IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ბავშვების ვაქცინაცია და აცრები
guest
post Oct 5 2011, 12:43 PM
Post #21


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
მესმის შენი. როცა არ იცი რას უკეთებენ, რა თქმა უნდა უარს იტყვი. გერმანიაში არ ვიცი როგორ იყო 6 წლის წინ. შეერთებულ შტატებში A ჰეპატიტზეც კი ცრიან.
ეხლაც არ აქვს ბევრ მშობელს ნორმალურად ინფორმაცია რატომ არის საჭირო ესა თუ ის ვაქცინა. ექიმებში იმდენად გავრცელებულია B ჰეპატიტი საქართველოში, რომ სასწრაფოდ დაიწყეს მთელი მედპერსონალის აცრა. თუმცა ბევრი ექიმი, რომლებიც სისხლთან მუშაობენ არ აიცრნენ. კერძო კლინიკებში მოთხოვნაა, თუ აცრილი არ არის, ვერ დაიწყებს მუშაობას. ისევე როგორც საზღვარგარეთ. სანიტრადაც კი ვერ დაიწყებენ მუშაობას თუ ჰეპატიტის ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ინსტიტუტშიც როცა აგზავნი საბუთებს, აცრების ცნობას ითხოვენ.
რაც შეეხება იმას, რომ აქ დაიწერა თითქოს ვაქცინაცია იმუნიტეტს აქვეითებს. თუ ცოტათი მაინც გვესმის იმუნიტეტი რა არის და როგორ მოქმედებს ვაქცინა, მივხვდებით რომ შეუძლებელია ერთმა ან 10მა ვაქცინამ იმუნიტეტი დააქვეითოს, პირიქით.
მოკლედ და ძალიან გასაგებად, ზედმეტი ტერმინების გარეშე ავხსნი smile.gif
ვაქცინა-მცირე დოზით შეიცავს დაავადების აგენტს. ეს აგენტი ხელოვნურად შეგვყავს ორგანიზმში. მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა იმდენად მცირე დოზითაა, სამაგიეროდ ჩვენი იმუნიტეტი ძალიან ჭკვიანია. შეიცნობს მას როგორც უცხოს, ჩვენი ანტისხეულები გაანადგურებენ აგენტს და დაიმახსოვრებენ. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ როდესაც უკვე ეს დაავადება შეიჭრება ორგანიზმში, იმუნური სისტემა უფრო სწრაფად იცნობს და გაანადგურებს.
ამიტომ აღარ კლავს წითელა და წითურა და კიდევ უამრავი დაავადება.
მაშინ რატომ ეშინიათ მშობლებს ვაქცინის?
უამრავი მიზეზი მოყავთ ხოლმე, რაც რეალურად სიმართლეს არც შეესაბამება.
ისტორია ხომ გახსოვთ, ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან smile.gif ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ.
წარმოიდგინეთ რომ არ დაეწყოთ ყვავილზე აცრა. და იმან ვინც ვაქცინა გამოიგონა რა დღეში ჩააგდეს, ეს სულ სხვა ამბავია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 5 2011, 04:00 PM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ever
გასაგებია და მართალია , რისკფაქტორის ჯგუფში მომუშავე ადამიანები რომ იცრებიან.. ჩემი მაგალიტად წიტელაზე ავცერი და მაინც დაემართა, მაგრამ მარტივად გადავიტანეთ, აი მისი ჯგუფელი კი ძლივს გადაარჩინეს, ის აუცრელი იყო.. მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო აცრებთან, და ბევრი დაავადება არარც არის ჩვენთან ამის გამო, მაგრამ მინდ ავიცოდე რატო ვცრი, რითი ვცრი და რისთვის.. ეს ჩემი უფლებააsmile.gif)აი გრიპზე არ ვცრი და არც მე ვიცრები..შეიძლება არაა სწორი მედიკოსების შეხედულებით, მაგრამ ერთი ვირუსოლოგი მელაპარაკა მაგთემაზე და აღმოჩნდა გრიპის ვირუსებთან ბრძოლისას ორგანიზმში ისეთი ანტისხეულები წარმოიქმნება, რომელიც შემდგომში ხელს უშლის გადაგვარებული უჯრედების წარმოქმნას..აიმტომ 6 წლამდე ბავშვის ავადობის დიდი სიხშირე ნორმალურიაო, აი 6 წლის მერეც თუ ბავშვი სუსტი იმუნიტეტის მქონეა გრიპების და გაციებების მიმართ უკვე საგანგაშო არისო..უფროსი მართლაც , რაც სკოლაში წავიდა იშვიატად ავადობს.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 5 2011, 04:02 PM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ever @ 5th October 2011 - 12:43 PM) *
ყვავილის ვირუსმა რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენს მშობლებს თუ დაკვირვებიხართ, მკლავზე შრამები რომ აქვთ აცრისგან smile.gif ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვიკეთებენ ამ აცრას. თუმცა თუ ვირუსი კვლავ გამოჩნდება, ჩვენს ვაქცინაციასაც დაიწყებენ.

ever
მე არარ ამცრეს მაგაზე, თუმცა ეხლა ისეთი გაცვლა ხდება უკვე სხვა სახელმწიფოებიდან ხალხის , რომ მგონი ისევ შემოიღებენ.. მთელი ინდოეთი აქაა მგონი, იქ კი ყვავილი კიდევ არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს როდესაც საზღვარგარეთ მიდიოდა ადამიანი, იმდროინდელი ევროპისა და ამერიკის გარდა, ყველას უტარდებოდა ვაქცინაცია, რომ აქ არ შემოეტანათ დაავადება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Oct 5 2011, 04:47 PM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 5th October 2011 - 05:00 PM) *
მაგრამ მინდ ავიცოდე რატო ვცრი, რითი ვცრი და რისთვის.. ეს ჩემი უფლებაა

აბა რა, ძალიან სწორადაც იქცევი.
QUOTE(td......... @ 5th October 2011 - 05:00 PM) *
აი გრიპზე არ ვცრი და არც მე ვიცრები..შეიძლება არაა სწორი მედიკოსების შეხედულებით

ბავშვებს და მოხუცებს ცრიანხოლმე და ვინც ორსულობისთვის ემზადება, მაგრამ რა გითხრა აბა. მაგ აცრაზე ნამდვილად ვერ გეტყვი ვერაფერს. ნამდვილად არ არის აუცილებელი.
QUOTE(td......... @ 5th October 2011 - 05:00 PM) *
6 წლამდე ბავშვის ავადობის დიდი სიხშირე ნორმალურიაო

ნამდვილად. წელიწადში 5ჯერ ავადობა ნორმად ითვლება ბავშვისთვის. არ უნდა დაფეთება და ისტერიკები. იმუნიტეტი უყალიბდება და ჯობია მანამდე ქონდეს ყველაფერთან შეხება, ვიდრე სტერილურად გაიზარდოს და სკოლაში რომ მივა მერე "დაეტაკოს" ყველა ვირუსი და ბაქტერია ერთად.

Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:12 AM