IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სოციალური წნეხი
brevalo
post Apr 18 2018, 11:42 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი ვინ როგორ იღებს სოციუმს ცნობიერების განვითარების პროცესში, მაგრამ მე აშკარად მიშლის ხელს. ისიც ვცადე რომ შინაგანად არ შევწინააღმდეგებოდი ჩემს გარშემომყოფებს, მაგრამ როდესაც მათთან ურთიერთობაში შევდივარ (სოციალური თემებით და ყოველდღიური უსარგებლო თემებით რომ გიტენიან ტვინს), შემდეგ ჩემს თავზე მუშაობის დროს ვგრძნობ, რომ გონება თითქოს სხვა "ნოტაზე ეწყობა". იმ გარემოს, რომელსაც ჰქვია ეზოთერიკა, საკუთარ თავზე დაკვირვება, კონცენტრაცია და ა.შ. ხალხთან ხშირი ურთიერთბის შემდეგ ვგრძნობ რომ ვშორდები და გონება სოციალურ მხარეზე გადადის და შემდეგ მჭირდება რამოდენიმე დღე რომ ფიქრები და გონება გავწმინდო სოციალური ფიქრებისგან და ისევ ჩემს "მიკრო გარემოში" დავბრუნდე.

ამიტომ ვცდილობ, რომ ბევრ ადამიანთან არ ვიურთიერთო და მხოლოდ აუცილებელ მინიმუმთან ვარ ურთიერთობაში.

მაგრამ არის მაინც რამე გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
თქვენ როგორ ახერხებთ ერთდროულად ორივეს? რჩევები დაწერეთ ან ვინმე ჭკვიანი ეზოთერიკოსის/ეზოთერიკოსების აზრები გააზიარეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Apr 19 2018, 02:22 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo

