IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანური რასები და ქვერასები
tikoroma
post May 7 2016, 11:50 AM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტების შემდგომი ქვე-რასები
ავტორი მან გალა, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ადრე გვქონდა საუბარი შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებულ პირველ გიგანტურ რასებზე და დეტალურად აღარ განვიხილავ ამ ყველაფერს. საუბარია არამკვრივ ეთერულ სხეულში არსებულ ცივილიზაციებზე და მათ გარდაქმნაზე, მოგვიანებით უძვლო ატლანტებზე და მათ ნელ ნელა გამკვრივებაზე, რომელიც დედამიწის ფორმირებასთან ერთად მოხდა. რამდენადაც იცით, ეს არსებები ერთგვარ გაუცნობიერებელ ძილბურანში ცხოვრობდნენ დედამიწაზე, რომლებიც ლოგიკური აზროვნების სრული არქონით გამოირჩეოდნენ და მოგვიანებით გარდაიქმნენ შედარებით მცირე ზომის არსებებად. უძვლო ატლანტი აზროვნებდა და მოქმედებდა სურათებით. იმ სურათების ერთობლიობით, რომელიც მას ნანახი ჰქონდა. ეს იყო გამოცდილებაზე აგებული არსებობა და ლოგიკასთან არანაირი კავშირი აქ ქონდა.
„აკეთებდნენ იმას, რაც ადრე ნანახი ჰქონდათ. არ იგონებდნენ, არამედ იხსენებდნენ.“
გამოვტოვებ იმ ვრცელ პროცესს, რომელიც უძვლო და უსქესო არსებამ გვიანდელი ატლანტის ფორმამდე გაიარა და მივალ დღევანდელი ადამიანის წინამორბედებამდე, რომლებიც „გაადამიანურებული“ ატლანტების შემდეგ წარმოიშვა.
მახსოვრობა და გადმოცემის უნარი, პირველად ლემურიელი ატლანტების პერიოდში გაჩნდა. მანამდე ისინი არ ატარებდნენ ინფორმაციას მახსოვრობაში და გამომდინარე აქედან, გადმოცემის უნარიც არ არსებობდა.
ატლანტების შვიდი ქვე-რასის წარმოქმნის შემდეგ, დედამიწა იმ დროიდან დასახლებულია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რასებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახლის წარმოქმნა არ ნიშნავდა ძველის გაქრობას.
გვიანდელი ატლანტების პირველ ქვე-რასას რ მ ო ა ჰ ა ლ ე ბ ი ეწოდება.
რმოაჰალები გრძნობის ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას (ფერები, ბგერები) იმახსოვრებდნენ, რამაც მათ ლემურიელებისთვის სრულიად უცნობი გრძნობები (როგორიც არის, დავუშვათ, წარსულში გადახდენილზე მიჯაჭვულობა) შესძინა.
მახსოვრობის განვითრებასთან ერთად განვითარდა მეტყველების უნარიც. ადამიანმა განავითარა ბგერის წარმოთქმის შესაძლებლობა და საგნებს დაარქვა სახელები. რმოაჰალები ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრობდნენ და მათ წარმოთქმულ სიტყვას არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მაგიური ძალაც გააჩნდა.
ბევრი რამ შეიცვალა მეორე ქვე-რასის ტ ლ ა ვ ა ტ ლ ის პერიოდში. ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა საკუთარი ფასის და ამბიციის გრძნობა, რაც რმოაჰალებისთვის უცნობ ცნებას წარმოადგენდა. მეორე ქვე-რასის წარმომადგენლებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები (მაგ. გმირობა) მახსოვრობაში დარჩენილიყო და მომავალ თაობებს გადასცემოდა. ამ პერიოდში თავს იჩენს ვინმეს მიერ საერთო მოგონებებით ან საერთო ქმედებებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფები და თუ ადრე მსგავს ჯგუფებს ბუნებრივი მოვლენები აერთიანებდა, ამჯერად გარკვეული პიროვნება ახერხებდა ამას.
მესამე ქვე რასის, ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი ს პერიოდში, საზოგადოებრივმა ცხოვრებამ საბოლოო სახე მიიღო და ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. აქ აღსანიშნავია ის, რომ დავუშვათ, სახელმწიფო მმართველისგან ძალაუფლება შთამომავლობას გადაეცემოდა. დღევანდელისგან იმ გნსხვავებით, რომ მაშინდელ ადამიანს შეეძლო წინაპრიდან გადმოცემული ინფორმაციის და თვისებების შთამომავლობაზე გადატანა. თითქმის ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ შვილი მემკვიდრეობით ღებულობდა მამის მახსოვრობას. გამომდინარე აქედან, პირადმა გამოცდილებამ წამოიწია წინა პლანზე და უფრო მეტი და მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამ ყველაფერს უკუჩვენებაც ჰქონდა, დაგროვილმა შესაძლებლობებმა ტოლტეკებს ამბიციის მძაფრი გრძნობა გაუღვიძა და ადამიანმა ძალაუფლების ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო. ძალაუფლება მოხვეჭილ ადამიანს გაუჩნდა სურვილი საზოგადოებაში ამაღლებული როლი დაეჭირა. ამ ყველაფერმა, მესამე რასის უკუსვლა განაპირობა.
ხსენებული თვისებების სრულყოფა მეოთხე ქვე-რასაში, პრე-ტ უ რ ა ნ ე ლ ე ბ შ ი მოხდა. ძალაუფლების ეგოისტური მიზნების გამოყენებით, მეოთხე რასის წარმომადგენლები ერთმანეთს ანადგურებდნენ. სრული განადგურება მხოლოდ ახალ შესაძლებლობას და ახალ ჩვევას უნდა შეეჩერებინა. ადამიანში თავი უმაღლესმა ძალამ იჩინა და გაჩნდა აზროვნების უნარი.
ლოგიკური აზროვნების წყარო კი მოგვიანებით ჩამოყალბებულ, სიით მეხუთე ქვე- რასაში, პრე-ს მ ი ტ ე ბ შ ი უნდა ვეძებოთ. ადამიანები გამოვიდნენ უბრალო მახსოვრობაში მქონე წარსულის ინფორმაციის შთაბეჭდილებიდან და დაიწყეს სხვადასხვა სახის გამოცდილების შედარება. გაჩნდა განსჯის უნარი, რომელსაც სურვილი და მიზანმიმართულების გრძნობა მართავდა. პირველად ამ პერიოდში იწყებს ადამიანი მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას, ეკითხება საკუთარ თავს, ღირს თუ არა რაიმეს გაკეთება და აღარ მოქმედებს გაუცნობიერებლად. თუ მეოთხე რასის ადამიანები ჯიუტად ასრულებდნენ საკუთარ ეგოისტურ მოთხოვნებს, პრე-სემიტებთან პირვალად გაჩნდა შინაგანი ხმის ფენომენი, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობდნენ. მეხუთე ქვე-რასის არსებობისას პირველად მოხდა ადამიანის შინაგანი სამყაროს აზრობრივი გამოლინება.
პრე-სემიტების პერიოდში ადამიანში გაჩენილმა შესაძლებლობებმა მეექვსე რასის, ა კ ა დ ი ე ლ ე ბ ი ს არსებობის პერიოდში უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. თუ მეხუთე რასის ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროდან გამომავალი აზრების განხორციელებას მისივე მიზნების გამო ცდილობდა, აკადიელებმა ამ ყველაფერს ბევრად ფართო მასშტაბური სახე მისცეს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის და წესრიგის პირველ გამოვლინებას სწორედ აკადიელების პერიოდში ვხვდებით. მეექვსე ქვე-რასის წარმომადგენლები ძალიან აქტიური ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ხშირად ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი დაჯგუფებები და ყველაფერ ამასთან ერთად აკადიელებს კოლონიზაციისკენ მიდრეკილება აღმოაჩნდათ.
რიგით მეშვიდე ქვე-რასა, მ ო ნ ღ ო ლ ე ბ ი ასევე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათ ბევრად დიდი რაოდენობით გადმოყვათ წინამორბედი რასების ჩვევები. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით - მეოთზე რასის. მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიდრეკილებებსა და მოგონებებს. გამომდინარე აქედან, მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ძველი ამავდროულად ყველაზე ჭკვიანურს წარმოადგენს. ნელ-ნელა კარგავდა მეშვიდე რასა აზროვნების ძალის მნიშვნელობას და ასევე კარგავდა საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი რასიდან მხოლოდ მეხუთე რასამ შეძლო აზროვნების უნარი სრულად გამოეყენებინა და მისი გამოყენებით აღმავლობისთვის მიეღწია. სხვა დანარჩენმა ექვსმა რასამ ეს, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
პ.ს. ტექსტი არ წარმოადგენს პირდაპირ ციტირებულ თარგმანს. ეს არის ჩემი სიტყვებით გადმოცემული მოკლე ანალიზი დედამიწაზე ატლანტების ქვე რასების წარმოშობისა. წყაროდ გამოყენებულია რ.შტაინერის „აკაშას ქრონიკებიდან“ .



