IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანის მისია
David Monny
post Nov 20 2018, 11:53 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 20th November 2018 - 04:19 PM) *
აბა რა არის?


ადამიანის შემსწავლელ მეციერებას, ანთროპოლოგია ეწოდება. ადამიანი, არის ცნობიერების გარკვეული რანგი. ის ჯერ ცხოველია. ჭამს, სხვამს, ძაინავს, თავს იცავს და მრავლდება, როგორც ყველა სხვა ცხოველი, ფრინველი და ა.შ. ცოცხალი არსებები. მაშინ რა განსხვავებაა ადამიანსა და დანარჩენებს შორის? თუ მარტო ჭამს და ძინავს? ადამიანი სხვამს კითხვებს და ითხოვს პასუხებს. აი ეს განსხვავებაა, მაგრამ აუცილებელი ეს კითხვები ცილდებოდეს ყოველდღიურ საჭირბოროტო, რუტინულ, ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს, იქნება ეს სოციალურობიდან გამომდინარე თუ ფიზიკურობიდან გამომდინარე: რა ვჭამო? რა ჩავიცვა? ა.შ. დამეთანხმებით რომ ესენიც კითხვებია, მაგრამ ეს კითხვები არ ხდის ადამიანს ადამიანად. საჭიროა რარაც უფრო მეტი ვიდრე ფიზიკა. და სწორედ აქ ჩნდება მეტაფიზიკა, ეგზისტენციალიზმი: ვინ ვარ? რატომ ვარ? საიდან მოვედი? სად მივდივარ? აი კითხვებზე პასუხის გაცემის გზაზე, ხდება ადამიანი ადამიანი. ამავე დროს მან უნდა შეიმეცნოს მორალი და ზნეობა. აი ეს არის ადამიანის ლიმიტი. თუ ადამიანი ამას არ აცნობიერებს, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანის რანგში არ არის. ამის შემდეგ მოდის სხვა ცნობიერება, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების ცნობიერება, სადაც ადამიანი ხვდება, რომ ის არ არის ადამიანი. ის არ არის ერთი კონკრეტული ცოხალი არსება დროის და სივრცის მოცემულ მომენტში. ის აცნობიერებს თავს მთელად. ერთ მთლიანობად. როდესაც ხარ ერთი მთ₾იანი, შეუძლებელია იყო ადამიანი. მაგრამ ვიმეორებ, ჯერ ადამინმა უნდა გაცნობიეროს, რომ ის არის ადამინი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 21 2018, 12:08 AM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




tikoroma
QUOTE(tikoroma @ 20th November 2018 - 05:21 PM) *
დავით, საინტერესოა
გასხივოსნებულობას ცოდნა თუ მოაქვს მეთქი ვიკითხე
მაგალითად შტაინერი აღწერს განდობილობის საფეხურებს
და ასე ამბობს, რომ სხვადასხვა საფეხურზე ეძლევა რაღაც ცოდნა და დავალება
და მე ისე გავიგე რომ გასხივოსნებას უწოდებს ან ამ პროცესის დასაწყისს, ან ერთ-ერთ საფეხურს
და აი ოშოს მიმდევრები ამბობენ, რომ გასხივოსნებული იყო ოშო და მან შექმნა რაღაც მასშტაბური რელიგია არა, მარა თავისი ეგრეგორი აქვს და თავისი იდეებით და მიმდევრებით
იგივე გურჯიევი
იგივე ბუდა
ლაო ძი
და შეიძლება გასხივოსნდე და ეს ცოდნა არ იყოს? ცოდნა ზესამყაროს შესახებ? თუ ეს პიროვნული არჩევანი იყო ამათი, რომ მოეყოლათ ხალხისთვის?
თუ სესაზლებელია უბრალოდ აი შენი სამადჰივით რაღაც შენს თავში შეიმეცნო


