუბიც მოსდიოდათ (100 გარმიანი ოქროს ძეწკვი რომ დაუკარგოთ ოჯახის რომელიმე წევრს მემგონი ჩხუბს გამოიწვევს) ხოდა მარილის სიძვირის გამო მისი დაბნევა იკავშირდებოდა ცუდს , ჩხუბს... შემდეგ ეს გავრცელდა მაგრამ მე მგონი მხოლოდ ჩვენთან შემორჩა biggrin.gif მაგრამ ციფრებზე რა გითხრათ 13 რიცხვზე მოვლენები 50% - 50% ნაწილდება ისტორიაში იყო ამ რიცხვთან როგორც ცუდი ასევე კარგი ფაქტები თანაბარი რაოდენობით. მაგრამ როგორც ვიცით ასტროლოგიაში ციფრებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ... და არსებობნს ყველასათვის იღბლიანი და ცუდი ნიშნები... ნიშნებს ასტროლოგიაში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ნუმეროლოგიის დარგში ანიჭებენ (ასტროლოგიის ერთ ერთი დარგია) რა ვიცი ესაა ის ულ რაც ვიცოდი (რისი თქმაც მინდოდა) თუ რამე შემეშალა ბოდიშს მოგიხდით (მე ხომ მხოლოდ 15 წლის ვარ ) crazy.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Oct 28 2008, 10:03 PM

ცრურწმენა სიზმარს არ ეხება. სიზმარი სხვა რამეა. ცრურწმენა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ოჯახის თანმდევია. 13 რიცხვიც მიყვარს და კატის გადავლილზეც გავდივარ. საცოდავი კატა. თუ ყველამ დაიწყო მისი თარსად ჩათვლა. ისე კატას ძალიან ძლიერი ბიოველი აქვს, შეიძლება ამანაც განაპირობა ცრურწმენის წარმოქმნა მის შესახებ. ვისაც კატა ახლოს ყავს და ხშირად ეფერება გულის დაავადება არ დაემართებაო გამიგონია.
საერთოდ თუ ირწმუნე სხვადასხვა ეს ცრურწმენები, როგორიცაა მარილის დაყრა, კატის გადარბენა, სარკის გატეხვა, ცოცხის შემთხვევით ვინმეს ფეხზე შეხება Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif მოვკვდი აღარ შემიძლია, ეს ყველაფერი ცხოვრებას ართულებს და მღლის. ბავშვობაში გამოგიტყდებით, რაც მესმოდა სხვადასხვა ხალხისაგან მეც მჯეროდა, ჩემი ოჯახი არასოდეს იყო ცრუმორწმუნე მაშინ, ახლა არც მჯერა და არც ვფიქრობ. გაიცინეთ , hilarioustu8.gif სიცილი ბევრი რამის წამალია– აი ახალი „ცრურწმენა“, რომელიც მხოლოდ კარგს მოგიტანთ.

Posted by: anonymouska Dec 5 2008, 03:01 AM

არ მჯერა ცრურწმენების!

Posted by: anonymouska Dec 5 2008, 03:08 AM

როგორც ვიცი 1წლის ბავშვს არ უხდიან დაბადების დღეს. ღვთისმშობელს გადაუხადეს დიდი დაბადებისდღე 1წლის რომ იყო, და საინტერესოა ერთი ვინ მოიგონა რომ არ შეიძლება.

ამ მარილს და კატებს რაღას ერჩიან კიდე. ლოლ

Posted by: blanca Dec 5 2008, 03:12 AM

სიცილი რომ კარგია ჯანრმთელობისთვის ცრურწმენა არარის, მეცნიერული ფაქტია.
ბევრი იცინეთ, ან უბრალოდ გაიღიმეთ. ამ დროს ტვინში კარგი რამეები ხდება biggrin.gif


Posted by: TeO Dec 5 2008, 10:31 AM

ისე ზოგიერთი ცრურწმენა სულაც არაა ტყუილი, უბრალოდ მისი ნამდვილი აზრი დაკარგულია და შემდგომში დამახინჯებული დოგმასავით გადადის....
მე ვიტყვი იმ ცრურწმენაზე, რომელზეც ვიცი wink.gif ანუ მაგიდის კუთხეში თუ დაჯდები 7 წელი არ გათხოვდები/ცოლს არ მოიყვანო :დ
საიდან წამოვიდა ეგ "აზაბოჩენი" იდეა არ ვიცი, მაგრამ ის სიმართლე, რომელიც მაგიდის კუთხეს უკავშირდება ნამდვილად ყურადსაღებია!!!
შეკრული კუთხის წვეროდან მოდის ენერგეტიკა, რომელიც ასე ვთქვათ ჭრის მის წინ მდებარე ობიექტს/სუბიექტს ენერგეტიკულ დონეზე, რაც საკმაოდ არასასურველია! wink.gif
ასე, რომ ერიდეთ კუთხეში დაჯდომას, მაგრამ თუ მაინცდამაინც სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ მრგვალი მაგიდის კუთხეში დაჯდეთ! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 6 2008, 12:34 AM

მაგიდის კუთხის სამკუთხედი აზიანებს მანიპურა ჩაკრას. ამიტომ მაგიდასთან კუთხეში არ დაჯდეთ gathering.gif

Posted by: TeO Dec 6 2008, 12:48 AM

ჰოო ირმა
და არა მარტო მაგიდის, "ვოფშემტა" საერთოდ, ზოგადად კუთხე ვერაა კარგი ადგილი როდესაც ის წვერითაა შენზე მომართული! wink.gif
biggrin.gif

მეც შემიმჩნევია, როდესაც რამე მჭრელ საგანთან ვარ ეგრევე ხელებით ვეფარები მზის წნულს (ინსტიქტურად wink.gif )

Posted by: Zet Dec 7 2008, 03:27 PM

ადმინისტრაცია:

ამ ფორუმზე ახალ შემოსულებს მინდა შევახსენო...

