Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". იოანე ზოსიმე

Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 05:05 PM

მოგესალმებით ყველას. მინდა ამ თემაზე რაც შეიძლება ბევრი გავიგო. ამ თემამ დამაინტერესა იმის მერე რაც მოვისმინე მათემატიკოს ალიკო ცინცაძის მოხსენება youtubit. შემდეგ წიგნიც ვიპოვე და წავიკითხე. საკმაოდ დამაჯერებლად შიფრავს წერილს. პატარა სტატიას განახებთ. შეიძლება ეს ფაქტი ზოგი თქვენგანისთვის ცნობილი იყოს მაგრამ მაინც დავწერ.

Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 05:06 PM

იოანე-ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა _ მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ. ტექსტზე მათ გარდა მუშაობდნენ გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, რამაზ პატარიძე და სხვა ენათმეცნიერები. შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ხელნაწერისადმი მიძღვნილმა მეცნიერულ გამოკვლევათა რაოდენობამ რამოდენიმე ათეულს გადააჭარბა. ტექსტის კვლევისთვის გამოყენებული იქნა კომპიუტერული ტექნოლოგიაც, მაგრამ ასო-ნიშანთა ე.წ. სიხშირულმა ანალიზმა შედეგი არ მოიტანა. ვერ იქნა გახსნილი წერილის ვერც ერთი რიცხვული სიმბოლიკა, მაგ. “და სასწაულად ესე აქუს (ქართულს): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელ*ი სხვათა ენათა”; ან “მოწამედ წარმოგითხარ: ასი ესე წილი (წერილი) ანბანისაი”. ამდენადაც ისინი “ლაფსუსკალამად” მიიჩნიეს და შეეცადნენ მათ კორექტირებას. ასე, დაამახინჯეს ტექსტი (მაგალითად, 94 შეცვალეს 104-ით, “მისისა” “მესიი”-თ, გაშიფრეს ხელნაწერის ქარაგმები და ა.შ.). ამ დროს მეცნიერთა ყველა თაობა თახმდებოდა იმაზე, რომ ეს დაშიფრული გზავნილია. დაშიფრულ ტექსტში ქარაგმის გახსნაც არასწორი გამოდგა. მისწრაფებამ ყოველ მიზეზს გარეშე გაეშიფრათ უმთავრესი გზავნილი 94, ანუ წერილის კულმინაცია, ბევრ ცდომილებას დაუდო სათავე.

ჩატარებული კვლევებით მიღებულ არგუმენტირებულ შედეგებთან ერთად, საბოლოოდ დაასკვნეს, რომ:
იოანე-ზოსიმე ცუდი მოქართულეა, ტექსტში ხშირია მართლმადიდებლური დოგმატიდან გადახვევა, ბუნდოვანება მისი წერის სტილია და ა.შ.

“პირWელი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ ალიკო ცინცაძესთან:

- ბატონო ალიკო, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გახსნას რა ღირებულებაც გააჩნია ქართული საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მე რამდენადაც ვიცი, ამ შიფრის გახსნაზე დღესაც უამრავი მეცნიერი მუშაობს, მართლა გაიხსნა შიფრი….

- დიახ, მინდა დაგიდასტუროთ, რომ შიფრის მექანიზმი სრულადაა გახსნილი და ეს მთელ საქართველოს და პირველ რიგში საპატრიარქოს მინდა მივულოცო.

- ეს სენსაციაა….

- ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული, იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შიფრი ნამდვილად გაიხსნა. მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი ბოლო პერიოდის განმავლობაში და საუბარი უნდა დავიწყო პირველ რიგში მადლობით ჩვენი მეცნიერებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მეცნიერსა და მკვლევარს, რომელთა შედეგებიც გათვალისწინებული იქნა ჩვენი კვლევისას. განსაკუთრებით, სამადლობელი მინდა ვთქვა დამოუკიდებელი მკვლევარის, ბატონ რაულ მამალაძის მიმართ, რომლის წინადადებითაც ხელი მოვკიდე ამ ხელნაწერზე მუშაობას და იმ ეტაპზე მასთან ერთად სწორ კვალზე დავდექი.

– შედეგი…. ანუ რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ? მეცნიერთა გარკვეული წრე თანხმდებოდა იმაზე, რომ წერილი დაშიფრულია, ისინიც და თქვენ მაინც საიდან მიხვედით აქამდე?

- იოანე-ზოსიმე თვითონვე წერს ამაზე, როცა სიტყვა “მარაგს” ახსენებს. ეს კი სულხან-საბას მიხედვით ამოსაშიფრი სიტყვაა. მეორეც, იგი შიფრის რიცხვული მექანიზმის დასაცავად თვალშისაცემ შეცდომებზე მიდის. მაგალითად, ერთგან “დამარხულ”-ის ნაცვლად “დამარხუ”-ს წერს, მეორეგან “დღემმმდე”-ში სამ “მ”-ს, შეგნებულად უხვევს მართლმადიდებლური დოგმატიდან და ა.შ. მეტი რა უნდა ექნა, რომ ჩვენ შიფრი შეგვემჩნია?! საერთოდაც, წერილს იმიტომაც შიფრავენ, რომ გარეშე თვალიდან ანუ არაკეთილმოსურნიდან დაფარონ. მან ასეც გააკეთა, მაგრამ უნდოდა, რომ ჩვენ შეგვემჩნია გზავნილი. ავდექით და ცუდი მოქართულეობა დავაბრალეთ… ამ დროს ქართველ გენიოსთან გვაქვს საქმე. აბა, ერთი ნახეთ სხვა ხელნაწერებში თუ უშვებს შეცდომებს… არა! როგორც კვლევით აღმოჩნდა ეს შიფრია და მერე როგორი, ხელის ხლებაც, რომ არ შეიძლებოდა ისეთი.

-კერძოდ, რა არ უნდა გაკეთებულიყო და რა გაკეთდა ხელნაწერთან მიმართებაში?

- მაგალითად არასწორია მუხლებად ახლებური დაყოფა, დაშორებული სტრიქონები შიფრით ზოგჯერ ერთმანეთს ებმიან და ახალ წინადადებას გვაძლევენ, ახლებურად დამუხვლვა არღვევს ამას. Mმეორეც, არ შეიძლებოდა ქარაგმების გახსნა, რადგან ამან შიფრი დაარღვია და ა.შ. შიფრია ტექსტის საერთო რიცხვ-ნიშანთა ჯამიც, შიფრია ხელნაწერის შესამოსელიც (თავი და ბოლო). მოკლედ არცოდნა კია არცოდვა, მაგრამ… ეს ძეგლი ხელთუქმნელია…

- და რას გვეუბნება ეს შიფრი?

- შიფრის მექანიზმსაც იოანე ზოსიმე თვითონ იძლევა. ჯერ ერთი თვალშისაცემად ორჯერ გვიმეორებს 4000-ს. ერთხელ ლაზარეს 4 დღის სიკვდილითა და თითო დღის, როგორც 1000 წლის ფასდადებით, მეორედ, როცა “წილი” (წერილი) გადაჰყავს 4000-ში. ანუ ასო-ნიშანი გადაჰყავს რიცხვ-ნიშანში. ეს ხომ გემატრიაა (ჰემატრია), ბიბლიის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ძირითადად, იოანე-ზოსიმე ბიბლიის ამოკითხვის მეთოდებიდან: ნოტარიკონი, თემურა და ჰემატრია, ამ უკანასკნელს იყენებს და იყენებს დიდებულად. თანაც “ქართული ჰემატრია” მარტივია, სადა და ცხადი, ისევე როგორც ყველაფერი ქართული და დიდებული… ყველაფერთან ერთად, ეს ხელნაწერი ქართული ჰემატრიის ფუძემდებლური ძეგლი აღმოჩნდა.

- მაინც რა შედეგი იქნა ამოკითხული?

- ერთ მაგალითს მოვიყვან მხოლოდ. ვისაუბროთ ხელნაწერის კულმინაციაზე: “და სასწაულად ესე აქუს (ქართულ ენას): ოთხმეოც და ათოთხმეტ წელი, უმეტეის სხათა ენათა, ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” (აქ ჩვენც გავხსენით ქარაგმა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არაფერს აფუჭებს). მეცნიერთა ერთი ჯგუფი, რადგან სტრიქონში ფრაზა: “ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე” გვქონდა, სწორად მიხვდა, რომ აქ კალენდარზე იყო საუბარი. მაგრამ რომელ კალენდარზე და რით უკავშირდებოდა იგი 94-ს? ეს იყო მთავარი კითხვა.

რამაზ პატარიძემ თავის დროზე ქართულ ანბანში ამოიკითხა ე.წ. ქართული (უზუსტესი) კალენდარი, რომელიც ყოველ 128 წელიწადში თვითონ კორექტირდება და ტროპიკულ წელიწადთან მიმართებაში 1 წმ.-ის სხვაობას იძლევა, მას მხოლოდ 86400 წელში ერთხელ დასჭირდება კორექტირება (ჩვენი დღევანდელი კალენდარი, რომელსაც ვიყენებთ ყოველ 128 წელში ერთდღიან კორექტირებას ითხოვს). “ასეთი სიზუსტის კალენდარს არ იცნობს კაცობრიობა” _ ასე შეაფასა პატარიძემ იგი. ამ კალენდრის მთელ რიცხვულ სტრუქტურას, ძირითადად, ქართული ანბანის ერთი, მზის ღვთაების აღმნიშვნელი ასო-ნიშანი “დ” და მისი სახელდება “დონ”-ი (ნაწილობრივ “წილი”) იძლეოდა (რ. პატარიძე, “ქართული ასომთავრული”). რადგან იგი მხოლოდ რიცხვულ ლოგიკასა და ასომთავრულის გრაფიკულ აღნიშვნებზე იყო დაფუძნებული, ადვილი გამოდგა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ასეც მოხდა. ახლა ჩვენ შევძელით იოანე ზოსიმეს წერილის შიფრით იგივე კალენდრის რიცხვული არსის უკვე ქართულ სიტყვაში მიგნება, თანაც არა უბრალოდ სიტყვაში, არამედ წელთაღრიცხვის ერთეულში. წარმოიდგინეთ არქაული პერიოდის ქართველი სწავლული, რომელიც აკვირდება ცას და ქმნის კალენდარს და მის ერთეულად მიღებულ სიტყვაში დებს კალენდრის მთელ რიცხვულ არსს. ეს დიდებულია! აქ უკვე სიტყვასთან ერთად აზრობრივი დატვირთვაც ხდება ქმედითი და ძნელდება წინააღმდეგობა. მაგრამ როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იოანე-ზოსიმეს?

- სწორედ ეგ უნდა მეკითხა…

- საქმე იმაშია, რომ იოანე-ზოსიმესეული “ქართული ენის სასწაული _ 94”, ზემოხსენებული კალენდრის შიფრია (რამაზ პატარიძის ანბანში და ჩვენგან სიტყვაში მიგნებული კალენდრის). ისევე, როგორც მთელი ხელნაწერის რიცხვ-ნიშნების მთლიანი ჯამია, ისევ იმ კალენდრის რიცხვული მტკიცება… თანაც დამტკიცდა, რომ ქართულ ლექსიკაში ეს ამოცანის ერთადერთი ამოხსნაა (!). გესმით, სხვა ამონახსნი არ არსებობს. მოკლედ ამ ვარიანტში “სასწაული” ეს ქართული კალენდარია. ფიგურალურად თუ ვიტყვით, სამად გაჭრილი ნახატიდან, რომლიდანაც ერთს რამაზ პატარიძემ მიაგნო, მეორე იოანე-ზოსიმემ მოგვცა, მე ხელთ შემრჩა შუა ნაწილი, რომელიც ორგანულად მოერგო ორივეს და აღადგინა მთელი სურათი… აქ ყველაფერი ცხადია და სკეპტიკოსთა წინააღმდეგობა ამაო ხდება. ნახსენები სურათი იმდენად ლამაზი და მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, გაოცდებით… არ მიკვირს მისი ღვთიურობა. ამაზე მეტს საპატრიარქოს რეაქციამდე ვერაფერს მოგახსენებთ… რადგან ხელნაწერის სასწაულები აქ კი არ მთავრდება, პირიქით აქ იწყება…

- კიდევ ერთი არგუმენტი გვითხარით, ბატონო ალეკო.

- ნახატზე გამახსენდა… იოანე-ზოსიმეს ნახატი მართლაც დარჩა და როგორც კვლევის ბეჭედი, იგი მთელი შიფრის მამტკიცებელი ინფორმაციის შემცველია… მეტი რა გითხრათ. დასრულებულია და გამოცემის სტადიაში 200 გვერდიანი წიგნი სათაურით: “მოელის დღეს მას მეორედ მოსვლასა… (იოანე-ზოსიმეს გაცხადებული საიდუმლო და … საქართველო)”. ჩვენ უამრავ ფაქტობრივ არგუმენტზე ვერ ვისაუბრეთ. ხელნაწერი და აქედან გამომდინარე წიგნი, არქაული პერიოდის სარწმუნოებრივად ახალ, მნიშვნელოვან პასაჟებს წარმოაჩენს და ის ორგანულად, მშვენივრად ეწერება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაში. წიგნი ახალ და გასათვალისწინებელ ასპექტებს იძლევა ქართულ სიტყვასთან, ჟამთაღრიცხვასა და ანბანმცოდნეობასთან მიმართებაშიც.

- ბატონო ალიკო, უფრო მკაფიოდ ვუთხრათ საზოგადოებას, რა იწინასწარმეტყველა იოანე ზოსიმემ და რა გაიხსნა.

- იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი იმდენად მრავალწახნაგოვანია, ძნელია ორიოდე სიტყვით თქმა. როგორც კი ვკონკრეტდები, უკმარისობის გრძნობა მიჩნდება. მაინც ვცდი. წიგნში დამტკიცებულია: იოანე-ზოსიმემ ქართულ სიტყვაში მიაგნო ქართულ კალენდარს, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება, ანუ ნახა სწავლულთა მიერ ხელოვნურად შექმნილი ქართული სიტყვები, სავარაუდოდ არაერთი (ქურუმთა საიდუმლო ენის ნაშთები?!) და დაწერა: “ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.” მან ქართულ ანბანსა და სახარებაში მიაკვლია ლაზარეს აღდგინების ანალოგიურ სიუჟეტებს და გვითხრა: “სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.” ანუ გააჩინა ლაზარესავით მისი გარდაუვალი აღდგინების იმედი. მისი ხელნაწერის შიფრის, ე.წ. ქართული ჰემატრიის შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და ქართული ლექსიკის გარკვეულ არეალს მოიცავს…

Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 05:06 PM


Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 05:09 PM


Posted by: steward Feb 23 2012, 07:30 PM

old_man

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება რომ ეგ ანბანი დიდ ინფორმაციას ინახავს და ისიც რომ მისი შემოქმედნი ბრწყინვალე მათემატიკოსები იყვნენ პირველ რიგში და არა რელიგიურად აღტკინებული პირები.

ქართულ ანბანში ასევე დაცულია ღვთიური პროპორცია იგივე ოქროს კვეთაც, სამყაროს ერთ ერთი უმთავრესი კოდი. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ქართული ანბანი არ არის სრულყოფილება და უამრავი ანბანი არსებობს მსოფლიოში უფრო ძველი და შესაბამისად მეტი ინფორმაციის მომცველი.

უაზრო კრიტიკას არც ვაპირებ. მაგრამ კარგი იქნება თუ ცოტა სხვა კუთხიდანაც შეხედავენ ამას

Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 09:09 PM

იმედია არ ჩამითვლით ამ თემას გაფანატებული ადამიანის თემად. უბრალოდ ეს ფაქტია. იოანე ზოსიმეს წერილი ყველასთვის ცნობილია რომლის გახსნაზეც მეცნიერები თავს იჭყლეტენ. მე ეს დავაფიქსირე თუ გნებავთ წიგნსაც განახებთ ამ ბოლო დროინდელი მიღწევების შესახებ საკმაოდ მარტივი ენითააა დაწერილი და უბრალო არითმეტიკას მოითხოვს. აქ მე ქართველობის ტრაბახით კი არ შევქმენი ეს თემა. უბრალოდ უნიკალური ძეგლია. და მის განსახილველად დავდე, გარდა ამისა იოანე ზოსიმეს დიდი სულიერი ცოდნა გააჩნდა. აგერ ვიდეო 2 საათი და 5 წუთი გრძელდება თუ არ მოგბეზრდებათ უყურეთ. აგერ წიგნებიც ქართულადაა და საკმაოდ გასაგებად წერია http://gtu.edu.ge/jurnalebi/mas/Referat/2011(1-10)/236-243.pdf

Posted by: c_e_c_e3 Feb 23 2012, 10:56 PM

ამ თემაში ამ ძეგლზე შემოგთავაზეთ ლაპარაკი და თუ სხვა დამწერლობებზეც დაწერთ რამეს ამასთან დაკავსჰირებით და ანალიზზს გაუკეთებთ მოხარული ვიქნები

Posted by: vano kazbegi Feb 24 2012, 12:14 AM

ძალიან კარგია თუკი რამეს აღმოაჩენს იმ დაკარგულ ქართულ ენაში. ძალიან მაინტერესებ როგორ შედეგია.

Posted by: earth Feb 24 2012, 08:28 AM

c_e_c_e3
ძალიან საინტერესო კვლევა აქვს ზვიად გამსახურდიას:

http://didgori.wordpress.com/2010/03/14/ioane-zosime_1/

Posted by: fukoshima Feb 24 2012, 03:41 PM

სკოლის ასაკში შემძულდა იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", "ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს-ოო" -ამაზე დიდი მარაზმი არ ვიცი რაა.... ებრაელს რო კითხოთ, ისიც ასე გეტყვის ებრაულად განიკითხავსო, სომეხს რო კითხო, ისიც ამას გიპასუხებ ღმერთი სომეხია და სომხურად დაიწყებს ლაპარაკსო... მაგრამ ღმერთი მათზე დამოკიდებული არაა!!!!

Posted by: fukoshima Feb 24 2012, 03:47 PM

არაა?!
-არა, არა, არაააა.....! biggrin.gif

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 04:55 PM

QUOTE(fukoshima @ Feb 24 2012, 03:41 PM) *
სკოლის ასაკში შემძულდა იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", "ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს-ოო" -ამაზე დიდი მარაზმი არ ვიცი რაა.... ებრაელს რო კითხოთ, ისიც ასე გეტყვის ებრაულად განიკითხავსო, სომეხს რო კითხო, ისიც ამას გიპასუხებ ღმერთი სომეხია და სომხურად დაიწყებს ლაპარაკსო... მაგრამ ღმერთი მათზე დამოკიდებული არაა!!!!



ისე სიმართლის დანახვას ეგეთი რადიკალურობა არ უხდება. რადიკალური ბოროტებასა და სიკეთესთან იყავით. ერთ ადამიანს აქვა ნათქვამი "რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ” . მე განახებთ თუ სურვილი გექნებათ ალიკო ცინცაძის წიგნს. სულ სხვა კუთხით არის განხილული ეს საგალობელი. ამდენი დამთხვევა უბრალოდ არ არსებობს რომელიც წარმოჩენილია წიგნში. საშუალოდ მისი დამთხვევების ხარისხი 1 მემილიარდედია თუ ალბათობის თეორია ცოტათი მაინც გესმით შეძლებთ ეს დაინახოთ. ოღონდ კრიტიკის დროს საკუთარი აზრის მიკერძოება გვიშლის მემგონი ხელს უკეთ განხილივისათვის.

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 05:33 PM

http://gtu.edu.ge/jurnalebi/mas/Referat/2011(1-10)/236-243.pdf

Posted by: steward Feb 24 2012, 06:32 PM

როგორ ფიქრობთ მერე მიკერძოება არ არის ის როცა იძახიან რომ მეორედ მოსვლა "ქართულ ენაზე" გამოცხადდება? ვინც ეს თქვა პირველმა ამან ხელი განა არ შეუშალა რომ გაცილებით ობიექტური ყოფილიყო? და დაენახა სურათი ისე როგორც არის და არა ისე როგორც უნდათ ორმ დაინახონ

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 06:53 PM

მე კი მგონია უკვე არის ჩამოსული და ზოგს განიკითხავს ზოგს კი გულში იხუტებს,ზოგს კი საერთოდ არ ეხსნება
ქართულად მეტყველებს თანაც biggrin.gif
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ამბავი გადის დამკაში უკვე რამოდენიმე წელია ეს ხდება და არ ვიცი ზუსტად ეს ის მოვლენაა თუ სხვა რამეა კიდევ მანდ ნაგულისხმევი.
მოკლედ მე არ გამოვრიცხავ რომ ეს უკვე ხდება.
შეიძლება არცაა ასე.რადიკალურ მხარეს დგომას მაინც ვერიდები,არც არაფერია გამორიცხული.

Posted by: steward Feb 24 2012, 06:58 PM

კი აგერ უკვე 2000 წელზე მეტია ეგ ხდება ოღონდ ინდივიდუალურია ვისთვის სიცოცხლეშივე ვისთვის ცხოვრების ბოლოს, ვისთვისაც კიდევ დაბადებიან, ზოგისთვის ყველა თაობასიც რომ დაიბაოს ამ 2000 წლის განმავლობაში მაიც ვერა და ვერ.

მაგრამ ეს დასაბამს კაარგა ღრმა წარსულიდან იღებს ვიდრე მხოლოდ 2000 წელია.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:04 PM

მართალია
ზოგი ვერც კი ხვდება და ზოგს კი გული გახეთქვაზე აქვს სიხარულით
ზოგი კიდევ ინტერნეტში დაეძებს და ამ დროს საქართველოშია სწორედ დაბადებული smile.gif არადა ეს შემთხვევით სულაც არაა.
http://www.radikal.ru

Posted by: steward Feb 24 2012, 07:09 PM

LAIRA

აუუუ ტორტზე აჯიკა biggrin.gif


იქნებ აზერბაიჯანია ეგ? რა იცი

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:10 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:09 PM) *
LAIRA

აუუუ ტორტზე აჯიკა biggrin.gif
იქნებ აზერბაიჯანია ეგ? რა იცი

აზრერბაიჯანში სანამ ჩახავლ რუსეთს გადახედე biggrin.gif არცაა საერთოდ

Posted by: steward Feb 24 2012, 07:12 PM

LAIRA
მაშინ ან რუკა არ იცოდა კარგად ან კიდევ მაგის აღქმას უნდა მივაწეროთ ვის როგორ ესმის მსოფლიო, თუმცა იცი რაში გვჯობია აზერბაიჯანელები? ერთი ამბავი რომ არ ატეხეს მაგ ნახატზე რომ აზერბაიჯანში დაიბადება რაც დაიბადებაო wink.gif

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:17 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:12 PM) *
LAIRA
მაშინ ან რუკა არ იცოდა კარგად ან კიდევ მაგის აღქმას უნდა მივაწეროთ ვის როგორ ესმის მსოფლიო, თუმცა იცი რაში გვჯობია აზერბაიჯანელები? ერთი ამბავი რომ არ ატეხეს მაგ ნახატზე რომ აზერბაიჯანში დაიბადება რაც დაიბადებაო wink.gif

რუკა არ იცოდა არ მჯერა რა smile.gif
აზერბაიჯანელებს შეიძლება ის რელიგია არ აურჩევიათ რომელიც ამ საიდუმლოზე დააფიქრებდა biggrin.gif არც ესაა შემთხვევით tongue.gif
შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.
ხელი სადაც არ უნდა ედოს ორ ზღვას შუაა.
თაიგულს ვინც დაიჭერს მომავალ წელს ის თხოვდება biggrin.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 07:20 PM

რა ყველაფერი დასწრებაზეა biggrin.gif biggrin.gif

ისე არც ჩვენ აგვირჩევია ეგ რელიგია.... არც დასაბამიდან და არც დაბადებისას.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:25 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:20 PM) *
რა ყველაფერი დასწრებაზეა biggrin.gif biggrin.gif

ისე არც ჩვენ აგვირჩევია ეგ რელიგია.... არც დასაბამიდან და არც დაბადებისას.