გამარჯობა მეგობარო. საინტერესო თემას შეეხე. პირველ რიგში როგორც ეზოთერიკი ხრ დაკავებული იმ ეზოთერული სკითხბეით რაც ჩამმოთვალე, მაგრამ ამავდროულად ხარ სოცილური არსება. ამ დილემის გადასჭრელად მოიგონეს მონასტრები, უბრალოდ სოციუმისგან გარიდება და კონცენტრაციის ერთი მიმართულებით წაღება. მაგრამ როდესა ცხოვრობ არაასკეტური ცხოვრებით, სოციუმთან ურთიერთობა მოგიწევს ყველა ვარიანტში. წარმოიდგინე გყავს ორი მეგობარი, ერთის ჰობი და ცხოვრების აზრი ფეხბურთია, მეორის კინოხელოვნება. როდესაც ნახულობ ერთს კონცენტრირედბი ფეხბურთზე, იხსენებ რა იცი ამ სფეროში და საუბარს აწყობ, ხოტა ხანში, როდესაც მეორეს ნახულობ იგივეს აკეთებ მეორესთანაც კინოხელოვნების ირგვლივ, თუმცა რეალურად შეიძლება არც კი გაგაჩნდეს ამ ორი სფეროს მიმართ ინტერესეი და საერთოდ მუსიკა იყოს შნეი სფერო. დაახლოებით იგივე მეთოდი იქნება მარტივი და ეფექტური, უბრალოდ როდესაც ურთიერთობ სოციუმთან, გადართე შნეი თავი იმათ ტალღაზე, სამსხურში გადაერთე საქმეზე, როდესაც მორჩება სამუშაო გრაფიკი გადაერთე ეზოთერულ განწყობაზე. ხო დაკვირვებიხარ, ადამიანებს რომლებსაც რაიმე პრობლემა აქვთ და კონცენტრირებულები არიან იმ რობლემაზე, სამსახურშიც აგრძელებენ ფიქრს დ ანაკლებ პროდუქტიულები ხდებიან, ზოჯერ კიდევ პირიქით სამსახურის ირგვლივ ფიქრობს ადამიანი და თავისი სამსახურის განწყობა სახლში მიაქვს. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი ოჯახი, მამა სამხედრო იყო დ აიმდენად ქონდა სტრუქტურის გავლენა გამჯდარი რომ თავისი შვილებისთვის მამის ნაცვლად უფროსი ოფიცერი იყო და დამოკიდებულებაც ისეთივე ქონდ აროგორც ქვედა რანგის ჯარისკაცებისადმი. ამიტომ უბრალოდ გადრთვა და აი ამ გადართვის ეფექტურობაზე მუშაობაა ალბათ ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ერთის მხრივ ვერც სოციუმს დააინტერესე დიდად ეზოთერიკით და ვერც ეზოთერიკს დააინტერესებ მარტივად სავალუტო ბაზარზე ფასების ცვლით.
რაც შეეხება ჭკვიან ეზოთერიკოსებს, მე უფრო ძველი იოგები და სულიერი ადამიანები მახსენდება და როდესაც ამ თემაზე წერენ განრიდებას ანიჭებენ უპირატესობას. თმცა ალბათ ყველაზე უფრო ავტორიტეტული და ზუსტი იქნებოდა კრიშნას ცხოვრება, კრიშნა იყო ვიშნუს მე_8 ავატარი, მაგრამ მშობლებისვის იყო ჩვეულებრივი ბავშვი, ძმისთვის დედმამიშვილი და ასე შემდეგ, როგორც იტყვიან დიდთან დიდი და პატარასათან პატარა, ასე ვთქვათ თამაშბდა როლს თუმცა არ ავიწყდებოდა რეალურად ვინც იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 19 2018, 06:49 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
მართლაც საინტერესო თემებით გვიმარაგებ ამ ბოლო დროს დავიწყებულ ფორუმს smile.gif
მე პირადად ვიტყოდი, რომ სოციუმი როგორც მუხრუჭი ისეა ჩემთვის. ვიცი, რომ ვიღაც იმაზე უფრო დიდი ვარ ვიდრე რამეს ვაკეთებ, ვგრძნობ მამუხრუჭებს ყველა, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრები... ჯერ დედა და საერთოდ მშობლიური ოჯახი მთელი შემადგენლობით biggrin.gif და ახლა ვგრძნობ იგივეს ქმრისაგან. ყველა ჩემი ოჯახის წევრები მიყვარს, მაგრამ ვერ ვაღწევ იმას რისთვისაც გავჩნდი ალბათ. თუმცა არ დაგვავიწყდეს მედლის მეორე მხარეც... მუხრუჭი ხომ აუცილებელია ერთი მანქანისათვის, რადგან უდიდესი სისწრაფე შეიძლება სავალალო იყოს ბოლოს. იქნებ მსგავსი ანალოგიაა ცხოვრებაც?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Apr 19 2018, 04:49 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის სოციუმი? რისგან შედგება? ადამიანებისგან.
ამ ადამიანებს აქვთ დადგენილი 'ნორმები'. ეს ნორმები იცვლება დროსთან და კულტურებთან ერთად, ესეიგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა რამე იყო ნორმა.
მაგალითად: ადამიანების არ დამარხვა რამოდენიმე თვე, ადამიანების ჭამა, ინცესტი, ლოცვა უსულო საგნებზე და ა.შ. ანუ ამ სოციუმებში რომ დავბადებულიყავით იგივე რაღაცას ჩვენც ვიზავდით და ეს იქნებოდა ნორმალური. ესეიგი ჩნდება კითხვა რა არის ნრმალური და არანორმალური და ვინ აწესებს ამას? პასუხი პირველ კითხვაზე ძალიან რთულია და მეორე კითხვაზე ძალიან მარტივი-ჩვენ ანუ საზოგადოება.
ესეიგი პირობითად კუნძUლ ა-ზე 100დან 99მა რომ დავუშვათ ინცესტი და ჯოკერში ბოლოზე გასულის შამფურზე წამოგება ეს იქნება ნორმა და ყველა ვინც გაჩნდება მიიღებს ამას სანამ არ აუჯანყდება საკუთარ თავში ამ წესს.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში უამრავი ასეთი ვითომ ნორმაა რასაც ყოველდღე ვაწყდები. მაგალითად: ადამიანი გეკითხება როგორ ხარ? და ამ დროს საერთოდ არ აინტერესებს ეს, მაგალითი2: ადამიანები მიდიან პანაშვიდებზე და საერთოდ არ აინტერესებთ ჭირისუფლის დარდი. მაგალითი3: საუბრობენ ქრისტიანობაზე და პირველივე შემხვედრს ისე მიაყენებენ შეურაწყოფას არც დაფიქრდებიან. ეს მაგალითები უამრავია, ეს არის არაგულწრფელობის და ტყუილის ბევრი ჩვევა რაც გამჯდარი გვაქვს.
კითხვა რა არის ნორმალური და რა არ არის ნორმალური საკმაოდ რთული მგონია. ვინ აწესებს ნორმას? და ვინ აწესებს არანორმალურს? განპირობებული ადამიანი განპირობებული ცოდნით. ამიტომ სოციალური წნეხი არსებობს, მაგრამ მისი მორალი რეალურად ამორალურია, ის ქმნის სამსახიობო თეატრს, სადაც გულწრფელი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა. ჩემს სამსახურში 4 წელი მეგობრობდა ერთი წრე და ისე მარტივად დაიშალნენ და ლანძღავენ ერთმანეთს თითქოს 2 დღე იცნობდნენ ერთმანეთს. ასევე მაგალითად ერთი თანამშრომელი უცინის მეორეს და ზურგს უკან ლანძღავს, ეს უკანასკნელი საკმაოდ მორალურ ადამიანათ ითვლება.
ჩემი აზრით ეს საზოგადოება რყვნის ადამიანს, თუ არ ხარ ყურადღებით და ვერ ხედავ მაშინ ყველა ვარიანტში აიზელები და მალე სარკეში საკუთარ თავს ვეღარ იცნობ, მაგრამ თუ ყურადღებით ხარ ეგ წნეხი ადვილი გადასატანია. წნეხი ყველა შემთხვევაში მოდის თუ ამ საზოგადოებაში კიდევს საქმის დაჭერა, ამგრამ მეგობრებთან ან სადმე სასეირნოდ გასულს გეცინება ამ ყველაფერზე.
საკუთარ თავზე დაკვირვება-რეფლექსია კი ძალიან კარგია წნეხის დროს, სარკეში ხედავ რაზე ღიზიანდები და რა არის შენი სუსტი წერტილი. მე მაგალითად ვხედავ ჩემსას მკაფიოდ. უსაქმური ადამიანი A როცა ემეგობრება საქმიან B-ს და როცა B არ არის ოთახში ასე ვთქვათ ცუდად მოიხსენიებს მას, ეს მირტყავს ნერვულ სისტემაში. (A ენათესავება B-ს)
მოკლედ სიმახინჯეები არ გვაკლია მეგობარო და წნეხი საშენოდ გამოიყენე. რატომ არის რომ ერთი და იგივე სხვის საქციელი ხან გაღიზიანებს ხან საერთოდ ვერ გეხება? ესეიგი მთავარი მიზეზი რეაქციისა შენ ხარ. შენ ხარ ვინც ფსიქოლოგიურ წნეხში გამყოფებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Apr 21 2018, 01:14 AM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