ამ ფორუმზე არარსებობს არანაერი ავტორიტეტები, ისეთი როგორიცაა მაგალითად რელიგიური პერსონაჯები, ნებისმიერი რელიგიური პერსონაჯების აზრებს და მიდგომებს არანაერად არააქვს აქ უფრო მეტი წონა ვიდრე ამ ფორუმის რომელიმე უზერის გამონათქვამებს თუ აზრებს...

და ასევე კიდე მინდა ყველას შევახსენო ამ ფორუმზე მოერიდეთ რელიგიური საკითხებზე მსჯელობას და რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებას..

Posted by: Katabua Dec 8 2008, 02:33 PM

ისე, ცრურწმენებს ზოგადად ვებრძვი ჩემს თავში, მაგრამ ზოგჯერ ვპოულობ რომ გამაჩნია. მაგ. ვცდილობ დილით ყვავის ჩხავილს არ მივაქციო ყურადღება და ხარხარად აღვიქვა. მაგრამ სადღაც მჯერა რომ მაფრთხილებს და იმ დღეს, პირველ ნახევარში მაინც, უფრო დაკვირვებულად ვმოქმედებ.. superstition.gif
შავი კატა კი დრუგ მოი.. კარგი ნიშან..
ხოო, კიდევ არ მახსენდებაა, ბლომად მექნებაა

Posted by: ირმა Jul 6 2009, 08:53 AM

QUOTE(Tea @ 6th December 2008 - 01:48 AM) *
ჰოო ირმა
და არა მარტო მაგიდის, "ვოფშემტა" საერთოდ, ზოგადად კუთხე ვერაა კარგი ადგილი როდესაც ის წვერითაა შენზე მომართული!


მეც შემიმჩნევია, როდესაც რამე მჭრელ საგანთან ვარ ეგრევე ხელებით ვეფარები მზის წნულს (ინსტიქტურად )

ზოგიერთი სახის ცრურწმენა რაღაც სინამდვილეს ეხება. მაგალითად როგორც კუთხეში ჯდომა და ასევე მარილის დაყრაც ისტორიიდან იღებს სათავეს.

Posted by: me vs me Oct 11 2009, 10:49 PM

როდესაც გეუბნებიან რომ

ცოლად არ უნდა მოიყვანო ისეთი გოგონა რომელიც ხუთშაბათ დღეს დილიდანვე მაგიდასთან მოირბენს და ჩაიდანს მარცხენა ხელით აირებს და დაცლის მთლიანად ( 3 ლიტრა წყალი... გოგო კი არა მედუქნეა biggrin.gif ) ...

ანუ ცრურწმენებს გაგება უნდა.
ასეთი გოგო უფრო სამკურნალოა ვიდრე ცოლამოსაყვანი ( თუმცა ერთი მეორეს არ უშლია და პირიქით biggrin.gif ).
ძირითადად ცრურწმენებს იგონებდნენ სოციუმის დაბალი ფენების წარმომადგენლები ვინაიდან უფრო იოლია იაფია გამოსადეგი დროში და სივრცეში გეშინოდეს რარაცის ვიდრე ფიზიკის და ქიმიის და ბიოლოგიის კანონები იცოდე და ორსული ქალი რაღაცის გადასაზიდათ არ გაუშვა ( არა და უწევდატ შრომა ყველას . გლეხის ოჯახში ყოველივე ხელი დათვლილი იყო ).
მარილი იყო ძვირი ? იყო. მიდით ეხლა ვინმე ოხერი მოგივიდოდათ სახლში და უწივლებდი კი არა მოლეკულებზე დავშლიდით თუ კი გადაყრიდა ამ პროდუქტს უაზროდ.
გვეშინოდეს...
თუმცა რეალური ანუ საშიში ცრურწმენები.. .ძირითადად ბუნებრივი წარმოშობის არიან მაგ ჩიტი ნისკარტით ურტყავს ფანჯარაში ( გრძნობენ იმ პრესიკვდილის დისსონანსს თუ კი ამ გზიდან ვერ/არ გადადის ადამიანი და უახლოვდება ბოლო წერტილს ამას გრძნობენ და გვაცნობენ ). შავი კატა კიდევ პირიქით უნდა იყოს ანუ კარგია უკვე ამ კატამ აიღო ტავისთავზე იმ სავარაუდო ნეგატივის ნაწილი ( ვიცით ცხოველების თვისებებზე ).
ჩემი სწავლის ცრურწმენა ? biggrin.gif ავტობუსი ან ეწ მარშრუტკა დროზე თუ არ მოდიოდა აზრი არ ჰქონდა წასვლას. აუცილებლად ან კარგი დღე არ იქნებოდა ან ზედმეტი ძალის დახარჯვა მიწევდა.

Posted by: mata Feb 21 2010, 11:08 PM

ამ ბოლო დროს ყვავი წარმოვიდგინე ღვთიურ ცხოველად და მისი ჩხავილი სასიხარულო ამბად... ისეთი კმაყოფილი ვარ ვერ წარმოიდგენთ სულ აღარ გავურბი მათ ჩხავილს smile.gif

არა ნუ მაინც საიდან მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა ჩემი თავისა მიკვირს... ყველას ეჯავრება ყვავები და მე კიდე არაჩვეულებრივად ვარ განწყობილი მათ მიმართ... რას ვერჩოდი აქამდე არ მესმის...

მათ ჩხავილზე მეღიმება ხოლმე, რადგან ვიცი კარგ ამბავს გავიგებ biggrin.gif

Posted by: sentimennte Feb 22 2010, 03:24 PM

ციტატა(mata @ Feb 22 2010, 12:08 AM) *
ამ ბოლო დროს ყვავი წარმოვიდგინე ღვთიურ ცხოველად და მისი ჩხავილი სასიხარულო ამბად... ისეთი კმაყოფილი ვარ ვერ წარმოიდგენთ სულ აღარ გავურბი მათ ჩხავილს smile.gif

არა ნუ მაინც საიდან მოვიფიქრე ეგეთი რაღაცა ჩემი თავისა მიკვირს... ყველას ეჯავრება ყვავები და მე კიდე არაჩვეულებრივად ვარ განწყობილი მათ მიმართ... რას ვერჩოდი აქამდე არ მესმის...

