IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გერმანული ანტარქტიკა, ახალი შვაბია
term
post Mar 24 2011, 05:39 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 2-March 11
From: VEGA
Member No.: 6,404

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ინფორმაციას უკვე წლებია ვაგროვებ, მგონი დადგა დრო თქვენც გაგიზიაროთ, ვინაიდან და რადგან უამრავი მასალა დამიგროვდა გადავწყვიტე თავებად დამეყო, იმედია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება აქ მოყვანილი ფაქტები,

შესავალი

1. ექსპედიცია

გერმანელების ინტერესი ანტრაქტიკისადმი 1873 იწყება, სერ ედუარდ დალმანმა თავისი გემით გრუნლანდით ანტრაქტიკის ახალი მარშუტები და გზები გამოიკვლია, შემდგომი ექსპედიცია უკვე 20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა, ვილჰემ ფილჩნერის ხელმძღვანელობით.
1925 წელს პოლარულ რეგიონს სპეციალურად კონსტრუირებული გემი, მეტეორი მიადგა ალბერტ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანელებმა გადაწყვიტეს ანტრაქტიკა მიეთვისებინათ და დროებითი ბაზები შეექმნათ, ვინაიდან და რადგან ის არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნოდა და იმ დროისთვის დიდად არავინ ინტერესდებოდა, გერმანელებმა მიიჩნიეს რომ საუკეთესო ვარიანტი იქ ექსპედიციების და მოგზაურობის მოწყობა იყო, რის შემდეგაც მსოფლიო რეაქციას დააკვირდებობდნენ და ნელ ნელა თავიანთ ტერიტორიად გამოაცხადებნენ. 1938 წლის მიწურულს გერმანიამ მაშტაბური ექსპედიცია მოაწყო, სპეციალური გემის, კონსტრურირება რომელსაც თვითფრინავის გაშვებაც კი შეეძლო გემბანიდან 1 მილიონ რაიხსმარკაზე მეტი დაჯდა, ექსპედიციას ყველაზე გამოცდილი კაპიტანი გაუძღვა ალფრედ რიტშერი. ეს გემი შვაბელენდი გახლდათ, ამდაგვარ ტიპის გემებს 1934 წლიდან იყენებდნენ და ძირითად დანიშნულებას ტრანსატლანტიკური გადაზიდვები წარმოადგენდა, თუმცა უცნობია თუ რისი კონსტრუირება და დამატება მოხდა შვაბელლენდზე.
ეს ექსპედიცია რომ სამხედრო მისიასთან იყო დაკავშირებული ყველასათვის ცხადი იყო, და არც გერმანია უარყოფთა ამას დიდად, ყველაზე დიდ ინტერეს კი ის იწვევდა რომ ამ ექსპედიციის უკან თვით რაიხსმარშალი ჰერმან გიორინგი იდგა, რა სარგებელი უნდა ენახაა ნეტა ჰერმანს ამ მისიისგან რომელსაც 3 მილიონზე მეტი დაახარჯა. გერმანია საგანგებოდ ამზადებდა ამ ექსპედიციას, მათ სენსაციური გადაწყვეტილება მიიღეს და თვით რიჩარდ ბირდიც კი მიიწვიეს რომ მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ჯგუფი გაეწვრთნა, ბრიდლი ყველაზე ცნობილი პოლალური მკვლევარი გახლდათ, ამერიკის სიამაყე. 1938 წელს ის ჰამბურგში ჩავიდა და ჯგუფისგან 84 მომზადებული წევრი ამოარჩია, ბრიდლი მაშინ ჯერ კიდევ მოქალაქე პირი იყო და სამხედრო კარიერაზე არცკი ფიქრობდა ალბათ მაშინ, ეს სენსაციური მიწვევა გერმანელბს ძალიან ძვირი, ფატალური და ირონიული დაუჯდა რადგან სწორედ ამ ადამიანმა უკვე ამერიკის საზღვაო ძალების ადმირალმა, მიიღო 1947 წელს ზე საიდუმლო დავალება, ანტრაკტიკაში გერმანელების საიდუმლო ბაზა 211-ის განადგურების შესახებ!