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 8 2016, 08:48 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლ ე მ უ რ ი ა
ავტორი - მან გალა


ატლანტიდის არსებობის ხანგრძლივობა შეიძლება 4-5 მილიონი წლით ვივარაუდოთ. სწორედ ამ პერიოდში, მაშინ ჯერ კიდევ არსებულ ლემურიის კონტინენტზე, წარმოიშვა ატლანტიდაზე დასახლებული მეოთხე ძირეული რასის პირველი ქვე რასა - რმოაჰალები.
უძველესი რუქებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ერთ დროს ლემურია თითქმის სრულად მოიცავდა დედამიწის გარშემოწერილობას და დაწყებული კაბო ვერდედან, აფრიკიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ავსტრალიამდე და შემდეგ პატაგონიამდე ტერიტორიას მოიცავდა.
ძიანის წიგნი ძალიან ზუსტად აღწერს მაშინდელ რეპტილიებსა და სხვა დიდი ზომის არსებებს, რომლებიც თბილ და ნესტიან კლიმატში დედამიწაზე ბინადრობდნენ. როგორც აღწერა გვაჩვენებს, ხსენებული პერიოდის უძველეს ლემურიელს, შეუძლებელია ჩვენი გაგებით განვითარებული ადამიანისმსგავსი არსების სტატუსი მივანიჭოთ, რადგან ის ცხოველის ერთ ერთ სახეობას უფრო წააგავს. შეძლებისდაგვარად დაწვრილებით სურათს, იმის შესახებ თუ როგორ წარმოიშვა ლემურიელი ასტრალური სხეულის მეორე რასიდან, ნაშრომი „აკაშას ქრონიკებიდან“ გვთვაზობს, ამჯერად კი მინდა ყურადღება ამ არსებების აღწერაზე შევაჩერო.
ვიდრე საბოლოო ძვლოვანი სტრუქტურა (ჩონჩხი) ფორმირდებოდა, ლემურიელების სახის ორგანოები მეტად ჩამოუყალიბებელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ცა გამუდმებით სქელი ღრუბლით იყო დაფარული, სადაც მზის სხივი ნაკლებად ატანდა, ამ არსებების სახის წინა ნაწილში ორი ახლომხედველი თვალი მეტად განუვითარებელი იყო და მხოლოდ მიწაზე საკვების მოპოვებას ემსახურებოდა. მაგრამ ორი თვალის პარალელურად ლემურიელები უკანა ნაწილში არსებულ მესამე თვალსაც ფლობდნენ, რომლის სახეცვლილი ნაშთიც დღეს ჩვენთვის Pineal Gland-ის, იგივე გირჩა ჯირკვალის სახელით არის ცნობილი. დღევანდელ ცხოვრებაში მესამე თვალი მხოლოდ ასტრალური ხედვის ორგანოს წარმოადგენს, მაგრამ ადრეულ პერიოდში ის ასევე მატერიალური სამყაროს ხედვასაც ემსახურებოდა. ლემურიული პერიოდის შუა ნაწილში, ჟელესმაგვარმა რბილმა ჩამოუყალიბებელმა სხეულმა ნელ ნელა გამკვრივება დაიწყო და თავიდან რბილი, შემდეგ კი შედარებით მაგარი ძვლოვანი ქსოვილის ჩონჩხი ჩამოყალიბდა, რამაც მას სრულყოფილად გამართვის საშუალება მისცა.
გთავაზობთ გვიანდელი ლემურიელის შეძლებისდაგვარად დეტალურ აღწერას:
12 – 14 ფუტი სიმაღლის არსების სხეული, მუქი მოყვითალო-მოყავისფრო მარტორქის მსგავსი კანით იყო დაფარული. სახე ბრტყელი, ხოლო ნიკაპი ძალიან გრძელი ჰქონდა და შუბლის მაგივრად ხორთუმის მსგავსი ხორცის ნაჭერი ეკიდა. წვრილი თვალები იმდენად იყო დაშორებული ერთმანეთს, რომ გვერდზე და ასევე წინ ხედვას უშლიდა, სამაგიეროდ უთმო კეფაზე მესამე თვალი მდებარეობდა, რომელიც უკან ხედვას უწყობდა ხელს. სხეულის განლაგება საშუალებას იძლეობდა, თავი ზევით და უკან ძალიან უცნაური გზით გადაეწია და ემოძრავებინა. ზედმეტად გრძელი კიდურები, განსაკუთრებით ხელები, თანამედროვე ადამიანის პროპორციებთან შედარებით გრძელი იყო, მაგრამ სრულად გაშლის საშუალებას არ იძლეოდა, ხოლო კიდურები ძალიან დიდი ზომის ხელის მტევნებით და ფეხებით ბოლოვდებოდა.
როგორც ავღნიშნეთ, ეს არსებები უფრო ცხოველისმაგვარს წარმოადგენდნენ და ადამიანთან მსგავსება ნაკლები იყო, მხოლოდ სქესის გაყოფის შემდეგ მიიღო სხეულმა მატერიალური სახე და ადამიანის ფორმა.
„ადამიანის მესამე რასის პერიოდში ბინადრობდნენ უძვლო ცხოველები და ამ დროს იწყეს ცვლილება; ისინი ძვლიან არსებებად იქცნენ და მათი სხეულები გამაგრდა...“
„თავდაპირველად ცხოველებმა დაიწყეს გაყოფა და შთამომავლობის წარმოქმნა. ორმაგმა ადამიანმა თქვა: მოდით მივბაძოთ ცხოველებს და გავმრავლდეთ. და ასეც მოხდა.“
სკოტ-ელიოტის ნაშრომიდან "ლემურია და ატლანტიდა"

სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდნენ ლემურიელები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2016, 09:36 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასურები
ავტორი: მან გალა, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.



