IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> საიდუმლოს ძალა
toresi9
post Sep 1 2018, 06:27 PM
Post #21

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 1 2018, 04:29 PM) *
toresi9 არ ვიცი თუ გყავს ასტროლოგი რამაზ გიგაური ფბ-ზე მეგობრებში. ძაან მაგარ სტატუსებს დებს. ახლა შევედი და ზუსტად უწერია ეს ყველაფერი. აი ვაკოპირებ:

როდესაც რაღაც ძალიან გინდათ და არ ხდება...
ჯიუტად არ ხდება და მორჩა!
თქვენ აზარტში ვარდებით და ცდილობთ სამყაროს (მეტი რომ არ ვთქვათ) ომი მოუგოთ.
ეს არის სურვილის იდეალიზაცია - ადამიანს იდეალამდე აჰყავს თავისი სურვილი, ცდილობს მიაღწიოს და მაინც ვერაფერი...
ადამიანი, ხშირად მაშინ პოულობს იმ ნივთს, როდესაც მის გამწარებულ ძებნას თავს ანებებს!
=============================
თუ თქვენი აზრით ყველაფერი გააკეთეთ და მაინც ვერ მიიღეთ ის, რაც ასე გინდოდათ, მაშინ წარმოსახვაში „ხელი გაუშვით“.
დაანებეთ თავი მცდელობას, აისრულოთ სურვილი. მცირე ხანს მაინც დაისვენეთ ნდომისგან, დააწყნარეთ საკუთარი გონება, ემოციები...
რაღაც პერიოდის შემდეგ სულ სხვა თვალით დაინახავთ თქვენს სურვილს - ან მიხვდებით, რომ ეს სულაც არ გინდათ ან დაინახავთ თქვენი სურვილის მატერიალიზების აქამდე ვერ მიგნებულ, სრულიად განსხვავებულ გზას!

https://www.facebook.com/ramaz.gigauri?hc_r...=nf&__xts__[0]=68.ARBPRz6gTGPqh8M62i-X4cXMQTfskqnqrdppk5FN5DcRQntr6FINckaLLrd_YldDysJSz8Kn020AIqgVubDr3-lwyCOSZ3lg5vyyLZaUobKkoh3mIPrEPht43RdpjLYM_on1NFhREHnb4QWs3PsE2nqnb3d-vv0CVastpUCWR0Tz_w18czxgrdCrYYVyz12DXpZ6QVQzVAfYfCmSsSnQxoi1eDA7gVFPdvQNnp9y&__tn__=C-R

ასტროლოგი ნამდვილად არ მყავს ისე მაგ კაცისთვის მომიკრავს აქამდეც თვალი NX - სპიკერი თუ რაღაც რომაა მანდ მოვკარი ერთხელ
შიშზე საუბრობდა დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა საინტერესო პიროვნება ჩანს .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 1 2018, 09:46 PM
Post #22

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

კი საქართველოში იშვიათია ასეთი პიროვნება. ასტროლოგების უმრავლესობა მაინცდამაინც არ მიყვარს, ეს სხვანაირია. კარგი ენერგია აქვს და მისი სტატუსები ძალიან პოზიტიურია. წიგნიც აქვს, მაგრამ ჯერ არ მაქვს რომ წავიკითხო.
ფბ-ზე იშვიათად შევდივარ, მაგის პოსტებს წავიკითხავ, ის რაც მაინტერესებს და ეგაა smile.gif
ნამდვილად გირჩევ დაიმეგობრო wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 1 2018, 11:05 PM
Post #23

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ისე ერთი კითხვა მაქვს თუ საიდუმლო არაა რამდენი წლის ხარ ?
თუკი ასე კარგად ფლობ ამ საიდუმლოს მიაღწე შენს ოცნებებს ? თუ ჯერ კიდევ მათკენ მიმავალ გზაზე ხარ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 2 2018, 08:10 AM
Post #24

