IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე, ჰიპერბორეა, ლემურია, ატლან
tikoroma
post Jul 13 2013, 10:48 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ჰიპერბორეა - ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე.

ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების მიხედვით

ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.
ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული "აპოლონის ბაღი".
ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივის თავიანი და ლომის ტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით.
ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს.
ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.
ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გოგრონების ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 19 2013, 01:41 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზოთერული ხედვით ჰიპერბორეა იყო ცივილიზაცია უკიდურეს ჩრდილოეთში, ცისა და მიწის შესაყართან. ეს იყო სამოთხე დედამიწაზე, სადაც მიწიერი და ზეციერი განზომილებების საზღვარი გადიოდა. ამბობენ, რომ ჰიპერბორეელებმა დაარღვიეს ღვთიური კანონები, რის გამოც გამოძევებული იქნენ გარესამყაროში. ამის შემდეგ მათ ახალი ცივილიზაცია გაავრცელეს დედამიწაზე და ამით დასრულდა ოქროს ასაკიც.
ოქროს ხანის ხსოვნა დედამიწაზე შემონახულია თითქმის ყველა ხალხის კულტურაში ინდოეთიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, პოლარული რეგიონების ჩათვლით. აღმოსავლური წყაროები ასახელებენ ედემს, სადაც ადამიანი ღმერთთან დადიოდა. ეგვიპტელები გადმოგვცემენ, რომ ოდესღაც ღმერთი თავად მართავდა ქვეყანას. ბაბილონურ მითოლოგიაში მოთხრობილია დედამიწის სამი ასაკის შესახებ, პირველი იყო ცის ღმერთის - ანუს მართვის ხანა, ოქროს ასაკი, რომელიც დასრულდა წარღვნის შედეგად. ირანულ ტექსტებში მოთხრობილია 1000 წლოვან ოქროს ხანაზე, პირველი მეფისა და ადამიანების შესახებ, რომელთათვისაც უცხო იყო სიცხე და სიცივე, სიბერე, ავადმყოფობა და სიკვდილი. ყველაზე სრულყოფილი ვერსია და ალბათ ყველაზე ძველიც არის ინდუიზმის სწავლება ოთხი იუგას შესახებ. პირველი იყო ოქროს ასაკი, უკანასკნელი კალი იუგა შეესაბამება ჩვენს თანამედროვეობას.
ყველა გადმოცემა საუბრობს, რომ ამ მითიურ ოქროს ასაკში ღმერთები ურთიერთობდნენ ადამიანებთან, იყო ჰარმონიული, დაბალანსებული გარემო ზეციერ და მიწიურ სამყაროებს შორის. არ არსებობდა ტანჯვა და სიკვდილი. ცოდით დაცემის შემდეგ კი ადამიანი ჩაერთო დროის ციკლში, ჩამოერთვა უკვდავება და გაიწირა სხვადასხვა უბედურებებისგან სატანჯველად.
ბლავატსკაიას ცნობით, პირველი ადამიანური რასა დედამიწაზე იყვნენ ჰიპერბორეელები, ისინი წინ უსწრებდნენ ლემურიისა და ატლანტიდის ცივილიზაციებს. რუსი მეტაფიზიკოსი ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ ეს იყო მზიური ხალხის სამშობლო და უკავშირებს ახლანდელ ჩრდილოეთ რუსეთის მხარეს. მისი განმარტებით "მზის ხალხი" იყვნენ შემოქმედებითი, ენერგიული და სულიერების მქონენი; ხოლო მათ საპირისპიროდ "მთვარის ხალხი" იყვნენ მატერიალურიები, კონსერვატულები და ფრთხილი ცვლილებებში.
ჰიპერბორეას ცივილიზაციის განადგურების მიზეზად დედამიწის ღერძის ცვლილება სახელდება. ადამიანთა მიერ ღვთაებრივი სამართლის დარღვევამ გამოიწვია მეტაფიზიკური ბალანსის ცვლილებება, რაც დედამიწის პლანზე კატასტროფით აისახა.
იტალიელი მეტაფიზიკოსი იულიუს ევოლა თვლის, რომ ამ ჰიპერბორეას განადგურებით იხურება ისტორიის პირველი ციკლი და იწყება მეორე - ატლანტიდელთა ხანა.
ისტორიას ოქროს ხანის შესახებ მხოლოდ მითებიდან ვიგებთ, ამიტომ მისი ფიზიკური არსებობის მტკიცება შეუძლებელია. თუმცა ცნობილია, რომ მითებს ისტორიული საფუძვლები აქვს. მითები გადმოგვცემს ცოდნას თუ ვინა ვართ და რა მისია გვაკისრია. სამწუხაროდ დღევანდელ კალი იუგას პერიოდში მათი გაგების და სიმართლის დადგენის უნარი დაკარგული გვაქვს.
ჰიპერბორეას ლეგენდები პოპულარული გახდა მე-18, მე-19 საუკუნეებში, როცა უამრავი წიგნი იწერებოდა იდეით, რომ კაცობრიობა ახლო აღმოსავლეთში კი არა, სადღაც სხვაგან წარმოიშვა.
გაბატონდა აზრი, რომ არიელები (ევროპელები) გაცილებით მაღალი განვითარების ხალხები იყვნენ, ვიდრე სემიტები. აქედან გამომდინარემ ცივილიზაცია ვერ წარმოიქმნებოდა ახლო აღმოსავლეთში და ებრაულიც არ შეიძლებოდა პირველი ენა ყოფილიყო.
ფრანგი, გერმანელი, ბრიტანელი სწავლულები სწავლობდნენ ვედებს, ეგვიპტურ, ჩინურ წყაროებს და მათზე დაყრდნობით ეჭვქვეშ აყენებდნენ ადამიანის წარმოშობის ებრაულ ვერსიას. მათ შეიმუშავეს თეორია ადამიანის ჩრდილოეთში წარმოშობის შესახებ.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 31 2013, 12:27 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერი ფოსტერის მიხედვით
მუ
ჯეიმს ჩარჩვორდის ვერსია:
1868 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩარჩვორდმა, რომელიც მაშინ ბრიტანეთის არმიაში ინდოეთში მსახურობდა, ადგილობრივი ბერი გაიცნო. მან ჯეიმსს აჩვენა თიხის დაფები უძველესი ჩანაწერებით - ”ნააკალის ცხრილები”, რასაც მალავდნენ ტაძრის სარდაფები საუკუნეების განმავლობაში. ამ დაფებზე მათ ამოიკითხეს უძველესი დაკარგული კონტინენტის შესახებ, სადაც ყვაოდა პირველი დიდი ცივილიზაცია დედამიწაზე.

ჯეიმს ჩარჩვორდმა დაიწყო ამ ისტორიის შესწავლა და საბოლოოდ1926 წელს გამოსცა წიგნი ”მუს დაკარგული კონტინენტი”. მასში გამოთქმულმა დასკვნებმა და თეორიებმა ბევრი კრიტიკა და დაცინვა დაიმსახურა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა წიგნი სერიოზულ მცნიერულ ნაშრომად არ ჩათვალა და მარტივ საკითხავ ლიტერატურას მიაკუთვნა. მას შემდეგ მეცნიერების განვითარებამ და ახალმა კვლევებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა წარმოდგენები, დაირღვა სხვადასხვა დოგმები და ჩარჩვორდის თეორიებიც დაკარგულ ცივილიზაციათა შესახებ, ჩვენს დროში, წარმოუდგენელი აღარ ჩანს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოსაზრებები შეუმოწმებლად მივიღოთ. წყნარ ოკეანეში მუს კონტინენტის არსებობის მტკიცება, ისევე როგორც ატლანტიკის ოკეანეში - ატლანტიდისა, შეუძლებელია საფუძვლიანი წყალქვეშა გამოკვლევებისა და გეოლოგიური ცოდნის გარეშე.

თუ გადავხედავთ წყნარი ოკეანის საზღვაო რუკებს და სქემებს, დავინახავთ ,რომ ამ ტერიტორიამ კუნძულების ფორმირების რთული და ხანგრძლი პროცესი გაიარა. წყნარი ოკეანის აუზი ვულკანების და მიწისძვრების თვალსაზრისით არასტაბილური რეგიონია, ამის გამო მას ”ცეცხლის ბეჭედს” უწოდებენ. ტექტონური ფილების მოძრაობისა და ვულკანების შედეგად მუდმივად იცვლებოდა ზღვის ფსკერი და კალაპოტი, წარმოიქმნებოდა წყალქვეშა მთები, ღრმულები და რიფები. ამიტომ არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს იქ არსებული კუნძულების ჯაჭვი ზღვის დონიდან უფრო მაღლა ყოფილიყო და ხმელეთს წყნარი ოკეანის ტერიტორიის ნახევარი, ან ორ მესამედი დაეკავებინა.