ძალიან მაინტერესებს შენი აზრი
ჩვენ აი ეს ხალხი შუმერების შთამომავლები ვართ ხომ? და კიდევ ღრმად,აი ის ცივილიზაცია შენ რომ ყვებოდი აგარტას თემაში(სამწუხაროდ ჯერ ვერ ვისწავლე ეგ თემა ზეპირად) როგორ გგონია გვირევია რომელიცმე ცივილიზაციის ნიშანწყალი?

Posted by: steward Feb 24 2012, 07:35 PM

თემას გადავუხვევთ მარა მაინც გიპასუხებ


თუ შენი მიზანია ის გაიგო რომ რაიმე რჩეული სისხლი თუ გვირევია და ამას გაუსხვა ხაზი არასწორად სვამ მაშინ კითხვას რადგან ყველა ერის სათავე ერთშია რომელიც დაიტოტა და გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობებიდან და რელიეფიდან ასევე გამომდინარე სხვადასხვა საკვები რაციონიდან და კლიმატური პირობებიდან, განიცადა შესაბამისი ცვლილებები როგორც ფიზიკურად ასევე მენტალიტეტის მხრივ, ადაპტირდა და ჩამოყალიბდა იმად რაც არის თუმცა ეს საბოლოო პროცესი არ არის და ის მუდმივად იცვლება. შუმერები რა ეტალონები იყვნენ? ისინიც ხომ ვიღაცის შთამომავლები არიან და იყვნენ. ბოლო ბოლო ვედებზე რომ აღარაფერი ვთქვათ

ყველაფერი ურთიერთქმედებს

რუსულ ანბანში არის ასოები რომლებიც ბერძნულს გავს, ეხლა იმას ვერ ვიტყვით რომ რუსები ბეერძნების შთამომავლები არიან. ან ლათინური ასოები რამდენი ერის ანბანში შედის ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე რომელიმეს შთამომავალია.
ზეგავლენაა ისევე როგორც ჩვენს ანბანში ვხევდებით იმ ზეგავლენის მაგალითებს რომლებსაც ქონდა ადგილი იმ ეპოქასა და პერიოდში

და არა ჩვენ არ ვართ შუმერების შთამომავლები რადგან ასე რომ იყოს დამიჯერე გაცილებით სხვა კალაპოტით წავიდოდით თუნდაც მითოლოგიის მხრივ.

მაგრამ აი რასები კი იყოფა მათ ერთი სათავე არ აქვთ. უნდა გამოვყოთ შავი, ყვითელი, თეთრი და წითელი რასა.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:42 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:35 PM) *
თემას გადავუხვევთ მარა მაინც გიპასუხებ
თუ შენი მიზანია ის გაიგო რომ რაიმე რჩეული სისხლი თუ გვირევია და ამას გაუსხვა ხაზი არასწორად სვამ მაშინ კითხვას რადგან ყველა ერის სათავე ერთშია რომელიც დაიტოტა და გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობებიდან და რელიეფიდან ასევე გამომდინარე სხვადასხვა საკვები რაციონიდან და კლიმატური პირობებიდან, განიცადა შესაბამისი ცვლილებები როგორც ფიზიკურად ასევე მენტალიტეტის მხრივ, ადაპტირდა და ჩამოყალიბდა იმად რაც არის თუმცა ეს საბოლოო პროცესი არ არის და ის მუდმივად იცვლება. შუმერები რა ეტალონები იყვნენ? ისინიც ხომ ვიღაცის შთამომავლები არიან და იყვნენ. ბოლო ბოლო ვედებზე რომ აღარაფერი ვთქვათ

ყველაფერი ურთიერთქმედებს

რუსულ ანბანში არის ასოები რომლებიც ბერძნულს გავს, ეხლა იმას ვერ ვიტყვით რომ რუსები ბეერძნების შთამომავლები არიან. ან ლათინური ასოები რამდენი ერის ანბანში შედის ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე რომელიმეს შთამომავალია.
ზეგავლენაა ისევე როგორც ჩვენს ანბანში ვხევდებით იმ ზეგავლენის მაგალითებს რომლებსაც ქონდა ადგილი იმ ეპოქასა და პერიოდში

და არა ჩვენ არ ვართ შუმერების შთამომავლები რადგან ასე რომ იყოს დამიჯერე გაცილებით სხვა კალაპოტით წავიდოდით თუნდაც მითოლოგიის მხრივ.

მაგრამ აი რასები კი იყოფა მათ ერთი სათავე არ აქვთ. უნდა გამოვყოთ შავი, ყვითელი, თეთრი და წითელი რასა.

რჩეული სისხლი და ეგეთი სისულელეები თავად ქრისტემ გააუქმა როცა ბოლოს მოვიდა.
მან არა მხოლოდ ერთ ერს,არამედ ყველას გაუხსნა და სულაც არ მაინტერესებს ვისი სისხლი მიდუღს მაგ მხრივ,თუმცა შუმერებზე წამიკითხავს რომ განვითარებით მაღალ საფეხურზე იდგნენ და ეც ცოდნა შეიძლება იყოს ხალხურ წყაროებშიც.
მაგრამ მე მაინტერესებს ის ცივილიზაცია,რომელიც გადარჩა სად ადაპტირდა?
სად გაერია თუ დაიქსაქსა? ამას გეკითხებოდი.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:45 PM

steward

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 07:35 PM) *
მაგრამ აი რასები კი იყოფა მათ ერთი სათავე არ აქვთ. უნდა გამოვყოთ შავი, ყვითელი, თეთრი და წითელი რასა.

მგონი ეს მაინტერესებდა biggrin.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 07:46 PM

LAIRA

არ ვიცი და რომც ვიცოდე ვერც გავბედავდი თქმას რადგან ჩვენსა და მათ შორის იმხელა GAP ია რომ დროშიც გვარიანად ჩამოვრჩებით, განვითარებაშიც და ვინ იცის კიდევ რამდენ რამეში.

რომ დააკვირდე არ ჰიჩნდება ეჭვები განვთარების ეტაპებში, მე 12 საუკუნეში რომ ნახტომი იყო რატომ იყო და რამ ან ვინ განაპირობა?

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 07:48 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:46 PM) *
LAIRA

არ ვიცი და რომც ვიცოდე ვერც გავბედავდი თქმას რადგან ჩვენსა და მათ შორის იმხელა GAP ია რომ დროშიც გვარიანად ჩამოვრჩებით, განვითარებაშიც და ვინ იცის კიდევ რამდენ რამეში.

რომ დააკვირდე არ ჰიჩნდება ეჭვები განვთარების ეტაპებში, მე 12 საუკუნეში რომ ნახტომი იყო რატომ იყო და რამ ან ვინ განაპირობა?

კი როგორ არა ეგ ჩემი შინაგანი კითხვაა ყოველთვის.
საინტერესოა რა მოხდა,არც ვარაუდი მაქვს smile.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 07:52 PM

LAIRA

ეს გავს ქიმიურ რეაქციას რომ დაჩქარებ კატალიზატორით

აიღე ველური ტომები რომლებიც დღემდე შემორჩნენ და მოწყვეტილები არიან გარესამყაროს, და მერე მათი განვითარების დონე.

ადამიანის თვისება არ არის პროგრესი, ის არ არის მიდრეკილი თავისით განვითარედეს რაც არ უნდა გვიმეორონ რომ ღმერთის მარცვალია ჩვენში, მაგალითიც ეგერაა და ფაქტიც რამდენი მარცვალიცაა ჩვენში, არამედ ის ყოველთვის გარედან შემოაქვთ და ამის დოზებსაც აკონტროლებენ

მე არ ვიცი ვის რა მიზნები ქონდა მარა ალბათ დაჭირდათ და ამიტომ წაწიეს წინ, ერთი რამ აშკარა, ადამიანი ჩასახვიდანვე კონტროლს ქვეშაა აყვანილი ოღონდ ძალიან გთხოვ ეხლა ზეციური ძალები არ ახსენო და არ დაუკავშირო, ყველაფერი გაცილებით პირქუშადაა.

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 08:05 PM

ხედავთ მე ტრაბახით არაფერი მითქვამს მაგრამ მაინც ამაზე აკეთებთ აქცენტს. მიკერძოება სულაც არაა რომ წერილში ნათქვამია უფალი ქართულ ენაზე განიკითხავსო. ეგ წერილში წერია. და თუ ნამდვილად ასე იქნებაა. რა ვქნათ? თუნდაც საქართველო დედამიწის გასაღები იყოს ეს სულაც არ გვაძლევს ტრაბახის საბაბს და ირიქით. ებრაელებსაც ეგ მოუვიდათ თავს რჩეულებად თვლიდენ და უფალი ვეღარ იცნეს მართლა რჩეულმა ერმა

Posted by: steward Feb 24 2012, 08:10 PM

c_e_c_e3

რა იყო კაცო შენ არავინ გეუბნება რომ ტრაბახობო და თავს რატომ იმართლებ (მე ყურადღება გავამახვილე ზოგად თვისებაზე რომელიც ყველა ერს აქვს)


სხვათაშორის კომიკური სიტუაციაც იქნება ქართულად რომ განიკითხოს, (აბა ქართველს ფრანგულად ხომ არ განიკითხავს)

წარმოიდგინე სხვა ერების ტანჯვა როცა ქართულად ელაპარაკებიან და მხრებს იჩეჩავენ. ბრლას დებენ და ისინი თავსაც ვერ იმართლებენ. ბოლოს ისე გამოიტანენ განაჩენს და ჯოოხეთში უკრავენ თავს რომ აზრზეც ვერ მოვლენ რატომ და რისთვის ან რა მოხდა საერთოდ.

ამიტომ ისწავლეთ ხალხნო უცხო ენები, ლატარიასავითაა არავინ იცის რომელ ენაზე ამოაგდებს განკითხვას.

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 08:24 PM

მე უბრალოდ მინდა დავაფიქსირო. ქართულ ასომთავრულს გადახედეთ ჩ h, ც C, D ამოტრიალებული ასომთავრული დ ,ფ ბერძნული f. და გარდა ამისა სამივე დამწერლობაში სამების პრინციპია დაცული მ,ძ,ს, სამივე დამწერლობაში ერთნაირად იწერება. ჭ წ ყ ძ ღ ეს ის ბგერებია რომელიც არამგონია რომელიმე დამწერლობას ქონდეს. და კიდევ უამარავი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ქართული ასომთავრული არცერთი დღევანდელი სხვა დამწერლობიდან არ არის გადმოღებული

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 08:26 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 07:52 PM) *
LAIRA

ეს გავს ქიმიურ რეაქციას რომ დაჩქარებ კატალიზატორით

აიღე ველური ტომები რომლებიც დღემდე შემორჩნენ და მოწყვეტილები არიან გარესამყაროს, და მერე მათი განვითარების დონე.

ადამიანის თვისება არ არის პროგრესი, ის არ არის მიდრეკილი თავისით განვითარედეს რაც არ უნდა გვიმეორონ რომ ღმერთის მარცვალია ჩვენში, მაგალითიც ეგერაა და ფაქტიც რამდენი მარცვალიცაა ჩვენში, არამედ ის ყოველთვის გარედან შემოაქვთ და ამის დოზებსაც აკონტროლებენ

მე არ ვიცი ვის რა მიზნები ქონდა მარა ალბათ დაჭირდათ და ამიტომ წაწიეს წინ, ერთი რამ აშკარა, ადამიანი ჩასახვიდანვე კონტროლს ქვეშაა აყვანილი ოღონდ ძალიან გთხოვ ეხლა ზეციური ძალები არ ახსენო და არ დაუკავშირო, ყველაფერი გაცილებით პირქუშადაა.

ეზოთერიკების აზრი იყოფა როგორც ჩანს ღვთიურ მარცვალზე და მის საერთოდ არ არსებობაზე.ადამიანის თემაში მე და კიდევ ორი ადამიანი სწორედ ამას ვამბობთ რომ ჩარევის გაერეშე არც არაფერი არ ხდება.ყველა ვერ ავითარებს ამ ღვთიურ მარცვალს,პირიქით კლავს მას თავის თავში.
ისე მე ვფიქრობდი რომ რეინკარნირებულნი იყვნენ ზოგიერთი ასე ვთქვათ და დამხმარენი იმ საზოგადოებაშიც.ზოგიც კი ციდან მოეწოდებოდათ როგორც ჩანს ფრესკებზე.
ერთ ერთი ჩვენი ფორუმელის თქმით შეძლება სწორედ ესენი იყვნენ "ხელდასხმულები".
შენ არ ვიცი რას გულისხმობ გაცილებით პირქუშობაში.
მაინტერესებს ისე smile.gif)
ზეციური ძალები არ ვიცი მე მე ვიცი ის რასაც ვგრძნობ

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 08:31 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 08:10 PM) *
c_e_c_e3

რა იყო კაცო შენ არავინ გეუბნება რომ ტრაბახობო და თავს რატომ იმართლებ (მე ყურადღება გავამახვილე ზოგად თვისებაზე რომელიც ყველა ერს აქვს)
სხვათაშორის კომიკური სიტუაციაც იქნება ქართულად რომ განიკითხოს, (აბა ქართველს ფრანგულად ხომ არ განიკითხავს)

წარმოიდგინე სხვა ერების ტანჯვა როცა ქართულად ელაპარაკებიან და მხრებს იჩეჩავენ. ბრლას დებენ და ისინი თავსაც ვერ იმართლებენ. ბოლოს ისე გამოიტანენ განაჩენს და ჯოოხეთში უკრავენ თავს რომ აზრზეც ვერ მოვლენ რატომ და რისთვის ან რა მოხდა საერთოდ.

ამიტომ ისწავლეთ ხალხნო უცხო ენები, ლატარიასავითაა არავინ იცის რომელ ენაზე ამოაგდებს განკითხვას.


rolleyes.gif
ქართული ხომ მენტალური ენაა biggrin.gif

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 08:36 PM

"ზეციური ძალები არ ვიცი მე მე ვიცი ის რასაც ვგრძნობ" კიმაგრამ თუ ზეციური ძალები არ იცი როგორღა უნდა გაარკვიო ეგ გრძნობა დადებითია თუ უაროფითი. დიდი შანსია ადამიანს შეეშალოს და ვერ გაარკვიოს ბოროტისგანაა ეგ გრძნობა თუ კეთილისგან თუ დამოუკიდებელი ჰგონია თავი. მგონი დამოუკიდებელი მხოლოდ არჩევანი აქვს ადამიანს. და იდეოლოგია კი მისი საქმე არაა

Posted by: steward Feb 24 2012, 08:43 PM

c_e_c_e3

ვერ გაარკვევ

რა არის კარგი და რა არის ცუდი? მაინც იმაზე არაა დამოკიდებული თუ მდინარის რომელ ნაპირზე დგავართ რადგან რომელზეც არ უნდა იდგე მეორე მაინც საპირისპირო ნაპირად გეჩვენება, ყველაფერი მაინც შინაგან მიდრეკიდელბაზე და მუხტზე მიდის.


LAIRA

ჰმ მარცვალი. მაგ მარცვალს ვისაც უნდა იმას ჩაუდებენ და ვისაც უნდა ამოაცლიან, ამდენი თვითგვემაც არ შეიძლება


შენი აზრი მაინტერესებს რისთვის გაჩნდა თუ შექმნეს ადამიანი??? რა მიზნით? რაში დაჭირდათ?

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 08:46 PM

QUOTE(c_e_c_e3 @ Feb 24 2012, 08:36 PM) *
"ზეციური ძალები არ ვიცი მე მე ვიცი ის რასაც ვგრძნობ" კიმაგრამ თუ ზეციური ძალები არ იცი როგორღა უნდა გაარკვიო ეგ გრძნობა დადებითია თუ უაროფითი. დიდი შანსია ადამიანს შეეშალოს და ვერ გაარკვიოს ბოროტისგანაა ეგ გრძნობა თუ კეთილისგან თუ დამოუკიდებელი ჰგონია თავი. მგონი დამოუკიდებელი მხოლოდ არჩევანი აქვს ადამიანს. და იდეოლოგია კი მისი საქმე არაა

შეიძლება შემეშალოს და შემშლია კიდეც,მაგრამ რაღაც არსებობს რაც მეხმარება ამოვიდე ხოლმე.არაერთხელ ჩავვარდნილვარ ცუდ დღეში იმიტომ რომ ვერ გამირკვევია ის რა იყო.სამაგიეროდ ამოსვლის მერე გამოცდილება მაქვს ისეთი რომ თოერიებით რომ გადიატენონ თავები მაინც ვერ მიიღებენ იმდენს smile.gif
აი ის ვიცი რაც მეხმარება და უეჭველი დამეხმარება,არ არსებობს არ დამეხმაროს.ჯერ არ მომხდარა რომ მარტო დავეტოვებინე.თუმცა ხანდახან მგონია რომ მარტო ვარ მაგრამ ეს მცდარი აზრია,ხანდახან მგონია რომ ვსო მორჩა წავიქეცი,მაგრამ არ ვიცი საიდან ისევ ვდგავარ.მინდობილი ვარ მოკლედ,არ ვიცი ეგ რა არის ზეციური ძალებია თუ რა არის მე ეგ არ ვიცი.ერთი რამ ვიცი,მე ვსწავლობ.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 08:59 PM

steward

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 08:43 PM) *
ვისაც უნდა იმას ჩაუდებენ და ვისაც უნდა ამოაცლიან

ეს რა უსამართლობაა რობოტები ხომ არ ვართ sad.gif
ჩვენ საცდელი ვირთხები ვართ?
რაღაც არა მგონია.
ერთ რაღაცას ვაკვირდები რა,აი ხომ არის რომ ადამაინში შედის რაღაც ძალები რომელიც სასწაულად ტანჯავენ ხოლმე ადამიანს.ადრე ვნახე ერთი თემა სადაც მოთხრობილია ერთი პატარა გოგონას ამბავი რომელიც გარდაიცვალა შემდეგ ამ საშინელების ტანჯვის შედეგად.
მე მაინტერესებდა და ვიძიებდი ერთ საკითხს,რატომ ყველაში არ შედის და რა ხდება რომ ზოგში შედის?
დავიწყე გამოძიება ამ გოგონას ისტორიის და ერთ საინტერესო დეტალს წავაწყდი
გოგონას დედას ქონდა გაკეთებული აბორტები ახალგაზროდბაში (გოგონა კათოლიკურ ოჯახს ეკუთვნოდა) , ამის შესახებ დედა მას განუწყვეტლივ ესაუბრებოდა და ნერგავდა მასში შიშს,სინანულს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს გოგონამ გადაწყვიტა დედის "ცოდვები" ეტვირთა და მიმართავდა თვითგვემას,ის შიმშილობდა და თავს იროზგავდა,თავს იგდებდა უკიდურეს ტანჯვაში.
სწორედ ამის შემდეგ მოხდა ეს საშინელება,მასში შევიდა იმდენად დიდი საზიზღრობა,რომ მრავალი წელი ტანჯა ის,საოცარი ხმით ღრიალებდა ადამინის სახე დაკარგა.
მე ერთი დასკვნა გავაკეთე
ამის უფლება მან თავად მისცა
აი ესაა საინტერესო სწორედ,თუ ირჩევ შენ შენ ხარ პასუხისმგებელი,ადამიანს აქვს თავისუფალი აზროვნება,ნება და გონება.
ის თავდ განაგებს თავის ბედს.

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 08:43 PM) *
შენი აზრი მაინტერესებს რისთვის გაჩნდა თუ შექმნეს ადამიანი??? რა მიზნით? რაში დაჭირდათ?

არ ვიცი ჩემო კარგო.ეს მეც ძალიან მაინტერესებს,ჯერ ვერ მივედი დასკვნამდე,ჯერ კიდევ ვერ ვხვდები.

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 09:05 PM

აი მაგაში კი გეთანხმები. ზედმეტი თეორიები და იდეოლოგიები მხოლოდ აბრკოლებს ადამიანს სიმართლის გაგებაში. დღეს მსოფლიო კი ამპრობლების წინაშეა. ერთი იდეოლოგია მეორის წინააღმდეგ და ასე იცვლება სტრეოტიპები და წარმოდგენები. არა და უფალი იესო ქრიტეე იმისთვის მოვიდა რომ ამაში გახლართული კაცობრიობა ამოეყვანა და ცნობიერება აემაღლებინა ადამიანების. დღეს კი პირიქითაა, მეცნიერებაო მერე მეცნიერებაზე ლაპარაკობენ ისეთები რომლებსაც ყუ მოუკრავთ და სიმართლე გონიათ, მერე ახალ ახალი რელიგიებიო. მერე ამდენი კანონებიო. მერე ერევათ ერთმანეთში. ვიღაცას ამ კანონების დაცვა უნდა ზედმიწევნით ვიღაცა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ასეე მიდის ეს დრო. რეალურად კი მსოფლიომ ტექნნიკა გაანვითარა რომელმაც ხელი უფრო შეუწყო ცნობიერების დაცემას.

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 09:05 PM

რიავიცი რიავიცი biggrin.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 09:06 PM

LAIRA

გოგონამ მისცა ამის უფლებაა????

შენ ძველი ანდაზა გახსოვს პაპის ნაჭამ ტყემალზეე????

ამ ყველაფრის მიზეზი გოგონას არჩევანი კი არა დედამისის საქციელი იყო ხოლო შედეგის სახით ეს მის შვილზე აისახა.
გენეტიკურად მარტო თვალწარბის მოხაზულობაა რ გადადის არამედ ის ენერგეტიკაც რაც მშობელს აქვს შეძენილი მისი ცხოვრების მანძილზე.


