IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> პროცედურა, პროცესი და მისტიური რიტუალი
brevalo
post Apr 2 2018, 07:22 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭამა, წყლის დალევა, ცივი შხაპის პროცედურა, მასაჟი, ადამიანის თვალებში ყურება, ვარჯიში, სუნთქვაც კი და ა.შ. ეს ყველაფერი არის უბრალო პროცესი ან პროცედურა.

აი ასეთი უბრალო ყოველდღიური საქმიანობები შეგვიძლია გადავაქვიოთ მისტიურ რიტუალებათ და შევძინოთ მათ ძალა და ენერგია. ეს ყველაფერი აზრებით და აზრთა კონცენტრაციით ხდება.

მაგალითად, ცივი შხაპის პროცედურის დროს თუ ამას გაუცნობიერებლად ანუ ავტომატიზმის რეჟიმით გავაკეთებთ, ეს იქნება უბრალო პროცედურა, რომელსაც არანაირი დიდი ძალა არ ექნება, ხოლო თუ შევიგრძნობთ წყლის სიბრძნეს, ოთხი სტიქიიდან ერთის (წყლის) დიდ ძალას და მადლს, თან ვისუნთქებთ სწორად და მშვიდათ, პარალელურად კონცენტრაციას მოვახდენთ წყალზე რომ მისი ენერგია თქვენზე გადმოდის, გაცილებით სხვა ეფექტს მივიღებთ. და უბრალოდ ცივი წყლის პროცედურა გადაიქცევა საოცარ მისტიურ რიტუალად.

ალბათ მიხვდით რასაც ვგლისხმობ. ამიტომ შეგვიძლია რომ ყველა პროცესს და პროცედურას ენერგია და ძალა შთავბეროთ და გადავაქციოთ ის მისტიურ რიტუალად.



პრინციპში მე ამით ახალი არაფერი მითქვამს. ბებია-ბაბუებისგან და წინა თაობებისგან ხშირად გამიგია გამონათქვამი: "ჭამის დროს ყრუ და მუნჯი ვარ". ეს ნიშნავს იმას, რომ კონცენტრირებული ვარ ჭამაზე, შევიგრძნობ თითოეული ლუკმის გემოს, ამით სიამოვნებას ვიღებ და ამ საქმიანობას გაცნობიერებულად ვაკეთებ. ძველი თაობა ჩვენზე ბრძენი იყო. ამგვარ მცირედ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმას აქვს მნიშვნელობა თუ როგორ აკეთებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 3 2018, 08:17 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითდაკვირვების პრაქტიკა, რაც ხშირად გაგვახსენდება მით უკეთესი
რასაც გამუდმებით იმეორებდა გურჯიევი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 3 2018, 09:52 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ჩვეულებრივი გაცნობიერებული მომენტებია, რუტინა, რაც შეგვიძლია შემოქმედებითად გამოვიყენოთ. ჩვენი კუთხით.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 3 2018, 10:42 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

გეთანხმები, გურჯიევს ძალიან ბევრი უწერია თვითდაკვირვებაზე.


old_man


კი ბატონო, ჩვეულებრივი გაცნობიერებული მომენტებია, მაგრამ ამ ჩვეულებრივი მომენტებიდან შესაძლებელია საკმაოდ დიდი ენერგია მივიღოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th April 2024 - 07:56 PM