ამ ძიებების წყურვილი ჩარჩვორდში გამოიწვია ინდური ტაძრის მოხუცმა ბერმა, რომელიც უძველესი ნააკალის წმინდა საძმოს წევრი უნდა ყოფილიყო. იგი 2 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჯეიმსს, როგორ გაეშიფრა წარწერები ბარელიეფზე ამოტვიფრული სიმბოლოების მეშვეობით. ეს თიხის დაფები ჩაწერილი უნდა ყოფილიყო ან ბირმაში (მიანმარის რესპუბლიკა) ან თავად ნააკალის სკოლის ქურუმების მიერ. ეს იყო გადარჩენილი ნაწილი უზარმაზარი კოლექციისა, რაც სავრაუდოდ ინახებოდა რიშის შვიდ ქალაქში, სადაც იყო სასწავლო ცენტრები ძველ ინდოეთში რამას მმართველობის დროს. რამნდენიმე თვის კვლევის შემდეგ ჩარჩვორდმა შეძლო ტექსტის გაშიფრვა და ამოიკითხა ცნობები დედამიწის შექმნისა და ადამიანთა წარმოშობის შესახებ. გააანალიზა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაფებს, სადაც კაცობრიობის უცნობი ისტორია იყო მოთხრობილი. მეგობარი ბერის სარეკომენდაციო წერილით აღჭურვილი ჩარჩვორდი ბირმაში გაემგაზვრა, რათა უფრო მეტი დაფა მოეძებნა. მაგრამ ბუდისტმა ბერებმა უარი განუცხადეს დახმარებაზე: ”დაბრუნდით ინდოეთში და ჰკითხეთ იმ ქურდებს, რომლებმაც მოგვპარეს ეს დაფები და თქვენ გაჩვენეს!”.

მაშინ ჩარჩვორდმა გადაწყვიტა შეესწავლა უძველესი ცივილიზაციები, შეედარებინა მათი ლეგენდები თიხის დაფებზე წაკითხულთან. კვლევებით დაადგინა, რომ დაკარგული კონტინენტი უნდა არსებულიყო ჰავაის სამხრეთით ფიჯისა და აღდგომის კუნძულებამდე. ამ მშვენიერ, უხვ მიწაზე წარმოიშვა პირველი ადამიანები, აქედან გაიფანტნენ დედამიწაზე, შემდეგ კი ყველაფერი განადგურდა მიწისძვრის შედეგად 12 ათასი წლის წინათ, გაუჩინარდა ცეცხლისა და წყლის მორევში.
ჩარჩვორდმა ნააკალის დაფებზე ამოიკითხა ადამიანის შექმნის შესახებ, რომელიც ძლიერ ჰგავს ბიბლიურ „შესაქმეში“ აღწერილს: შეიქმნა კაცი ხატად და მსგავსად უფლისა და მიეცა ძალი განაგოს წესრიგი დედამიწაზე. თუმცა მცირე სხვაობა ადამის ისტორიასთან მაინც არის: "როცა ნარაიანამ, შვიდმა მთავარმა ინტელექტმა, ყოვლის შემოქმედმა ამ სამყაროში, შექმნა ადამიანი, დაამკვიდრა მასში ცოცხალი მარადიული სული და ადამიანი გახდა ნარაიანას მსგავსად ინტელექტუალური ძალა."
მოსაზრება ”შვიდ მთავარ ინტელექტზე” (რასაც გამოსახავდნენ გიგანტური, შვიდთავიანი კობრას სახით), ძალიან ჰგავს ”გამოცხადებაში” აღწერილ შვიდთავიან მხეცს, რომელიც ზღვიდან ამოდის, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოსახულია შვიდთავიან, ლეოპარდის მსგავს არსებად. (იოანეს გამოცხადება, თავი 12.13.) ჩარჩვორდის ვერსიით სამყარო შვიდი ბრძანების შედეგად დროის შვიდ პერიოდში შეიქმნა და არა ”6 დღეში”, როგორც ბიბლიაში წერია.





თავის თეორიებს ჩარჩვორდი პირველ რიგში ნააკალის დაფების ჩანაწერების საფუძველზე აგებს, ამას გარდა ეყრდნობა მაიას ტომის, ძველ ეგვიპტურ და ინდურ წყაროებს, რომლებიც გადმოგვცემენ ხმელეთის განადგურების მსგავს ისტორიას: დედამიწის ქერქი დაირღვა მიწისძვრების შედეგად და ჩაიძირა ცეცხლოვან უფსკრულში. ბოლოს წყნარი ოკეანის ტალღებმა დაფარა მიწა, სადაც უძველესი ცივილიზაცია არსებობდა.
ჩარჩვორდი წერს, რომ მუს არსებობას უამრავი უძველესი ჩანაწერი ადასტურებს. მაგალითად, ”რამაიანას” ეპოსში, რომელსაც მოგვითხრობს რიშის ტაძრის უმაღლესი ქურუმი, ნახსენებია ნააკალის დაარსება: „მოვიდნენ ბირმაში აღმოსავლეთიდან, თავიანთი დაბადების ადგილიდან”, აქ წყნარი ოკეანიდან მოსული ხალხი იგულისხმება. მაიას წიგნში, ”ტროანოს მანუსკრიპტში” საუბარია ხმელეთზე სახელად ”მუ”, სადაც იყენებდნენ იმავე სიმბოლოებს, რაც ნაპოვნია ეგვიპტეში, ინდოეთსა და ბირმაში. ასევე მუს შესახებ ცნობები გვხვდება ტიბეტურ წიგნში ლჰასაში, ძველ ეგვიპტურ, ბერძნულ წყაროებში, მექსიკასა და ცენტრალური ამერიკაში შემორჩენილ წარწერებში. გარდა ამისა წყნარი ოკეანის აუზის კუნძულებზე ნაპოვნი უძველეს ნაგეობათა ნაშთები გვიდასტურებენ იქ მაღალი კულტურის ხალხების არსებობას.


მზის იმპერია
მუს ქვეყანაში ჰყავდათ იმპერატორი, ვინც ატარებდა ტიტულს ”რა მუ”, ხოლო მათი საერთო ღვთაება მოიხსენიებოდა როგორც ”რა”. ეს იყო უხილავი ღმერთი, რომლის სახელსაც, ებრაელთა მსგავსად, არ ახსენებდნენ, მხოლოდ სიმბოლოთი გამოხატავდნენ. ეს სიმბოლო იყო ”რა - მზე”. მღვდელმთავარი და იმპერატორი ”რა მუ” იყვნენ ღვთაების წარმომადგენლები ადამიანებს შორის და წყვეტდნენ ყველა რელიგიურ საკითხს. მუს მოსახლეობაში თეთრი რასა დომინანტი ჯგუფი იყო და სამღვდელოების და არისტოკრატთა კლასს შეადგენდნენ. ამ ინფორმაციის წყაროდ ჩარჩვორდს ლჰასას ჩანაწერები მოჰყავს. ამავე წყაროს მიხედვით ასახელებს მუს შვიდ ქალაქს, სადაც იყო განათლების, მეცნიერული და რელიგიური ცენტრები. ეს ძალიან წააგავს გადმოცემას ინდოეთში რამას მმართველობის დროინდელ 7 რიში ქალაქზე. საინტერესოა სახელთა მსგავსებაც ” რა მუ” და ”რამა” და, რა თქმა უნდა, მათთან კავშირშია ეგვიპტელთა მზის ღმერთი - ”რა.” ლჰასას ჩანაწერებით ირკვევა, რომ მუს კოლონიები მთელს მსოფლიოში იყო გაფანტული. როგორც ჩანს, ქვეყანა სხვადასხვა რასების მსხვილი დასახლებებისაგან შედგებოდა. შავკანიანთა დიდმა ნაწილმა მუ დატოვა და ახალი სამშობლო აფრიკაში იპოვნა. საფიქრებელია, რომ მათ გზად გაიარეს ამაზონის ზღვა, რომელიც ავსებდა მდინარე ამაზონის მიდამოებს, დღევანდელი ჯუნგლების ტერიტორიას. საფიქრებელია, რომ მათ გაჭრეს არხი პერუს დასავლეთ სანაპიროზე ატლანტიკის ოკეანეზე გასასვლელად. ეს არ არის დაუსაბუთებელი ვარაუდი, ტბა ტიტიკაკას მიდამოებში, რომელიც ახლა ზღვის დონიდან 13 ათას ფუტზე მდებარეობს, შემორჩენილია ადამიანის მიერ გაყვანილი არხი, რომელიც წყნარ ოკეანეს უერთდება. შეუძლებელია, ის ადამიანამდე, მთათა წარმოქმნის დროს, გეოლოგიურ ერაში გაჩენილიყო.

ეჭვგარეშეა, სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხთა ჯგუფები მასობრივად ტოვებდა მუს, ახალ ადგილას სახლდებოდა და ქმნიდა ახალ ერებს მზის იმპერიის იურისდიქციის გარეთ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი დასახლდა ჩრდილოეთ ამერიკაში და მათგან წარმოიშვნენ წითელკანიანი ინდიელები. მეცნიერები აჭარბებენ, როცა თვლიან რომ მონღოლოიდები ბერინგის გავლით მივიდნენ ამერიკასა და ალასკაზე. უფრო სარწმუნოა, რომ მკვიდრი ამერიკელები სულაც არ არიან მონღოლები.