აა უსამართლობად გეჩვენება? ეს უკვე კარგია. მე პირადად გპირდები ამისთანა კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება რასაც ან გაუსწორებ თვალს ან კიდევ არა, თუმცა სად დაიმალები რო?

იცი ადამიანს უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, და რობოტების კეთებაც ასევე ტოტალური კონტროლი, ანუ ყველაფერი თან დევს ის რისთვისაც შექმნეს. იმედი კიდე იმისთვის მისცეს რომ მაინც ქონდეს უტოპია რომ ასე არაა და ან თუ ასეა ოდესღაც თავს დააღწევს.


c_e_c_e3

და ისეომდე არ იყო რელიგიები და ცოდნა???? მე მგონი იმის უკეთესიც კი ვიდრე ეხლაა

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 09:22 PM

steward

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 09:06 PM) *
ამ ყველაფრის მიზეზი გოგონას არჩევანი კი არა დედამისის საქციელი იყო ხოლო შედეგის სახით ეს მის შვილზე აისახა

იქ გარკვევით ფიქსირდება გოგონამ თავის სურვილით აიღო დედის ცოდვა თავის თავზე(საერთოდ სიბნელის ელემენტებს ამჩნევ?უკუნეთია რა).

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 09:06 PM) *
უსამართლობად გეჩვენება? ეს უკვე კარგია. მე პირადად გპირდები ამისთანა კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება რასაც ან გაუსწორებ თვალს ან კიდევ არა, თუმცა სად დაიმალები რო?

იქნებ არც ღირდეს თვალის გასწორება? biggrin.gif
თუმცა ღირს დაფიქრება
ან საერთოდ ვინ არიან "ისინი"

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 09:27 PM

c_e_c_e3

QUOTE(c_e_c_e3 @ 24th February 2012 - 09:05 PM) *
ვიღაცას ამ კანონების დაცვა უნდა ზედმიწევნით ვიღაცა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ასეე მიდის ეს დრო.

რელიგიებს შორის კამათში ხომ დრო ენერგია და ნიჭიც უაზროდ იფლანგება.
არადა არც არაფერია გასარკვევი დიდად,ბოლო მოსვლისას რაც დადგინდა მისდიო უნდა იმას.რათ უნდა მდენი ტლიკინი ვერ გამიგია.

Posted by: steward Feb 24 2012, 09:29 PM

LAIRA

კი აბა რა თავისი სურვილით. მე თუ მკითხავ დედამისმა მას არჩევანის საშუალება არ დაუტოვა.
ჰო არ ღირს, და ნუ გაუსწორებ არც არავინ დაგაძალებსმ პირიქით მეტი პრივილეგიები გექნება.

მენშე ზნაეშ, კრეპჩე სპიშ

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 09:35 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 09:29 PM) *
LAIRA

კი აბა რა თავისი სურვილით. მე თუ მკითხავ დედამისმა მას არჩევანის საშუალება არ დაუტოვა.
ჰო არ ღირს, და ნუ გაუსწორებ არც არავინ დაგაძალებსმ პირიქით მეტი პრივილეგიები გექნება.

მენშე ზნაეშ, კრეპჩე სპიშ

რას ამბობ სულ კითხვებით მაქვს თავი გატენილი smile.gif
არ გავუსწორებ კი არა ძალით ვეძებ ხოლმე biggrin.gif

შენ კაი ძილგამფრთხალი უნდა იყო ისე biggrin.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 09:40 PM

LAIRA

შენი ვერ გავიგე დრო უაზროთ იფლანგებაო რელიგიებს შორის კამათშიო და მერე უამრავი კითხვა მაქვსო, ესენი როგორ უნდა შეათავსო?

LAIRA
c_e_c_e3

ლეგენდა ბაბილონის შესახებ გაგიგიათ ალბათ თქვენი აზრი მაინტერესებს
რა მოხდა მაგ დროს და რაზე მიგვითითებს ეგ მოვლენა, რა არის გადმოცემული

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 09:44 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 09:40 PM) *
LAIRA

შენი ვერ გავიგე დრო უაზროთ იფლანგებაო რელიგიებს შორის კამათშიო და მერე უამრავი კითხვა მაქვსო, ესენი როგორ უნდა შეათავსო?

LAIRA
c_e_c_e3

ლეგენდა ბაბილონის შესახებ გაგიგიათ ალბათ თქვენი აზრი მაინტერესებს
რა მოხდა მაგ დროს და რაზე მიგვითითებს ეგ მოვლენა, რა არის გადმოცემული

მე არ ვკამათობ რელიგიებზე
მე იმაზე ვსაუბრობ რაც მემართება,უშუალოდ რაც მე მეხება.

მე ვიცი ეხლა რასაც მეუბნები შენ.ღმერთი არ არსებობს იმის თქმევინება გინდა biggrin.gif
არ ვიტყვი მაგას confetti.gif biggrin.gif

Posted by: steward Feb 24 2012, 09:46 PM

LAIRA

არანაირად, ვერ მიმიხვდი. სხვა რამის თქმა მინდოდა მაგრამ შენ გამოავლინე თუ რისი გეშინია და რატომ შეიძლება ხოლმე საუბარი გაწყვიტო ხოლმე და ზოგჯერ ამან არასწორი გზითაც კი წაგიყვანოს

თუმცა არაა პრობლემა, შენი ნებაა გააგრძელებ თუ არა საუბარს. ამჯერად არ ღირს.

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 10:01 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 09:46 PM) *
LAIRA

არანაირად, ვერ მიმიხვდი. სხვა რამის თქმა მინდოდა მაგრამ შენ გამოავლინე თუ რისი გეშინია და რატომ შეიძლება ხოლმე საუბარი გაწყვიტო ხოლმე და ზოგჯერ ამან არასწორი გზითაც კი წაგიყვანოს

თუმცა არაა პრობლემა, შენი ნებაა გააგრძელებ თუ არა საუბარს. ამჯერად არ ღირს.

საქმე ისაა რომ მე ასე მგონია ყოველ ცივილიზაციას მიეცა თავის გადარჩენის ფორმულა,რომელიც შესაბამისად ვერ გამოიყენა,ასევე ეპოქების მანძილზე მრავალჯერ იქნა დახვეწილი ეს ფორმულა,ძირითადი ღერძი ალბად სიყვარული იყო ყოველთვის,თუმცა ვერცერთმა ცივილიზაციამ ვერ მოახერხა გამოეყენებინა ეს.
ახლა ჩემი ფიქრები მიდის იქით,რომ ჩვენ ცივილიზაციასაც მიეცა ეს ფორმულა მრავალჯერ,ეპოქების ცვალებადობის და სხვადასხვა დონის განვითარების მიხედვით ადამიანებს ეძლეოდათ ეპოქის შესაბამისი დახვეწილი ფორმულა.
ბოლო ფორმულა იყო ქრისტე,რომელმაც მოიტანა ამ ეპოქისთვის მორგებული ფორმულა,ამაზე უახლესი მოდელი არ მეგულება,აი ასე ვუყურებ ამ ამბავს და საერთოდ არ ვითვალისწინებ მოდელის შემდგომ ფორმაციებზე მსჯელობებს,ჩემთვის ის პირველადია.
არ ვიცი სწორად ავხსენი თუ არა მაგრამ ჩემი აზრით ძალზედ მარტივი მოდელია და რატომღაც ართულებენ და უმატებენ რაღაცეებს რაც საჭიროა არაა და იწვევს სულ სხვა მიმართულებით სიარულს რეგრესისკენ და არა პირიქით პროგრესისკენ.
შენ თავად ამბობდი რომ ერევიან,ხოდა ჩარევა როგორიან აბა? მოვლენ და თავში ჩაუბეჭდავენ ?
დელტაში კი არ უნდა ჩავაფინოთ ბადე ოროს მოსაპოვებლად,არამედ სათავეში რომ არ დაიქსაქსოს შემდეგ.
ამაშია საქმეც სათავეს ჩაჭიდოთ ხელი და იქაა სიმართლეც,განა იქიდან არ დაიწყო დაყოფა?
იქნებ რამე ისეთს ვამბობ რაც არ მომხდარა?
ყველაფერი რასაც ვფიქრობ ეგრე იყო,მოვიდა და გვითხრა ასე ქენით ასე ქენით და გადარჩებით,მერე დაიწყეს არა ასე არ უთქვია არა ისე არ უთქვიაო და აცდნენ მთავარს,არადა მთავარიო სწორედ რომ მარტივია.
მისი სხვა ინკარნაციები არის ძველი.
მე ვიტყოდი რომ სახარება კონსპექტია.გამარტივებული.

Posted by: steward Feb 24 2012, 10:58 PM

LAIRA

მისი სხვა ინკარნაციები? smile.gif საიდან დაასკვენი? ქრისტიანობა ხომ არ აღიარებს მსგავს "წარმარტობებს" არც თავად ქრისტეს უთქვამს რამე ინკარნაციებზე, და არც შენს ნახსენებ "კონსპექტებში" წერია რამე ამის შესახებ smile.gif


QUOTE
მოვლენ და თავში ჩაუბეჭდავენ ?


ჰო თანაც ისე რომ ვერც გააცნობიერებ და რატომღაც გეგონება რომ შენი არჩევანია biggrin.gif
ჰო და კიდევ მდინარის ბოლოც მდიდარია მინერალებით ვიდრე თავი biggrin.gif


ნუ საბოლოოდ გასაგებია რისი თქმაც გინდოდა smile.gif

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 11:04 PM

ბაბილონის გოდოლს რაც შეეხება არ ვიცი ვერაფერს მოგახსენებ, უბრალოდ ერთი რამის თქმა შემიძლია სამყარო უზარმაზარია დროშიც და მანძილშიც ასე რომ მხოლოდ დედამიწაძე სიცოცხლის ჩვენებური ფორმისთის პირობები იმდენი ხანია არსებობს რომ მგონია კაცობრიობის ასაკი აარაფერია ამასთან შედარებით. ასე რომ მგონია ბევრი ცივილიზაცია გამოიცვალა დედამიწამ, და ბაბილონის გოდოლი მგონია იმისეთი რამაა რაც დღეს მეორდება ახალი ბაბილონის გოდოლი შენდება მსოფლიოში, ადამიანთა უბრავლესობა უღმერთოდ ცხოვრობს ან ცხოვრობს გაფანატებულად, (ფანატიზმი სიყვარულის გარეშე რწმენაა) ადამიანები იმდენად მიეჯაჭვენ მატერიალურს რომ გონიათ თავად არიან ყველაფერი დღეისთვის საზოგადოებაზე სასწაულივით გავლენას ახდენს თანამედროვე ტეკა და ჰგონიათ ხალხს რომ ეს კარგია. მსოფლიო ამპარტავნებაში ვარდება. უღმერთოს ცხოვრობს იმხელა ფონია აქვს თანამედროვე ტექნიკას რომ რეალობას და სიმართლეს ვეღარ ამჩნევენ. აი ბაბილონის გოდოლიც. რაც ერთხელ გამეორდა და მეორედ გამეორების საშიშროების წინაშე ვართ. ადამიანიშვის სიტყვა თავისუფლებამ სხვა არასწორი მნიშველობა მიიღო. არა და აშკარად თანამედროვე ტექნიკის მონებად ვიქეცით და საკუთარი შესაძლებლობები დავაკნინეთ, და მიუხედავად ამისა პირიქით გვეჩვენება ყველაფერი

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 11:05 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 10:58 PM) *
LAIRA

მისი სხვა ინკარნაციები? smile.gif საიდან დაასკვენი? ქრისტიანობა ხომ არ აღიარებს მსგავს "წარმარტობებს" არც თავად ქრისტეს უთქვამს რამე ინკარნაციებზე, და არც შენს ნახსენებ "კონსპექტებში" წერია რამე ამის შესახებ smile.gif
ჰო თანაც ისე რომ ვერც გააცნობიერებ და რატომღაც გეგონება რომ შენი არჩევანია biggrin.gif
ჰო და კიდევ მდინარის ბოლოც მდიდარია მინერალებით ვიდრე თავი biggrin.gif
ნუ საბოლოოდ გასაგებია რისი თქმაც გინდოდა smile.gif

არ დავასკვენი წავიკითხე smile.gif
აღიარებს,ოღონდ ეგ არაა ის ცოდნა რომელიც საეროა,დაფარულია,სამონასტრო ეწოდება და მხოლოდ მონასტრებშია,გარეთ არ გამოდის,ეხლა დგება დრო ანუ უკვე დადგა რომ გამოდის და არის საუბრები ამის შესახებ მაგრამ მაინც არა საზოგადოდ.
სხვათაშორის კონსპექტში ძალიან ბევრი რამ წერია მაგაზეც biggrin.gif უბრალოდ აღმოჩენა უნდა

Posted by: steward Feb 24 2012, 11:11 PM

LAIRA

კაი ბატონო მაგრამ თავად ქრისტემ არ იქადაგა რომ არანაირი საიდუმლოება აღარ უნდა ყოფილიყო? და ამიტომაც არ ჩამოიხა საკურთხევლის ფარდა? ეხლა კი არ უნდა ხდებოდეს რაღაც რაღაცეების გაშუქება, თავიდანვე უნდა წასულიყვნენ მაგ გზით




და შენ ვინ წაგაკითხა ძაან მაინტერესებს მაგათი დაფარული ტექსტები??? ან თუ დაფარულია საიდან იცი მაშინ? smile.gif

Posted by: c_e_c_e3 Feb 24 2012, 11:14 PM

ადამიანების უმრავლესობის სული აბად ხშირად უბრუნდება ისევ დედამიწას, მე მგონია განკითხვის ჟამს გადაწყდება ვინ სად წავა

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 11:34 PM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 11:11 PM) *
LAIRA

კაი ბატონო მაგრამ თავად ქრისტემ არ იქადაგა რომ არანაირი საიდუმლოება აღარ უნდა ყოფილიყო? და ამიტომაც არ ჩამოიხა საკურთხევლის ფარდა? ეხლა კი არ უნდა ხდებოდეს რაღაც რაღაცეების გაშუქება, თავიდანვე უნდა წასულიყვნენ მაგ გზით
და შენ ვინ წაგაკითხა ძაან მაინტერესებს მაგათი დაფარული ტექსტები??? ან თუ დაფარულია საიდან იცი მაშინ? smile.gif

ეგეთი ხასიათი მაქვს სანამ არ გავიგებ რასაც ყური მოვკარი და გავერკვევი სულს ამოვხდი ადამიანს smile.gif

ქრისტემ რაც იქადაგა თავად ის 7 საიდუმლოა ძირითადად.და ყველაფერი დაფარა,და მისცა სიმბოლური სახე,ამიტომ ქვია საიდუმლო.
ბრმა ასრულებით მადლი ისევ გადმოდის,მაგრამ თუ გონებით ჩაწვდი ოოოო biggrin.gif მთებს გადადგავ.მაგრამ ცოტას თუ შეუძლია ეს,ამიტომაცაა დაფარული.

QUOTE
ეხლა კი არ უნდა ხდებოდეს რაღაც რაღაცეების გაშუქება, თავიდანვე უნდა წასულიყვნენ მაგ გზით

ამი წინააღმდეგი იყო გარკვეული ხალხი,ამიტომაც დაიფარა,დღეს კი მივიღეთ ის სახე რასაც ეხლა გვაჩვენებენ,ამპარტავნება შენიღბული მოჩვენებითი სასოებით,ამაოდმეტყველება შენიღბული მჭევრმეტყველებით,ფარისევლობ
შენიღბული გულწრფელობით და ამას ქვია ის რასაც ვხედავთ ჩვენ,ხოლო სიღრმეებს ცოტა თუ იძიებს.
საერთოდ ვინც ფიქრს იწყებს საკუთარ თავზე და გამოძიებას თავის თავისას მას თავდვე ეხსნება საიდუმლო,თუ არადა მიედინება ჩვენი ცხოვრება მდორედ.ყველაფერი უწყობს ხელს გარშემო რომ ადამიანმა არ იფიქროს მთავარზე,და არ დასვავს კითხვა და არ დაუსვას კითხვა თავის თავს პირველ რიგში.
საკუთარ სულზე არავინ ფიქრობს,არამედ ფიქრობს ფიზიკურზე,როგორ ჩაიცვას,როგორ ისწავლოს (რა უნდა ისწავლოს საინტერესოა?პროფესია , რომ იმ პროფესიამ აჭამოს მერე,ვერ გაამტყუვნებ smile.gif )

სინამდვილეში ჩვენ უნდა დავსვთ კითხვა
დავისვათ კითხვები სხვებს
დავუსვათ კითხვები საკუთარ თავს,ჩვენ არ უნდა გვაკმაყოფილებდეს კითხვები რომელსაც პასუხს ვერ ვცემთ,და ვეგუებოდეთ ფრაზას "ამას ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება".
ადამიანი მოაზროვნე არსებაა და თავისუფალია თავის არჩევანში.
მუდამ ვადარებ და შევადარებ ადამინის ცოხვრებას ჭადრაკს,სადაც ორივე ფერი თვითონაა და სამყაროს ჭადრაკს,სადაც არსებობს ორი ფერი.
მოკლედ ბვერი რამეა სათქმელი კიდევ მაგრამ ეს თემას არც ეხებოდა მგონი biggrin.gif შევყევი ფიქრებს

Posted by: steward Feb 24 2012, 11:49 PM

QUOTE
ბრმა ასრულებით მადლი ისევ გადმოდის


რა აზრი აქვ რომ ასეთ მადლს. იგივეა ბრამამ რომ ქალაქი დაათვალიერო.


ვინც დაფარა ეგ სხვა საქმეა.
არ მინდა დავიჯერო რომ სასულიერო პირი დააბი და სული ამოტხარე სანამ არ დაფქვა ყველაფერი biggrin.gif

c_e_c_e3
აჰა გასაგებია.

მსგავსი ლეგენდები პირდაპირ არ უნდა გავიგოთ ხოლმე,რადგან ეს ზუსტად ისტორიაა ოღონდ მეტაფორულად და ალეგორიულად გადმოცემული. არა სინამდვილეში არავინ ცდილობდა რომ დიდი კოშკი აეშენებინა, და არა არავის თავში არ აუვარდა და ღმერთად არ წარმოუდგენია თავი.

ჯერ უნდა გავიგოთ სანამ ვიტყვით რა არის ამპარტავნება და რას ვუწოდებთ მას. მერე უღმრთო ცხოვრება და მერე ღვთიური. რა თქმა უნდა არ გულისხმომებ ერთი და მეორე ორ განსხვავებულ ყოფას სადაც ერთგან ლოცულობენ და ხარს სწირავენ ხოლო მეორეგან აიპოდებით დადიან და მორწმუნეებს დასცინიან.

LAIRA

და კიდევ თავისუფალი არჩევანი ცოტა არ იყოს სანტა კლაუსის არსებობას მაგონებს.

ადამიანმა აირჩია თავისი გზა მაგრამ ერტხელ გაწყვიტეს ხოლო მეორედ დაშალეს და გაფანტეს. რატომ არ აძლევენ უფლებას იცხოვროს ისე როგორც უნდა და ერევიან თუ კი არსებობს თავისუფალი ნება??????? თუ ეს ნება ის არის რომ იმ კონდიციამდე მიიყვანონ რომ მან თავისით აირჩიოს ის რაც მოახვიეს და აიძულეს ეს თავისუფალი ნებაა???? ეხლა უსაზღვრო სიყვარული არ მოიმიზეზოთ გთხოვთ რომ უყვარდა ადამიანი და არ დაუშვეს მისი ასეთი განვითარებაო. ან როგორ ისიც არ ვიცით იქნებ კარგადაც მივდიოდით? მაგრამ ვიღაცას ან ვიღაცეებს არ აწყობდათ

Posted by: LAIRA Feb 24 2012, 11:54 PM

steward

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 11:49 PM) *
არ მინდა დავიჯერო რომ სასულიერო პირი დააბი და სული ამოტხარე სანამ არ დაფქვა ყველაფერი

ერთხელ დაიყვირა კიდეც მომაშორეთ ეს გოგო სულს მხდის ვინა არის მოგზავნილიაო biggrin.gif მაგრამ ნურას უკაცრავად ჩემი მოშორება ეგრე ადვილი არაა biggrin.gif

QUOTE(steward @ 24th February 2012 - 11:49 PM) *
დამიანმა აირჩია თავისი გზა მაგრამ ერტხელ გაწყვიტეს ხოლო მეორედ დაშალეს და გაფანტეს. რატომ არ აძლევენ უფლებას იცხოვროს ისე როგორც უნდა და ერევიან თუ კი არსებობს თავისუფალი ნება??????? თუ ეს ნება ის არის რომ იმ კონდიციამდე მიიყვანონ რომ მან თავისით აირჩიოს ის რაც მოახვიეს და აიძულეს ეს თავისუფალი ნებაა????

ამიტომაც ვფიქრობდი რომ არსებობს შავი და თეთრი,და სამყარო ბრძოლაა,ბრძოლა გადარჩენისთვის,სხვა დასკვნა მე არ მაქვს და თუ შენ გაქვს დასკვნა თქვი,ოღონდ ის არა რა,თითქოს წინასწარ არის ეს პროგრამა დაწერილი და ასე უნდა დაველოდოთ და არაფერი ვაკეთოთ და თავისთავად მოხდება ყველაფერი.ამას ვერაფრით ვერ შევეგუები,შიგნიდან არ მეთანხმება ვიღაც.

Posted by: steward Feb 24 2012, 11:58 PM

LAIRA

არა ჩემო კარგო დავჯდეთ და თვითონ მოვა ამას 2000 წელია უმეორებენ. ჩემგან ვერ გაიგებ.
მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად ჩვენს ნებას ჩვენსაააააააააააას და არა სადღაც იქ . თუ ხარ ცოცხალი და არსებობ ყველაფერი უნდა დაუშვა იდეაში მაინც ჯერ.

Posted by: LAIRA Feb 25 2012, 12:18 AM

QUOTE(steward @ Feb 24 2012, 11:58 PM) *
LAIRA

არა ჩემო კარგო დავჯდეთ და თვითონ მოვა ამას 2000 წელია უმეორებენ. ჩემგან ვერ გაიგებ.
მაგრამ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად ჩვენს ნებას ჩვენსაააააააააააას და არა სადღაც იქ . თუ ხარ ცოცხალი და არსებობ ყველაფერი უნდა დაუშვა იდეაში მაინც ჯერ.

