IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ხვამლის მთის საიდუმლოება, ლეჩხუმის რაიონშია
Emigranti
post Dec 9 2009, 07:40 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge

იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია.



მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს:
1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en
2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11

ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. laugh.gif

იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ.

თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Emigranti
post Dec 9 2009, 07:46 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ინტერვიუ ვიპოვე, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან, გურამ გაბიძაშვილთან (ჟურნალიდან „თბილისელები“):


რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე
2009-09-01

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული... შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს... „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“... რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა... „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით...

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში... ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს...

– როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს. დავუბრუნდეთ ახლა ხვამლის ქვაბულის კედელზე გამოსახულ ფიგურებს...

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.

– მე ვნახე ეს ფილმი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და მახსენდება ერთი ეპიზოდი, სადაც გერმანელი მეცნიერი ამბობს, ეს არის განუმეორებელი პანორამა და ღამით ხვამლის თავზე, რომელსაც ვარსკვლავთკრებულის სახელი ჰქვია, ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო...

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

– ამჟამად რა სტადიაშია თქვენი ექსპედიციის საძიებო სამუშაოები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

– როგორც იცით, სამწლიანი სამუშაო პროგრამა გვაქვს. გეგმა ასეთია: უნდა შევიდეთ ყველა გამოქვაბულში, რომელშიც კი შეღწევა შეიძლება და გამოვიკვლიოთ; განვაახლებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის გონის ტერიტორიაზე. აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია, ნასახლარიც, სამაროვანიც და სალოცავიც. ეს ხომ საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრივ დაცული პირადად მე, ვვარაუდობ, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და სახე სრულად აქვს შენარჩუნებული... . აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგან გაუვალ ჯუნგლებს მოგაგონებს და უცებ შენს თვალწინ აღმართულ კლდეს უცნაური გამოსახულება აქვს. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უბრალო. მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ზღვის ფსკერი იყო...

– ალბათ, ახალ ფილმსაც გადაიღებთ?

– უკვე დაწყებულია მუშაობა მასზე, სადაც ჩანს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. თუმცა, ამაზე შემდეგ, როცა მუშაობას დავასრულებთ და გპირდებით, რომ ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ საიდუმლო დეტალებს... მანამდე კი იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც მითები გვიამბობენ: პრომეთეს ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას, მაგრამ ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემებით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება... რეალურად კი – ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია. ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია ნაგები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები – რა იყო მნიშვნელოვანი, რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!

