IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> შრიმად-ბჰაგავატამი
Atman
post Jan 21 2011, 11:31 AM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 16

კო ვა ბჰაგავატას ტასია პუნია-შლოკედია-კარმანაჰ
შუდდჰი-კამო ნა შრნუიად იაშაჰ კალი-მალაპაჰამ


ჩხუბის ეპოქის მანკიერებისგან განთავისუფლების მსურველებიდან ვისა რ მოუნდება უფლის ღვთაებრივი დიდების მოსმენა?

განმარტება: კალის ეპოქა მისთვის დამახასიათებელი მტრობის გამო ყველაზე სავალალო ეპოქაა. კალი-იუგა იმდენად გაჯერებულია მანკიერებით, რომ მცირედი გაუგებრობის შემთხვევაშიც დიდი კონფლიქტი წარმოიშობა. მათ, ვინც უფლის წმინდა ერთგულ სამსახურს ეწევიან, ვისაც არაფერი სურთ თვითგანდიდებისთვის და თავისუფალნი არიან კარმიული საქმიანობებისა და მშრალი ფილოსოფიური მსჯელობებისაგან, შეუძლიათ ამ რთული ეპოქის მტრობისგან თავის დაღწევა. ადამიანთა ლიდერებს ძალიან უნდათ მშვიდობასა და მეგობრობაში ცხოვრება, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ უფლის დიდებათა შესახებ მოსმენის მარტივ მეთოდზე. უფრო მეტიც, ასეთი ლიდერები უფლის დიდების გავრცელების წინააღმდეგაც არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულელ ლიდერებს უფლის არსებობის ბოლომდე უარყოფა სურთ. საერო სახელმწიფოს სახელით ეს ლიდერები ყოველწლიურად გეგმებს სახავენ. მაგრამ უფლის მატერიალური ბუნების უძლეველი სირთულეების გამო წინსვლის მათი გეგმები განუწყვეტლივ იშლება. ისინი ვერ ხედავენ, რომ მშვიდობისა და ძმობის მათ გეგმებს შედეგი არ მოაქვს. აქ კი ამ წინააღმდეგობის გადალახვის გზაა ნაჩვენები. თუკი მართლა გვსურს მშვიდობა, უზენაესი უფალი შრი კრშნას გაგების გზა უნდა გავხსნათ და ხოტბა შევასხათ მას მისი სათნო საქმიანობების გამო, როლებიც “შრიმად-ბჰაგავატამის” ფურცლებზეა აღწერილი.

ლექსი 17

ტასია კარმანი უდარანი პარიგიტანი სურიბჰიჰ
ბრუჰი ნაჰ შრადდადჰანანამ ლილაია დადჰატაჰ კალაჰ


იგი საუცხოო და მოწყალეა თავის ტრანსცენდენტალ საქმიანობებში და ნარადას მსგავსი დიადი სულები უმღერიან მათ. ამიტომ, გეთაყვა, მოგვიყევი იმ გმირობების შესახებ, რომელთაც იგი თავისი მოვლინების დროს ჩადის.

განმარტება: ზოგიერთი გაუნათლებელი ადამიანის აზრის საწინააღმდეგოდ, ღმრთეების პიროვნება არასოდეს არის უმოქმედო. მოქმედებისას იგი მომხიბლავი და დიდსულოვანია. მისი ქმნილებები, მატერიალურიცა და სულიერიც, საოცარია და ყოველგვარი მრავალფეროვნებითაა აღსავსე. მათ აღწერენ ისეთი განთავისუფლებული სულები, როგორებიოც არიან შრილა ნარადა, ვიასა, ვალმიკი, დევალა, ასიტა, მადჰვა, შრი ჩაიტანია, რამანუჯა, ვიშნუსვამი, ნიმბარკა, შრიდჰარა, ვიშვანათჰა, ბალადევა, ბჰაკტივინოდა, სიდდჰანტა სარასვატი და მრავალი სხვა სწავლული და განთავისუფლებული სული. მატერიალურიცა და სულიერი ქმნილებებიც სიმდიდრით, სილამაზითა და ცოდნითაა სავსე, მაგრამ სულიერი სამეფო უფრო დიდებულია, რამეთუ ცოდნით, ნეტარებითა და მარადისობით არის აღსავსე. მატერიალური ქმნილებები ერთხანს სულიერი სასუფევლის დამახინჯებული ანარეკლების სახით ვლინდება და კინოს ჰგავს. ისინი იზიდავს ნაკლებად გონიერ ხალხს, რომელიც ყალბი საგნებით არის მოხიბლული. ასეთ სულელებს წარმოდგენა არა აქვთ რეალობაზე და მათ თავისთავად მიაჩნიათ, რომ არაფერი არსებობს ყალბი მატერიალური გამოვლინების გარდა. მაგრამ უფრო გონიერმა ადამიანებმა, რომელთაც ვიასასა და ნარადას მსგავსი ბრძენები მიუძღვებიან, იციან, რომ ღმერთის მარადიული სასუფეველი უფრო წარმტაცი, ვრცელი, და მარად ნეტარებითა და ცოდნით აღსავსეა. ზოგჯერ უფალი წყალობს მათ, ვისაც არ ესმით უფლის საქმიანობების და მისი ტრანსცენდენტული საუფლო, როდესაც ინკარნაციების სახით ევლინება და წარმოაჩენს ტრანსცენდენტულ სამყაროში მასთან ურთიერთობის მარადიულ ნეტარებას. ამით იი მატერიალური სამყაროს განპირობებულ სულებს იზიდავს. ზოგიერთი განპირობებული სული მატერიალურ გრძნობათა ცრუ დაკმაყოფილებით არის დაკავებული, ზოგიერთები კი უბრალოდ უარყოფენ თავიანთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს სულიერ სამყაროში. ეს ნაკლებად გონიერი ხალხი ცნობილია კარმების, ანუ საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის მოღვაწეებისა და ჯნანების, ანუ მშრალი მოაზროვნეების სახელით. მაგრამ ამ ორი კლასის ადამიანებზე მაღლა დგას სატვატად ცნობილი ტრანსცენდენტალისტი, ანუ ერთგული, რომელსაც არც გაშმაგებული მატერიალური საქმიანობები იზიდავს და არც მატერიალისტური მსჯელობები. იგი უფლის პოზიტიური სამსახურითაა დაკავებული და ამით კარმებისა და ჯნანებისათვის უცნობ უმაღლეს სულიერ სიკეთეს პოულობს.

როგორც მატერიალური და სულიერი სამყაროებიოს უმაღლეს განმგებელს, უზენაეს უფალს ურიცხვი სახის ათასგვარი ინკარნაცია გააჩნია. ბრაჰმა, რუდრა, მანუ, პრთჰუ, ვიასა, ნარასიმჰა, ვარაჰა და ვამანა მის ტრანსცენდენტულ ინკარნაციებს წარმოადგენენ. უფალი შრი კრშნა ყოველი ინკარნაციის პირველწყაროა, ამიტომ იგი ყოველ მიზეზთა მიზეზი გახლავთ.

ლექსი 18

ათჰაჩჰიაჰი ჰარერ დჰიმანნ ავატარა-კათჰაჰ შუბჰაჰ
ლილა ვიდადჰატაჰ სვაირამ იშვარასიატმა-მაიაია


ო ბრძენო სუტა, გთხოვთ, მოგვიყევი უზენაესი ღმრთეების ურიცხვი ინკარნაციების ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. უფლის, უზენაესი განმგებლის ასეთი სასიკეთო თავგადასავლები და გართობები მისი შინაგანი ძალების საშუალებით სრულდება.

განმარტება: მატერიალურ სამყაროთა შექმნის, არსებობის, შენარჩუნებისა და განადგურებისათვის უზენაესი უფალი, ღმრთეების პიროვნება თავად მოდის ათასობით ინკარნაციის სახით და ამ ტრანსცენდენტული ფორმების ყოველი თავგადასავალი სასიკეთოა. ასეთი საქმიანობებით სიკეთეს ღებულობენ ისინიც, ვინც მათ ესწრებიან და ისინიც, ვინც მათ შესახებ ისმენენ.

ლექსი 19

ვაიამ ტუ ნა ვიტრპიამა უტტამა-შლოკა-ვიკრამე
იაჩ-ჩჰრნვტამ რასა-ჯნანამ სვადუ სვადუ პადე პადე


ჩვენ არასოდეს ვიღლებით ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ გართობათა შესახებ მოსმენით, რომელთაც ჰიმნებითა და ლოცვებით აქებენ. ისინი, ვინც მასთან ტრანსცენდენტალ ურთიერთობათა გემო განივითარეს, ყოველ წამს ტკბებიან მისი გართობების შესახებ მოსმენით.

განმარტება: საერო ამბებს, მწერლობას, ისტორიასა და უფლის ტრანსცენდენტულ გართობებს შორის დიდი განსხვავება არსებობს. მთელი სამყაროს ისტორიულ ქრონიკებში უფლის ინკარნაციათა გართობებია ნახსენები. “რამაიანა” და “მაჰაბჰარატა” გარდასულ საუკუნეთა ისტორიებია, ჩაწერილი უფლის ინკარნაციათა გართობებთან დაკავშირებით, ამიტომ განმეორებით წაკითხვის შემდეგაც ახლად აღიქმევა. მაგალითად, ნებისმიერმა ადამიანმა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება იკითხოს ბჰაგავად-გიტა და შრიმად-ბჰაგავატამი” და მაინც ყოველთვის ახალ ცოდნას აღმოაჩენს მათში. საერო ამბები სტატიურია, ტრანსცენდენტული კი – დინამიური, რამეთუ სული დინამიურია, მატერია კი – სტატიური. მათ, ვინც ტრანსცენდენტული საკითხის გაგების გემო განივითარეს, არასოდეს სწყინდებათ ასეთი მოთხრობების მოსმენა. ადამიანს მალე ბეზრდება საერო საქმეები, მაგრამ არავის წყინდება ტრანსცენდენტული, ანუ ერთგული სამსახურის საქმიანობები. უტტამა-შლოკა ნიშნავს იმ ლიტერატურას, რომელიც უმეცრებისთვის არ არის განკუთვნილი. საერო ლიტერატურე წყვდიადის, ანუ უმეცრების მოდუსს მიეკუთვნება, ტრანსცენდენტული ლიტერატურე კი სულ სხვაა. ტრანსცენდენტული ლიტერატურე წყვდიადის მოდუსზე მაღლა დგას და ტრანსცენდენტული საკითხის მეტი კითხვისა და შემეცნების შედეგად მისი შუქი უფრო ბრწყინვალე გახდა. ე.წ. განთავისუფლებული პირები ვერასოდეს კმაყოფილდებიან სიტყვების აჰამ ბრაჰმასმის გამეორებით. ბრაჰმანის ასეთი ხელოვნური შეცნობა ბანალური ხდება და ჭეშმარიტი სიამოვნების განცდისათვის ისინი “შრიმად-ბჰაგავატამის” მოთხრობებს მიმართავენ. უიღბლო ალტრუიზმსა და საერო ფილანტროპიას ჰკიდებენ ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაიავადთა ფილოსოფია საეროა, “ბჰაგავად-გიტას” და “შრიმად-ბჰაგავატამის” ფილოსოფია კი – ტრანსცენდენტული.

ლექსი 20

კრტავან კილა კარმანი საჰა რამენა კეშავაჰ
ატიმარტიანი ბჰაგავან გუდჰაჰ კაპატა-მანუშაჰ


უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ბალარამასთან ერთად ადამიანივით თამაშობდა და ამგვარად შენიღბულმა მრავალი ზეადამიანური საქმე ჩაიდინა.

განმარტება: შრი კრშნას, ანუ ღმრთეების პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ანთროპომორფიზმისა და ზოომორფიზმის თეორიები. ის თეორია, რომ ეპითემიებისა და ასკეზების შედეგად ადამიანი ღმერთი ხდება, მთელ ქვეყანას მოედო, განსაკუთრებით კი ინდოეთშია გავრცელებული. რადგან განდობილ წერილთა შესაბამისად ბრძენებმა და წმინდანებმა უფალი რამა, უფალი კრშნა და უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ღმრთეების პიროვნებად აღიარეს, მრავალმა უსინდისო ადამიანმა საკუთარი ინკარნაციები გამოიგონა. ღმერთის ინკარნაციის გამოგონება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, განსაკუთრებით კი ბენგალიაში. ოდნავი მისტიკური ძალების მქონე ნებისმიერი პოპულარული პიროვნება გარკვეულ ჯამბაზურ ილეთს შეასრულებს და ხმების უმრავლესობით ადვილად ხდება ღმრთეების ინკარნაცია. უფალი შრი კრშნა ასეთი ინკარნაცია არ გახლავთ. იგი მოვლენის დღიდანვე ჭეშმარიტად ღმრთეების პიროვნება იყო. თავის ე.წ. დედას იგი ოთხხელიანი ვიშნუს სახით მოევლინა. შემდეგ, დედის თხოვნით, უბრალო ბავშვის სახე მიიღო. მაშინათვე მიატოვა დედა და სხვა ერთგულთან წავიდა გოკულაში, სადაც ნანდა მაჰარაჯასა და იაშოდა მატას შვილად იქნა აღიარებული. ასევე, შრი ბალადევა, შრი კრშნას ორეულიც შრი ვასუდევას სხვა ცოლისგან შობილ შვილად ითვლებოდა. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ მისი დაბადება და საქმიანობები ტრანსცენდენტულია და ვინც იმდენად იღბლიანია, რომ მისი დაბადებისა და საქმიანობების ტრანსცენდენტულ ბუნებას იცნობს, უმალვე თავისუფლდება და ღმერთის სასუფეველში შეღწევის ღირსი ხდება. ასე რომ, უფალი შრი კრშნას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ ტრანსცენდენტული ცოდნა საკმარისია განთავისუფლებულთათვის. “ბჰაგავატამში” უფლის ტრანსცენდენტული ბუნება ცხრა სიმღერაშია აღწერილი, მეათეში კი მისი განსაკუთრებული გართობებია განხილული. ამ ნაწარმოების კითხვის პროცესში ყოველივე ეს ნათელი ხდება. მაგრამ აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ღვთაებრიობა უფალმა დედის კალთაშივე აჩვენა, რომ ყოველი მისი ნამოქმედარი ზეადამიანურია (მან შვიდი წლის ასაკში ასწია მთა გოვარდჰანა) და რომ ყოველი ეს საქმე უეჭველად ადასტურებს, რომ იგი არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება. და მაინც, მისი მისტიკური საფარველის გამო მამამისი, დედამისი და დანარჩენი ნათესავები მას მუდამ უბრალო ადამიანის შვილად თვლიდნენ. როდესაც იგი რაიმე არაჩვეულებრივად გმირულ საქმეს ჩადიოდა, მამამისი და დედამისი ამას სხვანაირად გებულობდნენ. ისინი კმაყოფილებას განიცდიდნენ შვილისადმი თავიანთი მშობლიური სიყვარულით. ნაიმიშარანიაში შეკრებილმა ბრძენებმა აღწერეს, რომ იგი გარეგნულად ადამიანს ჰგავდა, სინამდვილეში კი ღმრთეების უზენაესი ყოვლისშემძლე პიროვნებაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 22 2011, 11:07 AM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 21

კალიმ აგატამ აჯნაია კშეტრე ‘სმინ ვაიშნავე ვაიამ
ასინა დირგჰა-სატრენა კათჰაიამ საკშანა ჰარეჰ


კარგად გვესმის, რომ კალის ეპოქა უკვე დაიწყო, ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილას, რათა დიდი ხნის განმავლობაში ვისმინოთ ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლე და ამით ჩავატაროთ მსხვერპლშეწირვა.

განმარტება: კალის ეს ეპოქა სატია-იუგა (ოქროს ეპოქის) ან ტრეტა და დვაპარა-იუგებისაგან (ვერცხლისა და სპილენძის ეპოქებისაგან) განსხვავებით თვითშემეცნებისათვის სრულიად შეუფერებელია. სატია-იუგას ხალხს, რომელიც ასეულ ათასობით წელიწადს ცოცხლობდა, თვითშემეცნებისათვის ხანგრძლივი მედიტაციის შესრულება შეეძლო. ტრეატა-იუგაში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობამ ათი ათას წლამდე იკლო, თვითშემეცნება დიდი მსხვერპლშეწირვით მიიღწეოდა. დვაპარა-იუგაში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ათასი წელი გახდა, თვითშემეცნებისთვის უფლის თაყვანისცემა იყო საჭირო. მაგრამ კალი იუგაში, როდესაც სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა ასი წელია და ისიც ათასგვარ სირთულესთან არის დაკავშირებული, თვითშემეცნების რეკომენდირებულ პროცესს უფლის წმინდა სახელის, დიდებისა და გართობების შესახებ მოსმენა და გალობა წარმოადგენს. ნაიმიშარანიას ბრძენებმა ეს პროცესი საგანგებოდ უფლის ერთგულებისთვის განკუთვნილ ადგილას დაიწყეს. ისინი მოემზადნენ იმისთვის, რომ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფლის გართობათა შესახებ ესმინათ. ამ ბრძენთა მაგალითზე ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ “ბჰაგავატამის” რეგულარული მოსმენა და კითხვა თვითშემეცნების ერთადერთი გზაა. დანარჩენი გზები უბრალოდ დროის კარგვას წარმოადგენს, რათა არავითარ ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ბჰაგავატა-დჰარმას ამ გზას ქადაგებდა და გვირჩევდა, რომ ინდოეთში დაბადებულმა ყოველმა ადამიანმა უფალი შრი კრშნას მისიის, ძირითადად კი “ბჰაგავად-გიტას” გავრცელების პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და როგორც ადამიანი განმტკიცდება “ბჰაგავად-გიტას” მოძღვრებაში, თვითშემეცნებაში შემდგომი განსხივოსნების მისაღებად შეუძლია “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა დაიწყოს.

ლექსი 22

ტვამ ნაჰ სანდარშიტო დჰატრა დუსტარამ ნისტიტირშატამ
კალიმ სატტვა-ჰარამ პუმსამ კარნა-დჰარა ივარნავამ


ჩვენ ვთვლით, რომ განგებამ შეგვახვედრა შენი უდიდებულესობა, რათა მიგვეღო შენი თავი წინამძღოლად გემისა, რომელზედაც იმყოფებიან ისინი, ვისაც სურთ კალის ძნელი ეპოქის ოკეანის გადალახვა, ადამიანის ყოველ კარგ თვისებას რომ სპობს.

განმარტება: კალის ეპოქა მეტად სახიფათოა ადამიანისათვის. ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ თვითშემეცნებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამ საშიში ეპოქის გამო ხალხმა სრულიად დაივიწყა სიცოცხლის მიზანი. ამ ხანაში თანდათანობით იკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხალხს თანდათანობით წაერთმევა მეხსიერება, ნატიფი გრძნობები, ძალა და კარგი თვისებები. ამ ეპოქის ანომალიები ჩამოთვლილია ამ ნაშრომის მეთორმეტე სიმღერაში. ამიტომაც ამ ხანაში გაუჭირდებათ მათ ვისაც სიცოცხლის გამოყენება თვითშემეცნებისთვის სურთ. ხალხი იმდენად არის დაკავებული გრძნობების დაკმაყოფილებით, რომ სრულიად ავიწყდება თვითშემეცნება. სიგიჟის გამო გულახდილად ამბობენ, რომ თვითშემეცნება არ არის საჭირო, რადგან არ ესმით, რომ ეს ხანმოკლე სიცოცხლე მხოლოდ წამია თვიტშემეცნების დიდ გზაზე. განათლების მთელი სისტემა გრძნობათა დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული და თუკი ჭკვიანი კაცი დაფიქრდება, მიხვდება, რომ ამ ეპოქაში ბავშვები განზრახ იგზავნებისნ ეგრეტ წოდებული განათლების სასაკლაოებზე. ამიტომ სწავლული უნდა უფრთხილდეს ამ ეპოქას და თუკი კალის სახიფათო ოკეანის გადალახვა სურს, ნაიმიშარანიას ბრძენებს უნდა გაჰყვეს და შრი სუტა გოსვამი ან მისი ჭეშმარიტი წარმომადგენელი გემის კაპიტნად აღიაროს. გემი უფალი შრი კრშნას ეპისტოლეა “ბჰაგავად-გიტას” ან “შრიმად-ბჰაგავატამის” სახით.

ლექსი 23

ბრუჰი იოგეშვარე კრშნე ბრაჰმანიე დჰარმა-ვარმანი
სვამ კაშთჰამ ადჰუნოპეტე დჰარმაჰ კამ შარანამ გატაჰ


რაკი შრი კრშნა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყოველი მისტიკური ძალის მბრძანებელი, თავის სავანეში გაემგზავრა, გთხოვთ გვითხარი, ვის შეაფარა თავი რელიგიურმა პრინციპებმა.

განმარტება: არსებითად, რელიგია თავად ღმრთეების პიროვნების დაწესებული კანონების. სადაც რელიგიური პრინციპების უხეშ დარღვევას ან უგულვებელყოფას აქვს ადგილი, იქ თავად უფალი ევლინება მათ აღსადგენად. ეს ნათქვამია “ბჰაგავად-გიტაში”. აქ ნაიმიშარანიას ბრძენები ამ პრინციპების შესახებ კითხულობენ. ამ კითხვაზე პასუხი მოგვიანებით იქნება გაცემული. “შრიმად-ბჰაგავატამი” ღმრთეების პიროვნების ბგერითი განსახიერებაა, ამიტომ მასში სრულად არის წარმოდგენილი ტრანსცენდენტული ცოდნა და რელიგიური პრინციპები.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 24 2011, 10:33 AM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეორე
ღვთაებრიობა და ღვთაებრივი სამსახური



ლექსი 1

ვიასა უვაჩა
იტი სამპრაშნა-სამჰრშტო ვიპრანამ რაუმაჰარშანიჰ
პრატიპუჯია ვაჩას ტეშამ პრავაკტუმ უპაჩაკრამე


უგრაშრავა [სუტა გოსვამი], რომაჰარშანას შვილი, სრულიად დაკმაყოფილდა ბრაჰმანების სრულყოფილი კითხვებით, მადლობა გადაუხადა მათ და პასუხის გაცემა დააპირა.

განმარტება: ნაიმიშარანიას ბრძენებმა ექვსი კითხვა დაუსვეს სუტა გოსვამის და იგი ერთმანეთის მიყოლებით აპირებს მათზე პასუხის გაცემას.

ლექსი 2

პუტრეტი ტან-მაიატაია ტარავო ‘ბჰიდენუს
ტამ სარვა-ბჰუტა-ჰრდაიამ მუნიმ ანატო ‘სმი


შრილა სუტა გოსვამიმ თქვა: დაე მოწიწებით ვცე თაყვანი ამ დიდ ბრძენს [შუკადევა გოსვამის], რომელსაც ყველას გულში შეუძლია შეღწევა. როდესაც მან წმინდა ზონრით განწმენდის, ანუ მაღალი კასტებისთვის განკუთვნილი ცერემონიების გაუვლელად მიატოვა სახლი, რათა განდეგილის ცხოვრების წესი [სანიასა] მიეღო, მასთან განშორების შიშით მამამისს, ვიასადევას აღმოხდა: “ო შვილო ჩემო”. დამწუხრებულ მამას მხოლოდ ამავე განშორების გრძნობით შეპყრობილი ხეები გაეპასუხნენ.

განმარტება: ვარნასა და აშრამის საზოგადოების წევრებისთვის ცხოვრების მოსაწესრიგებელი მრავალი მოვალეობაა მოცემული. ეს მოვალეობები მდგომარეობს იმაში, რომ ვედების შესწავლის მოსურნემ ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს და მოსწავლედ მიღება სთხოვოს. წმინდა ზონარი ეძლევათ მათ, ვისაც აჩარიასგან, ანუ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისგან ვედების შესწავლა შეუძლიათ. შრი შუკადევა გოსვამის არ გაუვლია ასეთი განმწმენდი ცერემონიები, რადგან დაბადებიდანვე განთავისუფლებული სული იყო.

