Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ჯანმრთელობისა და სხვა პრობლემების მქონეთა კლუბი

Posted by: simebi Aug 12 2018, 06:33 PM

გამარჯობათ. მე და ერთმა ადამიანმა გადავწყვიტეთ რომ გაგვეხსნა კლუბი იმ ადამიანებისთვის რომელთაც აქვთ, ჯანმრთელობისა(ფიზიკური ან ფსიქიური) თუ სხვა ცხოვრებისეული პრობლემები, იმისათვის რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, მივცეთ მეტი მოტივაცია და ა.შ თემის ძირითადი მიზანი არის ის რომ ამ თემის წევრებმა (თემა იქნება პირადი და დაპოსტავენ მხოლოდ "მოწვეული" იუზერები, იმისათვის რომ იყოს მეტი გულახდილობა.) გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი მიზნები და ამ მიზნების მიღწევის გზები, ამავე დროს კი თემის წევრები ვეცდებით ერთმანეთს გავუზიაროთ პირადი გამოცდილება, მივცეთ რჩევები და მეტი მოტივაცია, ასევე კარგი იქნება თუ დაპოსტავთ იმის შესახებ თუ რა პროგრესს მიაღწიეთ მიზანთან დაკავშირებით.

დავიწყოთ, პირველად დავპოსტავ მე და გაგიზიარებთ ჩემს მდგომარეობას და მიზნებს რომლის მიღწევაც მინდა:

ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე მაქვს, ყველაზე მეტად კი მაწუხებს ფსიქიური მდგომარეობა(დეპრესია და სხვა), ასევე მაქვს სხვა ფიზიკური პრობლემებიც ჯანმრთელობაზე.

ამიტომ ვაპირებ რომ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჩემს თავს წავუყენო პირველ რიგში შემდეგი ყოველდღიური მოთხოვნები, 12.08.2018_დან დაწყებული იქამდე სანამ არ მივაღწევ დასახულ მიზანს:

1)სრული აბსისტენცია ყოველგვარი სექსუალური აქტივობისგან, მათ შორის უარის თქმა პორნოგრაფიაზე, მსუბუქ ეროტიკაზე და ა.შ. 60 დღით..
2)ყავისა და გაზიანი სასმელების გამორიცხვა, პირველი 10 დღე ჩავანაცვლებ ჩაით, ხოლო შემდგომ სრულად დავანებებ ყავის/კოფეინის და გაზიანი სასმელების მიღებას თავს..
3)სუნთქვის სავარჯიშო ყოველდღიურად, სტრესის შემცირებისა და მასთან უფრო იოლად გამკლავების მიზნით..
4)მოდუნების სავარჯიშო ყოველდღიურად..
5)ფიზიკური ვარჯიში და ცივი შხაპი მინიმუმ კვირაში 3_ჯერ, ორგანიზმის შესაძლებლობებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით..
6)პურისა და რძის პროდუქტების (კარაქის გარდა) გამორიცხვა კვებიდან 15 აგვისტოს შემდეგ მინიმუმ 30 დღით, ხოლო შემდგომ იმის მიხედვით თუ რამდენად დიდ სარგებელს მომიტანს ჯანმრთელობის მხრივ, გადავწყვეტ გავაგრძელო თუ არ გავაგრძელო კვებიდან ამ პროდუქტების ამოღება
7)ბინის გაყიდვა და დაგირავებულში გადასვლა biggrin.gif ჩელენჯია ჩემთვის იმიტომ რომ მაგრად მეზარება და მაგრად მგრუზავს ეს ფაქტი biggrin.gif






წარმატებები ყველას!

Posted by: eternity Aug 12 2018, 06:47 PM

simebi
bigarmhug.gif

წარმატებები ყველაფერ კარგში
როგორ მიდის ხოლმე საქმეები ყოველი წვრილმანი დეტალი დავწეროთ აქ

Posted by: eternity Aug 12 2018, 06:51 PM

ჩემს ჩელენჯებსაც დავწერ

1. უცნობ გოგოს გამოველაპარაკო რომელიც მომეწონება გარედან
2. პაემანზე დავპატიჟო
3. მოსახდენი მოხდეს

ჩემთვის დიდი ჩელენჯია უბრალო გამოლაპარაკებაც კი, იმიტომ რომ გოგოების მოსაწონი არაფერი მაქვს

დასაწყისი 12 აგვისტო 2018 წელი

Posted by: ano Aug 15 2018, 09:01 PM

წარმატებები
დაწერე როგორ მიდის საქმე

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)