სიზმარი და ფსიქოლოგია |
სიზმარი და ფსიქოლოგია |
Oct 19 2018, 06:23 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე წავიკითხე რამდენიმე პატარა სტატია ფროიდისა სიზმრების შესახებ და ძალიან მომეწონა
მესმის, რომ სიზმარხილვის პრაქტიკის მიმდევრებისთვის ფროიდი ზედმეტია, მაგრამ სხვა მხრივ ძალიანაც გამოსადეგია. სიზმარი პირველ რიგში ადამიანის შთაბეჭდილებების, წარმოდგენების, შიშების სახეა და ძალიან მნიშვნელოვანია მასზე დაკვირვება და შესწავლა, მათთვის ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული. ამიტომ ვისაუბროთ სიზმრებზე, მის რაობასა და ახსნის მეთოდებზე ამ თემაში ცოტაოდენ ფროიდის ციტატებს დავდებ, ცოტაოდენ საკუთარ გამოცდილებებს. თქვენსასაც სიამოვნებით მოვისმენთ ყველას აინტერესებს სიზმრების ახსნა. უცნობი ადამიანები მწერენ ხოლმე და ყველას ვერ აუხსნი ყოველთვის. სიზმრის ახსნა შეიძლება ორი ხერხით, ან კარგად გაიცნო ადამიანი და მოაყოლო, როგორც ფსიქოლოგმა, შეისწავლო კარგად და მერე დაულაგო ყველაფერი. ან ენერგეტკული კავშირის დამყარება უნდა შეგეძლოს, რომ მიუხვდე რა რატომ ნახა. გააჩნია რა აინტერესებს შემკითხველს, ეზოთერული კუთხით თუ საკუთარი თავის ჩაღრმავება და ა.შ. არსებობს კიდევ სიმბოლოების ზოგადი მნიშვნელობა, რაც საერთოა ერთ სივრცეში, კულტურაში, საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანთათვის და ესეც გვეხმარება ახსნაში. რადგან ამ კაცს უკვე შესწავლილი და დალაგებული აქვს სიზმრების სტრუქტურა და ტერმინები, რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ: ფროიდი, "სიზმრის მოძღვრების რეცენზია" - შეუძლებელია სიზმრის ინტერპრეტაცია, როცა არ გაქვს სიზმრის მნახველის საზიარო ასოციაციები; უპირველეს ყოვლისა კი - ცოდნა, რომ სიზმართან არსებითი სიზმრის მუშაობის პროცესია. - სიზმრის ტექსტი (შინაარსი, სიუჟეტი) - ესაა მანიფესტური სიზმარი; რასაც ვეძებთ, რასაც სიზმრის უკან ვუშვებთ - სიზმრის ლატენტური აზრები. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 19 2018, 08:14 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ტექსტები დაგვეხმარება სიზმრის დღიურის შედგენასა ანალიზშიც
როცა ფსიქლოგი არა გვყავს, თავად გვიწევს განმარტებების ძებნა ფროიდი, "სიზმრის მოძღვრების რეცენზია" - ჩვენ მოვუწოდებთ სიზმრის მნახველს გათავისუფლდეს მანიფესტური სიზმრის შთაბეჭდილებებისგან, ყურადღება მიმართოს მთლიანად სიზმრის შინაარსის ცალკე ნაწილებზე და რიგის მიხედვით გვამცნო, თუ რა აზრები მოდის უეცრად თავში ყოველ ცალკეულ ნაწილთან, რა ასოციაციები აქვს, როცა ის მას ცალკეულად თვალს მიაპყრობს. - უბრალოდ შეგვიძლია მოვაყოლოთ ქრონოლოგიური რიგის მიხევდით. ესაა კლასიკური მეთოდი. - შეგვიძლია სიზმრის მხილველს მივუთითოთ, სიზმარში პირველად მოძებნოს დღის ნარჩენები, ვინაიდან გამოცდილებამ გვასწავლა, რომ თითქმის ყველა სიზმარში ემოდის მოგონების ნარჩენები ან სიზმარში დღის შეთხვევების გადაკრული თქმაა. - ანდა მოვუწოდებთ მას სიზმრის შინაარსის იმ ელემენტით დაიწყოს, რომელიც თავისი განსაკუთრებული სიცხადით და გრძნობადი სიძლიერით თვალშია საცემი. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 19 2018, 11:19 PM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგარი თემ
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 20 2018, 05:07 PM
Post
#4
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