ვიმეორებ, შტაინერი ერთ ერთი სწვალების მეთოდს იყენებს. ასეთი სწავლებები მრავალია. ყველგან განსხვავებულად არის აღწერილი გასხივოსნება, თუმცა მსგავსებებიც არის.
გასხივოსნებას არაფერი მოაქვს. ვიმოერებ, ოთახში არაფერი არ შემოუტანიათ. ის საგნები, რაც შუქის ანთებამდე ოთახში იყო, ისევ იქ არის არც რამე დაუმატებიათ და არც რამე გაუტანიათ ოთახიდან. უბრალოდ აინთო შუქი ოთახში და ხედავ სად რა დევს. არჩევ საგნებს, ფორმებს და ა.შ. ცოდნა რომ მოიტანოს, ვინმე უნდა დახვდეს ამ ცოდნას ხო? ხოდა საუბარია რომ გასხივოსნება სწორედ ის არის, რომ ეს ვინმე, ვინც უნდა გასხივოსნებულიყო და ცოდნა შეეძინა, ქრება. ყველანაირი ცოდნა ილუზორულია.
რაც შეეხება ოშოს. ჩემი აზრით ის იყო იდიოტი და საფლავში ჩადეს. სულ ერთია რას დააწერენ შენი საფლავის ქვას. მან დიდის ამბით დაიბარა რომ დააწერეთ, რომ არასდროს დაბადებულა და არასდროს გარდაცვლილაო, მაგრამ მაინც საფლავში ჩადეს. ანუ გასხივოსნება პირველ რიგში იმის გაცნობიერებაა, რომ არის ვიღაც ან რაღაც ჩვენში, რომელმაც იცის, რომ ადრე თუ გვიან საფლავში მიდის. ეს გარდაუვალია. ამის აღიარებით იწყეაბა გასხივოსნება. დანარჩენი სპეც ეფექტები, მეორეხარისხოვანია. ოშო სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადიოდა და არავინ გამოჩნდა, რომ პასუხი მოეთხოვა.
გურჯიევი არ ჩადიოდა სისხლის სამართლის დანაშაულს და ძალიან სასარგებლოა მისი მითითებები. გურჯიევი თუ გაიგე, მიხვდები რას ვამბობ როდესაც ვწერ, რომ საფლავში მივდივართ.
ბუდაც იგივეა და ლაო ძიც.
სამადჰი ჩემი არ არის. ეს გავს ბეტონის შემრევ მანქანას. ის მიდის და ბეტონს ზელს გზადაგზა, რომ არ გამაგრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე ვერ დაასხვას ბეტონს. გონებაც არასდროს ჩერდება, როგორც ბეტონის შემრევი მანქანა, მაგრამ როდესაც დანიშნულების ადგილზე მივა, ანელებს ტრიალს, სწორედ ეს არის სავიკალპა სამადჰი. ნელდება ფიქრების ფიქრის ნაკადი. ვიმეორებ ნელდება და არა ჩერდება. ეს გავს ბნელ ოთახში ფანრით დგომას. დგახარ და ხელი გიკანკალებს, ხან რას ანათებ ხან რას ამ ფანარს და ისე სწრაფად აკეთებ, რომ ვერ არკვევ რა საგნები დევს, როგორც კი ხელს გააჩერებ და რაიმე კონკრეტული მიმართულებით გაიშვერ ფანარს, დაინახავ იმ ადგილას რა საგანი დევს, საითაც ფანარია მინათებული. ასე ნელდება ფიქრების ფიქრის პროცესი და აკვირდები თითოეულ მათგანს რიგ რიგობით. ეს დასაწყისია.



--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 21 2018, 12:14 AM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 20th November 2018 - 05:26 PM) *

David Monny
ადამიანებს გონიათ რომ გასხივოსნება ნიშნავს ეგოს მოშორებას და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას. ეს 1 % თაც კი არ არის სიმართლე. ის რაც მე სამადჰიდან გამოვიტანე იყო, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, არავითარი ნეგატიური ფიქრები არ ქრება, უბრალოდ ის ვინც ამ ფიქრებს მნიშვნელობას ანიჭებდა ნელ ნელა სუსტდება და საბოლოოდ სულ ქრება, მაგრამ მე სწორედ ამ გაქრობის შემეშინდა.
QUOTE(David Monny @ 20th November 2018 - 09:06 AM) *
სამადჰის თემიდან გადმოვიტანე შენი ციტატა.


დიახ, ნეგატიური ფიქრების მოშორება ფსიქოლოგების საქმეა და არავიტარი კავშირი არ აქვს სამადისთან ან გასხივოსნებასთან. ეგოს მოშორებაც იგივეა. რაც უფრო ცდილობ ეგოს მოშორებას, მით უფრო ძლიერდება. ცეცხლზე ნავთს ასხამ ასეთ დროს. როგორ მოიშორებ იმას რაც არ არსებობს რეალურად? ფანტომს ავთენტურობას მხოლოდ შენი ყურადღება ანიჭებს. არის უამრავი სკოლებიდა პრაქტიკები: მოვიშოროტ ეგო, ვებრძოლოთ ეგოს, ეგოცენტრულობას და გავთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან. ეს ყველაფერი თერაპიაა ფსიქოლოგიური, მეტი არაფერი.
ვიმეორებ, არსებობს 2 ძირიტადი სამადჰი: სავიკალპა და ნირვიკალპა. პირველის შემხტვევაში, ეგო რჩება თავის თავთან და სიცარიელესთან მარტო. ასმი შემდეგ მოდის გასხივოსნება, ანუ ნირვიკალპა სამადჰი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ ემართება ეგოს, ან ვინმეს. არ მოდის არავიტარი შთაგონება ან ცოდნა. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ნირვიკალპა სამადჰი არის მომენტი, როდესაც აღარავინაა სახლში. რაც არ უნდა მიიტანო ამ სახლში, მადლობას არავინ გეტყვის. სახლი ცარიელია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 21 2018, 06:33 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
მადლობა