ნანა კვატაშიძე


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Emigranti   ხვამლის მთის საიდუმლოება   Dec 9 2009, 07:40 AM
Emigranti   საინტერესო ინტერვ...   Dec 9 2009, 07:46 AM
tikoroma   Emigranti სასწაულია... ახ...   Dec 9 2009, 05:20 PM
tikoroma   მინდა ექსპედიციებ...   Dec 9 2009, 05:44 PM
tikoroma   აუ აქ როგორ ადიოდნ...   Dec 9 2009, 05:46 PM
shumer   Emigranti გაიხარე დიდი მ...   Dec 9 2009, 11:15 PM
TeO   ახლა მოვრჩი ფილმის...   Dec 10 2009, 01:51 PM
Emigranti   ასეთი შთაბეჭდილებ...   Dec 10 2009, 08:11 PM
TeO   ამიტომაა ჩემი აზრი...   Dec 10 2009, 08:38 PM
tikoroma   ვნახე ეს ხმლის მთე...   Dec 14 2009, 05:36 PM
Kaspar Hausser   წელს ვიყავით ასული...   Dec 21 2009, 10:31 PM
georgius-asmoday   წელს ვიყავით ასული...   Feb 24 2010, 02:52 PM
tikoroma   Kaspar Hausser კი, ფილმშიცა...   Dec 22 2009, 02:43 PM
centurioni   საინტერესოა თემაა ...   Jan 1 2010, 11:16 PM
tikoroma   centurioni საინტერესოა თ...   Jan 2 2010, 10:30 AM
nutsa   ტყუილა არ დაყურებს...   Jan 2 2010, 02:04 PM
Emigranti   ვინმეს ამირანის მი...   Jan 3 2010, 02:59 AM
Emigranti   ჰო თავიდან იმის თქ...   Feb 23 2010, 11:04 PM
Shou   ჰო თავიდან იმის თქ...   Mar 1 2010, 07:03 PM
Emigranti   აი კიდევ ეს საინტე...   Feb 23 2010, 11:22 PM
Fuhrer   მაგრამ უმეტესობა ს...   Feb 27 2010, 12:00 AM
Simulated   ვნახე ფილმი ძალიან...   Feb 27 2010, 01:26 AM
Kaspar Hausser   Fuhrer გენიალურ დასკვ...   Feb 27 2010, 01:16 PM
moonbayer   Kaspar Hausser გენიალურ დას...   Feb 27 2010, 03:00 PM
Kaspar Hausser   რას შეიძლება ეძებდ...   Feb 27 2010, 10:41 PM
Fuhrer   Kaspar Hausser ყოჩაღ შენ! :)   Feb 28 2010, 12:01 AM
Kaspar Hausser   Fuhrer ოჰო.. :) იუმორის გ...   Feb 28 2010, 03:17 PM
Zet   სხვათაშორის, ჩვენი...   Mar 3 2010, 03:40 PM
Emigranti   სხვათაშორის, ჩვენი...   Mar 3 2010, 04:12 PM
Zet   ჰოო? ისე საკმაოდ კა...   Mar 3 2010, 11:01 PM
moonbayer   Zet da rogor gaigo saidan aris? mainteresebs mec ...   Mar 4 2010, 01:57 AM
Shou   QUOTE(Zet @ Mar 3 2010, 12:40 PM) სხვათ...   Mar 4 2010, 09:52 AM
moonbayer   ხშირად ვფიქრობ რომ...   Mar 4 2010, 08:15 PM
irma   Shou შემოგზავნილი ვა...   Mar 4 2010, 08:27 PM
steward   http://image.geotorrents.com/images/jwphc339iylnj0...   Mar 10 2010, 07:02 PM
Emigranti   [url=http://image.geotorrents.com/][img]http://ima...   Mar 10 2010, 09:47 PM
Zet   ესეც წყალქვეშა პირ...   Mar 10 2010, 08:38 PM
steward   ეს ზუსტად არ ვიცი მ...   Mar 10 2010, 09:57 PM
tikoroma   დავით გოგუაძის ფილ...   Apr 25 2010, 08:13 PM
Emigranti   ვებ-გვერდზე http://www.xvamli...   Sep 3 2010, 07:27 PM
FORZAROMA   ძალიან მიტაცებს მი...   Jan 7 2011, 02:35 AM
MamuuK   საინტერესო თემაა მ...   Jan 9 2011, 02:57 PM
Emigranti   საინტერესო სტატია...   Mar 5 2011, 11:55 PM
Simulated   ვაა :/ ინწერესნო   Mar 6 2011, 04:55 AM
kate   Emigranti ძალიან, ძალიან...   Mar 7 2011, 07:02 PM
term   ადგილობრივ მოსახლ...   Mar 7 2011, 07:27 PM
Lashapoli   ვინემ ხო არ იცით, რა...   Aug 16 2011, 11:18 AM
natuka   რაც დრო გადის მით ვ...   Aug 16 2011, 02:49 PM