შვაბელლენდმა ჰამბურგის პორტი 1938 წლის 17 დეკემბერს დატოვა და ერთ თვეში ანტრაკტიკას მიადგა, ღუზა დაახლოებით ამ კოორდინატებში დაუშვა 4B0 30B” 69B0 14B
1939 წლის 20 იანვარს. ექსპედიციამ 3 კვირაზე მეტი დაჰყო კონტინენტზე, ცნობილია რომ შვაბელლენდიდან აფრნილმა თვითფრინავებმა 11,000 ზე მეტი სურათი გადაიღეს ანტრაქტიკაზე სპეციალური RMK 38b კამერით.
გერმანელებმა ანტრაკტიკის ერთ ერთი რეგიონი ამოირჩიეს კერძოდ კი დედოფალ მაუდის მიწა რომელის იდეაში დანიას ეკუთვნოდა, გერმანელბმა მას უბრალოდ სახელი გადაარქვეს და ახალიშვაბელლენდი უწოდეს, მეცნიერები და სამხედროები კალიასავით შეესივნენ რეგიონს, იკვლევდნენ ყველაფერს კლდის კანებიდან დაწყებული პინგვინით დამთავრებული, ცნობილია რომ ამ ჯგუფმა გერმანიაში უამრავი პინგვინი, სელაპი და ვეშაპი ჩამოიტანა, იკვლევდნენ მათ ცხიმს, პრიტეინებს, ვიტამინების შემცვლელობას, ატარებდნენ სხვადასხვა სახის ცდებს, რა გახლდათ ასეთი დაინტერესება ამ ყველაფერში საიდუმლოდ რჩებოდა. უკვე ყველა ხვდებოდა რომ გერმანიას ანტრაკტიკაზე დიდი ხნით დასახლება ჰქონდა დასახული მიზნად.
შვაბელლენდი ძალიან უცნაური მარშუტით დაბრუნდა უკან, პორტში 10 აპრილს 1939 წელს შევიდა, გიორნგმა ექსპედიციის ყველა წევრი მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა, ამის შემდგომ ამ ექსპედიციაზე არაფერი დაწერილა და თქმულა, ყველაფერი გაქრა, თითქოს არც კი მომხდარა ესეთი რამე. საინტერესოა ასევე ერთი ფაქტი, ექსპედიციაში ასევე გახლდათ ჰელმუტ ვოლშტატი, პირველი მსოფლიო ომის გამორჩეული სამხედრო პილოტი რომელიც ჰერმან გიორინგს ემსახურებოდა და მასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა, ვოლშტატი ასევე გახლდათ ეკონომისტი ვაჭრობის სფეროში და მესამე რაიხის სახელით გამოდიოდა საერთაშორისო კონფერენციებზე, თუ დავუფიქრდებით ძალიან საეჭვოა რატომ უნდა ქონოდა ამ ადმიანს ასეთი მნიშვნელოვანი როლი ამ ექსპედიციაში, რომ არა ერთი ფაქტორი, ვოლშტატი გატაცებული იყო ოკულტიზმით და პარანორმალური მოვლენებით, იგი ასევე ირიცხებოდა ნაცისტური გერმანიის საიდუმლო ორგანიზაციებში, ამ ყველაფერთან ერთად კიდევ სიტუაციას უფრო მეტ ინტრიგას მატებდა ის რომ ბორტზე ჰიმლერის კონტიგენტი რომელებიც „ანენერბეს“ წევრები გახლდნენ.
ვოლფშტატმა დეტალური მოხსენბა გადაუგზავნა გიორინგს 9 მაის 1939 წელს
ოქტომბერში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შვაბელლენდი ლუფტვაფეს გადაეცა, 39წლის 17 დეკემბერს შვაბელლენდმა კვლავ გეზი აიღო ანტრაქტიკისეკენ მეცნიერებით და მოწყობილობებით დაკომპლექტებული, ამჯერად ისინი ბაზის ასაშენებლად გაემართნენ.
1940 წლის 11 აპრილს გემი ჰამბურგში დაბრუნდა გამოექცა რა სამეფო ფლოტის ბლოკადას, გერმანიაში ეკიპაჟის წევრები გმირებად აღიარეს. საინტერესოა ის ფატქი რომ ექსპედიციის ნახევარი ანტრაქტიკაში დარჩა.
to be continued..... l_book.gif


--------------------

New World Order Stalker
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Aug 15 2015, 12:02 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესე იგი გერმანენელებამც ვერ შეაღწიეს ბოლომდე იქ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 5th May 2024 - 11:03 PM