IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ვყვებით ამბებს, ისტორიებს, თავგადასავლებს, ის რაც გადაგვხდენია ან გამ
mata
post Nov 24 2013, 08:26 PM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგიყვებით ერთ ამბავს, რაც მე ვნახე... დავარქმევ ჯოჯოხეთში მოგზაურობას, რადგან ეგეთი საშინელება ალბად მარტო ჯოჯოხეთში თუ ხდება....

ე.ი. შევდივარ და რას ვხედავ ხალხი ჩვეულებრივ ოჯახებად ცხოვრობს, ხოდა ზოგს ფეხი არა აქ, ზოგს ხელი, დასახიჩრებულები არიან, სისხლები ჩამოსდით და რო შეხედო შემზარავები არიან, თავი გატეხილი, სახე ათლილი... ნუ რავიცი უჟასებს გვანან. ოღონდ ჩვეულებრივი სახეები აქვთ, არანაირი ვუუუ შეგაშინოს და გამოგეკიდოს... უბრალოდ ამ დასახიჩრებისგან აქვს ეს საშინელი სახე თორე თვითონ გეგონება ვერ ამჩნევს რო გარეგნობაში რამე პრობლემა აქვს–– ისე იქცევა. აბსოლიტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ ამნაირები, ერთმანეთი მოსწონთ, უყვარდებათ ქორწინდებიან, შვილებს აჩენენ, სამუშაოს ეძებენ, შოულობენ, სწავლობენ და ა.შ. ასე დასახიჩრებულები..... ანუ ყველა ეგეთი დასახიჩრებულია.... უჟასების ქვეყანაა .

არის უკიდურესი შიმშილი, ზამთარში კანკალებენ ისე სცივათ ვერ თბებიან, ზაფხულში იხუთებიან და ჰაერი აღარ ყოფნით, სულ შიათ, და არაფერი არ აქვთ რო შეჭამონ.... ერთმანეთს საკუთარ ხორცებს აჭმევენ, მოიჭრიან ფეხს და გამოგიწოდებენ. ასე კვებავენ ერთმანეთს და ოჯახში მამა როგორც წესი პირველი კვდება, რადგან მან ოჯახი უნდა კვებოს შესაბამისად ნელ ნელა იჭრის ხორცებს... ხელს, ფეხებს... მერე ხორცებს ითლის და იქამდე, სანამდეც გაქაჩავს... და ბოლოს კვდება... მერე დედას აწვება , მარა ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლიან რო თვითონაც ასე უნდა მოიქცეს და ეს ბავშვიც დგას და თუ ვინმე თხოვს რამეს არაფერი გააჩნია საკუთარი ხორცის მეტი და იცის რო უნდა მოიჭრას და მისცეს. ხოდა ასე იზდებიან თაობები, ქმნიან ოჯახებს და მრავლდებიან ჩვეულებრივად და იქამდე სანამ სისხლისგან არ დაიცლებიან.

ხოდა, მე მათთან მივედი რაღაც ტკბილეულობა მივუტანე, დავსხედით ხოდა მეკითხებიან
როგორ ხარ, რას შვები, ხო არ გიჭირს რამეო
არა მეთქი არაფერი არ მიჭირს, კარგად ვარ
არ მოგერიდოს იცოდე თუ რამე გინდა ყველაფრით დაგეხმარებით რითიც შეგვიძლიაო.
უარი ვუთხარი, მარა ერთი ქალი მოვიდა და მოიჭრა თავისი ხორცი და გამომიწოდა, აჰა ჭამეო
არ მშია მეთქი ვუთხარი
წაიღე წაიღეო გზაში მოგშივდება და შეჭამო.
არ მომშივდება, მადლობ არ მინდა ვეუბნევი
წაიღე გამომართვი და გზაში თუ არ მოგშივდება, სახლში ხო მიხვალ და როცა მოგშივდება შეჭამეო, მინდა რო რაღაცით პატივი გცე და რისი საშვალებაცა მაქ აი ეს არის და უარს ნუ მეტყვიო.
კაი მეთქი და გამოვართვი და აქ მორჩა სიზმარი

მერე ვკითხე რო რატო მაძლევთ თქვენ ხორცებს მეთქი და მითხრეს რო ძაან გვიყვარხარ, ჩვენი სიხარული ხარ შენო და გვინდა რო რამით გამოვხატოთო....