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

toresi9 smile.gif
49 წლის ვარ smile.gif
ფილმი სიქრეტი 2011 წელს ვნახე პირველად. ადვილად ავიტაცე და ადვილად დავიჯერე, რადგან ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი და ჩემი ოცნებები ზუსტად ამიხდა. თუმცა ბავშვობაში სერიოზული დაბრკოლება მქონდა, პირდაპირ გეტყვი დედაჩემისაგან. მისი სასწაულად მკაცრი მოპყრობისაგან, ტირილში გავიზარდე და ერთადერთი რაც მაძლევდა ძალას მივდიოდი და ვოცნებობდი მომავალზე. გეტყვი, რომ 14-15 წლის ასაკში, შეიძლება უფრო ადრეც როგორი გარეგნობის პიროვნებაზეც ვიოცნებე ზუსტად ისეთი ქმარი შემხვდა. თუმცა დავაგვიანე, რადგან ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა წინ არ მიშვებდა. 28 წლისა გავთხოვდი, მაგრამ სანამ ჩემს ქმარს გავიცნობდი ბოლო წლებში იმედი მქონდა დაკარგული და ვიპოვე მაშინ, როცა იმედი თითქმის არ მქონდა, რომ ვიპოვიდი biggrin.gif ჩემს ქმარს ჰქონდა სახლი ზუსტად ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი რომ მეცხოვრა(რათქმაუნდა ჩემი ოცნება დედაჩემისაგან დაშორებაც იყო). ეს ორი უდიდესი დამთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, წვრილმანი რამეებიც ამსრულებია ბევრი. ახლა ვცხოვრობ ბედნიერებით ჩემს ქმართან, დიდი სიყვარულით, დედაჩემთანაც კარგი ურთიერთობით, შორიდან მხოლოდ, რადგან როგორც კი ცოტა მივუახლოვდები, ჩემზე დამანგრეველად მოქმედებს და უკან მწევს ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი წარმატებები ამით არ დამთავრებულა, ჩემი დიდი ოცნება იყო ბუნებაში ცხოვრება, მდინარე... მდინარე ბავშვობიდან მიყვარდა. სახლი, რომელიც ჩემს ქმარს ჰქონდა ზღვასთან ახლოსაა, მაგრამ მე მთა და მდინარე მინდოდა, ეს იყო ჩემი ახალი ოცნება. მართლაც 2017 წლის 5 იანვარს ავისრულე ეს მეორე დიდი ოცნებაც. მხოლოდ ამჯერად ფილმი სიქრეტიდან ვისწავლე უკვე ბევრი რამ. ახლა მაქვს ეს ულამაზესი ადგილი, იქ ერთი პატარა სახლი, მდინარე და სიხარული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 2 2018, 08:12 AM
Post #25

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

რონდა მპერნის ყველა წიგნი წავიკითხე და ეს პიროვნება ჩემს მასწავლებლად დავასახელე. ბევრი ვისწავლე მისგან.
ეს ფორუმიც დამეხმარა ბევრ რამეში, რადგან აქიდანაც ბევრი ვისწავლე. ახლა ვცდილობ სხვასაც გავუზიარო ჩემი ეს ცოდნა, მინდა ყველა იყოს ბედნიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 2 2018, 07:46 PM
Post #26

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 2 2018, 08:10 AM) *
toresi9 smile.gif
49 წლის ვარ smile.gif
ფილმი სიქრეტი 2011 წელს ვნახე პირველად. ადვილად ავიტაცე და ადვილად დავიჯერე, რადგან ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი და ჩემი ოცნებები ზუსტად ამიხდა. თუმცა ბავშვობაში სერიოზული დაბრკოლება მქონდა, პირდაპირ გეტყვი დედაჩემისაგან. მისი სასწაულად მკაცრი მოპყრობისაგან, ტირილში გავიზარდე და ერთადერთი რაც მაძლევდა ძალას მივდიოდი და ვოცნებობდი მომავალზე. გეტყვი, რომ 14-15 წლის ასაკში, შეიძლება უფრო ადრეც როგორი გარეგნობის პიროვნებაზეც ვიოცნებე ზუსტად ისეთი ქმარი შემხვდა. თუმცა დავაგვიანე, რადგან ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა წინ არ მიშვებდა. 28 წლისა გავთხოვდი, მაგრამ სანამ ჩემს ქმარს გავიცნობდი ბოლო წლებში იმედი მქონდა დაკარგული და ვიპოვე მაშინ, როცა იმედი თითქმის არ მქონდა, რომ ვიპოვიდი biggrin.gif ჩემს ქმარს ჰქონდა სახლი ზუსტად ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი რომ მეცხოვრა(რათქმაუნდა ჩემი ოცნება დედაჩემისაგან დაშორებაც იყო). ეს ორი უდიდესი დამთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, წვრილმანი რამეებიც ამსრულებია ბევრი. ახლა ვცხოვრობ ბედნიერებით ჩემს ქმართან, დიდი სიყვარულით, დედაჩემთანაც კარგი ურთიერთობით, შორიდან მხოლოდ, რადგან როგორც კი ცოტა მივუახლოვდები, ჩემზე დამანგრეველად მოქმედებს და უკან მწევს ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი წარმატებები ამით არ დამთავრებულა, ჩემი დიდი ოცნება იყო ბუნებაში ცხოვრება, მდინარე... მდინარე ბავშვობიდან მიყვარდა. სახლი, რომელიც ჩემს ქმარს ჰქონდა ზღვასთან ახლოსაა, მაგრამ მე მთა და მდინარე მინდოდა, ეს იყო ჩემი ახალი ოცნება. მართლაც 2017 წლის 5 იანვარს ავისრულე ეს მეორე დიდი ოცნებაც. მხოლოდ ამჯერად ფილმი სიქრეტიდან ვისწავლე უკვე ბევრი რამ. ახლა მაქვს ეს ულამაზესი ადგილი, იქ ერთი პატარა სახლი, მდინარე და სიხარული.