edited
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Apr 21 2018, 03:28 AM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
უპირველეს ყოვლისა, დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ თითქმის ყოველივეს გამოყენება შესაძლებელია სათავისოდ, თუკი ამის უნარს ფლობ. პირობითად, მე შესაძლოა, ჩემდა უნებურად, ყოველდღიურობაში ჩავიძირო და ეს ჩაძირვა, თავის მხრივ, გაგრძელეს, დაახლოებით, რამდენიმე თვე. – ანუ, გამოდის, გაუცნობიერებლივ, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გავაკეთო, საკუთარ მესთან მიმავალ გზაზე, რომელიც მისეულ შეცნობას, დაახლოებას ემსახურება. – შემდგომ კი, რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც საკუთარი თანდასწრების წყალობით, ეს გავაცნობიერო. მაშასადამე, ყოველივე ჩვეულ, მართებულ რითმს დაუბრუნდეს და ერთი შეხედვით, რომ დავუფიქრდეთ, მიუხედავად გაცნობიერებისა, ანუ გამოსწორების, ეს მაინც ცალსახა ცუდი მოვლენაა – აბა, რა შეიძლება, დროის დანაკარგზე უარესი იყოს.. თუმცა თუკი ისე აღმოჩნდება, რომ ეს გაასმაგებულ სტიმულს მომცემს, გრძელვადიან პერიოდში, თავდაუზოგავობის, შრომატევადობის მხრივ, ეს არამცთუ არცთუ ისე ცუდი, პირიქით, ძალიან კარგიც აღმოჩნდება, თანაც იმდენად, რომ შესაძლოა, აღნიშნული შეცდომის გარეშე, ვერ დამედო იმგვარი შედეგი, რამდენადაც მოცემულ შეცდომასთან და მის აღმოფხვრასთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ეს ერთგვარი მედიტაციაა და კიდეც, არსებობს მსგავსი ჰომოგენური ტიპის მედიტაცია.
ახლა პარერელი რომ გავავლოთ ჩემ მიერ მოყვანილ მაგალითსა და შენს სიტუაციას შორის – ჩემი აზრით, პირველ რიგში, რასაც საჭიროებ, ეს ემპათიურობის უნარი მეტად გავითარებაა, ვიდრე გაქვს და აი, რატომ: ზოგადად, ჩვენ პლანეტაზე, მრავალი კანონი მოქმედებს, ერთ-ერთია შემდეგი სახის – რაც მეტად კარგია რაიმე, არ აქვს მნიშვნელობა, რას მოვისაზრებთ, მით ნაკლებია მისი ოდენობა და სიმკვეთრის ვარირებასთან ერთად, ოდენობაც კლებულობს. ადამიანიც, როგორც ყველაფერი, ამ კანონს ექვემდებარება, შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ – რაც უფრო მაღალია ცნობიერების დონე, მდიდარი შინაგანი ღირებულებები, მით უფრო, ნაკლებია ამგვარი ადამიანის ოდენობა. რაც მეტად მაღალი გექნება ემპათიურობის დონე, მით უფრო, ადვილად შეამჩნევ, ამ სიტყვის არატრადიციული გაგებით, მოკლე დროში, ვინ არის ამგვარი, ვინ – არა. ხოლო როდესაც ასეთ ადამიანთან ურთიერთობას ეხება საქმე, არათუ საზიანო, პირიქით ყოველმხრივ სასარგებლოა, რაც გაქვს მხედველობაში, იმ მხრივ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა ურთიერთობის ტიპი ჩვენი არჩევანი არ არის და არის შემთხვევები, როდესაც, უბრალოდ, გიწევს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელთანაც, ჩვეულებისამებრ, არ იურთიერთობოდი. ამ შემთხვევაშიც, შეგიძლია, რაც შეიძლება, მეტი ველიუ ამოიღო მოყვანილ სიტუაციიდან და მას ყოველმხრივ, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემა, დააკვირდე. რამდენადაც დაბალი ცნობიერების არ უნდა იყოს ადამიანი, შენ კი, პირიქით, მაღალი, არის შესაძლებლობა იმისა, რომ არაერთი რამ ისწავლო მისგან, მართალია, მეტწილად, ეს მისდა უნებურად მოხდება, მაგრამ მაინც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 21 2018, 06:59 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სოციუმს ვერ გავუგე ვერაფერი უმუშევარი ვარ ინგლისური და რუსუილი ვიცი მაგრად მაგისტრატურაზე ვსწავლობ მაგარ ფირმაში ვმუშაობდი მაგარ თანამდებობაზე და წამოსვლა მომიწია და ერთ წელზე მეტია ვეღარ ვშოულობ სამსახურს არადა ახალგაზრდა ვარ და ფული მინდა მჭირდება. მაგიის გამოყენებას ვერიდები ჯერ ჯერობით ვაცდი კიდე ცოტა ხანს
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Apr 22 2018, 03:36 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream

რატომ ერიდები რომ გამოიყენო მაგია პირადი მისნისთვის, რომელიც რეალურად საჭიროა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 22 2018, 11:56 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგოისტურია და ხელოვნურად აჩქარებს მოვლენებს და არ მაქვს ესეიგი არაა საჭირო ჯერ მერე რა რომ ძალიან მინდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Apr 22 2018, 03:51 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასგებია ეგ შეხედულება, საკმაოდ პოპულისტური, მაგრამ მაგია ისევე უნდ აიყოს ადამიანისთის როგორც ხელი დ ფეხი, როცა საჭიროა საერთოდაც არაა აუცილებელი რომ ჩარჩოში ჩავჯდეთ და თავი შევიკავოთ. მაგი იერარქიულად უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ საზოგადოება მთლად ჰარმონიული არაა მისტიური ტიპისთვის, ამიტომ იშვიათად იძლევა ნორმალურ შესაძლებლობებს. როცა ძალიან გინდა ეგ ეგოისტურია, მაგრამ საჭიროების თემა როდესცაა ვალდებულიც ხარ იზრუნო შენს თავზე, ფინანსი ისეთი საკითხია ყველას სჭირდება და როდესაც ამ მხრივ რთულად ხარ, რატომაც არ უნდა გამოიყენო ძალა რომ თავი გადაირჩინო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 22 2018, 04:13 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ აქ ესეთი რაღაცაა უნივერსიტეტი როცა დავამთავრე ერთი წელი ვერ ვშოულობდი ვერაფერს რადგან გამოცდილება არ მქონდა როცა სხვები სტაჟირებებზე იყვნენ მე არა იმიტომ რომ არ მჯერა სტაჟირებების შემდეგ უცებ არსაიდან გამიმართლა და სხვები როცა უფასოდ მუშაობდნენ თვეების და წლების განმალობაში ან 500 ლარზე იყვნენ უცებ მაგარ სამსახურში მოვხვდი საშუალოზე მაღალი ხელფასით და ხელმძღვანელ პოზიციაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Apr 22 2018, 04:15 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამით იმის თქმა მინდა რომ შენ არ იცი სამყაროში რა ხდება ან რას გიგზავნის შენი მაგიური მოქმედებით შენ შეგიძლია უკეთესი ვარიანტი ჩაშალო ელემენტალურად და მიიღო ის ვარიანტი რაც უმეტესობას ააქვს ოღონდ სწრაფად რაც მე პირადად არ მაწყობს =)
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 22 2018, 11:26 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სოციუმის წნეხს ალბათ ბევრი განიცდის, მაგრამ მე ასე ვიტყოდი: ადამიანს, რომელსაც დაწყებული აქვს თვითშემეცნება, თვითგანვითარება ის სოციუმის წნეხს განსაკუთრებით გრძნობს. სოციუმს აქვს შაბლონები, სტერეოტიპები, ზედაპირული შეფასებები. განსაკუთრებით ეს იგრძნობა პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ინდივიდუალურზე მეტად კოლექტიური ცნობიერებაა განვითარებული, როგორიც ჩვენთან. ეგოს, ოჯახის, ერის და საზოგადოების კომპლექსებს ასეთი ადამიანი ხედავს თვალნათლივ, ხედავს იმიტომ რომ მუშაობს ამაზე საკუთარ თავთან მიმართებაში. ამავე დროს ამის გაცნობიერებასთან ერთად სოციუმი მას გაათმაგებული ძალით უტევს, რადგან ასეთი ინდივიდი ბევრ ეგრეგორს უპირისპირდება უნებლიედ.
გამოსავალია ამის აღქმა როგორც სირთულედ, რომელიც დასაძლევია და რომელიც განვითარებაში ხელს შეგიწყობს. დაკვირვება, თამაში და ლავირება სოციუმში. ესაა გამოსავალი.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Apr 23 2018, 06:20 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old man