მათ ჩხავილზე მეღიმება ხოლმე, რადგან ვიცი კარგ ამბავს გავიგებ biggrin.gif

hilarioustu8.gif hilarioustu8.gif ეგეც ცრურწმენაა biggrin.gif
ყვავი ყვავია რააა smile.gif არის თავისთვის და ჩხავის აბა რა ქნას?? biggrin.gif როგორც კატა კნავის,ძაღლი იყეფება ეგ კიდევ ჩხავის,ეჰ საწყალი ყვავები....

Posted by: ირმა Feb 22 2010, 06:16 PM

biggrin.gif

mata მე მაგის მსგავსი კატაზე გამომდის,–კატამ თუ გადამირბინა რაღაც კარგი უნდა შემემთხვას biggrin.gif

Posted by: elli Mar 23 2011, 12:13 AM

არ ვიცი ამას ცრურწმენა უნდა დავარქვა? ამას წინათ, სოფელში ძალიან დიდი ხნის, ჩემთვის უცნობი ადამიანების, ჩემთვის კი არა მამაჩემს რომ აღარ ახსოვს ისეთი ნათესავების, ძალიან დიდი ხნის გარდაცვლილების სურათები დავწვი, ისე სინდისი რომ მშვიდად მქონოდა მამაოს მაინც დავეკითხე, იმანაც დაწვი არა უშავსო და მეც სინდისის აუღელვებლად დავწვი. ახლა ვფიქრობ ხომ არ დავაშავე?

Posted by: kate Mar 23 2011, 03:42 AM

elli

QUOTE(elli @ 22nd March 2011 - 03:13 PM) *
ახლა ვფიქრობ ხომ არ დავაშავე?

არაფერი არ დაგიშავებია, არც გაივლო გულში და სინდისის ქენჯნა არგამოიწვიო, თუ მასე იფიქრებ რამე ხომ არ დავაშავეო შეიძლება მართლა დაუშავო რამე საკუთარ თავს მერე რომ იფიქრო ეს იმიტომ დამემართა ის სურათები რომ დავწვიო, ჩვენი ქვეშეცნება უცნაურად მუშაობს. მოკლედ დაივიწყე - შენ უბრალოდ ყოვლად გამოუსადეგარი ქაღალდები დაწვი. მათ კი ვინც სურათებზე იყო გამოსახული სიმშვიდე უსურვე.

Posted by: td......... Mar 23 2011, 01:04 PM

QUOTE(ირინი @ 22nd February 2010 - 07:16 PM) *
კატამ თუ გადამირბინა რაღაც კარგი უნდა შემემთხვას biggrin.gif

ირმა
ჩემნაიროო!:) ზოგადად ცხოველი რომ მხვდება კარგ განწყობაზე ვდგები..biggrin.gif

Posted by: Existence Mar 23 2011, 01:52 PM

QUOTE(iziko @ 22nd February 2010 - 03:24 PM) *
ეჰ საწყალი ყვავები....



არ არიან საწყლები საერთოდ და ჩემი აზრით მაგარი მისტიკური ტიპები არიან .....რაღაცას ჩალიჩობენ თავისთვის მარა თან თითქოს ყველას შინაგანად აფხიზლებენ როცა დაჩხავლებენ თავზე huh.gif რაღაც ძენ ბუდისტებივით არიან ........ blink.gif


Posted by: td......... Mar 23 2011, 01:59 PM

Existence
არადა მე ველაპარაკები ხოლმე, ჩემთან ეზოში არიან 3 ოჯახი.. ადრე სულ ყვავები იყვნენ, ეხლა 3 ცალი ყორანიც გაიჩIტა.. მაგარი მასტები არიან! biggrin.gif ერთია, აი აივნის წინ დიდი კიპარისია იმის კენწეროში შემოჯდება და დაჩახველბს , როგორც დავასკვენი მეძახის ხოლმე, გავალ და რამეს გადავუგდებ, სასუსნავს, გაიხედავს გამოიხედავს და დააფრინდება..biggrin.gif ასევე ძაღლებს თუ დავუძახებ, ეგრევე გაჩნდება, დაჯდება შორი-ახლ;ოს და ელოდება რამეს თუ გადავუგდებ.. მერე ცაფრინდება და დასტაცებს ნისკარტს.. biggrin.gif რომ ადდიან მიწაზე ისეთი "ვაჟნები არიან" პირდაპირ შეგშურდება..D

Posted by: Existence Mar 23 2011, 02:10 PM

QUOTE(td......... @ 23rd March 2011 - 01:59 PM) *
რომ ადდიან მიწაზე ისეთი "ვაჟნები არიან" პირდაპირ შეგშურდება..D


........ biggrin.gif

Posted by: kate Mar 23 2011, 04:50 PM

ის რომ ყვავები ცუდი ამბის მომტანია ბიბლიიდან მოდის: წარღვნა რომ დამთავრდა, ნოემ იმის გასაგებად თუ იყო სადმე ხმელეთი დარჩენილი. ჯერ ყვავი გაუშვა კიდობნიდან, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდა რაც იმას ნიშნავდა რომ ყველაფერს ისევ წყალი ფარავდა, მერე მტრედი - რომელიც სისხლიანი ფეხებით მაგრამ ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა, რაც მერე (პიკასოს ნახატი) მშვიდობის სიმბოლო გახდა

Posted by: td......... Mar 23 2011, 06:51 PM

kate
რავიცი ჩემ ყვავებს მხოლოდ ახალი ამბები მოაქვთ, ამინდის პროგნოზი არა smile.gif ზალიან საყვარელი და ჭკვიანი არსებები არიან!