აუჰ 49 წელი მოსიარულე ენციკლოპედია უნდა იყო უკვე მაშ შენ biggrin.gifbiggrin.gif:D:D ძალიან საინტერესო ისტორია გქონია რამდენიმე წუთში დიდი
სიამოვნებით ჩავუჯდები .
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 2 2018, 09:19 PM
Post #27

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ისე ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემი აზრით დუმბაძეს კარგად აქვს ნათქვამი მეც ვიყავი შენხელა და შენც გახდები ჩემხელაო
თუმცაღა ადამიანს თუ ტვინი აქვს წლები მაინც როგორც არ უნდა თქვა საკმაოდ დიდ გამოცდილებას აგროვებს .

ისე გამოაკელი შენს ასაკს 30 - წელი და მიიღებ ჩემს ასაკს biggrin.gif გულწრფელად რომ ვთქვა არის ხოლმე მომენტები როდესაც
თითქოს ყველაფერი მომწყინდა უმედობა შემიპყრობს ხოლმე მაგრამ ეხლა რომ ვუფიქრდები წარმოიდგინე თუნდაც მანამ ვიდრე
მეც შენხელა გავხდები რამდენად შორს შემიძლია წავიდე ამ დროში ასე რომ საწუწუნო არაფერი მაქვს biggrin.gif .

იცი ყველაფერს თუ შევაჯამებ მივიღებ რომ ასე თუ ისე მეც რთული ბავშვობა მქონდა შენ წარმოიდგინე შვებას ყველაზე მეტად
მეც სწორედ ოცნებაში ვპოულობდი და მქონდა კიდევ საოცარი რწმენა რომ ეს ყველაფერი გაივლიდა და აუცილებლად ძალიან
ბევრს მივაღწევდი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში თუმცაღა უნდა ვაღიარო რომ ბოლო 2- წლის განვმალობაში ეს რწმენა სასტიკად
შეირყა გარკვეული ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლის შემდეგ ხოდა ბოლო პერიოდია ისევ ძალიან მსურს რომ აღვიდგინო .

იმედია მეც შენსავით გამიმართლებს და ჩემი მომავალი მეუღლეც ისეთი იქნება როგორზეც ვვოცნებობდი .

სხვათა შორის მგონია რომ მატერიალურზე ბევრად დიდი მიღწევები არსებობს ძვირადღირებულ მანქანებზე დიდ სახლებზე
ქაღალდის ნაგლეჯებზე აი თუნდაც შენი ისტორია ბევრად უფრო ლამაზად მეჩვენება ვიდრე ძვირადღირებული უსულო საგნები .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 2 2018, 11:02 PM
Post #28

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

toresi9
kiss1.gif
მიაღწევ, ყველაფერს მიაღწევ. მე მაშინ 19 წლისამ არ ვიცოდი ამ საიდუმლოს გამოყენება და მივაღწიე.
QUOTE(toresi9 @ 2nd September 2018 - 10:19 PM) *
სხვათა შორის მგონია რომ მატერიალურზე ბევრად დიდი მიღწევები არსებობს ძვირადღირებულ მანქანებზე დიდ სახლებზე
ქაღალდის ნაგლეჯებზე აი თუნდაც შენი ისტორია ბევრად უფრო ლამაზად მეჩვენება ვიდრე ძვირადღირებული უსულო საგნები .

სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ადამიანმა ბედნიერება უნდა ეძებოს. ბედნიერება კი სულაც არაა აუცილებელი რამე ძვირადღირებული ნივთი იყოს.
რა ნივთიც არ უნდა მიიღო, ის არაფერია იმ შეგრძნებასთან, რასაც ჰქვია მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება.
მე ჯერ სრულიად არ ვთვლი, რომ დავეუფლე ამ ყველაფერს, მაქვს მომენტები, ჩავარდნები. მაგრამ ვიცი, რომ ამ მომენტში უნდა შევცვალო ტალღა. რადგან მხოლოდ ასეა ლამაზი ცხოვრება. მაგ დროს უნდაა გააკეთო რაღაც, რაც გიყვარს, მოიმინე საყვარელი მუსიკა, იმღერე... უბრალოდ აქაც სწავლაა აუციებელი, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 2 2018, 11:20 PM
Post #29

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 2 2018, 11:02 PM) *
toresi9
kiss1.gif
მიაღწევ, ყველაფერს მიაღწევ. მე მაშინ 19 წლისამ არ ვიცოდი ამ საიდუმლოს გამოყენება და მივაღწიე.
სწორედ ამაზე მქონდა საუბარი, ადამიანმა ბედნიერება უნდა ეძებოს. ბედნიერება კი სულაც არაა აუცილებელი რამე ძვირადღირებული ნივთი იყოს.
რა ნივთიც არ უნდა მიიღო, ის არაფერია იმ შეგრძნებასთან, რასაც ჰქვია მუდმივი ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნება.
მე ჯერ სრულიად არ ვთვლი, რომ დავეუფლე ამ ყველაფერს, მაქვს მომენტები, ჩავარდნები. მაგრამ ვიცი, რომ ამ მომენტში უნდა შევცვალო ტალღა. რადგან მხოლოდ ასეა ლამაზი ცხოვრება. მაგ დროს უნდაა გააკეთო რაღაც, რაც გიყვარს, მოიმინე საყვარელი მუსიკა, იმღერე... უბრალოდ აქაც სწავლაა აუციებელი, რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს.

რაღაც პატარ პატარა ჩავარდნები ყველას აქვს ეგ არაფერია ისე რომ ვაღიაროთ ცოტა ხიბლსაც კი აძლევს ანუ ხომ ხვდები ყველაფერი რომ ერთ
გაფიქრებაზე მოდიოდეს დროთა განვმალობაში შეიძლება მოსაწყენიც კი გამხდარიყო ესე კი ბევრად მისტიური და საინტერესო სჩანს საწავლა საწავლა
და კიდევ სწავლა ესაა მთელი ჩვენი ყოფა .

აბა რა ეგრეა იცი რისი არ მწამს კიდევ ? აი ადამიანის წარმატებულობას რომ აფასებენ თანამდებობით ან როგორი პიპია ჰყავს ლოლ
ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ბედნიერება ვიღაცისთვის ის საერთოდ შეიძლება ხოხში ცხოვრობდე მაგრამ თვლიდე რომ კმაყოფილი ხარ
და ბედნიერი საერთოდ ისე მატერიალური ყოველთვის სწრაფად ბეზრდება ადამიანს აი მგალითად რასაც ფულით ყიდულობ მგალითად მანქანას
არიქა ჰააა მთელი ამბები გავიდა ორი დღე და უკვე უკეთესი გინდა აღარ გაგმაყოფილებს ასე გრძელდება მატერიალურის შემთხვევაში უსასრულობამდე მილიონს რომ იშოვი მერე მილიარდი გსურს biggrin.gif biggrin.gifbiggrin.gif:D აი სულიერი კი ორ დღეში ნამდვილად არ გადის ბევრად
დიდხანს რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი თუნდაც რაღაც პატარა ემოციური მომენტი რომ აიღო ბოლო ჯამში 10 -ჯერ ბევრს ნიშნავს
რადგანაც არ მგონია სიკვდილის წინ ვინმეს საერთოდ ახსენდებოდეს ფული ან სახლი ან მაგარი მანქანა ტელეფონი და ამგვარი ნივთები ამ დროს
აღმოაჩენენ ხოლმე რომ თუნდაც უბრალო წამიერი ემოცია სიხარული ისტორია საყვარელ ადამიანებთან მილიარდჯერ უფრო ღირებული
იყო ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 3 2018, 06:58 AM
Post #30