როგორც წესი, ადამიანი ჩვეულებრივ არსებად იბადება და განმწმენდი პროცესების საშუალებით მისი მეორედ დაბადება ხდება. როდესაც იგი ახალ სინათლეს ხედავს და სულიერი წინსვლისათვის წინამძღოლს ეძებს, ვედების შესწავლისათვის მიმართავს სულიერ მოძღვარს. სულიერი მოძღვარი მხოლოდ მას ღებულობს მოსწავლედ, ვინც გულწრფელად უსვამს კითხვებს და წმინდა ზონარს აძლევს მას. ამგვარად ადამიანი დვიჯა, ანუ ორგზისშობილი ხდება. დვიჯას თვისებების შეძენის შემდეგ მას ვედების შესწავლა შეუძლია, ვედებში განსწავლის შემდეგ კი ვიპრა ხდება. ვიპრა, ანუ კვალიფიცირებული ბრაჰმანი აბსოლუტეს შეიცნობს და აგრძელებს სულიერ წინსვლას, სანამ ვაიშნავის დონემდე არ ავა. ვაიშნავის დონე ბრაჰმანის “ასპირანტურის” დონეს შეესაბამება. განვითარების გზაზე მდგომი ბრაჰმანი აუცილებლად ვაიშნავი უნდა გახდეს, რადგან ვაიშნავი თვითშეცნობილი, განსწავლული ბრაჰმანი გახლავთ.

შრილა შუკადევა გოსვამი თავიდანვე ვაიშნავი იყო; ამიტომ მას არ მოეთხოვებოდა ვარნაშრამას საზოგადოების ყოველი პროცესის გავლა. საბოლოო ჯამში, ვარნაშრამადჰარმას მიზანი უხეში ადამიანის უფლის წმინდა ერთგულად, ანუ ვაიშნავად გადაქცევაში მდგომარეობს. ამიტომ ნებისმიერი, ვინც პირველი კლასის ვაიშნავის, უტტამა-ადჰიკარის მიერ აღიარებული ვაიშნავი ხდება, დაბადების ან წარსული საქმიანობების მიუხედავად უკვე ბრაჰმანად უნდა ჩაითვალოს. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ აღიარებდა ამ პრინციპს და მან შრილა ჰარიდასა თჰაკურა წმინდა სახელის აჩარიად ცნო, თუმცა თჰაკურა ჰარიდასა მუსულმანის ოჯახში გაჩნდა. შრილა შუკადევა გოსვამი ვაიშნავად იყო დაბადებული, ამიტომ თავისთავად ბრაჰმანიც გახლდათ. მას არავითარი ცერემონიის გავლა არ დასჭირვებია. ვაიშნავის წყალობით ნებისმიერი დაბალი წარმოშობის პიროვნება – იქნება იგი კირატა, ჰუნა, Aნდჰრა, პულინდა, პულკაშა, აბჰირა, შუმბჰა, იავანა, ქჰასა თუ მათზე დაბალიც კი – უმაღლეს ტრანსცენდენტულ საფეხურამდე შეიძლება ამაღლდეს. შრილა შუკადევა გოსვამი შრი სუტა გოსვამის სულიერი მოძღვარი იყო, ამიტომ, ნაიმიშარანიას ბრძენთა კითხვებზე პასუხის გაცემამდე, სუტა გოსვამიმ მოწიწებით თაყვანი სცა მას.

ლექსი 3

იაჰ სვანუბჰავამ აქჰილა-შრუტი-სარამ ეკამ
ადჰიატმა-დიპამ ატიტიტირშატამ ტამო ‘ნდჰამ
სამსარინამ კარუნაიაჰა პურანა-გუჰიამ
ტამ ვიასა-სუნუმ უპაიამი გურუმ მუნინამ


მოწიწებით ვეთაყვანები მას [შუკას], ბრძენთა სულიერ მოძღვარს, ვიასადევას შვილს, რომელმაც ამ მატერიალისტთა მიმართ დიდი სიბრალულის გამო, რომლებიც მატერიალური ყოფიერების უკუნეთის გადასალახავად იბრძვიან, მოჰყვა ვედური ცოდნის ნაღების ამ ყველაზე საკრალურ დამატებას, მას შემდეგ რაც თავად შეიმეცნა იგი პირადი გამოცდილებით.

განმარტება: ფაქტიურად ამ ლოცვაში შრილა სუტა გოსვამი აჯამებს “შრიმად-ბჰაგავატამის” შესავალს. “შრიმად-ბჰაგავატამი ვედანტა-სუტრების ბუნებრივი, დამატებითი კომენტარია. ვედანტა-სუტრაები, ანუ ბრაჰმა-სუტრები ვიასადევამ ვედური ცოდნის “ნაღების” გადმოცემის მიზნით შეადგინა. შრიმად-ბჰაგავატამი ამ ნაღების ბუნებრივ კომენტარს წარმოადგენს. შრილა შუკადევა გოსვამი ვედანტა-სუტრას თვითრეალიზებული მოძღვარია, ამიტომაც მანაც პირადად შეიმეცნა მისი კომენტარი , შრიმად-ბჰაგავატამი და უმეცრების გადალახვის მოსურნე მატერიალისტთა მიმართ უსაზღვრო წყალობის გამო პირველად იგი მოჰყვა ამ საკრალურ ცოდნას.

აზრი არა აქვს იმაზე კამათს, რომ მატერიალისტს ბედნიერების მიღწევა არ შეუძლია. ვერც ერთი მატერიალისტური არსება _ დიდი ბრაჰმა თუ უმნიშვნელო ჭიანჭველა _ ბედნიერი ვერ იქნება. ყველა მარადიული ბედნიერების მიღწევის გეგმებს აწყობს, მაგრამ მატერიალური ბუნების კანონები ყველას ამარცხებს. ამიტომ მატერიალისტურ სამყაროს ღმერთის ქმნილების უბნელესი მხარე ეწოდება. მიუხედავად ამისა უბედურ მატერიალისტებს მაინც შეუძლიათ აქედან გამოსვლა, თუკი ამას მოისურვებენ. სამწუხაროდ იმდენად სულელები არიან, რომ თავის დახსნაც არ სურთ. ამიტომ ისინი შედარებული არიან აქლემს, რომელსაც ეკლიანი ტოტების ღეჭვა სიამოვნებს, რადგან მოსწონს სისხლთან შერეული ტოტების გემო. მას არ ესმის, რომ ეს მისივე სისხლია და ეკლები ენას უჭრის. მატერიალისტს თავისი სისხლი თაფლივით ტკბილი ეჩვენება და თუმცა მისივე მატერიალურ ნამოქმედარს ყოველთვის გაჭირვება მოაქვს მისთვის, ამ ტანჯვიდან თავის დახსნა მაინც არ სურს. ასეთ მატერიალისტებს კარმები ეწოდებათ. ასეულ ათასობით კარმის შორის მხოლოდ რამოდენიმე შეიძლება დაიღალოს მატერიალური საქმიანობით და ლაბირინთიდან თავის დაღწევა მოუნდეს. ასეთ გონიერ ხალხს ჯნანები ეწოდება. ვედანტა-სუტრა ასეთი ჯნანებისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ვიასადევამ, რომელიც უზენაესი უფლის ინკარნაცია გახლდათ, განჭვრიტა რომ უსინდისო ხალხი არასწორად ისარგებლებდავედანტა-სუტრათი, ამიტომ თავად დაურთო ვედანტა-სუტრას ბჰაგავატა-პურანა. ნათელია რომ ბჰაგავატამი ბრაჰმა-სუტრების თავდაპირველ კომენტარს წარმოადგენს. შრილა ვიასადევამ “ბჰაგავატამი” ასწავლა თავის შვილ შრილა შუკადევა გოსვამისაც, რომელიც უკვე განთავისუფლებული იყო და ტრანსცენდენტულ საფეხურზე იმყოფებოდა. შრუილა შუკადევა გოსვამიმ თავად შეიმეცნა იგი და შემდეგ განმარტა. მისი წყალობით “ბჰაგავატა-ვედანტა-სუტრა” მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევის მოსურნე ყოველი გულწრფელი სულისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

“შრიმად-ბჰაგავატამი” “ვედანტა-სუტრას” სწორუპოვარი კომენტარია. შრიპადა შანკარაჩარია განგებ არ შეეხო მას, რადგან იცოდა, რომ გაუძნელდებოდა ბუნებრივი კომენტარის განმარტება. მან დაწერა თავისი “შარირაკა-ბჰაშია” და მისმა მიმდევრებმა უარყვეს “ბჰაგავატამი” როგორც ახალი ნაწარმოები. ადამიანი არ უნდა შეაცდინოს “ბჰაგავატამის საწინააღმდეგოდ მიმართულმა მაიავადების სკოლის ასეთმა პროპაგანდამ ამ შესავალი შლოკიდან დამწყებმა მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” ერთადერთი ტრანსცენდენტული ნაწარმოებია. იგი განკუთვნილია პარამაჰამსებისათვის, რომლებიც სრულიად თავისუფალნი არიან შურად წოდებული მატერიალური სენისაგან. თუმცა შრიპადა შანკარაჩარია აღიარებს, რომ ნარაიანა, მის მატერიალურ ქმნილებაზე მაღლა დგას, მაიავადებს მაინც შურთ ღმრთეების პიროვნებისა. შურიან მაიავადებს ხელი არ მიუწვდებათ “ბჰაგავატამზე”, მაგრამ მათ, ვისაც მართლა სურთ ამ მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევა, თავი უნდა შეაფარონ “ბჰაგავატამს”, რადგან იგი განთავისუფლებული სულის – შრილა შუკადევა გოსვამის მიერ იქნა მოყოლილი. იგი ტრანსცენდენტული ჩირაღდანია, რომლითაც ადამიანს სრულყოფილად შეუძლია იხილოს ტრანსცენდენტული აბსოლუტური ჭეშმარიტება, შეცნობილი ბრაჰმანის, პარამატმასა და ბჰაგავანის სახით.

ლექსი 4

ნარაიანამ ნამასკრიტია ნარამ ჩაივა ნაროტტამამ
დევიმ სარასვატიმ ვიასამ ტატო ჯაიამ უდირაიეტ


სანამ წარმოთქვამდა “შრიმად-ბჰაგავატამს”, რომელიც გამარჯვების ერთადერთ გზას წარმოადგენს, მოწიწებით უნდა ვეთაყვანოთ ღმრთეების პიროვნებას, ნარაიანას, ნარა-ნარაიანა რშის, უმაღლეს ადამიანს, დედა სარასვატის, სწავლების ქალღმერთსა და შრილა ვიასადევას, ავტორს.

განმარტება: მთელი ვედური ლიტერატურე და პურანები მატერიალური ყოფიერების უბნელესი მხარეების გადასალახავად არის განკუთვნილი. უხსოვარი დროიდან მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო ცოცხალ არსებას დავიწყებული აქვს ღმერთთან თავისი ურთიერთობა. იგი მატერიალურ სამყაროში არსებობისათვის განუწყვეტლივ იბრძვის და გეგმების დასახვით ბრძოლიდან თავის დაღწევა არ შეუძლია. თუკი ოდნავ მაინც სურს არსებობისთვის განუწყვეტელ ბრძოლაში გამარჯვება, ღმერთთან თავისი მარადიული ურთიერთობა უნდა აღიდგინოს და ვისაც ამგვარი მკურნალობის გავლა სურს, თავი უნდა შეაფაროს ისეთ ლიტერატურას როგორიცაა ვედები და პურანები. სულელები ამბობენ, პურანებს არაფერი აქვთ საერთო ვედებთანო. მაგრამ პურანები ვედების დამატებითი განმარტებებია, რომლებიც სხვადასხვა კლასის ხალხისთვის არის განკუთვნილი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ზოგიერთებს სათნოების მოდუსი წარმართავს, ზოგიერთებს _ ვნების, ზოგს კი უმეცრების მოდუსი. პურანები ისეა დაყოფილი, რომ ნებისმიერი კლასის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს, თანდათანობით აღიდგინოს თავისი დაკარგული მდგომარეობა და თავი დააღწიოს არსებობისთვის მძაფრ ბრძოლას. შრილა სუტა გოსვამი პურანების კითხვის გზას გვიჩვენებს. მათ, ვისაც ვედური ლიტერატურისა და პუნარების მქადაგებლად გახდომა უნდათ შეუძლიათ გაჰყვნენ ამ გზას. შრიმად-ბჰაგავატამი უნაკლო პურანაა და მატერიალური ტყვეობიდან სამუდამოდ თავის დაღწევის მსურველებისთვის არის განკუთვნილი.

ლექსი 5

მუნაიაჰ სადჰუ პრშტო ‘ჰამ ბჰავადბჰირ ლოკა-მანგალამ
იატ კრტაჰ კრშნა-სამპრაშნო იენატმა სუპრასიდატი


ო ბრძენებო, თქვენ ჯეროვანი კითხვები დამისვით. თქვენი კითხვები ღირსეულია, რადგან უფალ კრშნასთან არის დაკავშირებული, რის გამოც სამყაროს კეთილდღეობას ეხება. მხოლოდ ასეთ კითხვებს შეუძლია სულის ბოლომდე დაკმაყოფილება.

განმარტება: როგორც უკვე ითქვა, ბჰაგავატამის მიზანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა წარმოადგენს, ამიტომ ნაიმიშარანიას ბრძენთა კითხვები სწორი და მართებული, რადგან ისინი ეხება _ კრშნას _ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ბჰაგავად-გიტაში (15.15) ღმრთეების პიროვნება ამბობს, რომ მთელი ვედებიმის, უფალი კრშნას ძიებას მოგვიწოდებს. ასე რომ, კრშნასთან დაკავშირებული კითხვები მთელი ვედური შეკითხვების არსს წარმოადგენს.

მთელი მსოფლიო კითხვებითა და პასუხებითაა დაკავებული. ჩიტები, ცხოველები და ადამიანები გამუდმებით კითხვებს სვამენ და პასუხს იძლევიან. დილაობით ჩიტები კითხვა-პასუხს იწყებენ, საღამოთი კი იგივე ჩიტები შინ ბრუნდებიან და კვლავ კითხვა-პასუხს აბამენ. თუკი ადამიანს ღამით არ სძინავს, კითხვა-პასუხითაა დაკავებული. ბაზარზე საქმოსანი კითხვა-პასუხით არის დასაქმებული და იგივე ითქმის სასამართლოში ადვოკატებზე და სკოლებსა და კოლეჯებში მოსწავლეებზე. პარლამენტის კანონმდებლებიც, პოლიტიკოსებიცა და პრესის წარმომადგენლებიც კითხვა-პასუხით არისნ დაკავებულნი. თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში კითხვა-პასუხს ეწევიან, მაინც უკმაყოფილონი არიან. სულის კმაყოფილება კრშნას შესახებ კითხვა-პასუხით მიიღწევა მხოლოდ.

კრშნა ჩვენი უახლოესი ბატონი, მეგობარი, მამა, შვილი და სატრფიალო სიყვარულის საგანია. კრშნას დავიწყების გამო კითხვა-პასუხის უამრავი თემა გამოვიგონეთ, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ჩვენი სრული დაკმაყოფილება. კრშნას გარდა ყველაფერს მხოლოდ დროებითი კმაყოფილებ მოაქვს, ამიტომ თუკი სრული კმაყოფილება გვსურს, კრშნას შესახებ კითხვა-პასუხი უნდა დავიწყოთ. კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის გარეშე წამსაც ვერ ვძლებთ. რადგან შრიმად-ბჰაგავატამი კრშნასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხს ეხება, უბრალოდ ამ ტრანსცენდენტული ნაწარმოების კითხვითა და მოსმენითაც კი უმაღლეს კმაყოფილებას მივიღებთ. ადამიანმა უნდა შეისწავლოს შრიმად-ბჰაგავატამი და ყოველმხრივ გადაჭრას სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური საკითხები. შრიმად-ბჰაგავატამი და კრშნა ყველაფრის არსია.

ლექსი 6

სა ვაი პუმსამ პარო დჰარმო იატო ბჰაკტირ ადჰოკშაჯე
აჰაიტუკი აპრატიჰატა იაიატმა სუპრასიდატი


მთელი კაცობრიობის უმაღლესი საქმიანობა [დჰარმა] ისაა, რითაც ადამიანები ტრანსცენდენტული უფლის სასიყვარულო ერთგულ სამსახურს აღწევენ. ასეთი ერთგული სამსახური უანგარო და შეუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ბოლომდე დააკმაყოფილოს სული.

განმარტება: ამ ნათქვამით სუტა გოსვამი ნაიმიშარანიას ბრძენთა პირველ შეკითხვას პასუხობს. ბრძენებმა სთხოვეს მას, შეეჯამებინა მთელი განდობილი წერილები და გადმოეცა მათი არსებითი ნაწილი, რათა დაცემულ ხალხს, ანუ ხალხის უმრავლესობას გაადვილებოდა მათი გაგება. ადამიანისთვის ვედებში ორი განსხვავებული სახის საქმიანობაა დაწესებული. ერთს ეწოდება პრავრტტი-მარგა, ანუ გრძნობათა დაკმაყოფილების გზა, მეორეს კი – ნივრტტი-მარგა, ანუ განდეგილობის გზა. განცხრომის გზა დაბალია., მაღალი მიზნებისთვის მსხვერპლის გაღების გზა კი – მაღალი. მატერიალური ყოფიერება ცოცხალი არსების ავადმყოფურ მდგომარეობას წარმოადგენს. ჭეშმარიტი სიცოცხლე არის სულიერი ყოფიერება, ანუ ბრაჰმა-ბჰუტა ყოფიერება, სადაც სიცოცხლე მარადიული, ნეტარი და ცოდნით სავსეა. მატერიალური ყოფიერება დროებითი, ილუზორული და გაჭირვებით აღსავსეა. მასში ბედნიერება საერთოდ არ არსებობს. არის მხოლოდ გაჭირვებისგან თავის დაღწევის ამაო მცდელობა და გაჭირვების დროებით შეწყვეტას შეცდომით ბედნიერება ეწოდება. ამიტომ მზარდი მატერიალური სიამოვნების გზა დაბალია, დროებითი, გაჭირვებით აღსავსე და ილუზორული. მაგრამ უზენაესი უფლის ერთგულ სამსახურს, რომელსაც ადამიანი მარადიულ, ნეტარ და ყოვლადცნობიერ სიცოცხლემდე მიჰყავს, მაღალი ხარისხის საქმიანობა ეწოდება. ზოგჯერ იგი იბილწება დაბალ თვისობრიობასთან შერევის გამო. მაგალითად, მატერიალური მოგების მიზნით ერთგული სამსახურის დაწყება უდავოდ ხელს უშლის კაცს განდეგილობის აღმავალ გზაზე. განდეგილობა, ანუ აღკვეთა, რომელიც საბოლოო მიზნის მისაღწევად არის განკუთვნილი, უდავოდ უკეთეს საქმიანობას წარმოადგენს, ვიდრე სიამოვნება ყოფიერების დაავადებულ პირობებში. ასეთი სიამოვნება მხოლოდ ამწვავებს და ახანგრძლივებს ავადმყოფობას. ამიტომ უფლის ერთგული სამსახური თვისობრივად წმინდა უნდა იყოს, ე.ი. არ უნდა გააჩნდეს მატერიალური სიამოვნების უმცირესი სურვილიც კი. ასე რომ, ადამიანმა ხელი უნდა მოჰკიდოს მაღალი თვისობრიობის საქმიანობას – უფლის ერთგულ სამსახურს, რომელიც სრულიად მოკლებული იქნება უსარგებლო სურვილებს, კარმიულ მოღვაწეობასა და ფილოსოფიურ მსჯელობებს. მხოლოდ უფლის სამსახურის გზაზე შეიძლება სამუდამო შვების მოპოვება.

ჩვენ განზრახ განვსაზღვრეთ სიტყვა დჰარმა საქმიანობად, რადგან სიტყვა დჰარმას ფუძისეული მნიშვნელობა არის “ის, რაც არსებობას უნარჩუნებს”. ცოცხალი არსების არსებობის შენარჩუნება საკუთარი მოქმედებების უზენაეს უფალ კრშნას მარადიულ ურთიერთობასთან შეთანხმებას ნიშნავს. კრშნა ცენტრია, რომლის ირგვლივაც ყოველი ცოცხალი არსება ტრიალებს და იგია ყოვლისმიმზიდველი ცოცხალი არსება, ანუ მარადიული ფორმა დანარჩენ ცოცხალ არსებებს ანუ მარადიულ ფორმებს შორის. ყოველ ცოცხალ არსებას თავისი მარადიული ფორმა აქვს სულიერ ყოფიერებაში და კრშნა მარადიულად იზიდავს ყოველ მათგანს. კრშნა სრული მთელია, სხვები კი მისი განუყოფელი ნაწილაკები არიან. მათი ურთიერთობა მსახურისა და ბატონის ურთიერთობას ჰგავს. იგი ტრანსცენდენტულია და სრულიად განსხვავდება ატერიალურ ყოფიერებაში ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებისაგან. მსახურისა და ბატონის ეს ურთიერთობა სიახლოვის ყველაზე ბუნებრივ ფორმას წარმოადგენს. ადამიანი ერთგულ სამსახურში წინსვლასთან ერთად ხვდება მას. ყველა უნდა დასაქმდეს უფლის ამ ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში, ახლანდელ მატერიალურ ყოფიერებაშიც კი. ეს თანდათანობით ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე გაიყვანს ადამიანს და სრულ კმაყოფილებას მოუტანს მას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 26 2011, 10:21 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 7

ვასუდევე ბჰაგავატი ბჰაკტი-იოგაჰ პრაიოჯიტაჰ
ჯანაიატი აშუ ვაირაგიამ ჯნანამ ჩა იად აჰაიტუკამ


ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნასადმი ერთგული სამსახურის შედეგად ადამიანი უმალვე იძენს უმიზეზო ცოდნასა და სამყაროსგან განჯაჭვულობას.

განმარტება: ისინი, ვისაც უზენაესი უფალი შრი კრშნას ერთგული სამსახური მატერიალური ემოციებზე დამყარებული საქმიანობა ჰგონიათ, შეიძლება შემოგვედაონ, რომ განდობილ წმინდა წერილებში მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება, ასკეტიზმი, ცოდნისა და მისტიკური ძალების განვითარება და ტრანსცენდენტული შემეცნების მსგავსი პროცესებია რეკომენდებული. მათი აზრით, ბჰაკტი, ანუ უფლის ერთგული სამსახური მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც მაღალი დონის საქმიანობათა შესრულება არ შეუძლიათ. საზოგადოდ, ამბობენ, ბჰაკტის კულტი შუდრების, ვაიშიებისა და ნაკლებად გონიერთათვის – ქალებისთვის არისო მოცემული. მაგრამ ეს ასე არაა. ბჰაკტის კულტი წარმოადგენს უმაღლეს ტრანსცენდენტულ საქმიანობას, ამიტომ იგი ერთდროულად ამაღლებულიც არის და იოლიც. იგი ამაღლებულია წმინდა ერთგულებისთვის, რომლებსაც სერიოზულად სურთ უზენაეს უფალთან ურთიერთობა და ადვილია ნეოფიტებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბჰაკტის კართან დგანან. ღმრთეების უზენაეს პიროვნება შრი კრშნასთან ურთიერთობის მიღწევა დიდი მეცნიერებაა და მისი კარი ხსნილია ყოველი ცოცხალი არსებისთვის, მათ შორის შუდრების, ვაიშიების, ქალებისა და მდაბიო წარმოშობის შუდრებზე მდაბიო პიროვნებებისთვისაც კი. და რაღა გვეთქმის ისეთი მაღალი კლასის ადამიანებზე, როგორებიც არიან ღირსეული ბრაჰმანები და დიადი თვითშეცნობილი მეფეები. მსხვერპლშეწირვები, ქველმოქმედება, ასკეტიზმი და მაღალი დონის სხვა საქმიანობები ბჰაკტის წმინდა და მეცნიერული კულტის თანმხლები ფაქტორებია.