პირველმა პოსტმა დამაინტერესა და თემა ჩემთვისაც საინტერესოა, თუმცა ფროიდი, ფროიდი.. ფროიდი ხომ ავადმყოფ ადამიანებს იკვლევდა და ამ კვლევებიდან შემოგვთავაზა იდეები, რავი აბა... |
|
|
Oct 20 2018, 08:02 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფროიდი ხომ ავადმყოფ ადამიანებს იკვლევდა და ამ კვლევებიდან შემოგვთავაზა იდეები, რავი აბა... ავადმყოფებში რას გულისხმობ? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 20 2018, 10:00 PM
Post
#6
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 20 2018, 10:02 PM
Post
#7
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 21 2018, 09:04 PM
Post
#8
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფროიდს ამ სტატიაში მოჰყავს მეგობრების მაგალითებიც, და არა მხოლოდ პაციენტების. იმას, ვინც დასახმარებლად მიმართა, შეიზლება მსუბუქი ნევროზიც ჰქონოდა და მაინცდამაინც მძიმე ფსიქიური აშლილობა არ ჰქონოდა. თუ არ შეისწავლიდა ჯანსაღ ფსიკიას, განსხვავებას ვერ დაინახავდა დაავადებულში.
მეორე ც, ჩემი აზრით სიზმარს აქვს თავისი სტრუქტურა, რომელიც ერთნაირად მუშაობს ჯანსაღ და დაზიანებულ ფსიქიკაში. ეს უკვე შეისწავლა და აღწერა სპეციალისტმა, დააფიქსირა ტერმინები და მე ველოსიპედი რატომ გამოვიგონო? მესამეც, ჩემს დაკვირვებებს რომ არ დამთხვეოდა, არც მომეწონებოდა პარალელურად დავწერ ჩემს დაკვირვებებსაც თუ რამე მნიშვნელოვანი გამახსენდა, არაა პრობლემა. ფროიდი სახელი ნუ დაგვაფრთხობს, გავიცნოთ, შეგვიძლია უარვყოთ მერე მისი აზრები, ან დავეთანხმოთ. მაინცდამაინც მისი სადიდებელი თემა კი არ არის. ტქვენგანაც ველი საკუთარი გამოციდლების გაზიარებას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 22 2018, 12:29 AM
Post
#9
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.tabula.ge/ge/story/137111-cnobi...SsZK7zQvAbykJco
სტატია ვნახე სიზმრებზე ანთი რევონსუო შვედეთის University of Skövde-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების და გონების ფილოსოფიის პროფესორია, მისი კვლევის ხაზია ცნობიერება, როგორც ბიოლოგიური ფენომენი და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები. მას ტაბულას სამეცნიერო მიმომხილველი ზაზა დობორჯგინიძე ესაუბრა. რატომ გვესიზმრება სიზმრები? სიზმრის ფუნქციის შესახებ ბევრი განსხვავებული თეორია არსებობს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სიზმრებს საერთოდ არ აქვთ ფუნქცია, ზოგი კი ამბობს, რომ სიზმარი არეგულირებს ჩვენს ემოციებს და აერთიანებს ჩვენს მეხსიერებას. თუმცა, არცერთი ეს თეორია მხედველობაში არ იღებს სიზმრების შინაარსს. რის შესახებაა ჩვენი სიზმრები სინამდვილეში,როგორია ჩვენი სიზმრის განცდები და სიზმრის ცნობიერება? მე განვავითარე სიზმრის და ცნობიერების განსხვავებული ტიპის, ახალი თეორია, რომელიც განმარტავს სიზმარს, როგორც ვირტუალურ რეალობას, ან ჩვენი ტვინის მიერ ძილში სიმულირებულ სამყაროს. ეს თეორია მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის მტკიცებულებებს იმის შესახებ თუ რა გვესიზმრება სინამდვილეში, როგორც ეს გამოავლინა სიზმრების შინაარსის კვლევებმა. სიზმრის ამ სამყარო-სიმულაციას ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს; ის მნიშვნელოვანი მოვლენების რეპეტიციას ატარებს, რათა ჩვენ მათთვის მოვემზადოთ. ესაა სიზმრის ფუნქციის შესახებ ჩემი საფრთხის-სიმულაციის თეორიის მოკლე შინაარსი. მასში