ნუ გეგონება გავიგე
სანამ არ გამოვცდი laugh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 21 2018, 06:39 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 21st November 2018 - 06:33 PM) *
ნუ გეგონება გავიგე
სანამ არ გამოვცდი

laugh.gif მესმის. თავიდან რწმენით და ნდობით უნდა დაიწყოს. შემდეგი ნაბიჯია გაგება, მიხვედრა. აი შემდეგ კი უკვე განცდა, გამოცდილება, უნდა გამოცადო. ხშირია შემთხვევა, როდესაც გაგება ხდება ბევრისთვის დაბრკოლება. გონიათ, რომ მიხვდნენ ყველაფერს. მიხვედრა გონებრივი პროცესია და ისევ აჰამკარას, ანუ ეგოს შიგნით ხდება. ეგო ხვდება "რაღაცას". შეიძლება მილიონ რამეს მიხვდე სხვადასხვა დროს. ეს არასდროს იქნბეა მთ₾იანის მიხვედრა. შენ შეიძლება აღარც გჭირდებოდეს მიხვედრა თუკი გჯერა დაგაიგე რაზეცაა საუბარი. მნიშვნელოვანი მართლაც განცდაა, მაგრამ განცდასაც აქვს საზღვარი, ის მთავრდება იქ, სადაც იწყება გასხივოსნება ანუ ნირვიკალპა სამადჰი, ეს არ არის განცდა ან გამოცდილება. ამ დროს არავინაა, ვინც რამეს განიცდის, მოხხოლოდ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება განიცადო და გაიგო რამე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Dec 8 2018, 02:27 AM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikorama
QUOTE(tikoroma @ Nov 17 2018, 11:52 PM) *
რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება?

უპირველესია შინაგანი სტაბილურობის მოპოვება და ამ თვალსაზრისით, პერმანენტულად, გრადაციული სვლა, ყველაფრის მიუხედავად აბსოლუტურად.
შემდგომ, არანაკლებ რელევანტური, შენი ფუნდამენტალური ინტერესის თუ ინტერესების პოვნაა, რის გარეშეც, ფაქტობრივად, ცხოვრება არ შეგიძლია, იმდენად დეტერმინებული ხარ მისით.
ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ქვეცნობიერ დონეზე, დაბადებიდან თან გვდებს და ასე ვთქვათ, დღის შუქზეა გამოტანა საჭირო, თუმცა აქ მხოლოდ საჭიროებით ისევე ვერაფერს გახდები, რამდენადაც სიყვარულის იდეით, ვერავის შეიყვარებ, მთელი რიგი გარემოებები უნდა ახლდეს თან, რაც მეტ-ნაკლებად ჩვენგან დამოუკიდებელია.

QUOTE(tikoroma @ Nov 17 2018, 11:52 PM) *
ერთგან წავიკითხე, რაიმეს რომ აკეთებ, თუ სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი სწორ გზას ადგახარო?

ეს, დაახლოებით, იმის ჰომოგენურია, – რაც ხშირად მომისმენია, სხვათა შორის, – რომ მთავარია, კარგად იყო, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან გამომდინარე.
რეალურად, თუკი, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა რამეს აქვს, სწორედ ეგ არის, საიდან გამომდინარე ხარ, ვინაიდან და რადგანაც, ეს განსაზღვრავას რეალური კარგად ყოფნის ავთენტურობას.
ანალოგიურად, შესაძლოა, რაღაც გარკვეული ექვივალენტობის სიამოვნებას განიჭებდეს, თუმცა ამავდროულად, არ იყოს შენი შინაგანის თანდამწრე, ასე რომ, მხოლოდ სიამოვნების განცდით, ვერ განსაზღვრავ სისწორეს.

დაბოლოს, ჩემი ღრმა რწმენით, აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვნის მქონეა, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, პერცეფციულ დონეზე, განიცადო, რისი დროა და აკეთო ეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2018, 02:38 AM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დათო.
ეგ ყველაფერი სიკვდილის შემდეგ რამეში გვეხმარება?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Dec 8 2018, 02:48 AM
Post #28


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ Dec 8 2018, 02:38 AM) *
ეგ ყველაფერი სიკვდილის შემდეგ რამეში გვეხმარება?

კაცმა არ იცის, დროისა და სივრცის მიღმა, რა ხდება, მათ შორის, მეც.
მაშასადამე, ვერც კის გეტყვი, ვერც არას – არ ვიცი, თუმცა თვით ცხოვრებაში, რომ დანამდვილებით დაგეხმარება, ეგ უთუოდ ვიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 9 2018, 04:38 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ მშვიდად ცხოვრებისთვის ბევრი რეცეპტია კი
თუნდაც მედიტაციები, ლოცვები, ჰობი და ა.შ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:00 PM