IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> პოლიტიკა, არჩევნები
David Monny
post Apr 6 2022, 07:19 PM
Post #201


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 07:15 PM) *
ჰენკელი ნამდვილი გვარია, თუ ფსევდონიმი?


საავტორო ფსევდონიმია, ჩხენკელი ვარ გვარად, ეს ნობელის პრემიის ჟიურის
გავუადვილე საქმე ენა არ იმტვრიონ ლიტერატურის
დარგში ჩემი გვარის გამოცხადებისას biggrin.gif

კი, ამბიციური ვარ, მერისმეტადაც ამბიციური განაცხადია, თუმცა
ერთხელ პოლ ვალერიმ თქვა, თუ კაცს ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა,
კაციც არ არისო.

მე ვიტყოდი, ისე უნდა წერო, 100 წლის მერეც წაგიკითხონ, თუ არა და
საერთოდ არ უნდა წერო. პირველ ყოვლისა მკითხველისადმი პატივიცემის გამო,
ნაკლები არ უნდა აკადრო, იმის მიუხედავად მართლა წაგიკითხავენ თ არა 100 წლის შემდეგ,
ამას შენ ვერ გაიგებ და მაინც, შენ ამ შემართებით უნდა წერო


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Apr 6 2022, 07:33 PM
Post #202


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუსულ პროპაგანდაზე რაც უკვე ითქვა კიდევ მინდა დავამატო.

როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჯარს აგროვებდა, პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა. უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას. საქართველოსთან ომისთვის წლები ემზადებოდა და რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში, საქართველოს უპრობლემოდ დაიპყრობდა. მაგალითად რომ ყოფილიყო ისევ შევარდნაძე ან ვინმე სხვა. მანამდე სანამ სააკაშვილი საერთოდ პრეზიდენტი გახდებოდა, პუტინის სპეც სამსახურები ამზადებდნენ პატარკაციშვილს და ივანიშვილს საქართველოსთვის, მათ დაწერილი ჰქონდათ სტანდარტული გეგმა რასაც იყენებდნენ ყველა ქვეყნისთვის, ეს არის მსახიობების დაფინანსება თუ რუსეთის მოქალაქეების ჩასახლებას და კიდევ ბევრი სხვა რამ. პატარკაციშვილი გამოეყო ამ თამაშს იმიტომრომ დაიღუპა და დარჩა ივანიშვილი. რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი, პირველი რაც მან გააკეთა კარები დაუხურა უკრაინელ და უცხოელ ტურისტებს, და განავითარა ტურიზმი რუსეთიდან, რადგან გეგმა ითვალისწინებდა პირველ რიგში რუსეთის და საქართველოს ხალხის დაახლოებას, მერე რუსეთის მოქალაქეების მასიურ ჩასახლებას და საბოლოოდ საქართველოს უბრძოლველად რუსეთთან შეერთებას. რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმის ფონზე უნდა ყოფილიყო რომ ვითომ საქართველო ევროპისკენ მიდის, ხოლო შემდეგ ანტი დასავლური პროპაგანდა იმუშავებდა საქართველოში და ბოლოს მთავრობა იტყოდა რომ აი არ ვუნდივართ ევროპას და რუსეთი აქვე არის... გაგრძელება იქნება :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 6 2022, 10:07 PM
Post #203


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა

დიახ. მინდა ისინი დავარწმუნო, თუ ამაში ეჭვი ეპარებათ და მართლა „რუსკი მირ“ ჰგონიათ
პუტინის მიზანი. პირველი და მნიშვნელოვანი იმპულსი, რითიც უნდა იგრძნოთ, რომ კგბ-ს
პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, არის, ზემოთქმულში ეჭვის შეტანა. იქნება ასეა არ არის?
იქნებ მართლა ანტი ქრისტეს ებრძვის ჩვენი ერთმორწმუნე ძმა ერი? და მსგავსი პირწავარდნილი ნონსენსი.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა.

დიახ. დასამატებელიც არაფერია ხალხო. უბრალოდ ფაქტს ამბობს. დიახ, ჩვენს უახლეს ისტორიას უყვება.
შეგახსენებთ, ივნისში, თბილისში, დედა ტერეზა ჩამოვიდა 9 აპრილის დროს დაზარალებულთა სანუგეშებლად და დასახმარებლად.
მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ იწყებოდა საბჭოთა კავშირი და არსებობდა ქვეყანა, საქართველო. ეს ჩვენ ვიწვნიეთ პირველებმა.
ვიმეორებ, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ აქ რაც წერია იმის ნამდვილობაში, პროპაგანდის მსხვერპლი ხართ და იმიტომ ვწერთ ამას,
რომ გათავისუფლდეთ მისგან.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას.