საბოლოო განადგურებამდე საუკუნეებით ადრე მუს სამხრეთ რეგიონს თავს დაატყდა ძლიერი მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა და დატბორვა, თუმცა ქვეყანამ უბედურებას გაუძლო და დანგრეული ქალაქებიც აღსდგა. ამჯერად კი დასასრული ეწვიათ. უძველესი წარწერები მექსიკაში, ტროანოს მანუსკრიპტი, გვიამბობს მუს განადგურების შესახებ: მთელს კონტინენტზე მოულოდნელად ძლიერად იძრა მიწა და აღიმართა ოკეანის ტალღები.მიწა კანკალებდა და ირყეოდა, როგორც ხის ფოთლებს არხევს ქარიშხალი. ტაძრები და სასახლეები გრიალით დაასკდა მიწას და ქვეშ მოიყოლა ძეგლები და სტატუეტები. ქალაქები ნანგრევებად იქცა. აფეთქებამ ცეცხლში გახვია ყველაფერი, სამი მილის დიამეტრის მქონე საშინელი ღრუბლები ადიოდა ცეცხლის ალიდან. შემდეგ წერია, რომ მუს კონტინენტი სქელი, შავი კვამლით დაიფარა და ჯოჯოხეთს დაესმგავსა. მოქცევის უზარმაზარმა ტალღებმა საბოლოოდ გაანადგურა ყველაფერი. აგონიაში მყოფი ხალხი ბნელ ჰორიზონტზე წითლად მბჟუტავ მზეს უიმედოდ შესთხოვდა: ”მუ, გვიხსენი!” იმ საზარელ ღამეს, ძლიერი ელვისა და ჭექა-ქუხილის თანხლებით, განწირული მიწა ჩაიძირა ცეცხლოვან უფსკრულში. კონტინენტთან ერთად დაიღუპა მასზე მცხოვრები 64 მილიონი ადამიანი.
გადარჩენილები კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - თავშესაფრის, ტანსაცმლის, ხელსაწყოების და რაც მთავარია, საკვების გარეშე. მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან - სიბნელისაკენ და გაველურებისაკენ, რადგან თავის გადასარჩენად კანიბალიზმს მიმართეს. ეს იყო კაცობრიობის ყველაზე დაბალი საფეხური, რაც ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა წყნარი ოკეანის აუზის ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მუს კონტინენტი სრულიად განადგურდა, მათი კულტურა გადარჩა და გაგრძელდა სხვადასხვა კოლონიებში, რომლებმაც დამოუკიდებლად განაგრძეს არსებობა. პირველ რიგში ეს უნდა ყოფილიყო ატლანტიდაზე, შემდეგ კი ინდოეთის, ჩინეთის, ამერიკის, ეგვიპტის, და ბოლოს საბერძნეთისა და რომის ტერიტორიებზე. მათ შემოინახეს და განავრცეს მზის ქვეყნის სულიერი თუ მატერიალური ცოდნის ნაწილი. ახლა კი თანმედროვე ადამიანი თავიდან აღმოაჩენს და სწავლობს იმ გამოგონებებს და მიღწევებს, რაც მაშინ მუსა და ატლანტიდის მკვიდრებს გააჩნდათ.



ტროანოს მანუსკრიპტი

მეზობელი ფორუმიდან ”ტროანოს კოდექსის” ფრაგმენტის თარგმანი:
” კანის 6 წელი, საკის თვის მულუკის მეთერთმეტე დღეს დაიწყო საზარელი მიწისძვრები, რაც ჩუენის მეცამეტე დღემდე განუწყვეტლივ გრძელდებოდა. მათი მსხვერპლი გახდა ჭაობიან გორათა ქვეყანა - მუს ქვეყანა. იგი ორჯერ ამოიზიდა და მერე ერთ ღამეში გაქრა. წყალქვეშა ვულკანთა განუწყვეტელი ზემოქმედებით მატერიკი მრავალგზის ამოიმართებოდა. ბოლოს მიწა გაირღვა და ნაწილ-ნაწილ დაპობილი ათი ქვეყანა სემუსრა. ეს ქვეყნები გაცამტვერდა ტავის მოსახლეობიანად, 64 მილიონ სულს რომ შეადგენდა, ამ წიგნის დაწერამდე 8060 წლის წინათ”.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 31 2013, 11:04 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერი ფოსტერის მიხედვით
ლემურია

ლემურიის კონტინენტი სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების - ”დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული ”სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე.



ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენს შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო - მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თვიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები.
ბლავატსკაიას თქმით ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ხოლო სხვებს კეფაზე ჰქონდათ მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ ტელეპატიის უნარი და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ სისტემატურ (მყარ) ტვინს, ჩვენეული გაგებით.
ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.), მისმა მოსწავლემ ენი ბესანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი.
იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფისტი ვ. სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი ”ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა” სადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა.

1932 წელს ”ლოს-ანჯელეს თაიმსის” ჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმა ”მკვლევარმა” გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ჩანდა ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყვნენ. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკენაში ჩაძირვამდე.
საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში.


შასტას მთა

ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ არხერხებდნენ ”ლემურიელები” ყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე.

სხვა მკველვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. ”გამოჩენილი პროფესორი” ლარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა.

მიუხედავად ამისა შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ. ს. ოლივერის წიგნის ”ორი პლანეტის ბინადარნი” გავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი "Phylos The Tibetan". მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული.
ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო . სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერადან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ „"Lords of The Flame" . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით.
შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენ ”ასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებს ”მეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 5 2013, 02:05 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://zorbeg.wordpress.com/2010/12/28/584/

საფრენი აპარატები და ბირთვული იარაღი 15000 წლის წინ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 3 2013, 07:23 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.counter-currents.com/2013/10/th...-of-the-spirit/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 11 2013, 08:34 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შასტას მტაზე მშვენიერი ლეგენდა ჰქონიათ ინდიელებსაც smile.gif
ეტყობა მართლა ჯადოსნური მთაა

