ხილვები, თქვენც თუ გაქვთ |
ხილვები, თქვენც თუ გაქვთ |
May 22 2022, 11:13 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 22-May 22 Member No.: 8,071 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი, რამდენიმე წელია მაქვს ხილვები, სრულიად უაზრო, არაფერს რომ არ ნიშნავს, მაგ. ამ დილას მღვიძავს, თვალები მაქვს დახუჭული, ვხედავ რამდენიმე ბავშვს ასე 4,5წლ, წინ გოგონაა აცვია მწვანე ზოლიანი კაბა, დიდი თვალები, წინამო, უკან შეკრული თმა, რაღაცას ტყლიპინებს და ხილვა ქრება, სრულიად რომ არაფერს ნიშნავს.
ადრე აზრიანი ხილვაც მქონია, მაგ. ვხედავ დიდ ჯიპს ბავშვს ჰაერში აგდებს და ბავშვის თავი .... რამდენიმე ხანში ვკითხულობ კუს ტბაზე მომხდარ საშინელ ამბავს, ალბათ გეხსომებათ ახალგაზრდა გოგომ ბავშვს რაც უყო...ასე ჰაერში ასროლილი ვნახე ეს ბავშვი იმ ხილვაში მსგავს რამეებს რომ ვხედავ არ მძინავს. არც ძილ-ღვიძილში ვარ, უბრალოდ თვალები მიხუჭია და ვხედავ ფილმივით, წამიერ გაელვებასავით კადრს რომ ვუყურებ ფილმისას იმ წამსვე ქრება, არ ვიცი რა ხდება და რატომ. თუ ვინმეს იგივე გჭირთ ან იცით რა ხდება დაწერეთ ისე ბავშვობიდან ვხედავ პარანორმალურ სიზმრებს რომლებიც 10, 20 და მეტი წლის მერეც ამხდარა. კაი ხანია მსგავსი სიზმარი აღარ მინახავს მადლობა ღმერთს მარა ეს უაზრო ხილვები ახლაც მაქვს, კიდევ კარგი უკვე იშვიათად. ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს. მაგ. ვიჯექი სახლში დიდი კიბეები იყო ამავალი ფილმებში რომ გვინახავს, ანუ, ჩემთვის სრულიად უცხო სამყარო...სხვა ცხოვრება, სხვა ქვეყანა...არ კი ვიცი სად, ვერაფერს ვცნობ, ვზივარ კიბეზე, რაღაცას ვკითხულობ, სავარაუდოდ წერილს, რა მეცვა ისიც მახსოვს შავი შარვალი, თეთრი ბლუზა, ელეგანტურად ვარ ჩაცმული, თმა მაქვს ბობი, რომელსაც ახლაც ხშირად ვატარებ, თუმც ეს ქალი მე არ მგავს, უფრო მაღალი და ლამაზია, მარა ვიცი რომ ეს მე ვარ, სახლი არის მდიდრული ამავალი კიბეებით, მგონი ეს ჩემი ქმრის სახლია. ასე მახსოვს...ეს ასე 10 წლ წინ ვნახე. არ მეძინა. ხილვა იყო. წინა ცხოვრებიდან. ვისაც იგივე გჭირთ ანუ მსგავსი ხილვები გაქვთ ეგებ დაწეროთ მადლობა |
|
|
May 28 2022, 10:02 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
lexa
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ალბათ კარგიც შენთვის, რადგან დაგაფიქრებს... დაგაფიქრებს რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი სამყარო, რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი შესაძლებლობები. დაგაფიქრებს და დაგაყენებს ძიებაში, რომ მოძებნო, ისწავლო და ახვიდე მაღალ საფეხურებზე. რომ შეასრულო შენი მისია ამ ქვეყნად დაბადებისა, რომ ახვიდე მაღლა. ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და უსასრულო, როგორც ჩვენი სამყარო. ყველას ეძლევა თავისი, ყველამ თვითონ უნდა იპოვოს პასუხები და გზები. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ამ ეპოქაში ხდება დაყოფვა, აშკარაა ეს დაყოფვა... ბევრი სულები ქვევით მიდიან გაუცნობიერებლად, ხოლო მათ ვისაც უნდა ზედა საფეხურებზე გადასვლა გაღვიძება მოგვიწევს. lexa ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს. ყველა ჩვენი განვლილი წინა ინკარნაცია იყო ერთი გაკვეთილი, რომელიც დაგვავიწყდა, მაგრამ არის ქვეცნობიერში. უნდა მოხდეს ჩვენში ყველაფრის გადახარშვა და და ერთგვარი სწავლება, ცოდნა. ამით შევძლებთ წინ წასვლას. |
|
|
Mar 24 2023, 11:10 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 11 Joined: 22-March 23 Member No.: 8,107 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
lexa ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ალბათ კარგიც შენთვის, რადგან დაგაფიქრებს... დაგაფიქრებს რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი სამყარო, რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი შესაძლებლობები. დაგაფიქრებს და დაგაყენებს ძიებაში, რომ მოძებნო, ისწავლო და ახვიდე მაღალ საფეხურებზე. რომ შეასრულო შენი მისია ამ ქვეყნად დაბადებისა, რომ ახვიდე მაღლა. ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და უსასრულო, როგორც ჩვენი სამყარო. ყველას ეძლევა თავისი, ყველამ თვითონ უნდა იპოვოს პასუხები და გზები. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ამ ეპოქაში ხდება დაყოფვა, აშკარაა ეს დაყოფვა... ბევრი სულები ქვევით მიდიან გაუცნობიერებლად, ხოლო მათ ვისაც უნდა ზედა საფეხურებზე გადასვლა გაღვიძება მოგვიწევს. lexa ყველა ჩვენი განვლილი წინა ინკარნაცია იყო ერთი გაკვეთილი, რომელიც დაგვავიწყდა, მაგრამ არის ქვეცნობიერში. უნდა მოხდეს ჩვენში ყველაფრის გადახარშვა და და ერთგვარი სწავლება, ცოდნა. ამით შევძლებთ წინ წასვლას. სად და ვისგან არის შესაძლებელი ეს სწავლა? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 05:17 PM |