ამხელა ფილარმონია თავი იმიტომ მაბია რომ ვიფიქრო.
დავუშვა ეგრე სადაა?
ჯერ ვიფიქრებ და მერე გადავწყვიტავ ვუშვებ თუ არა,ეგრე რომ დავუშვა ყველა ნაგავი ჩემში სად ვარჩიო მერე რა ნაგავია და რა სასარგებლო?
ვინც არ ფიქრობს და უშვებს ყველაფერს იმან იკითხოს თავის ანარქია,მე მირჩევნია გადავწყვიტო,ჩემისით,რა არის კარგი და რა ცუდი.განა მე პიროვნება არ ვარ?მე არ ვარ ამ სამყაროს ნაწილი?სრულუფლებიანი წვერი რომელსაც მოეცა ეს რეალობა რათა გაერკვეს.
ყოველთვის ვცდილობ ჩემს გარშემოც დავრგო ეს კითხვები,რატომ რატომ რატომ
ყოველთვის მაიუნტერესებს და ვერ ვიტან სიმდოვრეს,უმოქმედობას,დინები
ს მიყოლას,და კიდევ ვერ ვიტან ადამიანებს რომელნიც ფარისველური სიმშვიდით იფერებენ გულგრილობას და ამას ასაღებენ წონასწორობაში.
დიდი განსხვავებაა თავშეკავებულ ცბიერებასა და გულიდან წამოსულ ემოციას შორის.
არ მომწონს ადამიანები რომელიც გვერდულად წარმოგვიჩენენ თავის მდაბალ გრძნობებს და ამ გრძნობებს ნიღბავენ მოჩვენებითი ფარისევლობით.
ვინც განსხვავებას ვერ ხედავს ვურჩევ ჩაეძიოს თავის თავს
მართლა უყვარს?
მართლა სიკეთეს აკეთებს?
მართლა მშივიდადაა?
მართლა არ არელვდა?
მართლა არ შეშფოთდა?
სიმართლე
აი რა უნდა ვეძებოთ ჩვენს გულში ქცევასა თუ ხასიათში
სამწუხაროდ ჩვენ რაც დორ გადის პირიქით ვსწავლობთ როგორ მივჩქმალოთ ჩვენი მანკიერი მხარეები
და თითი გავიშვიროთ სხვებისკენ როდესაც თავად უარესი გვაქვს შენიღბული smile.gif)
დასაფიქრებელია ეს.
ვისაც თავი აქვს იფიქროს და გაეხსნება საიდუმლოც.

ნეტა მეც შემაძებინა ყველაფერზე ფიქრი,ძლივს ფიქრი დავიწყე და ათას დაბრკოლებას გადავაწყდი,გეგონება ვიღაცას ჩემში არ უნდა რომ დავიწყო ამოსვლა და უკან მაგდებს.
მოკლედ დიდი ბრძოლაა ეს.

Posted by: c_e_c_e3 Feb 25 2012, 12:24 PM

მე მაინც ასე მგონია. სხვათაშორის ამ ფორუმზე დაწერა ვიღაცამ. მიზანი არის ისევ დაუბრუნდეთ უმაღლეს მესო. უმაღლეს რომელმაც დააფრაგმენტაა სული და სიყვარულით უნდა მიუერთდეს ისევ მას. სამების პრინციპიც ხომ ესაა ერთარსება ღმერთი სამებად. რომელიც მისი ნების გამომხატველია. ანუ ადამიანთა სულების მიზანი უნდა იყოს რომ მიუერთდეს ქრისტეს. და მხოლოდ ამის მერე განჭვრეტს მამა ღმერთს. მოციქულები ყველა ესე მოიკითხავენ. მოგიკითხავთ უფალ იესო ქრისტეშიო. ისე არ ვიცი სხვა ერების მაგრამ ქართულში ზუსტი შესატყვისები აქვს სახელებს, მაგალითად სული, რომელიც სულ ერთ მთლიანს ნიშნავს . ერთი. სიტყვა ღმ-ერთი. ისე თუ გნებავთ ბოლნური ჯვარის დახაზვის პრინციპი ნახეთ. 3 სულით იხაზება ანუ სამი სულ მთლიანი წრით. და ჩვენ მართმადიდებლები რომ პიჯვარს ვიწერთ ბოლნური ჯვირს გამომხატველია. მამა სამი შეერტებული რით ანუ თითებით. რომელიც ჩაზნექილ ტოლგვერდა სამკითხედს გამოსახავს. ძე მამისაგან მხოლოდ შობილი.იგივე მუცელთან და სული წმინდა ანუ სულ წმინდა . ანუ სულ წილ მინდა ესაა უფლის ნების გამომხატველი. სახიერო სული. ანუ სულია სახიერო. ისე ქართულ სიტყვებს ჩამოაშორეთ ბრუნვის ნიშნები და დააკვირდით რა ზუსტად არის შერჩეული სიტყვები.

Posted by: LAIRA Feb 25 2012, 12:30 PM

QUOTE(c_e_c_e3 @ Feb 25 2012, 12:24 PM) *
მე მაინც ასე მგონია. სხვათაშორის ამ ფორუმზე დაწერა ვიღაცამ. მიზანი არის ისევ დაუბრუნდეთ უმაღლეს მესო. უმაღლეს რომელმაც დააფრაგმენტაა სული და სიყვარულით უნდა მიუერთდეს ისევ მას. სამების პრინციპიც ხომ ესაა ერთარსება ღმერთი სამებად. რომელიც მისი ნების გამომხატველია. ანუ ადამიანთა სულების მიზანი უნდა იყოს რომ მიუერთდეს ქრისტეს. და მხოლოდ ამის მერე განჭვრეტს მამა ღმერთს. მოციქულები ყველა ესე მოიკითხავენ. მოგიკითხავთ უფალ იესო ქრისტეშიო. ისე არ ვიცი სხვა ერების მაგრამ ქართულში ზუსტი შესატყვისები აქვს სახელებს, მაგალითად სული, რომელიც სულ ერთ მთლიანს ნიშნავს . ერთი. სიტყვა ღმ-ერთი. ისე თუ გნებავთ ბოლნური ჯვარის დახაზვის პრინციპი ნახეთ. 3 სულით იხაზება ანუ სამი სულ მთლიანი წრით. და ჩვენ მართმადიდებლები რომ პიჯვარს ვიწერთ ბოლნური ჯვირს გამომხატველია. მამა სამი შეერტებული რით ანუ თითებით. რომელიც ჩაზნექილ ტოლგვერდა სამკითხედს გამოსახავს. ძე მამისაგან მხოლოდ შობილი.იგივე მუცელთან და სული წმინდა ანუ სულ წმინდა . ანუ სულ წილ მინდა ესაა უფლის ნების გამომხატველი. სახიერო სული. ანუ სულია სახიერო. ისე ქართულ სიტყვებს ჩამოაშორეთ ბრუნვის ნიშნები და დააკვირდით რა ზუსტად არის შერჩეული სიტყვები.

დიახ მართალია
ბევრ საიდუმლოს ინახავს ქართული ენა და ეს საიდუმლო თანდათან ეხსნება ადამიანებს დრო დადგა

Posted by: c_e_c_e3 Feb 25 2012, 12:45 PM


Posted by: kate Feb 26 2012, 01:12 AM

საქმე ის არის რომ ყველა ენა, ყველა ანბანი, დღეს მოქმედი თუ უკვე მკვდარი ინახავს დაშიფრულ საიდუმლოებას, ძალიან გვინდა და ძალიან უხარია ჩვენს ეროვნულ ეგოს, რომ ერთადერთი და გამონაკლისი ვიყოთ - ღვთის რჩეული, მაგრამ, რომელიმე ერის, დიდის თუ მცირეს ღვთისრჩეოლობა, სხვა რომ არაფერი, თავისთავად გამორიცხავს ღმერთის, როგორც უნივერსალური შემოქმედის არსებობას.
არაფრით არ ვაკნინებ იმ შრომას რაც გაწეულია იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაის...." კვლელებზე, არც იმას ვამბობ მათი აღმოჩენები მოჩვენებითი და უბრალო დამთხვევითობაა, მაგრამ ის გვავიწყდება, ჩემო კარგებო, რომ ყველა ერს აქვს რაღაც, რითაც თავის ღვთისრჩეულობას უმტკიცებს თავის თავს, უკლებლივ ყველას, შედარებით "ახალგაზრდა" ენებს და ეროვნებებსაც. ასევე ფაქტებით დამტკიცებული. თუ არ დაიზარებთ და გაირჯებით, დაინტერესდებით და მოიძიებთ, მალევე ნახავთ, რომ სიმართლეს ვწერ. ვეცდები ამ მოვლენის რაც შეიძლება გამარტივებული სურათი მოგცეთ: ენა, ანბანი შემთხვევით და უბრალოდ არ ყალიბდება, ყველაფერი ენერგიით იმართება და იმართება ჩვენს მიერ, ასე რომ ჩამოყალიბების პროცესში მასში ქვეშეცნეულად ვათავსებთ ჩვენს ცოდნას ჩვენივე ღვთიური წარმოშობის შესახებ, არა ეროვნების, არამედ სულის, რაც ყოველთვის ვიცით გაუცნობიერებლად და რაც მერე სიმბოლოების ან შიფრის სახით აღიბეჭდება ჩვენს ენაში, დამწერლობაში, თუნდაც არქიტექტურაშიც. სხვადასხვა ეროვნებად ინკარნირებისას, ვერთვებით იმ ეროვნულ არქიტიპში რასაც კარლ იუნგი "კოლექტიურ არაცნობიერს თუ გაუცნობიერებულს უწოდებდა და რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პლანზე ინკარნირებულთათვის არის "კოლექტიური" და არ ეხება ქვეშეცნეულ ცნობიერებას, ამ პლანზე კი ეგო დომინირებს ეძებს და პოულობს და ეროვნულ უნიკალურობად, გამორჩეულებლობად იღებს იმას, რაც საერთოა ყველა ადამიანისათვის. თუმცა ქვეშეცნეული კარგად ინახავს რეალურ სურათს, მაგრამ მისი მიგნება გაცილებით ძნელია.

Posted by: earth Feb 26 2012, 10:02 AM

kate
ძალიან კარგად თქვი, ყველა ერს აქვს თავისი „რჩეულობა“, თავისი მისია smile.gif

Posted by: c_e_c_e3 Feb 26 2012, 10:44 AM

[quote name='kate' date='Feb 26 2012, 01:12 AM' post='67597']
საქმე ის არის რომ ყველა ენა, ყველა ანბანი, დღეს მოქმედი თუ უკვე მკვდარი ინახავს დაშიფრულ საიდუმლოებას, ძალიან გვინდა და ძალიან უხარია ჩვენს ეროვნულ ეგოს, რომ ერთადერთი და გამონაკლისი ვიყოთ - ღვთის რჩეული, მაგრამ, რომელიმე ერის, დიდის თუ მცირეს ღვთისრჩეოლობა, სხვა რომ არაფერი, თავისთავად გამორიცხავს ღმერთის, როგორც უნივერსალური შემოქმედის არსებობას.
არაფრით არ ვაკნინებ იმ შრომას რაც გაწეულია იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაის...." კვლელებზე, არც იმას ვამბობ მათი აღმოჩენები მოჩვენებითი და უბრალო დამთხვევითობაა, მაგრამ ის გვავიწყდება, ჩემო კარგებო, რომ ყველა ერს აქვს რაღაც, რითაც თავის ღვთისრჩეულობას უმტკიცებს თავის თავს, უკლებლივ ყველას, შედარებით "ახალგაზრდა" ენებს და ეროვნებებსაც. ასევე ფაქტებით დამტკიცებული. თუ არ დაიზარებთ და გაირჯებით, დაინტერესდებით და მოიძიებთ, მალევე ნახავთ, რომ სიმართლეს ვწერ. ვეცდები ამ მოვლენის რაც შეიძლება გამარტივებული სურათი მოგცეთ: ენა, ანბანი შემთხვევით და უბრალოდ არ ყალიბდება, ყველაფერი ენერგიით იმართება და იმართება ჩვენს მიერ, ასე რომ ჩამოყალიბების პროცესში მასში ქვეშეცნეულად ვათავსებთ ჩვენს ცოდნას ჩვენივე ღვთიური წარმოშობის შესახებ, არა ეროვნების, არამედ სულის, რაც ყოველთვის ვიცით გაუცნობიერებლად და რაც მერე სიმბოლოების ან შიფრის სახით აღიბეჭდება ჩვენს ენაში, დამწერლობაში, თუნდაც არქიტექტურაშიც. სხვადასხვა ეროვნებად ინკარნირებისას, ვერთვებით იმ ეროვნულ არქიტიპში რასაც კარლ იუნგი "კოლექტიურ არაცნობიერს თუ გაუცნობიერებულს უწოდებდა და რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პლანზე ინკარნირებულთათვის არის "კოლექტიური" და არ ეხება ქვეშეცნეულ ცნობიერებას, ამ პლანზე კი ეგო დომინირებს ეძებს და პოულობს და ეროვნულ უნიკალურობად, გამორჩეულებლობად იღებს იმას, რაც საერთოა ყველა ადამიანისათვის. თუმცა ქვეშეცნეული კარგად ინახავს რეალურ სურათს, მაგრამ მისი მიგნება გაცილებით ძნელია.
[/quot/]

არა მაქვს საწინააღმდეგო აზრი. დათა თუთაშხია ძალიან კარგადაა ნათქვამი. ჩვენ ქართველებმა მსოფლიო მისია დავკარგეთო. თუ გამორჩეული ერი ვართ ამას მტკიცება არ ჭირდება. მხოლოდ ღიპიანი თამადები და ლოთები, კაი დამრტყმელი პურისმჭამელი ხალხი ტრაბახობენ იმას რაც თავად არ იციან და თუ რამეს ყური მოკრეს მიიკერებენ პირზე და ამაზზრზენად ტრაბახობენ.

Posted by: steward Feb 26 2012, 10:49 PM

c_e_c_e3


respect
respect
respect

smile.gif

მასეთი ადამიანები ყველაფერს სათავისოდ ამოიცმევენ რეიტუზივით

Posted by: fukoshima Feb 27 2012, 01:16 PM

QUOTE
შენი აზრი მაინტერესებს რისთვის გაჩნდა თუ შექმნეს ადამიანი??? რა მიზნით? რაში დაჭირდათ?
კარგი რა მიამიტური კითხვაა....
საქმე არაფერი ქონდა და მახათის გაყრას ადამიანების შექმნა ამჯობინა, თუმცა შემდეგ მიხვდა. მგონი მახათის გაყრა ჯობდაო
QUOTE
ამიტომ ისწავლეთ ხალხნო უცხო ენები, ლატარიასავითაა არავინ იცის რომელ ენაზე ამოაგდებს განკითხვას.

100%
ჯიგარსონ biggrin.gif

Posted by: LAIRA Feb 27 2012, 04:08 PM

ზვიად გამსახურდია – ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი

1. ფილოლოგიური პრობლემები

უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი„-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე.

დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსტისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა „ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმრისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტარპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან „ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. ასე მაგალითად, იოანეს „აპოკალიპსის“-ის ტექსტში: „შემდგომად ვიხილე და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხვად ვერავინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე კრავისა“ (გამოცხ. 7. 9). აქ ბერძნულ ტექსტში „ენას“ შეესაბამება „გლოსსა“. ვგონებ სადავო არ უნდა იყოს, რომ აქ ცოცხალ ადამიანთა კრებულზეა საუბარი, რომელნიც არიან „ყოველთაგან ენათა და ტომთა“, ე. ი. ყველა ხალხების, ყველა ეროვნების წარმომადგენლებზე. ასევეა „გამოცხადების“ მეთოთხმეტე თავშიც: „ანგელოსსა აქუნდა სახარებაი ხარებაი ხარებად მკვიდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა“ (14. 7). ვგონებ ნათელია, რომ ანგელოსი, ვერაფერს ახარებდა „ენას“ (გინდ სალიტერატუროს, გინდ სასაუბროს), ვინაიდან ენა ცოცხალი არსება არ არის. ცოცხალი არსებანი არიან ადამიანები, რომელნიც ამ ენათა, ანუ ეროვნებათა წარმოათდგენლები არიან და მათ ახარებდა ანგელოსი. ასევე იხმარება ეს „ენა“ ძველ აღთქმაშიც: „ესე ძენი სემისნი – ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა, და ნათესავთა შინა მათთა“ (დაბად. 10.31 დან. 3,4-7, 5.19, 29-31). სხვათა შორის, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში აქ „ენის“ ადგილზე ნახმარია „ტომი“. „ენის“ მსგავსი მნიშვნელობით ხმარებას ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაშიც“: „სკვითნი, ხაზარნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი“ (ქ.ც.ტ. II, 1959, გვ. 562). ს. ყაუხჩიშვილის მიერ ამ ტომისათვის დართულ ლექსიკონშიც ორგვარი განმარტებაა „ენისა“: 1) ენა – („ენა“) „ენა ვერ მიძრავს“. 2) ენა – (ტომი, ნათესავი) – „ყოველნი ენანი და ნათესავნი“. „ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის გცეს“ და ა. შ.

ამრიგად, იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში (რომელნიც ეკლესიისაგან განცალკევებით როდი არსებობდნენ).

ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად“, როგორც „წამებას“, „ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად“ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი, ისევე როგორც სახარებაში: „და სწამა იოანე და თქუა“ (იოანე, 1,32). ე.ი. „დაამოწმა“, „სვიდეტელსტვოვალ“. თუ ჩვენ „ენას“ ვიგულისხმებთ მხოლოდ მისი თანამედროვე მნიშვნელობით, მაშინ გამოდის აბსურდი, თითქოს ენამ, როგორც ასეთმა, უნდა სწამოს ქრისტესათვის. ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად“, „სწამა“ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუფთან (თუნდაც ერთან) დაკავშირებით.

შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას: „რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ გაგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია , მაშინ იქნებოდა „უმხილოს“, როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში: „ესე უმხილა ვინმე სავლეს“–სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი). „მხილება“ იოანე-ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით: „რომელმან თქვენთაგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადექვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკვეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ–სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე–ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.

ეს ორივე წინააღმდეგობა მოიხსნება, თუ სიტყვა „ენას“ გავიგებთ ისე, როგორც იგი იხმარებოდა იმ ეპოქაში, როდესაც შეიქმნა სახარებები და აპოკალიპსისი, ან როდესაც აღმოცენდა ქრისტიანობა და ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. საკმარისია დაშვება ყოველივე ამისა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა მოიხსნება ძეგლის პირველივე წინადადების გაგებაში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოანე-ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულისხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართული ენისა და ქართული კულტურის გარეშე მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. ასე რომ, ეს წინადადება დღევანდელ ქართულ ენაზე შემდეგნაირად უნდა გადმოითარგმნოს: „ქართული ეროვნება და მისი ენა (ქართველი ერი) შენარჩუნებულ იქნება მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის დღედმდე, რათა მან სწამოს (ქრისტესთვის), რათა ყოველი ერი ღმერთმა ამხილოს ამ ერის მეშვეობით“.

ახლა უკვე გასაგები ხდება ყოველივე: ერთი ერი, შესაძლოა იყოს უფრო მეტად ცოდვილი, მეორე – ნაკლებად, ერთი ერი შესაძლოა უფრო ახლოს იდგეს ღმერთთან, მეორე – ნაკლებად. მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა.

გარდა ამისა, ნუთუ შესაძლებელია, რომ მეათე საუკუნის (ან თუნდაც უფრო ადრინდელ) ქართველ მწიგნობარს, თავისი ეპოქისათვის განათლებულ ადამიანს არ სცოდნოდა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ყველა ენა, ყველა დამწერლობა შენარჩუნებულ იქნება („დამარხულ იქნება“) ქვეყნის დასასრულამდე, ე. ი. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? რა აღმოჩენა, რა წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რომელსაც იგი ესოდენ საზეიმოდ ამცნობს თავის თანამემამულეებს? განა არ იქნება ასევე შენარჩუნებული ძველბერძნული, ლათინური ან რომელიც გნებავთ ის მკვდარი ენა, რომელსაც გააჩნია დამწერლობა? რა სიბრძნე უნდა ყოფილიყო ამის აღნიშვნაში?

რაც შეეხება ერს, ეროვნებას, აქ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე. ენა შეიძლება დარჩეს, ერი კი განადგურდეს. ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით მომავლის კატაკლიზმების დროს ზოგი ერი დაიღუპება, აღიგვება პირისაგან მიწისა, ზოგი კი გადარჩება. აი, აქ კი საჭირო იყო პროფეტული ოპტიმიზმი, რომელსაც ამჟღავნებს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამხნევებს თავის თანამემამულეებს: ქართველი ერი გადარჩება, იარსებებსო მეორედ მოსვლამდე. იოანე-ზოსიმე ამ შემთხვევაში ვერ იხმარდა ტერმინ „ეროვნებას“, ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა, იგი უფრო გვიანდელი ხანის პროდუქტია. ამიტომ იხმარა მან „ენა“, რომელიც მის ეპოქაში ნიშნავდა „ერს“, „ეროვნებას“, „მოდგმას“.

იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ერი, ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე. მაგალითად, ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ. 16, 17), რომელიც მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება, აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა) განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკალიპსისისა და „ქებაი“ გაგებით, რომ ეს „ენა“ არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: „დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა“ (გამოცხ. 18. 2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორედ მოსვლაზე ადრე.
ასე რომ, იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.

აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან განყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალნი, რომელზედაც დგას ბაბილონი, ე. ი. წარმოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: „წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ (გამოცხ. 17. 15). ისინი დაინთქმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად. ხოლო მეორენი იშვებენ ცათა შინა, კრავის ქორწილზე: „შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუია, მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი“ (გამოცხ. 19. 1). ვინ არის ამ დროს იგი, ვინც სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა, და მრქუა მე: „იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი“ (გამოცხ. 19. 10).

ესე იგი, ისინი, ვინც სწამებენ იესოსათვის, არიან ძმანი იოანე მოციქულისა, რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმიდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანე-ზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს, რომელიც „დამარხულ არს საწამებლად მისა“: მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმიდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულებთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმე ამგვარ ქართველებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველებს გულისხმობს, რომელთაც უნდა „სწამონ“ ქრისტესათვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ „ძმებს“ იოანესას. იოანეს ეს ძმები, ამავე დროს, მამხილებელნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ: „და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა“ (გამოცხ. 19. 11–15).