Posted by: kate Mar 23 2011, 07:02 PM

td.........
დარწმუნებული ვარ შენი ყვავები კარგი ამბის მომტანი არიან, იმიტომ რომ შენ ასე გჯერა, ვისაც ეშინია და სჯერა ცუდ ამბავს მოუტანს ისინი მხოლოდ ასეთი ამბის წინ ნახავენ და მოისმენენ ყვავის ჩხავილს

Posted by: Fee Mar 23 2011, 07:52 PM

არ მჯერავს მე ეგეთების smile.gif

Posted by: td......... Mar 23 2011, 10:44 PM

kate
კი კარგი ამბები მოაქვთ, ხანდახან ჭორებიც..biggrin.gif ესრთხელევესწარი საოცარ სურათს, ერთი ყვავი და ერთი კაჭკაჭი როგორ უშრობდნენ სისხლს ჩვენი ეზოს კატას. იჯდა ის კატა და ყვავი მოქაჩავდა ყურზე, მოტრიალდებოდა შიშინით ეს ფისო და ამ დროს კაჭკაჭი კუდზე მოქაჩავდა... ასე გაგრძელდა კაი ხანს, საცოდავი კატა ხან აქეტ მოაწყდებოდა, ხან იქით , არაადამიანურ-არაკატურ ხმებს გამოსცემდა, ეს ოხრები კიდე კვდებოდნენ სიცილით..biggrin.gif ძალიან ვიხალისე... მერე მივედი ახლოს და დაანებეს ტავი და გადაფრინდნენ ხეზე..biggrin.gif

Posted by: elli Mar 23 2011, 11:43 PM

kate
დიდი მადლობაა

Posted by: elli Mar 23 2011, 11:46 PM

ციტატა(Existence @ Mar 23 2011, 02:52 PM) *
არ არიან საწყლები საერთოდ და ჩემი აზრით მაგარი მისტიკური ტიპები არიან .....რაღაცას ჩალიჩობენ თავისთვის მარა თან თითქოს ყველას შინაგანად აფხიზლებენ როცა დაჩხავლებენ თავზე huh.gif რაღაც ძენ ბუდისტებივით არიან ........ blink.gif

არ დაიჯერებთ და გამოცდაზე როცა გავდიოდი, იმ დილით რამდენი ყვავიც დამჩხავლებდა თავზე იმ ნომერ ბილეთს ვიღებდი...

Posted by: I AM Apr 6 2011, 10:03 PM

მდააა...


ესე იგი რა ხდება:

არანაირი ცრურწმენა, როგორც ასეთი, არ არსებობს, მე იმის თქმა მინდა რომ რწმენა "ცრუ" არ არსებობს, თუ შენ გწამს და გჯერა რაიმესი, ის შენთვის აუცილებლად მოხდება
და ამაზე რომ თქვა არ არსებობსო და ცრუაო, უბრალოდ უაზრობაა.

აი ზოგს ჯერა რომ თუ შავი კატა გადაურბენს, მოსთვის მთელი დღე სახიფათო რაღაცეებია მოსალოდნელი და იგი ქვეცნობიერად ელის რაღაც ცუდს, ხოდა ეს ცუდი "რაღაც" არ აყოვნებს და როგორც წესი ხდება ხოლმე, ასე რომ თუ გჯერათ და გწამთ (მნიშვნელობა არ აქვს "ცრუა" თუ "მართალი") ის აუცილებლად მოხდება, ამგვარად თქვენ ქმნით თქვენს კარგ და ცუდ რწმენებს smile.gif


და კიდევ საკუთარი "ცრურწმენის" გამოცდილებიდან (ვფიქრობ დაგაინტერესებთ)..

მეც მჯეროდა ხოლმე ადრე პატარ-პატარა "ცრურწმენების" და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო 13 რიცხვი, ანუ თუ ამ დღეს რამე გამოცდა მქონდა, ან რაიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ რაიმე საქმე, წინასწარ დარწმუნებული ვიყავი ხოლმე რომ აუცილებლად ჩამივარდებოდა საქმ, ანუ 13 რიცხვს ემთხვეოდა, ე.ი. მარცხი მელოდა.
ესე გრძელდებოდა კაი ხანს, ხოდა ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი რომ ამ იდიოტური მარცხების მიზეზი თვითონ მე ვიყავი და "გადავაპროგრამე" ეს ცრურწმენა და ყოველთვის როდესაც 13 რიცხვია, მჯერა და მწამს, რომ ეს ერთ -ერთი საუკეთესო დღე იქნება ხოლმე ჩემთვის და საოცარია, მაგრამ მას მერე რაც ასეთი განწყობით ვიღვიძებ ხოლმე ყოველ 13 რიცხვში, ის დღე ძალიან კარგად მიმრთავდება ხოლმე, ანუ მე ვუთხარი ჩემს თავს, რომ 13-ში არათუ რაიმე ცუდი არ მოხდებოდა, არამედ მხოლოდ კარგი ამბები იქნებოდა და ასეცაა, ანუ 13 რიცხვი ჩემთვის მხოლოდ კარგის მომტანი გახდა

პ.ს. ასე რომ მეგობრებო არანაირი ცრურწმენები არ არსებობს (თუ გწამს, ე.ი. არსებობს)

Posted by: Ever Nov 26 2011, 04:26 AM

რომ ამბობენ თავზე რამდენი გვირგვინიც აქვს ადამიანს, იმდენჯერ იქორწინებსო... მითხარით რა რომ არ არის მართალი http://yoursmiles.org/s-sad.php
არ მჯერა, მაგრამ ჩემს ორ ბიძაშვილს აქვს, - ორივე მეორე ქორწინებაშია. ჩემს მეგობარსაც და ისიც
მითხარით რომ სისულელეა http://yoursmiles.org/m-sad.php

Posted by: td......... Nov 26 2011, 11:04 AM

Ever
მაგარი სისულელეაsmile.gif

Posted by: მზეონა Nov 26 2011, 12:01 PM

რა გვირგვინზეა საუბარი? ვერ მივხვდი

Posted by: Ever Nov 26 2011, 12:03 PM

td.........