გეთანხმები თეორიულ ნაწილში, უბრალოდ პატრიარქალურ საზოგადოებაში რა არ მოგწონს? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 23 2018, 06:37 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



biggrin.gif ხო, მატრიარქატი ჯობდა tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 23 2018, 10:02 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენ მგონი ცოტა სხვა მნიშვნელობით გაიგეთ. კონკრეტულად კაცის წინწამოწეულ როლზე არაა აქ საუბარი. პატრიარქალური საზოგადოება არის საზოგადოება რომელიც იმ აზროვნებით და მკაცრი ქცევითი მოდელებით ცხოვრობს, რომელიც უკვე ასწლეულობით არსებობს. აქვს ასეთ საზოგადოებაში ცნობიერებას სწრაფი განვითარებას პერსპექტივა? მოსაწონია ეს? biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 23 2018, 11:38 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
კი, ზოგადად მატრიარქატი ჯობია, სამყარო უფრო ჰარმონიული იქნება)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Apr 23 2018, 04:19 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...;d=6&t=5670
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 26 2018, 06:34 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(Jarmen @ 19th April 2018 - 02:22 AM) *
გადართე შნეი თავი იმათ ტალღაზე, სამსხურში გადაერთე საქმეზე, როდესაც მორჩება სამუშაო გრაფიკი გადაერთე ეზოთერულ განწყობაზე.