დაგროვებულია ბევრი მტკიცებულება, ბევრი კვლევებისგან და მონაცემებისგან სიზმრების კვლევაში, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენ უნივერსალურად და რეგულარულად გვესიზმრება საფრთხის შემცველი, სახიფათო მოვლენები: საფრთხის სიმულაციის თეორია (TST) (რევონსუო, 2000) ეყრდნობა ცენტრალურ იდეას, რომ სიზმრის და ღვიძილის ცნობიერება არიან მსგავსი სამყარო-სიმულაციები, ან ვირტუალური რეალობები, რომლებსაც ქმნის ტვინი. (რევონსუო, 2006) სიზმრის განმავლობაში, სიმულაცია პირდაპირ არ იმართება სენსორული ინფორმაციის მიერ ისე, როგორც ეს ღვიძილის დროს ხდება. ამის ნაცვლად, სიზმრები იმ მოვლენათა სიმულაციას ქმნიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ღვიძილის დროს ჩვენი გადარჩენისთვის, რათა უკეთ მომზადებულები გავუმკლავდეთ მათ, როცა ეს მოვლენები მართლა მოხდება. ისე, როგორც მფრინავებს რეგულარულად უწევთ სიმულაციური თვითმფრინავის მართვა, სიმულაციურ ექსტრემალურ სიტუაციებში, საკმაოდ უსაფრთხო, მაგრამ საოცრად რეალისტურ ადგილში- პილოტის სიმულაციურ კაბინაში, რათა გაავარჯოშონ მათი უნარები და რეაქციები ფრენის დროს მომხდარ მოულოდნელ სიტუაციაში, ასევე სიზმრებიც გვაიძულებს გავიაროთ კოშმარული თავგადასავლები და უიღბლობები რეალისტურ, მაგრამ სრულიად უსაფრთხო ადგილას. თუმცა, ფრენის სიმულატორისგან განსხვავებით, სიზმრის სამყარო-სიმულაცია სრულიად გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიმულაციაში ვიმყოფებით. ჩვენ მოტყუებულები ვართ ისე, რომ სიზმარში მიმდინარე მოვლენებს სრული სერიოზულობით აღვიქვამთ და ვერთვებით გადარჩენის სტრატეგიებში ისე, თითქოს ჩვენი სიცოცხლე მართლაც მძიმე საფრთხეში იყოს. საფრთხის სიმულაციის თეორია იღებს ევოლუციურ თვალსაზრისს სიზმრის ფუნქციაზე. იმის თქმა, რომ სიზმრებს აქვთ ფუნქცია ნიშნავს, რომ სამყარო-სიმულაციები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში ძილის დროს მიმდინარეობს, როგორღაც ეხმარებოდა ადამიანის წინაპრებს, რომ გადარჩენილიყვნენ და განვითარებულიყვნენ ადამიანის ევოლუციის ისტორიის განმავლობაში. საფრთხის სიმულაციის სისტემის ბუნებრივი გადარჩევა მოხდა იმიტომ, რომ სახიფათო მოვლენებისთვის მზაობა ჩვენს გადარჩენას უფრო სავარაუდოს ხდიდა. ევოლუციური თვალსაზრისი სიზმრების ფუნქციაზე ასევე გულისხმობს, რომ სიზმრები, როგორც ქმედითი სამყარო-სიმულაციის მექანიზმები, მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება, არამედ, სავარაუდოდ, საზიაროა ძუძუმწოვრების სხვა სახეობებისთვისაც, რომელთა ტვინი დაპროგრამებულია, რომ იმ მოვლენათა სიმულაციები გააკეთოს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაბამისი სახეობის გადარჩენისთვის. ეს თეორია იმასაც გულისხმობს, რომ სიზმრების ფუნქცია დამოუკიდებელია ჩვენი უნარისგან, დეტალურად გავიხსენოთ, მოვახსენოთ და ინტერპრეტაცია გავუკეთოთ ჩვენს სიზმრებს - სიზმრების გახსენების ჩვენი უნარი მყიფეა და პატარა ბავშვებს და ცხოველებს არ შეუძლიათ შეგვატყობინონ ინფორმაცია მათი სიზმრების შესახებ; თუმცა მათ შეუძლიათ სიზმრების განცდა და სარგებლის მიღება მისი ფუნქციისგან. საფრთხის სიმულაციის თეორია ასევე ხსნის, თუ რატომაა გაცხადებულობა (Lucidity), ჩვენი უნარი, რომ სიზმრის დროს ამოვიცნოთ სიზმარი, როგორც სიზმარი ამდენად იშვიათი და რატომაა ასე რთული მისი შენარჩუნება: გაცხადებულობა (Lucidity) წესი რომ ყოფილიყო და არა გამონაკლისი, ეს