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

toresi9
QUOTE(toresi9 @ 3rd September 2018 - 12:20 AM) *
აი სულიერი კი ორ დღეში ნამდვილად არ გადის ბევრად
დიდხანს რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც კი თუნდაც რაღაც პატარა ემოციური მომენტი რომ აიღო ბოლო ჯამში 10 -ჯერ ბევრს ნიშნავს
რადგანაც არ მგონია სიკვდილის წინ ვინმეს საერთოდ ახსენდებოდეს ფული ან სახლი ან მაგარი მანქანა ტელეფონი და ამგვარი ნივთები ამ დროს
აღმოაჩენენ ხოლმე რომ თუნდაც უბრალო წამიერი ემოცია სიხარული ისტორია საყვარელ ადამიანებთან მილიარდჯერ უფრო ღირებული
იყო ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი .

good.gif ზუსტად!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 3 2018, 10:38 AM
Post #31

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მაიკ ტაისონის ისტორია ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით ძალიან ახლოა ამ რაღაც უხილავ ძალასთან
ალბათ არ იცი ვინაა ორი სიტყვით გეტყვი ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მოკრივე ბევრის აზრით ყველა დროისაც
ესეიგი 13 -წლის ასაკში უკვე 30 - ჯერ იყო დაპატიმრებული ბიჭი რომელიც სახლებს ძარცვავდა ერთხელაც გამოსასწორებელი კოლონიიდან
კრივის დარბაზში მოხვდა გრძელი ამბვია მოკლედ რომ ვთქვათ ისე მოხდა რომ ამ მწვრთნელთან გადავიდა სახლში მუდმივი დეპრესია
მტანჯვადაო მქონდა არასრუფლასოვნების კომპლექსიო ასევე არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა ჰოდა მწვრთნელი ყოველთვის მეუბნებოდაო მაიკ შენ ბუმბერაზი ადამიანი ხარ არ არსებობს შენთვის შეუძლებელი მოინდომებ გახდე მწერალი შენ გახდები
საუკეთესო მწერალი მოინდომებ გახდე მსახიობი შენ გახდები საუკეთესო მსახიობი მეტსაც გეტყვი თუ მოინდომებ რომ გახდე პოლიტიკოსი
აქაც საუკეთესო იქნები იმის მიუხედავდაც კი რომ სკოლა არ გაქვს დამთავრებულიო იმიტომ რომ შენ გამორჩეული ხარო და არ არსებობს
შენთვის შეუძლებელიო ხან ღამის ორ საათზე შემოვარდებოდა და გაიძახოდაო შენ ყველა დროის საუკეთესო მოკრივე გახდები შენნაირი ჯერ არავინ დაბადებუალო იმდენი ილაყბაო რომ მართლაც დავიჯერო განდიდების მანიაშიც კი გადამივიდაო biggrin.gif მანამდე ჩემთვის არ არსებობდა იმის შეგრძნება რომ რაღაცით ვიყავი გამორჩეულიო არ მქონდა საკუთარი თავის რწმენა არ ვისახავდი მომავლისთვის მიზნებსო სიტყვა ენთუზიაზმი მან მასწავლაო ჩემი აზრით სწორედ ესაა მთავარიო ნებისმიერ საქმეში მთავარია ადამიანს ენთუზიაზმი
გაუღვივო და დააჯერო რომ მას ამის გაკეთება შეუძლია ყველაფერი აქედან იწყებაო სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალი იყო
პირველივე ნახვისას მას უთხრა შენ უდავოდ ჩემპიონი გახდები ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამას მართლა დაიჯერებო .

ერთი სიტყვით ესეა რა შენ შესძლებ ამის გაკეთებას თუ დაიჯერებ რომ შესძლებ ნაპოლეონ ჰილს მაგრად აქვს ნათქვამი .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 3 2018, 04:45 PM
Post #32

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

toresi9
მართლაც ძალიან საინტერესო ისტორიაა.
მწვრთნელს კარგად სცოდნია ქვეცნობიერის ძალა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 3 2018, 06:11 PM
Post #33

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 04:45 PM) *
toresi9
მართლაც ძალიან საინტერესო ისტორიაა.
მწვრთნელს კარგად სცოდნია ქვეცნობიერის ძალა.