QUOTE
მაგარი სისულელეა
ვიცი რომ სისულელეა, მაგრამ გუშინ იმდენი ვიტირე მაგის გამო biggrin.gif

მზეონა
QUOTE
რა გვირგვინზეა საუბარი? ვერ მივხვდი

არ ვიცი როგორ აგიხსნა, თავზე აქვთ. გვირგვინს ეძახიან. ადვილი შესამჩნევია

Posted by: td......... Nov 26 2011, 12:58 PM

ციტატა(ever @ 26th November 2011 - 12:03 PM) *
რა გვირგვინზეა საუბარი? ვერ მივხვდი

მზეონა
კოკორსაც ეზხიან, ტმები რომ იზრდება თხემზე სხვადასხცვანაირად იხვევა შუაში, ზოგს ერთი ასეთი კოკორი აქვს, ზოგს 2 მე სამიანიც მინახავს..biggrin.gif ჩემი ნათლულის ძმას აქვს..biggrin.gif

Posted by: td......... Nov 26 2011, 01:00 PM

Ever
კაცო ტირილი თუ გინდოდა კაია, ღმერთმა სულ სიხარულად გიქციოს ეგ ცრემლები.. მაგაზე მეტი ცუდზე არარაფერზე გეტიროს ცხოვრებაშიbiggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Ever Nov 26 2011, 01:04 PM

td.........

QUOTE
ჩემი ნათლულის ძმას აქვს..
და მერამდენე ცოლი ყავს? biggrin.gif

QUOTE
კაცო ტირილი თუ გინდოდა კაია, ღმერთმა სულ სიხარულად გიქციოს ეგ ცრემლები.. მაგაზე მეტი ცუდზე არარაფერზე გეტიროს ცხოვრებაში

kiss1.gif
ტირილი არ მინდოდა, ხომ ხვდები რატომ ვიტირებდი http://yoursmiles.org/m-sad.php biggrin.gif

Posted by: natuka Nov 26 2011, 03:20 PM

Ever
პაპიკოს ქონდა ორი გვირგვინა და ყავდა ერთი ცოლი.
ჩემს ძმასაც აქვს და რავიცი ერთი ცოლი ყავს.
kiss1.gif
მეგობარი მყავს ერთი გვირგვინით smile.gif 30 წლისას მესამე ცოლი ყავს wink.gif

Posted by: Ever Nov 26 2011, 03:23 PM

natuka
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

Posted by: Existence Nov 26 2011, 03:51 PM


dash2.gif

Posted by: td......... Nov 26 2011, 04:41 PM

Ever

ციტატა(ever @ 26th November 2011 - 01:04 PM) *
და მერამდენე ცოლი ყავს? biggrin.gif

ჯერ 11წლისააsmile.gif))

Posted by: Qocho Nov 26 2011, 06:50 PM

ჩემმა ერთმა ნათესავმა მე-6 ცოლი მოიყვანა ბოლოს, მაგრამ 6 გვირგვინი არ ქონია ნამდვილად biggrin.gif

Posted by: td......... Nov 26 2011, 07:48 PM

ციტატა(Qocho @ 26th November 2011 - 06:50 PM) *
ჩემმა ერთმა ნათესავმა მე-6 ცოლი მოიყვანა

კოლექციონერი გყოლია ნათესავიbiggrin.gif

Posted by: kate Nov 26 2011, 08:00 PM

Ever

QUOTE(ever @ 25th November 2011 - 07:26 PM) *
მითხარით რომ სისულელეა

სისულელეა, სისულელეა, მაგარი სისულელეა biggrin.gif

Posted by: Ever Nov 27 2011, 12:20 AM

kate

QUOTE
სისულელეა, სისულელეა, მაგარი სისულელეა biggrin.gif

მჯერა შენი kiss1.gif


Posted by: kate Nov 27 2011, 09:44 AM

Ever
bigarmhug.gif kiss1.gif

Posted by: earth Nov 27 2011, 09:59 AM

Ever
ჩემს ძმას ორი გვირგვინი აქვს, მაგრამ ერთი ცოლი ჰყავს და ძალიან კარგადაც არიან smile.gif
ასე რომ სისულელეა მასეთი ცრურწმენა.
ისე არსებობს ცრურწმენა, რომელსაც მართლა აქვს ნიადაგი. მაგ: მაგიდის კუთხეში ნუ დაჯდებიო... არა, არ დაიჯეროთ შვიდი წელი არ გათხოვდებიო რომ ამბობენ, მაგრამ მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ ვარგა. კუთხეს ენერგია რომ აქვს არ ვარგა, რადგან მზის წნულის ჩაკრაზე ცუდად მოქმედებს. ისე მგონი მრგვალი მაგიდა უნდა იყოს კარგი wink.gif

Posted by: td......... Nov 27 2011, 11:02 AM

ციტატა(earth @ 27th November 2011 - 09:59 AM) *
მაგიდის კუთხეში ნუ დაჯდებიო...

მე ასე ვიცი -დაჯექი და ქმარი შეგხვდება ,საკუტარი კუთხე ექნებაო..biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: ანა Nov 28 2011, 01:49 AM

ჩემი ცრურწმენაა რომ სამყარო იდეალურია და ყოველი დღე სრულყოფილი. და სულ მიხარია, ცრუწრმენაა სიყვარული.. სხვა მგონი არაფერი. ძირითადად რაც აღმომიჩენია ცრურწმენა გამოთქმები, ხალხური ანდაზები და აფორიზმები ყველაფრი სიმართლეა, ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზის შემდეგ smile.gif ერთი შეხედვით ბავშური სისულელე რაც ჩანს.. ანდაზების თემა უნდა იყოს აქ.