ცოდნისა და განჯაჭვულობის პრინციპები ორ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტრანსცენდენტული შემეცნების გზაზე. საბოლოო ჯამში, სულიერ პროცესს ცოცხალი არსება ყოველივე მატერიალურისა და სულიერის შესახებ სრულყოფილ ცოდნამდე მიჰყავს, ამის შედეგად კი მას შორდება მატერიალური მიჯაჭვულობები და იგი სულიერ საქმიანობებს ეჯაჭვება. შეზღუდული ცოდნის მქონე ხალხის აზრის საწინააღმდეგოდ, მატერიალურისგან განჯაჭვულობა სრულ უმოქმედობას არ ნიშნავს. ნაიშ-კარმა ნიშნავს იმ საქმიანობების უარყოფას, რომლებიც კარგ ან ცუდ შედეგებს იწვევს. რაიმეს უარყოფა პოზიტიურის უარყოფას არ ნიშნავს. არაარსებითის უარყოფა არსებითის უარყოფას როდი გულისხმობს. მსგავსად ამისა, მატერიალური ფორმებისგან განჯაჭვულობა არ ნიშნავს სულიერი ფორმის უარყოფას. ბჰაკტის კულტი პოზიტიური ფორმის შეცნობისთვის არის განკუთვნილი. როდესაც პოზიტიური ფორმა შეიცნობა, ნეგატიური ფორმები თავისთავად ბათილდება. ამიტომ ბჰაკტის კულტის განვითარებასთან ერთად, რაც პოზიტიური ფორმისადმი პოზიტიური სამსახურით სრულდება, ცოცხალი არსება ბუნებრივად განეჯაჭვება დაბალსა და მიეჯაჭვება მაღალს. მსგავსად ამისა, ბჰაკტის კულტს, როგორც ცოცხალი არსების უმაღლეს საქმიანობას, მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებიდან გამოჰყავს ადამიანი. ეს არის წმინდა ერთგულის ნიშანი. იგი სულელი არ არის, არც დაბალ ენერგიებთან აქვს კავშირი და არც მატერიალურ საგნებს გააჩნია მისთვის რაიმე ფასი. მშრალი მსჯელობით ამის მიღწევა შეუძლებელია. სინამდვილეში ყველაფერი ეს ყოვლისშემძლე უფლის წყალობით ხდება. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ერთგულს ყოველი კარგი თვისება აქვს, სახელდობრ, ცოდნა, განჯაჭვულობა და სხვ; მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ცოდნას ან განჯაჭვულობას ფლობს, შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს გარკვეული ბჰაკტის კულტის პრინციპებში. ბჰაკტი ადამიანის უმაღლეს საქმიანობას წარმოადგენს.

ლექსი 8

დჰარმაჰ სვანუშთჰიტაჰ პუმსამ ვიშვაკსენა-კათჰასუ იაჰ
ნოტპადაიედ იადი რატიმ შრამა ევა ჰი კევალამ


ამაო შრომაა დაწესებული მოვალეობების შესრულება, თუკი ამის შედეგად ღმრთეების პიროვნების ეპისტოლესადმი ლტოლვა არ აღიძვრება.

განმარტება: სიცოცხლის შესახებ სხვადასხვა შეხედულების თანახმად სხვადასხვა სახის საქმიანობა არსებობს. უხეშ მატერიალისტებს, რომელთა მხედველობაც მატერიალურ სხეულს ვერ სცდება, გრძნობების გარდა არაფერი აინტერესებთ. ამიტომ მათი საქმიანობები ვიწრო და ფართო ეგოიზმით არის შეზღუდული. ვიწრო ეგოიზმი საკუთარი სხეულით შემოიფარგლება და დაბალ ცხოველებსაც ახასიათებს. გაფართოვებული ეგოიზმი ადამიანთა საზოგადოებაში ვლინდება და ოჯახის, საზოგადოების, ერთობის, ეროვნებისა და მსოფლიოს ირგვლივ არის თავმოყრილი. მისი მიზანი უხეში სხეულის კეთილდღეობაა. უხეშ მატერიალისტებზე მაღლა დგანან სპეკულაციური მოაზროვნეები, რომლებიც მაღლა, მენთალურ სფეროებში დაფარფატებენ და მათ მოვალეობას წარმოადგენს პოეზია და ფილოსოფია, ან გარკვეული “იზმის” ქადაგება, რომელიც მიმართულია სხეულითა და ჭკუით შემოფარგლული იგივე ეგოიზმისკენ. მაგრამ სხეულსა და ჭკუაზე მაღლა არის მიძინებული სული, რომლის სხეულიდან გამოსვლის შემთხვევაში ქრება მთელი სხეულისეული და მენთალური ეგოიზმი. მაგრა ნაკლებად გონიერ ხალხს სულის მოთხოვნილებათა შესახებ წარმოდგენა არა აქვს.

რადგან სულელ ხალხს არაფერი გაეგება სულისა და იმის შესახებ, რომ სული სხეულისა და ჭკუის მოქმედების სფეროს მიღმა იმყოფება, მათ არ აკმაყოფილებთ თავისი დაწესებული მოვალეობების შესრულება. აქ წამოჭრილია სულის დაკმაყოფილების საკითხი. ცოცხალი არსება უხეში სხეულისა და ნატიფი ჭკუის მიღმა დგას. იგია სხეულისა და ჭკუის მძლავრი მამოძრავებელი ძალა. მძინარე სულის მოთხოვნილებების შესახებ ცოდნის გარეშე მხოლოდ სხეულისა და ჭკუის სამსახურით ბედნიერი ვერავინ გახდება. საჭიროა სულის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ჩიტის გალიის გაწმენდით ჩიტი ვერ დაკმაყოფილდება. თავდ ჩიტის მოთხოვნილებების ცოდნაა საჭირო.

სულის მოთხოვნილება იმაში მდგომარეობს, რომ მას მატერიალური ტყვეობის შეზღუდული სფეროდან თავის დაღწევა და თავისი სურვილის ასრულება – სრული თავისუფლების მოპოვება სურს. მან უნდა თავი დააღწიოს დიდი სამყაროს ჩაკეტილ კედლებს, იხილოს თავისუფალი სინათლე და სული. ამ სრულ თავისუფლებას მაშინ მიაღწევს, როცა შეხვდება სრულ სულს, ღმრთეების პიროვნებას. ღმერთის სიყვარული ყოველ ჩვენგანშია მიძინებული; სულიერი ყოფიერება უხეში სხეულისა და ჭკუის საშუალებით უხეში და ნატიფი მატერიისადმი დამახინჯებული მიჯაჭვულობის სახით ვლინდება. ამიტომ უნდა შევასრულოთ ის დაწესებული საქმიანობები, რომლებიც ჩვენს ღვთაებრივ ცნობიერებას გამოაღვიძებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ უზენაესი უფლის ღვთაებრივი საქმიანობების შესახებ მოსმენითა და გალობით. აქ დროის კარგვადაა წოდებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მოსმენისა და გალობისადმი მიჯაჭვულობის მიღწევაში არ გვეხმარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სულის განთავისუფლება შეუძლებელია სხვა დაწესებული მოვალეობის შესრულებით (რომელ იზმსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი). ხსნის მაძიებელთა საქმიანობებიც კი ამაოა, რადგან ამით შეუძლებელია ყოველი თავისუფლების პირველწყაროს მიგნება. უხეშ მატერიალისტს პრაქტიკულად შეუძლია იმაში დარწმუნება, რომ მისი მატერიალური მონაპოვარი დროითა და სივრცით არის შეზღუდული, ამ სამყაროშიც და შემდეგშიც. სვარგალოკაზეც რომ წავიდეს, მოწყურებული სული მაინც ვერ ჰპოვებს სამუდამო სავანეს. მისი დაკმაყოფილება სრულყოფილი ერთგული სამსახურის სრულყოფილი მეცნიერული პროცესით უნდა მოხდეს.

ლექსი 9

დჰარმასია ჰი აპავარგიასია ნართჰო ‘რთჰაიოპაკალპატე
ნართჰასია დჰარმაიკანტასია კამო ლაბჰაია ჰი სმრტაჰ


ყოველი დაწესებული საქმიანობა საბოლოო განთავისუფლებისთვის არის განკუთვნილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესრულდეს მატერიალური მონაპოვრისთვის. უფრო მეტიც, ბრძენების აზრით, უმაღლესი დაწესებული სამსახურით დაკავებულმა პიროვნებამ არასოდეს უნდა გამოიყენოს მატერიალური მონაპოვარი გრძნობათა დაკმაყოფილების გასაზრდელად.

განმარტება: ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ უფლის წმინდა სამსახურს თავისთავად მოჰყვება სრულყოფილი ცოდნა და მატერიალური ყოფიერებისაგან განჯაჭვულობა. მაგრამ ზოგიერთები თვლიან, რომ ყოველგვარი დაწესებული საქმიანობა, მათ შორის რელიგიაც კი, მატერიალური სარგებლობისთვის არის განკუთვნილი. მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში ნებისმიერ ადამიანს რელიგიური ან სხვა სახის დაწესებული სამსახურის სანაცვლოდ მატერიალური მოგება სურს. ვედურ ლიტერატურაშიც კი რელიგიური ცერემონიების სანაცვლოდ მოცემულია ცდუნება _ მატერიალური მოგება და ხალხის უმრავლესობას რელიგიის ასეთი ცდუნებები ან მადლი იზიდავს. რატომ აცდუნებს ეგრეთ წოდებულ რელიგიურ ხალხს მატერიალური მოგება? რადგან მატერიალური მოგება მათ სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს, რაც თავის მხრივ, გრძნობათა დაკმაყოფილებას ემსახურება. დაწესებულ საქმიანობათა ეს ციკლი მოიცავს ეგრეტ წოდებულ რელიგიურობას, რომელსაც მატერიალური მოგება მოჰყვება და მატერიალურ მოგებას, რომელსაც სურვილთა დაკმაყოფილება სდევს თან. გრძნობათა დაკმაყოფილება მუდამ დაკავებული ყოველი კატეგორიის ხალხის მთავარი საქმიანობა გახლავთ. მაგრამ ამ შლოკაში, რომელიც შრიმად-ბჰაგავატამის დასკვნას შეესაბამება, სუტა გოსვამი უარყოფს ამას.

არც ერთი დაწესებული მოვალეობა არ უნდა შესრულდეს მხოლოდ მატერიალური მოგების მიზნით. არც მატერიალური მოგება უნდა მოვახმაროთ გრძნობათა დაკმაყოფილებას. შემდეგ ლექსში განხილულია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.

ლექსი 10

კამასია ნენდრიია-პრიტირ ლაბჰო ჯივეტა იავატა
ჯივასია ტატტვა-ჯიჯნასა ნართჰო იაშ ჩეჰა კარმაბჰიჰ


ადამიანის სურვილები არასოდეს არ უნდა იყოს გრძნობათა დაკმაყოფილებისაკენ მიმართული. მან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება უნდა ისურვოს, რადგან ადამიანის დანიშნულება აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ კითხვაა. სხვა არაფერი უნდა იყოს მისი შრომის მიზანი.

განმარტება: სრულიად დაბნეულ მატერიალურ ცივილიზაციას გრძნობათა დაკმაყოფილების არასწორი გეზი აქვს აღებული. ასეთ ცივილიზაციაში ყოველი სფეროს საბოლოო მიზანს გრძნობათა დაკმაყოფილება წარმოადგენს. პოლიტიკაში, საზოგადოებრივ სამსახურში, ალტრუიზმში, ფილანტროპიასა და საბოლოო ჯამში რელიგიასა და განთავისუფლებაშიც კი უფრო და უფრო ჭარბობს გრძნობათა დაკმაყოფილების ეს ელფერი. პოლიტიკურ სფეროში ხალხის ლიდერები საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის ებრძვიან ერთმანეთს. ამომრჩევლები მხოლოდ მაშინ აღმერთებენ ეგრეტ წოდებულ ლიდერებს, როდწსაც ისინი გრძნობათა დაკმაყოფილებას პირდებიან. როგორც კი მათ ამის იმედები უცრუვდებათ, ლიდერებს ტახტიდა აგდებენ. ლიდერები ყოველთვის იმედს უცრუებენ თავიანთ ამომრჩევლებს, რადგან ხალხის გრძნობათა დაკმაყოფილების ძალა არ შესწევთ. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა სფეროსაც; სიცოცხლის პრობლემებს სერიოზულად არავინ ეკიდება. მათაც კი, ვინც განთავისუფლების გზას ადგანან, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან შერწყმა და გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის სულიერი თვითმკვლელობა სურთ. მაგრამ ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ ადამიანმა გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის არ უნდა იცხოვროს. გრძნობების დაკმაყოფილება საჭიროა მხოლოდ თავის გასატანად და არა განცხრომისათვის. სხეული შედგება გრძნობებისაგან, რომელთაც ასევე გარკვეული დაკმაყოფილება სჭირდება, ამიტომ მათი დაკმაყოფილებისათვის მარეგულირებელი მითითებებია მოცემული. მაგრამ გრძნობები შეუზღუდავი დაკმაყოფილებისთვის არ არის განკუთვნილი. მაგალითად ქორწინება, ანუ კაცისა და ქალის შეუღლება აუცილებელია შთამომავლობის გასაჩენად და არა გრძნობების დასაკმაყოფილებლად. როდესაც ნებაყოფლობითი თვშეკავება არ არსებობს, საზოგადოებაში ოჯახის დაგეგმვის პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ სულელმა ხალხმა არ იცის, რომ ეს თავისთავად ხორციელდება, როგორც კი ადამიანებს აბსოლუტური ძიებისკენ სწრაფვა უჩნდებათ. აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებლებს, არასოდეს აცდუნებს გრძნობათა დაკმაყოფილების უსარგებლო საქმიანობები, რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებელი სერიოზული მოსწავლეები ყოველთვის ჭეშმარიტების ძიებით არიან დაკავებულნი. ამიტომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საბოლოო მიზანი აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება უნდა იყოს და ასეთი საქმიანობა ბედნიერებას მოუტანს ადამიანს, რადგან იგი ნაკლებად იქნება დაკავებული გრძნობათა დაკმაყოფილებით. მომდევნო ლექსებში განმარტებულია, თუ რა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ლექსი 11

ვადანტი ტატ ტატტვა-ვიდას ტატტვამ იაჯ ჯნანამ ადვაიამ
ბრაჰმეტი პარამატმეტი ბჰაგავან იტი შაბდიატე


სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს.

განმარტება: აბსოლუტური ჭეშმარიტება სუბიექტიცაა და ობიექტიც და მასში თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. ამიტომ ბრაჰმანი, პარამატმა და ბჰაგავანი თვისობრივად ერთი და იგივეა. ერთი და იგივე სუბსტანცია უპანიშადების მოსწავლეებს უპიროვნო ბრაჰმანის სახით აქვთ შეცნობილი, ჰირანიაგარბჰებს, ანუ იოგებს – ლოკალიზებული პარამატმას სახით, ერთგულებს კი – ბჰაგავანის სახით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ბჰაგავანი, ანუ ღმრთეების პიროვნება აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. პარამატმა ღმრთეების პიროვნების ნაწილობრივი განხორციელება გახლავთ, უპიროვნო ბრაჰმანი კი – ღმრთეების პიროვნების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე, რომელიც მასთან ისევეა დაკავშირებული, როგორც მზის სხივები – მზის ღმერთთან. ზემოხსენებული სკოლების ნაკლებად გონიერი მოსწავლეები ზოგჯერ დაობენ თავიანთი შემეცნების გზის სასარგებლოდ, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების ნამდვილმა მხილველებმა მშვენივრად იციან, რომ მისი ზემოხსენებული სამი ნიშან-თვისება სხვადასხვა კუთხით დანახული სხვადასხვა ასპექტებია.

როგორც “ბჰაგავატამის” პირველი თავის პირველ შლოკაშია განმარტებული, უზენაესი ჭეშმარიტება არის თვითკმარი, ცნობიერი და ფარდობითობის ილუზიისგან თავისუფალი. ფარდობით სამყაროში მცოდნე განსხვავდება ცოდნის საგნისაგან, მაგრამ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში მცოდნეცა და ცოდნის საგანიც ერთი და იგივეა. ფარდობით სამყაროში მცოდნე არის ცოცხალი არსება, ანუ მაღალი ენერგია, მაშინ როცა ცოდნის საგანს მკვდარი მატერია, ანუ დაბალი ენერგია წარმოადგენს. ამიტომ არსებობს ორმაგობა დაბალსა და მაღალ ენერგიებს შორის, მაშინ როცა აბსოლუტურ სამყაროში მცოდნეცა და ცოდნის საგანიც ერთი და იგივე მაღალი ენერგიაა. ენერგიის უმაღლეს წყაროს სამი სახის ენერგია აქვს. ენერგიასა და ენერგიის წყაროს შორის განსხვავება არ არსებობს, მაგრამ მათი თვისობრიობა განსხვავდება ერთმანეთისგან. აბსოლუტური სამყაროცა და ცოცხალი არსებებიც ერთსა და იმავე მაღალ ენერგიას წარმოადგენენ, მატერიალური სამყარო კი დაბალი ენერგიაა. დაბალ ენერგიასთან კონტაქტში ყოფნისას ცოცხალი არსება ილუზიაში ექცევა, თვლის რა, რომ თვითონაც დაბალ ენერგიას ეკუთვნის. ამიტომ მატერიალურ სამყაროში ფარდობითობის შეგრძნება არსებობს. აბსოლუტში არ არსებობს მცოდნესა და ცოდნის საგანს შორის განსხვავების ასეთი შეგრძნება, ამიტომ მასში ყველაფერი აბსოლუტურია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 28 2011, 11:00 AM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 12

ტაჩ ჩჰრადდადჰანა მუნაიო ჯნანა-ვაირაგია-იუკტაია
პაშიანტი ატმანი ჩატმანამ ბჰაკტია შრუტა-გრჰიტაია


სერიოზული ცნობისმოყვარე მოსწავლე ან ბრძენი, რომელიც კარგადაა აღჭურვილი ცოდნითა და განჯაჭვულობით, ვედანტა-შრუტიდან მოსმენილის საფუძველზე შესრულებული ერთგული სამსახურით შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

განმარტება: აბსოლუტური ჭეშმარიტების ბოლომდე შეცნობა შესაძლებელია უფლის, ვასუდევას, ანუ ღმრთეების პიროვნების – აბსოლუტური ჭეშმარიტების ერთგული სამსახურით. ბრაჰმანი მისი ტრანსცენდენტული სხეულის სიკაშკაშეს წარმოადგენს, პარამატმა კი – მის ნაწილობრივ განსახიერებას. ამიტომ აბსოლუტური ჭეშმარიტების, ბრაჰმანის ან პარამატმას შეცნობა მხოლოდ ნაწილობრივი შეცნობა გახლავთ. არსებობენ სხვადასხვა სახის ადამიანები: კარმები, ჯნანები, იოგები და ერთგულები. კარმები მატერიალისტები არიან, დანარჩენი სამნი კი – ტრანსცენდენტალისტები. პირველი კლასის ტრანსცენდენტალისტები არიან ერთგულები, რომელთაც უზენაესი პიროვნება ჰყავთ შეცნობილი. მეორე კლასის ტრანსცენდენტალისტები ისინი არიან, ვინც ნაწილობრივ შეიცნეს აბსოლუტური პიროვნების სრული ნაწილი. მესამე კლასის ტრანსცენდენტალისტები კი ოდნავ გაერკვნენ აბსოლუტური პიროვნების სულიერ არსში. როგორც ბჰაგავად-გიტასა და სხვა ვედურ ნაწარმოებებშია დამტკიცებული, უზენაესი პიროვნება სრული ცოდნითა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობით განმტკიცებული ერთგული სამსახურით შეიცნობა. ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ ერთგულ სამსახურს ცოდნა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობა მოჰყვება. როგორც ბრაჰმანისა და პარამატმას შეცნობა წარმოადგენს აბსოლუტური ჭეშმარიტების არასრულყოფილ შეცნობას, ასევე ბრაჰმანისა და პარამატმას შეცნობის, ანუ ჯნანასა და იოგას გზებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის არასრულყოფილ საშუალებებს წარმოადგენს. სრულ ცოდნასა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობაზე დამყარებული ერთგული სამსახური, რომელიც “ვედანტა-შრუტის” მოსმენით არის განმტკიცებული, წარმოადგენს ერთადერთ გზას, რომლითაც სერიოზულ ცნობისმოყვარე მოსწავლეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლია. ამიტომ ერთგული სამსახური ნაკლებად გონიერი ტრანსცენდენტალისტებისთვის არ არის განკუთვნილი. არსებობენ სამი კლასის ერთგულები, სახელდობრ, პირველი, მეორე და მესამე კლასისა. მესამე კლასის ერთგულებს, ანუ ნეოფიტებს, რომელთაც მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობის ცოდნა არ გააჩნიათ, არამედ უბრალოდ იზიდავთ ტაძარში ღვთაების თაყვანისცემის დაწყებითი პროცესი, მატერიალისტი ერთგულები ეწოდებათ. ისინი ტრანსცენდენტულ მონაპოვარზე მეტად მატერიალურ მოგებას არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ მატერიალისტური ერთგული სამსახურის დონიდან ადამიანი მეორე კლასის ერთგული სამსახურის დონემდე უნდა ამაღლდეს. მეორე კლასის დონეზე ერთგული ერთგულ სამსახურში ოთხ რამეს ხედავს, სახელდობრ, ღმრთეების პიროვნებას, მის ერთგულებს, უმეცრებსა და შურიანებს. ადამიანი მეორე კლასის ერთგულის დონემდე მაინც უნდა ამაღლდეს და აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის კვალიფიკაცია შეიძინოს.

ამიტომ მესამე კლასის ერთგული სამსახური ბჰაგავატას ავტორიტეტული წყაროებიდან უნდა შეისწავლოს. პირველი ბჰაგავატა არის განმტკიცებული ერთგული, მეორე ბჰაგავატამი კი – ღმრთეების ეპისტოლე. ამიტომ ერთგული სამსახურის შესახებ შესახებ დარიგებების მისაღებად მესამე კლასის ერთგულმა პიროვნება-ერთგულს უნდა მიმართოს. ასეთი პიროვნება-ერთგული არ არის პროფესიონალი, რომელიც “ბჰაგავატამით” შოულობს სარჩოს. ასეთი ერთგული შუკადევა გოსვამის წარმომადგენელი უნდა იყოს, სუტა გოსვამის მსგავსი, და ხალხის სიკეთისთვის უნდა იქადაგოს ერთგული სამსახური. ნეოფიტ ერთგულს ავტორიტეტებისგან მოსმენის გემო თითქმის არ ესმის. ასეთი ნეოფიტი ერთგული საკუთარი გრძნობების დასაკმაყოფილებლად პროფესიონალისგან მოსმენის წარმოდგენას მართავს. ასეთმა მოსმენამ და გალობამ ყველაფერი წაახდინა, ამიტომ ადამიანი ძალიან უნდა უფრთხილდეს ამ მანკიერ პროცესს. ღმრთეების წმინდა ეპისტოლეები, რომლებიც “ბჰაგავად-გიტასა” და “შრიმად-ბჰაგავატამშია” გადმოცემული, უდავოდ ტრანსცენდენტული საკითხები გახლავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ასეთი ტრანსცენდენტული თემების პროფესიონალებისგან მოსმენა, რომელიც ისევე აფუჭებს მათ, როგორც გველი შხამავს რძეს უბრალოდ ენის შეხებითაც კი.