ვედური გადმოცემების თანახმად, ასურებს სამი ზეციური ქალაქი ჰქონდათ: ოქროსი, ვერცხლის და რკინის, ხოლო სხვა დანარჩენი ქალაქები მიწისქვეშ არსებობდა. სწორედ ამიტომ არ ხდება დედამიწის ზედაპირზე ამ ცივილიზაციის კვალის აღმოჩენა. მათზე არანაირ გავლენას არ ახდენდა დედამიწის ზედაპირის ეკოლოგია, რამაც დიდი როლი ითამაშა ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებაში. ასურების სიმაღლეში ზრდა, სიცოცხლის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა და ზოგიერთი მათგანი 50 ათას წელიწადსაც ცხოვრობდა.
ელენა ბლავატსკაიასთან ვკითხულობთ ცნობებს ქალდეველების მეორე მეფე ალაპარზე, ბაბილონის ღვთიურ მმართველზე, რომელმაც 10.800 წელიწადი იმეფა, ხოლო მისი სიმაღლე 14 მეტრს აღწევდა. ხოლო 53 მეტრის სიმაღლის ალორი, პირველი მმართველი, 36.000 წელიწადს მეფობდა.
(აქ გაიხსენეთ ეწ. შუმერული ფილა, რომელიც მეფეების სიას გვამცნობს, ასევე პირველი ეგვიპტური დინასტიები. ყველა ესენი ათასობით და ასობით წელი ცოცხლობდნენ და მეფობდნენ. რა თქმა უნდა თანამედროვე მენიერებას არ აინტერესებს ეს – Mangala)
ბერძნული მითები ასურებს ტიტანების სახელით მოიხსენიებენ. ვედებთან მათ მაიას ჯადოსნური ძალის მფლობელი ნახევრადღმერთები ეწოდებათ.
„როდესაც ბრაჰმამ ცა და მიწა და მათ შორის არსებული სივრცე შექმნა, მისი შვილებისგან იშვა ყველა ცოცხალი, რის შემდეგაც დაღლილი შემოქმედი, განმარტოვდა შალმალის ხის ქვეშ დასასვენებლად, ხოლო მეუფება შთამომავლებს – ღმერთებს და ასურებს გადასცა. “ ასევე აღწერილია ღმერთებსა და ასურებს შორის გამართული ომები.
დროთა განმავლობაში გავლილი ევოლუციის შედეგად, სხეული მუტაციას განიცდიდა და ახალი, მკვრივსხეულიანი რასის ჩამოყალიბებას დაედო საფუძველი, რომლის წარმომადგენლებსაც ა ტ ლ ა ნ ტ ე ბ ი ეწოდათ (ასევე „შემდგომ დაბადებულნი“ ან „უძვლოები“).
ატლანტები თანამედროვე ადამიანს სიმაღლეში აღემატებოდნენ, მაგრამ საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ ასურებს. მათ გააჩნდათ მესამე თვალი. ატლანტები ფლობდნენ საფრენ აპარატებს, რომლებსაც ვედადან ვიმანას, ასევე ვაიტმანას სახელით ვიცნობთ.
ატლანტები ჩაანაცვლეს ლ ე მ უ რ ი ე ლ ე ბ მ ა, რომელთა სიმაღლეც 7-8 მეტრს აღწევდა.
ლემურიელები, თანამედროვე ადამიანის მსგავს მკვრივ ფიზიკურ სხეულს და ჩონჩხს ფლობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა სქესის, მამრობითის და მდედრობითის გაყოფა. პარალელურად ხდებოდა მესამე თვალის და ტელეპატიური შესაძლებლობების გაქრობა და სხვა ფიზიკურ მგრძნობელობით ორგანოებზე გადართვა.
ლემურიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მოკლე იყო ვიდრე პირველი ორი რასის წარმომადგენლების, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამოდენიმე ათას წელს შეადგენდა.
დედამიწაზე, პარალელურად მეოთხე, „ბორეულმა“ ანუ გვიანდელმა ატლანტურმა რასამ დაიწყო ჩამოყალიბება. მათ ჯერ კიდევ გააჩნდათ ფარული მესამე თვალი, ხოლო სხვა ორგანოებით არაფრით განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანისგან. სიმაღლე 3-4 მეტრს შეადგენდა.
ლემურიელებსა და ატლანტებს მომხდარი განხეთქილების შედეგად, დედამიწაზე დაახლოებით 25 000 – 30 000 წლის წინ დიდი ომი და შემდეგ კატასტროფა მოხდა.
მომხდარი გლობალური კატაკლიზმების გამო, ლემურიელების ნაწილმა თავი გამოქვაბულებს შეაფარა, სადაც არსებობა სომატურ მდგომარეობაში განაგრძეს, რომლის დროსაც სხეული კონსერვირებულ მდგომარეობაში, სასურველი პერიოდის განმავლობაში ინახება და შესაძბელია კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდეს. ნაწილმა კი დედამიწა კოსმოსური ხომალდებით დატოვა.
ატლანტებმა, ლემურიელებისგან მიღებული ცოდნის მეშვეობით, ტექნოლოგიური განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიეს. აშენებდნენ ვიმანებს, ურთულეს შენობებს და მეგალითურ ნაგებობებს.
12 000 წლის წინად მომხდარი კატაკლიზმის შედეგად, წყალმა ატლანტების საცხოვრებელი ადგილი, ლეგენდარული ატლანტიდა დაფარა და მათი ცივილიზაციის არსებობის შეწყვეტა გამოიწვია. წარღვნას გადარჩენილი ატლანტების მიერ კი სათავე თანამედროვე ადამიანს, იგივე მეხუთე რასას დაედო. ამ დროს დედამიწაზე, გენ მანიპულაციის შედეგად ჩამოყალიბებული ნახევრად ადამიანი-მაიმუნი, იგივე ჰომო საპიენსი ბინადრობდა. თუ როგორ მოხდა მოვლენების განვითარება, „ზურმუხტის ფილებში“ წაიკითხავთ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2016, 09:39 AM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტი წინაპრები
(„აკაშას ქრონიკებიდან“)

მან გალა

ადამიანის ატლანტი წინაპრები რადიკალურად განსხვავდებოდნენ მისი თანამედროვე ვარიანტისგან, რომლის სამყაროს აღქმაც, სხვადასხვა გრძნობების ერთობლიობით შემოიფარგლება. ეს სხვაობა არა მხოლოდ გარეგნობაში, არამედ სულიერ შესაძლებლობებშიც გამოიხატებოდა.
ლოგიკური აზროვნება, გამოთვლითი კომბინაციები, ის რაც დღევანდელი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ატლანტებს არ გააჩნდათ. სამაგიეროთ გააჩნდათ იდეალური მახსოვრობა. მათთვის უცხო იყო გამოთვლითი შესაძლელობა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, არ საჭიროებდნენ ამ ყველაფერს, რადგან ის რაც ატლანტს ესაჭიროებდა, შეეძლო ძალიან ადვილად უბრალოდ წინა მდგომარეობიდან (მომენტიდან) გაეხსენებინა. განვითარების ეტაპების მანძილზე, ყოველი ახალი შესაძლებლობის შეძენისას ადამიანი კარგავდა ერთ ერთ ძველს და სწორედ მახსოვრობის შემცირება მოხდა მას შემდეგ რაც მან ლოგიკური აზროვნება შეიძინა. დღეს ადამიანი ფიქრობს გარკვეული ცნებების საშუალებით, ატლანტი ფიქრობდა სურათებით, რომლებიც მის მახსოვრობაში იყო.
საჭიროების შემთხვევაში მახსოვრობიდან ამოტივტივდებოდა საჭირო სურათი და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰყვებოდა ქმედება. ატლანტი აკეთებდა იმას, რაც უკვე ადრე ჰქონდა „ნანახი“. ის არ იგონებდა, არამედ იხსენებდა. ავტორიტეტი იყო არა ის, ვინც ბევრი ისწავლა, არამედ ის, ვისაც ყველაზე მეტი ჰქონდა ნანახი, გამომდინარე აქედან, შეეძლო ყველაზე მეტი გაეხსენებინა.
ატლანტების წინაპარი ლემურიელები, ნაწილობრივ გამქრალ ტერიტორიაზე იყვნენ დასახლებული, რომლის ცენტრალური ნაწილიც დღევანდელი აზიის სამხრეთით მდებარეობდა. გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ ლემურიულმა ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა და მისი გადაგვარებული შთამომავლობა ეწ. ველური ტომების სახით დასახლდა დედამიწაზე. ლემურიელების ძალიან მცირე ნაცილმა შეძლო გამრავლება და მათი განვითარებული ნაწილისგან შემდგომი ატლანტები გაჩნდნენ. მოგვიანებითაც იგივე განმეორდა და ატლანტების დიდი ნაწილის დაცემის შემდეგ მომდევნო რასა, არიელები წარმოიშვნენ, რომლის ფესვებზეც ჩვენი დღევანდელი ცივილიზაცია დგას. ლემურიელები, ატლანტები და არიელები დედამიწის ფუძის რასებს წარმოადგენენ. ორი შემდგომი ფუძის რასა ლემურიელებისგან ხოლო ორიც არიელებისგან წარმოიშვა, რაც საერთო ჯამში ატლანტების ჩათვლით შვიდ ფუძიერ რასას იძლევა. ერთი ყოველთვის წარმოიშობოდა მეორისგან და ყოველი მათგანი ღებულობდა წინამორბედისგან განსხვავებულ ფიზიკურ თუ სულიერ თავისებურებებს. თუ ატლანტები იდეალური მახსოვრობით გამოირჩეოდნენ, მათი შთამომავალი არიელები, მეტად განვითარებულ აზროვნების უნარებს ფლობდნენ.
აქ აუცილებელია აღინიშნოს რომ თითოეულ ფუძის რასაშიც მიმდინარეობდა განვითარების ეტაპების გავლა და ყოველი მათგანი შვიდი განშტოებით, ქვე-რასით გადიოდა ევოლუციის გზას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
RandomName
post May 9 2016, 08:02 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 31-December 15
Member No.: 7,477