Posted by: რეალისტი Jul 23 2016, 10:42 AM

http://s001.radikal.ru/i193/1607/16/fffe50deead1.jpg

Posted by: tikoroma Jul 23 2016, 04:06 PM

რეალისტი
http://radikal.ru/big/3d270a864e3e4b689a3498ca9901f36a
და რას ნიშნავს ეს ჩამონათვალი

Posted by: რეალისტი Jul 30 2016, 10:15 AM

http://s018.radikal.ru/i510/1607/82/ac671889db63.jpg

Posted by: ichi Aug 2 2016, 09:50 PM

საიდუმლოს შენახვა თუ გიჭირს, ორმოს მოუყევი და მიწა დააყარე.
სტუმარი რომ წავა, სახლი მაშინვე არ უნდა დაგავო.
კარის ზღურბლზე მისალმება – უსიამოვნებაა.
კარადაში შაქარი და მარილი ერთად არ უნდა იდოს.
ცოცხი კედელზე არ უნდა მიაყუდო – „მტრები ფეხზე დგანანო“, კედელზე უნდა დაკიდო.
დილით მარჯვენა ფეხზე უნდა ადგე.
თუ მტრედები ფანჯარაზე გიკაკუნებენ – ახალ ამბავს გაიგებ. თუ მტრედი შავია – ცუდი ამბავია, თუ თეთრია – კარგი.
თუ კატა ტახტზე გორაობს, სიკეთეს ელოდე.
საქმეზე რო მიდიხარ, უკან არ უნდა მოიხედო. ხეირს ნახავ.
უზმოზე მათხოვარი თუ შეგხვდა, უნდა გაიკითხო( დაეხმარო).
თუ დილით მერცხლებმა შემოგჭიკჭიკეს, სასიამოვნო სტუმარს ელოდე.
მგზავრი რომ შორ გზაზე წავა, ნაკვალევზე წყალი უნდა დაასხა – მშვიდობით ივლის.
გარდაცვლილის სურათი საძინებელში არ უნდა დაკიდო.
ჭექა – ქუხილის დროს ფანჯრის მინას სარკე უნდა მიადო – მეხს აირიდებ.
ჩვილი სარკეში არ უნდა ჩაახედო, დაელმდება.
ცუდი სიზმარი წყალს ან ცეცხლს უნდა მოუყვე.
გოგოს თუ გათხოვება უნდა, ტანსაცმელში დაფქვილი მაგნიტი უნდა ატაროს.
ფული და ბარაქა რომ არ მოგშორდეს, თან ღორის კბილი უნდა ატარო.
გატეხილ სარკეში ჩახედვა არ შეიძლება, უბედურება შეგემთხვევა.
ღამე ნაგვის გადაყრა არ შეიძლება, ბარაქა გაყვება.
ღამე ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება – უბედურებას მოიტანს.
ავი ამბავი ქვას ან ხეს უნდა მოუყვე.
ორშაბათს ფული არ გაასესხო – ვალებს ვერ მოიშორებ.
თმას ახალ მთვარეზე თუ შეიჭრი, მალე გაგეზრდება.
მარილი თუ დაგეყარა, ჩხუბის ნიშანია.
ახალ მთვარეს ოქრო ან ფული უნდა აჩვენო და უთხრა: „ როგორც შენ იზრდები, ისე გაიზარდოს ჩემი ოქრო, როგორც ილევი, ისე დაილიოს ჩემი დარდი“
დანა ხელიდან ხელში არ უნდა გადასცე – ჩხუბის ნიშანია.
კარის ზღურბლზე თუ დგახარ – ვალს აიღებ.
მაგიდაზე ბავშვი არ უნდა დასვა – არ გაიზრდება.
მაგიდაზე სავარცხლის დადება არ შეიძლება, თავი აგტკივდება.
ნემსი ძაფის გარეშე არ უნდა დატოვო – ღარიბი სიძე გეყოლება.
ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლის – ბიჭი გოგო გახდება, გოგო ბიჭი.
წვიმამ რომ გადაიღოს, მიწაზე მარილის ჯვრები უნდა დახაზო.
რომ იბანავებ, ჯერ სახის გამშრალება არ შეიძლება.
40 დღე მძინარე ჩვილი არავინ არ უნდა ნახოს, თვალი ეცემა.
ტყეში ვინმემ თუ დაგიძახა, არ უნდა მიიხედო – ოქროსფერთმიანი ალია. თუ გაიხედე ალი მოგაჯადოებს.
თუ გინდა რომ წვიმა მოვიდეს, ათი მელოტი უნდა ჩამოთვალო.
ახალი წლის დღეს, როგორი სტუმარიც მოვა, ისეთი იქნება მთელი წელიწადი.
თუ ალს ოქროს თმის ბეწვს მოპარავ – ყველა სურვილს აგისრულებს.
ქორწილში პატარძლის ფეხსაცმლის ძირზე ვის სახელსაც დააწერენ, ის გათხოვდება პირველი.
სახლში მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე.
ღამე სასაფლაოზე არ უნდა გაიარო – ავსულები ბედს მოგპარავენ.
ახლად დაქორწინებული ქალი თუ ქორწილში წავიდა, პატარძალთან ერთად საცერით წყალი უნდა გაცრას – ორივე ბედნიერი იქნება.
ზღვას რომ გახედავ, თუ ჰორიზონტზე მუქი ზოლია – იწვიმებს.
სახლიდან რომ გადიხარ – „სად მიდიხარ“ – არ უნდა გკითხონ. თუ გკითხეს, პასუხი არ უნდა გასცე.
სიგარეტს სანთლიდან არ უნდა მოუკიდო, მეზღვაური მოკვდება.
კიბის ქვეშ გავლა არ შეიძლება – დაითარსები.
თუ ღორები უმიზეზოდ ჭყივიან -ავდარია.
კვამლი თუ ცაში სწორ ხაზად მიდის – ყინვა იქნება.
ცოცხი არავის არ უნდა მიარტყა – ხელი გაუხმება.
ზღვაზე თუ ქარი სამხრეთიდან უბერავს, ავდარია, თუ აღმოსავლეთიდან – დარია.
ობობის ნახვა – ბედნიერების ნიშანია.
მაგიდაზე ცარიელი ბოთლები არ უნდა დატოვო – ავსულები ჩასახლდებიან.
ჩანთას მაგიდაზე თუ დადებ, საფულე ცარიელი გექნება, თუ იატაკზე დადებ – სავსე.
შობას ან აღდგომას ხორბლის მარცვლები ეკლესიაში უნდა წაიღო და ღამე გაათენო. წვიმა რომ წამოვა, ერთი მარცვალი უნდა გადააგდო გარეთ და წვიმა შეწყდება.
წიწაკის ხელში მიცემა არ შეიძლება – გამწარდები.
ღამე კერვა არ შეიძლება, ბედი შეგეკერება.
სანაპირო თუ გასწორებულია – კარგი ამინდი იქნება. თუ ქვები ან ქვიშა – გორაკებად არის – ცუდი.
თუ ტანსაცმელს არ გაიხდი და ისე გაკერავ, თავზე ძაფი უნდა დაიდო – თორემ ბედი შეგეკერება.
თუ მეთევზეები თევზს ვერ იჭერენ – ზღვაზე ქარიშხალი იქნება.
ზღვა თუ ყმუის, მალე ვინმეს წაიყვანს.
თუ კატა პირის ბანისას ყურზე თათს გადაისვამს – დარი იქნება.
თუ ძაღლს სძინავს – გაავდრდება.
მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება – 7 წელი ვერ გათხოვდები/ ცოლს ვერ მოიყვან.
სახლში ვინმე რომ მოკვდება, საათი უნდა გააჩერო.
როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ნაჭერი უნდა ჩამოაფარო.
მარჯვენა ხელი თუ გეფხანება – ვინმეს გაიცნობ, თუ მარცხენა გეფხანება – ფულს იშოვნი.
კოვზი ან ჩანგალი თუ დავარდა სტუმარი მოვა.
მეზობელი მარილს თუ გესესხება, უკან უნდა დაგიბრუნოს, თორემ ბარაქას გაიყოლებს.
შემოსასვლელს რომ დაგვი, ნაგავი გარეთ არ უნდა გაგავო, ბარაქა გაყვება.
პატარა ნაკადულს არ უნდა გადაახტე, უჟმური აგყვება.
თმას რომ დაივარცხნი, სავარცხელზე დარჩენილი თმის ნაგავში გადაყრა არ შეიძლება, ჩიტი ბუდეში წაიღებს და თავი აგტკივდება. უნდა დაწვა ან წყალს გაატანო.
სარკე თუ გაგიტყდა – 7 წელი დაწყევლილი იქნები.
ბავშვს რომ პირველი კბილი ამოუვა, ვერცხლის კოვზი უნდა მიუკაკუნო – ბედნიერი იქნება.
ტანსაცმლის უკუღმა ჩაცმა არ შეიძლება – დაითარსები.
თვეებში, რომელსაც ‘რ’ არ ურევია ქორწინება არ შეიძლება.
თავი თუ გტკივა და ვინმეს თუ ეტყვი- „ქვას ეყურებოდესო“ უნდა დაამატო, მოსაუბრესაც რომ არ ასტკივდეს.
სახლიდან გასულს, თუ რამე დაგრჩა, დაბრუნება არ შეიძლება. თუ მაინც დაბრუნდი, სარკეში უნდა ჩაიხედო.