ამიტომ წინსვლის მისაღწევად გულწრფელი ერთგული მზად უნდა იყოს უპანიშადების, “ვედანტასა” და წინამორბედი ავტორიტეტების ან გოსვამების მიერ დატოვებული სხვა ნაწარმოებების მოსასმენად. ასეთი ნაწარმოებების მოსმენის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი პროგრესის მიღწევა. მოსმენისა და დარიგებების შესრულების გარეშე მოჩვენებითი ერთგული სამსახური ამაო ხდება და ერთგული სამსახურის გზაზე ერთგვარი არეულობა იქმნება. მაშასადამე, მოჩვენებითი ერთგული სამსახური, რომელიც შრუტის, სმრტის, პურანების ან “პანჩარატრას” ავტორიტეტს არ ეყრდნობა, უმალვე უარყოფილი უნდა იქნას. არაავტორიტეტული ერთგული არასოდეს უნდა ვაღიაროთ წმინდა ერთგულად. ვედური ლიტერატურიდან ამ ცოდნის ათვისების შედეგად ადამიანი საკუთარ თავში გამუდმებით დაინახავს ღმრთების პიროვნების ყოვლისგამჭოლ ლოკალიზებულ ასპექტს. ამას ეწოდება სამადჰი.

ლექსი 13

ატაჰ პუმბჰირ დვიჯა-შრეშთჰა ვარნაშრამა-ვიბჰაგაშაჰ
სვანუშთჰიტასია დჰარმასია სამსიდდჰირ ჰარი-ტოშანამ


ო საუკეთესოვ ორგზისშობილთა შორის, ამიტომ დაასკვნეს, რომ ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უმაღლესი სრულყოფილებაა, რომელიც საკუთარი სასტისა და საფეხურისთვის დაწესებული მოვალეობების შესრულებით მიიღწევა.

განმარტება: ადამიანთა საზოგადოება მთელ მსოფლიოში ოთხ კასტად და ოთხ საფეხურად არის დაყოფილი. ოთხ კასტას მიეკუთვნება გონიერთა, სამხედროთა, ვაჭართა და მუშათა კასტები. კასტებად დაყოფა დამყარებულია ადამიანის შრომასა და თვისებებზე და არა დაბადებაზე. გარდა ამისა, არსებობს სიცოცხლის ოთხი საფეხურიც, სახელდობრ, მოწაფეობის ხანა, მეოჯახეობა, საერო საქმიანობას ჩამოცილება და სრული დასაქმება ერთგულ სამსახურში. ცხოვრების ასეთი დაყოფის საჭიროება ადამიანთა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, სხვაგვარად ჯანსაღ მდგომარეობაში ვერც ერთი საზოგადოება ვერ იარსებებს. და ყოველი ზემოხსენებული დანაყოფის მიზანი უმაღლესი ავტორიტეტის, ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უნდა იყოს. ადამიანთა საზოგადოების ეს სისტემა ცნობილია ვარნაშრამა-დჰარმას სახელით, რომელიც სავსებით ბუნებრივია ცივილიზებული ცხოვრებისთვის. ვარნაშრამას სისტემა იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის საშუალება მიეცეს. იგი ერთი ჯგუფის მეორეზე ხელოვნური ბატონობისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ინდრიია-პრიტის, ანუ გრძნობათა დაკმაყოფილებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო ადამიანებს ავიწყდებათ სიცოცხლის მიზანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა, როგორც უკვე განვიხილეთ, ეგოისტი ხალხი ვარნაშრამას ინსტიტუტეს საზოგადოების სუსტი ნაწილის ხელოვნურად დაქვემდებარებისათვის იყენებს. კალი-იუგაში, ანუ ჩხუბის ეპოქაში უკვე მიმდინარეობს ეს ხელოვნური ბატონობა სუსტ ნაწილზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ხალხს ესმის, რომ კასტებისა და საფეხურების სისტემა განკუთვნილია მხოლოდ მშვიდობიანი საზოგადოებრივი ურთიერთობისა და თვითშემეცნებისათვის დამახასიათებელი მაღალი აზროვნებისთვის.

აქ “ბჰაგავატამში” ნათქვამია, რომ სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, ანუ ვარნაშრამა-დჰარმას დაწესებულების სრულქმნა მდგომარეობს იმაში, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ უზენაესი უფლის სასიამოვნოდ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტაშიც” (4.13).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jan 29 2011, 02:21 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 14

ტასმად ეკენა მანასა ბჰაგავან სატვატამ პატიჰ
შროტავიაჰ კირტიტავიაშ ჩა დჰიეიაჰ პუჯიაშ ჩა ნიტიადა


ამიტომ ადამიანმა მუდამ განუხრელი ყურადღებით უნდა ისმინოს, ადიდოს, მოიგონოს და თაყვანი სცეს ღმრთეების პიროვნებას, ერთგულთა მფარველს.

განმარტება: თუკი აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა სიცოცხლის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს, ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ნებისმიერი ზემოხსენებული კასტისა და სიცოცხლის საფეხურისთვის ძირითადი საქმიანობა არის ოთხი რამ, კერძოდ, ქება-დიდება, მოსმენა, მოგონება და თაყვანისცემა. ამ პრინციპების გარეშე არსებობა არავის შეუძლია. ცოცხალი არსების საქმიანობები სიცოცხლის ამ ოთხ პრინციპს მოიცავს. ყოველი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მოსმენასა და ქება-დიდებაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით თანამედროვე საზოგადოებაში. ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანი მოკლე დროში ითქვამს სახელს, თუკი მას, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, გაზეთებში აქებენ. ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს პრესაში ადიდებენ და მოკლე ვადაში ასეთი შექების შედეგად შეუმჩნეველი ადამიანი მნიშვნელოვანი პირი ხდება. მაგრამ უღირსი ადამიანის ასეთი ცრუ განდიდება სიკეთეს არავის მოუტანს – არც ამ ადამიანს და არც საზოგადოებას. ასეთმა პროპაგანდამ შეიძლება გარკვეული დროებითი შედეგები გამოიღოს, მაგრამ მას მუდმივი შედეგები არ მოჰყვება. ამიტომ ამგვარი საქმიანობები დროის კარგვას წარმოადგენს. თაყვანისცემის ჭეშმარიტი საგანი არის ღმრთეების პიროვნება, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რასაც ვხედავთ. ჩვენ დაწვრილებით განვმარტავთ ამ ფაქტს “ბჰაგავატამის” დასაწყისიდან “ჯანმადი ასია” შლოკადან მოყოლებული. სხვების განდიდების ან სხვების მოსმენის მიდრეკილება მიმართული უნდა იქნას განდიდების ჭეშმარიტი საგნის – უზენაესი არსებისაკენ. და ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს.

ლექსი 15

იად-ანუდჰიასინა იუკტაჰ კარმა-გრანთჰი-ნიბანდჰანამ
ჩჰინდანტი კოვიდას ტასია კო ნა კურიატ კათჰა-რატიმ


ღმრთეების პიროვნების მოგონებით გონიერი ხალხი ხმლით ჭრის კარმის [საპასუხო შედეგების მქონე შრომის] ჩახლართულ კვანძებს. მაშ, ვინ არ დაუგდებს ყურს მის ეპისტოლეებს?

განმარტება: მატერიალურ ელემენტებთან სულიერი ნაპერწკლის ურთიერთობის შედეგად კვანძი იქმნება. ვისაც კარმიული შრომის ქმედებისა და უკუქმედებებისგან განთავისუფლება სურთ, უნდა ჩაჭრან იგი. განთავისუფლება საპასუხო შედეგების მქონე შრომის ციკლიდან თავის დაღწევას ნიშნავს. მას, ვისაც მუდამ ახსოვს ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული გართობები, ეს თავისუფლება თავისთავად ეძლევა. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უზენაესი უფლის ყოველი საქმიანობა (მისი ლილები) მატერიალური ენერგიის მოდუსებზე მაღლა დგას. ეს ყოვლადმიმზიდველი სულიერი საქმიანობებია, ამიტომ უზენაესი უფლის სულიერ საქმიანობებთან მუდმივი კავშირი სულიერს ხდის განპირობებულ არსებას და, საბოლოო ჯამში, მატერიალური ტყვეობის მის კვანძს ჭრის.

ამიტომ მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება ერთგული სამსახურის თანმხლები შედეგი გახლავთ. სულიერი ცოდნის მიღწევა განთავისუფლების გარანტიას არ იძლევა. ასეთ ცოდნას ერთგული სამსახური უნდა ახლდეს, რათა საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთგული სამსახური დომინირებდეს. მაშინ განთავისუფლება შესაძლებელი გახდება. კარმიულ მშრომელთა შრომასაც კი, რომელიც საპასუხო შედეგებს იწვევს, განთავისუფლებამდე მივყავართ, როდესაც ერთგული სამსახურით ხდება შემოსილი. ერთგული სამსახურით შემოსილ კრმას კარმა-იოგა ეწოდება. ასევე, ერთგული სამსახურით შემოსილ ცოდნას ჯნანა-იოგა ჰქვია. მაგრამ წმინდა ბჰაკტი იოგა არ არის დამოკიდებული ასეთ კარმასა და ჯნანაზე, რადგან მას არა მარტო განპირობებული სიცოცხლიდან განთავისუფლება, არამედ უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურის მონიჭებაც შეუძლია.

ამიტომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც შეზღუდული ცოდნის მქონე საშუალო ადამიანზე მაღლა დგას, მუდამ, განუწყვეტლივ უნდა ახსოვდეს ღმრთეების პიროვნება იმით, რომ ისმინოს მის შესახებ, ადიდოს იგი, მოიგონოს და ყოველთვის თაყვანი სცეს მას. ვრნდავანის ექვსი გოსვამი, რომლებსაც შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ დაავალა ბჰაკტის კულტის ქადაგება, მკაცრად იცავდნენ ამ წესს და ჩვენდა სასიკეთოდ, მრავალი ნაწარმოები დაწერეს ტრანსცენდენტული მეცნიერების შესახებ. “შრიმად-ბჰაგავატამისა” და მსგავსი ავტორიტეტული ნაწარმოებების მოძღვრებათა მიხედვით მათ ყოველი კლასის ადამიანს მათი კასტისა და საფეხურის შესაბამისი გზა უჩვენეს.

ლექსი 16

შუშრუშოჰ შრადდადჰანასია ვასუდევა-კათჰა-რუჩიჰ
სიან მაჰატ-სევაია ვიპრაჰ პუნია-ტირთჰა-ნიშევანატ


ო ორგზისშობილო ბრძენებო, დიდი სიკეთეა მანკიერებისაგან სრულიად განწმენდილ ერთგულთა სამსახური. ასეთი სამსახურით ადამიანს ვასუდევას ეპისტოლეთა მოსმენის წადილი უჩნდება.

განმარტება: ცოცხალი არსების განპირობებული სიცოცხლე უფლის წინააღმდეგ მისი აჯანყებით არის გამოწვეული. არსებობენ ადამიანები, რომელთაც დევა, ანუ ღვთისმოსავი ცოცხალი არსებები ეწოდებათ და არსებობს ასურებად, ანუ დემონებად წოდებული ხალხიც, რომელიც უზენაესი უფლის ავტორიტეტს ეწინააღმდეგება. “ბჰაგავად-გიტაში” (მეთექვსმეტე თავში) ასურები ნათლად არიან აღწერილი. იქ ნათქვამია, რომ ისინი ერთი სიცოცხლიდან მეორეში უმეცრების უფრო და უფრო დაბალ მდგომარეობებში ექცევიან, რის გამოც დაბალი ცხოველების ფორმებამდე ეშვებიან და წარმოდგენა არა აქვთ აბსოლუტური ჭეშმარიტების, ღმრთეების პიროვნების შესახებ. უფლის განთავისუფლებულ მსახურთა წყალობით, რომლებიც უფლის ნებით სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ, ეს ასურები თანდათანობით ღმერთის ცნობიერებამდე ადიან. ღმერთის ასეთი ერთგულები უფლის ახლო თანამგზავრები არიან და როდესაც ადამიანთა საზოგადოების უღმერთოებისაგან გადასარჩენად მოდიან, მათ უფლის ძლევამოსილ ინკარნაციებს, უფლის შვილებს, უფლის მსახურებს ან უფლის თანამგზავრებს უწოდებენ. მაგრამ არც ერთი მათგანი მცდარად არ აცხადებს, რომ თვითონაა ღმერთი. ეს ასურების მიერ ჩადენილი მკრეხელობაა და ასეთი ასურების დემონური მიმდევრებიც ღმერთად ან ღმერთის ინკარნაციად აღიარებენ თვალთმაქცებს. არ შეიძლება ვინმეს ღმერთად ან ღმერთის ინკარნაციად აღიარება, თუკი მის ვინაობას განდობილი წერილები არ მოწმობს.

ერთგულებმა, რომელთაც შინ, ღმრთეებასთან დაბრუნება სურთ, ღმერთის მსახურებს ისევე უნდა სცენ თაყვანი, როგორც ღმერთს. ღმერთის ასეთ ერთგულებს მაჰატმები, ანუ ტირთჰები ჰქვიათ და ისინი კონკრეტული დროისა და ადგილის შესაბამისად ქადაგებენ. ღმერთის მსახურები უფლის ერთგულებად გახდომას მოუწოდებენ ხალხს. ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათ ღმერთს უწოდებენ. განდობილ წერილთა მითითების თანახმად, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ თავად ღმერთი გახლდათ, მაგრამ ერთგულის როლს თამაშობდა. ხალხი, რომელიც მას იცნობდა, ღმერთს უწოდებდა მას, მაგრამ იგი ყურებზე ხელებს იფარებდა და უფალი ვიშნუს სახელს წარმოთქვამდა. სასტიკად წინააღმდეგი იყო, რომ მისთვის ღმერთი ეწოდებინათ, თუმცა უეჭველია, რომ იგი თავად ღმერთია. უფალი ასე იმიტომ იქცევა, რომ გაგვაფრთხილოს უსინდისო ადამიანების შესახებ, რომლებსაც მოსწონთ, როცა მათ ღმერთს უწოდებენ.

ღმერთის მსახურები ღმერთის ცნობიერების გასავრცელებლად მოდიან და გონიერმა ხალხმა ყოველმხრივ უნდა ითანამშრომლოს მათთან. ღმერთი მაშინ უფრო კმაყოფილდება, როცა ემსახურებიან არა უშუალოდ მას, არამედ მის მსახურს. უფალი მაშინ უფრო კმაყოფილია, როცა ხედავს, რომ მის მსახურებს ჯეროვნად სცემენ პატივს, რადგან ასეთი მსახურები უფლის სამსახურისთვის ყველაფერს სწირავენ და ამიტომ მეტად ძვირფასნი არიან მისთვის. უფალი ამბობს”ბჰაგავად-გიტაში” (18.69), რომ არავინ არის მისთვის მასზე ძვირფასი, ვინც ყველაფერს მისი დიდების ქადაგებისას სწირავს. უფლის მსახურთა სამსახურის შედეგად ადამიანი თანდათანობით ასეთივე თვისებებს იძენს. ამით იგი ღმერთის დიდების მოსმენისათვის საჭირო თვისებებს ინვითარებს. ღმერთის შესახებ მოსმენის წყურვილი მთავარი თვისებაა ღმერთის სასუფეველში შესვლის ღირსი ერთგულისა.

ლექსი 17

შრნვატამ სვა-კათჰაჰ კრშნაჰ პუნია-შრავანა-კირტანაჰ
ჰრდი ანტაჰ სთჰო ჰი აბჰადრანი ვიდჰუნოტი სუჰრტ სატამ


შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ყველას გულში მყოფი პარამატმა და გულმართალი ერთგულის კეთილისმყოფელი, მატერიალური განცხრომის სურვილისგან წმენდს იმ ერთგულის გულს, რომელმაც მისი ეპისტოლეების მოსმენის წადილი განივითარა, რომლებიც თავისთავად სათნოა, როდესაც მათ ჯეროვნად ისმენენ და გალობენ.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას ეპისტოლეები არ განსხვავდება უფლისგან. ამიტომ, როდესაც უფლის შესახებ მოსმენა და მისი ქება-დიდება შეურაცხყოფის გარეშე ხდება, უნდა გვესმოდეს, რომ უფალი კრშნა მასსავით ძლევამოსილი ტრანსცენდენტული ბგერის სახით იმყოფება იქ. თავის “შიკშაშტაკაში” შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გარკვევით აცხადებს, რომ უფლის წმინდა სახელს უფლის მთელი ძალა აქვს და რომ უფალმა თავის ურიცხვ სახელებში იგივე ძალა ჩააქსოვა. გალობისათვის არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული დრო და ყველას საკუთარი პირობების შესაბამისად შეუძლია ყურადღებითა და მოწიწებით იგალობოს წმინდა სახელი. უფალი იმდენად მოწყალეა ჩვენდამი, რომ პირადად გვევლინება ტრანსცენდენტული ბგერის სახით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ უფლის სახელისა და საქმიანობების შესახებ მოსმენისა და გალობის გემ ოარ გვესმის. უკვე განვიხილეთ, როგორ ხდება წმინდა ბგერის მოსმენისა და გალობის გემოს განვითარება. ეს შესაძლებელია უფლის წმინდა ერთგულის მსახურებით.

უფალი ორმხრივი ურთიერთობით პასუხობს თავის ერთგულებს. როდესაც ხედავს, რომ ერთგულს გულწრფელად სურს მისი ტრანსცენდენტული სამსახურის დაწყება და უფლის შესახებ მოსმენა სწყურია, ისე მოქმედებს ერთგულის გულში, რომ იგი ადვილად ბრუნდება მასთან. უფალს ჩვენზე მეტად სურს ჩვენი თავის სასუფეველში წაყვანა. უმრავლესობას საერთოდ არ გვინდა ღმრთეებასთან დაბრუნება. ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის სურვილია. შრი კრშნა კი ყოველმხრივ ეხმარება ყველას, ვისაც ღმრთეებასთან დაბრუნება სწადია.

ცოდვებისგან სრული განწმენდის გარეშე ღმერთის სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. მატერიალური ცოდვები მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის ჩვენი სურვილის შედეგებს წარმოადგენს. ასეთი სურვილების მოშორება ძალიან ძნელია. ქალები და სიმდიდრე დიდი პრობლემაა იმ ერთგულისთვის, რომელიც ღმრთეებასთან დაბრუნების გზაზე მიიწევს წინ. ერთგულების გზაზე მდგარი მრავალი მტკიცე პიროვნებაც კი ასეთი ცდუნებების მსხვერპლი გახდა და განთავისუფლების გზიდან გადაუხვია. მაგრამ როდესაც ადამიანს თავად უფალიო ეხმარება, მისი ღვთაებრივი წყალობით მთელი პროცესი უაღრესად იოლი ხდება.

არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი ქალებსა და სიმდიდრესთან ურთიერთობაში აღიგზნოს, რადგან ყოველი ცოცხალი არსება დიდი ხნის მანძილზე, ფაქტიურად უხსოვარი დროიდან არის მათთან კავშირში. ამ უცხო ბუნების ზემოქმედებისაგან განთავისუფლებასაც გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ თუკი უფლის დიდების შესახებ ისმენს, თანდათანობით მიხვდება თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას. ღმერთის წყალობით ასეთი ერთგული საკმარის ძალას ღებულობს ხელისშემშლელი გარემოებებისაგან თავის დასაცავად და თანდათანობით მისი ჭკუა ყოველგვარი მღელვარებისაგან იწმინდება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 3 2011, 12:18 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 18

ნაშტა-პრაიეშვ აბჰადრეშAუ ნიტიამ ბჰაგავატა-სევაია
ბჰაგავატი უტტამა-შლოკე ბჰაკტირ ბჰავატი ნაიშთჰიკი


“ბჰაგავატამის” გაკვეთილებზე რეგულარული დასწრებითა და წმინდა ერთგულის მსახურებით თითქმის ბოლომდე ისპობა ყველაფერი, რაც მღელვარებას აყენებს გულს, და შეუქცევადი ხდება სასიყვარულო სამსახური ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ტრანსცენდენტული საგალობლებით ადიდებენ.

განმარტება: აქ მოწოდებულია წამალი იმისა, თუ როგორ განიწმინდოს გული ყოველი არასასიკეთოსგან, რაც თვითშემეცნების გზაზე დაბრკოლებად ითვლება. წამალი ბჰაგავატებთან ურთიერთობა გახლავთ. არსებობს ორი სახის ბჰაგავატა, სახელდობრ, “წიგნი “ბჰაგავატა” და ერთგული ბჰაგავატა. ორივე ბჰაგავატა ეფექტური წამალია და ორივეს ან ერთ-ერთ მათგანსაც კი შეუძლია დაბრკოლებების ჩამოცილება. ერთგული ბჰაგავატა არაფრით განსხვავდება წიგნ “ბჰაგავატასგან”, წიგნი “ბჰაგავატა” კი სავსეა ცნობებით ღმრთეების პიროვნებისა და მისი წმინდა ერთგულების შესახებ, რომლებიც ასევე ბჰაგავატებს წარმოადგენენ. წიგნი და პიროვნება ბჰაგავატა იდენტურნი არიან.

ერთგული ბჰაგავატა ბჰაგავანის, ღმრთეების პიროვნების უშუალო წარმომადგენელია. ამიტომ ერთგული ბჰაგავატას დაკმაყოფილებით ადამიანი წიგნ “ბჰაგავატასგან” მიღებულ სიკეთეს ღებულობს. ადამიანის გონება ვერ წვდება იმას, თუ როგორ შეიძლება ერთგულების გზაზე წინსვლა ერთგული ბჰაგავატას ან წიგნ “ბჰაგავატას” მსახურებით. მაგრამ ეს ფაქტია, განმარტებული შრი ნარადადევასს მიერ, რომელიც წინა ცხოვრებაში მოსამსახურე ქალის შვილი იყო. მოსამსახურე ბრძენებს ემსახურებოდა, ამიტომ ნარადასაც მოუწია მათთან ურთიერთობა. უბრალოდ მათთან ურთიერთობითა და ბრძენების საჭმლის ნარჩენთა ჭამითაც კი მოსამსახურის შვილი დიდი ერთგული შრილა ნარადადევა გახდა. ასეთია ბჰაგავატებთან ურთიერთობის საოცარი ზეგავლენა. და ამ ზეგავლენის ძალის პრაქტიკულად გასაგებად უნდა აღინიშნოს, რომ ბჰაგავატებთან ასეთი გულწრფელი ურთიერთობის წყალობით ადამიანი აუცილებლად იოლად მიიღებს ტრანსცენდენტულ ცოდნას, რაც უფლის ერთგულ სამსახურში განამტკიცებს მას. რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი ერთგულ სამსახურში ბჰაგავატათა წინამძღოლობით, მით უფრო მტკიცდება უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში. ამიტომ წიგნ “ბჰაგავატას” ეპისტოლე ერთგული ბჰაგავატასგან უნდა მოვისმინოთ, ამ ორი ბჰაგავატას ერთობლიობა კი ნეოფიტ ერთგულს გამუდმებით წინსვლაში დაეხმარება.

