გლობალიზაცია |
გლობალიზაცია |
Nov 18 2020, 01:54 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 27 Joined: 29-December 15 From: Now, here Member No.: 7,476 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ფიქრობთ ხალხო ამის შესახებ, ოღონდ არა იმ სცენარით რასაც თავზე გვახვევენ, ანტიქრისტე და ტოტალური კონროლი, არამედ სრულიად საპირისპირო, ქრისტეს პრინციპების გამტარი მმართველი. ეს არ ნიშნავს რომ ერთი რელიგია იქნება ქრისტიანობა, პირიქით სადაც ცნობიერება და უცხო ადამიანის სიყვარული გაცდება ყოველგვარ ენა, მამული, სარწმუნოებას.
ამდენი ომი და სახსრების უაზრო ხარჯვა ერთმანეთის შეჯიბრს შორის აღარ იქნება. როგორც ადამიანს აქვს რაღაც გეგმა რისი მიღწევა უნდა მაგალითად 5 წელიწადში, ეგეთი გეგმები ხომ ქვეყნებს არ აქვთ. უბრალოდ დიდი ქვეყნები ერთმანეთს ეჭიდავებიან და პატარები გადარჩენისთვის იბრძვიან. აი გეგმა რომ იყოს რომ როგორი სოციუმი გვინდა 50 წლის მერე, ამისთვის რა არის საჭირო, და ამ ყველაფრის დროში გაწერა. რას იტყვით? -------------------- See you in lucid dreams
|
|
|
Aug 8 2021, 12:50 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როცა სხვა ქვეყანაში გინდა წასვლა და ათასი სირთულეები გხვდება გინდება რომ არ არსებობდეს საზღვრები და ენობრივი ბარიერები, მაგრამ თუ შენი ქვეყანა გაკმაყოფილებს პრობლემა არაა,
ერთი ესაა რომ ამ სასაზღვრო კონტროლებმა გული შენიწუხა, მაშინ დავიწყე ფიქრი გლობალიზაციაზე როგორც გამოსავალზე. |
|
|
Aug 8 2021, 08:28 AM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გლობალიზაცია ქვეყნებში მცხოვრები ხალხების ინდივიდუალურობას და დამახასიათებელ თავისებურებას დააკარგვინებს და გააერთფეროვნებს. ასევე ტრადიციებსაც ნელ-ნელა უკან ჩააჩოჩებს. ვისაც ეგ არ ანაღვლებს და სულ ერთია, მისთვის გლობალიზაცია კარგიცაა. წესით ომები და ქვეყნებს შორის მუსკულების დატოლება შეწყდება. მოკლედ ყველაფერს აქ პლიუსი და მინუსი. გააჩნია ვისთვის რა არის პრიორიტეტული.
|
|
|
Aug 17 2021, 12:15 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 40 Joined: 15-August 21 Member No.: 8,034 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ფიქრობთ ხალხო ამის შესახებ, ოღონდ არა იმ სცენარით რასაც თავზე გვახვევენ, ანტიქრისტე და ტოტალური კონროლი, არამედ სრულიად საპირისპირო, ქრისტეს პრინციპების გამტარი მმართველი. ეს არ ნიშნავს რომ ერთი რელიგია იქნება ქრისტიანობა, პირიქით სადაც ცნობიერება და უცხო ადამიანის სიყვარული გაცდება ყოველგვარ ენა, მამული, სარწმუნოებას. ამდენი ომი და სახსრების უაზრო ხარჯვა ერთმანეთის შეჯიბრს შორის აღარ იქნება. როგორც ადამიანს აქვს რაღაც გეგმა რისი მიღწევა უნდა მაგალითად 5 წელიწადში, ეგეთი გეგმები ხომ ქვეყნებს არ აქვთ. უბრალოდ დიდი ქვეყნები ერთმანეთს ეჭიდავებიან და პატარები გადარჩენისთვის იბრძვიან. აი გეგმა რომ იყოს რომ როგორი სოციუმი გვინდა 50 წლის მერე, ამისთვის რა არის საჭირო, და ამ ყველაფრის დროში გაწერა. რას იტყვით? მატერიალური სამყაროს ბატონი არიმანია და არა ქრისტე. ქრისტე ამბობს: 33. კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? 34. იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35. მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე? 36. მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. 37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას. ხოლო მეორეს მხრივ ვისია ამ ქვეყნის მეუფება ესეც ცხადად ჩანს სახარებაში: 5. აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში. 6. და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ. 7. თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება. ეხლა რა სიყვებსაც გადმოვიტან აქ კარგად არის ასევე ხაზგასმული, ერთის მხრივ ის, რომ ფიზიკურ სამყაროში ქრისტეს ვეღარ ვიხილავთ, ხოლო მეორეს მხრივ ის თუ ვინ არის მატერიალური სამყაროს ბატონი: 18. არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან. 19. ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. 21. ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას. 22. უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას? 29. აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. 30. ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში. განა სრულიად ცხადი არ არის სახარებიდან, რომ ქრისტე მხოლოდ მათ მოევლინება ვისაც ის უყვართ და ვინც დაიცავს მის მცდებებს? ხოლო ქვეყანას კი არა! ანუ ქრისტეს მხოლოდ ისინი იხილავენ ვინც მისები იქნებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლინება ფიზიკური არ იქნება. რადგან ასე ყველა იხილავდა მას. ხოლო მეორეს მხრივ ვისიც არის ეს ქვეყანა კარგად არის ნაჩვენები სიტყვებში: "რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში." ანუ ამა ქვეყნის ბატონს ქრისტესთან არ აქვს საერთო არაფერი. განა აქედან თავისთავად ცხადი არ არის, რომ იდეები დედამიწაზე ქრისტიანი ბატონის გლობალურ მმართველობაზე, თავისთავად ერთის მხრივ უტოპიაა და მეორეს მხრივ კიდევ ნეგატიური არსებების მიერ დაბადებული საცდური, იმ მიზნის მისაღწევად, რომ თავის დროზე როცა ცრუ მესია მოვა, ქრისტედ მიიღოს ხალხმა? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 04:39 AM |