სხვათა შორის მომავალში სრულიად გაინადგურა თავის თავი ყველაფერი დაკარგა დიდებაც ფულიც არადა 400- მილიონამდე გამოიმუშვა მაშინდელი
პერიოდისთვის რეკორდული თანხაა ათლეტისთვის ნუ მწვრთნელი უდავოდ გეინალური პიროვნება იყო უდიდესი როლი შეიტნა რომ ამდენისთვის
მიეღწია .

ისე სხვათა შორის რას ვაკვირდები იცი ? ვინც თანდათანობით სტაბილურად ვითარდება და აღწევს მიზნებს ყოველთვის უფრო მყარია
აი ვინც ერთიანად და უცბად მიაღწევს ყველაფერს პატარა ასაკიდანვე რომ ყველაფერს აიხდენს თითქმის ყოველთვის ბოლოს ყველაფერი
თავზე ენგრევათ ხოლმე ცხოვრებაში ისე სპორტი ძალიან მიყვარს თუნდაც მარტო აქედან უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია შორს რომ
აღარ წავიდეთ აგერ ტაისონზე ვსაუბრობდი და მის შემთხვევაშიც ანალოგიური ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა ყველა დროის და მომავალში
კი დაენგრა ყველაფერი თავზე ალბათ ნელნელა რომ ვითარდება ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლის უნარი ბევრად უფრო გივითარდება ადამიანს .

Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 3 2018, 06:14 PM
Post #34

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

ერთხელ სადღაცას ყური მოვკარი ამ გამონათქვამს არ არსებობს იმაზე უბედური არსება დედამიწის ზურგზე რომელმაც ყველა ოცნება აიხდინაო და აღარ იცის რისთვის იცხოვროსო ესეც დიდწილად ასეა მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად 10 - ჯერ 100 - ჯერ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა ვიდრე თავად ის მიზანი ოცნება როდესაც ავისრულებთ .

და სხვათა შორის ბედნიერებაც თავისებური რამაა შეიძლება აი თუნდაც ახლა ვთვლიდეთ რომ სულაც არ ვართ ბედნიერები მაგრამ
აი გარკვეული დროის შემდეგ რომ გადახედავ შენს ცხოვრებას შეიძლება მიხვდე რომ სწორედ ეს პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე
ბედნიერი ეტაპი .
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 3 2018, 08:20 PM
Post #35

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მოკლედ, როდესაც ადამიანი კარგავს მიღწეულს და კარგავს დიდებას ეს იმიტომ ხდება, რომ ამპარტავნობა ძლიერდება მასში. ადამიანი როცა ბევრს აღწევს ავიწყდება თავმდაბლობა, ავიწყდება ყველაზე აუცილებელი გრძნობა, მადლიერების გრძნობა. სამყარო გაძლევს, მადლობელი იყავი.

იყო ერთი პიროვნება აქ ადრე ჩვენს ფორუმზე (წლების წინ) და მიაღწია ძალიან ბევრს, აქ აღარ შემოდის, მაგრამ ვიცი მის შესახებ, ძაან კარგადაა. მერე ვაკვირდებოდი მის სტატუსებს ფბ-ზე, სულ გაბრაზებული რაღაცას წერდა მანქანებზე, ტრაფიკზე და მისთანებზე, ვხედავდი რომ რაღაც არ აკეთებდა კარგად. მართლაც მოიზიდა რაღაც შემთხვევა, რომ ძლივს გადარჩა. მივწერე და შევეცადე ამეხსნა. არადა მან ერთ დროს ყველა ეს იცოდა. ამ ფორუმზე ეს საკითხები 2007-2008-დან ასე ვთქვათ იწერებოდა და პოსტების კითხვაში ნელ-ნელა ისწავლებოდა. მაგრამ ბევრი ადამიანი, როდესაც მაღლა აიწევს, ავიწყდება სამყაროსადმი ვალდებულობა, რომ რასაც იღებს მადლიერებით უნდა მიიღოს. ეს ერთგვარად ასე მუშაობს. იმ პიროვნებაზე ვხედავ, თითქოს რომ მომავალში არ წაუვა კარგად, თუ არ დაბრუნდა ძველ გრძნობებზე. ხან მათი საქციელი მაჩვენებს ხოლმე მომავალს.