ლექსი 19

ტადა რაჯას-ტამო-ბჰავაჰ კამა ლობჰადაიაშ ჩა იე
ჩეტა ეტაირ ანავიდდჰამ სთჰიტამ სატტვე პრასიდატი


როგორც კი გულში ურყევი სასიყვარულო სამსახური მტკიცდება, ვნებისა და უმეცრების ბუნების მოდუსების ზეგავლენის შედეგები, როგორიც არის ვნება, სურვილი და ლტოლვა, ქრება გულიდან. მაშინ ერთგული სათნოებაში მტკიცდება და სრულიად ბედნიერი ხდება.

განმარტება: თავის ნორმალურ მდგომარეობაში ცოცხალი არსება სულიერი ნეტარებით სრულიად კმაყოფილია.ყოფიერების ამ მდგომარეობას ეწოდება ბრაჰმა-ბჰუტა, ატმანანდი, ანუ თვითდაკმაყოფილების მდგომარეობა. ეს თვითდაკმაყოფილება უმოქმედო სულელის კმაყოფილებას არა ჰგავს. უმოქმედო სულელი სულელურ უმეცრებაში იმყოფება, თვითდაკმაყოფილებული ატმანანდი კი ტრანსცენდენტულია მატერიალური ყოფიერების მიმართ. ეს საფეხური შეურყეველ ერთგულ სამსახურში განმტკიცებისთანავე მიიღწევა. ერთგული სამსახური არ არის უმოქმედობა, ეს სულის წმინდა საქმიანობაა.

სულის საქმიანობა მატერიასთან კონტაქტის შედეგად იბილწება, ამიტომ ავადმყოფური საქმიანობები ვნების, სურვილის, ლტოლვის, უმოქმედობის, სიგიჟისა და ძილის სახით ვლინდება. ერთგული სამსახურის შედეგად სრულიად წყდება ვნებისა და უმეცრების ზემოქმედება. ერთგული ერთბაშად მტკიცდება სათნოების მოდუსში და შემდგომ პროგრესს აღწევს, რათა ამაღლდეს ვასუდევას, ანუ წმინდა სატტვას, შუდჰჰა-სატტვას მდგომარეობამდე. მხოლოდ შუდდჰა სატტვას მდგომარეობაში, უფლისადმი მისი წმინდა სიყვარულის წყალობით ერთგულს ყოველთვის თვალწინ ეყოლება კრშნა.

ერთგული მუდამ წმინდა სათნოებაში იმყოფება; ამიტომ არავის აყენებს ზიანს. მაგრამ არაერთგული ყოველთვის მავნებელია, რაც არ უნდა განათლებული იყოს. ერთგული არც სულელია და არც ვნებიანი. მავნებელი, სულელი და ვნებიანი არსებები ვერ იქნებიან უფლის ერთგულები, გარეგნულად რაც არ უნდა ერთგულებად მოჰქონდეთ თავი. ერთგულს ყოველთვის ღმერთის ყოველი კარგი თვისება გააჩნია. ეს თვისებები რაოდენობრივად განსხვავდება, მაგრამ თვისობრივად უფალიცა და მისი ერთგულიც ერთი და იგივე არიან.

ლექსი 20

ევამ პრასანნა-მანასო ბჰაგავად-ბჰაკტი-იოგატაჰ
ბჰაგავატ-ტატტვა-ვიჯნანამ მუკტა-სანგასია ჯაიატე


წმინდა სათნოებაში ასე განმტკიცებული, ადამიანი, რომლის ჭკუაც უფლის ერთგულ სამსახურთან კავშირის შედეგად იქნა გამოცოცხლებული, ყოველგვარი მატერიალური ურთიერთობისგან თავისუფალ საფეხურზე, ღმრთეების პიროვნების შესახებ დადებით მეცნიერულ ცოდნას იძენს.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” (7.3) ნათქვამია, რომ ათასობით უბრალო ადამიანს შორის მხოლოდ ერთი იღბლიანი კაცი თუ ცდილობს სიცოცხლეში სრულყოფილების მიღწევას. ძირითადად ადამიანებს ვნებისა და უმეცრების მოდუსები წარმართავს, ამიტომაც ისინი ყოველთვის ავხორცობით, სურვილით, ვნებებით, უმეცრებითა და ძილით არიან დაკავებულნი. მრავალ ასეთ ადამიანისმაგვარ ცხოველს შორის სინამდვილეში ერთი კაცი თუ მოიძებნება, რომელსაც ესმის ადამიანის სიცოცხლის პასუხისმგებლობა და დაწესებული მოვალეობების შესრულებით სიცოცხლეში სრულყოფილების მიღწევას ცდილობს. მრავალ ათასობით ასეთ ადამიანს შორის კი ერთმა შეიძლება მეცნიერულად იცოდეს ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას შესახებ. იგივე “ბჰაგავად-გიტაში” (18.55) ნათქვამია ისიც, რომ შრი კრშნას შესახებ მეცნიერული ცოდნის გაგება მხოლოდ ერთგული სასახურით (ბჰაკტი-იოგათი) არის შესაძლებელი.

ზემოხსენებული სიტყვები აქ იგივეს ადასტურებს. ღმრთეების პიროვნების შესახებ მეცნიერული ან სრულყოფილი ცოდნის შეძენის უნარი არ შესწევს არც ჩვეულებრივ პიროვნებას და არც ადამიანის სიცოცხლეში წარმატებას მიღწეულ კაცსაც. ადამიანის სიცოცხლეში სრულყოფილება მიიღწევა მაშინ, როდესაც კაცი ხვდება, რომ სინამდვილეში იგი მატერიის პროდუქტი კი არა, სულია. და როგორც კი მიხვდება, რომ მატერიასთან არაფერი ესაქმება, უმალვე უარს ამბობს თავის მატერიალურ მისწრაფებებზე და ცოცხლდება როგორც სულიერი არსება. ამ წარმატების მიღწევა შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანი ვნებისა და უმეცრების მოდუსებზე აღიმართება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ბრაჰმანის თვისებებს შეიძენს. ბრაჰმანი სატტვა-გუნას, ანუ სათნოების მოდუსის სიმბოლოა. სხვები კი, რომლებიც სათნოების მოდუსში არ იმყოფებიან, კშატრიები, ვაიშიები, შუდრები ან შუდრებზე მდაბიონი არიან. ბრაჰმანული საფეხური ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, რადგან ბრაჰმანი მრავალი კარგი თვისებით ხასიათდება. ასე რომ, ადამიანი ერთგული ვერ გახდება, თუკი ბრაჰმანის თვისებებს მაინც არ ფლობს. თავისი ქცევით ერთგული უკვე ბრაჰმანია. მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოიწურება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ასეთი ბრაჰმანი რეალურად ვაიშნავი უნდა გახდეს., რათა სინამდვილეში იმყოფებოდეს ტრანსცენდენტულ საფეხურზე. წმინდა ვაიშნავი განთავისუფლებული სულია და ბრაჰმანზე მაღლაც დგას.მატერიალურ საფეხურზე ბრაჰმანიც კი განპირობებული სულია, რადგან თუმცა ბრაჰმანულ საფეხურზე ბრაჰმანის ან ტრანსცენდენციის შეცნობა ხდება, მას მაინც აკლია მეცნიერული ცოდნა უზენაესი უფლის შესახებ. ადამიანმა უნდა გადალახოს ბრაჰმანული საფეხური და მიაღწიოს ვასუდევას საფეხურს, რათა ღმრთეების პიროვნება კრშნა შეიცნოს. მეცნიერება ღმრთეების პიროვნების შესახებ სულიერ გზაზე მყოფ “ასპირანტთა” შესწავლის საგანია. სულელებს, ანუ შეზღუდული ცოდნის მქონე ადამიანებს არ ესმით უზენაესი უფალი და ისინი კრშნას ვინაობას თავისებურად განმარტავენ. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სანამ სული მატერიალური მოდუსების უწმინდურებისგან არ განიწმინდება, ვერ შეძლებს ღმრთეების პიროვნების მეცნიერების გაგებას (ბრაჰმანის საფეხურზედაც კი). როდესაც კვალიფიცირებული ბრაჰმანი ჭეშმარიტი ვაიშნავი ხდება, განთავისუფლების ამ გამოცოცხლებულ საფეხურზე რეალურად ხვდება, ვინ არის ღმრთეების პიროვნება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 4 2011, 09:06 AM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 21

ბჰიდიატე ჰრდაია-გრანთჰიშ ჩჰიდიანტე სარვა-სამშაიაჰ
კშიიანტე ჩასია კარმანი დრშტა ევატმანიშვარე


ასე იკვეთება გულის კვანძი და ნაკუწ-ნაკუწ იჭრება ყოველი ეჭვი. როდესაც ცოცხალი არსება ხედავს, რომ სულია მბრძანებელი, კარმიული საქმიანობების ჯაჭვი წყდება.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების შესახებ მეცნიერული ცოდნის მიღება ამავე დროს საკუთარი თავის დანახვასაც ნიშნავს. არსებობს მრავალი მოსაზრება და გაუგებრობა იმის თაობაზე, რომ ცოცხალი არსება სულია. მატერიალისტს არ სჯერა სულის არსებობა, ემპირიულ ფილოსოფოსს კი სწამს სულიერი მთელის უპიროვნო ასპექტისა, რომელიც მოკლებულია ცოცხალ არსებათა ინდივიდუალობას. მაგრამ ტრანსცენდენტალისტები ამტკიცებენ, რომ სული და ზესული არის ორი განსხვავებული პიროვნება თვისობრივად ერთი, მაგრამ რაოდენობრივად განსხვავებული. არსებობს მრავალი სხვა თეორიაც, მაგრამ ყოველ ამ განსხვავებულ მოსაზრებას ერთბაშად ნათელი ეფინება, როგორც კი ბჰაკტი იოგას პროცესით ადამიანი ჭეშმარიტად შეიცნობს შრი კრშნას. შრი კრშნა მზეს ჰგავს, აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ მატერიალური მოსაზრებები კი უკუნეთი შუაღამის მსგავსია. როგორც კი გულში კრშნას მზე ამობრწყინდება, აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და ცოცხალ არსებათა შესახებ მატერიალისტურ მოსაზრებათა წყვდიადს მაშინვე ნათელი ეფინება. მზეში წყვდიადი არ არსებობს. უმეცრების წყვდიადში დამალული ფარდობითი ჭეშმარიტებებიც აშკარავდება კრშნას წყალობით, რომელიც ყოველ გულში ზესულის სახით იმყოფება.

“ბჰაგავად-გიტაში” (10.11) უფალი ამბობს, რომ თავისი წმინდა ერთგულებისადმი განსაკუთრებული წყალობით იგი ერთგულის გულში წმინდა ცოდნის შუქს ანთებს და ამით პირადად აქარწყლებს ყოველგვარი გაუგებრობის წყვდიადს. ამიტომ უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით დაკავებული ერთგული წყვდიადში ვერ იქნება, რადგან ღმრთეების პიროვნება უნათებს გულს. იგი ყველაფერს ხვდება აბსოლუტური და ფარდობითი ჭეშმარიტებების შესახებ. ერთგული წყვდიადში ვერ იქნება, რადგან ღმრთეების პიროვნება უნათებს გულს. იგი ყველაფერს ხვდება აბსოლუტური და ფარდობითი ჭეშმარიტებების შესახებ. ერთგული წყვდიადში ვერ იქნება და რაკი მას ღმრთეების პიროვნება ნათელს ჰფენს, მისი ცოდნა უდავოდ სრულყოფილია. ამას ვერ ვიტყვით მათ შესახებ, ვინც შემეცნების თავიანთი შეზღუდული ძალით ცდილობენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე მსჯელობას. სრულყოფილ ცოდნას ეწოდება პარამპარა, ანუ დედუქციური ცოდნა, გადაცემული ავტორიტეტისგან მორჩილი მსმენელისათვის, რომლის გულწრფელობაც სამსახურსა და მინდობაში გამოიხატება. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს არ დავემორჩილოთ უზენაესს და თანაც ვიცნობდეთ მას. ღმერთს უფლება აქვს, არ გაემხილოს მთელის ასეთ მეამბოხე უმნიშვნელო ნაპერწკალს, რომელიც ილუზორული ენერგიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ერთგულები მორჩილნი არიან, ამიტომ ტრანსცენდენტული ცოდნა ეშვება ღმრთეების პიროვნებიდან ბრაჰმაზე, ბრაჰმადან კი მის ვაჟიშვილებსა და თანმიმდევრობის მოწაფეებზე. ამაში მათ ეხმარება ზესული, რომელიც ერთგულთა გულებში იმყოფება. ასეთია ტრანსცენდენტული ცოდნის შესწავლის სრულყოფილი გზა.

ამგვარი გასხივოსნება ერთგულს მატერიისა და სულის სრულყოფილი გარჩევის უნარს აძლევს, რადგან სულისა და მატერიის კვანძი უფლის მიერ არის შეკრული. ამ კვანძს აჰანკარა ეწოდება და იგი აიძულებს ცოცხალ არსებას, შეცდომით გააიგივოს თავი მატერიასთან. ამიტომ ამ კვანძის გახსნისთანავე იფანტება ეჭვის ღრუბლები. ცოცხალი არსება ხედავს თავის ბატონს და ბოლომდე ერთვება უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში, წყვეტს რა კარმიული საქმიანობის ჯაჭვს. მატერიალურ ყოფიერებაში ცოცხალი არსება კარმიული შრომის ჯაჭვს იქმნის და სიცოცხლიდან სიცოცხლეში ამ საქმიანობათა კარგი და ცუდი შედეგებით ტკბება. მაგრამ როგორც კი უფლის სასიყვარულო სამსახურს დაიწყებს, უმალვე თავისუფლდება კარმის ჯაჭვებისაგან. მისი მოქმედებები საპასუხო შედეგებს აღარ იწვევს.

ლექსი 22

ატო ვაი კავაიო ნიტიამ ბჰაკტიმ პარამაია მუდა
ვასუდევე ბჰაგავატი კურვანტი ატმა-პრასადანიმ


ამიტომ უდავოა, რომ უხსოვარი დროიდან ყოველი ტრანსცენდენტალისტი დიდი სიხარულით, ერთგულად ემსახურება უფალ კრშნას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რადგან ასეთი სამსახური სულს აცოცხლებს.

განმარტება: აქ ხაზგასმით არის აღნიშნული ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას ერთგული სამსახურის თავისებურება. უფალი შრი კრშნა ღმრთეების პიროვნების სვაიამ-რუპაა და ღმრთეების ყოველი დანარჩენი ფორმა, დაწყებული შრი ბალადევათი, სანკარშანათი, ვასუდევათი, ანირუდდჰათი, პრადიუმნათი და ნარაიანათი, გაგრძელებული პურუშა-ავატარებით, გუნა ავატარებით, ლილა-ავატარებით, იუგა-ავატარებითა და ღმრთეების პიროვნების ათასობით სხვა გამოვლინებით, უფალი შრი კრშნას სრული ნაწილები და შემადგენელი ნაწილები არიან. ცოცხალი არსებები ღმრთეების პიროვნების განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენენ. ამიტომ უფალი შრი კრშნა ღმრთეების თავდაპირველი ფორმაა და ტრანსცენდენციის უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. ამრიგად, იგი უფრო მიმზიდველია მაღალ საფეხურზე მდგომი ტრანსცენდენტალისტებისთვის, რომლებიც უფლის მარადიულ გართობებში მონაწილეობენ. შრი კრშნასა და ბალადევას გარდა, ღმრთეების სხვა ფორმებთან შეუძლებელია ისეთი ახლო პიროვნული კავშირის დამყარება, როგორიც ვრაჯაბჰუმიში უფლის ტრანსცენდენტულ გართობებს ახასიათებს. ზოგიერთი ნაკლებად გონიერი ადამიანის მტკიცების მიუხედავად, უფალი შრი კრშნას ტრანსცენდენტული გართობები ახლად გამოგონილი როდია; მისი გართობები მარადიულია და გარკვეულ დროს, ბრაჰმაჯის დღეში ერთხელ ვლინდება, ისევე როგორც მზე ამოდის აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ყოველი ოცდაოთხი საათის მიწურულს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 6 2011, 11:51 AM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუდიოწიგნები "შრიმად-ბჰაგავატამზე" (კომენტარების გარეშე და ლამაზი მუსიკალური გაფორმებით):



http://bharati.ru/audios/books/Vaishnava


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 8 2011, 11:15 AM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 23

სატტვამ რაჯას ტამა იტი პრაკრტერ გუნას ტაირ
იუკტაჰ პარაჰ პურუშა ეკა იჰასია დჰატტე
სთჰიტი-ადაიე ჰარი-ვირინჩი-ჰარეტი სამჯნაჰ
შრეიამსი ტატრა ქჰალუ სატტვა-ტანორ ნრნამ სიუჰ


ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნება არაუშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან, სახელდობრ, ვნებას, სათნოებასა და უმეცრებასთან. მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისთვის იგი ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სამ თვისობრივ ფორმას ღებულობს. ამ სამიდან ადამიანებს საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუს, სათნოების თვისებების ფორმისაგან შეუძლიათ.

განმარტება: ზემოთ განმარტებული იქნა, რომ საჭიროა ერთგულად ვემსახუროთ უფალ შრი კრშნას, რომელიც თავისი სრუყლი ნაწილების სახით ვლინდება, და ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. უფალი შრი კრშნა და მისი ყოველი სრული ნაწილი ვიშნუ-ტატტვა, ანუ უზენაესი ღმერთია. შრი კრშნას პირველი გამოვლინება არის ბალადევა. ბალადევასგან ვლინდება სანკარშანა, სანკარშანასგან – ნარაიანა, ნარაიანასგან – მეორე სანკარშანა, სანკარშანასგან კი – ვიშნუ პურუშა-ავატარები. ვიშნუ, ანუ მატერიალურ სამყაროში სათნოების თვისების ღვთაება არის კშიროდაკაშაიი ვიშნუს, ანუ პარამატმას სახელით ცნობილი პურუშა-ავატარა. ბრაჰმა რაჯასის (ვნების) ღვთაებაა, შივა კი – უმეცრებისა. ისინი მატერიალური სამყაროს სამი თვისების განმგებლები არიან. ქმნილება ვიშნუს სათნოებით ხდება შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში უფალი შივა ანადგურებს მას თავისი ტანდავა-ნრტიათი. შესაბამისად, მატერიალისტები და სულელი ადამიანები ბრაჰმასა და შივას ეთაყვანებიან. მაგრამ წმინდა ტრანსცენდენტალისტები თაყვანს სცემენ სათნოების ფორმას, ვიშნუს, მის ათასგვარ სახეებში. ვიშნუ თავისი მილიონობითა და მილიარდობით შემადგენელი და განცალკევებული ფორმების სახით ვლინდება. შემადგენელ ფორმებს ეწოდებათ ღმრთეება, განცალკევებულ ფორმებს კი – ცოცხალი არსებები, ანუ ჯივები. ჯივებსაც და ღმრთეებასაც თავიანთი თავდაპირველი სულიერი ფორმები აქვთ. ზოგჯერ ჯივები მატერიალური ენერგიის კონტროლის ქვეშ ექცევიან, მაგრამ ვიშნუს ფორმები ყოველთვის ამ ენერგიის განმგებლები არიან. როდესაც ვიშნუ, ღმრთეების პიროვნება მატერიალურ სამყაროს ევლინება, იგი მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ მყოფი განპირობებული ცოცხალი არსებების გასანთავისუფლებლად ეშვება. ასეთი ცოცხალი არსებები ღმერთად გახდომის ჩანაფიქრით მოდიან მატერიალურ სამყაროში, ამიტომაც ბუნების სამი მოდუსის ხაფანგში ექცევიან. ცოცხალ არსებებს ტყვეობის სხვადასხვა ვადების მოსახდელად მატერიალური სამოსელის გამოცვლა უწევთ. მატერიალური სამყაროს საპყრობილე ღმრთეების პიროვნების ხელმძღვანელობით ბრაჰმას მიერ იქმნება, კალპას დასასრულს კი ყველაფერს შივა ანადგურებს. მაგრამ საპყრობილეს შენარჩუნებაზე ვიშნუ ზრუნავს, ისევე როგორც სახელმწიფო ინახავს სახელმწიფო საპყრობილეს. ამიტომ ყველამ, ვისაც დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის ტანჯვებით აღსავსე მატერიალური ყოფიერების ამ საპყრობილედან თავის დაღწევა სურს, განთავისუფლების მისაღწევად უფალ ვიშნუს უნდა ასიამოვნოს. უფალი ვიშნუს თაყვანისცემა მხოლოდ ერთგული სამსახურით ხდება, ხოლო თუკი ვინმეს მატერიალური სამყაროს საპყრობილეში დარჩენა უწერია, შივას, ბრაჰმას, ინდრასა და ვარუნას მსგავსი ნახევარღმერთებს შეუძლია სთხოვოს დროებითი შვებისთვის წარმავალი საშუალებები. მაგრამ არც ერთ ნახევარღმერთს არ ძალუძს დაპატიმრებული ცოცხალი არსების განპირობებული მატერიალური ცხოვრებიდან განთავისუფლება. ამის უნარი მხოლოდ ვიშნუს შესწევს. ამიტომ საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუსგან, ღმრთეების პიროვნებისგან შეიძლება.

ლექსი 24

პართჰივად დარუნო დჰუმას ტასმად აგნის ტრაიიმაიაჰ
ტამასას ტუ რაჯას ტასმატ სატტვამ იად ბრაჰმა-დარშანამ


შეშა სახეშეცვლილი მიწაა, მაგრამ კვამლი ნედლ შეშას სჯობია. ცეცხლი კი ამაზე უკეთესია, რადგან მისი წყალობით მაღალი ცოდნის სარგებლობის მოპოვება შეიძლება [ვედური მსხვერპლშეწირვებით]. ამის მსგავსად, ვნება [რაჯასი] უმეცრებას [ტამასს] სჯობია, მაგრამ სათნნოება [სატტვა] ყველაზე უკეთესია, რადგან სათნოებით აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება.

განმარტება: როგორც ვთქვით, ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახური განპირობებული მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ამავე ლექსში ნათქვამია, რომ უფლის ერთგული სამსახურის შესასრულებლად ადამიანი სათნოების მოდუსის (სატტვას) საფეხურზე უნდა ავიდეს. წინსვლის გზაზე დაბრკოლებების მიუხედავად, გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ყველას, მათ შორის ტამასის დონეზე მყოფსაც კი შეუძლია სატტვას საფეხურზე აღმართვა. ამიტომ პროგრესის მისაღწევად გულწრფელმა კანდიდატმა გამოცდილ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს, ჭეშმარიტ, ღირსეულ სულიერ მოძღვარს კი მოსწავლის სიცოცხლის ნებისმიერი საფეხურიდან, ტამასის, რაჯასის ან სატტვადან გამოყვანის უნარი შესწევს.

ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების ნებისმიერი თვისების ან ნებისმიერი ფორმის თაყვანისცემა ერთნაირად სასიკეთო შედეგებს იძლევა. ვიშნუს გარდა ყოველი განცალკევებული ფორმა მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მატერიალური ენერგიისგან შემდგარი ფორმები ვერავის დაეხმარება სატტვას საფეხურის მიღწევაში, რაც მატერიალური ტყვეობიდან ცოცხალი არსების განთავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს.

