IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> Египетская Книга Мертвых, The Egyptian Book of the Dead, Papyrus of Ani
DISCIPLINE
post Jul 18 2011, 06:50 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დოკუმენტური ფილმი, რომელიც აღწერს მეცხრამეტე საუკუნის ცნობილი ბრიტანელი ეგვიპტოლოგის, ერნესტ ბაჯის მიერ მსოფლიოში პირველი ჩაწერილი რელიგიური წიგნის პოვნის ისტორიას.

გარდაცვლილთა წიგნი იყო გზამკვლევი სიკვდილის მომდევნო სამყაროში, სადაც ამ წიგნში ჩაწერილი შელოცვების გარეშე ეგვიპტურ სამოთხემდე მიღწევა თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. ბაჯის მიერ ნაპოვნი წიგნი, რომელიც მან ეგვიპტიდან უკანონოდ გამოიტანა სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, ყველაზე ლამაზად შესრულებული და დაუზიანებელია გარდაცვლილთა წიგნების სხვა ეგზემპლართა შორის. ის ეკუთვნოდა თებელ გადამწერ ანის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1250 წლის გარშემო მცხოვრებს.

ფილმი ასევე აღწერს, თუ რა დაბრკოლებები უნდა გადაელახა ანის და სხვა ეგვიპტელ გარდაცვლილებს ეგვიპტურ სამოთხემდე - ლერწმის მდელოებამდე, აარუმდე მისაღწევად და რა სამსახურს გაწევდა ამაში გარდაცვლილთა წიგნი.


ეს ფილმი სადღაც ნახევარი წელია რაც გადმოწერილი მქონდა, მხოლოდ ახლა ვუყურე და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა. თავიდან წიგნის კითხვას ვაპირებდი, მაგრამ ვინაიდან დოკუმენტური ფილმის არსებობის შესახებ გავიგე, წიგნის არჩევანში რომ არ შევმცდარიყავი, ვიფიქრე აჯობებდა ჯერ ფილმიდან ზოგადი ინფორმაცია მიმეღო. ჩემი აზრით საკმაოდ კარგად ყვებიან მეცხრამეტე საუკუნის ეგვიპტურ შავ ბაზარზე, სამარხების გატეხვასა და 3250 წლის წინანდელ რწმენებზე.

აქ არის ამ ფილმის ტორრენტ ლინკი რუსული გახმოვანებით: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3204487
ინგლისური, ორიგინალური გახმოვანებით ტორრენტ ლინკი: http://www.demonoid.me/files/details/2509978

ეს ბაჯის შესახებ ლინკი ვიკიპედიაზე: http://en.wikipedia.org/wiki/E._A._Wallis_Budge ცნობისთვის, მას უამრავი წიგნი აქვს დაწერილი, მათ შორის მემუარები თავის ეგვიპტურ თავგადასავლებზე, რომლის წაკითხვაც დაგეგმილი მაქვს. თუ სურვილს გამოთქვამთ, შემიძლია ამ მემუარების PDF ვერსია აგიტვირთოთ, წიგნიდან გადაღებული სურათებითაა აწყობილი, მაგრამ იდეალურად იკითხება.

აქაა გარდაცვლილთა წიგნის ელექტრონული ვერსია ინგლისურად, თუმცა დასურათების გარეშეა და ასეთი მნიშვნელობის დასურათების მქონე წიგნი მის გარეშე რამდენად ღირებული რჩება არ ვიცი. ცნობისთვის, თუ ამ საიტზე ჯერ არ ყოფილხართ, ნამდვილად ბევრ საინტერესო ტექსტს იპოვნით: http://www.sacred-texts.com/egy/ebod/index.htm


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:43 PM