სანამ ადამიანები გაჩნდებოდნენ დედამიწაზე, ზეციერ სულთა მეუფეს მოეწყინა თავის სახლში, რადგან იქ მუდმივი სიცივე იყო. მან გააკეთა ზეცაში ხვრელი, საიდანაც თოვლი და ყინული ჩამოიქცა, სანამ უზარმაზარ გორაკად არ დახვავდა. ასე გაჩნდა შასტას მთა. მაშინ ცის მეუფე დაეშვა მთაზე და გაისეირნა დედამიწაზე. ნახევარი გზა რომ გაიარა, გაიფიქრა: "მთის კალთებზე ხეები უნდა ხარობდეს". თითები მოუსვა მიწას და რაც ხელში მოყვა, ყველაფრისგან მცენარეები აღმოაცენა. ყველგან, სადაც ფეხი დააბიჯა, თოვლი გადნა და მდინარეები გაჩნდნენ. ამის შემდეგ ცის სულმა დაამტვრია თავისი ხელჯოხი, რომელიც ზეციდან წამოიღო და წყალში მოისროლა. დიდი ნატეხიდან თახვები და წავები გაჩდნენ, ხოლო მოკლე ნატეხისგან – თევზები. ხელჯოხის დარჩენილი ნაწილისაგან მან ფრინველები და ცხოველები შექმნა. მათგან ყველაზე დიდი იყო დათვი გრიზლი, შემოსილი სქელი ბეწვითა და ბასრი ბრჭყალებით, სწორედ ისე, როგორც დღესაა. მაგრამ მაშინ მას ორ ფეხზე სიარული და ლაპარაკი შეეძლო. გრიზლები შესახედად საზარლები იყვნენ და დიდმა სულმა საცხოვრებელი შუაგულ ტყეში მიუჩინა. როცა ხეებს ფოთლები დასცვივდა, ზეცის სულმა შეუბერა მათ და ჩიტები გააჩინა.
ბოლოს ცის სულმა გადაწყვიტა მიწაზე დასახლებულიყო და ოჯახიც ჩამოიყვანა. მათ შასტას მთის შუაგულში დაიდეს ბინა, სადაც დიადი ცეცხლი დაანთეს. მისი კვამლი და ნაპერწკლები მთის მწვერვალამდე აღწევდა. ყოველთვის, როცა ცის სული ცეცხლს მოზრდილ ძელს შეუკეთებდა, დედამიწა იძროდა და შასტას მთის წვერიდან ნაპერწკლები ცვიოდა.
ერთხელ, გაზაფხულზე, ქარის სულმა ისე ძლიერად დაუბერა, რომ კვამლი ხვრელში ჩაბრუნდა და ცის სულის ოჯახობას თვალები ამოუწვა. ზეცის სულმა სთხოვა თავის უმცროს ქალიშვილს, გასულიყო და ეთხოვა ქარისთვის, აღარ დაებერა ასე ძლიერად. მამამ გააფრთხილა ქალიშვილი: "როცა მწვერვალამდე მიხვალ, გარეთ არ გაიხედო, თორემ ქარი თმებში გწვდება და გაგიტაცებს. ხელები მაგრად ჩასჭიდე გასასვლელს და ისე დაელაპარაკე ქარს".
პატარა გოგონა სწრაფად ავიდა მწვერვალზე და ქარს მამის დანაბარები გადასცა. როცა დაბლა დაეშვა, უცებ გაახსენდა მამის მონაყოლი, მთის წვერიდან ოკეანე მოჩანსო. დიადმა სულმა ოკეანე მას შემდეგ შექმნა, რაც ოჯახი მთის შუაგულში დაასახლა, ასე რომ გოგონას არასოდეს ენახა იგი.
როცა პატარამ თავი გაყო ჩასასვლელიდან და დასავლეთით გადაიხედა, ქარი თმებში მოეჭიდა და მთიდან გადააგდო. გოგონამ გადაუფრინა მყინვარსა და თოვლიან ფერდობებს. მისი გრძელი წითური თმა ფარფატებდა მთის თოვლიან კალთებს ზემოთ. ბოლოს ბუჩქებსა და ნაძვის კორომში დაეცა. პატარა გოგონა დათვმა გრიზლიმ იპოვა და სახლში წაიყვანა. დედა დათვი ზრუნავდა მასზე, როგორც საკუთარ ბელებზე და გაზარდა კიდეც მათთან ერთად. როცა გოგონა გაიზარდა, იგი გრიზლის უფროს ბელზე დაქორწინდა. მათ ბევრი შვილი ეყოლათ, მაგრამ ისინი არც მამას ჰგავდნენ და არც დედას.
გრიზლები ძალიან ამაყობდნენ ახალი ქმნილებებით. ყველას უყვარდა და ახალი ვიგვამიც ააგეს წითურთმიანი დედისა და მისი საოცარი შვილებისათვის. მათ ვიგვამს "პატარა შასტის მთა" უწოდეს.
ბევრმა წელმა ჩაიარა და დედა დათვი ხვდებოდა, რომ მისი სიკვდილის დრო მოახლოვდა. ის ფიქრობდა, რომ შეცდომა იყო გოგონას თავისთან დატოვება და გადაწყვიტა ეთხოვა სულთა მეუფისათვის პატიება. პატარა შასტის მთასთან შეკრიბა ყველა გრიზლი, ხოლო უფროსი შვილიშვილი გააგზავნა შასტას მთის მწვერვალზე, ღრუბლებში, რომ მოეთხროთ ზეცის დიადი სულისთვის გოგონას პოვნის ამბავი.
შვილის ამბის შეტყობამ მამა ძალიან გაახარა, იგი უზარმაზარი ნაბიჯებით დაეშვა მთიდან. ახლაც შეიძლება მთის კალთებზე მისი ნაკვალევის ნახვა.
ვიგვამს რომ მიუახლოვდა, თავის ქალიშვილს დაუძახა. იმედი ქონდა, რომ ნახავდა თავის პატარა გოგონას, ისეთივეს, როგორიც ბოლოს იხილა. მაგრამ როცა თავისი ქალიშვილი უცნაური ქმნილებებით გარშემორტყმული დაინახა და თან შეიტყო, რომ ისენი მისი შვილიშვილები იყვნენ, საშინლად განრისხდა. მაშინ ცის დიადმა სულმა დაწყევლა ყველა გრიზლი: "დაე, დაეშვით ხელებზე და მუხლებზე, ამის შემდეგ ყველანი ოთხ ფეხზე ივლით და აღარასოდეს შეგეძლებათ ლაპარაკი, რადგან მომატყუეთ მე".
მან თავისი შვილიშვილები ვიგვამიდან გამოყარა, გოგონა კი მხარზე შეისვა და მთაში დაბრუნდა. იგი აღარასოდეს გამოჩენილა ტყეში. თავის ვიგვამში, მთის შუაგულში, დიადი ცეცხლიც ჩააქრო და დაბრუნდა ცაში თავის ქალიშვილთან ერთად.
მისი უცნაური შთამომავლები კი გაიფანტნენ დედამიწის ზურგზე. ისინი იყვნენ პირველი ინდიელები, ინდიელ ტომთა უძველესი წინაპრები.
ამოტომაცაა, რომ ინდიელები, რომლებიც შასტას მთის მახლობლად ცხოვრობენ, არასდროს კლავენ გრიზლებს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
farnavazi
post Oct 11 2013, 08:47 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 6-December 12
Member No.: 6,935

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლემურიელები ცხოვრობდნენ დღეისათვის ლემურიის კონტინენტად ცნობილ კონტინენტზე, რომლის დღევანდელი ნარჩენია ავსტრალია. ავსტრალიაზე და მის სიახლოვეს მცხოვრები აბორიგენები ლემურიელთა ნარჩენებია.
სწორი არ არის ის, რომ ჰიპერბორეიის ცივილიზაცია ატლანტურზე ადრე იყო. ჰიპერბორეიის ცივილიზაცია, რომელიც დაახლოვებით დღევანდელი ჩრდილოეთის პოლუსის ადგილას იყო, ერთერთი ატლანტური რასის ცივილიზაცია იყო და სხვა არაფერი. უბრალოდ მას არ ერქვა ატლანტური იმიტომ, რომ არ იყო ატლანტიდის კონტინენტზე, ხოლო მისი უფრო ადრე ასებობის ალბათობის ვერსია განვითარდა იქიდან, რომ იპერბორეიის ცივილიზაცია უფრო ადრე დასრულდა ვიდრე ატლანტური. ამის მიზეზი მარტივი კანონზომიერებაა _ ნაწილი ვერ იქნება მთლიანზე მეტი და ხანგრძლივი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 11 2013, 09:20 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





farnavazi
მიღებული ასეა და რა გითხრა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
farnavazi
post Oct 11 2013, 09:33 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 6-December 12
Member No.: 6,935

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საწყენად არ მიიღო. ვფიქრობ წერა უნდა გააგრძელო აუცილებლად, რადგან ჩემი აზრით ეს ვერსიაც უნდა იცოდეს მკითხველმა.
ამჟამად ციკლლთაშორისო გარდამავალ ხანაში ვცხოვრობთ, თანდათანობით ბევღი ეზოთერიკული საიდუმლო გამოვა, მაგრამ ცოდნა უნდა მიიღონ გონებრივი ანალიზით და არა რწმენით. ამიტომ აუცილებელია სხვა ვერსიებიც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 11 2013, 09:35 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



farnavazi
არ მწყენია, პირიქით მინდა მეტი დაწეროთ.
მეც ამიტომ ვწერ რომ იდოს ქართულად ეს ინფორმაციებიც. ქართულად არაფერია ხოლმე ნეტში


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 12 2013, 07:48 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცის თაღი The firmament
ტერმინი ფირმემენტ სხვადასხვა დროს იხსენიება ისტორიაში, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა ბურუსითაა მოცული და მისტიური საიდუმლოს საბურველი ახვევია.

ფირმამენტ - იყო ყინულის ფენა დედამიწის თავზე. ეს იყო ორმაგი დიდი კრისტალური ფარი, ერთი ფენა მდებარეობდა 15-18 ათას ფუტის სიმაღლეზე დედამიწიდან, ხოლო მეორე ფენა - 35-38 ათასი ფუტის დაშორებით.
დღის გარკვეულ მონაკვეთში, როცა აირეკლავდა სინათლეს, იგი როგორც სარკე ირეკლავდა ქვედა სამყაროს. დედამიწაზე განთავსებული კრისტალური ტაძრები იჭერდა ფირმამენტს სივრცეში.

ფირმამენტი იყო ორიგინალური კონსტრუქცია, რომელიც შექმნა საწყისმა ეთერულმა ცივილიზაციამ, რომელიც მოვიდა დედამიწაზე 35 მილიონი წლის წინათ. ეს გააკეთეს, რათა დაეცვათ დედამიწა მზის რადიაციისგან და სხვა მავნე გამოსხივებებიდან, რაც შეიძლებოდა დამუქრებოდათ კოსმოსიდან.

ფირმამენტი გატეხილი და აღდგენილია მრავალჯერ, სხვადასხვა ცივილიზაციების მიერ შემოსევების დროს. ამგვარად, სხვა წარღვნებიც ყოფილა დედამიწაზე, ჯერ კიდევ საწყისი ეთერული ცივილიზაციის დროიდან.

ამინდი
ფირმამენტს ჰქონდა სულიერი თემატიკის ფუნქციები, მაგრამ იგი გავლენას ახდენდა ატმოსფეროზეც. პირველ რიგში, იცავდა ატმოსფეროს მავნე გამოსხივებებისაგან და დათბობისაგან, ამიტომ კლიმატი დედამიწაზე ჩრდილოეთსა და სამხრეთ პოლუსებს შორის 5 ზონად ნაწილდებოდა, ტროპიკულ ზონაში უმაღლესი ტემპერატურა იყო დაახლ. 70 ფარენგეიტი და პოლარულ რაიონებში -დაახლ. -70 ფარენგეიტი. დიდი ყინულის ფილები არ არსებობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან, როგორც ჩვენს დროშია.

მეორე ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ არ არსებობდა ქარი და ღრუბლები. ყოველი დღე იყო მზიანი. ქარის მაქსიმალური სიჩქარე იყო 5-7 მილი საათში. რადგან ღრუბლები არ იყო, არ იყო წვიმაც. წვიმა - ეს უნიკალური მოვლენაა ჩვენს ეპოქაში.