ითვლება, რომ არაცივილიზებულ ცხოვრებას, ანუ დაბალი ცხოველების ცხოვრებას ტამასის მოდუსი განაგებს. ცხოვრება ცივილიზებული ადამიანისა, რომელსაც ათასგვარი მატერიალური მონაპოვრის მიღება სწყურია, რაჯასს ეკუთვნის. რაჯასის საფეხურზე ოდნავ ჩანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზა ფილოსოფიის, ხელოვნებისა და კულტურის ნატიფი გრძნობების სახით, რომელსაც მორალური და ეთიკური პრინციპები აქვს დამატებული, მაგრამ სატტვას მოდუსი უფრო მაღალი მატერიალური თვისებაა, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თაყვანისცემის სხვადასხვა მეთოდები და განმგებელი ღვთაებების, კერძოდ, ბრაჰმას, ვიშნუსა და ჰარასგან მიღებული შესაბამისი შედეგები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ლექსი 25

ბჰეჯირე მუნაიო თჰაგრე ბჰაგავანტამ ადჰოკშაჯამ
სატტვამ ვიშუდდჰამ კშემაია კალპანტე იე ‘ნუ ტან იჰა


წარსულში ყოველი დიდი ბრძენი ღმრთეების პიროვნებას ემსახურებოდა, რადგან იგი მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. ისინი თაყვანს სცემდნენ მას, რათა თავი დაეღწიათ მატერიალური პირობებისგან და ამით საბოლოო სიკეთე მიეღოთ. ამ დიდი ავტორიტეტების მიმდევარიც ღირსია მატერიალური სამყაროდან განთავისუფლებისა.

განმარტება: რელიგიის მიზანი არ გახლავთ არც მატერიალური მოგება და არც უბრალოდ სულის მატერიისგან გამორჩევის ცოდნის მიღება. რელიგიური საქმიანობების საბოლოო მიზანი არის მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება და ტრანსცენდენტულ სამყაროში თავისუფლების მოპოვება, სადაც ღმრთეების პიროვნება, უზენაესი პიროვნება იმყოფება. ამიტომ რელიგიის კანონები უშუალოდ ღმრთეების პიროვნების მიერ არის დაწესებული და მაჰაჯანების, ანუ ღმერთის მიერ უფლებამოსილი შუამავლების გარდა არავინ იცის რელიგიის დანიშნულება. არსებობს უფლის თორმეტი განსაკუთრებული შუამავალი, რომელიც ამ ცოდნას ფლობს და ყოველი მათგანი უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურს ეწევა. მათ, ვისაც საკუთარი თავისთვის კარგი უნდათ, შეუძლიათ გაჰყვნენ ამ მაჰაჯანებს და უმაღლესი სიკეთე ჰპოვონ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 9 2011, 10:30 AM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 26

მუმუკშავო გჰორა-რუპან ჰიტვა ბჰუტა-პატინ ათჰა
ნარაიანა-კალაჰ შანტა ბჰაჯანტი ჰი ანასუიავაჰ


განთავისუფლების მსურველებს, როგორც წესი, არავისი შურთ და პატივს სცემენ ყველას, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელ და შემზარავ ფორმებზე და ყოვლადნეტარი ვიშნუს ფორმებსა და მის სრულ ნაწილებს სცემენ თაყვანს.

განმარტება: ღმრთეების უზენაესი პიროვნება, შრი კრშნა, რომელიც თავდაპირველი პიროვნებაა ვიშნუს კატეგორიაში, ორი სხვადასხვა კატეგორიის სახით ავრცელებს თავს, კერძოდ, როგორც შემადგენელი სრული ნაწილები და როგორც განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები. განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები მსახურები არიან, შემადგენელი სრული ნაწილები კი – თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტები.

უზენაესი უფლის მიერ უფლებამოსილი ყოველი ნახევარღმერთიც განცალკევებულ განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. ისინი არ მიეკუთვნებიან ვიშნუ-ტატტვას კატეგორიას. ვიშნუ-ტატტვა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნების თანაბარი ძალის მქონე ცოცხალი არსებები არიან და დროისა და ვითარების შესაბამისად ისინი სხვადასხვა კატეგორიის ძალებს ავლენენ. განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკების ძალა შეზღუდულია. მათ არ გააჩნიათ ვიშნუ ტატტვასათვის დამახასიათებელი უსაზღვრო ძალა. ამიტომ არასოდეს შეიძლება ვიშნუ-ტატტვას, ანუ ნარაიანას, ღმრთეების პიროვნების სრული ნაწილებისა და განუყოფელი ნაწილაკების ერთ კატეგორიაში მოქცევა. ვინც ამას ჩადის, უმალვე პაშანდიდ წოდებული მკრეხელი ხდება. კალის ეპოქაში მრავალი უმეცარი პიროვნება უშვებს მსგავს შეურაცხყოფას და ერთმანეთს უტოლებს ამ ორ კატეგორიას.

განცალკევებულ განუყოფელ ნაწილაკებს სხვადასხვა მატერიალური ძალა აქვთ და ზოგიერთი მათგანი კალა-ბჰაირავას, შანის, მაჰაკალისა და ჩანდოკას მსგავსია. როგორც წესი, ამ ნახევარღმერთებს თაყვანს სცემენ ისინი, ვინც წყვდიადის, ანუ უმეცრების მოდუსის უმდაბლეს კატეგორიას მიეკუთვნებიან. დანარჩენ ნახევარღმერთებს, როგორებიც არიან ბრაჰმა, შივა, სურია, განეშა და მრავალი სხვა ღვთაება, ეთაყვანებიან ვნების მოდუსში მყოფი ადამიანები, რომელთაც მატერიალური სიამოვნების წადილი ამოძრავებთ. მაგრამ მატერიალური ბუნების სათნოების მოდუსში (სატტვა-გუნაში) მყოფნი მხოლოდ ვიშნუ ტატტვას სცემენ თაყვანს. ვიშნუ-ტატტვა წარმოდგენილია სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით, როგორებიც არიან ნარაიანა, დამოდარა, ვამანა, გოვინდა და ადჰოკშაჯა.

ღირსეული ბრაჰმანები შალაგრამა-შილას სახით წარმოდგენილ ვიშნუ-ტატტვას სცემენ თაყვანს და მაღალი კასტებიც – კშატრიები და ვაიშიები – ვიშნუ-ტატტვას ეთაყვანებიან.

სათნოების მოდუსში მყოფ უაღრესად კვალიფიცირებულ ბრაჰმანებს სხვების თაყვანისცემის მეთოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ისინი დიდ პატივს სცემენ ნახევარღმერთებს, კალა-ბჰაირავას ან მაჰაკალის მსგავს საშინელი გარეგნობის მქონე ნახევარღმერთებსაც კი. მათ მშვენივრად იციან, რომ უზენაესი უფლის ეს საშინელი ფორმები უფლის მსახურები არიან, რომლებიც სხვადასხვა პირობებში იმყოფებიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელი თუ მიმზიდველი ფორმების თაყვანისცემაზე და ყურადღება მხოლოდ ვიშნუს ფორმებზე გადააქვთ, რადგან სერიოზულად სურთ მატერიალური პირობებიდან განთავისუფლება. ნახევარღმერთებს, მათ შორის ბრაჰმასაც, რომელიც მთავარია ნახევარღმერთებს შორის, არ შეუძლიათ ვინმესთვის თავისუფლების მინიჭება. ჰირანიაკაშიპუმ უკვდავების მისაღწევად მკაცრი ეპითემიები შეასრულა, მაგრამ მისმა სათაყვანებელმა ღვთაებამ, ბრაჰმამ, ვერ უბოძა მას ეს წყალობა. ამიტომ მხოლოდ ვიშნუს ჰქვია მუკტი-პადა, ანუ ღმრთეების პიროვნება, რომელსაც მუკტის, ანუ განთავისუფლების მინიჭება შეუძლია. ნახევარღმერთები, მატერიალური სამყაროს დანარჩენი ცოცხალი არსებების მსგავსად, ისპობიან მატერიალური სამყაროს განადგურებისას. მათ საკუთარი თავის განთავისუფლებაც კი არ შეუძლიათ, და რაღა უნდა ვთქვათ მათი ერთგულების განთავისუფლებაზე. ნახევარღმერთებს თავიანთი თაყვანისმცემლებისათვის მხოლოდ დროებითი და არა მარადიული სიკეთის მიცემა ძალუძთ.

სწორედ ამის გამო უარყოფენ განთავისუფლების მსურველები ნახევარღმერთთა თაყვანისცემას, თუმცა არც ერთი მათგანის მიმართ არა აქვთ უპატივცემულობის გრძნობა.

ლექსი 27

რაჯას-ტამაჰ-პრაკრტაიაჰ სამა-შილა ბჰაჯანტი ვაი
პიტრ-ბჰუტა-პრაჯეშადინ შრიიაიშვარია-პრაჯეპსავაჰ


ვნებისა და უმეცრების მოდუსებში მყოფნი თაყვანს სცემენ წინაპრებს, დანარჩენ ცოცხალ არსებებსა და ნახევარღმერთებს, რომლებიც კოსმიურ მოვლენებს განაგებენ, რადგან ქალების, ქონების, ძალაუფლებისა და შთამომავლობის მოპოვების მატერიალური სურვილები ამოძრავებთ.

განმარტება: მას, ვისაც სერიოზულად სურს ღმრთეებასთან დაბრუნება, არც ერთი ნახევარღმერთის თაყვანისცემა არ ესაჭიროება. “ბჰაგავად-გიტაში” (7.20,23) გარკვევითაა ნათქვამი, რომ მატერიალურ განცხრომაზე გაგიჟებული ხალხი სხვადასხვა ნახევარღმერთებს მიმართავს წარმავალი სიკეთის მისაღებად, რაც მცირე ცოდნის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ არასოდეს უნდა მოვისურვოთ მატერიალური განცხრომის გაზრდა. მატერიალური სიამოვნება საჭიროა მხოლოდ სიცოცხლის მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად – არც მეტი, არც ნაკლები. მატერიალური სიამოვნების ზრდა საკუთარი თავის მატერიალურ ყოფიერებაში დატყვევებას ნიშნავს. მეტი ქონება, მეტი ქალები, და ცრუ არისტოკრატიზმი მატერიალურად განწყობილი ადამიანის ზოგიერთი მოთხოვნილებებია, რადგან მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეიძლება ვიშნუს თაყვანისცემით. ვიშნუს თაყვანისცემა სარგებელს იძლევა როგორც ამ, ასევე სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაშიც. ამის დავიწყების გამო მეტი ქონების, მეტი ცოლებისა და მეტი შვილების მაძიებელი სულელი ხალხი სხვადასხვა ნახევარღმერთს ეთაყვანება. სიცოცხლის მიზანი ტანჯვის მოსპობაა და არა მისი გაზრდა.

მატერიალური სიამოვნებისთვის არ არის საჭირო ნახევარღმერთებისადმი მიმართვა. ნახევარღმერთები უფლის მსახურები არიან მხოლოდ. ისინი ვალდებულნი არიან დაგვიკმაყოფილონ სასიცოცხლო მოთხოვნილებები წლის, სინათლის, ჰაერისა და სხვ. სახით. ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს და არსებობისთვის მძაფრი ბრძოლის ნაყოფებით თაყვანი სცეს უზენაეს უფალს და ეს მისი სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. დაწესებული სამსახური ღმერთის რწმენით, სწორად უნდა შესრულდეს და ეს თანდათანობით ღმრთეებასთან დაბრუნების გზაზე წინსვლაში დაგვეხმარება.

როდესაც უფალი შრი კრშნა პირადად იმყოფებოდა ვრაჯადჰამაში, მან შეაჩერა ნახევარღმერთ ინდრას თაყვანისცემა და ვრაჯას მაცხოვრებლებს ურჩია, თავიანთი შრომით ღმერთისთვის ეცათ თაყვანი და მისი რწმენა ჰქონოდათ. მატერიალური მოგების მიზნით მრავალრიცხოვანი ნახევარღმერთების თაყვანისცემა ფაქტიურად რელიგიის დამახინჯებას წარმოადგენს. ასეთი რელიგიური საქმიანობა როგორც კაიტავა-დჰარმა “ბჰაგავატამის” დასაწყისშივე იქნა უარყოფილი. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი რელიგია, რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს და ესაა ბჰაგავატა-დჰარმა, ანუ რელიგია, რომელიც გვასწავლის, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას და სხვას არავის.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 10 2011, 10:09 AM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 28-29

ვასუდევა-პარა ვედა ვასუდევა-პარა მაქჰაჰ
ვასუდევა-პარა იოგა ვასუდევა-პარაჰ კრიიაჰ


ვასუდევა-პარამ ჯნანამ ვასუდევა-პარამ ტაპაჰ
ვასუდევა-პარო დჰარმო ვასუდევა-პარა გატიჰ


განდობილ წერილებში ცოდნის საბოლოო მიზანი არის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. მსხვერპლშეწირვის შესრულების მიზანს მისი დაკმაყოფილება წარმოადგენს. იოგა მისი შეცნობისთვის არის განკუთვნილი. ყოველი კარმიული საქმიანობის შედეგებს საბოლოო ჯამში მხოლოდ იგი იძლევა. იგია უმაღლესი ცოდნა და ყოველი მკაცრი ასკეზა მის შესაცნობად სრულდება. რელიგია [დჰარმა] მისი სასიყვარულო სამსახური გახლავთ. იგია სიცოცხლის უმაღლესი მიზანი.

განმარტება: ამ ორ შლოკაში დადასტურებულია, რომ შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, თაყვანისცემის ერთადერთ ობიექტს წარმოადგენს. ვედური ლიტერატურაც იგივე მიზანს ისახავს: მასთან ურთიერთობის დამყარებას და, საბოლოო ჯამში, მისადმი ჩვენი სასიყვარულო სამსახურის გამოცოცხლებას. ეს არის ვედების მთელი არსი. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი თავის აზრს თავისი სიტყვებით ადასტურებს: ვედების საბოლოო მიზანი მხოლოდ მისი შეცნობაა. მთელი განდობილი წერილები მოამზადა უფალმა, როდესაც შრილა ვიასადევას ინკარნაციის სახით მოევლინა, რათა გაეხსენებინა მატერიალური ბუნებით განპირობებული დაცემული სულებისთვის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. ასეთია მთელი ვედური ლიტერატურის დასკვნა. იმპერსონალისტები, რომელთაც არაფერი ესმით ღმრთეების პიროვნების შესახებ, ამცირებენ უზენაესი უფლის ყოვლისშემძლეობას და დანარჩენი ცოცხალი არსებების დონეზე ჩამოჰყავთ იგი, ამიტომაც ასეთი იმპერსონალისტები მხოლოდ დიდი გაჭირვების შედეგად თავისუფლდებიან მატერიალური ტყვეობიდან. უფლისადმი მინდობა მათ მხოლოდ ტრანსცენდენტული ცოდნის განვითარებაში გატარებული მრავალი დაბადების შემდეგ შეუძლიათ.

ვინმე შეიძLება შემოგვედაოს, ვედური საქმიანობები მსხვერპლშეწირვებზეა დამყარებულიო. ეს მართალია. მაგრამ მსგავსი მსხვერპლშეწირვებიც ვასუდევას შესახებ ჭეშმარიტების გაგებას ემსახურება. ვასუდევას ერთ-ერთი სახელია იაჯნა (მსხვერპლშეწირვა) და “ბჰაგავად-გიტაში” გარკვევითაა ნათქვამი, რომ ყოველი მსხვერპლშეწირვა და ყოველი საქმიანობა იაჯნას, ანუ ვიშნუს დასაკმაყოფილებლად უნდა შესრულდეს. იგივე ეხება იოგას სისტემებსაც. იოგა უზენაეს უფალთან დაკავშირებას ნიშნავს. მაგრამ ეს პროცესი მოიცავს სხეულთან დაკავშირებულ გარკვეულ რთულ პროცესებს, როგორებიცაა ასანა, დჰიანა, პრანაიამა და მედიტაცია. ყოველი მათგანი ვასუდევას ლოკალიზებულ ასპექტზე – პარამატმაზე ჭკუის კონცენტრაციისთვის არის განკუთვნილი. პარამატმას შეცნობა ვასუდევას ნაწილობრივი შეცნობაა მხოლოდ და თუკი ადამიანი წარმატებას მიაღწევს ამ მხრივ, სისრულეში შეიცნობს ვასუდევას. სამწუხაროდ, იოგთა უმრავლესობას ფიზიკური პროცესით მიღწეული მისტიკური ძალები ღუპავს. უიღბლო იოგებს შემდეგ ცხოვრებაში ვასუდევას შეცნობის დაუმთავრებელი გზის დასრულების შანსი ეძლევათ, იბადებიან რა სწავლულ ბრაჰმანთა ან მდიდარ ვაჭართა ოჯახებში. თუკი იღბლიანი ბრაჰმანები და მდიდართა შვილები სწორად ისარგებლებენ თავიანთი შესაძლებლობით, წმინდანებთან სასიკეთო ურთიერთობის შედეგად ადვილად შეიცნობენ ვასუდევას. სამწუხაროდ, ასეთ რჩეულ პიროვნებებს კვლავ მატერიალური ქონება და პატივი იზიდავთ, ამიტომ სრულიად ავიწყდებათ სიცოცხლის მიზანი.

იგივე ეხება ცოდნის განვითარებასაც. “ბჰაგავად-გიტას” თანახმად, ცოდნის განვითარება თვრამეტი მუხლისგან შედგება. ცოდნის ასეთი განვითარების შედეგად ადამიანი თანდათან კარგავს სიამაყეს, პატივმოყვარეობას, ხდება არაძალმომრე, ამტანი, უბრალო, დიდი სულიერი მოძღვრისათვის თავდადებული და თავშეკავებული. ცოდნის განვითარების შედეგად ადამიანი წყვეტს მიჯაჭვულობას საკუთარ კერასა და ოჯახთან და ხვდება სიკვდილით, დაბადებით, სიბერითა და ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვების რეალობას. მწვერვალს კი ცოდნის განვითარება ღმრთეების პიროვნების, ვასუდევას ერთგულ სამსახურში აღწევს. ამიტომ ვასუდევა ცოდნის სხვადასხვა განშტოებების საბოლოო მიზანს წარმოადგენს. ცოდნა, რომელსაც ტრანსცენდენტულ საფეხურზე ვასუდევასთან შეხვედრამდე მივყავართ, ჭეშმარიტი ცოდნაა. მატერიალური ცოდნა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, “ბჰაგავად-გიტაში” დაგმობილია სიტყვით აჯნანა, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის საპირისპიროს ნიშნავს. მატერიალური ცოდნის საბოლოო მიზანს გრძნობათა დაკმაყოფილება წარმოადგენს, რაც მატერიალური ყოფიერების ვადის გახანგრძლივებას ნიშნავს. ამას კი სამგვარი ტანჯვების გაგრძელება მოჰყვება. ასე რომ, გაჭირვებით აღსავსე მატერიალური ყოფიერება უმეცრებაა. მაგრამ იგივე მატერიალური ცოდნა, რომელსაც სულიერი შემეცნების გზამდე მივყავართ, გაჭირვებით აღსავსე ფიზიკური ყოფიერების დასრულებასა და ვასუდევას საფეხურზე სულიერი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება ადამიანს.

იგივე ეხება ნებისმიერი სახის ასკეტიზმსაც. ტაპასია მაღალი მიზნის მისაღწევად სხეულისეული გაჭირვების ნებაყოფლობით გავლას ნიშნავს. გრძნობათა დაკმაყოფილების მისაღწევად რავანამ და ჰირანიაკაშიპუმ სხეული სასტიკად იწამეს. ზოგჯერ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად თანამედროვე პოლიტიკოსებიც მკაცრ ასკეზებს გადიან. ეს არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ტაპასიას. ადამიანმა სხეულის ნებაყოფლობითი უხერხულობა ვასუდევას შეცნობისთვის უნდა გაიაროს, რადგან ეს არის ნამდვილი ასკეტიზმი. ნებისმიერი სხვა სახის ასკეტიზმი ვნებისა და უმეცრების მოდუსს მიეკუთვნება. ვნებისა და უმეცრების საშუალებით შეუძლებელია სიცოცხლის ტანჯვების დასრულება. მხოლოდ სათნოების მოდუსს შეუძლია სიცოცხლის სამგვარ გაჭირვებათა შემსუბუქება. ვასუდევამ და დევაკიმ, უფალი კრშნას ე.წ. მამამ და დედამ მკაცრი ასკეზები გაიარეს, რათა ვასუდევა მათი შვილი გამხდარიყო. უფალი კრშნა ყოველი ცოცხალი არსების მამა გახლავთ (ბ.გ.14.4). ამიტომ იგი თავდაპირველი ცოცხალი არსებაა დანარჩენ ცოცხალ არსებებს შორის. იგია თავდაპირველი მარადიული განმცხრომელი ყოველ დანარჩენ განმცხრომელს შორის. ამიტომ ვერავინ იქნება მისი ჩამსახველი მამა, რაც უგუნურებისთვის გაუგებარია. ვასუდევასა და დევაკის მკაცრი ასკეზებით დაკმაყოფილებული უფალი შრი კრშნა დათანხმდა, მათი შვილი გამხდარიყო. ამიტომ, თუკი რაიმე ასკეზის შესრულება მოგვიხდება, ეს ცოდნის მიზნის, ვასუდევას შესაცნობად უნდა მოხდეს.

ვასუდევა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება უფალი შრი კრშნაა. როგორც განმარტებული იქნა, ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება ურიცხვ ფორმაში ავრცელებს თავს. ასეთი ექსპანსიების ფორმებს იგი თავისი მრავალგვარი ენერგიების საშუალებით იძენს. ამასთანავე, მისი ენერგიები მრავალფეროვანია და მისი შინაგანი ენერგიების მაღალი, გარეგანი ენერგიები კი დაბალი თვისობრიობისაა. “ბჰაგავად-გიტაში” (7.4-6) განმარტებულია, რომ ისინი არის პარა და აპარა პრაკრტი. ამრიგად, მისი შინაგანი ენერგიებით გამოვლენილი ათასგვარი ექსპანსიები მაღალი ფორმებია, გარეგანი ენერგიებით გამოვლენილი ექსპანსიები კი – დაბალი ფორმები. ცოცხალი არსებებიც მისი ექსპანსიები არიან. მისი შინაგანი პოტენციის საშუალებით გამოვლენილი ცოცხალი არსებები მარადიულად განთავისუფლებული სულები არიან, მაშინ როცა მატერიალური ენერგიის დახმარებით გამოვლენილნი მარადიულად განპირობებულ სულებს წარმოადგენენ. ამიტომ ცოდნის განვითარების, ასკეტიზმის, მსხვერპლშეწირვისადა საქმიანობების მიზანი ჩვენზე მოქმედი ზეგავლენის თვისობრიობის შეცვლაში უნდა მდგომარეობდეს. ამჟამად ყველანი უფლის გარეგანი ენერგიის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით და ჩვენზე მოქმედი ზეგავლენის თვისების შესაცვლელად სულიერი ენერგიის განვითარებას უნდა ვეცადოთ. “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ მაჰატმები, ანუ უფალი კრშნას სამსახურში ჩაბმული ფართო თვალთახედვის პიროვნებები, შინაგანი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც გამუდმებით, განუხრელად ემსახურებიან უფალს. ეს უნდა იყოს სიცოცხლის მიზანი. და ეს არის მთელი ვედური ლიტერატურის დასკვნა. არავინ უნდა შეიწუხოს თავი კარმიული საქმიანობებითა თუ ტრანსცენდენტულ ცოდნაზე მშრალი მსჯელობებით. ყველა ერთბაშად უნდა ჩაებას უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურში. არც სხვადასხვა ნახევარღმერთებს უნდა ვცეთ თაყვანი, რომლებიც მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისას უფლის სხვადასხვა ხელის ფუნქციებს ასრულებენ. არსებობს ურიცხვი ძლევამოსილი ნახევარღმერთი, რომელიც მატერიალური სამყაროს მმართველობის გარეგან პროცესებს უწევს ზედამხედველობას. ყოველი მათგანი უფალი ვასუდევას სხვადასხვა დამხვამრე ხელს წარმოადგენს. უფალი შივაცა და უფალი ბრაჰმაც ნახევარღმერთთა სიაში შედიან, უფალი ვიშნუ, ანუ ვასუდევა კი მუდამ ტრანსცენდენტულია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მატერიალური სამყაროს სათნოების თვისებას ღებულობს, მაინც ტრანსცენდენტულია მატერიალური მოდუსების მიმართ. შემდეგი მაგალითი ნათელს მოჰფენს ამ საკითხს. საპყრობილეში პატიმრები და მეციხოვნეები იმყოფებიან. მეციხოვნეებიცა და პატიმრებიც მეფის კანონებს ემორჩილებიან. მაგრამ მეფე, თუმცა ზოგჯერ საპყრობილეში მოდის, არ ემორჩილება საპყრობილის კანონებს. ამრიგად, მეფეს არასოდეს ეხება საპყრობილეს კანონები, ისევე როგორც უფალი მატერიალური სამყაროს კანონებზე მაღლა დგას მუდამ.