მადლიერების გრძნობა, გინდა ღმერთი დაარქვი, გინდა სამყარო, გინდა უხილავი ძალა, ყველასათვის ინდივიდუალურია. მთავარი გრძნობაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 3 2018, 08:32 PM
Post #36

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(toresi9 @ 3rd September 2018 - 07:14 PM) *
ერთხელ სადღაცას ყური მოვკარი ამ გამონათქვამს არ არსებობს იმაზე უბედური არსება დედამიწის ზურგზე რომელმაც ყველა ოცნება აიხდინაო და აღარ იცის რისთვის იცხოვროსო ესეც დიდწილად ასეა მიზნისკენ მიმავალი გზა ხშირად 10 - ჯერ 100 - ჯერ უფრო სასიამოვნო და საინტერესოა ვიდრე თავად ის მიზანი ოცნება როდესაც ავისრულებთ .

და სხვათა შორის ბედნიერებაც თავისებური რამაა შეიძლება აი თუნდაც ახლა ვთვლიდეთ რომ სულაც არ ვართ ბედნიერები მაგრამ
აი გარკვეული დროის შემდეგ რომ გადახედავ შენს ცხოვრებას შეიძლება მიხვდე რომ სწორედ ეს პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე
ბედნიერი ეტაპი .

აი ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა!!!

მეც ვმდგარვარ ამ საკითხზე. მე არასოდეს მიფიქრია სასწაული სიმდიდრე მომეზიდა, მანქანები არასოდეს მიზიდავდა და საერთოდ, მაგრამ როცა მივხვდი, რომ შემიძლია რაღაცეებს მივაღწიო, მერე მიღწევის მერე სხვას მივაღწიო და ასე შემდეგ... მეც გამიჩნდა კითხვა, მერე რა? რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? აი აქ გაეცა ჩემს ამ კითხვაზე პასუხი რონდა მპერნის ერთი წიგნიდან. მივიღე პასუხი,(სხვათაშორის რონდა მპერნის ამ ოთხი წიგნიდან ის წიგნი ყველაზე უმნიშვნელო მომეჩვენა, მაგრამ ერთი პასუხი მომცა ყველაზე მნიშვნელოვანზე. ამიტომაცაა ეს ქალი ჩემთვის ჩემი მასწავლებელი).
ადამიანისათვის ყველაზე მთავარია იპოვოს თავისი დაბადების მისია. ყველა ჩვენგანი მოვდივართ ამ ქვეყნად და ჩვენს შინაგან მეს, ჩვენს დიდ მეს აქვს მისია. ეს არის ჩვენი ცხოვრების უმთავრესი აზრი. უმრავლესობა ადამიანებისა იბადებიან და კვდებიან ისე, რომ ვერც ვერასოდეს გებულობენ თავიანთი მისიის შესახებ. რომ გაიგო რა მისია გაქვს არაა ადვილი, რადგან უნდა დააკვირდე შენს თავს და უნდა გაიგო, სინამდვილეშიი რა არის რაც ყველაზე დიდ სიხარულს გაძლევს. თუ გაიგებ რა გაძლევს სიხარულს, მაშინ გაიგებ რა არის შენი მისია. მაშინ როცა შენი ოცნებები და ცხოვრების გეგმები დაიწყება შენი მთავარი გეგმის განხორციელებისათვის, მაშინ როცა გეცოდინება სინამდვილეში რა გინდა, მაშინ იწყება უდიდესი, უსაზღვრო ბედნიერება და აზრი ცხოვრებისა. მანამდე კი უბრალოდ ვთამაშობთ, როგორც ბავშვები, რომლებიც ვსწავლობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 3 2018, 09:12 PM
Post #37

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 08:32 PM) *

მისიების არ ვიცი მაგრამ ერთი რამ მინდოდა ბავშვობიდან ვიღაცის ცხოვრებაში ვყოფილიყავი ნათელი წერტილი როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა მისთვის ცხოვრება დამებრუნებინა და შემდეგ შეიძლება ძაან ეგოისტურად ჟღერს მაგრამ ის მაინც მეცოდინებოდა რომ
ჩემს ცხოვრებას რაღაც აზრი ჰქონდა ვიღაც გადავარჩინე ცხოვრებას დავუბრუნე გავაბედნიერე იცი დღეს მგონია რომ ეს დავიკიდე მაგრამ გულის სირღმეში მიანც ყველაზე მეტად მინდა რავი კაცი ოცნებაშიც სცოდავსო biggrin.gif ალბათ ჩემი შემთხვევაც ამგვარია ............