„ორპირი მახვილი აღლესული“ არის სიმბოლურად „მახვილი მხილებისა“, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, „რკინის კვერთხით მწყემსვა“ კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირდება იოანე-ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!
თეთრ ცხენზე მჯდარი ზეციური მხედარი არის არხისტრატეგოსი ზეციური მხედრობისა, მთავარანგელოზი მიქაელ, ძალი ღვთისა, ანუ პირი ღვთისა, აგრეთვე, პროფეტული განჭვრეტა მიქაელის მიწიერი რაინდის, წმინდა გიორგის მსახურებისა, რომელსაც უკავშირებს იოანე-ზოსიმე ქართველ ერს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიან-გეორგიანი. საქართველოს სახეს იგი სჭვრეტს ზეციურ ძლევამოსილ მხედარში, რომელიც ასრულებს საღვთო მისსიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას და მათი მწყემსვისას რკინის კვერთხით, ანუ გასამართლებისას. აი, სიტყვა „მხილების“ ნამდვილი მნიშვნელობა (აპოკალიპსური მამხილებელი სულიწმიდაა და მისი თეთრტაიჭოსანი რაინდი).

ახლა გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე: „და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამა ენასა ლაზარე ჰქვიან“.
ზემოა უკვე დავინახეთ იდუმალი კავშირი ქართული ენისა, ანუ ეროვნებისა იოანე მოციქულთან, რომელსაც მეორედ მოსვლისას აქვს „წამებაი ქრისტესი“, ისევე როგორც ქართულ ენას (ეროვნებას). ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე კი, ზოგი თეოლოგის თვალსაზრისით, არის იგივე იოანე მოციქული . ახალ დროში არა მხოლოდ თეოსოფოსებმა, არამედ სახარების ტექსტის მკვლევარმა ფილოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც იოანეს სახარებაში საუბარია იოანე მოციქულზე, როგორც მაცხოვრის საყვარელ მოწაფეზე, ნახმარია ზმნა „ფილეო“, სულიერი სიყვარული, იგივე ზმნა ნახმარია აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ლაზარესთან დაკავშირებით (იოანე 11. 3), რაც სიყვარულის გარდა, სახარებისეული გაგებით, ნიშნავს უმაღლეს სულიერ მეგობრობასაც (იხ. ფ. ვ. ფარრარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ლონდონი, 1880, ინგ. ენაზე), ვინაიდან ცნობილია, რომ სახარება განასხვავებს სიყვარულის სამ სახეობას: ეროსს, აგაპეს და ფილიას. სხვა მოწაფეებთან დაკავშირებით სიტყვა „ფილეო“ არ იხმარება. სხვა შემთხვევაში და სხვა მოწაფეებზე ნახმარია ზმნა „ეგაპა“, ნაწარმოები „აგაპედან“. ამ იდენტიფიკაციის საკითხებზე აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში ორი პიროვნების გაიგივება როდია მთავარი, არამედ ის, რომ იოანე მახარობელს თავის სახარებაში ქრისტესეული (და არა იოანესეული) ნათლისღების, ანუ ინიციაციის პარადიგმად მოჰყავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ლაზარესთან ქართული ენის იდენტიფიკაციის შემდეგ ხომ იოანე-ზოსიმეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ენა არის „მისთანავე (ქრისტესთანვე) დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა“, ე. ი. ღებულობს ქრისტესეულ ნათლისღებას. რას ნიშნავს ქრისტეს ნათლისღება და რით განსხვავდება იგი იოანესეული ნათლისღებისაგან (წყლით ნათლისღებისაგან)? ამაზე პასუხს გვაძლევს თავად იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მასთან მოსულ ხალხს ეუბნება: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე 3. 4). ამაზე პასუხს გვაძლევს აგრეთვე თავად მაცხოვარი, როდესაც იგი, უკვე იოანესაგან ნათელღებული, ეუბნება თავის მოწაფეებს: „ხოლო ნათლისღებაი მაქუს ნათლის ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!“ (ლუკა 12. 50) ე. ი. იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ. ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს, რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის, რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა, რომელსაც მე შევსვამ, შესუმად, და მათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“ (მარკ. 10. 38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს, რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე. ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ, რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას: „სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლისღებაი რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ“ (მარკ. 10. 39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტესეული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე სულიწმიდის მომადლებით. ასევე განმარტავს ამ ნათლისღების არსს პავლე მოციქული: „ ანუ არა უწყოითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვიქმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“ (რომ. 6.3-5). აი, ამგვარი ქრისტესეული მათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე. ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპოკალიპსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო-ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე: „ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“ (იოანე 18.37). ხოლო ქართულ ენაზე იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად“. რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანე-ლაზარემ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.

იოანე-ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არს „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. „ოთხი ათასის“ შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს: „და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი“.
წარმოვიდგინოთ კვლავ, რომ სიტყვა „ენა“ ძეგლში ნახმარია მარტოოდენ მისი დღევანდელი მნიშვნელობით. გამოდის, რომ ქართული ენა მოაქცია ნინოს გარდა ჰელენე დედოფამაც. დავუშვათ, რომ წმ. ნინო საქართველოში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ქართულ ენას, როგორც წარმოშობით მოსხი კაპადოკიელი და ქრისტიანული გაგებებით გაამდიდრა იგი, რითაც „მოაქცია“, მაგრამ აბა ჰელენე დედოფალი როგორ მოაქცევდა ქართულ ენას? ან ნუთუ ქართული ენა ნინოს მიერ ქართლის მონათვლისთანავე წარმართული ენიდან ქრისტიანულ ენად იქცეოდა უმალვე? ნინოს ხომ არ შეუქმნია რაიმე ნაწარმოებები ქართულ ენაზე? ან რა გარსხვავებაა წარმართულ ენასა და ქრისტიანულ ენას შორის? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ აქ კვლავ საქმე ეხება ერის, ეროვნების მოქცევას. მარტოდენ „ენის მოქცევა“ აშკარად ნაძალადევი წარმოდგენაა, ერის მოქცევა კი ბუნებრივია. ჰელენე დედოფლის წვლილიც გასაგებია: მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომში, რის შედეგადაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაქრისტიანებისათვისაც, გარდა ამისა, ჰელენე დედოფლის ზრუნვა ქართლის მოქცევისათვის და ნინოსთან მეგობრობა ისტორიული ფაქტია.

რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ მარიამთან და მართასთან დაკავშირებული ეპიზოდი ლუკას სახარებიდან: „და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა და იყო დაი მისი რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკა 10. 38-42). მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფისა და ქველმოქმედების სფეროში. ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიორიტეტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე. ი. მარიამს. ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმიდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში მოღვაწე, შედარებულია მართასთან. ამით ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მიტიური თეოლოგია, მეორესთან – ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ორი მოდგმის მისსიის თავისებურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.

რას ნიშნავს გამოთქმა „ახალმან ნინო“? გულისხმობს თუ არა ეს გამოთქმა რომელიღაც სხვა, უფრო გვიანდელ ნინოს? არამც და არამც. საქმე ის არის, რომ სიტყვა „ახალი“ ძველ ქართულში ნიშნავს რიგით პირველსაც. ასე მაგალითად, ბიბლიაში ახალი, „ახალთაი“ ეწოდება ებრაელთა პირველ თვეს, ნისანს: „დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა“ (გამოსვლ. 13. 4). „თთუესა შინა ახალთასა გამოხვედ ეგვიპტით“ G 11. შჯ. 16. 1. „ახალკვირიაკე“, „ახალკვირა“ ნიშნავს აღდგომის შემდეგ პირველ კვირას: „მოვიდეს კაცხსა… დღესა ახალკვირიაკესა“ A – 484. ე. ი. „ახალ ნინოში“ იგულისხმება თავდაპირველი ნინო, წმიდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი. ეს გამოთქმა ნინოსთან დაკავშირებით იხმარება იმის გამო, რათა იგი არ დავუკავშიროთ სხვა, შემდეგდროინდელ პიროვნებებს ამ სახელის მატარებელთ. გარდა ამისა, ნინო მეათე საუკუნისათვისაც ახალია, ვინაიდან ახალი სჯულის შემომტანია .
თუ ჩვენ კვლავაც იმ თვალსაზრისზე დავრჩებით, რომ ძეგლში სიტყვა „ენა“ ნახმარია მხოლოდ მისი პირველადი მნიშვნელობით, მაშინ სავსებით ზედმეტად მოგვეჩვენება შემდეგი ფრაზაც: „და მეგობრობაი ამისთვის თქვა, ვითარმედ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს„. ვინ თქუა „მეგობრობაი“ ან რისთვის თქვა? („ამისათვის“). ვის ეხება ეს სიტყვა „მეგობრობაი?“ კონტექსტიდან ირკვევა, რომ იგი ეხება როგორც ლაზარეს, ასევე ქართულ ენას. მაგრამ განა ენა შეიძლება იყოს ვინმეს მეგობარი? ეს წინააღმდეგობაც მოიხსნება, თუ „ენას“ მისი ნამდვილი მნიშვნელობით გავიგებთ. ე. ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი, ისევე როგორც ლაზარე, ისევე როგორც იოანე, რომლის შესახებაც ნათქვამია სახარებაში, რომ იგი უყვარდა იესოს „ფილიას“ გაგებით, რაც სხვა მოციქულებზე არ არის ნათქვამი, თუმც მათაც მეგობრები ეწოდებათ (ლუკა 12. 4). აი, რა იგულისხმება გამონათქვამში „და მეგობრობაი ამისთვის თქუა“. წინადადების გაგრძელება ნათელს ჰფენს ამ მეგობრობის არსსაც: „ყოველივე საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ ერს“. როგორც ლაზარე-იოანე იყო მფლობელი კაცობრიობის ყოველი ეზოტერული საიდუმლოსი, ანუ საიდუმლო სიბრძნისა, ასევეა დამარხული, ე. ი. შემონახული ყველა ეს საიდუმლო საქართველოში, ქართველ ერში და არეკლილია მის ენასა და კულტურაში. მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა იმის თქმა, რომ ლაზარე და საქართველო იყვნენ მფლობელნი იესო ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, როგორც ამას ამტკიცებს ზოგი მკვლევარი , ვინაიდან იოანეს სახარების თვალსაზრისით, ვერც ლაზარე და ვერც რომელიმე მოციქული ვერ იქნებოდა მფლობელი ქრისტეს ყველა ეზოტერული საიდუმლოსი, რამეთუ თავად მაცხოვარი ეუბნება თავის რჩეულ მოწაფეთა წრეს იოანეს სახარების ფინალში: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღა ძალგიც ტვირთუად“ (იოანე 16. 12), რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ შესძლო გადაცემა თავის მოწაფეთათვის თავისი ეზოტერული სიბრძნის მხოლოდ ნაწილისა. მას სურდა მეტის გადაცემა, მაგრამ ისინი ჯერ არ იყვნენ ამისთვის მომწიფებულნი (ეს ლაზარესაც ეხება). გარდა ამისა, იოანესეული თვალსაზრისით, ქრისტეს ყველა საიდუმლოს არა თუ მისი მოწაფენი, მთელი სამყაროც ვერ დაიტევს: „და არიან სხუანიცა მრავალ, რომელი იქმნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ“ (იოანე 12. 25).

ასე რომ, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ სიმდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შეძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის საერთოდ. მართალია, ძეგლში ნახსენები ნათლისღება ქრისტიანული ინიციაციაა, საიდუმლო სიბრძნესთან ზიარებაა, მაგრამ აშკარად ნაძალადევად გვეჩვენება ცდა „ქებაის“ გნოსტიკური ხასიათის ძეგლად გამოცხადებისა და მისი IV საუკუნით დათარიღება. სხვა რომ არ იყოს რა, გნოსტიკური ძეგლი წმ. ნინოსა და წმ. ელენე დედოფალს, ორთოდოქსული ეკლესიის ბურჯებს, ავტორიტეტებად არ მოიხსენიებდა, არამედ დაიმოწმებდა ბასილიდეს, ვალენტინუსს ან სხვა გნოსტიკოსებს და არა ეკლესიის შვილებს. გნოსტიციზმი მართალია, სწვდებოდა სახარების სულიერ სიღრმეებს და საიდუმლოებებს, მაგრამ ვერ იაზრებდა სწორად იესო ნაზარეველის მიწიერი ცხოვრების ფაქტებს, განსაკუთრებით კი მის ფიზიკურ სიკვდილს ჯვარზე. გნოსტიკოსნი ხედავდნენ ქრისტეს ღვთაებრივ მხარეს, მაგრამ ვერ ამჩნევდნენ მის ადამიანურ მხარეს. ამის შედეგად, მათი აზრით, ჯვარს ეცვა არა რეალური სხეული ქრისტესი, არამედ ე. წ. „მოჩვენებითი სხეული“, ხოლო ზოგი გნოსტიკოსის აზრით, ჯვარს ეცვა სვიმონ კვირინელი და არა ქრისტე. ასე ასწავლიდა, მაგ., გნოსტიკოსი ბასილიდეს (იხ. ე. ბოკი, სახარების კომენტარები, ტ. II, შტუტგარტი, 1971, გერმ. ენაზე). ყოველივე ამის გამო გნოსტიციზმში ვერ იარსებებდა ქრისტესეული ნათლისღების, სიკვდილით ნათლისღების იმგვარი გაგება, როგორიც გვხვდება იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში. გარდა ამისა, ძეგლში გვხვდება კიდევ ერთი ნიუანსი, რომლისთვისაც დღემდე არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება და რომელიც გამორიცხავს მის მიკუთვნებას რომელიმე არაორთოდოქსული მიმდინარეობისადმი. ეს არის ძეგლის ყველა ხელნაწარში დავით წინასწარმეტყველის მოხსენიება „წ. წინასწარმეტყველად“, ე. ი. წმინდანად, რაც პირწმინდა ეკლესიური სპეციფიკაა და გნოსტიკოსთა ნომენკლატურისათვის უცხოა. გარდა ამისა, თუ „ქებაი“ ერეტიკული მოძღვრების შემცველია, მაშ რა საწაულით გადარჩენილა და შემონახულა საუკუნეთა მანძილზე ეს ნაწარმოები, ისიც სინას მთის მონასტერში ღიად, აშკარად, ნუთუ იქ არ აღმოჩნდა არც ერთი მცნობი ერეტიკული მოძღვრებისა? ვით „შეეპარა“ „ყოვლისგამანადგურებელ“ ეკლესიას ერეტიკული თხზულება?

ხსენებული გამოკვლევის ავტორი „ქებაის“ უწოდებს ესქატოლოგიური მისტიკის ნიმუშს. ეს გამოთქმა უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, „ქებაი“ არის იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის კომენტარი, ეგზეგეზა ესქატოლოგიური მისტიკის თვალსაზრისით. არსებობს თვალსაზრისი, თითქოს ორთოდოქსია ებრძოდა ყოველგვარ ეზოტერიზმს და ინიცინაციურ სიბრძნეს. ამგვარი მტკიცებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე . უწინარეს ყოვლისა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არეოპაგიტული ტრაქტატები შეიქმნა აღმოსავლური ეკლესიის წიაღშივე, ხოლო „საიდუმლო ღვთისმეტყველება“, რომელზედაც საუბრობს დიონისე არეოპაგელი, არის იგივე ეზოტერული მოძღვრება, ანუ საიდუმლო სიბრძნე, რომელიც ყოველთვის დაწერილი სახით როდი არსებობდა, არამედ ზეპირი გადმოცემის, ე. წ. „ლოგიას“ სახით, აგრეთვე წიგნების სახით, რომელთაც ეწოდებათ „დაფარული“ წიგნები, ე.წ. „აპოკრიფები“.

აღსანიშნავია, რომ სიტყვა დოგმატიც თავდაპირველად ეკლესიურ ენაზე აღნიშნავდა საიდუმლო მოძღვრებას. მაგალითად, ეკლესიის ერთ-ერთი ბურჯი ბასილი დიდი აბობდა: „ეკლესიაში არსებული დოგმატებიდან და ქადაგებებიდან ზოგიერთი გვაქვს საღვთო წერილის მოძღვრებაში, ხოლო ზოგიერთი გადმოცემული გვაქვს საიდუმლოდ, მოციქულთა ტრადიციით… დოგმატის შესახებ ვდუმვართ, ქადაგებას კი ხალხს ვამცნობთ“ (სულიწმინდის შესახებ, გვ. 322). მეორე მამა ეკლესიისა, წმ. კირილე იერუსალიმელი აღნიშნავს: „წარმართებს არ ვუქადაგებთ სიდუმლო მოძღვრებას მამაზე, ძეზე და სულიწმიდაზე, თვით კათაკმევლებსაც კი საიდუმლოთა შესახებ ვესაუბრებით ბუნდოვნად, ბევრ რამეზე გადატანით მივანიშნებთ, რათა მცოდნენი და მორწმუნენი ჩასწვდნენ, ხოლო უცოდინარნი არ დაზიანდნენ (თხზულებანი, XXV, § 29, გვ. 103). მსგავსი თვალსაზრისი აქვს აგრეთვე გამოთქმული იოანე ოქროპირს ზიარების შესახებ, გრიგოლ ღვთისმეტყველს ნათლისღების შესახებ თავის მეორმოცე ჰომილიაში, ასევე სხვა მამებს ეკლესიისას. გერმანელი მეცნიერი ავგუსტი ჩამოთვლის ბერძნულ ტერმინებს, რომელთაც ხმარობდნენ ეკლესიის მამები ეზოტერული წესის აღსანიშნავად: ეპიკრიფის, სიოპე, გნოზის, მისტერიოკრიფია, დოგმა, ტროპოს, პაიდეას და სხვა. ასევე ლათინი მამების ტერმინებს: ოკულტაციო, რეტიცენცია საკრორუმ, სილენციუმ საკრუმ, არკანუმ და სხვა. არსებობს აგრეთვე შუა საუკუნეობრივი საეკლესიო ტერმინი ეზოტერიზმის აღსანიშნავად „დისციპლინა არკანი“, ე. ი. საიდუმლო დისციპლინა. ყოველივე ამის საუკეთესო დადასტურებაა „ქებაი“-ს დარი ძეგლის არსებობა ეკლესიის წიაღშივე.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, „გნოზისი“ ეკლესიის მამების ერთ-ერთი ტერმინია მათი ეზოტერიზმის აღმნიშვნელი, თუ ამგვარ გნოზისს დავუკავშირებთ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“, მაშინ ეს მისაღები იქნება, ეკლესიასთან დაპირისპირებულ გნოსტიკოსთა მოძღვრებას კი ვერ გავაიგივებთ ამ ძეგლთან. მაგალითად, თვით ანტონ პირველიც კი ხმარობდა ტერმინ „გნოზისს“ ანალოგიური მნიშვნელობით თავის „ღვთისმეტყველებაში“, სადაც ამბობს, რომ „გონება-მზე“ პეტრიწმა შემოიღო – „გნოსისინი აზნაურთა და თავისუფალთა ცნობათანი“. ასე რომ, ამ სიტყვას თვით ანტონ კათალიკოსიც არ თვლიდა ეკლესიისათვის უცხოდ. ხსენებული გამოკვლევის ავტორის (ე. ჭელიძის) თქმით, III-IV საუკუნის ორთოდოქსიმ მთლად მოსპო გაგება ნათლისღებისა ვითარცა საიდუმლოსი და რომ მას შემდეგ ქრისტიანულმა ნათლისღებამ ეკლესიაში მიიღო მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა (გვ. 12-128). სინამდვილეში მეოთხე საუკუნის ეკლესიის მამა კირილე იერუსალიმელი თავის „მისტაგოგიურ კათეხიზმოში“ წერს, რომ, მართალია, ნათლისღებისას სამგზის წყალში ჩაძირვა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას, მაგრამ ეს მიბაძვა ქრისტესი არ არის მხოლოდ ხატი, სახე, „ეიკონ ჰე მიმეზის“, ვინაიდან თავად ნათლისღება არის რეალობა, რომლითაც ჩვენ რეალურად ვღებულობთ ხსნას (კირილე იერუსალიმელი, მისტაგოგიური კათეხიზმო, პარიზი, 1966. ფრანგ. ენაზე, გვ. 114). შემდეგ კირილე იერუსალიმელი განაგრძობს, რომ ნათლისღება არის ცოდვათა მიტევება რეალურად და განწმენდა რეალურად და ა. შ. ასე რომ, ნათლისღება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი საიდუმლოა, მისტერიონია. ნათლისღება სიმბოლურ ხასიათს ატარებს მხოლოდ პროტესტანტულ ეკლესიაში, ისევე როგორც სხვა საიდუმლონი, ხოლო პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიების პრაქტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

ავტორი ადამიანის არსების სამწევროვნების შესახებ მოძღვრებას, ანუ ტრიქოტომიას (რომელსაც იგი შეცდომით ადამიანის პიროვნების სამნაწილოვნებას უწოდებს) გნოსტიკოსტა საკუთრებად თვლის. სინამდვილეში ეს მოძღვრება უფრო ადრე ჩამოყალიბებულია პავლე მოციქულის ეპისტოლეებში (1 კორ. 2. 14, 5. 44-17) და მას იზიარებს აღმოსავლეთის ეკლესიაც, ხოლო კათოლიკურმა ეკლესიამ დაგმო იგი მხოლოდ მერვე საეკლესიო კრებაზე მეცხრე საუკუნეში და დატოვა დიქოტომია, ანუ ორწევროვნება (სამშვინველისა და სხეულისა). უცნაურად ისმის, აგრეთვე, ავტორის მტკიცება იმის შესახებ, რომ თურმე „ქრისტიანობის მიღებით ქართული ენა მოკვდა“ (გვ. 138), მაშინ როდესაც სწორედ ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და მწერლობის არნახული აღორძინება. ხოლო ქართული ენის ქრისტიანობამდელი სიცოცხლისა და აყვავების რაიმე დოკუმენტი თუ ეგულება ავტორს სადმე, ეს უდიდესი აღმოჩენა იქნებოდა. ასეთი შეხედულება არც იოანე-ზოსიმეს უნდა მივაწეროთ, ვინაიდან შეუძლებელია მას არ სცოდნოდა, თუ რა მოუტანა ქართველ ერს, ქართულ ენასა და მწერლობას ქრისტიანობამ.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ გამოთქმას „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. როგორც ითქვა, საუბარია არა ქრისტეს ყველა ეზოტერულ საიდუმლოზე, არამედ იმ საიდუმლოებაზე, რომელთა გადაცემაც მან შესძლო თავის მოწაფეთათვის და კაცობრიობისათვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოციქულნი, ასევე ეკლესიის მამები ხედავდნენ ერთიანობას ქრისტიანულ საიდუმლო სიბრძნესა და ანტიკურ მისტერიალურ სიბრძნეს შორის – რომელიც აგრეთვე ღვთისაგან მომადლებულად მიაჩნდათ. ამ სიბრძნის არსს ასე განმარტავდა პავლე მოციქული: „არამედ ვიტყვი სიბრძნესა ღმრთისას საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სიდიდებლად ჩუენდა“(1კორ.2. 7). ასევე ესმოდათ ეს ერთიანობა იუსტინე ფილოსოფოსს, ბასილი დიდს, ნეტარ ავგუსტინეს და სხვათა. სიმბოლიკა ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ხელოვნებისა ნათელყოფს. თუ რაოდენ ღრმა კავშირს ხედავდნენ პირველქრისტიანები ანტიკურ მისტერიებსა და ქრისტიანობას შორის. ასე მაგალითად, კატაკომბების ფერწერაში გავრცელებულია მოტივი, სადაც ქრისტე ფიგურირებს როგორც მისტერიათა იეროფანტი კვერთხით ხელში, რომელითაც იგი აცოცხლებს მიცვალებულ ლაზარეს, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ ანტიკური ინიციაციის კერების პრაქტიკა ინიციატის სამდღიანი სატაძრო სიკვდილისმაგვარი ძილისა, რომლისგანაც მას აცოცხლებდა იეროფანტი (რაც ხდებოდა მისტერიებში დაფარულად), ქრისტემ სახალხოდ განახორციელა ლაზარეს აღდგინებით . ასე რომ, ლაზარეს ინიციაცია ანტიური ინიციაციის გზის ახალი ეტაპი იყო. ასეთივე ღრმა კავშირი არსებობდა მზის („სოლ ინვიქტუსის“) ანტიკურ კულტსა და ქრისტიანულ კულტს შორის. არსებობს ადრექრისტიანული გამოსახულებები, სადაც „სოლ ინვიქტუს“ ფიგურირებს როგორც ქრისტე, სააღდგომო ლიტურგიის შემსრულებელი (იხ. ე. ზაუსერი, ადრექრისტიანული ხელოვნება, მიუნხენი, 1966 წ. გვ. 393, გერმ. ენაზე).
პროტო-ქართული მოდგმა და კულტურა პრეისტორიული ხანიდან უაღრესად მჭიდროდ იყო დაკავშირებული მისტერიათა კულტურასთან. უფრო მეტიც, იგი იყო შემქმნელი ამ მისტერიათა, იყო მათი კულტურტრეგერი, რაც მოსჩანს არგონავტების მითიდან, აგრეთვე ანტიურობის მწერალთა და ისტორიკოსთა სხვა წყაროებიდან, აგრეთვე „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ფარნავაზის ინიციაცია სულიერი მზის მიერ, აგრეთვე ქვაბში საუნჯის პოვნა, რაც საყოველთაოდ ცნობილი სიმბოლოა მისტერიალურ სიბრძნესთან ზიარებისა. შემდგომში საქართველო ეზიარა ახალ, ქრისტიანულ სიბრძნეს, ქრისტიანულ ინიციაციას „ახალი ნინოს“ მეშვეობით.