დიახ, მანამდე სერიოზულად წაივარჯიშა, თან ორჯერ ჩეჩნეთში. სრული გენოციდი გროზნოს და ბესლანის.
უძლიერესი პიროვნების, ჯოხარ დუდაევის დამხობით და ხელის ბიჭის, კადიროვის დასმით.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში,


ჰო, აი, ეს ახლა. სააკაშვილი.
ე.ი. თუ ვინმე ამ ფორუმიდან სააკაშვილის ოპოზიცია იყო, ერთ-ერთი აუცილებლად ვარ მე.
ჩემი ჯგუფელი იყო ბუტა რობაქიძე. ერთ მერხთან ვისხედით. არ გავაგრძელებ, უბრალოდ
მინდა გითხრათ, რომ როცა ჩემ მეგობრებს ეშინოდათ გაპროტესტება, რადგან საჯაროში იყვნენ დასაქმებულები,
პოსტსაც რომ ვერ დებდნენ ფბ-ზე, მე მაშინ სააკაშვილის და უგულავას კარიკატურებს ვაკრავდი მერიის წინ
„სტალინკებში“, იქ მქონდა ოფისი და არ მეშინოდა. ყველაზე მეტად ჩემთვის და ჩემ თავთან იყო ძნელი
იმიმ ფართ სურათის აღიარება, რომელიც Zet თქვა: რომ, დიახ, სააკაშვილმა იხსნა საქართველო მაშინ, პირდაპირ
რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომისგან; რომ მან დასვა ტოპონიმი - საქართველო, მსოფლიო რუკაზე.
მანამდე ზუსტად ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ, მაგალითად, ამერიკაში ჩვენზე, როგორც უგანდაზე. (შეიძლება
უგანდა უფრო ცნობადი იყო მათთვის); მათ, მხოლოდ მაშინ, როცა მათი პრეზიდენტი ჩამოვიდა აქ, გაიგეს, რომ
ჯორჯიის შტატშეი კი არ გაფრინდა მერილენდიდან, არამედ ოკეანის გადაღმა, სხვა ქვეყანაში, რომ არის ქვეყანა,
რომელსაც ჰქვია, ჯორჯია. მანამდე არ იცოდნენ. თუ ვინმეს პიროვნული ანტიპატია გაქვთ მისადმი, მესმის.
ის ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არავის უნდა უკვირდეს მისადმი ბიპოლარული დამოკიდებულება.
მან დაუშვა შეცდომები, გადაცდომები და გადააბარა ამიტომ ივანიშვილს მთავრობა, თუმცა არ გადაუბარებია
საქართველოს დასავლური კურსი, რადგან იცოდა, ივანიშვილი რუსული კურსით მოდიოდა.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი,

დიახ, და ადრეც აპირებდენ, როგორც შენ თქვი ზემოთ, თუმცა სააკაშვილმა, როგორც ანომალიამ, ხელი შეუშალა მათ ამ გეგმის განხორციელებაში.
ძვირფასო მეგობრებო, აქ, საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სააკაშვილისაც მიუძღვის წილი, რომ ივანიშვილმა გაიმარჯვა.
ნახეთ, დასავლეთმა იცოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა პრო-დასავლური ძალა სააკაშვილის გარდა, რომელსაც ის მხარს დაუჭერდა,
რადაგან სააკაშვილი აშკარად ადგებოდა ავტორიტარიზმის გზას. შეგახსენებთ, მან ბოდიში მოუხადა საჯაროდ ლევან ბერძენიშვილს, რუსეთის
აგენტს რო გეძახოდი და გდევნიდიო. დიახ, მას, ისე როგორც ზვიადის, ყველაში რუსის აგენტი ელანდებოდა და ვერ გავამტყუნებთ, დიახ, მეგობრებო,
დიახ, სავსე იყო და არის საქართველო რუსეთის აგენტებით და ძნელი იყო მისთვის სიმართლის დადგენა.
იცით, მე ყველა თქვენგანზე მეტად გამიჭირდა ამის აღიარება, თუმცა ობიექტურობა ამას მოითხოვს. რომ არა სააკაშვილი, ახლა ჩვენ ახლა რუსეთის
ფედერაციაში ვიქნებოდით, როგორც, მაგალითად ჩეჩნეთი და ოსეთი.