პრანას საცავი
სრული ფირმამენტური ატმოსფერო აძლიერებდა გონებას და სხეულს, იმ დროიდან - სხივური ენერგია - პრანას მარაგი იყო ფირმამენტში. პრანა გაივლიდა მას და ინახებოდა იქ როგორც დიდ მაცივარში. დედამიწაზე მყოფი ნებისმიერი არსება საზრდოობდა მისით. სიცხე და სხვა რადიაციული გამოსხივება, რაც საზიანოა სხეულისათვის, შეკრებილი იყო ფირმამენტს ზემოთ ატმოსფეროში.
კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ფირმამენტის ის იყო, რომ მასში ვარსკვლავები მოჩანდა ისეთივე დიდები, როგორც უზარმაზარ ტელესკოპში.

მას შემდეგ, რაც ფირმამენტი დაიშალა, გამოსხივებამ შეამცირა ადამიანის ფიზიკური ზომები და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ჩვენი ატმოსფერო ახლა ვერ გვიცავს ამ მასშტაბებით, როგორც ფირმამენტი.

როცა ლემურიელებსა და ატლანტიდელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ატლანტიდელები თავს დაესხნენ კრისტალურ ტაძრებს, რომლებიც იყო ფირმამენტის საყრდენი. მათ მხოლდო მტრის განადგურება სურდათ, მაგრამ ვერ შეაფასეს რა მოჰყვებოდა ფირმამენტის დაშლას. თავდასხმა ერთდროულად განხორციელდა, ფირმამენტი ჩამოიქცა, ხოლო მის ზემოთ არსებული მილიონიობით გალონი წყალი დედამიწას დაასკდა. ეს იყი ე.წ. ”დიდი წარღვნა”, რომლის ხსოვნაც შემორჩენილია ყველა ხალხის მითებსა და ლეგენდებში.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalini
post Oct 27 2013, 11:10 AM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 6-August 13
Member No.: 7,157

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ზუსტად ვიცი რომ უძველესი ცივილიზაციების დედა და არაბუნებრივი მოვლენების მთელი ციკლი არსებობდა და არსებობს ეხლაც შამბალას მთაზე კიდე ანტარქტიდაზეც ამბობენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 3 2013, 05:25 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



stalini
დაწერე რაც იცი smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 4 2013, 12:11 AM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტიდა

სკოტ-ელიოტის ცნობით, კატასტროფის დროს ლემურიის კონტინენტი რამდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგი მათგანი ჩაიძირა, ზოგი კი შეერთდა და ახალი კონტინენტი წარმოიშვა. მას ატლანტიდას უწოდებდნენ (იმას კი აღარ ამბობს, როგორ მოხვდა ეს ხმელეთი ინდოეთის ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანეში). ამ მიწაზე ჩამოყალიბდა მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე-რასა, რომელთაც დაიკავეს ევროპა და ჩრდილოეთ აზია. შემდეგ მოვიდნენ ტლავატლები, რომლებმაც დააარსეს ატლანტიდის კოლონია ახლანდელი მექსიკის ადგილას. მესამე ქვე-რასა იყო ტოლტეკები, რომელთაც მოუტანეს ატლანტიდას ”ოქროს საუკუნე”, რაც გრძელდებოდა 100 ათასი წლის განმავლობაში.

ამგვარად სკოტ-ელიოტი ავითარებს აზრს, რომ ახალი კონტინენტი კუნძულების შეერთების შედეგად წარმოქმნილ ხმელეთზე ჩამოყალიბდა და არად აგდებს პლატონის ცნობას, ატლანტიდელების პატარა კუნძულ პოსეიდონზე ცხოვრების შესახებ. სკოტ-ელიოტის წიგნში ირონიას იწვევს კიდევ ერთი ცნობა, ატლანტიდის მცირე ნაწილი - ”დეიტია” დაიკავა სხვა ქვე-რასამ, რომლებსაც სემიტებს ეძახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ”დაიტია” ჩაიძირა, ხოლო სემიტები გადავიდნენ ცენტრალურ აზიაში და მათგან წარმოიშვა არიელები, მეხუთე ქვე-რასა, რომელსაც ახლა ჩვენ მივეკუთვნებით. საინტერესო იქნებოდა ადოლფ ჰიტლერის რეაქცია, ეს ცნობები რომ წაეკითხა.

სკოტ-ელიოტი ბევრ საინტერესო ისტორიას გვიამბობს ატლანტიდელებზე, ამ საოცარ ადამიანებზე. ასევე ყვება, რომ ლეოპარდის მსგავს შინაურ ცხოველებზე (შესაძლებელია სამხრ. ამერიკული იაგუარი, ან აფრიკული გეპარდი?), ბანანის ბაღებზე. ატლანტიდელები კარგი ალქიმიკოსები იყვნენ და დიდი რაოდენობით ამზადებდნენ იშვიათ, ძვირფას ლითონებს. ატლანტიდელმა მეცნიერებმა გამოიგონეს გაზის ბომბი, ატომური მოწყობილობები, მათ შექმნეს თვითმფრინავი, რომელიც მოძრაობდა ე.წ. ”ვრილ” ძალის მეშვეობით. ეს ვრილ ძალა იყო სულიერად მართვადი ენერგია.

ლემურიასა და ატლანტიდის შესახებ დეტალურ ცნობებს გვაწვდის ცნობილი ავსტრიელი თეოსოფისტი რუდოლფ შტაინერი. იგი აღწერს ლემურიელებს როგორც მარტივად მოაზროვნე, თუმცა ძლიერი ნებისყოფის მქონეთ, რაც საშუალებას აძლევდა მათ მნიშვნელოვან პრობლემებს გამკლავებოდნენ. მათ ასევე გააჩნდათ სული, რაც, როგორც ჩანს, მათ წინაპრებს არ ჰქონდათ და იწყეს განვითარება ჩასახვის აქტის მეშვეობით. შტაინერის აზრით, ლემურიელები და ატლანტიდელები საზრიანობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ ჰქონდათ კარგი მეხსიერება და იყვნენ ძალიან განათლებულები. ინფორმაცია ინახებოდა მათ გონებაში აზრობრივ გამოსახულებებად და მათ შეეძლოთ სწრაფად მოეძებნათ საჭირო ცნობები საკუთრი ცნობიერების ”მონაცემთა ბაზაში” (ისევე როგორც დღევანდელი კომპიუტერები). ასევ მათ შეეძლოეთ სიტყვის ძალით განეკურნათ ავადმყოფი, ან დაემორჩილებინათ ველური ცხოველები. შტაინერიც, სკოტ-ელიოტის მსგავსად, თვლიდა, რომ არიელთა წინაპრები ატლანტიდელი სემიტები იყვნენ.



ჰიპერბორეა და ულტიმა თული

გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიებში ნახსენებია ლეგენდარული მიწები - ჰიპერბორეა, ულტიმა თული და თული. გადმოცემით ისინი მდებარეობდა სადღაც უკიდურეს ჩრდილოეთში.
ჰიპერბორეა იხსენიება ძველ ბერძნულ მითებშიც. ეს იყო სამოთხის მსგავსი მხარე, მუდმივი ზაფხულით, უჭკნობი ბაღებით, ბედნიერი ხალხით. გავრცელებული იყო მზის კულტი, თაყვანს სცემდნენ მზე-აპოლონს. შესაძლოა, ამ მითში შემონახულია ხსოვნა უძველესი დროისა, პოლუსების ცვლილებამდე, როცა არქტიკის რეგიონიზომიერ სარტყელში იყო.
ლეგენდები ყვებიან, რომ ულტიმა თულიც და თულიც კუნძულებზე მდებარეობდა, ამასთან ულტიმა თული უფრო შორეულ ჩრდილოეთში, ხოლო თული ახლოს ევროპასთან. ძვ.წ.აღ. მე-4 საუკუნის ცნობილი ბერძენი ნაოსანი, პითიასი ამბობს, რომ თული იყო 6 დღის სავალზე ბრიტანეთიდან. აშკარაა რომ აქ ისლანდია იგულისხმება, ხოლო ულტიმა თული გენლანდია უნდა ყოფილიყო. ხოლო თუ ერთ დროს მათ ადგილას ერთიანი ხმელეთი არსებობდა, ის უნდა ყოფილიყო ჰიპერბორეა.

ასტრონომი და მისტიკოსი ჟან სილვიან ბეილი წერდა: ”აშკარაა, რომ განმანათლებლობა მოვიდა ჩრდილოეთიდან და არა სამხრეთიდან, როგორც ეს მიღებულია...” ლეგენდები და უძველესი ცოდნა გადმოგვცემს, რომ უდიდესი წარღვნის შემდეგ კაცობრიობა გადახალისდა, აღსდგა, ახალი ნაკადი წმინდა ცივილიზაციისა ჩრდილოეთ აზიიდან შევიდა ინდოეთში, როგორც ამას ამტკიცებს უძველესი ასტრონომიული სისტემა დედამიწაზე”.

ბოსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტი დოქტორი წ.ფ. ვარენი, თავის წიგნში ემხრობა კაცობრიობის პოლარულ რეგიონში წარმოშობის ვერსიას: ”კაცობრიობის აკვანი ... მდებარეობდა ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონში, ქვეყანაში, რომელიც განადგურდა წყალდიდობების შედეგად”. მისი თეორიები კარგად ეწყობა გერმანულ მითოლოგიას. ვარენი ქრისტიანი იყო, ეწინააღმდეგებოდა დარვინიზმს.
იგი თვლიდა, რომ ადრეული ადამიანი იყო დიდებული, განვითარებული, ცხოვრობდა ხანგრძლივად, მხოლოდ წარღვნის შემდეგ გადაგვარება იწყეს. თავის შრომებში იგი წარღვნას "ღმერთის ხელს" უწოდებს, ანიშნებს, რომ გადარჩენილები პოლარული წყალდიდობამ გააძევა სამხრეთ აზიაში.

ბალ განგადარ ტილაკი თავის ნაშრომში ”არქტიკა ვედების სამშობლო” წერდა, რომ კაცობრიობის არქტიკული სამშობლო განადგურდა 10 000-8 000 ძვ. წ. აღ. უკანასკნელი გამყინვარების დროს. 8000-3000 იყო მომთაბარეობის ხანა, სანამ არ გადაწყვიტეს ინდოეთში დასახლება 5000-3000 წლებს შორის. ამ დროისთვის მათ უკვე დავიწყებული ჰქონდათ ძველი ტრადიციები და თავიანთი არქტიკული წარმომავლობა.

როგორც ვნახეთ, კატაკლიზმების დრო ემთხვევა ერთმანეთს. მუს და ატლანტიდის განადგურება მიეწერება იგივე შემთხვევას - ესაა დედამიწის პოლუსების მოულოდნელი შეცვლა, რასაც დიდი წყალდიდობა და ტექტონური ძვრები მოყვა. ასე რომ ჩვენ გვაქვს მუს განადგურების თარიღი - 12 000 წლის წინ, ატლანტიდის განადგურება - 10-12 ათასი წლის წინ და ჰიპერბორეაც დაახლ. იგივე დროს - 10-12 ათასი წლის წინ. ეს პერიოდი უნდა ჩაითვალოს ბიბლიური წარღვნის სავარაუდო თარიღადაც.

უძველესი ინდური ტექსტები ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ღმერთების ადგილსამყოფელს - ადგილი, სადაც მზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამოდის და ჩადის. როგორ მოხდა, რომ უძველეს ინდოელებს გააჩნდათ სრული ასტრონომიული ცოდნა ჩრდილოეთ პოლუსის შესახებ?
ვედურ საგალობლებში ნახსენებია ”მრავალი დღე განთიადისა”, და "ოცდაათი განთიადის და ბრუნავს, როგორც ბორბალი". ეს ტერმინები კარგად აიხსნება, რადგან მზეს ერთი თვე სჭირდება, რომ ჰორიზონტზე გამოჩნდეს 4 თვიანი ღამის შემდეგ. ვამბობ 4 თვეს 6 თვის ნაცვლად, რადგან მზე ყოველ წელს ერთი თვით წინ გადაიწევს. ასე რომ ამ მოვლენას შეეხამა ძველი მსოფლიოს ათთვიანი კალენდარი, რომელშიც შედიოდა ერთთვიანი ბინდი, რასაც 4-თვიანი ღამე მოსდევდა, და კვლავ ერთთვიანი განთიადი, რომელიც 4-თვიანი დღის დასაწყისი იყო.
ძველი ვედური წელიწადი 2 ნაწილად იყოფა, რომელსაც უწოდებენ დევას და პიტრას. რაც შეესაბამება ”ღმერთების დღეს” და ”ღმერთების ღამეს”. რაც ასევე ეხმიანება გერმანულ არიულ მითოლოგიაში ”Gottdammerung" – ”ღმერთების ბინდი”.

გამყინვარება
ჰ.ს. სპენსერი გვიამბობს, რომ არიელებმა ჩრდილოეთ რეგიონი დატოვეს, პირველ რიგში, დიდი ქვეწარმავლების (დინოზავრების) გამო, ამას გარდა დაიწყო დიდი გამყინვარება. დიდი გამყინვარების პერიოდი ემთხვევა დაახლ. 10-12 ათასი წლის წინანდელ პერიოდს და ემთხვევა იმ პერიოდის ბუნებრივ კატაკლიზმებს, როცა განდაგურდა ატლანტიდა, მუ და გობის ზღვა (ახლანდელი გობის უდაბნო), რის შემდეგაც დაიტბორა ხმელთაშუა აუზი. სამხრეთისკენ დაძრულ არიელებს მხოლოდ ბუნების ძალებთან არ უხდებოდათ ბრძოლა, მათ ეღობებოდნენ ძირძველი აზიური ტომებიც, მათ შორის თურანიანების (თურქების) მიერ დამონებული ტომებიც.
თუმცა უკვე 8500 წელს. ძვ.წ.აღ. ისინი მართავენ საკუთარ იმპერიას ბაქტრიას, სადაც თაყვანს სცემენ ღმერთს მაზდა, ვინც უმთავრესი გახდა მათ მრავალ ღმერთს შორის, მინიმუმ 19 ათასი წლის წინიდან ძვ.წ.აღ. ეს იყო ზოროასტერი (ზარატუსტრა), რომელმაც შემოიღო და გაავრცელა მონოთეიზმი სხვა ხალხებშიც 7100 წ. სპარსეთის არიელები ერთგული დარჩნენ თავიანთი რწმენის, მაგრამ ინდოეთში ჩასახლებული არიელები შეუერთდნენ იქაურ მრავალღმერთიანობას, მხოლოდ ინდუიზმი შეცვალეს, რადგან სჯეროდათ, რომ ზარატუსტრა კრიშნას რეინკარნაცია იყო.

სპენსერის აზრით, ევროპელმა არიელებმა იესო ქრისტე კრიშნას ინკარნაციად აღიარეს. მათი გავლენა გარე კულტურებზე ძალიან დიდი იყო. მათ ხელი შეუწყეს მამა ღმერთის წინ დაყენებას; ძველ ეგვიპტეში, ბაბილონში, შუმერებში და სემიტებში, რომლებიც ძირითადად თაყვანს სცემდნენ დედა ქალღმერთებს.

პლატონის ცნობით ატლანტიდა მდებარეობდა ” ჰერკულესის სვეტების” გადაღმა, გიბრალტარის სრუტესთან. მე-18 საუკუნეში ეს აზრი უარყოფილ იქნა. ოლაფ რუდბეკი მიიჩნევდა, რომ დაკარგული ქვეყანა მისი მშობლიური შვედეთის მიწა იყო. ბეილი ირწმუნებოდა, რომ ატლანტიდა გაცილებით ბევრად უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა, გრენლანდიის, შპიცბერგენების ან ახალი მიწების კუნძულებზე.
რუდბეკმა დამაჯერებლად განმარტა, რომ პოლუსთა ცვლილებამდე პლანეტა გაცილებით ნელა მოძრაობდა და ატმოსფერო ნელა იცვლებოდა, რეალურია რომ პოლუსზე მუდმივი გაზაფხული ყოფილიყო. ამ თეორიით დაასაბუთა, რომ ჰიპერბორეელებს შეეძლოთ მართლაც ეცხოვრათ თავიანთ ოქროს ”ჰესპერიდეს ბაღში” პოლუსთან ახლოს.

მიუხედავად ბერძენი პითიასის ნაამბობსა, რომ ყინულის ზღვით მიაღწია ტულემდე (ისლანდიამდე), იგი არ იყო დარწმუნებული, რომ თბილი დინება (ზღვა) არსებობდა პოლუსის გარშემო, უხვი ხმელეთი გარემოცული. სამაგიეროდ კოლუმბს სჯეროდა და გაცურა კიდეც 300 მილი კუნძულის გადაღმა, ყინულებში მოქცეულ წყლებამდე. თანამედროვეები აკრიტიკებდნენ მას და თვლიდნენ, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკის მხარე გაუვალი იყო, თუმცა კოლუმბის ამ ნაბიჯმა გადააწყვეტინა გვიანდელ მკვლევარებს მოეძებნათ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე ლეგენდარული ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით წყნარ ოკეანეში.

რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა გამოთქვა აზრი, რომ გერმანელები იყვნენ შთამომავლები ამ ჩრდილოელ ატლანტელ-ჰიპერბორეელ-არიელი ხალხისა. ამბობდა, რომ მას სჯეროდა ხალხის, რომლებმაც საცხოვრებლად აირჩია ისეთი მკაცრი კლიმატის ქვეყანა, როგორიც გერმანიაა და კიდევ უფრო ჩრდილოეთითაც. მან დაიწყო მტკიცება, რომ გერმანელები იყვნენ სუფთა სისხლის, აღრევების გარეშე, ამას ამტკიცებდა მათი მკაფიო მსგავსება როგორც ფიზიკური, ისე ხასიათისა, მათ ყველას ჰქონდათ ლურჯი თვალები, ცეცხლისფერი თმა და ძლიერი ფიზიკური აღნაგობა.

