The Magic, Ronda Byrne |
The Magic, Ronda Byrne |
Jan 24 2020, 07:58 AM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://www.google.com/search?biw=1366&...vKSao6M8URDVKM:
ეს წიგნი არის ჯადოსნური. ეს არის მაგია, რომელიც არავის არაფერს უშავებს და მხოლოდ სიკეთეა მისი შედეგი. 28 დღიანი პრაქტიკები დაგეხმარებათ რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ. |
|
|
Jan 28 2020, 07:42 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რონდა მპერნის ფილმი სიქრეტი ალბათ ყველას გეცოდინებათ. ამ ფილმმა უამრავი ადამიანის ბედნიერება მოიტანა. ეს იყო როგორც ნათელი, რომელიც ჩვენს რუტინაში მოვიდა.
რონდა მპერნმა კიდევ მრავალი წიგნი დაწერა. არვიცი ეს წიგნი,–„მაგია“,–თუ არის ნათარგმნი ქართულად. ისე ქართული თარგმნის შემთხვევაში, მე ვფიქრობ ამ წიგნს ჯადოსნური უნდა ეწოდოს, რადგან ეს სიტყვაა უფრო შესაბამისი, რომ ქართულად ამ წიგნის აზრი გადმოსცეს, რადგან სიტყვა მაგია საქართველოში სხვანაირად აღიქმება. წიგნი მართლაც ჯადოსნურია, როგორც კი გააკეთებთ 28 დღიან პრაქტიკებს, სანამ დაამთავრებთ, უკვე ნახავთ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. |
|
|
Feb 6 2020, 07:29 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წიგნი იწყება სამადლობელებით მათ მიმართ, ვინც დაეხმარა ამ წიგნის შექმნაში. შემდეგ რონდა მპერნი აღწერს ჩვენს ბავშვობას. ბავშვობაში ვოცნებობდით, ერთგვარი ფრთებშესხმული ვიყავით და გვიხაროდა. გვწამდა რაღაც ბრწყინვალების. მერე დამთავრდა ეს ოცნება და გავიზარდეთ და რეალობაში ვცხოვრობთ. აღარა გვწამს სასწაულების. სწორედ რომ ეს არის შეცდომა. მადლიერების გრძნობით სასწაულები ხდება.
მე პირადი გამოცდილებით ამ წიგნმა ძალიან დიდი აღმოჩენები გამაკეთებინა და კარგი შედეგები მომცა. მართლა სასწაულები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. არის მომენტები, რომ მავიწყდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს „ჯადოსნური“ ცხოვრება და ვუბრუნდები „რეალობას“ და მაშინ ვბრუნდები პრობლემებში. მერე ისევ ვიკრებ ძალებს და ვიწყებ სხვა სიხშირეზე ცხოვრებას და ისევ ბრწყინდება ყველაფერი. ეს ეპოქა ძალიან რთულია ადამიანებისათვის, ესაა რეალობა, მაგრამ გამოსავალი არსებობს,–ვიყოთ მადლიერი იმით რაც გვაქვს. არ მივცეთ ბნელს ძალა, რომ დაგვიბნელოს სული. ნათელი არის და ის აქვეა ჩვენს ირგვლივ. მთავარია მასზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და ამით ის ჩვენში გაიზრდება. |
|
|
Feb 9 2020, 08:40 AM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თვითონ მწერალი ყვება წიგნის დასაწყისში, რომ წარსულში ბევრი პრობლემები ჰქონდა, რადგან მადლიერების გრძნობა არ იყო დიდი მასში. შეიძლება მადლობას ამბობდა ბევრჯერ, როცა ვინმე რამეს აჩუქებდა, ან გზას დაუთმობდა, მაგრამ მადლიერების გრძნობა მარტო ეს არ არის. მადლიერების გრძნობამ უნდა მოგიცვას. მთლიანობაში უნდა იგრძნო.
მოჰყავს უამრავი მაგალითები სხვადასხვა რელიგიებიდან, სადაც ისწავლება მადლიერება. |
|
|
Feb 10 2020, 03:23 AM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო ჩანს, მადლიერება მართლა საკვანძო საკითხია თეთრი ხაზის მაგიაში.