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაი კინოა ისე ეგ ( სურათები საიდანაცაა tongue.gif ) PROMETHEUS ქვია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2016, 10:36 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



RandomName
კი ეგაა. ზედაპირულად არაფერს აკეთებენ ჰოლივუდშიც. დაახლოებით აქვთ გარეგნობა აღებული


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2016, 10:37 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესამე რასის (ლემურია) გამრავლება
ავტორი მან გალა
დედამიწის ხუთივე ძირითად რასას შორის ყველაზე იდუმალი, საინტერესო და ამოუცნობი სწორედ მესამე რასაა. ეს არის პერიოდი, როდესაც საბოლოოდ ყალიბდება ფიზიკური სხეული, მანამდე სხეულის შემადგენელი თხევადი ნივთიერებები და აირები იკლებს ორგანიზმში, ჩნდება შედარებით მკვრივი ჩონჩხი (ლემურიელებს ძვლოვანი სტრუქტურა თავიდანვე ქონდათ უბრალოდ ისეთი პლასტიური, როგორიც ახალდაბადებულ ბავშვს) და სხეული იძენს ადამიანისთვის დამახასიათებელ გამრავლების ფუნქციებს.
ლემურიელებმა ყველა ცნობილი გამრავლების გზა გაიარეს დაწყებული გერმაციით, დამთავრებული ამფიგონიითა და სხვა გზებით.
საკმაოდ ბევრი "ხერხია" გამრავლების და სათითაოდ არ დავწერ, თუ ვინმეს დააინტერესებს, მოგვიანებით შეიძლება ჩამატება, მაგრამ ერთ მეტად საინტერესო გზაზე დავწერ ორი სიტყვით - ეს არის ანდროგინების კვერცხიდან დაბადება, რაზეც "საიდუმლო დოქტრინა" მოგვითხრობს.
"დასაწყისში თითქმის უსქესო რასა, ორსქესიანი, ანუ ანდროგინული გახდა. გარდაქმნას მრავალი თაობა დასჭირდა. საწყისი პრიმიტიული უჯრედი, რომელიც მშობლიდგან წარმოიქმნებოდა, ორსქესიან არსებად ყალიბდებოდა, ხოლო შემდეგ იგივე უჯრედი, რომელიც კვერცხუჯრედად იქცა, უკვე ერთსქესიამ ემბრიონად ყალიბდებოდა...დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის, რომ მესამე რასის წარმომადგენლები დაყოფას დაბადებამდე, კვერცხისმაგვარ გარსში ახდენდნენ და იბადებოდნენ მამრობით ან მდედრობით ინდივიდებად. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი გეოლოგიური პროცესი მეორეს ცვლიდა, ქვე-რასებმა სხვადასხვა თვისებების შეძენასთან ერთად დაკარგეს მანამდე არსებული და მეოთხე ქვე-რასის ბოლოს ადამიანმა დაკარგა გარსიდან დაბადებისთანავე სიარულის შესაძლებლობა."


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 17 2016, 12:49 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მესამე რასის, ლემურიელების შვიდი ქვე-რასა


ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

აღარ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტების დადებას, უბრალოდ მაინც როგორც ჩანს აინტერესებს რამოდენიმე ადამიანს ლემურიელების ქვე რასების თემა.
ქვერასებზე ადრე იყო აქ საუბარი, უბრალოდ ის იყო მეოთხე (ატლანტების) რასის შვიდი ქვე რასა. ლემურიელებზე მხოლოდ ზოგადად გვქონდა საუბარი.
ამ პოსტში ლაპარაკი იქნება მესამე რასის ანუ ლემურიელების შვიდ ქვე რასაზე, რომლისგანაც საბოლოოდ (მეშვიდედან) ჩამოყალიბდნენ გვიანდელი ატლანტები...
პოსტი შედგება შვიდი მოკლე ნაწილისგან, ჯერ სამი დავდე და საღამოს ჩავასწორებ, დანარჩენ ოთხსაც მივამატებ.
p.s. ცნობისთვის, ეს არ არის პირდაპირი თარგმანი რომელიმე თეოსოფიური წყაროდან, არამედ არის "მოკლე შინაარსი", და ეყრდნობა "საიდუმლო დოქტრინა"-ს, და შტაინერის ნაშრომს "აკაშას ქრონიკებიდან".
რა თქმა უნდა დეტალურად ვისაც გაინტერესებთ, აღნიშნული ნაშრომებს უნდა გაეცნოთ smile.gif