აუ ეს ყველაფერი კი გასაგებია ასე უნდა იყო პოზიტიური ფიქრები რამე რუმე მაგრამ ძაან ძნელია რომ გახსენდება უამრავი ტკივილი იმედგაცრუება
აუ როგორ მჯეროდა რომ რაღაცეები სხვანაირად იქნებოდა მაგრამ მთელი ჩემი ეს წარმოსახვითი სამყარო ჩემს თვალწინ დამისხვრა
რაც არ უნდა პოზიტიური ვიყო არის რაღაცეები რაც დღესაც გულს მიკლავს პირდაპირ როცა არ უნდა გამახსენდეს ასე რომ მარტო ეს ფიქრები და განწყობა არაა რადგანაც ბოლო ჯამში მაინც ჩემს თავს ვატყუებ სიმართლე ისაა რომ ბედნიერი საერთოდ არ ვარ და მოხდა რაღაც მოვლენები
რაც უბრალოდ მანადგურებს ვერაფრით ვეგუები რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა მუშაობდეს ეხლა რასაც ვწერ სუ რომ ცუდი იყოს სიმართლე ესაა ხოდა ტყუილში ცხოვრებას აზრი არ აქვს რაც არ უნდა თავი მოვაჩვენო ადრე თუ გვიან მაინც ამოხეთქავს ხოლმე რაღაცეები . shipwrecked.gif თუმცაღა ბოლომდე სულიერად არასდროს ვეცემი საბედნიეროდ .
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 3 2018, 09:22 PM
Post #38

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

მარა ბოლომდე თუ გულწრფელი ვიქნები ყველაფერმა საოცრად დამღლა ამ რაღაც საიდუმლოა თუ ჯანდაბა რომ ელოდები
უფრო ძნელია იხედები ირგვლივ და ატყობ რომ არაფერიც არ იცვლება ერთ დღესაც შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ალბათ უკვე ძალიან
გვიანი იქნება ........
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 3 2018, 11:03 PM
Post #39

VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

toresi9
ძალიან კარგად მესმის შენი. რადგან რასაც გრძნობ მეც მიგრძვნია და მეც მიტანჯია...
იცი რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში თუ შევძლებთ ვაპატიოთ ცხოვრება საოცრად იცვლება და ლამაზდება. ხან იტყვის კაცი განა რამდენჯერ შეიძლება აპატიო, განა რამდენჯერ შეიძლება დაივიწყო ის რაც ასე გტკივა.
მე გეტყვი შენ... თურმე დაუსრულებლად უნდა შეგეძლოს პატიება, თურმე არასოდეს არ უნდა ჩაიდო გულში. ქრისტე იმიტომ კი არ გვეუბნებოდა ამას, რომ რამე რელიგიური დოგმები დაენერგათ. თურმე ეს ყველაფერი ჩვეთვისაა კარგი.
დაიხსომე ერთი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანია შენი სული, შენ, რომ იგრძნო თავი ბედნიერად არაოდეს დაიტოვო გულში წყენა. წაშალე იგი. დილიტ!!!
ერთი დილიტ!!!
არ არის აუცილებელი გახსოვდეს ტკივილი. როცა ტკივილზე წერ გტკივა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
toresi9
post Sep 4 2018, 11:09 AM
Post #40

WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 25-August 18
Member No.: 7,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა

QUOTE(earth @ Sep 3 2018, 11:03 PM) *
toresi9

არ არის აუცილებელი გახსოვდეს ტკივილი. როცა ტკივილზე წერ გტკივა.

ეს მართალია .

ისე ყველაზე მაგრად მოგზაურობაზე მუშაობს რასაც დავაკვირდი biggrin.gif საქართველოს ფარგლებში რავი ყველგან გასჭრა
აბა ეხლა ევროპის ქალაქებზე უნდა გადავიდე biggrin.gif .
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:14 PM