ნუ ძაან საშინელი სიზმარი იყო.... ვიდექი და ჩემ თავს ვეკითხებოდი ნეტა უკვე გავგიჟდი თუ ჯერ არა მეთქი....
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 24 2013, 08:51 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მძიმე სურათია...
დასახიჩრებულები, მშივრები, გაყინულები... და ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე, საკუთარი სხეულით კვებავენ ერთმანეთს gul.gif

ჩვენ რა დაგვემართა ამ კომფორტულ დედამიწაზე ვერ დავტეულვართ და სულ ერთმანეთს ვმტრობთ sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Nov 24 2013, 09:15 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო რავიცი... როგორც მერე გავარკვიე, თვითლიკვიდაციის კოდით იბადებიან. დაიბადება თუ არა ბრძანება აქვს მიცემული რო "გაინადგურე საკუთარი თავი" და რო ეკითხები რატო შვები ამას? - ათას მიზეზს მოიგონებენ თავის გასასამართლებლად, აბსოლიტურად დარწმუნებულები არიან იმაში რასაც აკეთებენ... ყველაზე მეტად თავს იმართლებენ ვალდებულების გრძნობით. თავს რატო ინადგურებ? რო ეკითხები - ვალდებული ვარ .... ესაა მისი პასუხი.
ზოგი პატარა ბიჭები ვნახე ერთობოდნენ ამ საქმით... იცინოდნენ, როგორც ბავშვი თამაშის დროს ხალისიანად იქცევა ასეთი ხალისით თავს ურახუნებდნენ რაღაცეებს და სისხლები სდიოდათ
არვიცი როგორ უნდა დაეხმარო ასეთ ხალხს, თვითლიკვიდაციის ბრძანება როგორ უნდა შეუცვალო - - რომც შეგეძლოს, მე ვფიქრობ ამის გაკეთების უფლება არავის არა აქვს, რო მიხვიდე და გარედან (თუნდაც მის სასიკეთოდ) უხეშად ჩაერიო და შენ ჭკუაზე გადაუკეთო მდგომარეობა... ის თავს ცუდად არ გრძნობს, ეგ ჩემთვისაა საშინელება და იმისთვის ჩვეულებრივობაა....
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Nov 24 2013, 09:24 PM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ მაინტერესებდა ეს თვითლიკვიდაციის საკითხები და ესეთი სიზმრები ალბად მაგიტო მქონდა.... რავი ძაან მძიმე რაღაცეები ხდება, მარა არაფრის შეცვლა არ შემიძლია....და ალბად არც არავის შეუძლია... მხოლოდ იმას ვნატრობ ხოლმე არ შევიშალო

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 24 2013, 09:47 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ არა


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 24 2013, 11:09 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასე ცხოვრობენ ტერმიტები და ჭიანჭველები. ეწირებიან ერთმანეთს. მეც შემზარა მათმა სოციალურმა წყობამ sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Nov 25 2013, 09:34 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაცას მაგონებს...

უი ხოოო შიქსპირი

თუ არ გადიხდით ამა და ამ დღეს ამ და ამ ადგილს
ამდენ ფულსა ანუ თანხას როგორც წესია
მაშინ მე თითო გირვანქა ხორცს თქვენი სხეულის
რომელ ბრწყინვალე ნაწილსაც მსურს იმას მოვაჭრი
Go to the top of the page
 
+Quote Post
shemoixede ge...
post Nov 27 2013, 03:43 AM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 293
Joined: 8-September 13
Member No.: 7,177

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ragac uzarmazari monumenturi meesia damesizmra aravisi ar iyo. Vechvob chemi iyo shopenhauers chamohgavda cverit.

Rusetis patriarqma sirilem chem patriarqs nevelis kudusunis dzvali gamougzavna.. amanac arc acia arc acxela da jer pirisken gaaqana saamboreblad da ro eambora shemdeg eklesiashi daabrdzanes.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Powerage
post Jan 15 2015, 09:09 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 15-January 15
Member No.: 7,363

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='mata' date='Nov 24 2013, 08:26 PM' post='105501']
მოგიყვებით ერთ ამბავს, რაც მე ვნახე... დავარქმევ ჯოჯოხეთში მოგზაურობას, რადგან ეგეთი საშინელება ალბად მარტო ჯოჯოხეთში თუ ხდება....


მერე?არ მოგშივდა? ;დდ ოკ ეს ხუმრობით. რომ გამოიღვიძე მართლა ხომ არ გეჭირა მოჭრილი თითი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
001010110100
post Jan 19 2015, 03:42 AM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 19-October 14
Member No.: 7,333