.....................
პირველი ქვე-რასა
საუბარია ეწ. „შემდგომ დაბადებულებზე“ - არსებებზე სქესის გარეშე, ატმას ცნობიერებით. ეს ქვე-რასა ჩამოყალიბებული იქნა მთვარის ბარჰიშადების მიერ, რომელთა მეშვეობითაც ყალიბდებოდა მომდევნო პერიოდი დედამიწელების სხეულები. გამომდინარე იქიდან რომ დედამიწის მაცხოვრებლებს, მკვრივი სხეულები ჯერ არ გააჩნდათ, ნებისმიერი ფორმის მიღება შეეძლოთ, კერძოდ მთვარიდან მოსული არსებების - კვერცხისებური თავით და ერთი თვალით.
აღწერილი გარეგნობა მომდევნო ქვე-რაშებში ოდნავ შეიცვალა. მოგვიანებით მოხდა ასევე იმ ადეპტების შემოსვლა, რომელთაც კაუზალური გარსი მარსზე ჩამოიყალიბეს. ჩაუდგნენ ადამიანის ევოლუციას სათავეში, რათა მოემზადებინათ მთვარის ციკლიდან მოსული სხვა ადეპტების შემოსვლა დედამიწაზე. როგორც აღწერიდან ვხედავთ, მოსულების დიდი ნაწილი ახდენდა მესამე რასაში განსხეულებას, რამაც განაპირობა განვითარების მომდევნო ეტაპები.
...............................
მეორე ქვე-რასა
მეორე ქვე-რასის სხეულები ნელ ნელა იწყებს გამკვრივებას. „წვეთები მკვრივდებოდა და მრგვალდებოდა. მზე ათბობდა მათ, ხოლო მთვარე აგრილებდა და აძლევდა ფორმას. ნიავი კვებავდა და ამწიფებდა.“ ამბობს ე.ბლავატსკაია. მათი გარსი თანდათან მკვრივდებოდა და კვერცხის ფორმას ღებულობდა. შემდეგი განვითარება კი უკვე კვერცხის შიგა გარსში ხდებოდა, საბოლოოდ კი ადამიანის ფორმების მსგავსი არსება იბადებოდა. სანსკრიტზე დაწერილ წმინდა წიგნებში, ეს არსებები იოგას შვილებად მოიხსენიებიან. მათ გააჩნდათ ორმაგი ინვოლუციური, სრულიად სუბიექტური ატმა-ბუდჰის ცნობიერება.
პირველ ორ ქვე-რასებში მხოლოდ ჰერმაფროდიტები იბადებოდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პერიოდი რასაც ჩვილი დედის ორგანიზმში გადის, სრულიად ანალოგიური იყო მესამე ქვე-რასის ლემურიელის განვითარების პერიოდისა, იმ განსხვევაბით, რომ მაშინდელი დაბადებამდელი პერიოდი, წარმოქმნილ კვერცხისმაგვარ გარსში ხდებოდა.
...........................
მესამე ქვე-რასა
მესამე ქვე-რასის პერიოდში ნაჭუჭმა სისქე დაკარგა და მისგან თავისუფლად მოძრავი ჰერმაფროდიტი „იჩეკებოდა“. მოგვიანებით მოხდა სქესობრივი დაყოფა (არის „დრიმქეჩერში“ ცალკე პოსტი, რომელიც სქესობრივ დაყოფას ეხება) და წარმოიქმნა სასქესო ორგანოები, რომლებიც დაბადებამდე ფორმირდებოდა. ამ პერიოდში ცნობიერება სამმაგი ინვოლუციურია და წარმოადგენს ატმა-ბუდჰი-მანასს. პარალელურად დედამიწაზე წარმოიქმნა გიგანტური ზომების ფლორა-ფაუნა, გამომდინარე აქედან მესამე ქვე-რასა გოლიათებად იბადებოდა. საუბარია დინოზავრების ეპოქაზე სადაც მხოლოდ მოზრდილი ზომის არსებებისთვის იყო შესაძლებელი გადარჩენა.
(ბევრი რომ არ ვწერო და პოსტი ძალიან გრძელი არ გამოვიდეს, მესამე ქვე-რასის ლემურიელის აღწერა „დრიმქეჩერში“ ასევე ცალკე პოსტად დევს).
................................
მეოთხე ქვე-რასა
როგორც ავღნიშნეთ მესამე რასისთვის დამახასიათებელი იყო ოფლისმაგვარი წვეთების სხეულის ზედაპირზე გამკვრივება, კვერცხის ნაჭუჭად გარდაქმნა და შემდეგ უჯრედის გამოყოფა, საიდანაც ახალი ინდივიდი იბადებოდა. მილიონობით წელი მზადდებოდა სქესებად დაყოფის პერიოდი და მეოთხე რასის წარმოშობის წინ, მეტნაკლებად სრულყოფილი ინდივიდების თავიდან გადარჩევა მოხდა დედამიწაზე კვლავ დაბრუნებული მთვარის მეუფეების მიერ. ისინი ხელსაყრელ პირობებში ინახებოდნენ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი არსება დაბადებულიყო, რომელიც კიდევ უფრო მეტად წააგავდა ადამიანს. მომწიფების შემდეგ, ერთ ერთი მთვარის მეუფის მიერ სხეულში შესახლება ხდებოდა, რაც პირველი ფუძის რასის წარმოშობას, კერძოდ კი შვიდი ბარჰიშადის განსხეულებას გავდა.
„ამის შემდეგ მთვარის მეუფეებმა დედამიწა დატოვეს და გაემგზავრნენ მაჰალოკუში, საიდანაც პერიოდულად ჩამოდიან დედამიწაზე, რათა ახალი რასის წარმოქმნას დაუდონ სათავე.“ – „საიდუმლო დოქტრინა“.
აღსანიშნავია ის, რომ მეუფეებმა, მთვარის ციკლის რამოდენიმე ასეულობით ათასი სხვა სახეობის არსებაც ჩამოიყვანეს თან. საბოლოოდ, მეტნაკლებად სრულყოფილი და რჩეული კვერცხიდან დაბადებული, თვით ბარჰიშადების მფლობელობის ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მოგვიანებით ღვთაებრივი სილამაზის არსებებად ყალიბდებოდნენ.
თვალისმომჭრელი სილამაზის, მოწითალო-ოქროსფერი ჰერმაფროდიტი არსებები, შუბლზე ძვირფასი ქვით, უდიდეს ძალას ფლობდნენ. ეს გოლიათები მოგვიანებით დედამიწელების პირველი მეფეები გახდნენ. ამ მოვლენებმა გაანპირობა ის, რომ არსებობდა ერთგვარი იდეალი და ყოველი კვერცხიდან დაბადებული არსება მიისწრაფვოდა გამხდარიყო მათი მსგავსი, რაც ყველას არ შეეძლო.
აღსანიშნავია ის, რომ თანამედროვე ადამიანის გადასახედიდან, მაშნდელი ლემურიელი, დაქანებული შუბლით, ჩამქრალი, ამღვრეული თვალით, მოწითალო ცხვირით და მოგრძო ნიკაპით, არ წარმოადგენდა მიმზიდველი სილამაზის არსებას.
ეს იყო პირველი ადამიანის სახე დედამიწაზე. რა თქმა უნდა ადრინდელი არსებები ადამიანის მსგავსს წარმოადგენდნენ, მაგრამ მასსა და ადამიანს შორის დაახლოებით ისეთი სხვაობა იყო როგორიც ადამიანსა და დედის მუცელში მყოფ ემბრიონს შორის.
იმ პერიოდში, ბრძენი და ძლიერი ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების მეშვეობით ხდებოდა დიდი ქალაქების და ტაძრების მშენებლობა.
სამწუხაროდ, ფიზიკური სხეულების ევოლუცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა, რის გამოც ბარჰიშადებმა კვლავ გადმოიყვანეს მთვარის ციკლის მრავალი არსება, რომლებიც აღწერილია როგორც ყვითლები, ნარინჯისფერები და ვარდისფერები - სულ, ცხრა მილიონი სული. ისინი ლემურიის კონტინენტის სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს და დაავალეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და განვითარებული დასახლებების შექმნა, მაგრამ ბარჰიშადების ნებას მხოლოდ ორი მესამედი დაჰყვა, ხოლო ერთი მესამედი უარზე იყო. ნარინჯისფერებმა მეტად ნატიფი სხეულის მიღება გადაწყვიტეს და უყურადღებოდ დატოვეს ველური ტომები.
ყვითლებმა და ვარდისფერებმა პირნათლად შეასრულეს მაღალი არსებების ბრძანება და შეუდგნენ ადამიანებთან ერთად მუშაობას, რათა ისინი ღვთაებრივ მდგომარეობამდე მიეყვანათ.