სწორედ ტაციტუსის მიხედვით შექმნეს მაღალ, ქერა სკანდინავიელ არიელთა სახე, რაც გახდა ნაცისტთა რასობრივი იდეალი მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი და ბევრი მისი მიმდევარი, დაბალი და მუქთმიანი იყო, როგორც ზოგადად სამხრეთ ევროპელები არიან.
ამ ნაცისტური კონცეფციის ნათლიები იყვნენ - ფონ ლისტი, ფონ ლიბენფილსი და ფონ ზებოტენდორფი. სამივეს განდიდება სურდათ და თავიანთ გვარებს ”ფონ” დაუმატეს. ეს დამახასიათებელი იყო ”მთავარი-რასის” ილუზიით შეპყრობილთათვის, მათ ყველა სჯეროდა რომ თავად ამ რასას მიეკუთვნებოდნენ.
ნაცისტური მითოსის გაცნობა შეგიძლიათ ჯოსელინ გოდვინის წიგნში - ”არქტიკა - პოლარული მითი”.




1539 წლის საზღვაო რუკა



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 12 2013, 10:01 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერი ფოსტერის მიხედვით
(გაგრძელება)
”ევოლას აზრით”, - წერს გოდვინი, - ”ატლანტიდელთა ნაკადი დაბინძურდა დედამიწის და უძველესი ლემურიელების (მუს ხალხის) დემონური ელემენტების შერევით, რომელთა შორეული შთამომავლები არიან მუქი რასები. ამ შერწყმის შედეგად დედამიწაზე გავრცელდა დედის კულტი, ორიგინალური მზის კულტის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეინარჩუნეს უფრო "სუფთა" ნორდულმა რასებმა".
ჰიპერბორეადან ლტოლვილთა პირველი ჯგუფი - ატლანტები, ძალიან იყვნენ გატაცებულნი ჯადოქრობითა და დაპყრობებით, ხოლო მომდევნო ჯგუფმა - აზიაში წასულებმა კი შეინარჩუნეს მათი სუფთა ხასიათი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჰიპერბორეაზე ორი მორალური ფრაქცია არსებობდა? ისინი, ვინც აირჩია მარცხენა გზა და ისინი, ვინ ამჯობინა მარჯვნივ წასვლა. ცხადია, ათასობით წლის უფსკრული დევს ჩრდილოეთიდან მოსულ ამ ორ ჯგუფს შორის. ჩანს, რომ პირველი ჯგუფი გამოაძევეს სამშობლოდან თანამემამულეებმა, ხოლო მეორემ (არიელებმა) დატოვეს იგი კატაკლიზმების გამო და არ ჰქონიათ სხვა მიზეზი, გარდა სასიცოცხლოდ ხელსაყრელი ადგილების პოვნისა. ამაზე მეტყველებს არიელთა მშვიდობიანი ბუნება ატლანტიდელი ბიძაშვილებისგან განსხვავებით. შესაძლოა პირველი ჯგუფის "ჰესპერიდების ბაღიდან" გაძევების გამოძახილს ჩვენ ვხედავთ ადამის და ევას სამოთხის ბაღიდან განდევნის ლეგენდაში.

კიდევ ერთი მისტიური საიდუმლო ისტორია, რაც ბორეელთა რეგიონს უკავშირდება, გვხვდება მითში შამბალაზე, რომელიც სავარაუდოდ, დააარსეს უძველესმა ტიბეტელმა ლამებმა. ის აზიაში მოიაზრება, შესაძლოა გობის უდაბნოში, როცა მშრალი უდაბნოს ადგილას ჯერ კიდევ ზღვა იყო. ფიქრობენ, რომ იქ იყო კუნძული, რომელსაც "წმინდა კუნძულს" უწოდებდნენ. იგი ბევრი რამით ჩამოჰგავს თულის ან ჰიპერბორეას.
საიდუმლო კიდევ უფრო ღრმავდება, როცა ცნობილი ხდება, რომ იგი დასახლებული იყო "თეთრი კუნძულის" გადარჩენილი მოსახლეობით, რომელიც გაცილებით ადრე დაიღუპა. ბლავატსკაიას თქმით, მისი მოსახლეობა ლემურიული წარმოშობისა იყო, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია თეოსოფისტებიდან მოდიოდა, სულიერი წყაროსგან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი მოსალოდნელია იყვნენ ჰიპერბორეელ-თულეელები.
სხვადასხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან შამბალა სულიერი განმანათლებლობის ცენტრად მოჩანს, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ოკულტური ძალების და საიდუმლო სწავლების ცენტრი. მისი ლიდერი სხვადასხვაგვარად მიიჩნეოდა: ან ბოროტად, ტირანულ გრძნეულ მეფედ, ან ღმერთის მსგავს "მსოფლიოს ბატონად". ჩვენ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ, რომელ აზრს მივემხროთ.


როგორც ჩანს, ორი განსხვავებული ჰიპერბორეული ფრაქციიდან ერთი მიჰყვა ოქროს მზეს, ხოლო მეორე შავ მზეს. (სხვათაშორის შავი მზე ცნობილი სიმბოლოა ნაცისტური მითოსის, როგორც სვასტიკა). ჟან-კლოდ ფრირის თანახმდ (ავტორი "ნაცისტური საზოგადოების საიდუმლოებებისა"), ჰიპერბორეელებმა, 6000 წლის წინ გობის უდაბნოში გადასახლების შემდეგ, დააარსეს ახალი ცენტრი, სახელად აგარტა. ის გახდა უდიდესი სასწავლო ცენტრი, სადაც თავს იყრიდა ხალხი მთელი მსოფლიოდან, და საიდანაც საზრდოობდა მათი კულტურა და ცივილიზაცია.
თუმცა უდიდესმა კატასტროფამ დედამიწის ზედაპირზე ყველაფერი გაანადგურა, დედამიწის შიგნით მყოფი აგარტა გადარჩა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჰიპერბორეული წარმოშობის არიელები გაიყვნენ ორ ჯგუფად. ერთნი გაემართნენ ჩრდლოეთში იმ იმედით, რომ დაკარგულ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი სამხრეთში დაფუძნდა და დააარსა ახალი საიდუმლო ცენტრში ჰიმალაიში.
ჟან-კლოდ ფრირი ასკვნის, რომ კოსმიური გონის შვილები გაიყო ორ ჯგუფად, "მემარჯვენეებად" – "ოქროს მზის თვალის" ქვეშ, ხოლო სხვები "მემარცხენეებად" – "შავი მზის თვალის"ქვეშ. მარჯვენა და მარცხენა გზებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვახსენოთ სვასტიკა - ჭეშმარიტად არიელთა სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს "კვადრატულ საჭეს"და ორმაგი მნიშვნელობა აქვს. მარჯვნივ მკლავიანი სვასტიკა წარმოადგენს "ოქროს მზის საჭეს", საპირისპიროდ მარცხნივ მიმართული მკლავიანი სვასტიკისა. ჰიტლერმა აირჩია მარჯვნივ მიმართული სვასტიკა, რადგან ეს იყო არიელთა სიმბოლო ძლიერებისა და კეთილი ბედისა. მარცხნივ მიმართული სვასტიკა მან დაიწუნა შიშით, რომ ბოროტებას და უბედობას მოუტანდა. როგორც ისტორიამ აჩვენა, ის ორივე გათვლაში შეცდა!
ასგაარდი-აგარტა
ჩრდილოური მითოლოგიით, ასგაარდი არის ღმერთების სამყოფელი, იგი ძლიერ წააგავს ბერძნულ ოლმპოს მთას. ფრანგმა სტუდენტმა ლუის ჟაკოლმა, რომელიც ინდურ მითოლოგიას სწავლობდა, გვიამბო თავის წიგნში "Le Fils de Dieu" ("ღმერთის ვაჟები"), რომ ადგილობრივმა ბრაჰმანმა ვილენოორში უამბო მას აგარტის შესახებ. ის ცნობილი იყო, როგორც "მზის ქალაქი" და უძველესი სამყოფელია ბრაჰმატმას. ჟაკოლის თქმით, იგი არსებობდა დიდი ხნით ადრე არიელების მოსვლამდე. მან სრულიად უარყო არიელების როლი და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ბრაჰმინის სეპარატისტული კასტაა. 10 000 წ. ეს "არიელი ბრაჰმანები"აუჯანყდნენ უმაღლეს ქურუმებს და აგარტა დაიკავეს, შეკრეს ალიანსი სხვა სამღვდელოებასთან და მათი ხელმძღვანელობით მეომართა კასტა შექმნეს.
5000 წ. ორი ჩრდილოელი ძმა, იოდა და სკანდაჰ, შეიჭრნენ ჰიმალაიში და საბოლოოდ გაანადგურეს აგარტა, შემდეგ კი დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩრდილოეთ მიწებზე. ისინი უკვდავყოფილნი არიან როგორც "ოდინი" და "სკანდინავია". ჩრდილოელებს კარგად ახსოვთ ეს ამბავი, როცა ისინი მიემართებოდნენ რომის გასაძარცვად, გაიძახოდნენ: "მივდივართ ასგაარდის საძარცვავად, მზის ქალაქისა!"
კიდევ ერთი ფრანგი მისტიკოსი მწერალი, სენტ-ივ დ'ალვედრე, 1886 წელს გამოცემულ თავის წიგნში "ინდოეთის მისია", წერდა, რომ აგარტა მდებარეობის დედამიწის სიღრმეში და იმართება უზენაესი შავი ქურუმის - ბრაჰმატმას მიერ. იგი არსებობს კალი იუგას დასაწყისიდან (ან ოქროს ასაკიდან) მოყოლებული, ტექნოლოგიურად ძლიერ განვითარებულია, გააჩნიათ ხელოვნური განათება, მექანიზირებული სატრანსპორტო და საფრენი აპარატები, ათასწლეულობით წინ უსწრებენ ჩვენს ტექნოლოგიურ მიღწევებს. პერიოდულად აგარტა აგზავნის ემისრებს ზედა სამყაროში და შესანიშნავადაა ინფორმირებული აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აგარტას აქვს შესანიშნავი ბიბლიოთეკები, სადაც დაცულია მთელი სიბრძნე. უამრავი უდიდესი საიდუმლო განისვენებს იქ, დიდი ხნის წინ დავიწყებული ეზოთერული და სულიერი ცოდნა, მათ შორის საოცარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ.

