IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ყველა ადამიანს საკუთარი დროის სივრცე აქვს?
brevalo
post Apr 15 2018, 01:17 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძირითადად ადამიანების ცხობიერებაში დრო და მისი დინება ერთია ყველასთვის. არსებობს დროის ფარდობითობის თეორია და ესეც საგულისხმოა, მაგრამ ამ შემთხვევაში შევეხები ადამიანის, როგორც ინდივიდის დროს და მის დინებას. ხომ გქონიათ შეგრძნება რომ დრო თითქოს ნელა გადის ან ძალიან სწრაფად გადის? ანდა რაც უფრო გეჩქარება და ამის ნიადაგზე აღელვებული ხარ, მით უფრო სწრაფად გადის დრო. ხომ გსმენიათ ბევრი ხანშიშესულისგან რომ 60-70 წლის შემდეგ დრო ძალიან სწრაფად გადისო. როცა ახალგაზრდა ვიყავი დრო ნელა გადიოდაო, იმიტომ რომ ბევრი იყო სანახავიო და ბევრი შთავეჭდილებები იყოო.

ხომ გინახავთ ადრე დაბერებული ადამიანები? იქნებ ის ადრე დაბერებული 45 წლის კი არის, მაგრამ მისი საკუთარი დრო ძალიან სწრაფად გავიდა და ის რეალურად უკვე 60 წლის არის. ანდა ხომ გინახავთ 70 წლის ადამიანი, რომელიც პატარა ბიჭივით დაკუნტრუშობს? იქნებ მისთვის, მისი შიდა არსების დრო შენელდა და ის ისევ ძალღინოთ სავსეა?

მედიტაციის დროს ხომ შეგიმჩნევიათ რომ შენს გარშემო დრო თითქოს ნელდება და მიიზლაზნება?

შეიძლება ეს აზრი უკვე ვინმემ გამითქვა, მაგრამ მე ამ აზრამდე მეთვითონ მივედი და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნებოდა ამ საკითხის განხილვა.

ამ თემის აზრი ის არის რომ თითოეული ადამიანის შიდა არსებას, მის შიდა სამყაროს თავისი დრო გააჩნია, რომელიც რაღაც კანონებით მოქმედებს, ზოგჯერ ნელდება, ზოგჯერ ჩქარდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 15 2018, 03:03 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი მასეა
ადრე ვთარგმნე და აქაც დავდებ.
გურჯიევის ლექცია დროის სუბიექტურ აღქმასთან დაკავშირენით


როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე?
ნიუიორკი 15 მარტი 1924 წელი.
კითხვა: არსებობს რაიმე საშუალება სიცოცხლის გასახანგრძლივებლად?
პასუხი: სხვადასხვა სკოლები გვთავაზობს სიცოცხლის გახანგრძლივების სხვადასხვა თეორიებს, ამით მრავალი სისტემაა დაკავებული. დღემდე არსებობენ მიმნდობი ადამიანები, რომელთაც სჯერავთ სიცოცხლის ელექსირის არსებობაც კი.
აგიხსნით სქემატურად მე როგორ მესმის ეს საკითხი.
აი საათი, თქვენ იცით, რომ არსებობს სხვადასხვა მარკის საათები. ჩემს საათზე მთავარი ზამბარა გათვლილია 24 საათზე, 24 საათის შემდეგ ის აღარ იმუშავებს. სხვა ფირმის საათებმა შესაძლოა იმუშაოს კვირა, თვე, შესაძლოა წელიწადიც კი.
მაგრამ ქარხნის მექანიზმი ყოველთვის გათვლილია განსაზღვრულ დროზე და ისეთი დარჩება როგორიც ის შექმნა მესაათემ.
თქვენ ალბათ გინახავთ, რომ საათს აქვს სიჩქარის მარეგულირებელი, თუ მოვიყვანთ მას მოქმედებაში, საათი წავა უფრო ნელა ან ჩქარა. თუ საერთოდ მოვაშორებთ მას მთავარი ზამბარა ძალიან სწრაფად დატრიალდება და ქარხანა რომელსაც საათის მუშაობა გათვლილი ჰქონდა 24 საათზე, დაიხარჯება 3-4 წუთში. და პირიქით საათმა შეიძლება იმუშაოს თვეობით, თუმცა სისტემის მუშაობა გათვლილი იქნება 24 საათზე.
ადამიანები ჰგვანან საათებს. ჩვენი სისტემა უკვე დაყენებულია ყველა ადამიანს თავისი ზამბარები აქვს, სხვადასხვა მემკვიდრეობით სხვადასხვანაირი სისტემის ორგანიზმები არსებობს, მაგალითად 1 ადამიანის სისტემა გათვლილია 70 წელზე. როდესაც მთავარი ზამბარა უკვე დატრიალდა, ცხოვრება უახლოვდება დასასრულს. სხვისი მექანიზმი გათვლილია 100 წელზე, ეტყობა ის სხვა ხელოსანმა დაამზადა.
ამგვარად ყველა ადამიანს აქვს თავისი სიცოცხლის დრო, და ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი სისტემის შეცვლა, ყველა ადამიანი ისეთივე რჩება როგორიც შეიქმნა და ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა არ შეიძლება, ზოგი ადამიანის ზამბარა შესაძლოა 1 კვირაში დატრიალდეს, სიცოცხლის ხანგრძლივობა განსაზღვრულია დაბადებისთანავე და თუ ვფიქრობთ რომ რაიმეს შეცვლას შევძლებთ ეს უბრალოდ სუფთა წარმოსახვაა. ეს რომ გამოვიდეს, მაშინ ყველაფრის შეცვლაა საჭირო_მემკვიდრეობის, მამის და ბაბუის შეცვლაც კი! ამის განხორციელება კი უკვე გვიანია.
ჩვენი მექანიზმის ხელოვნურად შეცვლა არ შეიძლება, და მაინც, დიდხანს სიცოცხლის შესაძლებლობა არის. მე ვთქვი, რომ მთავარი ზამბარა 24 საათის ნაცვლად შესაძლებელია მთელი 1 კვირის განმავლობაში ვატრიალოთ, ან პირიქით მოვაწყოთ მექანიზმი რომელიც გათვლილია 50 წელზე მისი ზამბარა ისე მოვმართოთ რომ 5 დღეში დაასრულოს ტრიალი.
ყველა ადამიანს აქვს ასეთი მთავარი ზამბარა-ეს ჩვენი მექანიზმია. მისი დატრიალებაა-ჩვენი შთაბეჭდილებები და ასოციაციები.
ხოლო ჩვენ 2 ან 3 ტრიალა ზამბარა გვაქვს-იმდენივე, რამდენი ცენტრიც გვაქვს. ცენტრები შეესაბამება ზამბარებს. მაგალითად გონება_ეს ზამბარაა; ჩვენს გონებრივ ასოციაციებს აქვს განსაზღვრული სიგრძე; ფიქრი მოგვაგონებს კოჭის ძაფის დატრიალებას. ყოველ კოჭაზე არის განსაზღვრული სიგრძის ძაფი. 
მაგალითად ჩემს კოჭაზე არის 50 მეტრი ძაფი, სხვის კოჭაზე 100 მეტრის. დღეს დავხარჯე 5 მეტრი, ხვალ 2 და ა.შ. როდესაც უკვე 50 მეტრი უახლოვდება დასასრულს, დასასრულს უახლოვდება ჩემი სიცოცხლე. ძაფის სიგრძის გაზრდა არ შეიძლება.
მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც 10 წუთში შესაძლებელია დატრიალდეს მთავარი ზამბარა, რომელიც გათვლილი იყო 24 საათზე, ასევე სწრაფად არის შესაძლებელი სიცოცხლის დასრულებაც. განსხვავება ისაა რომ საათს 1 ზამბარა აქვს, ადამიანს კი რამოდენიმე. ყოველ ცენტრს აქვს განსაზღვრული სიგრძის ზამბარა, როდესაც 1 ზამბარა უკვე დატრიალებულია, ადამიანს შეუძლია გააგრძელოს სიცოცხლე, მაგალითად მისი აზროვნება გათვლილი იყო 70 წელზე, გრძნობები კი 40 წელზე, ამიტომ 40 წლის გასვლის შემდეგ ის სიცოცხლეს გააგრძელებს გრძნობების გარეშე. აქ რაიმეს გამომუშავება შუძლებელია, ერთადერთი რაც გვრჩება ეს ეკონომიაა. დრო ასოციაციების ნაკადის პროპორციულია; ის ფარდობითია.
ყველას შეუძლია გაიხსენოს შემდეგი ფაქტები. მაგალითად თქვენ ზიხართ სახლში; მშვიდად ხართ. გრძნობთ რომ ასე იჯექით 5 წუთი, მაგრამ საათი აჩვენებს, რომ უკვე 1 საათი გავიდა. მეორე შემთხვევაში _ თქვენ ვიღაცას ელოდებით, თქვენ ნერვიულობთ, მოვა თუ არა ეს ადამიანი, თქვენ ფიქრობთ რომ 1 საათი იცდიდით, მაშინ როდესაც მხოლოდ 5 წუთია გასული. ეს ხდება იმიტომ, რომ მოცემული დროის მონაკვეთში თქვენ გქონდათ ბევრი ასოციაციები: თქვენ ფიქრობდით იმის შესახებ რატომ არ მოდის ეს ადამიანი, ავტოკატასტროფა ხომ არ შეემთხვა და ა.შ.
რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.
დრო სუბიექტურია; ის იზომება ასოციაციებით. როდესაც თქვენ ზიხართ არაკონცენტრირებულად, დრო დიდი გეჩვენებათ. ჩვენს მიღმა დრო არ არსებობს, დრო არსებობს ჩვენთვის როგორც შინაგანი განცდები.
ასოციაციები ასევე გრძელდება სხვა ცენტრებში, როგორც აზროვნების ცენტრებში.
სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო მდგომარეობს ჩვენი ცენტრებიდან ენერგიის გადინების შენელებაში და ისიც მხოლოდ საჭიროებისამებრ. ისწავლეთ გაცნობიერებილად აზროვნება ეს მიგიყვანთ ენერგიის ხარჯვის ეკონომიამდე. ნუ გძინავთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 15 2018, 04:09 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano


გადავიკითხე შენი პოსტი და გურჯიევი არაჩვეულებრივია! 100%-ით ვეთანხმები.





Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Apr 15 2018, 10:09 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს დროის ორი ნაირსახეობა, ესენია: ობიექტური, სუბიექტური.
ობიექტური არის ის ყოველთვის, რაც არის – ჩვეულებისამებრ, ფრომანულად მიედინება, ხოლო სუბიექტური არის, როდესაც ყოველი ჩვენგანი, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, დროს აღიქვამს, ობიექტურისგან დამოუკიდებლად.
ძირითადად, როგორც ყველაფერში, აქაც მარტივი კანონი მოქმედებს – რაც მეტად ჰარმონიულად გრძნობ ყოველმხრივ თავს, რაც მეტად კმაყოფას იძენ, მით მეტად ჩქარად გადის შენთვის დრო და თუ პირიქით, შედეგიც ამგვარია – დრო, შენი აღქმით, ნელა გადის.
ახლა რაც შეეხება ფიზიოლოგიურ სხვაობას ადამიანებს შორის, რატომ ხდება, რომ მაგალითად, ერთი, მეტად დიდი ასაკის მქონე ადამიანი გამოიყურება მეორეზე, რომელიც ბევრად ნაკლების არის, ახალგზრად. უპირველესად, აქ ყურადსაღებია გენეტიკა, შემდგომ ფიზიკური ჭრილის მართებულად განვითარება, რაც, სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესი პროცენტისათვის ვერ ხერხდება და კიდევ, უფრო სამწუხაროა ის, რომ ვინც, გარკვეულწილად, სწორ გზას ადგას, ამ მხრივ, რომ ეს მექანიკურია, გარემოებრივი. მაგალითად, კონკრეტული ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით კი არ იღებს ალკოჰოლს, ვინაიდან მას გათვიცნობიერებული აქვს მისეული ზიანი, არამედ, უბრალოდ, მის გემოვნებაში, იგი არ ჯდება.
ერთი სიტყვით, რაც მეტად ადრეულად დავიწყებთ ზრუნვას ფიზიკურ ჭრილზე, მით მეტხანს ვიცხოვრებთ, ისე, რომ ყოველგვარ მახასიათებელს კარგ მდგომარეობაში შევინარჩუნებთ, მათ შორის, სექსობრივს. არიან ადამიანები, პირადი ემპირიულობით გეუბნებით, რომლებიც 70-80 წლის ასაკში აქტუალურ, სექსუალურ ცხოვრებას მისდევენ. დღევანდელი პირობიდან გამომდინარე, იმ მავნე ჩვევებიდან, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს, ამ ასაკამდე რომ მიაღწევენ, – თუ მიაღწიეს, – რბილად რომ ვთქვათ, ამაზე გაფიქრებაც კი, ფუფუნება იქნება ეს მათთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Apr 16 2018, 08:10 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(brevalo @ 15th April 2018 - 01:17 PM) *
მედიტაციის დროს ხომ შეგიმჩნევიათ რომ შენს გარშემო დრო თითქოს ნელდება და მიიზლაზნება?

ეს იმიტომ ხდება რომ დრო და ფიქრი ერთი და იგივეა. თუ გააჩერებ ფიქრს, გაჩერდება დრო, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. მე მქონია ძალიან სასიამოვნო შეგრძნება როცა დრო ჩერდება და ერთიანება ყველაფერი, ამ დროს ხეს ვუყურებდი და ჩემს თავს ვაკვირდებოდი და რაღაც მოხდა.

ორი ადამიანი რომ ჩაკეტო ცალ-ცალკე ოთახში 24 საათით, შეიძლება რადიკალურად სხვადასხვა პასუხები მიიღო კითხვაზე:რამდენი საათი გავიდა? მაგალითად 10 და 30, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. დრო სუბიექტურია, მაგრამ ფიქრთან არის პირდაპირ კავშირში ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Apr 16 2018, 08:38 AM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემთვის საინტერესო არის ის რომ რეალურად სულ აწმყოში ვცხოვრობთ, ვიბადებით აქ და ახლა და ვკვდებით აქ და ახლა, ანუ სულ აწმყოში ვართ რეალურად, მომავალი და წარსული არის ფიქრის თამაში, რეალურად აწმყოც არ არსებობს იმიტომ რომ დრო ხელოვნურად მოგონილია. ფსიქოლოგიურ დროზე მაქვს საუბარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post May 1 2018, 01:31 PM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ჭკვიანი კაცია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post May 1 2018, 05:04 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo


good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:47 AM