გაანადგურებდა სიზმრების ძალას - გაგვაძლიეროს უსიამოვნო და სახიფათო სიტუაციებში გადარჩენის რეპეტიციებით. როდესაც გაცხადებული სიზმარი (Lucid Dream) გვესიზმრება, ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ, დავაკვირდეთ ან ვისიამოვნოთ კიდეც იმ ურჩხულებით და უიღბლობებით, რომლებიც ჩვენს გზაზე დაგვხვდება. საფრთხეების და გადარჩენის უნარების ეფექტური სიმულაციისთვის აბსოლუტურად აუცილებელია, რომ სრულიად გადაგვავიწყდეს ნამდვილი ვითარება. სახელგანთქმულმა ნევროლოგმა, მაიკლ გაზინაგამ, თავის ახალ წიგნში “ცნობიერების ინსტინქტი” ივარაუდა, რომ უწყვეტი ცნობიერების განცდა, ან ცნობიერების ნაკადი შესაძლოა ილუზია იყოს და ცნობიერება უფრო ჰგავს ადუღებული წყლის ბუშტუკებს. როგორ გამოიყურება ცნობიერება თქვენი თვალსაზრისით? შესაძლოა გაზინაგა უფრო საუბრობდეს ჩვენს თვით-ცნობიერებაზე, ცნობიერების უფრო მაღალ ტიპზე, რომელიც დამოკიდებულია ენაზე და დროშია განვრცობილი. მე ვეთანხმები, რომ უმაღლესი ტიპის თვითცნობიერება ჩვენს მიერვე და ჩვენთვისაა შექმნილი, იმ ამბის შეთხზვით, თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვედით ჩვენს ცხოვრებაში და საით მივამართებით მომავალში. ამგვარად, თვითცნობიერების განცდა დროშია განვრცობილი, არის შეთხზული და ნაპრალოვანი; სინამდვილეში არ არსებობს ნამდვილი უწყვეტი “მე”, რომელიც დროში მოგზაურობს. მაგრამ ცნობიერების ძირითადი დონე, რომელსაც მე “ფენომენალურ ცნობიერებას” ვეძახი არის ჩვენი მომენტიდან მომენტამდე არსებული არსებობის გრძნობა, ესაა ფაქტი, რომ არის რაღაც თუ როგორია ვარსებობდე, ვიყო ცოცხალი, ზუსტად ამ მომენტში. ამ გრძნობას აქვს თვისებები, სუბიექტური ბუნების რომლებიც მარტო მე შემიძლია ვიგრძნო. სხვა ვერავინ შემოვა ჩემს ცნობიერებაში და ვერცერთი ტვინის გამოსახვის ან გაზომვის მეთოდი ვერ აღბეჭდავს არსებობის ჩემ განცდას. ჩვენ ყოველთვის ვცხოვრობთ მოცემული აწმყო ცნობიერი მომენტის “ახლა”-ში და ეს ყველაზე დიდი ფილოსოფიური და მეცნიერული ამოცანაა: როგორ ქმნის ფიზიკური, ბიოლოგიური ტვინი ამ გრძნობას არსებობის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 22 2018, 11:30 AM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზემოთ მოყვანილი წერილის მიხედვით, სიზმარი არის ერთგვარი რეპეტიცია რომელიც გვამზადებს მოსალოდნელ საფრთხეებთან შესახვედრად. შეიძლება ეს მხოლოდ სიზმრის ერთ-ერთ ფუნქციად დავუშვათ. თანაც არა მხოლოდ საფრთხეების, არამედ ნებისმიერი მოვლენისთვის გვამზადებს, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. ამით აიხსნება რატომ ვხედავთ წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
რადგან არამხოლოდ წინასწარმეტყველურს ვხედავთ, ესე იგი სხვა ფუნქციაც აქვთ. ალბათ, გააჩნია ტვინისგან რა ბრძანებებს მიიღებს. თუ არადა მუშაობს თავისი განრიგით. მჯერა, სიზმარსაც აქვს თავისი მექანიზმები, როგორც ორგანიზმს უჯრედულ დონეზე და მისი ფუქნცია პირველ რიგში განტვირთვაა ადამიანის ფსიქიკის და არა მომავლის რეპეტიცია. ამით ვუახლოვდები ფროიდს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 22 2018, 02:56 PM
Post
#11
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო იქნება გავიგოთ, როდესაც სიზმარს არ ნახულობ გარკვეული პერიოდი, მაშინ რა ხდება? ანუ, რატომ ხდება რომ ან სულ არ ვნახულობთ ან ხშირად? ან კიდევ, ზოგი რატომ გვამახსოვრდება და ზოგი გაღვიძებისთანავე გვავიწყდება?