უმეტესწილად ყვითელი არსებების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დედამიწაზე ჩემოყალიბდა ლემურიელების მეოთხე ქვე-რასა, რომელსაც ამასთანავე, ადამიანის პირველი რასა შეიძლება ეწოდოს. „ყვითელი“ ამ რასას მხოლოდ მათთან ერთად მომუშავე ჩამოსული არსებების გამო ეწოდა. უკლებლივ ყველა რასას ამ პერიოდში, ისევე როგორც მომდევნო ქვე-რასებს, გააჩნდა შავი კანის ფერი.
განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ადამიანის სრულყოფა, რის შედეგადაც ისინი ზომაში მცირდებოდნენ და ციკლოპებს ემსგავსებოდნენ. სხეული საგრძნობლად მკვრივდებოდა და ყალიბდებოდა ჩონჩხი.
სწორედ ხსენებულ პერიოდში წარმოიშვა მიოცენის ეპოქის ადამიანის მსგავსი მაიმუნი.
ასევე მოხდა ნახევრად ცხოველურ მდგომარეობაში მყოფი, მთვარის ციკლის პრიმიტიული არსების, მონადების დედამიწაზე ინკარნირება. ეს იყო ოდესღაც მთვარის მეუფეების მიერ თავისივე ეთერული ჩრდილების მსგავსად შექმნილი არსებები, მოგვიანებით გადაგვარებული და დაცემული.
დედამიწაზე ერთგვარი ქაოსი გამეფდა. ხშირი იყო ასევე სისხლის აღრევა ცხოველურ სამყარსთან, რამაც ასობით მილიონი წლის შრომა საფრთხის ქვეშ დააყენა.
ნარინჯისფრებმა უარყვეს ღმერთების ბრძანება დახმარებოდნენ კაცობრიობას განვითარებაში, რასაც მკაცრი კარმა მოჰყვა. ყოველ ჯერზე, კარმა მათ უფრო მეტად პრიმიტიულ და უხეშ სხეულში ახვედრებდა.
ამ დროისთვის, მთვარის მეუფეებმა დატოვეს დედამიწა.
გაბოროტებულმა ნარინჯისფრებმა, მეტად მტრულად განწყობილ ბნელ რასას დაუდეს სათავე. შედარებით ძლიერები, მოგვიანებით ატლანტიდის შავ მაგებად გვევლინებიან, ხოლო სხვა დანარჩენები ასევე იჩენენ თავს მომდევნო პერიოდებში თავიანთი აგრესიული და მტრულად განწყობილი ხასიათით. თეოსოფიური წყაროები ამბობენ, რომ ისინი კვლავ ახდენენ ინკარნაციებს ფინანსურ კლანებში, ტირან მეფეებში, აგრესორ პოლიტიკოსებსა და სხვა ისტორიულ პირებში. კარმა მათ ყოველ ჯერზე მძიმე გაკვეთილს უმზადებს და გარდაქმნის, ხოლო სრული განწმენდის და „ნარინჯისფერი“ კარმის გამოსყიდვის შემდეგ, ხსენებული კლანები შეწყვეტენ არსებობას.
............................
მეხუთე ქვე-რასა
ბარჰიშადები დაბრუნდნენ რათა მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ქვე-რასებისთვის დაედოთ სათავე. ისინი მეფე-მენტორები ხდებოდნენ, რომლებზეც მითოლოგიაშია საუბარი. მეფეებმა უძლიერესი მშენებლები და ხელოვნებაში გაწაფული ადამიანები შემოიკრიბეს გარშემო და მრავალი დიდი ქალაქის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. ზომით ყველაზე დიდი ქალაქი, ლემურიის კონტიტენტის იმ ნაწილში აიგო, სადაც დღეს კუნძული მადაგასკარი იმყოფება.
ეს იყო გიგანტური ციკლოპური სტილის ქალაქი. მას შემდეგ მრავალი მილიონი წელი გავიდა. ლემურიელები იცვლებოდნენ. მათი შუბლზემდებარე თვალი გაქრა. უფრო ზუსტად კი, შიგნით მდებარე ორგანოდ, გირჩისებრ ჯირკვლად გარდაიქმნა.
მოხდა ცხოველების პირველი მოშინაურება, ჯერჯერობით მხოლოდ საკვებად. ასევე იყო კანიბალიზმის შემთხვევებიც. იმ პერიოდში მცხოვრები გიგანტური ლოკოკინები და ჭიები ასევე საკვების ნაირსახეობას წარმოადგენდა.
მიუხედავად ზედმეტად უშნო შესახედაობისა, მეხუთე ქვე-რასის ლემურიელები , წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მეტად წააგავდნენ ადამიანს.
....................................
მეექვსე ქვე-რასა
დამახასიათებელი მეექვსე ქვე-რასისთვის კანის ფერის ცვლა იყო. მუქი ყავისფერიდან მოხდა გარდამავალ მოლურჯო მოშაო ფერში შეცვლა, რაც მოგიანებით მონაცრისფრო-მოლურჯო კანისფრად ჩამოყალიბდა. მათ თავ ჯერ კიდევ კვერცხის ფორმა ჰქონდა.
შედარებით მეტად სრულყოფილ და განვითარებულ ინდივიდებში ხდებოდა ადეპტების, იგივე არხატების ინკარნაცია და აჩვევდნენ მათ ადამიანურ ცხოვრების წესს. ბარჰიშადების ხელმძღვანელობის ქვეშ ისინი მეშვიდე რასის ნიადაგს ამზადებდნენ, რომელიც მოგვიანებით უნდა წარმოქმნილიყო.
.................................
მეშვიდე ქვე-რასა
ლემურიელების ფერი კვლავ იცვლებოდა, ამჯერად უკვე ნაცრისფერ-ცისფერი გარდაიქმნა მოთეთრო-მოცისფრო კანისფრად.
მათი სახის ნაკვთების შესახებ წარმოდგენის შექმნა, აღდგომის კუნძულებზე მათ მიერ გამოკვეთილი ქანდაკებების დახმარებით შეიძლება.
ქვის გიგანტური კოლოსები ლემურ-ატლანტების მიერ, სავარაუდოდ წინაპართა პატივისცემის ნიშნად იქნა გამოქანდაკებული.
თავს მაინც ქონდა კვერცხის ფორმა შემორჩენილი. ლემურიელების სქელი და უხეში ტუჩები, ასევე განიერი და ბრტყელი ცხვირი, სწორედ ის ნაკვთებია, რომლებიც დღესაც შემორჩენილი აქვს ნეგროიდულ რასას.
მეშვიდე ქვე-რასის ადამიანები, უმაღლეს დონეზე ფლობდნენ ციკლოპურ მშენებლობის სტილს.
მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია, რომელიც იყო ატლანტიდის საფუძველი. წარმოქმნილი ატლანტების პირველი ქვე-რასა ქორწინებით კავშირში შედიოდა მეშვიდე ქვე-რასის ლემურიელებთან, მაგრამ შთამომავლობა უკვე უმეტესწილად ატლანტურ გენის მატარებელი იყო.
გარეგნულად ამერიკელ ინდიელებს წააგავდნენ, მაგრამ ლემურიული მოლურჯო ფერი დაკრავდათ.
ე.ბლავატსკაია ლემურიელების ერთ ერთ ციკლოპური სტილის ქალაქს აღწერს როგორც გიგანტური ლავის ბლოკებისგან აშენებულს.
მილიონობით წლის მანძილზე ხდებოდა გარემო პირობებთან შეგუება და ყოველი მომდევნო ქვე-რასის ზომაში შემცირება. ლემურიული ნიშნები შემორჩა ავსტალიელ აბორიგენებში, ბუშმენებსა და ზოგიერთ ინდურ ტომებში. მათში პერიოდულად ხდება მონადების, დაცემული მთვარის ციკლის არსებების ინკარნირება.
აღანიშნავია ის ფაქტი, რომ ლემურიის კონტინენტზე არსებობდა ეზოთერიული სკოლები სადაც ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა კანონები და საგნები ისწავლებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელი სასკოლო საგნები წარმოადგენდა ეზოთერიულ მეცნირებებს.
მეშვიდე ქვე-რასით სრულდება კაცობრიობის მესამე რასის, ლემურიელების არსებობა და იწყება მათი ატლანტურ რასაში გარდაქმნა.
ამ პერიოდში დაარსდა პირველი დიდი ცივილიზაცია - ატლანტიდა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 18 2016, 02:00 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ტოლტეკები