მისი წიგნი ძლიერ გავს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს - ბალვერ-ლიტონის წიგნს "მომავალი რასები", რომელიც ასევე მოგვითხრობს მიწისქვეშა სამყაროს მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაციაზე, რომელსაც ასევე გააჩნია "ვრილ" ძალა, რომლის მოპოვებასაც ასე ძალიან ცდილობდნენ ნაცისტები, და რომ ერთ დღესაც თავს დააღწევენ მიწისქვეშეთს და ზედაპირზე აღზევდებიან. სენტ-ივი ამბობს, რომ ნამდვილად დადგება ეს დღე და ჩვენ ვიქნებით დაუცველები ამ სუპერ-არსებების წინაშე, ვინც გახდებიან მსოფლიოს ნამდვილი მმართველები.
ამ თემაზე მრავალი ეზოთერიკი და სულიერი მკვლევარი საუბრობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველია აგარტას და შამბალას ჭეშმარიტი არსი, რადგან ერთდროულად სრულიად საპირისპიროდ ახასიათებენ - ერთნი სიკეთეს და ნათელს უკავშირებენ მას, მეორენი კი ბოროტების და ეშმაკის სამეფოდ მიიჩნევენ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
farnavazi
post Jan 4 2014, 01:27 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 6-December 12
Member No.: 6,935

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მითოლოგია არის მხატვრულად შელამაზებული ჭეშმარიტი ეზოთერიკული საიდუმლო მისტიკური მოვლენების ალეგორიული სახე. ასეთი სახით წერა აუცილებელი იყო იმის გამო, რომ ცივილიზაციებს შორის გარდამავალ ხანაში მეცნიერული სახით უმეცარი ხალხი ვერაფერს გაიგებდა და გაანადგურებდა შემდეგი ცივილიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ცოდნა–ინფორმაციას, მხატვრულად შელამაზებულ ალეგორიულს ზღაპრის ფორმაში კი თაობიდან თაობაში გადასცემდა. მე მაპატიეთ და ვიტყვი _ ეზოთერიკული ფორუმი კი არის, მაგრამ უმრავლესმა წევრებმა არ იციან რა არის ეზოთერიკა. დღევანდელი ფილოსოფიები, აღმოსავლური თუ დასავლური არცერთი არ არის ეზოთერიკა, რომლებსაც პოპულარობის და გავრცელების მიზნით ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ეზოთერიკულად, თუმცა აღმოსავლური ფილოსობიები (მათ შორის ქართული ხალხური, რომელიც განადგურების პირასაა) წარმოადგენს ეზოთერიკულის ალეგორიულ სახეს. ეზოთერიკა, მართალია საიდუმლოა და მასზე საუბარი ასე მარტივად არ შეიძლება, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არის უზუსტესი, ყოვლის მომცველი და სიღრმისეული, ადამიანის სამყაროს და ღმერთის არსი სმეცნიერება(ცოდნა–ნათელი). ვერავინ წარმოიდგენს გარედან რა არის საიდუმლოდ შემოსაზღვრულს შიგნით და არც შიგნიდან გამოსული (ეზოთერიკოსი)გეთყვით ყველაერს. თუმცა ეზოთერიკის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამ კარის დანახვა ჩვეულებრივ მატერიალურ ამბიციურ "ნაჭუჭში" მყოფ ადამიანს არ ძალუძს. სიტყვა "ეზოთერიკოსი" ისე გავაჭრდა და გაუფასურდა, რომ ბოლო დროს მკითხავებმაც კი დაირქვეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jan 4 2014, 05:08 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(farnavazi @ Jan 4 2014, 01:27 AM) *
მითოლოგია არის მხატვრულად შელამაზებული ჭეშმარიტი ეზოთერიკული საიდუმლო მისტიკური მოვლენების ალეგორიული სახე. ასეთი სახით წერა აუცილებელი იყო იმის გამო, რომ ცივილიზაციებს შორის გარდამავალ ხანაში მეცნიერული სახით უმეცარი ხალხი ვერაფერს გაიგებდა და გაანადგურებდა შემდეგი ცივილიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ცოდნა–ინფორმაციას, მხატვრულად შელამაზებულ ალეგორიულს ზღაპრის ფორმაში კი თაობიდან თაობაში გადასცემდა. მე მაპატიეთ და ვიტყვი _ ეზოთერიკული ფორუმი კი არის, მაგრამ უმრავლესმა წევრებმა არ იციან რა არის ეზოთერიკა. დღევანდელი ფილოსოფიები, აღმოსავლური თუ დასავლური არცერთი არ არის ეზოთერიკა, რომლებსაც პოპულარობის და გავრცელების მიზნით ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ეზოთერიკულად, თუმცა აღმოსავლური ფილოსობიები (მათ შორის ქართული ხალხური, რომელიც განადგურების პირასაა) წარმოადგენს ეზოთერიკულის ალეგორიულ სახეს. ეზოთერიკა, მართალია საიდუმლოა და მასზე საუბარი ასე მარტივად არ შეიძლება, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არის უზუსტესი, ყოვლის მომცველი და სიღრმისეული, ადამიანის სამყაროს და ღმერთის არსი სმეცნიერება(ცოდნა–ნათელი). ვერავინ წარმოიდგენს გარედან რა არის საიდუმლოდ შემოსაზღვრულს შიგნით და არც შიგნიდან გამოსული (ეზოთერიკოსი)გეთყვით ყველაერს. თუმცა ეზოთერიკის კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამ კარის დანახვა ჩვეულებრივ მატერიალურ ამბიციურ "ნაჭუჭში" მყოფ ადამიანს არ ძალუძს. სიტყვა "ეზოთერიკოსი" ისე გავაჭრდა და გაუფასურდა, რომ ბოლო დროს მკითხავებმაც კი დაირქვეს.



წმინდა წყლის სიმართლეა! გოიმორძგ ღორ-ონთქ
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalini
post Jan 8 2014, 11:52 AM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 6-August 13
Member No.: 7,157

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე დავწერ ძალიან მცირედ ს შამბალას მთაზე. როგორც ვიცი გამიგია და ამის ფაქტები არსებობს ისინი არაინ ჰუმანოიდების შთამომავლები, ცხოვრობენ შამბალის მთაზე და იქ მცხოვრებლები ამბობენ რომ ძალიან ხსირად ხედავენ უცნაურ დისკოებს რომლებიც ან მთში ეშვებიან და ქრებიან ანდა კიდე სადღაც მთებში უჩინარდებიან, არის ასეთი გვირაბი რომელზეც ამბობენ შამბალის მთაში მისასვლელიაო კავკასიასთან არისო ზოგი ამბობს ახლოო მაგრამ ეს მთა ტიბეტშია თუ არ ვცდები ხოდა აგარ მახსოვს რამდენი მეტრის ჭრილში სამას რაღაცა, ისეა გაჩრილი რომ ის ბუნებრივი შეუძლებელია რომ ყოფილიყო და ადამიანის ან სხვა არსების გაკეთებულს გავს, ისეთი სიზუსტით არის გათხრილი. შამბალის მთაზე ბევრი ჩასულა მაგრამ უშუალო კონტაქტი მხოლოდ განდობილებს და ისეთ ადამაინებს აქვთ ვინც სულიერად მაღალ დონეზეა, ამბობენ მსხვერპლეშირვაც ხდება იქო ერთ ერთმა დარაჯმა დაინახე. მაგრამ ვინც მიდის ან იმედგაცრუებული ბრუნდება ან საერთოდ არ ბრუნდები. ისეთი უცნაური ზონაა თითქოს ადამიანი ქარმა ჩაყლაპაო ისე უჩინარდებიან. მათ აქვს განსაკუთრებული ცოდნა ძველი ტიბეტელი შამანებისგან ცოხლობენ ას ჭლამდე და უფრო მეტ ხანსაც და ამბობენ რომ მთელი დედამიწის საიდუმლოებების კრებული იქ არის მოცულიო. ამ მთას ეძებდნენ ცნობილი პოლიტიკოსები რომელთაც უნდოდათ დაეპრყროთ სამყარო ესენი იყვნენ სტალინი, ჰიტლერი მუსოლინი. მაგრამ ამაოდ. ეს არის რაც ვისი ამ მთის შესახებ. ქართულად მასალა ალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 8 2014, 08:24 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო ეგ ისტორიები მეც გამეგონა smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:18 AM