ლექსი 30

სა ევედამ სასარჯაგრე ბჰაგავან ატმა-მაიაია
სად-ასად-რუპაია ჩასაუ გუნამაიაგუნო ვიბჰუჰ


მატერიალური სამყაროს შექმნის დაწყებისას ღმრთეების ამ აბსოლუტურმა პიროვნებამ [ვასუდევამ] საკუთარი შინაგანი ენერგიით ტრანსცენდენტული მდგომარეობიდან შექმნა მიზეზისა და შედეგის ენერგიები.

განმარტება: უფალი მუდამ ტრანსცენდენტულია, რადგან მატერიალური სამყაროს შექმნისათვის საჭირო მიზეზ-შედეგობრიობის ენერგიებიც მის მიერ არის შექმნილი. ამიტომ მასზე გავლენას ვერ ახდენს მატერიალური მოდუსების თვისებები. მისი ყოფიერება, ფორმა, საქმიანობები და ატრიბუტები მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა. იგი მთლიანად სულიერია და არაფერი ესაქმება მატერიალური სამყაროს თვისებებთან, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება უფლის სულიერი თვისებებისგან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 11 2011, 11:00 AM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 31

ტაია ვილასიტეშვ ეშუ გუნეშუ გუნავან ივა
ანტაჰ-პრავიშტა აბჰატი ვიჯნანენა ვიჯრმბჰიტაჰ


მატერიალური სუბსტანციის შექმნის შემდეგ უფალი [ვასუდევა] ავრცელებს თავს და შედის მასში. და თუმცა იგი მატერიალური ბუნების მოდუსებში იმყოფება და ერთ-ერთ შექმნილ არსებას ჰგავს, თავის ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში ყოველთვის სრულიად გასხივოსნებულია.

განმარტება: ცოცხალი არსებები უფლის განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები არიან. განპირობებული ცოცხალი არსებები კი, რომლებიც სულიერ სასუფეველში არ დაიშვებიან, მატერიალურ სამყაროში არიან მოქცეულნი, რათა ბოლომდე დატკბნენ მატერიით. როგორც პარამატმა და ცოცხალ არსებათა მარადიული მეგობარი, უფალი თავისი ერთ-ერთი სრული ნაწილით დაჰყვება ცოცხალ არსებებს, რათა მატერიალურ სიამოვნებაში გაუძღვეს მათ და მათი ყოველი საქმიანობის მოწმე იყოს. როდესაც ცოცხალი არსებები მატერიალურ განცხრომას ეძლევიან, უფალი თავის ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში რჩება, ისე რომ არ ექცევა მატერიალური ატმოსფეროს გავლენაში. ვედურ ლიტერატურაში (შრუტი) ნათქვამია, რომ ერთ ხეზე ორი ჩიტი ზის. ერთ-ერთი მათგანი ხის ნაყოფს ჭამს, მეორე კი ამის მოწმეა. მოწმეა უფალი, ნაყოფს კი ცოცხალი არსება ჭამს. ნაყოფის მჭამელ ჩიტს (ცოცხალ არსებას) დაავიწყდა თავისი ჭეშმარიტი ვინაობა და მატერიალური კარმიული საქმიანობებითაა დაკავებული, მაგრამ უფალი (პარამატმა) ყოველთვის სრულ ტრანსცენდენტულ ცოდნას ფლობს. ამით განსხვავდება ზესული განპირობებული სულისგან. განპირობებული სული, ანუ ცოცხალი არსება ბუნების კანონთა კონტროლის ქვეშ იმყოფება, მაშინ როცა პარამატმა, ანუ ზესული მატერიალური ენერგიის განმგებელი გახლავთ.

ლექსი 32

იათჰა ჰი ავაჰიტო ვაჰნირ დარუშვ ეკაჰ სვა-იონიშუ
ნანევა ბჰატი ვიშვატმა ბჰუტეშუ ჩა ტათჰა პუმან


ზესულის სახით უფალი ყველაფერს განმსჭვალავს, როგორც ცეცხლი შედის ყველაფერში. ამრიგად, უფალი მრავალსახოვანი ჩანს, თუმცა აბსოლუტურად ერთი და განუმეორებელია.

განმარტება: უფალი ვასუდევა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, თავისი ერთი სრული ნაწილით მთელ მატერიალურ სამყაროზე ვრცელდება და მისი არსებობის შეგრძნება ატომურ ენერგიაშიც კი შეიძლება. ნივთიერება, ანტინივთიერება, პროტონი, ნეიტრონი და მისთ. უფლის ასპექტ პარამატმას გამოვლინების სხვადასხვა შედეგებია. როგორც შეშიდან ვლინდება ცეცხლი, ან რძიდან – კარაქი, ასევე უფლის პარამატმას სახით თანდასწრებაც შეიძლება შევიგრძნოთ ვედურ ლიტერატურაში, კერძოდ კი განსაკუთრებით უპანიშადებსა და “ვედანტაში” განხილული ტრანსცენდენტული თემების დაკანონებული მოსმენითა და გალობით. “შრიმად-ბჰაგავატამი” ვედური ლიტერატურის ავტორიტეტული განმარტება გახლავთ. უფლის შეცნობა ტრანსცენდენტული ეპისტოლეს სმენითი აღქმით შეიძლება და ეს ტრანსცენდენტული ცოდნის შეძენის ერთადერთ გზას წარმოადგენს. როგორც ცეცხლი ინთება სხვა ალმოდებული შეშიდან, ასევე ადამიანის ღვთაებრივი ცნობიერებაც შეიძლება აინთოს სხვა პიროვნების ღვთაებრივი მოწყალებით. მის ღვთაებრივ მოწყალება სულიერ მოძღვარს შეშისმაგვარ ცოცხალ არსებაში სულიერი ცეცხლის დანთება შეუძლია აღმქმელ ყურში სწორი სულიერი ეპისტოლეების შეყვანით. ამიტომ ადამიანმა მხოლოდ ამთვისებელი სმენით უნდა მიმართოს ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს. ამის შედეგად იგი თანდათანობით სულიერი ყოფიერების შეცნობას შეძლებს. ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ ამაში მდგომარეობს. ადამიანს შეუძლია სწორად მოსმენა, ცხოველს კი – არა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 12 2011, 10:42 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 33

ასაუ გუნამაიაირ ბჰავაირ ბჰუტა-სუკშმენდრიიატმაბჰიჰ
სვა-ნირმიტეშუ ნირვიშტო ბჰუნკტე ბჰუტეშუ ტად-გუნან


ზესული მატერიალური ბუნების მოდუსების ზეგავლენის ქვეშ მყოფი შექმნილი არსებების სხეულებში შედის და ნატიფი ჭკუის საშუალებით ამ მოდუსთა შედეგებით ტკბობას აიძულებს მათ.

განმარტება: არსებობს 8 400 000 სახეობის ცოცხალი არსება, დაწყებული ყველაზე გონიერი არსება ბრაჰმათი და დამთავრებული უმნიშვნელო ჭიანჭველით. ნატიფი ჭკუისა და უხეში მატერიალური სხეულის სურვილების თანახმად, ყოველი არსება მატერიალური სამყაროთი ტკბება. უხეში მატერიალური სხეული ნატიფი ჭკუის აღნაგობის თანახმად ყალიბდება, გრძნობები კი ცოცხალი არსების სურვილის შესაბამისად არის შექმნილი. პარამატმას სახით უფალი ეხმარება ცოცხალ არსებას მატერიალური ბედნიერების მიღწევაში, რადგან ცოცხალ არსებას საკუთარი სურვილების შესრულების არანაირი ძალა არ შესწევს. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სხვა მხრივ რომ განვიხილოთ, ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან. ამიტომ ისინი ერთიანნი არიან უფალთან. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი აცხადებს, რომ ყოველი სახეობის სხეულში მყოფი ცოცხალი არსებები მისი შვილები არიან. შვილების ტანჯვა და ბედნიერება ერთგვარად მამის ტანჯვა და ბედნიერებაცაა. მაგრამ ეს მამაზე მაინც არანაირად არ მოქმედებს. იგი იმდენად კეთილია, რომ მუდამ თან ახლავს ცოცხალ არსებას პარამატმას სახით და ყოველთვის ცდილობს, ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ შემოაბრუნოს იგი.

ლექსი 34

ბჰავაიატი ეშა სატტვენა ლოკან ვაი ლოკა-ბჰავანაჰ
ლილავატარანურატო დევა-ტირიან ნარადიშუ


ამრიგად, სამყაროთა უფალი ასულდგმულებს ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და დაბალი ცხოველებით დასახლებულ ყოველ პლანეტას. ღებულობს რა ინკარნაციათა სახეებს, იგი წმინდა სათნოებაში მყოფთა მოსახმობად გართობებს ასრულებს.

განმარტება: არსებობს ურიცხვი მატერიალური სამყარო და ყოველ მათგანში ბუნების სხვადასხვა მოდუსებში მყოფი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი არსებებით დასახლებული ურიცხვი პლანეტაა. უფალი (ვიშნუ) ყოველ მათგანსა და ყოველი სახეობის არსებათა საზოგადოებაში მოდის ინკარნაციის სახით. მათ შორის იგი თავის ტრანსცენდენტულ გართობებს ავლენს, რათა ღმრთეებასთან დაბრუნების სურვილი ჩაუნერგოს. უფალი არ იცვლის თავის თავდაპირველ ტრანსცენდენტულ მდგომარეობას, მაგრამ სხვადასხვა სახით ევლინება, კონკრეტული დროის, პირობებისა და საზოგადოების შესაბამისად.

ზოგჯერ თავად მოდის, ზოგჯერ კი მისი სახელით მოქმედების უფლებას აძლევს შესაფერის ცოცხალ არსებას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მიზანი ერთია: უფალს სურს, რომ ტანჯული ცოცხალი არსებები სახლში, ღმრთეებასთან დაბრუნდნენ. იმ ბედნიერების მიღწევა, რომელსაც ცოცხალი არსებები ელტვიან, შეუძლებელია ურიცხვი სამყაროებისა და მატერიალური პლანეტების რომელიმე კუთხეში. ცოცხალი არსებებისთვის სანატრელი მარადიული ბედნიერება მიიღწევა ღმერთის სასუფეველში, მაგრამ მატერიალური მოდუსების გავლენის ქვეშ მყოფ გულმავიწყ ცოცხალ არსებებს წარმოდგენა არ გააჩნიათ ამის შესახებ. ამიტომ უფალი ღმერთის სასუფევლის ეპისტოლეს გასავრცელებლად მოდის, ან უშუალოდ ინკარნაციის, ან თავისი ჭეშმარიტი წარმომადგენლის სახით, რომელიც ვლინდება როგორც ღმერთის ღირსეული შვილი. ასეთი ინკარნაციები ან ღმერთის შვილები ღმრთეებასთან დაბრუნებას ქადაგებენ არა მარტო ადამიანთა საზოგადოებაში, არამედ ნახევარღმერთებსა და ადამიანებისაგან განსხვავებულ არსებათა შორისაც.


მეორე თავის დასასრული


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 16 2011, 11:41 AM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მესამე
კრშნა ყოველი ინკარნაციის წყაროა




ლექსი 1

სუტა უვაჩა
ჯაგრჰე პაურუშამ რუპამ ბჰაგავან მაჰად-ადიბჰიჰ
სამბჰუტამ შოდაშა-კალამ ადაუ ლოკა-სისრკშაია


სუტამ თქვა: სამყაროს შექმნის დასაწყისში უფალი თავიდან პურუშა ინკარნაციის სახით გავრცელდა სამყაროსეულ ფორმაში და გამოავლინა მატერიალური სამყაროს შექმნისთვის საჭირო ყოველი ელემენტი. ამრიგად, პირველად მატერიალური ქმედების თექვსმეტი პრინციპი შეიქმნა. ამის მიზანი მატერიალური სამყაროს შექმნა იყო.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა თავისი სრული ექსპანსიების სახით ვრცელდება და ამ გზით მატერიალურ სამყაროებს ასულდგმულებს. ასე რომ, პურუშას ფორმა, რომელზეც აქ არის ლაპარაკი, იგივე პრინციპის დამადასტურებელია. ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება ვასუდევა, ანუ უფალი კრშნა, რომელიც მეფე ვასუდევას ან მეფე ნანდას შვილის სახელითაა ცნობილი, აღსავსეა მთელი სიმდიდრით, მთელი ძლევამოსილებით, მთელი სახელმოხვეჭილობით, მთელი სილამაზით, მთელი ცოდნითა და მთელი განდეგილობით. მისი სიდიადის ნაწილი უპიროვნო ბრაჰმანის სახით ვლინდება, ნაწილი კი – პარამატმას სახით. ღმრთეების ერთი და იგივე პიროვნების, შრი კრშნას პურუშა ასპექტი უფლის თავდაპირველი გამოვლინება პარამატმაა. მატერიალურ სამყაროში პურუშას სამ ასპექტს ვხვდებით და ეს ფორმა, რომელსაც კარანოდაკაშაიი ვიშნუ ეწოდება, პირველია სამთაგან. დანარჩენებს ეწოდებათ გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ და კშიროდეკაშაიი ვიშნუ, რომელთაც თანმიმდევრობით გავეცნობით. ურიცხვი სამყაროები კარანოდაკაშაიი ვიშნუს კანის ფორებიდან წარმოიქმნება და ყოველ სამყაროში უფალი გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შედის.

“ბჰაგავად-გიტაშიც” ნათქვამია, რომ მატერიალური სამყარო დროის გარკვეულ მონაკვეთში ვლინდება და კვლავ ნადგურდება. შექმნა და განადგურება უზენაესის ნებით განპირობებული სულების, ანუ ნიტია-ბადდჰა ცოცხალი არსებების მიზეზით მიმდინარეობს. ნიტია-ბადდჰას, ანუ მარადიულად განპირობებულ ცოცხალ არსებებს გააჩნიათ ინდივიდუალობის გრძნობა, აჰანკარა, რომელიც გრძნობათა დაკმაყოფილებას კარნახობს, მაგრამ ისინი თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე ვერ მიაღწევენ ამას. უფალია ერთადერთი განმცხრომელი, ყველა დანარჩენი კი მისი განცხრომისთვის არის განკუთვნილი. ცოცხალი არსებები დამოკიდებული განმცხრომელები არიან. მაგრამ მარადიულად განპირობებულ სულებს, რომელთაც დავიწყებული აქვთ თავიანთი კონსტიტუციური მდგომარეობა, განცხრომისაკენ ძლიერი მიდრეკილება ახასიათებთ. მატერიალურ სამყაროში განპირობებულ სულებს განცხრომის შესაძლებლობა ეძლევათ და ამავე დროს საკუთარი ჭეშმარიტი კონსტიტუციური მდგომარეობის გაგების საშუალებაც აქვთ. ის იღბლიანი განპირობებული ცოცხალი არსებები, რომლებიც მიხვდნენ ჭეშმარიტებას და მატერიალურ სამყაროში მრავალი, მრავალი დაბადების შემდეგ ვასუდევას ლოტოსის ტერფებს მიენდნენ, მარადიულად განთავისუფლებულ სულებს უერთდებიან და ღმრთეების სასუფეველში შეღწევის უფლებას იღებენ. ამის შემდეგ ასეთ იღბლიან ცოცხალ არსებებს მატერიალურ სამყაროში უკან დაბრუნება აღარ მოეთხოვებათ. მაგრამ ისინი, ვინც ვერ ხვდებიან კონსტიტუციურ ჭეშმარიტებას, მატერიალური სამყაროს განადგურებისას კვლავ მაჰატ-ტატტვას ერწყმიან. როდესაც სამყარო ხელახლა იქმნება, მაჰატ-ტატტვა ისევ მოძრაობას იწყებს. მაჰატ-ტატტვა მატერიალური გამოვლინებისთვის საჭირო ყოველ შემადგენელ ნაწილს, მათ შორის განპირობებულ სულებსაც კი შეიცავს. თავიდან მაჰატ-ტატტვა იყოფა თექვსმეტ ნაწილად, სახელდობრ ხუთ უხეშ მატერიალურ ელემენტად და თერთმეტ სამოქმედო იარაღად, ანუ გრძნობად. იგი მოწმენდილ ცაზე არსებულ ღრუბელს ჰგავს. მთელ სულიერ ზეცაზე ბრაჰმანის სხივებია მოფენილი და ყველაფერი სულიერი სინათლით არის გაბრწყინებული. მაჰატ-ტატტვა ვრცელი, უსასრულო სულიერი ზეცის ერთ კუთხეშია მოქცეული და მაჰატ-ტატტვით დაფარულ ნაწილს მატერიალური ზეცა ეწოდება. მაჰატ-ტატტვა მთელი სულიერი ზეცის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს და მასში ურიცხვი სამყარო არსებობს. ყოველი ეს სამყარო, ერთად აღებული, წარმოქმნილია კარანოდაკაშაიი ვიშნუს მიერ, რომელსაც მაჰა-ვიშნუც ეწოდება; იგი უბრალოდ მზერის მოვლებით ანაყოფიერებს მატერიალურ ზეცას.

ლექსი 2

იასიამბჰასი შაიანასია იოგა-ნიდრამ ვიტანვატაჰ
ნაბჰი-ჰრადამბუჯად ასიდ ბრაჰმა ვიშვა-სრჯამ პატიჰ


პურუშას ნაწილი წევს სამყაროს წყალში, მისი ჭიპიდან იზრდება ლოტოსის ღერო, ღეროს თავზე ყოფი ყვავილიდან კი ვლინდება ბრაჰმა, სამყაროს ყოველი შემოქმედის მეუფე.

განმარტება: პირველი პურუშა კარანოდაკაშაიი ვიშნუა. მისი კანის ფორებიდან ურიცხვი სამყარო ამოდის. თითოეულ სამყაროში პურუშა გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შედის. იგი წევს სამყაროს ნახევარში, რომელიც მისი სხეულის წყლით არის სავსე. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს ჭიპიდან კი იზრდება ლოტოსის ყვავილი, მასში იბადება ბრაჰმა, ყოველი ცოცხალი არსების მამა და მთავარი “მშენებელ” ნახევარღმერთებს შორის, რომლებიც სამყაროს სრულყოფილი პროექტის განხორციელებაში ღებულობენ მონაწილეობას. ლოტოსის ღეროში განლაგებულია თოთხმეტი პლანეტარული სისტემა და დედამიწისმაგვარი პლანეტები შუაშია მოქცეული. მაღლა უკეთესი, მაღალი პლანეტარული სისტემებია, უმაღლეს პლანეტას კი ბრაჰმალოკა, ანუ სატიალოკა ეწოდება. დედამიწისმაგვარ პლანეტარულ სისტემებზე დაბლა არის შვიდი დაბალი პლანეტარული სისტემა, რომლებიც ასურებითა და მსგავსი მატერიალისტური ცოცხალი არსებებით არის დასახლებული.

გარბჰოდაკაშაიი ვიშნუსგან მოდის კშიროდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების საერთო პარამატმაა. მას ჰქვია ჰარი და სამყაროში ყოველი ინკარნაცია მისგან მომდინარეობს.

ამიტომ დასკვნა ის გახლავთ, რომ პურუშა-ავატარა სამ ასპექტში ვლინდება: პირველია კარანოდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც მაჰატ-ტატტვაში მატერიალური ინგრედიენტების ერთიანობას ქმნის, მეორე – გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც ყოველ სამყაროში შედის და მესამე – კშიროდაკაშაიი ვიშნუ, ყოველი ორგანული თუ არაორგანული მატერიალური ქმნილების პარამატმა. მას, ვინც ღმრთეების პიროვნების ეს სამი ასპექტი იცის, სწორად ესმის ღმრთეება, ამიტომ მატერიალური დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა აღარ უწერია, რაც “ბჰაგავად-გიტაშია” დადასტურებული. ამ შლოკაში შეჯამებულად არის გადმოცემული მაჰა-ვიშნუს საკითხი. მაჰა-ვიშნუ თავისი ნებით სულიერი ზეცის ერთ ნაწილში განისვენებს. იგი წევს კარანას ოკეანეში, საიდანაც თვალს ავლებს თავის მატერიალურ ბუნებას და მაჰატ-ტატტვაც უმალვე იქმნება. უფლის ძალით დამუხტული მატერიალური ბუნება ერთბაშად ქმნის ურიცხვ სამყაროს, ისევე როგორც ხე იხუნძლება დროთა ვითარებაში ურიცხვი მწიფე ნაყოფით. მიწათმოქმედი ხეს რგავს და ხე ან ვაზი დროთა ვითარებაში ურიცხვ ნაყოფს ისხამს. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ამიტომ კარანას ოკეანეს მიზეზის ოკეანე ეწოდება. კარანა ნიშნავს “მიზეზისას”. სულელურად არ უნდა მივიღოთ ათეისტთა თეორია სამყაროს შექმნის შესახებ. ათეისტები “ბჰაგავად-გიტაში” არიან აღწერილი. ათეისტს შემოქმედისა არ სწამს, მაგრამ არც სამყაროს ასახსნელი კარგი თეორია გააჩნია. მატერიალურ ბუნებას პურუშას ძალის გარეშე შექმნის უნარი არ შესწევს, ისევე როგორც ქალს არ შეუძლია ბავშვის გაჩენა პურუშასთან, ანუ კაცთან კავშირის გარეშე. პურუშა ჩასახავს, პრკრტი კი აჩენს. არ უნდა გვეგონოს, რომ თხის კისერზე ჩამოკიდებული ხორციანი წანაზარდები რძეს მოიწველის, თუმცა გარეგნულად ისინი დვრილებს ჰგავს. ასევე, მატერიალური ინგრედიენტებისგან არავითარ შემოქმედებით უნარს არ უნდა ველოდეთ; უნდა გვჯეროდეს პურუშას ძალისა, რომელიც ბუნებას ანაყოფიერებს. რადგან უფალს მედიტაციაში დაწოლა სურდა, მატერიალურმა ენერგიამ უმალვე ურიცხვი სამყარო შექმნა. უფალი თითოეულ მათგანში დაწვა და ამრიგად, უფლის ნებით ერთბაშად შეიქმნა ყოველი პლანეტა და სხვადასხვა ატრიბუტები. უფალს უსაზღვრო პოტენციები აქვს, თუმცა პირადად არაფრის გაკეთება არ მოეთხოვება. არავინ არის მასზე დიადი ან მისი თანასწორი. ეს გახლავთ ვედების დასკვნა.

ლექსი 3

იასიავაიავა-სამსთჰანაიჰ კალპიტო ლოკა-ვისტარაჰ
ტად ვაი ბჰაგავატო რუპამ ვიშუდდჰამ სატტვამ ურჯიტამ


ითვლება, რომ სამყაროს ყოველი პლანეტარული სისტემა პურუშას ვრცელ სხეულზეა განლაგებული, მაგრამ მას არაფერი ესაქმება შექმნილ მატერიალურ ინგრედიენტებთან. მისი სხეული მარად სულიერ ყოფიერებაშია.

