IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გონება, ჭკუა, ინტელექტი
Crow
post Jan 6 2019, 05:47 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენი აზრით , რა არის ის რასაც გონებას ეძახიან? რა არის ის , როდესაც ირღვევა ბალანსი ადამიანებს შორის გონებრივი მოქნილობის კოეფიციენტების გამო და ის , რაც გვაიძულებს ვიფიქროთ, წარმოვიდგინოთ, რაიმე ქმედება ჩავიდინოთ და ამაზე პასუხისმგებელი იყოს ერთერთი ჩვენი ორგანო რომელსაც ჰქვია ტვინი?
მე საერთოდ არ ვფიქრობ რომ გონება ჩვენთვის რაიმე სასარგებლოს აკეთებს, პირიქით, ის არის ზუსტად მიზეზი რის გამოც ჩვენ ამ ხორციელებაში ვართ გამომწყვდეულნი. ვინც ფიქრობს, რომ სწორედ ჭკუა აგვამაღლებს, ჭკუა არ ჰყოფნის იმის მისახვედრად , რომ ეს მხოლოდ ერთგვარი წყევლაა. ინტელექტი ევოლუციის შეცდომაა. ცნობისმოყვარეობა, სამყაროსა და ადამიანების შეცნობის სურვილი, ხელოვნებით ტკბობა ყველას მისწრაფება უნდა იყოს; მაგრამ ეს რომ შრომის დღევანდელი ორგანიზაციის პირობებში მოხდეს, სამყარო არსებობას შეწყვეტდა რადგან ამას დრო სჭირდება და თანაც კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, აღარავინ იმუშავებდა. ამიტომ აქვთ ადამიანებს განსხვავებული გემოვნება, სხვადასხვა ინტერესები; ზოგს ერთი აინტერესებს ზოგს-სულ სხვა რამ. სხვადასხვაგვარად საზოგადოება ვერ იარსებებდა. ვისაც ძალიან ბევრი რამ აინტერესებს , ისიც კი, რაც სინამდვილეში სრულიად სულაც არ აინტერესებს და სურს გაიგოს ინტერესის ნაკლებობის მიზეზი, ყველაფრისთვის მარტოობით იხდის საზღაურს. ამ ოსტრაკიზმისაგან თავდასაცავად აუცილებელია ისეთი ინტელექტით შეიარაღება, რომელსაც გარკვეული ფუნქცია აქვს, ემსახურება რაიმეს. ჩემი 'მოჭარბებული" და ზედმეტად თავისუფალი ინტელექტი უსარგებლოა, ესეიგი შეუძლებელია გამოადგეს რომელიმე საწარმოს, უნივერსიტეტს, რედაქციას ანდა ადვოკატთა ბიუროს. ერთი ჩინური ანდაზა ამბობს , თევზმა არ შეიძლება იცოდეს, როდის ფსამსო. ეს მშვენივრად ერგება ინტელექტუალებს . ინტელექტუალს ჭკვიანად იმიტომ მიიჩნევენ რომ იგი იყენებს საკუთარ ტვინს ( ან ცდილობს გამოიყენოს). მშენებელი ხელით მუშაობს , მაგრამ ხანდახან მის ტვინს შეუძLია უთხრას : "ეი! ეს კედელი სწორი არაა და მეტიც , ნარევს ცემენტი აკლია". მისი სამუშაო და გონება მუდმივად თანამშრომლობენ, ხელები კი თავს არ აბეზრებენ შეძახილით, არ ახსენებენ : ეი, ბერიკაცო , გონს მოეგე , დედამიწა მრგვალიაო". ინტელექტუალისთვის უცხოა აზრთა ჭიდილი , ამიტომ ჰგონია , რომ ამქვეყნად ყველაფერზე მტკიცედ ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს . იგი პიანისტს გვაგონებს, რომელიც დარწმუნებულია, რომ თავისი ვირტუოზულობის წყალობით პოკერსაც კარგად ითამაშებს და თავისუფლად შეძლებს მოკრივე, ნეიროქირურგი თუ მხატვარი იყოს. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვამბობ რომ ხშირად ვაწყდებდი ამ ფორუმზე მუცლითმეზღაპრეებსა და ცრუ "მქადაგებლებს" რომლებსაც ისედაც აცდენილი ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და სამუდამოდ კარგავენ მხოლოდ იმიტომ რომ მჭერმეტყველური და ინტელექტუალური , ყურით მოსმენილი თეორიებით ტვინი გამოუჭედონ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
td.........
post Apr 2 2023, 12:58 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
კარგი რჩევაა. გულის ცენტრზე დაკვირვება არ მიცდია, თუმცა დილით საბოლოო გამოღვიძებამდე მართლა საინტერესო ამბებია ხოლმე, ასევეა ცაძინებამდე გარდამავალი დრო.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 05:19 PM