აი, რას გულისხმობს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“. საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია. ღვთისმშობელი, სოფია, ანუ ზეციური დედა ეზოტერული თვალსაზრისით არის დედა მისტერიებისა, იზიდა, „მაგნა მატერ“ ყველა ანტიური რელიგიებისა და კულტებისა. ხოლო პირველქრისტიანთა და ეკლესიის მამათა გაგებით იგი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება , სულიწმიდისა, რომელიც არის მომცემელი ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნისა (სოფიასი) და ამავე დროს ცოდვათაგან განწმენდის მადლისა. სახარებაში მას ეწოდება აგრეთვე პარაკლეტი, ანუ ნუგეშინისმცემელი (იხ. მ.პარმენტიერი, წმ.გრიგოლ ნოსელისეული დოქტრინა სულიწმიდისა. „ეკლეზიასტიკოს ფაროს“, ალექსანდრიის საპატრიარქოს ჟურნალი, 1976, ტ. 60, გვ. 697)

იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამცნობს თავის მოწაფეებს, რომ მომავალში სულიწმიდამ უნდა ამხილოს სოფელი ცოდვისათვის და ამავე დროს უნდა მოჰმადლოს რჩეულებს ჭეშმარიტი საღვთო სიბრძნე: „არამედ ჭეშმარიტსა გეტყვი თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაითა მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე ნუგეშისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის და სიმართლისათვის და სასჯელისათვის. ცოდვისათვის ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ, ხოლო სიმართლისათვის, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ და არღარა მხედვიდეთ მე. ხოლო სასჯელისათვის, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაი დასჯილ არს“ (იოანე 16. 7-11).

ამრიგად, სახარების მიხედვით, სულიწმიდის მისსია არის კაცობრიობის ცოდვათა, ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისსია ეკისრება ქართველ ერს მოსავალში იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, სულიწმიდის მიერ კაცობრიობის მომავალ მხილებას ქართველ ერს იმის გამო უკავშირებს, რომ საქართველო არის წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ხოლო ღვთისმშობელი არის სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება. შემთხვევითი როდია ის გარემოება, რომ გადმოცემით ღვთისმშობელს წილად ერგო საქართველო სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, ანუ მარტვილიას.

ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქრისტემ თავისი მიწიერი მსახურების მანძილზე გადასცა საღვთო სიბრძნე თავის მოწაფეებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ისინი არ იყვნენ ჯერაც მომწიფებულნი საამისოდ, არ ძალედვათ „ტვირთვა“ ამ სიბრძნისა. მაგრამ იგი ამცნობს მათ, რომ მომავალში სულიწმიდა, ანუ სული ჭეშმარიტებისა გადასცემს მათ ამ სიბრძნეს: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტვირთვად, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თვისით, არამედ რაოდენი რაი ესმის, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ“ (იოანე 16.12–13). ამრიგად, სულიწმიდა არის კაცობრიობის მამხილებელი და ამავე დროს „ყოველი საიდუმლოს“, ანუ საიდუმლო სიბრძნის მომმადლებელი. ასევეა ქართული ენა, ქართული მოდგმა, ვინაიდან მისი მისსია იგივე სულიწმიდის მისსიაა, ე. ი. სულიწმიდა ქართული ენის, ანუ ქართული მოდგმის მეშვეობით განახორციელებს თავის მისსიას, როდესაც ამხელს კაცობრიობას მეორედ მოსვლის ჟამს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ მოსვლისას ქართველ ერსა და მის ენას ეკისრება იმ მისსიის აღსრულება, რომელიც გააჩნიათ, იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისის გაგებით, ერთი მხრივ, ქრისტესა და მიქაელ მთავარანგელოზს, ხოლო მეორე მხრივ, სულიწმიდას და გაბრიელ მთავარანგელოზს, ვინაიდან სულიწმიდის ნების განმცხადებელი, მისი „პირი“ არის გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელმაც ახარა ღვთისმშობელს სულიწმიდით ჩასახვა და რომელიც დაკავშირებულია აგრეთვე სულიწმიდის მომავალ მისსიასთან. ასევე ითვლება მიქაელი ძის, ანუ ქრისტეს „პირად“. აი, რატომ არიან დავითის IV საუკუნის სტელებზე გამოსახულნი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, რომელთაც სასოებით უპყრიათ ხელთ დაფა ქართული ანბანის გამოსახულებით! სხვათა შორის, ხსენებული აღმოჩენის შესახებ გ. აბრამიშვილი და ზ. ალექსიძე გაკვრით აღნიშნავდნენ, რომ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში „ენა“ ხალხსაც ნიშნავს, თუმცა ამ დებულებას აღარ უკავშირებენ იოანე-ზოსიმეს „ქებაის“.
ბრდაძორის მეექვსე საუკუნის სტელაზე, როგორც ავტორები აღნიშნავენ, ვხვდებით იკონოგრაფიისათვის სავსებით უჩვეულო თემას: სუდარაში გახვეულ ლაზარეს ამაღლებასა და განდიდებას მეორედ მოსვლის დროს, როდესაც მიქაელ მთავარანგელოზი ამცნობს საყვირით კაცობრიობას მეორედ მოსვლის დადგომას. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ იმ ეპოქის საქართველოში იცოდნენ ეზოტერული საიდუმლო ლაზარესა და იოანეს იგივეობისა, ვინაიდან აპოკალიპსისში მეორედ მოსვლის მოვლენების აღწერისას ლაზარე სავსაბით არ არის ნახსენები, ხოლო იოანე ესქატოლოგიური ხილვით ჭვრეტს თავისთავს მიქაელ მთავარანგელოზის გვერდით მეორედ მოსვლის დადგომის ჟამს (გამოცხ. 19, 9-21). ასე რომ, ბრდაძორის სტელაზე გამოსახული ლაზარე იგივე იოანეა.

Posted by: LAIRA Feb 27 2012, 04:17 PM

2. „ოთხი დღისა მკვდარი“

რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა „ოთხისა დღისა მკუდარი“ ქართულ ენასთან, ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით? ამას ნაწილობრივ თავად ავტორი განგვიმარტავს დავით წინასწარმეტყველის ციტატით: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“, თანაც ქართული სახარების ასო წილი მას მიაჩნია ოთხი ათასს „მარაგის“ აღმნიშვნელად (სიტყვა „მარაგი“ ძველ ქართულად ნიშნავს „წინასწარმეტყველურ განჭვრეტას“). ე. ი. ავტორი საუბრობს ოთხ ათას წელზე ქართულ მოდგმასთან დაკავშირებით, ოთხი ათასი წლის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე ქართული მოდგმისთვის. ეს სავსებით ნათელია, მაგრამ ბუნდოვანია, თუ რომელი პერიოდი იგულისხმევა ქართული ენისათვის ოთხ ათასიან პერიოდად, როდის იწყება ათვლა ოთხი ათასისა და როდის მთავრდება. ჩვენს პრესაში გამოთქმულია სხვადასხვა, ერთურთის გამომრიცხველი მოსაზრებები ამის თაობაზე, რომელნიც, ჩვენის აზრით, ვერ იძლევიან დამაკმაყოფილებელ ახსნას ამ გამოთქმისას.

რამდენადაც „ქებაი“ შუასაუკუნეობრივ ქრისტიანულ თეოსოფიურ ლიტერატურას ეკუთვნის, მისი ახსნისათვის უნდა მოვიშველიოთ თეოსოფიური გაგებები კაცობრიობის განვითარების პერიოდების შესახებ, ვინაიდან მარტოოდენ თეოლოგიური და ეგზოტერულ-ეკლესიური მონაცემებით შეუძლებელია ზემოხსენებული ადგილის ახსნა.

თეოსოფიურ მოძღვრებაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა პერიოდებისა, ანუ კულტურული ეპოქებისა, რომელნიც მოსდევენ ურთიერთს. ტერმინი „ათასი“ თეოსოფიაში უფრო ფართო გაგებით იხმარება და სცილდება მარტოდენ რიცხვით მნიშვნელობას ამ ციფრისას. ასე მაგალითად, სახარებაში აღწერილია ქრისტეს მიერ დაპურება ჯერ ოთხი ათასი კაცისა შვიდი პურით და ორი თევზით. თეოსოფიური გაგებით „ათასი“ ნიშნავს დიდ რაოდენობას ადამიანებისას და არა მხოლოდ ათას კაცს (ამის ანალოგია გაგვაჩნია ქართულ ენაში, სადაც „ცხრა“ ნიშნავს არა მხოლოდ რიცხვ ცხრას, არამედ „ბევრს“, – ცხრაწყარო, ცხრამუხა და სხვა.). ხოლო, როდესაც იხმარებოდა მაგ., ტერმინი „ოთხი ათასი“, იგულისხმებოდა ადამიანები მეოთხე კულტურული ეპოქისა. რაც შეეხება „შვიდ პურს“, თეოსოფიური თვალსაზრისით, სახარებაში იგი არის სიმბოლო ზეციური საზრდოსი, რომელიც მომდინარეობს ღამის 7 ზოდიაქოდან, ხოლო 5 პური, რომელიც აპურებს “5 ათასს“, ანუ მეხუთე ეპოქის ადამიანებს, არის 5 ზოდიაქო დღისა (იქვე, გვ. 239).
„ათასების“ ამგვარი გაგება საერთოა ქრისტიანულ და ინდურ თეოსოფიაში. გარდა ამისა, თეოსოფიაში არსებობს გაგება კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ბნელი და ნათელი პერიოდებისა: კრიტა იუგა, ტრეტა იუგა, დვაპარა იუგა, კალი იუგა (ინდური ტერმინები). თეოსოფიის თვალსაზრისით თითოეული მათგანი გრძელდება რამდენიმე ათას წელს და დაყოფილია ათასწლიან პერიოდებადაც. ასე მაგალითად, თეოსოფიის მიხედვით უკანასკნელი კალი იუგა, ანუ ბნელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ძვ. წ. 3121 წელს და გაგრძელდა 5 ათას წელს. „ბნელი პერიოდის“ გაგებაში იგულისხმება ისეთი პერიოდი, როდესაც კაცობრიობა თანდათან წყდება ღვთაებრივ-სულიერ ყოფას, მისთვის ბნელდება ზესთა სულიერი სამყარო, იგი უფრო და უფრო ეშვება მატერიაში და იმეცნებს მატერიალურ სამყაროს, მისი კავშირი ღვთაებრივ სულიერ სამყაროსთან და არსებებთან თანდათან სუსტდება, მაგრამ სანაცვლოდ ამისა ძლიერდება მისი მე-ცნობიერება, რომელიც კალი იუგას პირველ ათასწლეულში (ე. ი. ძვ. წ. მესამე ათასწლეულში), რომელსაც აბრაამის ეპოქასაც უწოდებენ, ღებულობს და აცნობიერებს ერთი ღმერთის, ვითარცა მსოფლიო მეობის გამოცხადებას.

შემდგომი ათასწლეული კალი იუგასი არის მეორე ათასწლეული ძველი წელთაღრიცხვისა, ან ეპოქა მოსესი, როდესაც კაცობრიობა კიდევ უფრო წყდება ღვთაებრივ სულიერ სამყაროს და სჭირდება კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა, რათა მიიღოს გამოცხადება ღვთისა, როგორიც მიიღო მოსემ შეუწველ მაყვალზე და სინას მთაზე. ამ ეპოქაში ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, უკვე ცხადდება ბუნებისმიერ ელემენტებში: ელვა-ქუხილში, შეუწველ მაყვალში და ა. შ. იგი ცხადდება როგორც წარმმართველი ბუნებისმიერი არსებობისა და ადამიანისათვის კანონის მომცემი. შესაბამისად ძლიერდება აგრეთვე ადამიანის უნარი გარე სამყაროსა და ნივთიერი ყოფის შემეცნებისა.

მესამე ათასწლეული კალი იუგასი (ძვ. წ. პირველი ათასწლეული) არის ეპოქა სოლომონისა, როდესაც ერთი ღმერთი, ვითარცა მსოფლიო მეობა, ცხადდება არა მხოლოდ ბუნებისმიერ ელემენტებში, არა მხოლოდ კანონსა და ღმერთმსახურებაში, არამედ კაცებრივ სიბრძნეში, სოლომონისეულ სიბრძნეში.

ეს სამასწლიანი პერიოდი მოსდევს იმ პერიოდს, როდესაც ბიბლიის მიხედვით მოხდა დაცემა ბაბილონის გოდლისა და დაიწყო ენათა აღრევა, ანუ დიფერენცირება (დაბად. 11). ბაბილონის გოდლის დაცემამდე კაცობრიობა საუბრობდა ერთ საყოველთაო ენაზე, წინარე-ენაზე, ხოლო ბაბილონის გოდლის დაცემის შემდეგ თანდათანობით აღმოცენდა ენათა და ენაკავთა სიმრავლე.

იოანე-ზოსიმეს გაგებით ქართული ენა ოთხი დღის, ანუ ოთხი ათასი წლის მკვდარია, მისი სიკვდილი, დამდაბლება-დაწუნება 4 ათას წელს გრძელდება. თუ დავუშვებთ, რომ ძეგლი დაახლოებით მეათე საუკუეშია შექმნილი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ძეგლის ავტორი ამ ოთხი ათასწლიანი პერიოდის განსაზღვრისას ითვალისწინებდა თეოსოფიურ ტრადიციას კალი იუგას შესახებ, რომელმაც მის ეპოქაში უკვე 4 ათას წელს მიაღწია (ძვ. წ. პირველი სამი ათასწლეული პლიუს ქრისტიანული წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეული უდრის ოთხ ათას წელს). მეათე საუკუნიდან კი იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის, სულიერი ცხოვრების, ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინება; იწყება საქართველოს გაერთიანება. აი, ეს არის აღდგომა ქართული მოდგმისა, რომელიც „ქებაის“ ავტორს წარმოუდგენია მეორედ მოსვლის წინა პერიოდში.

3. „ქებაი“ და ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური მონაცემები

თეოსოფიურ მონაცემებთან ერთად იოანე-ზოსიმეს გამოთქმის „ოთხი ათასის“ გაგებაში გვეხმარება მოშველიება თანამედროვე ენათმეცნიერებისა და ეთნოლოგიის მონაცემებისა, რომელნიც არცთუ დიდად ეწინააღმდეგებიან თეოსოფიის მონაცემებს და აგრეთვე ავითარებენ თეორიას საყოველთაო წინარეენისა, ფუძეენის შესახებ, როგორც ამას ვხედავთ მაგ. თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ახლახან გამოცემულ ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“ (თბილისი, 1985. რუსულ ენაზე). მონოგრაფია მიზნად ისახავს წინარეენისა და წინარეკულტურის რეკონსტრუქციას და ისტორიულ-ტიპოლოგიურ ანალიზს. ამ ნაშრომის მიხედვით ზოგადქართველური ფუძე-ენის დიფერენციაცია, ანუ ცალკე ენაკავებად და ენებად განთვისება გლოტოქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ II ათასწლეულით ან, შესაძლოა, გაცილებით ადრინდელი ეპოქითაც (ე. ი. III ათასწლეულით (გვ. 904), რაც სავსებით შეესაბამება ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ იოანე-ზოსიმეს „4 ათასის“ პირველი სამათასწლიანი პერიოდი ძვ. წ. ბოლო სამ ათასწლეულს გულისხმობს, რომლის განმავლობაშიც ხდება ქართული ენის, ქართული მოდგმის „დამდაბლება-დაწუნება“. რაც იოანე-ზოსიმეს გაგებით სიკვდილს უთანაბრდება. ამრიგად, უნდა დავასკვნათ, რომ „ქებაის“ შექმნის ეპოქაში საქართველოში არსებობდა რაღაც ცოდნა პრეისტორიული ხანის შესახებ, პროტოქართული მოდგმისა და ენის შესახებ, რაზედაც გვესაუბრება თანამედროვე მეცნიერება. ამასვე გვიდასტურებს ექვთიმე ათონელის მიერ ბასკების მოხსენიება როგორც „სპანიის ქართველთა“, რომელნიც არიან შთამომავალნი უძველესი იაფეტიდებისა, პირინეების იბერებისა. ამას გვაფიქრებინებს აგრეთვე ბასილი დიდის „ექუსთა დღეთაის“ თარგმანში ნახმარი ტერმინი „ქართველნი დასავლისა“, რაც შეესატყვისება ესპანეთის იბერებს („ექუსთა დღეთაი“, 57. 20).

ასე რომ, პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა და მისი ენა „დამდაბლებული“ და „დაწუნებული“ ხდება სწორედ ძვ. წ. მესამე ათასწლეულიდან, ანუ, თეოსოფიური ტერმინოლოგიით, კალი-იუგას დასაწყისიდან, როდესაც ევრაზიაში იწყება ინდოევროპელთა ექსპანსია და გაბატონება, რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის ტიტან პრომეთეს („წინასწარმეტყველური აზრის“) მიჯაჭვით კავკასიონზე და დედამიწაზე ზევსისა და მისი პანთეონის დომინირებით (პრომეთე – იაფეტური კაცობრიობა, ზევსი – ინდოევროპული კაცობრიობა). აკად. ს. ყაუხჩიშვილის აზრით, აქ საქმე გვაქვს ორი სხვადასხვა კულტურის ბრძოლასთან და უკთიერთდაპირისპირებასთან. სახელდობრ, პრომეთე არ არის ბერძნული ღვთაება, იგი იმ ხალხის ღმერთია, რომელიც ბერძნების მოსვლამდე ცხოვრობდა და მაღალი კულტურის მატარებელი იყო. ხოლო ოლიმპიული ზევსი წმინდა ბერძნული ღვთაებაა, ზევსი იმ ბერძნების ღმერთია, რომელნისც კულტურის საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ, როდესაც მოვიდნენ და დასახლდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის არქიპელაგზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროებზე. ახალმოსული ბერძნული მოსახლეობა (დაბალი კულტურის მატარებელი) ებრძოდა დიდი კულტურის მქონე ძველ მოსახლეობას, პროტოქართულს (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, რას გვიამბობდნენ ძველი ბერძნები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1964, გვ. 34). ასე რომ, კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ მაღალი ცივილიზაციისა, კულტურისა და აზროვნების მატარებელი კაცობრიობა არის პროტო-ქართული მოდგმა კავკასიაში ლოკალიზებული, კავკასიაზე მიჯაჭვული. უფრო ადრინდელ ხანაში ეს მოდგმა აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოეთს, ხმელთაშუაზღვის აუზს, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, პირინეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას. ამ მოდგმას ზოგი ევროპელი მეცნიერი უწოდებს ლიგურ-იბერიულ, ანუ ეუსკარო-ალაროდიულ მოდგმას, ხოლო ჩვენი მეცნიერება იაფეტურს, ან იბერიულ-კავკასიურს. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ, კერძოდ, ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ინდოევროპელებისა არიელების სახით, რასაც მოჰყვა საბოლოო დაშლა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა (პროტოქართველებისა), რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას. გარდა ამისა, ისინი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, ვიდრე ინდოევროპელნი და თავად ახდენდნენ მათზე გავლენას (იხ. რ. გორდეზიანი, „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები, თბილისი, 1970, გვ. 194). ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით თვით დღევანდელი არარატი, „ურარტუდან“ ნაწარმოები, გვიანდელი სახელწოდებაა ამ მთისა, უფრო ადრინდელ ხანაში კი ეს იყო მთა კარდუ (სუმერული ნასირი) იაფეტიდ პროტო-ქართველთა (ნ. მარრის დასკვნით, ქართული წმინდა იაფეტური ენაა, ხოლო სომხური ჰიბრიდული იაფეტურ-ინდოევროპული ენა).