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ერთ ღამეს ვფიქრობდი ნეტა როგორია მეთქი ჯოჯოხეთი მანახა თქო,
ხოდა დამესიზმრა ერთ ოთახში ვიყავი რომელიც გაცხელებულ ტაფასავით იყო გაწითლებული, მე დაბლა ვეგდე და თევზივით ვფართხალებდი ტკივილისგან თან რო ვიწვოდი კანი ეგრევე მირჩებოდა და თავიდან მეწვებოდა თან 3-4 კატა იყო და ყველა კბილებით სხვადასხვა მხარეს მქაჩავშა და ბოლოს გამოღვიდზებისას ხმა გავიგე ''ეხლა ხოიცი როგორია ჯოჯოხეთი'' unsure.gif არადა ჩემცხოვრებაში 1000 ზე მეტი საშიში სიზმარი დამსიზმრებია მარა მასეთი რეალური არცერთი იყო დზან რეალური შეგრდზნებები იყო წვის და ეხლაც მახსოვს კატის კბილები როგორ მერჭობოდა (((
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 19 2015, 08:00 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



001010110100
მაგარი სიზმარია. შეიძლება მინიშნებაც იყოს იმაზე, რომ ადამიანები ვეეტერიანები უნდა გავხდეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jan 19 2015, 10:31 AM
Post #12


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ვეგეტერიანობასთან საპროტესტო არაფერი მაქვს.. პირიქით, მაგრამ იქნებ უფრო იმის მინიშნება იყო, რომ მართლაც არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი?
თუ ამ დედამიწაზე არ ვართ ბედნიერები, ხომ შეიძლება არც სხვა განზომილებაში ვიყოთ და არსებობდეს სამოთხე და ჯოჯოხეთი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 19 2015, 06:40 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
ნამდვილად იარსებებს ამ განზომილების უკეთესი ან უარესი განზომილებები.
მაგრამ რომ ვიყოთ აქ და ახლა რას ვაკეთებთ ახლა ეგაა მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jan 19 2015, 10:25 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხოოო და დავიბადეეე... და biggrin.gif გაგრძელება იქნება


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lifestealer
post Apr 15 2015, 03:20 PM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 15-April 15
Member No.: 7,392

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ მახსოვს როდის დაიწყო, უცნაურობა მჭირს, არც ის ვიცი რა განაპირობებს ხოლმე, ხან გადაბმულად ხშირად მემართება, ხან თვეები ისე გადის არ მაწუხებს ეს ამბავი. მოკლედ, რასაც სიზმარში ვნახულობ და ვმოქმედებ, რეალურად ვაკეტებ. თვალებიც გახელილი მაქვს და ვერავინ დამარწმუნებს რომ არ არსებობს ის რასაც სიზმარში ვნახულობ. რადგან რეალურად ვხდეავ, სიტყვაზე ტბას, არადა ოთახში ვდგავარ. ვლაპარაკობ, შეიძლება ყავა ავადუღო დავლიო და ა.შ. ეს ყველაფერი სახალისო იყო, მაგრამ ერთხელ, როცა მიწისწვრა დამესიზმრა ავდექი და პირდაპირ ფანჯრიდან გადავხტი. ნუ რათქმაუნდა დაცემისას გამეღვიძა. სერიოზული ტრამვაც მივიღე. ამის შემდეგ ცოტა საშიში გახდა ჩემი ეს უცნაურობა. გამოფხიზლეისას ყველაფერი მახსოვს და გიჟივით სიცილი მეწყება. ვინმემ იცით რა არის ეს? მტVარეულობა როგორც ვიცი სხვა რამაა, ვერ ვფხიზლდები შეხებაზე, სიცივეზე და სიცხეზე, დრო უნდა რომ ამ მდომარეობიდან გამოვიდე თავისით
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 15 2015, 04:11 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lifestealer
თითქოს მთვარეულს მაგონებს, რამე სველს უნდა შეეხო გამიგონა. საშიშია... რამე არ დაიმართო უნებლიედ. მგონი სველ ტილოს დებენ საწოლთან, ზოგი წყალს დგამს. ეს მოიძიე კარგად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lifestealer
post Apr 15 2015, 04:34 PM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 15-April 15
Member No.: 7,392

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა, წყალზე ვერ ვფხიზლდები, წყალიც კი დამილევია, არ მაქვს მაგაზე რეაქცია, უბრალოდ სიზმრიდან ვერ გამოვდივარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 7 2015, 03:08 PM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუ მანქანის ტარება რო მესწავლა, ვიყიდე რაღაც მანქანა
ხოდა სულ კალპაკს ვკარგავდი....
ეძვრებოდა რაა....

ხოდა რო მივდიოდი ქუჩაში, წამომეწეოდნენ და მეუბნეოდნენ: კალპაკს დაკარგავ
მე აზზე არა ვარ რაარი კალპაკი... მარა არ ვიმჩნევ რო არვიცი და ოკ.ოკ. მეთქი ვეუბნეოდი
არადა ვფიქრობ... ნეტა რა არი კალპაკი... რას მეუბნევა ეს ხალხი..
მერე პატრული წამომეწია, ისედაც ახალი დამჯდარი ვარ რულზე და მუხლები მიკანკალებს.... ჩემთვის საცოდავად დავდივარ და მეთქი ნეტა რა დავაშავე...
შუშა ჩაწია და შუქნიშანზე მეუბნევა: გოგონი კალპაკს დაკარგავ!