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER


მსოფლიოში გაბნეულია გარემოსგან განცალკევებულად მცხოვრები რამოდენიმე მოსწავლე, რომლებიც სულიერი და ფიზიკური სამყაროების პრობლემების კვლევით არიან დაკავებული. ისინი ფლობენ საიდუმლო ხელნაწერებს, რომლებშიც იმ მოღვაწეების ნაშრომებია შემონახული, რომელთა მემკვიდრეებადაც თავად გვევლინებიან.

ე. ბლავატსკაია „მხილებული ისიდა“

დიდი ხნის წინ ქურუმებისა და ქურუმი ქალების რამოდენიმე ჯგუფი ესტუმრა ამ სამყაროს კაცობრიობასთან ერთად - ისეთი კაცობრიობასთან, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ყველაფერი და საიდან მოვიდნენ ისინი, გამოცანად რჩება... შეიძლება მხოლოდ ითქვას, რომ ადამიანის ამ პლანეტაზე მოსვლა მისი სამშობლოდან ნახევრად ნებაყოფლობით გამოსახლებას უკავშირდება. სამწუხაროდ, პლანეტამ წარმოქმნილ სიცოცხლის ფორმებს მკაცრი შეზღუდვები დაუწესა და ადმაიანი იმ ციხის ბინადარი გახდა, რომელსაც ჩვენ მატერიას ვუწოდებთ. ამ ყველაფერმა იმდენად სერიოზული გავლენა იქონია, რომ ადამიანს მშობლიურ სამყაროზე, საკუთარ წარმომავლობასა და რაობაზე ყველაფერი დაავიწყდა. დაბნეულმა და დათრგუნულმა კაცობრიობამ, სულიერი მხარდაჭერისთვის ქურუმებს მიმართა - მხოლოდ იმის გასარკვევად, რომ მათზეც ანალოგიური გავლენა იქონია პლანეტამ.
ბნელი ეპოქა დადგა. ბრძოლისა და უიმედობის დღეები უსასრულოდ ეჩვენებოდათ. ეს ყველაფერი უხსოვარ დროს მოხდა. ამ დროს ადამიანი ევოლუციის იმ ეტაპს გადიოდა, რომელსაც შალ მალის კონტინენტზე მცხოვრები ლემურიული რასა ეწოდება.
მატერიაში ჩაფლობა და შედეგებთან ბრძოლა რაც ამ მოვლენას მოჰყვა, მრავალი მილიონი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში შვა ლემურიის ცივილიზაციამ შვიდი ქვე-რასა.
მეოთხე ქვე-რასა ბარჰიშადების, იგივე ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების სახელს ატარებდა, რომლისგანაც მოგვიანებით რმოაჰალები, ატლანტების პირველი ქვე-რასა წარმოიშვა.
რმოაჰალებისგან გაჩნდნდა ქვე-რასა ტლავატლი და სწორედ ამ შტოში დაიწყეს უძველესმა ქურუმებმა და ქურუმმა ქალებმა კვლავ დაბადება, რომლებიც თანდათან იღდგენდნენ მახსოვრობას და მოგონებებს. მათ კვლავ განაახლეს სულიერი ხელმძღვანელობა და მიიღეს სახელწოდება „ტოლტეკები“, რაც „მცოდნე ხალხს“ ნიშნავდა. მახსოვრობის აღდგენის შემდეგ ტოლტეკებმა კვლავ აიღეს თავზე ადამიანის მშობლიურ მიწაზე დაბრუნების მისია, რის შედეგადაც ცნობილი გახდნენ, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი მეომარი სულები. ასე ჩაეყარა საფუძველი მეომარი ტოლტეკების ისტორიას იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ დროის იმ ფორმის აღქმას იწყებდა, რომელიც დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.
წარსულში მქონე შესაძლებლობების და მომზადების გახსენების პროცესში ტოლტეკებმა ხილვის შესაძლებლობების განვითარებას მიჰყვეს ხელი, რაშიც მათ ხელს მესამე თვალი უწყობდა. გახსენებისთანავე უბრუნდებოდათ ხილვის შესაძლებლობები, რისი მეშვეობითაც ადრინდელ, მშობლიურ სამყაროში შეძენილ შესაძლებლობებს იხსენებდნენ.
ამ ცოდნის ერთობლიობას ნების ძალას უწოდებდნენ, საუბარია მათემატიკაზე, ასტრონომიასა და ასტროლოგიაზე. ტოლტეკებს ნების ძალის ფლობა საშუალებას აძლევდათ ლევიტირებისა და ასევე უმძიმესი ობიექტების გადაადგილების. სწორედ ამ მეთოდით იქნა მოგვიანებით მსოლფიოს მრავალი გიგანტური ნაგებობა აშენებული.
ტოლტეკებმა დაიწყეს მათი მიწიერი თანამედროვეების განვითარებაზე ზრუნვა, ასწავლიდნენ მათ თევზაობას, ნადირობას, კულინარიას, მშენებლობას მათემატიკას და ხელოვნების სხვადასხვა სახეობას, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავს - სკულპტურას. ტოლტეკებს ერთი დიდი პრობლემა გააჩნდათ - მიუხედავად იმისა რა მრავლისმომცველი იყო მათი ცოდნა, ნელ-ნელა სრულიად გამოუსადეგარი ხდებოდნენ, რადგან ისინი სრულიად სხვა სამყაროს განეკუთვნებოდნენ. ისინი, მიუხედავად დედამიწაზე მილიონობით წლების ცხოვრებისა, ფიზიკურ სამყაროში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდებოდნენ, მაგრამ განვლილი დრო მათთვის არაფერს წარმოადგენდა, რაც გარკვეულწილად მათი თავდაპირველი მახოვრობის დაკარგვით იყო გამოწვეული. მათი მატერიის შესახებ ცოდნა, მეტად შეზღუდული იყო.
აბსტრაქტული ცნება ტოლტეკებისთვის არ არსებობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერს ხედავდნენ და ღებულობდნენ ისე, როგორც არის, ამიტომ ნებისმიერი რამ მათთვის იყო ცხადი, მაგრამ ცალმხრივი. მსგავსი შეძღუდულობის გამო მათ არ შეეძლოთ ორმხრივი გაგების არსს ან მის დანიშნულებას ჩაწვდომოდნენ. ამიტომ ყველაფერ ცოცხალის ურთიერთქმედება და კავშირი მათთვის გაუგებარი იყო, თუმცა ტოლტეკები ამ ყველაფერს ინსტინქტურად იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში, მათი აღქმის უნარი ხდება მიზეზი ტოლტეკების პირველი დაცემისა და ჩამოყალიბდა ფორმა პირველი ეგოისტური ცნობიერების ძალიან რთულად წარმოსადგენი ფორმა.
ათასწლეულების მანძილზე არსებობდა ტოლტეკების ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდა ეწოდა.

თ. მარეზი - "ტოლტეკთა სწავლება

და სხვა სტატიები ბლოგზე http://www.blog.esoteric.ge


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 15 2016, 06:53 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%8...83%A0%E1%83%98/

მარსის ეგრეგორი - იკითხეთ ჩვენს ბლოგზე საყვარლობა სტატიები თქვენი წარმომავლობის შესახებ l_sunny.gif sticktongue.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Aug 9 2017, 07:22 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

საიდან ეს ინფორმაცია?


..........................
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 16 2017, 11:47 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
ციტატა(brevalo @ 9th August 2017 - 07:22 PM) *
საიდან ეს ინფორმაცია?

ე. ბლავატსკაია
თ. მარეზი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Aug 17 2017, 05:27 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Aug 16 2017, 11:47 PM) *
brevalo

ე. ბლავატსკაია
თ. მარეზი



მიკვირს რომ ბლავატსკაია ესე ადვილად გაიგე. მე დავიწყე "საიდუმლო დოქტრინის" კითხვა (კოსმოგენეზისის) და საკმაოდ რთული გასაგები იყო, რადგან სულ ქარაგმებით უწერია.

თ. მარეზი ვინაა და როგორ მოვძებნო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 17 2017, 06:17 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი ნაწერი არაა.

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER

დაემატე ჯგუფში და ისაუბრეთ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Aug 18 2017, 07:40 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Aug 17 2017, 06:17 PM) *
ჩემი ნაწერი არაა.

ავტორი: მან გალა

ჯგუფი ფეისბუქზე: DREAMCATCHER

დაემატე ჯგუფში და ისაუბრეთ



დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Nov 25 2017, 09:23 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერის წიგნი „აკაშა ქრონიკიდან“ წლებს წინ წავიკითხე. ძალიან საინტერესო იყო მახსოვს, მაგრამ ახლა რომ გადავავლე თვალი ზემოთ პოსტებს, თითქმის ყველაფერი დამვიწყებია. ვნახოთ როდის მოვახარხებ ამ წიგნის გადაკითხვას ისევ... რაც მახსოვს ამ წიგნიდან არის ერთი მომენტი(არვიცი რომელი ეპოქიდან), როცა შტაინერი აღწერს, რომ იმ პერიოდში გამოიყენებოდა მარცვლეული როგორც ენერგიის წყარო. ყველა მარცვალს, თესლს აქვს უდიდესი ენერგია, რომელსაც მაშინ ადამიანები იყენებდნენ, როგორც სწრაფი გადაადგილების საშუალებად და საერთოდ ყველა სფეროში.
კიდევ ის რაც კარგად დამამახსოვრდა ის იყო, რომ მაშინ ჰაერის სიმკვრივე არ იყო ისეთი როგორც ახლა. ამიტომაც ყველა ძალიან მძიმე საგანი, რასაც ახლა ვერ ვწევთ, მაშინ უფრო მსუბუქი იყოო. ესეც მართლა ძალიან საინტერესო ვერსიაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 27 2017, 04:27 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგ ბოლო ვერსიით ხსნიან მეგალითების არსებობას. აბობენ, რომ ქვბის დნობის ტქონოლოგიაც ჰქონდათ და ამიტომაც აძლევდნენ სასურველ ფორმებს იოლად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ტანტრა...
post May 7 2018, 12:32 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეთანხმები ავტორს. ინდურ წყაროებში ეგ კარგად წერია. შტაინერმა და ბლავატსკაიამ იქიდან აიღეს. მიყვარხართ ყველა. მიხარია რომ მისტიკოსები საქართველოში რაღაც რაოდენობით მაინც ვართ. გაიხარეთ. კიდევ დადეთ ასეთი სტატიები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ტანტრა...
post May 7 2018, 12:34 PM
Post #19