|
|
|
Oct 22 2018, 03:56 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მგონი, ყოველთვის ვნახულობთ, უბრალოდ არ გვახსოვს.
არ გვახსოვს იმიტო, რომ მისი დანიშნულება არაა რეალობაში აქტივობა. მისი დანიშნულება ფსიქიკის განმუხტვაა. მაგ. გული დაპროგამებულია აწოდოს სისხლი ორგანიზმს, და სხვა ორგანოებიც, ასევე ფსიქიკა დაპროგრამებულია აწარმოოს სიზმარი, ვიგებთ ჩვენ მას თუ არა. როცა ხდება გულის ჩვეული რიტმიდან ამოვარდნა, ჩვენ ვგრძნობთ განსხვავებას. ეს ხდება კიბეზე არბენისას, ან შეშინებისას ან ნებისმიერი დროებითი უწყინარი ზემოქმედების დროს და არ არის სავალდებულო საფრთხე იყოს, ან ავადმყოფობა ან რამე სხვა ნეგატიური მოვლენა. ასევე ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ განვიცდით ემოციებს და ის გამოვლინდება სიზმარში. გვამახსოვრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ვაქცევთ ყურადღებას. თუ მივეჩვიეთ რომ არ გვახსოვს, შეიძლება არასდროს დაგვამასოვრდეს, ან იშვიათად ძალიან. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ იმახსოვრებენ-ნახულობენ სიზმარს. ზოგი ამბობს საერთოდ ვერ ვნახულობო. ჩემი გამოცდილებით, რაც მეტად მიმართავ ყურადღებას სიზმრისკენ ცხადში მით მეტად დაგამასოვრდება -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 22 2018, 05:34 PM
Post
#13
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
რავი, მოვქექე ცნობიერი და სიზმარი ვნახე თუ არ ვნახე მაგალლითად გუშინ, ეს მახსოვს. მე სხვა რამე ვიკითხე როდესაც ვნახე და რა ვნახე ის რომ არ გვახსოვს, ანუ ფაქტი მისისა რომ სიზმარი იყო, მაგრამ რა შინაარსის არა (მგონი ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ), რავი... მაგრამ ის რომ ვნახე თუ არა ეს ხომ ყველას გვახსოვს, რავი ასე ვფიქრობა ახლა და. |
|
|
Oct 22 2018, 05:35 PM
Post
#14
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 22 2018, 06:32 PM
Post
#15
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე როგორც ვიცი ღრმად თუ არ ძინავს ადამიანს მაშინ ხედავს სიზმარს
|
|
|
Oct 22 2018, 06:53 PM
Post
#16
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ასე მახსოვს, ყოველთვის როცა სძინავს ადამიანს, ნახულობს სიზმარს. მაგრამ გამოღვიძებისას არ ახსოვს, ნახა თუ არა, ან რა ნახა. ხან ასეა და ხან ისე.