პროტო-ქართველების ეთნიური სტრუქტურა იყო მატრიარქატი, მათ ახასიათებდათ პანთეონში ქალური ღვთაებების დომინირება, რაც განაპირობებდა ბუნების დიდი დედის ნანას, დედა უფლის კულტს (ბერძნული დემეტრაც აქედან იღებს სათავეს). აქედანვე მოდის ქალის კულტი ძველი იბერებისა: მამაკაცების მოხსენიება არა მამის სახელით, არამედ დედის სახელით, რაც შემორჩა შუასაუკუნეთა ლანგდოკში, პირინეებში, სადაც კელტიბერიული ტრადიციები ჯერაც ცოცხალი იყო (მამაკაცები აქ მოიხსენებოდნენ როგორც „ბელისენის ძე“, „ოლივერიას ძე“, (იხ. ო. რან, ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ. შტუტგარტი, 1964, გვ. 64). უთუოდ ამის მსგავსი მოვლენაა ჩვენში მაგ. ამირანის მოხსენიება „დარეჯანის ძედ“. ამგვარად ვლინდებოდა ქალის კულტი, რამაც ნიადაგი შეუმზადა მომავალში ღვთისმშობლის კულტს.

პროტო-ქართული ფუძე-ენათა აღრევით, ანუ დიფერენცირებით, მოჰყვა, ბიბლიური ენით, ბაბილონის გოდოლის დაცემას, თეოსოფიური ენით, კალი-იუგას (ბნელი პერიოდის) დასაწყისს, ხოლო ენათმეცნიერული და ეთნოგრაფიული ენით III ათასწლეულის ინდოევროპულ ექსპანსიას. ეს არის დასაწყისი პროტო-ქართული მოდგმის კრიზისისა, განცალკევება-დაქსაქსვისა, იაფეტიდების დეკადანსისა, რაც პერიის პერიოდში, როდესაც ინდოევროპეიზებული რომი აადგურებს კართაგენს, პონტოს, ცდილობს ანტიური იბერიის დაპყრობას, იმპერიაში პატრიციები ინდოევროპელები ხდებიან, ხოლო პლებეები – იაფეტიდები. ნ. მარრის მოსაზრებით, კართაგენი და რომი თავდაპირველად ერთი და იგივე ეთნიური (იაფეტური) წარმომავლობის ქალაქელი იყვნენ ხმელთაშუაზღვის ორსავე მხარეს, ვიდრე მოხდებოდა რომის ინდოევროპიზაცია და კართაგენის სემიტიზაცია (ფინიკიელი პუნები), რამაც გამოიწვია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ამ ორ ქალაქს შორის. ნ. მარრი პელაზგებისა და ეტრუსკების ბედს იმ ლომის ბედს ადარებს, რომელსაც არ აღმოაჩნდა მაქებარი და დაიჩრდილა ადამიანის დიდებით. აი, ეს არის „დამდაბლება-დაწუნება“ ქართული (იაფეტური) ენისა, ან მოდგმისა, რომლის პარალელურად მიმდინარეობს სემიტურ და ინდოევროპულ მოდგმათა აღორძინება.

მატრიარქატის გარდა პროტო-ქართველებისათვის დამახასიათებელი იყო მცენარეული ტოტემები – ვაზი (ვაზის კულტი), მუხა და ცხოველური ტოტემები – ვეფხი და მგელი. ვეფხისტყაოსანი და ლომისტყაოსანი ღვთაებები და გმირები უძველეს მცირეაზიურ იაფეტურ პანთეონს ახასიათებს. მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ გამოძახილია უძველესი, პრეისტორიული პროტოქართული საგისა, რომელიც აირეკლა აგრეთვე „გილგამეშიანში“ და სხვა ლომისტყაოსან და ვეფხისტყაოსან ჰეროსებში (იხ. ტ. მარგველაშვილი, „გეორგიკა“. ლონდონი. 1936 წ.). ვეფხის უძველეს მცირეაზიულ კულტს უკავშირებენ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ აგრეთვე თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში (გვ. 506, 507).

მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ბასკი ხალხი არის ნაშთი ევროპის უძველესი იბერიული რასსისა და ცივილიზაციისა, რომელიც მოსპეს ინდოევროპელებმა თავიანთი ექსპანსიის პერიოდში, ისევე როგორც ხმელთაშუაზღვისა, ეგეოსული და მცირეაზიური კულტურები. ასე რომ, ამ ერთიანი ცივილიზაციის ნაშთები შემორჩა მხოლოდ პირინეებსა და კავკასიაში (საქართველოის სახით). თანამედროვე მეცნიერებაში ნ. მარრმა ჩაუყარა სოლიდური საფუძველი ბასკებისა და ქართველების პრეისტორიული ნათესაობის თეორიას. ჰ. გ. უელსის აზრით, ძველი იბერები, რომელთა ჩამომავლებიც არიან ბასკები, ეკუთვნოდნენ ნეოლითურ ხმელთაშუა ზღვის მოდგმას (ჰ. გ. უელსი, ისტორიის კურსი, ინგ. ენაზე, გვ. 91), ხოლო ვ. ჰუმბოლდტისა და ნ. მარრის გამოკვლევების მიხედვით, იაფეტიდი იბერები აღავსებდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზს. სუმერული, მინოსური, პელაზგური, ეტრუსკული და სხვ. კულტურები მათი შექმნილია. ნ. მარრის აზრით, პროტო-ქართული, ანუ იაფეტური ფუძე-ენა არის ერთიანი, გლოტოგონიური ფენომენი, საერთო საფუძველი ყველა ენებისა, რომელნიც წარმოიშვნენ მისგან დიფერენციაციის პროცესში. ამიტომაც საუბრობს აგრეთვე ცნობილი საბჭოთა მეცნიერი ა. ლოსევი „ქართული და სხვა ქართველური ენების მსოფლიო როლზე“ (იხ. ა. ლოსევი, ნიშანი, სიმბოლო, მითი, მოსკოვი, 1956). ნ. მარრი იმოწმებს ფრ. მიულერს, რომლის მიხედვითაც კავკასიური ენები წარმოადგენენ ნაშთს ერთი, ოდესღაც ძლიერი და მნიშვნელოვანი ენათა ოჯახისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, ვიდრე მოვიდოდნენ სემიტური, არიული და ურალო-ალტაური ტომები. ნ. მარრის დასკვნით, ქართული ენა წარმოიშვა კაცობრიობის საერთო წინარეენიდან, რომელიც ისევე ჰგავდა სემიტურ ენებს, როგორც ისინი ჰგვანან ურთიერთს (რჩეული ნაშრომები, ტ. I, 1933, რუსულ ენაზე). ამიტომაც მოიხსენიებიან ბიბლიაში მოსოხი და თუბალი იაფეტის (სემის ძმის ) შვილებად (დაბად. 10.2).

გვიანდელი იაფეტური ენები გადმონაშთებია ენათა უშველებელი შტოსი (იაფეტური ფუძეენისა), რომელიც ვრცელდებოდა დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით, სემიტურ სამყარომდე. ხოლო ქართულ ენას, ნ. მარრის თქმით, იაფეტურ ენებში უკავია ისეთივე პოზიცია, როგორიც არაბულს სემიტურ ენებში. ნ. მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, რომ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა პირველადი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდული ენა სუმერულისა და ელამურის პარალელურად და რომ სუმერული, შესაძლოა, ყოფილიყო შემაერთებელი რგოლი პირველად ბასკურ-კავკასიურსა და პირველად მონგოლურ ჯგუფებს შორის, ვინაიდან არსებობდა პირველადი და უძველესი ბასკურ-კავკასიურ-დრავიდულ-სუმერულ-მონგოლური უადრესი წინაპარი ფუძე-ენა ქამიტურ ძირეულზე ძველი, ანუ „ეოლითური კულტურის“ ენა, ხოლო სუმერები, ტუბალები და ტიბარენები ეკუთვნოდნენ ძველ იბერთა ტომებს.

უფრო გვიან, ბრინჯაოს ხანის შემდგომ პერიოდში, იაფეტიდებმა (პროტოქართველებმა) დასაბამი მისცეს რკინის კულტურას მიკენის ეპოქის დასასრულს (ჰალიძონები, ანუ ხალიბები, ბიბლიაში: ტუბალ-კაენის მოდგმის ხალხები). იაფეტიდი პელაზგები იყვნენ აგრეთვე ცივილიზაციის ინიციატორები ძველ საბერძნეთშიც, რომელიც თავდაპირველად პელაზგური იყო, ხოლო შემდგომში მოხდა მისი ელინიზაცია. ჰომეროსის „ილიადაში“ ნაჩვენებია ინდოევროპული ხალხების ექსპანსია და იაფეტიდების დეკადანსი. ერთი მხრივ ურთიერთს უპირისპირდებიან ინდოევროპელი აქაველები და იაფეტური ტროა, ხოლო მეორე მხრივ, თვით აქაველთა ბანაკში მომხდარი განხეთქილება აგამემნონსა და პელაზგ აქილევსს შორის დაპირისპირებაა იმავე ნიადაგზე. იაფეტურ კოლხეთთან საბერძნეთის ურთიერთობა აირეკლა „არგონავტების მითში“.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბერძნულ მითოლოგიაში აირეკლა სხვადასხვა ეთნიური კოლექტივების როლი საბერძნეთის ცივილიზაციის განვითარებაში. მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ტიტანები და გმირები ეკუთვნიან არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს და წარმართავენ თავდაპირველად პელაზგურ კულტურას, ხოლო შემდეგ – შემოსულ აქაველთა კულტურას (ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, ბაზელი, 1966, გვ. 24, გერმან. ენაზე). ტიტანები და გმირები ზეკაცებია, რომელთაც მიიღეს ღვთაებრივი მეობის ნაპერწკალი. პრომეთეს მიერ ციდან ცეცხლის მოტატება მიკროკოსმული გაგებით თვითების, მეობის შეძენაა, ხოლო ღმერთების მიერ ტიტანების ტარტარში ჩამარხვა, ადამიანის სულის მატერიაში ჩამოსვლაა, სხეულში ჩაძირვა და გამკვრივებაა, რითაც იწყება ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრება, აზროვნება და კულტურა. მეობის შემდგომი განვითარებაა ტანტალოსი, სიზიფუსი და ჰერაკლე, ანუ ნებელობითი ინიციაციის შერწყმა სიყვარულთან (მედეასთან), რომლითაც ხდება მოპოვება ოქროს საწმისისა, ვერძის კოსმიური სიბრძნისა, რაც ანტიურ ეპოქაში იგივე შინაარსს ატარებს, რასაც შუასაუკუნეებში ფილოსოფიური ქვა და გრაალი (ოქროს საწმისს „კლასიკურ გრაალსაც“ უწოდებენ).

პრომეთეს მითში ანტიური მითოლოგიისა და მისტერიოსოფიის ენაზე მოთხრობილია იგივე, რასაც გვაუწყებს „ქებაი“-ს ავტორი ქრისტიანული თეოსოფიის ენაზე. იაპეტოსი ძე, პრომეთე, ოდესღაც აღზევებული ტიტანი (იგივე, რაც ინდური მითოლოგიის პრამათუსა და მატარიშვა), ღმერთებისთვის ცეცხლის (ღვთაებრივი მეობის ნაპერწკლის) მომტაცებელი, შემქმნელი და ინსპირატორი კაცობრიობის ცივილიზაციისა და აზროვნებათა კულტურისა, შემოქმედი და წინასწარმხედი მოაზროვნე, მისტერიათა კულტურის ინაუგურატორი (შემომღები) არის სიმბოლო იაფეტური, პროტოქართული, ანუ პროტოევროპული ეთნოსისა, რომელიც ჟამთა ვითარებაშ დაამარცხა და გარიყა ზევსმა, ანუ ინდოევროპულმა კაცობრიობამ, მიაჯაჭვა კავკასიაზე, ანუ კავკასიით შემოზღუდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის არენა (მეორე თვალსაზრისით, პრომეთეს მხსნელი არის მისი საქმის გამგრძელებელი ჰერაკლე. იგი მისტერიათა სინკრეტული კულტურის ახალ საფეხურზე ამყვანი გმირია და ეკუთვინის აგრეთვე წინარე-ბერძნულ, პელაზგურ-იბერიულ სამყაროს, ძველიბერიულ მისტერიებს. ჰერაკლე – ძველ იბერთა უძველესი მზიური ღვთაება – გმირი, ძველ იბერთა ბელადი, მჭიდროდ არის დაკავშირებული პირინეებთან. მითი ჰერაკლესა და მისი სატრფოს პირენეს შესახებ, რომელიც დაიღუპა პირინეებზე, ასახავს მის კავშირს ამ არეალთან ისევე, როგორც მეათე და მეთერთმეტე გმირობის ისტორია (შემთხვევით როდი ეწოდება გიბრალტარს ჰერაკლეს კარიბჭე). გარდა ამისა, ჰერაკლე პელაზგური არგოსიდან არის გამოსული. შემთხვევითი როდია, რომ ფუძე „არგო“ უკავშირდება არა მხოლოდ იმ ხომალდს, რომელმაც არგონავტები მიიყვანა კოლხეთში, არამედ თვით კოლხეთის ტოპონიმებისა და ეთნიური ჯგუფების სახელწოდებებს: „არგუეთი, მარგუეთი, ეგრისი, მარგ“-ალი და სხვ. ჰერაკლე პერსევსის ძეა, რომელმაც დააფუძნა ნათელმხილველური პელაზგური კულტურა, რომელიც შემდეგ გადაიყვანა ათენელთა ჰელენურ კულტურაზე. ჰერაკლე ცხებულია ჰერასი (ჰაერასი), უძველესი პელაზგურ-იბერიულ ქალღმერთისა, რომელიც წინასახეა იზიდასი, სოფიასი, ქრისტიანული გაგებით – ღვთისმშობლისა. ამავე დროს ჰერაკლე ზევსის ძეა, ვინაიდან მან აითვისა აგრეთვე ზევსური, ე. ი. ინდოევროპული ინიციაციური კულტურაც. ჰერაკლეს ჩვეულებრივ ლომისტყაოსნად გამოსახავენ მცირეაზიური ლომისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი გმირების კვალობაზე, რაც სიმბოლოა თვითფლობისა და მე-ს მეფურ ძალმოსილებისა. მისი ზებუნებრივი ფიზიკური ძალმოსილება, მისი გმირობანი სიმბოლურად ასახავენ მისტის, ანუ ადეპტის სულიერ პოტენციებს, ნებელობის ძალას, მისი „დოდეკაილოს“ (12 საქმე) 12 საფეხურია ინიციაციისა (ჰერაკლეს დასახვა მარტოდენ ფიზიკური ღონის პატრონ გმირად უმეცრებაა).

ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს განთავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე მიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული, ანუ პროტო-ქართული, პროტოევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ (ზევსმა), ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო). მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისას, მისტერიათა კულტურ-ტრეგერის და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს, ანუ ინიციაციის ახალი კულტურა, რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისმძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისმძლეობა) და იქცევა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს.

მითები პრომეთეს, ჰერაკლესა და არგონავტების შესახებ პროფეტული განჭვრეტაა ქრისტიანობის მომავალი მისსიისა. დორიულ-კოლხური ინიციაცია, რომლის მესვეურნიც არიან ხსენებული გმირები, წინასახეა ქრისტიანული ინიციაციისა. შემთხვევითი როდია, რომ დორიული ინიციაცია კოლხეთთან არის დაკავშირებული, ხოლო ჰერაკლე არგონავტების ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეა. ამ ექსპედიციის დროს ჰერაკლეს მიერ კვერთხის დაკვრით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტესაგან, როგორც სულიერი კლდისაგან წყლის აღმოცენების წინასახედ (1. კორ. 10. 4, იხ. ო. ნეერახერი, საბერძნეთის სულიერ გზებზე, გვ. 274). ამაზე მეტყველებს აგრეთვე ისიც, რომ სახელი „იასონ“ შინაარსობრივად უკავშირდება „იესოს“ („იასის“ – წამალი, „იესო“ – მკურნალი). ასე რომ, პრომეთეს, ბერძნული მითოლოგიის თვალსაზრისით, ათავისუფლებს მომავლის თეურგია, ინიციაციის ახალი კულტურა, რაც ქრისტიანული თეოსოფიის თვალსაზრისით ქრისტიანულ თეურგიას გულისხმობს.

შეთხვევითი როდია, რომ გერმანე პატრიარქის (წარმოშობით ლაზის) ნაშრომში „თხრობაი სასწაულთათვის მთავარანგელოზისა მიქაელისა“ არგონავტების ლაშქრობას მფარველობს მიქაელი, პირი ქრისტესი, „ცით მოვლენილი ძლიერებაი საზარელი“, რომელიც მათ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ე. ი. არა მხოლოდ ეზოტერიზმს, არამედ ეგზოლერულ ეკლესიასაც ჰქონდა ტრადიცია ანტიური კოლხური ინიციაციის, როგორც ქრისტიანობის წინამორბედის შესახებ.

ამრიგად, „ქებაის“ ავტორი იგივეს გვამცნობს ქრისტიანული ტერმინოლოგიით, რასაც ანტიური მისტერიებიდან გამოსული მითი: ოდესღაც აღზევებული და მძლავრი ქართული მოდგმა და მისი ენა ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამდაბლებულია და დაწუნებული, მაგრამ ეს დამდაბლება მისთვის ქრისტესეული ნათლისღებაა სიკვდილისა და დაფლვისა (ამით იგი არის „ოთხისა დღისა მკვდარი“), რასაც გარდუვალად მოსდევს აღდგომა და ამაღლება.

ქართული მოდგმაც აღდგება ამ ოთხდღიანი ნათლისღების შემდეგ, ხოლო მეორედ მოსვლისას კვლავ დაიბრუნებს უნივერსალური სულიერი ლიდერისა და კაცობრიობის მსაჯულის პოზიციას, როგორიც გააჩნდა მას წარსულში. ყოველივე ამას ქართულ მოდგმას დაუბრუნებს ის, ვინც აღადგინა და განადიდა ლაზარე. ამიტომაც არის ქართული მოდგმა ლაზარესთან შედარებული. თანაც ის როდია ნათქვამი, რომ ქართული მოდგმა მეორედ მოსვლამდე დამდაბლებული, დაწუნებული და მკვდარი იქნება, არამედ ის, რომ იგი ოთხდღიანი (ოთხათასწლიანი) სიკვდილისა და დაფლვის პერიოდის შემდეგ აღდგება ლაზარეს მსგავსად. გაცილებით ადრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იგი სწამებს ქრისტესთვის, მისი ისტორია იქნება ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, ხოლო მეორედ მოსვლისას იგი ამხელს ცოდვილ კაცობრიობას.

აღსანიშნავია, რომ პროტოქართული (იაფეტური) მოდგმა ჯერ კიდევ ანტიური მითოლოგიური წარმოდგენების მიხედვით აღიარებულია მიღმა სამყაროში გარდასული კაცობრიობის მსაჯულად. ამას ნათელყოფენ მითები იაპეტოსის, რადამანთისისა და მინოსის შესახებ. იაფეტიდი პირველმეფე მინოსი (მინოსი „აზრის მატარებელს“ ნიშნავს), რომელსაც კოლხი აეტის დაი ჰყავდა ცოლად, ჰომეროსის „ოდისეაში“ ფიგურირებს, როგორც ჰადესში მკვდართა მსაჯული, რაც შემდეგ შუასაუკუნეობრივ ტრადიციაშიც გადავიდა (იხ. დანტეს „ჯოჯოხეთი“), ხოლო მინოსის ძმა, რადამანთისი ელისეს ნეტართა ველის მსაჯულია კრონოსთან და იაპეტოსთან ერთად (რადამანთისი არის აგრეთვე სისხის აღების წესის დამკანონებელი). თანამედროვე მეცნიერებაში გარკვეულია, რომ მინოსელნი ეკუთვნოდნენ ხმელთაშუაზღვის მოდგმას, ისევე როგორც პროტოქართველები. მათ შეჰქმნეს უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მიკენზე და ძველ საბერძნეთზე (აღსანიშნავია რომ „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ დღევანდელ ქართველებსაც ხმელთაშუაზღვის მოდგმას აკუთვნებს). ასე რომ, იოანე-ზოსიმეს კონცეფცია ქართული მოდგმის, როგორც კაცობრიობის მამხილებლის, მსაჯულის შესახებ ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს.

ახლა ისევ პირველთქმულს მივუბრუნდეთ. რა იგულისხმება ქართული მოდგმისა და ენის სიკვდილში, დამდაბლება-დაწუნებაში? რამდენადაც იაფეტური წინარეენა ქურუმთა, ანუ მოგვთა ენა იყო, რომლითაც ისინი სულიერ არსებებს და ტოტემებს უკავშირდებოდნენ, მას იმთავითვე საკრალური, მისტერიალური ხასიათი და დანიშნულება ჰქონდა, ხოლო იაფეტიდები, პროტო-ქართველები (იგივე პროტოევროპელები და პროტოარიელები) წარმოადგენდნენ რელიგიურ ელიტას კაცობრიობისას, სულიერი ცხოვრების ლიდერებს, უნივერსალურ კულტურტრეგერებს, რაც იოანე-ზოსიმესეული გაგებით უნდა ყოფილიყო ნამდვილი სიცოცხლე ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენისა, რაც გრძელდება უხსოვარი დროიდან ძვ. წ. III ათასწლეულის, ანუ კალი იუგას დასაწყისამდე. III ათასწლეულიდან კი იწყება ამ მოდგმისა და მისი საკრალური ენის პროფანირების, აღრევის, დამდაბლება-დაწუნების პერიოდი, რაც გამოიწვია კაცობრიობის მატერიაში ჩაძირვამ, ინდოევროპელთა მოძალებამ, ისტორიულმა ბედუკუღმართობამ. ამავე პერიოდში პროტო-ქართული მოდგმა იწყებს რიცხობრივად შემცირებას, რასაც სიმბოლურად განასახიერებს ნიობეს შვილების დახოცვა (ნიობე იაფეტური მოდგმის დედაა). იწყება იაფეტური მისტერიების დეკადანსი. რის გამოც ეს მისტერიები ალაგ-ალაგ არაკანონზომიერიც ხდება, ხოლო ერთიანი ფუძე-ენა განიცდის დიფერენცირებას ენებად და ენაკავებად, რაც გაგრძელებაა ბაბილონის გოდლის დაცემის შემდგომი ენათა აღრევის პროცესისა.

იოანე-ზოსიმეს გაგებით „ყოველი საიდუმლო“ ქართულ მოდგმაში და მის ენაში „დამარხულ არს“ ჯერ კიდევ იმ პრეისტორიული ხანიდან, როდესაც ქართული ენა იყო მოგვთა ენა, პირველადი მისტერიების ენა ღმერთებთან ურთიერთობისათვის შექმნილი. ამიტომაც არის შემონახული მისტერიების „ყოველი საიდუმლო“ ქართულ ენაში, ქართულ კულტურაში. ამიტომ ქართულ ენა ლაზარეა ყველა ენებს შორის, იგი პირველადი ენაა, მთავარი ენაა, ისევე როგორც ლაზარე-იოანე იყო მთავარი მოციქული იესო ქრისტესი, მოწაფე „რომელი უყვარდა იესოს“ და რომელიც იყო მისი უახლოესი სულიერი მეგობარი, იგი იყო ამავე დროს ძეობილი ღვთისმშობლისა, ისევე როგორც საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი.