(ც) მარიამ ნატროშვილი-ცრურწმენების მუზეუმი

Posted by: ichi Aug 2 2016, 09:50 PM

http://www.sadarismelia.com/other-works/museum-of-superstitions

Posted by: Kurame Aug 3 2016, 02:51 PM

მე გადამირბინა ერთხელ შავმა კატამ , ვიფიქრე დამერხა მეთქი , 5 წუთის შემდეგ გავრბოდი და უკან ჩემხელა ძაღლი მომდევდა. :დ
დიდად არ მჯერა , უფრო დამთხვევები მგონია. საერთოდ ცუდი რარაცეები კატის გარეშეც ხდება მაგრამ როცა საქმეში კატა ფიგურირებს და ცუდი რამ მოხდება მაშინვე ჩვენს გონებაში მოცოცავს ეს ცრურწმენა და ჩვენც ვიჯერებთ. :დ

Posted by: Vasilius Aug 12 2016, 10:41 AM

Me kidev mjera, radgan es tsru rtsmena ki Ar aris, aramed chveni tsinaprebis mier datestili ase vtqvat algoritmebi, romlebic utkuarad mushaobs! Aris ragac qmedebebis tanmimdevriba rac amoqmedebs uarkofit energias.magalitad igive gemis saxelebi.zustad vici ,rom kvela gemi saxelad admoral naximov, izireba...
Me bevri ram maqvs dacdili zogi kargad da zogic cudad.xelis gulis fxana da fuli mec dacdili maqvs, ukan shemobrunebac da paraskevi 13 shi vcdilob vabshe ar gavide garet...

Posted by: Kurame Aug 19 2016, 01:29 PM

ციტატა(Vasilius @ Aug 12 2016, 10:41 AM) *
Me kidev mjera, radgan es tsru rtsmena ki Ar aris, aramed chveni tsinaprebis mier datestili ase vtqvat algoritmebi, romlebic utkuarad mushaobs! Aris ragac qmedebebis tanmimdevriba rac amoqmedebs uarkofit energias.magalitad igive gemis saxelebi.zustad vici ,rom kvela gemi saxelad admoral naximov, izireba...
Me bevri ram maqvs dacdili zogi kargad da zogic cudad.xelis gulis fxana da fuli mec dacdili maqvs, ukan shemobrunebac da paraskevi 13 shi vcdilob vabshe ar gavide garet...


ადამიანი რასაც მნიშვნელობას ანიჭებს ის მისთვის რეალიზდება ხოლმე ხშიად. გააჩნია რწმენას.
მაგრამ ხანდახან ხდება განსაცდელების შემოყრა ზემოდან და სულ ეგ არის biggrin.gif

Posted by: jarmen Sep 10 2016, 01:43 AM

ფაქ, რა აქსიომაა ნახე, სახელიც გაუბნება "ცრუ რწმენა" ანუ ცრუ, არასწორი, ტყული. თუ ტყუილია მაშინ არ იმუშავებს ხო(როგორც ეზოთერიკაში აღწერილი პრაქტიკების ნახევარი(უი ხო ზოგი მუშაობს მაგრამ არა ისე როგორც უნდათ lol.gif lol.gif ))? biggrin.gif წარმოიდგინეთ რა ბანძია ტიპი რომელმაც იცის რომ რაღაც კონკრეტული ვრურწმენაა, ანუ ატყუებენ, არ მუშაობს და მაინც ჯერა, ჯიუტად ჯერა. დაიკიდეთ რა...