კი ეგეც გამიგია, რომ თუ სიზმარს არ ნახულობ, ე.ი. ღრმად სძინავსო და ისვენებს გონებაო. ეს ორი ვერსია რომ შევაჯეროთ, ღრმად ჩაძინებული ადამიანისფსიქიკა ჩვეულებრივ განიტვირთება სიზმრის მეშვეობით, მხოლოდ ცნობიერი არაა ჩართული და ამიტომ არ ახსოვს, ამიტომ მიდის სრულყოფილად რეფრეში და ადმიანიც მეტად დასვენებულია. სიზმარს მიაქვს დიდი ენერგია. არ ვიცი ტექნიკურად ცოტა ვიბნევი თეორიაში, რა სხეული რა სივრცეში იხარჯება სიზმრის დროს, მით უმეტეს ეს ძალიან არამყარი ადგილია და ჩვეულებრივი სიზმრიდან შეიძლება უცბად გაცნობიერებულში გახვიდე, ან ასტრალურ ველზე, ან გრედან შემოიჭრას რაიმე ენერგია და მოსალოდნელი ფსიქიკის განტვირთვის პროცესის ნაცვლად მივიღოთ ჩვენი ემოციური ჩართულობა სიზმარში. სიზმარში ემოციების ხარისხი ორმაგდება, თუ გვეშინია ვპანიკდებით, თუ გვიხარია ვნეტარებთ, ეს ხშირია ძალიან.ამ პროცესებს მიაქვთ და მოაქვთ ენერგიები და ამას გრძნობ ფიზიკურად. ასეთ სიზმრებში (სიზმრებში რომელიც გვახსოვს) გონება ვერ ისვენებს. რჩება მეორე ვარიანტი, ტვინმა გათიშოს ცნობიერება და განტვირთვა მოხდეს ჩვენი ჩართვის გარეშე - ანუ ვერ ვიგებთ სიზმარს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 24 2018, 10:06 AM
Post
#17
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მაინტერესებს, არის თუ არა იდენტური ერთი და იგივე სიზმრის ნახვა მაგ: ჩემთვის და სხვისთვის ერთი და იგივე მოვლენების, გაფრთხილების დადგომის წინაპირობა, ანუ მე თუ მესიზმრა რომ მაგალითად ხმლით ხელში ვებრძვი მიცვალებულებს და იგივე თქვენც გესიზმრათ ამ სიზმარს ერთი და იგივე განმარტება უნდა მივცეთ? |
|
|
Oct 24 2018, 10:07 AM
Post
#18
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა შინაარსითაც ჩემთვის განომარტება იგივე მნიშვნელობით სხვისთვისაც?
|
|
|
Oct 24 2018, 03:15 PM
Post
#19
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
- შეუძლებელია სიზმრის ინტერპრეტაცია, როცა არ გაქვს სიზმრის მნახველის საზიარო ასოციაციები; აი მივედით ფროიდამდეც , ეს მისი ფრაზაა ზემოთъ სიზმრის სიმბოლოები და ყველანაირი სიმბოლოები ინდივიდუალურია ყველა ჩვენგანისთვის. ამას გარდა არსებობს საერთო მნიშვნელობის სიმბოლოებიც, რადგან ერთი საზოგადოების წევრები ვართ, დიდი შანსია ერთნაირად აღვიქვათ ესა თუ ის სიმბოლო. მაგალითად, ყოველთვის ვიცოდი, რომ სიზმარში ბავშვის ნახვა ავადმყოფობას ნიშნავდა. შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელსაც თავისი სისტემა ჰქონდა შექმნილი ამ სიმბოლოებზე და გადამარწმუნა, რომ ბავშვის ნახვა სიხარულიაო. რაღაც პერიოდი ასეც იყო, ბავშვის ნახვისას აღარ ვცივდებოდი :დ რა მოლოდინებიც გვაქვს, ისე ხდება. თუ ქვეცნობიერს სურს ინფორმაცია მოგაწოდოს, მოგაწვდის შენთვის გასაგებს ენაზე. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Oct 24 2018, 03:20 PM
Post
#20
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგალითად, მე ვნახე ძალიან სასიამოვნო სიზმარი, ვაშლის ხის ტოტებზე ვიწექი და ხე მაქანავებდა, ტოტები მოძრაობდა და დამაქროლებდა. ისეთი სასიამოვნო იყო, სამაგალითოდ მოვიყვანე ადრე სპეციალურად სტატია დავწერე ამაზე ;დ ;დ
და შემდეგ რომ ჩავედი სოფელში და ვნახე ეს ხე ისევ, გამახსენდა რომ ბავშვობაში ამ ხეზე გვეკიდა საქანელა და ეს სიზმარი იმ ბავშვობის გამოძახილი იყო. მართლაც ფსიქიკის განტვირთა, დაძაბულობის მოხსნა და ამოსუნთქვა ორგანიზისთვის. ფსიქოლოგი როგორ უნდა მიმხვდარიყო, როცა მეც რამდენიმე თვის მერე გამახსენდა, როცა ხეს შევხედე. ხის სული მეწვია სიზმარში -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 12:23 AM |