როდესაც ქვეყნად მოვიდა იესო ქრისტე, დადგა ქრისტიანული ერა. აღორძინების სტიმული მიეცათ რასებს, ერებს, ადამიანებს. ყოველივე დამდაბლებულისა და დაწუნებულის აღდგომისა და ამაღლების საწინდარი გახდა ქრისტეს იმპულსი. იოანე ნათლისმცემლის სიტყვისამებრ: „ყოველი ხევნები ამოივსოს და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდნენ“ (ლუკა IV. 5). ყველაზე მეტად დამდაბლებულ და დაწუნებულ ქართულ მოდგმას, ქართულ ენას მიეცა სტიმული აღდგომისა ლაზარეს მსგავსად. ისევე როგორც ჯვართან მდგარ ლაზარე-იოანეს ჯვარცმულმა მაცხოვარმა ანიშნა ღვთისმშობელზე და უთხრა: „აჰა, დედაი შენი“, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა: „აჰა ძე შენი“ (იოანე 19. 26-27), ასევე გახდა საქართველო, იბერია, ღვთისმშობლის წილხვდომილი აღდგომიდან მეერგასისე დღეს, მარტვილიას. ასე რომ, ლაზარე-იოანე და საქართველო თითქმის ერთდროულად იშვილა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ნებისამებრ. აი კიდევ რატომ ჰქვია ქართულ ენას ლაზარე სახარებასა შინა!

„და ენაი ესე შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“ კურთხეულია ჯერ კიდევ ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სადაც შექებულია სემისა და იაფეტის კეთილშობილება, მშობლის პატივისცემა, რომელთაც დაფარეს თავიანთი ნასმურევი მამის, ნოეს სირცხვილი, რისთვისაც შეჩვენებულია ქამის მოდგმა, ქანაანი (დაბად. 9. 32, 33). იაფეტის ძენი მოსოხი, თუბალი, იოავანი მოხსენიებულნი არიან მომავლის კურთხეულ ხალხთა შორის (ესაია, 66. 19). ხოლო სახელი „იოანე“, მოდის „იოავანიდან“, იაფეტური მოდგმის თავკაციდან.

რომელი მოდგმის ხალხები უნდა ჩაითვალონ წამყვანად ქრისტიანობის განვითარებაში? იოანე-ზოსიმეს კონცეფციით, ეს ხალხებია ქართველური და ინდოევროპული (ბერძნული) მოდგმის ხალხები, ვინაიდან სემიტურმა ხალხებმა პირველ საუკუნეშივე შეასრულეს თავიანთი როლი ქრისტიანობის აღმოცენებისა და დაფუძნებაში, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მათი მისსია აღარ გაგრძელებულა ამ მიმართულებით. ქართველური მოდგმის ხალხებმა კი იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოტერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი). კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალნი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ. ხსენებული მამების ბერძნულენოვნება კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს ქართული ენის „დამდაბლება-დაწუნებაზე“ იმ ეპოქაში. ქრისტიანული თეოლოგიისა და თეოსოფიის უდიდესი ბურჯი იყო პეტრე იბერი, არეოპაგიტული ტრაქტატების ავტორი. ეს ტრაქტატები საფუძვლად დაედო როგორც აღმოსავლეთის, ისევე დასავლეთის ეკლესიების ღვთისმეტყველებას, მისტიკას, აგრეთვე ეზოტერულ ქრისტიანობას. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მისიონერული მოღვაწეობაც კაპადოკიელ და ქართველ ქრისტიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ბერძნებს.

ეზოტერული ქრისტიანობის უმთავრესი მიმდინარეობაა გრაალის ქრისტიანობა, რომელიც აღმოცენდა კელტიბერული მოდგმის ხალხებში, პირინეებში, ლანგდოკსა და პროვანსში, ხოლო აქედან გავრცელდა მთელს ევროპაში.გრაალის ძიება იგივე ოქროს საწმისის ძიებაა, რომელსაც „კლასიკურ გრაალსაც “ უწოდებენ მეცნიერებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ოქროს საწმისი ანტიურ მისტერიათა კულტურის სიმბოლოა, გრაალი კი ქრისტიანული მისტერიებისა. ოქროს საწმისის კულტურა ქართველურმა, კოლხურმა ტომებმა შექმნეს, ხოლო გრაალის კულტურა მათმა მონათესავე დასავლეთის კელტიბერიულმა ტომებმა. შუასაუკუნეებში გრაალი დასავლეთ ევროპიდან საქართველოში იქნა ფარულად გადმოტანილი, რაც აღნიშნულია მეფე-ხუცეს იოანეს შესახებ ლეგენდაში, რომელსაც ჯვროსნული ქრონიკები დავით აღმაშენებელთან აიგივებენ. ქართულ, კერძოდ ფშავ-ხევსურულ ფოლკლორში აირეკლა გრაალის ინიციაციის მოტივები, წმ. გიორგის და მისი ძმადნაფიცი ღვთისშვილების მიერ ქაჯავეთიდან სამძივარის წამოყვანისა და თასის წამოღების მოტივში, რაც საფუძვლად დაედო რუსთაველის ვეფხისტყაოსანს, გრაალის პოემების მონათესავე ქართულ პოემას. გელათი გრაალისადმი მიძღვნილი ტაძარია, რომლის ფრესკული მოტივები ასახავენ გრაალის მისტერიებს. ყოველივე ეს სიმბოლურად აირეკლა აგრეთვე ბაგრატიონთა სამეფო გერბზე, რომელზედაც გამოსახულია დავითის ქნარი და შურდული (იესიან-დავითიანობის სიმბოლო), წმ. გიორგი, ქრისტეს საუფლო კვართი (შიდა სამოსი) და წმ. გრაალის სფერული ბარძიმი (ეზოტერული ქრისტიანობის სიმბოლოები).

როგორც აღინიშნა, იოანე-ზოსიმე წმ. ნინოს, ქართული ქრისტიანობის სიმბოლოს, ლაზარეს დას, მარიამს ადარებს, ვინაიდან მარიამის გზაა ქრისტიანობის სულიერ-ჭვრეტითი ხაზის განვითარება, თეოსოფია და ეზოტერიზმი. ასევეა შადარებული ნინო მარიამთან „მოქცევაი ქართლისაი“-ში, სადაც ზაბილონ ეუბნება მას: „ხოლო შენ მარიამ მაგდალინელისა შური აღიღე ქრისტეს სიყვარულისათვის და დათა მათ ლაზარესთა“ (ქართლის ცხოვრება, 1955. ტ.I . გვ. 76).

გარდა ამისა, ნინოსთვის ანგელოსის მიერ გადაცემულ წიგში ერთ-ერთი მუხლი ზ. ასეთია: „რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარად ისმენდა სიტყვასა მისსა ჭეშმარიტსა“ (გვ. 87). ასე რომ, წმ. ნინოს შედარება მარიამთან ზოგადი ტრადიცია ყოფილა ქართულ ეკლესიაში და მწერლობაში, ამის გამო „ქებაის“ „ახალ ნინოში“ რომელიღაც სხვა ნინოს ძიება გზააბნევაა. ბერძნული ქრისტიანობის მისსია კი, რომლის სიმბოლოც არის ჰელენე დედოფალი, ძეგლში მართასთან არის შედარებული, ვინაიდან ბერძნულმა მოდგმამ შექმნა სახელმწიფოებრივი ქრისტიანობა, სოციალური ქრისტიანობა და ეგზოტერული ღვთისმეტყველება. შემთხვევითი როდია აგრეთვე, რომ ქართული მოდგმა მოაქცია სწორედ იაფეტურ-მოსხურ-ზანური კაპადოკიიდან გამოსულმა ქალწულმა წმ. ნინომ, ხოლო წმ. გიორგი კაპადოკიელი უმთავრესი წმინდანია საქართველოს ეკლესიისა, იგი არის აგრეთვე ეროვნული ღვთაება ქართველი ხალხისა, ქრისტესა და სამების ატრიბუტების მატარებელი.


Posted by: LAIRA Feb 27 2012, 04:18 PM

ქრისტიანობის ქველი მისსია იმაშიც გამოვლინდა, რომ მან შეარიგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები, დაამყარა მათ შორის ჰარმონია და აწ ისინი გვევლინებიან როგორც ორნი დანი, წმ. ნინო და ჰელენე დედოფალი, ერთი იდეალისა და ერთი მიზნის მსახურნი მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.ქართული მოდგმის, ქართული ენის კურთხეულობისა და ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა მარტოდენ ქართული მესსიანიზმის შედეგი არ გახლავთ, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია. ამ იდეას იზიარებდნენ ბერძნული და რუსული ეკლესიებიც, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდით. მაგალითად, ბასილი ფილოსოფოსის „ილირიონ ქართველის ცხოვრებაში“ ვხვდებით ასეთ ადგილს: როდესაც წმ. ილარიონ ქართველი და მისი თანმხლებნი ულუმბოს მონასტრის მამასახლისმა (იკონომოსმა) გააძევა ეკვდერიდან ვითარცა არაბერძენნი, მან მასვე ღამეს იხილა ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: „რაისთვის საწყალობელო, დიდი იგი მოღუაწე ილარიონ და მისთანანი უპატიოდ განასხენ… ჰგონებ ვითარმედ ელინთა ენაი მარტოდ შეწყნარებულ არს, ვითარ არა უწყი ვითარმედ ყოველთაგან ნათესავთა, რომელიცა არს მოშიში უფლისა და მოქმედი მცნებათა მისითა, სათნო მისა არს იგი, არა ჰხედავ, რაოდენნი ნათესავისაგან მათისა სათნო ეუყუნეს ღმერთსა, ვითარ საწყალობელო უცხო ჰყავ თავი შენი, ლოცვისაგან მეგობრისა ჩემისა და კურთხევისაგან მისისა, რამეთუ რომელი ამათ არ შეიწყნარებს, იგი მტერი არს ჩემი“. ვგონებ ნათელია, რომ ამ სტრიქონების ავტორს, ეროვნებით ბერძენს, სწამდა ივერიის წილხვდომილობა. უფრო ადრინდელი ძეგლი კვიპროსის მთავარეპისკოპოსის არკადის მიერ აღწერილი „ცხოვრებაი სვიმეონ მესვეტისა“ მოგვითხრობს, რომ სვიმეონ მესვეტემ „განკვირვებასა შინა იხილა ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათა და ყრმათაი და აქუნდა ხელთა მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავლეთით მისსა და სული წმიდაი ჰფარვიდა მათ“, შემდეგ სულიწმიდამ უჩვენა მას, რომ „ესე არს ნათესავი ქართველთაი“. მეორე დღეს მართლაც მოვიდნენ მასთან ქართველები ჯვრებით ხელში (კ. კეკელიძე, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, I ტფილისი, 1918, გვ. 260). უთუოდ ამ ხილვამ განაპირობა ის, რომ სვიმეონ მესვეტე დაუმეგობრდა ქართველებს, ხოლო შემდგომში საქართველოში წარმოგზავნა ათსამმეტი „ასურელი“ მამა ქრისტიანობის საქადაგებლად და განსამტკიცებლად. ამრიგად, ამ ძეგლში სულიწმიდა გვევლინება საქართველოს მფარველად, სულიწმიდის მიწიერი გამოცხადება კი ღვთისმშობელია, როგორც დავინახეთ. ასე რომ, საქართველოს წილხვდომილობის იდეის გამოძახილს ჯერ კიდევ სვიმეონ მესვეტის „ცხოვრებაში“ ვხვდებით (ძეგლი მეშვიდე საუკუნეს ეკუთვნის).

ახლა ვნახოთ, როგორი ტრადიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით რუსულ ეკლესიას. ცნობილია ქართველი და რუსი ბერების მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ათონის ივერთა მონასტერში, რომელთაგან მრავალნი ქართველობდნენ და ათონის მონასტრებში რჩებოდნენ სამოღვაწეოდ, როგორც მაგალითად იოანე რუსყოფილი (იხ. კირიონ კათალიკოსის „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“. რუს. ენაზე, ტფილისი, 1910 წ.).

ცნობილი ძველსლავიანური დაუჯდომელი (აკათისტი) ივერიის ღვთისმშობლისა, პორტაიტისასი, რომლის ბოლო რედაქცია XVII საუკუნეს ეკუთვნის, მოგვითხრობს ივერიის წილხვდომილობაზე, ათონის ივერთა მონასტრის დიდებაზე, წმ. ექვთიმეს ოქროპირობაზე, წმ. თორნიკეს უძლეველობაზე, წმ. გაბრიელ ხატის მიმრქმელზე და აგრეთვე ივერთა მოდგმის მომავალ დიდებაზე, ისევე როგორც იოანე-ზოსიმეს „ქებაი“. დაუჯდომელის პირველსავე იკოსში ნათქვამია: „ანგელოსი წინაშემდგომელი გაეგზავნა ღვთისმშობელს, როდესაც მას წილად ხვდა სამოციქულო მოღვაწეობა ივერიის მიწაზე: „ნუ განეშორები იერუსალიმს, შენი წილხვდომილი ქვეყანა განბრწყინდება უკანასკნელ დღეებში (ე. ი. მეორედ მოსვლის წინ), შენ კი უნდა იღვაწო სხვა ქვეყნებში, სადაც წარგგზავნის უფალი“. შემდეგ დაუჯდომელი მოგვითხრობს: „იმეია პრომიშლენიე ო ჟრებიი სვოემ, ლიუდიახ ივერსკიე ზემლი, უსტროილა ესი ვ მესტე, პრისტანიშჩე იშჩუშჩიმ სპასენიე, ხოტია დაროვატი ეი ვ შჩიტ ი ოგრაჟდენიე იკონუ სვოიუ… პროპოვედნიკა ტვორია გავრიილა ვოლი სვოეა, რეკლა ესი კ ნემუ ვლადიჩიცე: ნე პრიიდოხ ხრანიმა ბიტი ოტ ვას, ნო და ბუდუ აზ ხრანიტელნიცა ვაშა ნე ტოკმო ვ ნასტოიაშჩემ, ნო ი ვ ბუდუშჩემ ვეცე, სე დაიუ ვამ ზნამენიე: დონდეჟე ზრიტე ვ მონასტირე იკონუ მოუ, ნე ოსკუდეეტ ვამ ბლაგოდატ სინა მოეგო ი მილოსტ და ვოპიუტ ესი ალილულია“. იკოსი 3 კონდაკი ამავე ტრადიციიდან გამომდინარე ეხმაურება აგრეთვე იოანე-ზოსიმეს XVIII საუკუნის რუსი წმინდანი სერაფიმ საროველი, რომლის თქმითაც, მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ ივერია, ვითარცა ღვთისმშობლის წილხვდომილი, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე, ივერიის წილხვდომილობის იდეა გვხვდება აგრეთვე დავით გარეჯელის ძველ სლავურ დაუჯდომელში.

პატრიარქმა ნიკონმა (XVII)ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირი დიდი პატივით გადმოასვენებინა რუსეთში. შეუქმნა მას სპეციალური ტაძარი („ნოვაია ივერსკაია ობიტელ“), ხოლო ამჟამად იგი დასვენებულია მოსკოვში სოკოლნიკის აღდგომის ტაძარში და აქვს სპეციალური სადღესასწაულო დღე (12 თებერვალი). ამის გამო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდეა რუსული ეკლესიისა, იგი უდიდეს როლს ასრულებდა ოფიციალურ კულტშიც, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ოფიციალური საკულტო ცენტრის, მოსკოვის კრემლის ერთ-ერთ უმთავრეს კარიბჭეს მის პატივსაცემად ივერიის კარიბჭე ეწოდება (ივერსკიე ვრატა).

ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს „ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე“, რომელიც სასწაულად აქვს ქართულ ენას „უმეტეს სხვათა ენათა“. იყო ცდები „ოთხმოცდაათოთხმეტის“ გადამწერის შეცდომად გამოცხადებისა, მისი 104-შთ შეცვლისა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ რატომღაც მინცდამაინც მიაჩნდათ, რომ ამ რიცხვის ხსენება ნიშნავს ქართული კალენდრის მეტობას სხვა კალენდრებზე. ამ გზააბნევას კი იწვევდა სიტყვა „უმეტესის“ არასწორი, მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით გაგება. ძეგლში ნათლად წერია, რომ „ოთხმოცდათოთხმეტი“ სხვა ერების კალენდრებზე მეტნაკლებობას კი არ გულისხმობს, არამედ გარკვეულ თარიღს ქრისტეს მოსვლის შემდგომ. რაც შეეხება გამოთქმას „უმეტეს“ ძველ ქართულში მხოლოდ მომატებულობას, დამატებულობას როდი ნიშნავს, არამედ უპირატესობასაც (იხ. ი. აბულაძე, ძვ. ქართული ენის ლექსიკონი). ასე რომ, „უმეტეს სხვათა ენათა“ ნიშნავს სიტყვასიტყვით: „სხვა ენებზე უპირატესობით“. ახლა განვიხილოთ წინადადება მთლიანობაში: „და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა და საწაულად ესე აქუს: ოთხმოცდაათოთხმეტი წელი ქრისტეს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე“. ე. ი. ავტორს სურს გვამცნოს: ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან ის არის, რომ მას დღემდე სასწაულად აქვს ქრისტიანული წელთაღრიცხვის თარიღი 94 წელი. რა წელია ეს? ეს არის იოანეს აპოკალიპსისის შექმნის თარიღი, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიხედვით 94-95 წლებში დაიწერა და შესაძლოა იოანეს სახარებისაც, რომელიც აგრეთვე 90-100 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი. შესაძლოა იოანე-ზოსიმეს დროს არსებობდა უფრო ზუსტი ცოდნა ამ თარიღის შესახებ. ამიტომაც არის ეს თარიღი უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზარე-იოანესათვისაც და მაშასადამე ქართული ენისთვისაც, რამეთუ ამ წელს აღსრულდა ის, რაც იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ ლაზარეს დაძინებისას: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან“ (იოანე 11. 4). ძე ღმრთისაი იდიდა იოანეს სახარებაში და აპოკალიპსისში ლაზარე-იოანეს მიერ, ამიტომ არის ეს წელი სასწაული მისთვისაც და ქართული ერისთვისაც. ამაშია ლაზარეს უპირატესობა სხვა მოციქულებთან და ქართული ენის უპირატესობა სხვა ენებთან შედარებით, ვინაიდან იოანეს სახარებასა და აპოკალიპსისში გახსნილია ლაზარე-იოანეს მისსია, რომელიც იოანე-ზოსიმეს თვალსაზრისით უღრმესად არის დაკავშირებული ქართული მოდგმის, ქართული ენის მისსიასთან, გარდა ამისა თავად „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ სხვა არაფერია თუ არა და ეგზეგეზა იოანეს სახარებისა და აპოკალიპსისისა.

ამის გამო ბუნებრივია, რომ ავტორი ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ თარიღს. იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე იოანე-ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა შემკულია და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესათვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა, რითაც აღასრულებს ქრისტე-მიქაელის და სულიწმიდა-გაბრიელის მისსიას, რასაც სიმბოლურად ასახავს დავითის VI ს. სტელლებზე გამოსახული მიქაელისა და გაბრიელის მიერ ქართული ანბანის ამაღლება-განდიდება.

Posted by: LAIRA Feb 27 2012, 04:55 PM

ვისაც პირველად ესმის ქრისტიანული ეზოთერიზმის შესახებ იმათთვის გავამუქე სიტყვები smile.gif იქნებ ამჯერად მაინც დაიჯეროთ რომ არსებობს ქრისტიანული ეზოთერიკა და ამ ფორუმზე მე სპეციალურად თემაც გავხსენი სადაც საკუთარი ხელით ვკრეფდი "არეოპაგიკას" რომელიც გახლავთ ქრისტიანული ეზოთერული ნაწარმოები დაწერილი პეტრე იბერის მიერ,რომელზეც დგას მთლიანად მართლმადიდებული დოგმატიკა smile.gif

კეთილი სურვილებით smile.gif))

Posted by: c_e_c_e3 Feb 28 2012, 11:57 AM

aso wili hematriit rixViti mnishvnrloba 4000 ia. saxarebasa shina am enas lazarr qvia las-are . mowmed aso wili mohyavs. anu shifris gasagebbs gvadzleevs 4000. naxet anbanis cxrili. weli itvlis 365 el e5 + l 12x30. anu las me 12 ea da ricxvit 30 anu aq kalendarzea saubari. las are es pirdapir planeta dedamiwis manishnebelia. anu las aresli. aso lasi rogorc gitxarit 12x30ia anu 360 jer dedamicis triali erti erti dakrugvit mzis garshebo. 12 jer mtvaris triali da 30 dge tveshi. es pirdapir dedamiwis maxasiatebelia las_are. sxvatashoris lasare qartulad dedamuwis orbitaa. mteli cerili dashifrulia. is dzvel civilizaciebzee mogvitxrobs. didi astronomiuli imgormaciiis matarebelia. uzustesi kalendrit romelic dgevnadel kacobriobas ar gaashnia ase zusti. zosimes tavisi saxelit xeli aqvs mowerili. nteeeel teqstze. anu ioane zosimes ricxviti satvalavi utoldeba mteli teqstis rigobit satvalavis jams. tu gainteresebt erttii cigni aris romelshic aranaiiri varaudeebi da hipotezebi araa sakmaod sarwmunnod xsnis am sagalobels 94 ra aris egec garkvevit aris axsnili.

Posted by: fukoshima Feb 28 2012, 03:30 PM

ქებაი და დიდებაი ხომ კლიავს და კლიავს!!! ადამიანს....

Posted by: elli Mar 17 2024, 07:29 PM

თქვენ გაიხარეთ, გამსახურდიას ,,ქებაის" სტატიას ვეძებდი და ვიპოვე. ეს ერთი და მაინც არ ამბობს მთავარს, სადღაც ჩიხში შედის და სხვა რელსზე გაადაგდის.
მეათე საუკუნეა, ვჯერდებით ჰოდა რომელ ენაზეა საუბარი, თუ ენაა და ერი არა, ერიც რომ იყოს რომელ ერზე? ჯერ ხომ ერთიანი საქართველოს კონტურია მხოლოდ, ა ერთი დღე და ოთხია ათასი წელი ერთიაო, საიდან ითვლის, არა მგონია ეგ თქმის დღე იყოს სტარტი... და მთავარი:
იოანე ზისომეც სასულიერო პირი იყო, მას ჰქონდა მისია, ერი უნდა გამოეტვინებინა რელიგიით... ჰოდა მარტო ღმერთს ხომ არ იძახდნენ, აგერ ენით შეაპარეს...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)