ლიტერატურაში არ შემხვედრია ესე რომ გაემახვილებინოთ ყურადღება მადლიერებაზე, ძალიან კარგია, დევს ეს ოქროს მარცვალი. იქნებ უფრო ფართოდ განიხილო როცა მოიცლი? 😍😍😍 |
|
|
Feb 10 2020, 08:01 AM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
დავძებნე ქართულად და ვერ ვიპოვე, არვიცი თუ არის ნათარგმნი, ამიტომ გადავწყვიტე ნელ-ნელა მთელი წიგნი გადმოვცე. წიგნის შესავლში, რომელიც ოცამდე გვერდია, სანამ პრაქტიკებს დაიწყებს, გვიხსნის, რომ უმთავრესია გამოიმუშავო შინაგანი გრძნობა. როცა შიგ გულში გრძნობ ერთგვარ მადლიერების სითბოს. როცა მიაღწევ მუდმივ სითბოს, როცა მუდმივად ყოველთვის გეხსომება მადლიერება, მაშინ იქნები ჯადოსნური ძალის და არაფერი არ იქნება შენი წინაღობა. 28 დღიანი პრაქტიკების საბოლოო დანიშნულება სწორედ ესაა. მე პირველად 2013-ში გავაკეთე ეს პრაქტიკები. მაშინ საშინელი ეკონომიური მდგომარეობა მქონდა. 28 დღიანი ციკლის დამთავრებამდე გამომისწორდა მდგომარეობა. მერე ისევ მომიწია პრაქტიკების მეორედ მიყოლა, მთლიანობაში ვერ გავითავისე ეს გრძნობა. მეორე პრობლემებიც გაქრა. ახლა ვცდილობ, ამ ეტაპზე გავითავისო ეს გრძნობა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ, რომ ეს სიხარულისა და ბედნიერების განცდა გადმოგცეთ. უდიდესი ბედნიერება მაშინაა, როცა სხვასაც აბედნიერებ. |
|
|
Feb 11 2020, 07:26 AM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა,– აი ყველაზე დიდი ძალის ჯადოსნური სიტყვა. მთავარია ვთქვათ გრძნობით. ნუ გახდება რუტინა ამ სიტყვის წარმოთქმა.
|
|
|
Feb 11 2020, 07:35 AM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს წიგნი მოიცავს ჯადოსნურ ცვლილებებს ჯანმრთელობაში, ეკონომიურ მდგომარეობაში, ადამიანებთან ურთიერთობებში, სამსახურში...
პირველი 12 დღიანი პრაქტიკები იმისთვისაა, რაც უკვე გაქვთ,–ყოველთვის უნდა იყოთ მადლიერი იმისა, რაც გაქვთ. მეორე 10 დღიანი პრაქტიკები არის თქვენი ოცნებების ასრულებაზე. ბოლოს ექვსი პრაქიკა არის იმისათვის, რომ სხვა სიხშირეზე გადახვიდე. ამ თემაში შევეცდები მეტი გადმოგცეთ ამ წიგნიდან, მაგრამ შეუძლებელია ფორუმის ფორმატში გადმოიცეს ყველაფერი. ყველას ვურჩევ წიგნი შეიძინოს. იქნებ ვინმემ თარგმნოს ქართულად. |
|
|
Feb 12 2020, 07:46 AM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Rhonda Byrne დიდი მადლობა, რომ ჩემი გზა გაანათე. მადლობა, რომ ეს ცოდნა მივიღე შენგან. მადლობა, რომ შენში დავინახე ჩემი მასწავლებელი. მადლობა, რომ ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი ჩემს ფიქრებში.
|
|
|
Mar 24 2020, 04:02 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შემდეგ რონდა მპერნი აღწერს ჩვენს ბავშვობას. ბავშვობაში ვოცნებობდით, ერთგვარი ფრთებშესხმული ვიყავით და გვიხაროდა. გვწამდა რაღაც ბრწყინვალების. მერე დამთავრდა ეს ოცნება და გავიზარდეთ და რეალობაში ვცხოვრობთ. აღარა გვწამს სასწაულების. სწორედ რომ ეს არის შეცდომა. მადლიერების გრძნობით სასწაულები ხდება. აქ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ სწორედ ბავშვი არის ახლოს ღმერთთან. სწორედ როცა ვიყავით ბავშვები, მაშინ იყო ჩვენი გრძნობები უფრო სუფთა. იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა, და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს. – მათეს 18:2-5 |
|
|
Mar 24 2020, 04:12 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„ ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.“ მათ.თ13.
მათეს სახარების ეს სიტყვები გასდევს მთელ წიგნს. თითქოს ეს სიტყვები ერთი შეხედვით ბევრს მოეჩვენება უსამართლოდ, მაგრამ სწორედ ეს სიტყვები აჩვენებენ იმას, რომ ვისაც აქვს მადლიერების გრძნობა მას მიეცემა, ხოლო ვისაც არ აქვს მას წაერთმევა ის რაც აქვს. საინტერესო ისაა, რომ რონდა მპერნი აერთიანებს ყველა რელიგიებს და მოჰყავს მაგალითები ყურანიდანაც. |
|
|
Mar 24 2020, 04:22 PM
Post
#12
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მუჰამედი– მადლიერება არის უმთავრესი რომ გქონდეს ბლომად ყველაფერი.
