განარჯობა
მოდით,ვინც ყელის ტკივილის მოშორების ხერხები ვიცით,დავწეროთ და დავეხმაროთ ერთმანეთს))ყელი უკვე სამი დღე ზედიზედ მტკივა,უკვე სამი დღეა ხმა წესიერად ვერ ამომიღია,გეხვეწებით დამეხმაროთ((
მე რაც მშველის ეს თაფლია, ხველებაზე თუ ყელის ტკივილზე თაფლს ვჭამ და ვჭამ
მე გამიგია თაფლი ყელს აღიზიანებსო,და არ ვჭამ მაგიტომ.მაშინ ეხლა ვცდი
არგამიგია, მე კი მშველის.
აბა მალე კარგად ყოფნას გისურვებ. ისეა თუ ასე ავადმყოფობას არა აქვს ადგილი შენს სხეულში, ის დროებითია და მალე აუცილებლად წავა
დეკატილენის საწუწნი აბები
kindatma
ცხელი რძე შველის მაგას. 1 ჭიქა დალიე ცალკე რძე, სხვა არაფერი მიაყოლო.
მე პირიქით,სასწაულად მინდა ხვალ და ზეგ ყელი მტკიოდეს,ისე რომ ძლივსვლაპარაკობდე,მაგრამ ..
ჯერ მაგარი ირბინე,ან როგორმე გახურდი რა,მერე ცივი წყალი დალიე და ერთი 10 ჯერ ღრმად შეისუნთქე. შემოწმებულია
გვირილის ნაყენი უნდა გამოივლო ხოლმე, მერე 5 ცალი ჩორნი პერეცის მარცვალი უნდა აიღო ნახევარ ჩაის კოვზ შაქარში არეული კარგად უნდა დაღეჭო და გადაყლაპო, მარილიანი წყალის გამოვლებაც კარგია რამოდენიმეჯერ.( მადე ინ აიურვედა
ხო, ახლა გამახსენდა,– გვირილის ნაყენის გამოვლება საუკეთესო საშუალებაა, მეც არ მჯეროდა, როცა მიშველა... მერე დამავიწყდა
ამიტომაცაა კარგი ასეთი თემა როცა ვინმეს რამე აწუხებს მალე იპოვის საშუალებას.
kindatma
მე გირჩევ 3 ლიტრი წყალი აადუღე და უკვე დალევას რო შეძლებ ნელ ნელა დალიე ბოლომდე გრიპსაც შველის გაციებასაც და რავიცი ბევრ რამეს
უი earth შენი პოსტები არ ჩანდა რატომღაც,ეხლა გამოჩნდა მარტო
დიდი მადლობა)ხო ეგ მახსოვს ადრე დედაჩემი აკეთებდა ხოლმე გვირილის ნაყენს.
დიდი მდალობა ყველას)))
kindatma
როგორა ხარ? გააკეთე რამე ამდენი რჩევებიდან?
კი.ჯერ პირველი რაც იყო თაფლს ვჭამდი სამჯერ დღეში,ცხელი რძეც ეგრე.სამი ლიტრა.მეორე დღეს უკვე მარტო მარჯვენა მხარე მტკიოდა.მეორე დღეს კიდე გავიგე იოდინოლით გამოვლება.სამ ჯერ ეგეც გვირილის ნაყენთან ერთად.ნელნელა გამდის.არაფერს არ გაკლებს და საშიში არ არის როგორც ის სასიზღარი უნდრომედროფიალოკოლომოდტოცი
ოზინები და ამდაგვარი წამლები......
სამი ლიტრა რძე კი არა წყალი,დამავიწყდა მიმეწერა საღამოზე ვსვავდი
1/2 ჩაის კოვზი მარილი.
1 ჩ/კ სოდა
5 წვეთი იოდი გახსენი თბილ წყალში, მოცხელოში და გამოივლე დღეში სამ-ოთხჯერ
ტირილის დროს რომ ყელი გტკივდება მაგ დროს რა ხდებახოლმე? ბოლო დროს ხშრად მიწევს ტირილი სტერსებისგან განტავისუფლების გამო და დავაკვრიდი. ყელი მტკივდება ძლიერად, ისე თიტქოს შიგნიდან გასკდება რაღაც.. ყელში ))))) და ეს რას ნიშნავს? ტკივილი განწმენდის თანმდები მოვლენაა ყველა შემტხვევაში? რაიმე ყელის დაავადებასთან ხომ არ აქვს კავშირი..
წვა ტკივილი თუ რა ქვია არ ვიცი, ტირლის დროს. ტირილის მერე მშვიდდება ეგეც
anima mundi
არანაირი ყელის დაავადებასთან არ გაქვს საქმე დამიჯერე , დანარჩენის წერა მეზარება.
ჰა-თჰა იოგადან სიმჰასანა ანუ ლომის პოზა შეასრულე დილას და საღამოს 5 ჯერ.
სალბის, რუსულად შალფეის ფოთლები იყიდე, დაასხი მდუღარე და გამოივლე ყელში ცხლად დღეში რამდენჯერმე.
მწიფე კივი უნდა მიიღო დღეში 3 ცალი.
მეწყებოდა ყელის ტკივილი ხოდა ბევრი კოჭას ნაყენი დავლიე ლიმნით, თაფლი მივაყოლე და გამიარა
ბევრი საშუალება დაგიწერიათ... და შედეგი რამდენ ხანშია ისიც დაწერეთ, გთხოვთ...
ჩემს შემთხვევაში 1 დღე
earth
მეც თაფლს ვჭამ ხოლმე თან გემრიელია თან ყელს მირჩენს
yeli maqvs chamcvari gushin 3 kolofi movcie maconi mivirtvi mara ar shvelis. tafli ushvelis neta?
me mgoni martla mishvela taflma ai
ყელის ტკივილი, თუ ძლიერი ანთებაა
ბავშვობაში მქონდა და სიცხე
დედაჩემმა ნავთში დასველებული ბამბა წამისვა და იმ დღესვე მომორჩა
პ.ს წამლები არ მშველოდა
ano
ნავთთან ფრთილად, მგონი გაზავება უნდა თორე შეილემა მოგუდოს ადამიანი
უი ხო ავიაციონნი ნავთი, წყალივით სუფთაა, ის გაზავების გარეშე
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)