Posted by: ichi Sep 10 2016, 10:36 AM

jarmen
ტყუილი სიმართლედ იქცევა თუ გჯერაო გამიგია........... რა არის რეალობა და რა არა ეს ცალკე თემაა, ჩემი აზრით საკმაოდ რთული..........

Posted by: jarmen Sep 10 2016, 11:42 AM

QUOTE(ichi @ Sep 10 2016, 10:36 AM) *
jarmen
ტყუილი სიმართლედ იქცევა თუ გჯერაო გამიგია........... რა არის რეალობა და რა არა ეს ცალკე თემაა, ჩემი აზრით საკმაოდ რთული..........


ichi
მეც გამიგია რაღაცები superstition.gif მძღნერში ფეხის ჩაყოფამ ფული იცისო, ობიანი პურის მჭამელი ფულს პოულობსო და ასეთები. რისიც გინდა იმის გჯეროდეს, მაგრამ რადგანაც ეზოთერიკაზე ვსუბრობთ აქ ნაკლებად გვჯერა და სასწაულების, რაციონალური ახსნა მოეძებნება ყველაფერს. მაგრამ უნდა გახსოვდეს რომ რაღაცაში/ვიღაცაში ვცხოვრობთ შიგნით და აქ შიგნით აღაც გარკვეული კანონები მოქმედებს, ასე რომ სრული სისულელე იქნებოდა აბსოლუტური დებულების სახე მიგვეცა გამოთქმისთვის "ტყუილი სიმართლედ იქცევა თუ გჯერაო გამიგია". "რა არის რეალობა და რა არა ეს ცალკე თემაა, ჩემი აზრით საკმაოდ რთული" გეთანხმები რომ ეს ცალკე თემაა, მაგრამ რთულია იმისთვის ვინც არ ცის, ვინც იცისს იმისთვის არა, პირობითია რა biggrin.gif ვიღაცისთვის სამქუალიანის ჩაგდება მარტივია ვიღაცისთვის არა. ხოოდა ეხლა ცრურწმენებს რასაც ეძახით, მაგალითად შავი კატის გადარბენა და ამას დაყოლებული ნეგატიური მოვლენა superstition.gif მისტიურად ეს ფენომენი ძალიან მარტივარ აიხსნებ: არსებობს არამიანი, არსებობს კატა, არსებობს ადამიანში არსებული რწმენა პროგრამის სახით "შავმა კატამ თუ გადაგირბინა ცუდია", მიდის ტიპი გზაზე, ეჩქარება, ვთქვათ სამსხურში, გადაირბინა შავმა კატამ და ადამიანში აქტიურდება ზემოთნახსენები პროგრამა, ჩნდება შიში და პროვოცირებას უკეთებს პროგრამას, ადამიანის ენერგეტიკაში როლს იღებს პროგრამა, დარაც უფრო მეტად სჯერა ამის ადამიანს მით უფრო მეად მაგნიტდება მისიენერგეტიკა, ნეგატიური მოვლენისთვის, ანუ მისირწმენის მატერიალიზაციისთვის, სამსახურთან კიბეებზე ასვლისას უცურავს ფეხი და ეცემა ძირს 12 საფეხურის გავლით... ეს ეზოთერული ანბნის მომენტია, ყველამ იცის... პრობლემა მოვლენა კი არ იყო რომ ვთქვათ შავმა კატამ გადაურბინა, პრობლემა იყო ამ ადამიანის დაოკიდებულება და რწმენა იმის რომ ეს ცუდია, ქრისტიანული მისტიციზმის რამდენიმე მიმდინარეობაში ზუსტად ასე განიმარტება ცოდვაც. удачи таваріщ russian_ru.gif russian_ru.gif

Posted by: earth Oct 7 2017, 07:22 AM

Taa

QUOTE(Taa @ 15th July 2008 - 03:53 PM) *
ამიტომ არსებობს გამოსავალი, ცვენ მაინც არ დავუბინძუროთ ჩვენს მომავალს, სვილებს ნათესავებს ტვინები და არ მივაწოდოთ ეს ინფორმაციები
და თუ ერთ დღესაც ისინი მაინც მოიტანენ ამ ინფორმაციას, ბაღიდან, სკოლიდან, ქუჩიდან
მაშინ უფრო მეტად გადავაჯეროთ რომ ეს გაუნათლებელი ხალხის მოგონილია და რომ ეგეთებს ყურადღება არ მიაქციონ

100 % მასეა სწორი მოქცევა, ეს ცრურწმენები მხოლოდ მასე დამთავრდება. თორემ პროგრამირდება ხალხი უარყოფითზე.

Posted by: earth Oct 7 2017, 07:45 AM

TeO

QUOTE(Tea @ 30th March 2007 - 06:20 PM) *
ნამდვილად არ მჯერა ცრურწმენების, მაგრამ ერთი რამე ვიცი _ თუ გჯერა რამე (ცუდსაც ეხება და კარგსაც) ის აუცილებლად ახდება (ჩვენივე აზრით)!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ამ თემის პასუხი თეოს ამ სიტყვებშია, რასაც ვირწმუნებთ, კარგს თუ ცუდს ყველაფერი ისე მოხდება როგორც ვირწმუნებთ. რადგან ჩვენ პატარა ღმერთები ვართ, ღმერთის ნაწილაკები ვართ და გვაქვს ძალა წარმოვქმნათ მოვლენები.
ამიტომ კარგი იქნებოდა რამე კარგი დაგვეპროგრამებინა ჩვენთვის smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)