ბუდა–არ არსებობს სხვა ცხოვრების აზრი, გარდა მადლიერება და სიხარული. ლაო ძე– თუ გვიხარია ის რაც გვაქს, მთელი ქვეყანა ჩვენია. კრიშნა–მიიღებს სიხარულით ყველაფერს, რაც ეძლევა. მეფე დავითი– ისაუბრა მადლიერებაზე, ყველაფერზე რაც არსებობს ცასა და მიწას შუა. იესო–ამბობდა მადლობას სანამ თავის სასწაულს ჩაიდენდა. (რონდა მპერნი, წიგნი მაგია. ეს ალბათ უფრო უკეთ შეიძლება გადაითარგმნოს, მაპატიეთ, თუ სრულად ვერ გადავთარგმნე.) |
|
|
Apr 29 2020, 07:42 AM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ჯადოსნური რეცეპტი: 1. ჩაიფიქრე და თქვი ჯადოსნური სიტყვა მადლობა. 2. რაც მეტს იფიქრებ ამ ჯადოსნურ სიტყვა მადლობაზე, მით მეტ მადლიერებას იგრძნობ. 3. რაც დიდია მადლიერება, ოღონდ შეგნებულად, მთელი გულითა და გონებით, მით მეტი სიუხვე გექნება. რაც ნამდვილია გრძნობა, მით მადლიერი ხარ და მით ჩქარა იქნება ცვლილება. |
|
|
Apr 29 2020, 09:24 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მუჰამედი– მადლიერება არის უმთავრესი რომ გქონდეს ბლომად ყველაფერი. ბუდა–არ არსებობს სხვა ცხოვრების აზრი, გარდა მადლიერება და სიხარული. ლაო ძე– თუ გვიხარია ის რაც გვაქს, მთელი ქვეყანა ჩვენია. კრიშნა–მიიღებს სიხარულით ყველაფერს, რაც ეძლევა. მეფე დავითი– ისაუბრა მადლიერებაზე, ყველაფერზე რაც არსებობს ცასა და მიწას შუა. იესო–ამბობდა მადლობას სანამ თავის სასწაულს ჩაიდენდა. (რონდა მპერნი, წიგნი მაგია. ეს ალბათ უფრო უკეთ შეიძლება გადაითარგმნოს, მაპატიეთ, თუ სრულად ვერ გადავთარგმნე.) მართლა მარტივი და მნიშვნელოვანი მდგომარეობაა. |
|
|
Apr 29 2020, 11:34 AM
Post
#15
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იესო და დავითი ხელოვნური ჩანს სიაში
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Apr 30 2020, 08:05 AM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეათვალიერე სად გაქვს კარგი მდგომარეობა იქ გაქვს მადლიერების გრძნობა: ფული, ჯანმრთელობა, ბედნიერება, სამუშაო, ოჯახი, ურთიერთობები... სადაც დაგაკლდა მადლიერება უნდა მიხვდე,–ამბობს რონდა მპერნი. სადაც რამე არ მიდის კარგად, უნდა გააძლიერო მადლიერების პრაქტიკები. როცა ცუდ ხასიათზე ხარ უნდა გააძლიერო მადლიერების პრაქტიკები.
|
|
|
Apr 30 2020, 08:12 AM
Post
#17
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოფილა ერთი დისნეის მულტფილმი პოლიანა, არ ვიცი არ მინახია, თურმე ამ მულტფილმში სიხარულის თამაშია. უნდა მოგეძებნა რაც შეიძლება მეტი სასიხარულო. უნდა ვითამაშოთ სამყაროსთან. „იყავით როგორც ბავშვებიო“,–ბავშვი კი თამაშობს. უნდა ყოველ დღე სასიხარულო ამბები ვეძებოთ.
დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ მულტფილმს, ძველი მულტფილმი ყოფილა... |
|
|
May 20 2020, 08:56 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯადოსნური მტვერი ყველას,–ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პრაქტიკა. უნდა წარმოიდგინო ჯადოსნური მტვერი და მოაყარო ყველას და ყველაფერს.
შევადარებდი ჩემი სიტყვით სიკეთის ბრწყინვალე ენერგიას, რომლითაც ავსებ ყველაფერს, სამყაროს, ცალკეულ ადამიანებს, ნივთებს, მცენარეებს თუ ცხოველებს. ძალიან სასიამოვნო და ბრწყინვალე პრაქტიკაა. |
|
|
May 20 2020, 09:44 PM
Post
#19
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დისნეიდან საინტერესოა დავძებნი |
|
|
May 20 2020, 10:17 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ მოძებნე დადე რა აქ, მეც არ მინახია და მაინტერესებს.
რა კარგია რომ დღე დაიწყო იმის ფიქრით რა ხდება კარგი? და ყველა წვრილმანში რამე კარგი დაინახო |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 11:25 PM |