ეკხარტ ტოლე, power of now |
ეკხარტ ტოლე, power of now |
Jan 28 2020, 01:12 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი.
როგორ ვართ გონების ტყვეობაში, როგორ გვამყოფებს ის გამუდმებით შიშებში, წარსულზე დარდებსა და მომავლის შიშში, როგორ არ იღებს ის რეალობას და ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს რომელიც ილუზორულია. როგორ ვაიგივებთ თავს გონებასთან, ფიქრებსა და მის მიერ წარმოქნილ ემოციებთან, რაც არის ცრუ ეგო. როგორ ვიყოთ "აქ და ახლა", როგორ გავიღვიძოთ ჩვენს უმაღლეს მეში ამ ყველაფერს ხსნის მარტივი ენით, პრაქტიკული სავარჯიშოებით. ბევრი წერს ამ ყველაფერზე, მაგრამ ტოლემ ამიხსნა და დამანახა ყველაზე გასაგებად. ეს ყველაფერი ადრეც ვიცოდი თითქოს, მაგრამ ტოლემ სწორედ პრაქტიკაში გადმომატანინა ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jan 2 2023, 01:04 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"თუ თქვენი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს გონების მიერ შექმნილი "მე", რომელიც შედგება ფიქრებისა და ემოციებისგან - ანუ ეგოსგან, მაშინ თქვენი პიროვნების ფუნდამენტი არ არის მყარი, რადგან ფიქრები და ემოციები თავისი ბუნებით არის ეფემერული და წარმავალი.
ხშირ შემთხვევაში ლაპარაკობს არა ჩვენ, არამედ ჩვენი ეგო. ის შედგება ფიქრებისგან, ემოციებისგან, იმ მოგონებებისგან, რომელთანაც თავს ვაიგივებთ, რსასაც ვუწოდებთ მეს და ჩემს ისტორიას. იმ ჩვეულ როლებს, რომელსაც ვთამაშობთ ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. ყოველი ეგო გამუდმებით იბრძვის გადარჩენისთვის, ცდილობს რა დაიცვას და გაიფართოვოს თავი. თავისი "მე"-ს შესანარჩუნებლად მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები აღიქმებიან კიდევ უფრო "სხვებად" -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 05:02 PM |