გადავაყენე იქვე პეკინზე და მამაჩემს დავურეკე. მეთქი მამა კალპაკი რაარი.... რამე მნიშვნელოვანია.... ეგ რო დავკარგო მანქანა ვეღარ ივლის და რამე სერიოზულია
- არა შვილო, მანქანა როგორ არ ივლის... დაამაგრე და აღარ დაკარგავო... პლასმასია დისკზე რო ყენდებაო....

გადავედი ვნახე... მარა რითი დამემაგრებინა არ ვიცოდი... და მეთქი ჯანდაბას... თუ გასძვრება და გასძვრეს.... დიდი ამბავი...
წამოვედი მოვდივარ და კიდე ვიღაც წამომეწია .... და მეუბნევა გოგონი კალპაკს დაკარგავ...
აუ შემაწუხეს... მეთქი რა გამიჭირეთ საქმე.... ავდექი რაღაცა წითელი სქელი ძაფი გამოვიძრე ტანსაცმლის, გადავედი და ეს კალპაკი დავამაგრე ... გაუყარე დისკში და გავსკვანძე...

იმის მერე დავდიოდი ასე წითელი ძაფით დამაგრებული....
აღარ დამიკარგავს ის კალპაკი... )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 8 2015, 07:17 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუშინ დამემართა სასწაული,
ისე როგორც peaceful warrior შია ზუსტად smile.gif ეგრე ამიხდეს ყველა ნანახი საყვარელი ფილმი )))) ჩემი მეგობარია და მკურნალი თუმცა ეგ ცუდი სიტყვაა, ერთ სიტყვაშში ადამინს ვერ ჩასვამ მითუმეტეს იმ არსებას.. ხო და თვალები მინდა უკეთ გავიცნოთქო, ჩენივე შნაგანი სხეულში ენრგეტიკული მდგაომრეობათქო და ვუყებოდი როოგრ სწრაფად შეცვალა ჩემი მიმართულება.
თვალები დახუჭეო და რაღაც ვარჯიშს მასწავლიდა, მერე შუბლზე და კისერზე დამადო ხელებიდა უცებ გამიწნდა გამიჩერა ყველაფერი. ისე გავსუფთავდი
უცებ
ოცი მეტრის რადიუსში, იმდენი რამე მესმოდა და ვიგღძენი როგორც სკოტმა იმ ფილმში, აი ზუსტად )))) ჩიტების იმდენი ხმა გავიგე, ფოთლების შრიალი და გამოვცადე ეგ რას ნშნავს, მივხვდი როგორ ხედავენ ადამიანები, საკმარისია გონება გაიწმინდო სულ. ყველაფერი ისეთ კავშირში.. საკუთარი ფიქრის და ენრგია გიშლის ხელს მოსმენაში, და ხედვაშიც. სხვანაირად ვხედავდი მერე, ჭიანჭველებს, ფოთლებ ყველაფერს ვხედავდი ერთიანად მთელ ბუნებას... ისეთი სხვანაირი მდგაომრეობა იყო. მივხვდი რომ ეს ყველა ადამიანს შეუძლია როდესაც გონება გაეწმინდება, სასწაულია ისე რომ ხარ.. უნდა გამოსცადოს ყველამ. მეც მკურნალი ვარ თან ასე მგონია,
ვიტალისთან წავალთ და ვისწავლი კარგად.. სამყარო არის საოცრება, აი სასწაული უბრალოდ საკმრისად უნდა დაინახო და მოისმინო, ყოველ დღე ხდება რამდენი რამე, შენს გარშემო კიარა სულ ხდება, ყველას ცხოვრებაში და იქ სადაც ადამიანები არ არიან.
კიდევ ბევრი ასეთი გამოცდილებები მინდა, ხო და ვგრძნობ რაღაც სხვა სიხშირეზე გადასვლას და აწი მოხდება უფრო მეტი, რადგან მიმართულება შევცვალე და ჩემი ნამდვილი მოწოდებისკენ მივმართე.. ისეთი ბედნერი ვარ, ისეთი ბედნერი არ ვიცი როგორ უნდა გადავცე სხვას ამდენი ბედნიერება. თავისით გადავიდეს smile.gif ))

ერთფეროვანი რეალობა იმიტომ არსებობს და შენივე დამოკიდებულებაა ერთფეროვანი, სასწაულები ხდება როდესაც შინაგანდ იცვლები, გონება გეწმინდება და ლოგიკით წარმოუდგენელი რამეები იწყებს მოხდენას


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:52 AM