Lashapoli   რაც დრო გადის მით ვ...   Aug 16 2011, 06:06 PM
zura2   რაც დრო გადის მით ვ...   Aug 16 2011, 06:23 PM
LUCIFER   არა და ჩვენს სანაქ...   Aug 24 2011, 09:19 PM
LUCIFER   მდააააა, ზძალიან ს...   Aug 24 2011, 09:23 PM
Lashapoli   მდააააა, ზძალიან ს...   Aug 24 2011, 09:42 PM
LUCIFER   ხო მაგრამ აქ არის ე...   Aug 24 2011, 10:04 PM
Lashapoli   ოდესმე???? )))))))) ამ მას...   Aug 24 2011, 10:09 PM
LUCIFER   ეს თვითონ მათ კითხ...   Aug 24 2011, 10:17 PM
free man   ედელვაისის დესანტ...   Jan 6 2012, 03:12 PM
Lashapoli   ედელვაისის დესანტ...   Jan 6 2012, 07:56 PM
ანა   ასჯერ გაგონისლ ერთ...   Jan 6 2012, 03:56 PM
free man   მე კიდე ექსპედიცია...   Jan 6 2012, 03:58 PM
ანა   წასვლა და ექსპედიც...   Jan 6 2012, 04:18 PM
free man   რავიცი მე ეგრე მგო...   Jan 6 2012, 04:21 PM
free man   წარსულის რელიკვიე...   Jan 6 2012, 08:03 PM
Lashapoli   წარსულის რელიკვიე...   Jan 6 2012, 08:18 PM
გრიფონი   ჰიტლერმა გაიგო რომ...   Jan 6 2012, 08:24 PM
ლილიანი   ყველა ყველგან ცხვ...   Jan 7 2012, 11:22 PM
537701   მეგრულ სიტყვას გავ...   Oct 7 2012, 08:29 PM
vano kazbegi   მეგრულ სიტყვას გავ...   Oct 7 2012, 09:51 PM
tikoroma   ემიგრანტის პოსტი htt...   Nov 25 2012, 02:53 PM
ano   ემიგრანტის პოსტი htt...   Nov 25 2012, 04:01 PM
Dondariable   აუ რა საინტერესოა......   Nov 25 2012, 03:04 PM
tikoroma   ჰო ეტყობა არხები ა...   Nov 25 2012, 04:32 PM
earth   მე ვერ ვუყურე, წელი...   Nov 25 2012, 05:14 PM
tikoroma   რა მაგარია, დისკოს ...   Nov 25 2012, 05:43 PM
td.........   tikoroma რომ წახვიდე რა...   Nov 25 2012, 06:04 PM
tikoroma   ამბობენ ხვამლის მი...   May 17 2015, 09:49 PM
tikoroma   სადაზღვევო კომპან...   May 25 2015, 02:27 PM
ano   არ ვიცი სად წავიკი...   May 26 2015, 12:08 PM
tikoroma   ხვამლზე გამიგია, ა...   May 26 2015, 12:15 PM
tikoroma   მოგესალმებით ყველ...   Aug 23 2018, 02:15 AM
jarmen   ხვამლის თემა მნიშვ...   Sep 21 2018, 02:41 AM
tikoroma   jarmen ხვამლის თემა მნ...   Sep 22 2018, 07:17 PM
jarmen   რას აკეთებთ? მე მაგ...   Sep 22 2018, 09:55 PM
tikoroma   ჩვენ ადგილობრივ აქ...   Sep 22 2018, 10:08 PM
tikoroma   მე პირადად მისტიკა...   Sep 22 2018, 10:09 PM
jarmen   ანუ ისევ იქ ხართ სა...   Sep 22 2018, 10:14 PM
tikoroma   მეც კი დავწერ მარა ...   Sep 22 2018, 10:25 PM
jarmen   ვინ არიან თქვენი ხ...   Sep 22 2018, 10:26 PM
tikoroma   კიდევ ერთი საკითხი...   Sep 22 2018, 10:26 PM
jarmen   მანგალას მეც ვენდო...   Sep 22 2018, 10:29 PM
tikoroma   ჰო, ნუ მას ემეც დამი...   Sep 22 2018, 10:36 PM
starscream   თუ რამე არის ხვამლ...   Sep 23 2018, 06:21 PM
jarmen   starscream კი მაგაზე ვმუშ...   Sep 23 2018, 06:34 PM
starscream   ხვამლის მთის თემა ...   Sep 23 2018, 06:41 PM
jarmen   ბევრი ვარაუდია ხვა...   Sep 23 2018, 06:45 PM
earth   ან ხომ შეიძლება უკ...   Sep 23 2018, 08:26 PM
jarmen   კი მასეც შეიძლება ...   Sep 23 2018, 11:33 PM
tikoroma   დღევანდელი ინფორმ...   Sep 25 2018, 04:14 PM
INVICTUS   ხელმოწერა რას მოიტ...   Sep 25 2018, 04:51 PM
tikoroma   INVICTUS პარლამენტი გან...   Sep 25 2018, 04:59 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:33 AM