მიცდია გადართვის მეთოდი, მაგრამ როდესაც სხვა რამეზე ვერთვები, მიჩნდება სინდისის გრძნობა, რომ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვღალატობ და ვშორდები. ამ დროს ამომიტივტივდება ხოლმე შინაგანი კონფლიქტები და ვარ შიდა ბრძოლებში საკუტარ თავთან smile.gif

ერთი რამ მჯერა, რომ როდესაც ადამიანი ბევრ საქმეს ერთად აკეთებს და ახერხებს საკმაოდ კარგად, ის ძალიან დიდ მიღწევას ვერასოდეს ეზიარება. კი, კარგად გააკეთებს ყველაფერს, მაგრამ სტანდარტულად კარგად, მაგრამ რასაც ქვია ის რომ ძალიან მაგარი იყოს ერთ კონკრეტულ რამეში და რაღაც ღირებული შექმნას, ის ამას გააკეთებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი აზრტა კონცენტრაცია მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმიანობაზე იქნება.


earth

QUOTE(earth @ 19th April 2018 - 06:49 AM) *
უხრუჭი ხომ აუცილებელია ერთი მანქანისათვის, რადგან უდიდესი სისწრაფე შეიძლება სავალალო იყოს ბოლოს. იქნებ მსგავსი ანალოგიაა ცხოვრებაც?


მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს მუხრუჭი ჩემი აზრით არ არის. ეს უფრო ხელის შემშლელი ფაქტორია.


ichi
QUOTE(blue_velvet @ 19th April 2018 - 04:49 PM) *
მოკლედ სიმახინჯეები არ გვაკლია მეგობარო და წნეხი საშენოდ გამოიყენე. რატომ არის რომ ერთი და იგივე სხვის საქციელი ხან გაღიზიანებს ხან საერთოდ ვერ გეხება? ესეიგი მთავარი მიზეზი რეაქციისა შენ ხარ. შენ ხარ ვინც ფსიქოლოგიურ წნეხში გამყოფებს.


კი, მასეა. ეხლა ვცდილობ რომ სხვების ემოციები და აზრები უბრალოდ გავაცნობიერო და შორიდან ვუყურო. შეიძლება ხალხში ცივი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ ეს ჯობია მათ ენერგეტიკულ წრეში ყოფნას.

starscream
QUOTE(starscream @ 21st April 2018 - 06:59 PM) *
სოციუმს ვერ გავუგე ვერაფერი უმუშევარი ვარ ინგლისური და რუსუილი ვიცი მაგრად მაგისტრატურაზე ვსწავლობ მაგარ ფირმაში ვმუშაობდი მაგარ თანამდებობაზე და წამოსვლა მომიწია და ერთ წელზე მეტია ვეღარ ვშოულობ სამსახურს არადა ახალგაზრდა ვარ და ფული მინდა მჭირდება. მაგიის გამოყენებას ვერიდები ჯერ ჯერობით ვაცდი კიდე ცოტა ხანს


მაგია მეტად მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ ძალიან საფრთხილო. თან მას თავის წესები და პირობები აქვს. ნება შენია, მაგრამ ცადე რომ იქნება ისე იშოვო სამსახური.


old_man
QUOTE(old_man @ 22nd April 2018 - 11:26 PM) *
გამოსავალია ამის აღქმა როგორც სირთულედ, რომელიც დასაძლევია და რომელიც განვითარებაში ხელს შეგიწყობს. დაკვირვება, თამაში და ლავირება სოციუმში. ესაა გამოსავალი.


კი ბატონო, მასეა. ცოტა რთულია, როდესაც ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანი შენთან გულის გადასაშლელად მოდის და აშკარად გრძნობ მის უარყოფით ენერგეტიკას და ამავდროულად მისი ცუდი ხასიათით გმაოწვეულ ენერგოდანაკარგს რომ შენით ცდილობს აივსოს და თითქოს ძალით გწუწნის ენერგიას. ამასაც ალბათ სწავლა უნდა.


Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 26 2018, 10:52 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
ციტატა(brevalo @ 26th April 2018 - 07:34 PM) *
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს მუხრუჭი ჩემი აზრით არ არის. ეს უფრო ხელის შემშლელი ფაქტორია.

მასე ვუყურებ მეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება არსებობდეს მედლის მეორე მხარეც, არ გამოვრიცხავ ამასაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:54 PM