IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეკხარტ ტოლე, power of now
old_man
post Jan 28 2020, 01:12 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი.
როგორ ვართ გონების ტყვეობაში, როგორ გვამყოფებს ის გამუდმებით შიშებში, წარსულზე დარდებსა და მომავლის შიშში, როგორ არ იღებს ის რეალობას და ქმნის საკუთარ ინტერპრეტაციებს რომელიც ილუზორულია.
როგორ ვაიგივებთ თავს გონებასთან, ფიქრებსა და მის მიერ წარმოქნილ ემოციებთან, რაც არის ცრუ ეგო. როგორ ვიყოთ "აქ და ახლა", როგორ გავიღვიძოთ ჩვენს უმაღლეს მეში
ამ ყველაფერს ხსნის მარტივი ენით, პრაქტიკული სავარჯიშოებით. ბევრი წერს ამ ყველაფერზე, მაგრამ ტოლემ ამიხსნა და დამანახა ყველაზე გასაგებად. ეს ყველაფერი ადრეც ვიცოდი თითქოს, მაგრამ ტოლემ სწორედ პრაქტიკაში გადმომატანინა
ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ან მოუსმინოთ


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
old_man
post Feb 23 2023, 01:41 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოხ ტოლე, ტოლე
რაც შენი წყალობით ეგოებს და მათ გამოვლინებებს ვაკვირდები, მით უფრო სევდა მეუფლება )

მაგიჟებს ეგოების კრიტიკული აზროვნება და შეფასების კრიტერიუმები
აი, გაიცნობ ადამიანს და გაყრის შეკითხვებს, რომ ეგრევე შეგაფასოს და გადაწყვიტოს რა დონის პატივისცემა გამოიმეტოს იმ პერიოდში რა პერიოდშიც შენთან ურთიერთობა ექნება. აგათვალიერებენ, ჩაგათვალიერებენ. გისვამენ შეკითხვებს და ამ ორ წუთში იგებს შენს ასაკს, სოციალურ სტატუსს, სად მუშაობ, რა დაამთავრე, სად ცხოვრობ, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა და ეგოს კომპიუტერი აღრიცხავს ამ ინფორმაციას ადარებს საკუთარ ბაზაში არსებულ ინფორმაციას და დებს დასკვნას. თუ ამ დასკვნის მიხედვით მაღლა ხარ მასზე ან სხვებზე, პატივისცემის დონე შესაბამისად მაღალი იქნება, ხოლო თუ დაბლა, ინტერესი ეცემა.
ჰო, კიდევ ეგოს დომინაციის სურვილი. ბევრი რამ, რასაც ამბობს ან ყვება არის იმისთვის, რომ შენზე უკეთესი გამოჩნდეს. ეს განსაკუთრებით ერთ სქესის და ერთ ასაკობრივ ჯგუფებში იგრძნობა. თუნდაც მეგობრებთან. თითქოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა იმისთვის სჭირდებათ, რომ საკუთარ უპირატესობას გაუსვან ხაზი.
და რა კარგია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომ შეხვდები და მის ეგოსთან არ გაქვს ურთიერთობა, არამედ პირდაპირ სულთან, რომელიც არ გაკვირდება და არ გაფასებს კრიტიკული თვალით. ასეთ ადამიანებთან ვარ მოშვებული და მათთან ყოველგვარი ურთიერთობა მავსებს და მაბედნიერებს
თუ დაკვირვებიხართ ამ ყოველივეს?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 03:02 PM