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 26-April 18
From: თბილისი
Member No.: 7,741

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ May 9 2016, 09:36 AM) *
ასურები
ავტორი: მან გალა, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER


პირველ რასას დედამიწაზე ა ს უ რ ე ბ ი წარმოადგენდნენ. მითებიდან და ძველი რელიგიური გადმოცემებიდან ჩვენთვის ცნობილ ასურების ცივილიზაციას, ასევე გოლიათების რასასაც უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გოლიათებთან მხოლოდ სიმაღლე აქვთ საერთო (ასურების სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა). ღვთიური არსებების მიერ შექმნილი ეთეროვანი სხეულის არსებები არსებობის შეწყვეტისას, ყველანაირი კვალის დატოვების გარეშე, უბრალოდ ქრებოდნენ და სივრცეს ერწყმოდნენ. ასურები დედამიწაზე დაახლოებით 10 მილიონი წელი არსებობდნენ და თითოეული მათგანის სიცოცხლე ათობით ათას წელიწადს გრძელდებოდა.



ვედური გადმოცემების თანახმად, ასურებს სამი ზეციური ქალაქი ჰქონდათ: ოქროსი, ვერცხლის და რკინის, ხოლო სხვა დანარჩენი ქალაქები მიწისქვეშ არსებობდა. სწორედ ამიტომ არ ხდება დედამიწის ზედაპირზე ამ ცივილიზაციის კვალის აღმოჩენა. მათზე არანაირ გავლენას არ ახდენდა დედამიწის ზედაპირის ეკოლოგია, რამაც დიდი როლი ითამაშა ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებაში. ასურების სიმაღლეში ზრდა, სიცოცხლის მანძილზე მუდმივად მიმდინარეობდა და ზოგიერთი მათგანი 50 ათას წელიწადსაც ცხოვრობდა.
ელენა ბლავატსკაიასთან ვკითხულობთ ცნობებს ქალდეველების მეორე მეფე ალაპარზე, ბაბილონის ღვთიურ მმართველზე, რომელმაც 10.800 წელიწადი იმეფა, ხოლო მისი სიმაღლე 14 მეტრს აღწევდა. ხოლო 53 მეტრის სიმაღლის ალორი, პირველი მმართველი, 36.000 წელიწადს მეფობდა.
(აქ გაიხსენეთ ეწ. შუმერული ფილა, რომელიც მეფეების სიას გვამცნობს, ასევე პირველი ეგვიპტური დინასტიები. ყველა ესენი ათასობით და ასობით წელი ცოცხლობდნენ და მეფობდნენ. რა თქმა უნდა თანამედროვე მენიერებას არ აინტერესებს ეს – Mangala)
ბერძნული მითები ასურებს ტიტანების სახელით მოიხსენიებენ. ვედებთან მათ მაიას ჯადოსნური ძალის მფლობელი ნახევრადღმერთები ეწოდებათ.
„როდესაც ბრაჰმამ ცა და მიწა და მათ შორის არსებული სივრცე შექმნა, მისი შვილებისგან იშვა ყველა ცოცხალი, რის შემდეგაც დაღლილი შემოქმედი, განმარტოვდა შალმალის ხის ქვეშ დასასვენებლად, ხოლო მეუფება შთამომავლებს – ღმერთებს და ასურებს გადასცა. “ ასევე აღწერილია ღმერთებსა და ასურებს შორის გამართული ომები.
დროთა განმავლობაში გავლილი ევოლუციის შედეგად, სხეული მუტაციას განიცდიდა და ახალი, მკვრივსხეულიანი რასის ჩამოყალიბებას დაედო საფუძველი, რომლის წარმომადგენლებსაც ა ტ ლ ა ნ ტ ე ბ ი ეწოდათ (ასევე „შემდგომ დაბადებულნი“ ან „უძვლოები“).
ატლანტები თანამედროვე ადამიანს სიმაღლეში აღემატებოდნენ, მაგრამ საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ ასურებს. მათ გააჩნდათ მესამე თვალი. ატლანტები ფლობდნენ საფრენ აპარატებს, რომლებსაც ვედადან ვიმანას, ასევე ვაიტმანას სახელით ვიცნობთ.
ატლანტები ჩაანაცვლეს ლ ე მ უ რ ი ე ლ ე ბ მ ა, რომელთა სიმაღლეც 7-8 მეტრს აღწევდა.
ლემურიელები, თანამედროვე ადამიანის მსგავს მკვრივ ფიზიკურ სხეულს და ჩონჩხს ფლობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა სქესის, მამრობითის და მდედრობითის გაყოფა. პარალელურად ხდებოდა მესამე თვალის და ტელეპატიური შესაძლებლობების გაქრობა და სხვა ფიზიკურ მგრძნობელობით ორგანოებზე გადართვა.
ლემურიელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად მოკლე იყო ვიდრე პირველი ორი რასის წარმომადგენლების, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამოდენიმე ათას წელს შეადგენდა.
დედამიწაზე, პარალელურად მეოთხე, „ბორეულმა“ ანუ გვიანდელმა ატლანტურმა რასამ დაიწყო ჩამოყალიბება. მათ ჯერ კიდევ გააჩნდათ ფარული მესამე თვალი, ხოლო სხვა ორგანოებით არაფრით განსხვავდებოდნენ თანამედროვე ადამიანისგან. სიმაღლე 3-4 მეტრს შეადგენდა.
ლემურიელებსა და ატლანტებს მომხდარი განხეთქილების შედეგად, დედამიწაზე დაახლოებით 25 000 – 30 000 წლის წინ დიდი ომი და შემდეგ კატასტროფა მოხდა.
მომხდარი გლობალური კატაკლიზმების გამო, ლემურიელების ნაწილმა თავი გამოქვაბულებს შეაფარა, სადაც არსებობა სომატურ მდგომარეობაში განაგრძეს, რომლის დროსაც სხეული კონსერვირებულ მდგომარეობაში, სასურველი პერიოდის განმავლობაში ინახება და შესაძბელია კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდეს. ნაწილმა კი დედამიწა კოსმოსური ხომალდებით დატოვა.
ატლანტებმა, ლემურიელებისგან მიღებული ცოდნის მეშვეობით, ტექნოლოგიური განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიეს. აშენებდნენ ვიმანებს, ურთულეს შენობებს და მეგალითურ ნაგებობებს.
12 000 წლის წინად მომხდარი კატაკლიზმის შედეგად, წყალმა ატლანტების საცხოვრებელი ადგილი, ლეგენდარული ატლანტიდა დაფარა და მათი ცივილიზაციის არსებობის შეწყვეტა გამოიწვია. წარღვნას გადარჩენილი ატლანტების მიერ კი სათავე თანამედროვე ადამიანს, იგივე მეხუთე რასას დაედო. ამ დროს დედამიწაზე, გენ მანიპულაციის შედეგად ჩამოყალიბებული ნახევრად ადამიანი-მაიმუნი, იგივე ჰომო საპიენსი ბინადრობდა. თუ როგორ მოხდა მოვლენების განვითარება, „ზურმუხტის ფილებში“ წაიკითხავთ.

გაიხარე. მიხარია რომ ასეთი ცოდნის ადამიანი არსებობ. ინდურ წყაროებზე სწორს ამბობ. ვიცი. კაია რომ ასურებზე იცი. ისე მგონია ჯერ ლემურიელები იყვნენ. არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 9 2018, 02:46 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტანტრა
გამარჯობა.
ჩემი სტატია არაა, ამ ფორუმზე არ არის ავტორი. smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:20 AM