მე მაშინ 21 წლის ვიყავი და მქონდა როკ ბენდი, ვცხოვრობდი მხოლოდ ამ სფეროთი და არ მქონდა ჩემი აზრი.
მქონდა მხოლოდ რეფლექსია, სააკაშვილის რეპრესიებზე. ვერ ვხედავდი დიდი სურათს, რაც აქ ითქვა, რომ
პატარკაციშვილი და ივანიშვილიც, 7 ნოემბრის აქციები, რუსეთის დაფინანსებული იყო.
დასავლეთი, ჩვეულ ნიჰილიზმს მიეცა, ნახა რა, სააკაშვილის გარდა სხვა ძლიერი დასაყრდენი არ იყო ქვეყანაში და
რუსეთსაც დიდი დრო არ დასჭირდა, 4 წელიწადში მოვიდა ივანიშვილი. მაშინ მეც მისკენ ვიყავი, ისევე როგორც,
სააკაშვილის მიერ რეპრესირებული კოალიციის სხვა წევრები. (სააკაშვილის უდიდესი შეცდომა)
თუმცა გადაგდების ოინბაზმა, გადააგდო ყველა, შენ, მე, პეტრე პავლე და მოგვიანებით დასავლეთიც. 20 ივნისი
გახდა წყალგამყოფი. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 6 2022, 10:25 PM
Post #204


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდით ვთქვათ, რა არის ევროპული ღრებულებები? რა არის დასავლეთი?
პირდაპირ ვთქვათ ის არის პრინციპებზე დაფუძნებული ადამიანების თანაცხოვრების წესი,
წესი, რომელიც გამოიხატება, ავიღოთ, ვთქვათ, ჯონ ლოკი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა,
ჰუმისეულ მონარქისტულ პარადიგმას და თქვა, რომ ყველა, ყველა ვინც ინადება და ვინც არის ადამიანის მოდგმით,
აბსოლუტურად ყველას აქვს თანდაყოლილი, ანუ აპრიორი უფლებები, ფუნდამენტური უფლებები და ესაა
სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები მეგობრებო.
ეს არის მთავარი ღირებულებები, რაზეც დგას ევროპა.
მოდით დავაკვირდეთ ქრონოლოგიურად: ნახეთ, პირველი იყო სიცოცხლე. ადამიანები მიხვდნენ, რომ
არა მხოლოდ მეფეების და დიდგვაროვნების, არამედ ჩვეულებრივი გლეხების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.
ამან მოიტანა თავისუფლება, რადგან მეფეები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი სისხლით და გაგორებული თავებით,
თუმცა საფრანგეთის რევოლუციამ 1789-1799 წლებში თქვა, - სიკვდილი, თუმცა ამავე დროს თქვა, „ლიბეღტე“ - თავისუფლება.

თავისუფლებამ მოიტანა საკუთრების უფლება და ბოლოს, ბედნიერებისკენ სრაფვა.
ეს ხანგრძლივი და დრამატული პროცესი იყო ორი მსოფლიო ომით, რომლის მერეც, ევროპა უნდა მიმხვდარიყო, რომ
საბოლოო ჯამში ისინი შნიცელისა და ლუდისთვის იბრძვიან, დიახ, მეგობრებო, ბედნიერებისთვის იბრძვიან.
ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი და მიხვდნენ კიდეც როგორ უნდა ქნან ეს: შეიქმნა ნატო, ევროსაბჭო, გაერო, და ა.შ.
მსოფლიო წესრიგი ალიანსების და ბლოკების მეშვეობით. და არ უნდა გაგვიკვირდეს დღეს გერმანენლი წამოწოლილი თა და შნიცელით და ლუდით
აქვს გასიებული მუცელი. დიახ, ალეგორიულად ვიტყვი, ჩენც ამისთვის ვიღწვით, ჩენც უნდა წამოვწვეთ ბოლოს მხართეძოზე და
უბრალოდ ვიყოთ ბედნიერნი, თუმცა არა ისეთ იმიტირებულ მშვიდობაში, რომელსაც „რუსკი მირ“ ჰქვია და რომელიც, მოკლული,
ნაწამები, კბილებამოგლეჯილი ბავშვების, გაუპატიურებული და დასახიჩრებული ქალების, გვამებში ტივტივებს ყელამდე.

ახლა გესმით რაშა საქმე?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 09:58 PM