განმარტება: უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტების ვირატ-რუპას, ანუ ვიშვა-რუპას კონცეფცია განსაკუთრებით ნეოფიტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც არ შეუძლიათ ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული ფორმის შესახებ ფიქრი. მათი აზრით, ფორმა მატერიალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავიდან საჭიროა აბსოლუტის საწინააღმდეგო კონცეფცია, რათა მან უფლის ენერგიის გამოვლინებაზე გადაიტანოს ყურადღება. როგორც ზემოთ ითქვა, უფალი თავის პოტენციას ავრცელებს მაჰატ-ტატტვას სახით, რომელიც მთელ მატერიალურ ინგრედიენტებს მოიცავს. უფლის ენერგიის გამოვლინება და თავად უფალი ერთი და იგივეა, მაგრამ, ამავე დროს, მაჰატ-ტატტვა განსხვავდება უფლისგან. ამიტომ უფლის პოტენცია და თავად უფალი ერთსა და იმავე დროს ერთი და განსხვავებული არიან. ასე რომ, ვირატ-რუპას კონცეფცია არ განსხვავდება უფლის მარადიული ფორმისგან, განსაკუთრებით კი იმპერსონალისტებისთვის. უფლის ეს მარადიული ფორმა მაჰატ-ტატტვას შექმნამდე არსებობს და აქ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ იგი არის აბსოლუტურად სულიერი, ანუ ტრანსცენდენტული მატერიალური ბუნების მოდუსების მიმართ. უფლის იგივე ტრანსცენდენტული ფორმა მისი შინაგანი პოტენციით ვლინდება და მისი მრავალგვარი ინკარნაციები ყოველთვის ამავე ტრანსცენდენტული თვისობრიობით ხასიათდებიან, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მაჰატ-ტატტვასთან.

ლექსი 4

პაშიანტი ადო რუპამ ადაბჰრა-ჩაკშუშა
საჰასრა-პადორუ-ბჰუჯანანდბჰუტამ
საჰასრა-მურდჰა-შრავანაკში-ნასიკამ
საჰასრა-მაული-ამბარა-კუნდალოლლასატ


ერთგულები თავიანთი სრულყოფილი თვალებით ხედავენ პურუშას ტრანსცენდენტალ ფორმას, რომელსაც ათასობით ფეხი, ბარძაყი, ხელი და სახე აქვს და მათგან ყველა არაჩვეულებრივია. ამ სხეულს აქვს ათასობით თავი, ყური, თვალი და ცხვირი. ისინი მორთულია ათასობით მუზარადითა და მოელვარე საყურეებით და ყვავილწნულებით არის შემკული.

განმარტება: ჩვენი ახლანდელი მატერიალური თვალებით შეუძლებელია ტრანსცენდენტულ უფალთან დაკავშირებული რამის აღქმა. ჩვენი ახლანდელი თვალები ერთგული სამსახურის პროცესით უნდა განიწმინდოს და შემდეგ უფალი თავად გაგვენდობა. “ბჰაგავად-გიტაში” დადასტურებულია, რომ ტრანსცენდენტული უფლის აღქმა მხოლოდ წმინდა ერთგული სამსახურით შეიძლება. ამრიგად, ვედები ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთგულ სამსახურს შეუძლია ჩვენი უფალთან მიყვანა და რომ მხოლოდ ერთგულ სამსახურს შეუძლია გაგვინდოს უფალი. “ბრაჰმა-სამჰიტაშიც” ნათქვამია, რომ უფალი ყოველთვის იმ ერთგულების მხედველობის არეშია, რომელთაც თვალებზე ერთგული სამსახურის მალამო აქვთ წასმული. მაშასადამე, უფლის შესახებ ცოდნა იმათგან უნდა მივიღოთ, ვინც ერთგული სამსახურის მალამოწასმული თვალებით ჭეშმარიტად იხილეს უფალი. მატერიალურ სამყაროშიც ყოველთვის საკუთარი თვალებით როდი ვხედავთ საგნებს; ზოგჯერ ვხედავთ სხვისი გამოცდილების საფუძველზე, რომლებმაც ჭეშმარიტად იხილეს ან მოიმოქმედეს რაიმე. თუკი ეს პროცესი მატერიალური საგნის აღქმისთვის გამოიყენება, მითუმეტეს, ტრანსცენდენტულ საკითხებსაც ეხება. ამრიგად, მხოლოდ მოთმინებითა და დაჟინებით შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და მის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებული ტრანსცენდენტული საკითხების გაგება. ნეოფიტისთვის უფალი უფორმოა, მაგრამ გამოცდილი მსახურისთვის იგი ტრანსცენდენტულ ფორმას წარმოადგენს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 18 2011, 01:19 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 5

ეტან ნანავატარანამ ნიდჰანამ ბიჯამ ავაიამ
იასიამშამშენა სრჯიანტე დევა-ტირიან-ნარადაიაჰ


ეს ფორმა [პურუშას მეორე გამოვლინება] სამყაროში არსებული მრავალგვარი ინკარნაციების წყარო და ურღვევი თესლია. ამ ფორმის ნაწილაკებისა და ნაწილებისაგან იქმნება სხვადასხვა ცოცხალი არსებები, როგორებიც არიან ნახევარღმერთები, ადამიანები და სხვ.

განმარტება: მაჰატ-ტატტვაში ურიცხვი სამყაროს შექმნის შემდეგ პურუშა თითოეულ მათგანში მეორე პურუშას, ანუ გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შევიდა. როდესაც მან იხილა, რომ სამყაროში მხოლოდ სიბნელე და სივრცე სუფევდა და განსასვენებელი ადგილი არ მოიპოვებოდა, საკუთარი ოფლით სამყაროს ნაწილი აავსო და ამავე წყალზე დაწვა. ამ წყალს გარბჰოდაკა ეწოდება. შემდეგ მისი ჭიპიდან ამოვიდა ლოტოსის ყვავილის ღერო და ყვავილის ფურცლებზე დაიბადა ბრაჰმა, ანუ სამყაროსეული გეგმის მთავარი ინჟინერი. ბრაჰმა ამ სამყაროს ინჟინერი გახდა, თავად უფალმა კი სამყაროს არსებობის შენარჩუნება ითავა ვიშნუს სახით. ბრაჰმა პრაკრტის რაჯო-გუნისგან, ანუ ბუნების ვნების მოდუსისგან წარმოიშვა, ვიშნუ კი სათნოების მოდუსის უფალი გახდა. ვიშნუ ტრანსცენდენტულია ყოველი მოდუსის მიმართ, ამიტომ ყოველთვის განზე დგას მატერიალისტური მიჯაჭვულობისგან. ეს გარემოება უკვე განვმარტეთ. ბრაჰმასგან წარმოიშვა რუდრა (შივა), რომელიც უმეცრების, ანუ წყვდიადის მოდუსს განაგებს. უფლის ნებით იგი მთელ სამყაროს ანადგურებს. ამიტომ სამივე, კერძოდ ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს ინკარნაციები არიან. სამყაროში ცოცხალი არსებების გასამრავლებლად ბრაჰმასგან წარმოიშვნენ სხვა ნახევარღმერთები, როგორებიც არიან დაკშა, მარიჩი, მანუ და მრავალი სხვა. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ ხოტბაშესხმულია ვედებში, გარბჰა-სტუტი ჰიმნებში, რომლებიც იწყება უფლის აღწერილობით, რომ მას აქვს ათასი თავი და ა.შ. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ სამყაროს უფალია და თუმცა თითქოს სამყაროში წევს, ყოველთვის ტრანსცენდენტულია. ეს საკითხიც განმარტებული იყო. ვიშნუ, რომელიც გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სრული ნაწილია, სამყაროსეული სიცოცხლის ზესულს წარმოადგენს დამ ას სამყაროს მასულდგმულებელი, ანუ კშიროდაკაშაიი ვიშნუ ჰქვია. ასეა გაგებული თავდაპირველი პურუშას სამი ასპექტი. სამყაროში ყოველი ინკარნაცია ამ კშიროდაკაშაიი ვიშნუსგან მომდინარეობს.

სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ინკარნაციები მოდიან და მათ რიცხვს ბოლო არა აქვს, თუმცა ზოგიერთი განსაკუთრებით გამოირჩევა. ესენია: მატსია, კურმა, ვარაჰა, რამა, ნრსიმჰა, ვამანა და მრავალი სხვა. ამ ინკარნაციებს ლილა ინკარნაციები ეწოდებათ. კიდევ არსებობენ თვისობრივი ინკარნაციები, როგორებიც არიან ბრაჰმა, ვიშნუ და შივა (ანუ რუდრა), რომლებიც მატერიალური ბუნების სხვადასხვა მოდუსებს განაგებენ.

უფალი ვიშნუ არ განსხვავდება ღმრთეების პიროვნებისგან. უფალ შივას მოსაზღვრე მდგომარეობა უკავია ღმრთეების პიროვნებასა და ცოცხალ არსებებს, ანუ ჯივებს შორის. ბრაჰმა ყოველთვის ჯივა-ტატტვაა. უფალი შემოქმედებით უნარს ანიჭებს უმაღლეს ცოცხალ არსებას, ანუ უფლის უმაღლეს ერთგულს, რომელსაც ბრაჰმა ჰქვია. მისი ძალა კრისტალებსა და ძვირფას ქვებში არეკლილ მზის ძალას ჰგავს. როდესაც არ მოიპოვება ისეთი ცოცხალი არსება, ბრაჰმას ადგილის დაკავება რომ შეეძლოს, უფალი თავად ხდება ბრაჰმა და იკავებს ამ ადგილს.

უფალი შივა უბრალო ცოცხალი არსება არ არის. იგი უფლის სრული ნაწილია, მაგრამ რაკი უშუალო კავშირი აქვს მატერიალურ ბუნებასთან, მას უფალი ვიშნუსაგან განსხვავებული ტრანსცენდენტული მდგომარეობა უკავია. მათ შორის განსხვავება რძესა და მაწონს შორის არსებულ განსხვავებას ჰგავს. მაწონი იგივე რძეა, მაგრამ მისი რძის ნაცვლად გამოყენება არ შეიძლება.

შემდეგი ინკარნაციები არიან მანუები. ბრაჰმას სიცოცხლის ერთი დღის მანძილზე (რაც ჩვენი მზის 4 300 000 X 1 000 წელიწადს წარმოადგენს) თოთხმეტი მანუ არსებობს. ამიტომ ბრაჰმას ერთ თვეში არის 420 მანუ, ბრაჰმას ერთ წელიწადში კი – 5 400 მანუ. ბრაჰმა თავისი დროის 100 წელს ცოცხლობს, ამიტომ ბრაჰმას სიცოცხლის მანძილზე 5 400 100, ანუ 540 000 მანუა. არსებობს ურიცხვი სამყარო, თვითოეულ მათგანში თითო ბრაჰმაა და ყოველი მათგანი პურუშას ერთი სუნთქვის განმავლობაში იქმნება და ნადგურდება. ამიტომ შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი მილიონი მანუა პურუშას ერთი სუნთქვის მანძილზე.

ამ სამყაროში გამორჩეული მანუები არიან: იაჯნა, სვაიამბჰუვა მანუს სახით, ვიბჰუ სვაროჩიშა მანუს სახით, სატიასენა უტტამა მანუს სახით, ჰარი ტამასა მანუს სახით, ვაიკუნთჰა რაივატა მანუს სახით, აჯიტა ჩაკშუშა მანუს სახით, ვამანა ვაივასვატა მანუს სახით (ახლანდელ ეპოქას ვაივასვატა მანუ განაგებს), სარვაბჰაუმა სავარნი მანუს სახით, რშაბჰა დაკშა-სავარნი მანუს სახით, ვიშვაკსენა ბრაჰმა-სავარნი მანუს სახით, იოგეშვარა დევა-სავარნი მანუს სახით და ბრჰადბჰანუ ინდრა-სავარნი მანუს სახით. ეს იმ თოთხმეტი მანუს სახელებია, რომლებიც 4 300 000 000 მზის წელიწადის პერიოდს ფარავენ, რაც ზემოთ იქნა განხილული.

შემდეგ მოდიან იუგავატარები, ანუ ეპოქის ინკარნაციები. იუგები ცნობილია სატია-იუგას, ტრეატ-იუგას, დვაპარა-იუგასა და კალი-იუგას სახელით. თითოეული იუგას ინკარნაციას სხვადასხვა ფერი აქვს. ესენია: თეთრი, წითელი, შავი და ყვითელი. დვაპარა-იუგაში უფალი კრშნა შავი ფერით მოევლინა, კალი- იუგაში კი უფალი ჩაიტანია მოვიდა ყვითელი ფერით.

მაშასადამე უფლის ყოველი ინკარნაცია განდობილ წერილებშია მოხსენიებული. თვალთმაქცს არ შეუძლია ინკარნაცია გახდეს, რადგან მისი სახელი შასტრებში უნდა იყოს ნახსენები. თავად ინკარნაცია არ აცხადებს თავს უფლად, ამას დიდი ბრძენები აღიარებენ განდობილ წერილებში მოცემული ნიშნების საფუძველზე. ინკარნაციის ნიშან-თვისებები და მისი კონკრეტული მისია განდობილ წერილებშია მოხსენიებული.

უშუალო ინკარნაციების გარდა არსებობს ურიცხვი უფლებამოსილი ინკარნაცია. ისინიც განდობილ წერილში არიან მოხსენიებულნი. ასეთი ინკარნაციები უშუალოდ ან არაუშუალოდ არიან უფლებამოსილნი. როდესაც უშუალოდ არიან უფლებამოსილნი, მათ ინკარნაციები ჰქვიათ, ხოლო არაუშუალოდ უფლებამოსილთ ვიბჰუტი ეწოდებათ. უშუალოდ აღჭურვილი ინკარნაციები არიან კუმარები, ნარადა, პრთჰუ, შეშა, ანანტა და სხვა. რაც შეეხებათ ვიბჰუტის, ისინი დაწვრილებით არიან აღწერილი “ბჰაგავად-გიტას” თავში, რომელსაც ვიბჰუტი-იოგა ეწოდება. ყოველი სხვადასხვაგვარი ინკარნაციის პირველწყაროს კი გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ წარმოადგენს.

ლექსი 6

სა ევა პრათჰამამ დევაჰ კაუმარამ სარგამ აშრიტაჰ
ჩაჩარა დუშჩარამ ბრაჰმა ბრაჰმაჩარიამ აქჰანდიტამ


უპირველეს ყოვლისა, სამყაროს დასაწყისში, გაჩნდა ბრაჰმას ოთხი დაუქორწინებელი ვაჟიშვილი [კუმარები], მათ უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და აბსოლუტური ჭეშმარიტების შესაცნობად მკაცრ ასკეზებს ასრულებდნენ.

განმარტება: მატერიალური სამყარო დროის გარკვეულ მონაკვეთებში იქმნება, არსებობს და კვლავ ნადგურდება. კონკრეტული ბრაჰმას – სამყაროს ცოცხალ არსებათა მამის მიხედვით – ქმნილებებს სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. როგორც ითქვა, კუმარები მატერიალური სამყაროს შექმნის კაუმარას ხანაში მოევლინენ. მათ უბიწოების აღქმა დადეს და ჩვენთვის ბრაჰმანის შემეცნების გზის სასწავლებლად მკაცრი წვრთნა გაიარეს. კუმარები უფლებამოსილი ინკარნაციები არიან. მკაცრი წვრთნის გავლამდე ყოველი მათგანი ღირსეული ბრაჰმანი გახდა. ეს მაგალითი გულისხმობს იმას, რომ თავიდან ადამიანი ბრაჰმანი უნდა გახდეს, არა დაბადებით, არამედ თვისებებით და შემდეგ შეუდგეს ბრაჰმანის შემეცნების პროცესს.

ლექსი 7

დვიტიიამ ტუ ბჰავაისია რასატალა-გატამ მაჰიმ
უდდჰარიშიანნ უპადატტა იაჯნეშაჰ საუკარამ ვაპუჰ


ყოველი მსხვერპლშეწირვის უზენაესი განმცხრომელი მოევლინა ტახის ინკარნაციის [მეორე ინკარნაციის] სახით და დედამიწის სასიკეთოდ სამყაროს დაბალი ნაწილებიდან ამოიყვანა იგი (დედამიწა).

განმარტება: ამ ლექსიდან ჩანს, რომ ღმრთეების პიროვნების ყოველ ინკარნაციას კონკრეტული მისიაც გააჩნია. არ არსებობს ინკარნაცია რაიმე დანიშნულების გარეშე და ასეთი მისია ყოველთვის არაჩვეულებრივია. მისი შესრულება არც ერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია. ტახის ინკარნაციის დანიშნულება დედამიწის პლუტონის უწმინდური ოლქიდან ამოყვანაში მდგომარეობდა. ბინძური ადგილიდან რაიმეს აღება ტახის საქმეა და ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნებამაც ეს სასწაული უჩვენა ასურებს, რომელთაც დედამიწა ასსეტ უსუფთაო ადგილას დამალეს. ღმრთეების პიროვნებისთვის შეუძლებელი არაფერია და თუმცა იგი ტახის როლს თამაშობდა, ერთგულები თაყვანს სცემენ მას, რადგან იგი მუდამ ტრანსცენდენტულია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 19 2011, 02:57 PM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 8

ტრტიიამ რში-სარგამ ვაი დევარშიტვამ უპეტია საჰ
ტანტრამ სატვატამ აჩაშტა ნაიშკარმიამ კარმანამ იატაჰ

რშების ეპოქაში ღმრთეების პიროვნება მოევლინა მესამე უფლებამოსილი ინკარნაციის, დევარში ნარადას სახით, რომელიც დიდი ბრძენია ნახევარღმერთთა შორის. მან თავი მოუყარა ვედების განმარტებებს, რომლებიც ერთგულ სამსახურს ეხება და უანგარო შრომას მოუწოდებს.

განმარტება: დიდი რში ნარადა, რომელიც ღმრთეების პიროვნების უფლებამოსილი ინკარნაციაა, მთელ სამყაროში ავრცელებს ერთგულ სამსახურს. მთელ სამყაროში, ყოველ პლანეტასა და ყოველ სახეობაში მყოფი უფლის დიდი ერთგულები მისი მოსწავლეები არიან. შრილა ვიასადევაც, “შრიმად-ბჰაგავატამის” ავტორი, მისი ერთ-ერთი მოსწავლეა. ნარადამ შექმნა “ნარადა-პანჩარატრა” – ვედების განმარტება, საგანგებოდ უფლის ერთგული სამსახურისთვის განკუთვნილი. “ნარადა-პანჩარატრას” მიზანია კარმებს, ანუ კარმიულ მშრომელებს კარმიული შრომის ტყვეობისაგან განთავისუფლება ასწავლოს. ძირითადად, განპირობებულ სულებს კარმიული შრომა იზიდავთ, რადგან საკუთარი ოფლით სურთ ბედნიერების მიღწევა. მთელ სამყაროში სიცოცხლის ყოველი სახეობა კარმიული მშრომლებით არის სავეს. კარმიული შრომა ეკონომიკური განვითარების ათასგვარ გეგმებს მოიცავს. მაგრამ, ბუნების კანონის თანახმად, ყოველ ქმედებას საპასუხო უკუქმედება მოჰყვება და შრომის შემსრულებელი ხელფეხშეკრულია ასეთი კარგი თუ ცუდი რეაქციებით. კარგი შრომის შედეგს შედარებითი მატერიალური აყვავება წარმოადგენს, ცუდი შროის შედეგს კი – შედარებითი მატერიალური უბედურება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მატერიალური პირობები – ე.წ. ბედნიერებაცა და ე.წ. უბედურებაც – მხოლოდ გაჭირვებისთვის არის განკუთვნილი. სულელმა მატერიალისტებმა არ იციან, როგორ მიაღწიონ განპირობებულ მდგომარეობაში მარადიულ ბედნიერებას. შრი ნარადა ამას ასწავლის ამ სულელ კარმიულ მშრომელებს. იგი ასწავლის სამყაროს დაავადებულ ადამიანებს, თუ როგორ შეუძლია ახლანდელ საქმიანობას მათი სულიერი განთავისუფლების გზამდე მიყვანა. ავადმყოფს, რომელსაც რძის მიღების გამო დარღვეული აქვს საჭმლის მონელება, ექიმი რძის სხვა პროდუქტს – მაწონს უნიშნავს. ამრიგად, დაავადების მიზეზიც და წამალიც შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ მკურნალობა ისეთმა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს, როგორიცაა ნარადა. “ბჰაგავად-გიტაც” იგივეს გვთავაზობს: საკუთარი შრომის ნაყოფები მივუძღვნათ უფალს და ასე ვემსახუროთ მას. ეს ადამიანს ნაიშკარმიას, ანუ განთავისუფლების გზაზე აიყვანს.

ლექსი 9

ტურიე დჰარმა-კალა-სარგე ნარა-ნარაიანავ რში
ბჰუტვატმოპაშამოპეტამ აკაროტ დუშჩარამ ტაპაჰ


მეოთხე ინკარნაციაში უფალი გახდა ნარა და ნარაიანა, მეფე დჰარმას ცოლის ტყუპი ვაჟები. ამრიგად, გრძნობათა კონტროლისათვის მან მკაცრი და სამაგალითო ეპითემიები გაიარა.

განმარტება: როგორც მეფე რშაბჰამ ურჩია თავის შვილებს, ადამიანის ერთადერთი მოვალეობა არის ტაპასია, ანუ ტრანსცენდენტციის შეცნობისათვის საჭირო ეპითიმია; ჩვენს სასწავლებლად უფალმა თავად გვიჩვენა ამის შესრულების მაგალითი. უფალი მეტად კეთილია გულმავიწყი სულების მიმართ. ამიტომ იგი თავად მოდის და გვიტოვებს საჭირო დარიგებებს, აგრეთვე წარმომადგენლების სახით თავის შვილებს აგზავნის, რათა ღმრთეებასთან მოუხმოს ყოველ განპირობებულ სულს. ყველას ახსოვს, რომ ამას წინათ უფალი ჩაიტანიაც ამ მიზნით მოევლინა – ამ მძიმე ინდუსტრიის, რკინის ეპოქის დაცემული სულების სახსნელად. ნარაიანას ინკარნაციას დღესაც თაყვანს სცემენ ჰიმალაებში, ბადარი-ნარაიანაში.

ლექსი 10

პანჩამაჰ კაპი;ო ნამა სიდდჰეშაჰ კალა-ვიპლუტამ
პროვაჩასურიე სანქჰიამ ტატტვა-გრამა-ვინირნაიამ


მეხუთე ინკარნაცია, სახელად კაპილა, საუკეთესოა სრულყოფილ არსებათა შორის. მან ასური ბრაჰმანს სამყაროს ელემენტები და მეტაფიზიკა განუმარტა, რადგან დროთა განმავლობაში ეს ცოდნა დაკარგული იყო.

განმარტება: სამყაროში ოცდაოთხი ელემენტი არსებობს. ყოველი მათგანი დაწვრილებით არის განმარტებული სანქჰიას ფილოსოფიაში. როგორც წესი, ევროპელი მეცნიერები სანქჰიას ფილოსოფიას მეტაფიზიკას უწოდებენ. სანქჰიას ეტიმოლოგიური მნიშვნელობა არის “ის, რაც ანალიზის საშუალებით ნათლად განმარტავს მატერიალურ ელემენტებს”. პირველად ეს გააკეთა უფალმა კაპილამ, რომელიც აქ რიგით მეხუთე ინკარნაციად არის წოდებული.

ლექსი 11

შაშთჰამ ატრერ აპატიატვამ ვრტაჰ პრაპტო ნასუიაია
ანვიკშიკიმ ალარკაია პრაჰლადადიბჰია უჩივან


პურუშას მეექვსე ინკარნაცია იყო ბრძენი ატრის შვილი. იგი დაიბადა ანასუიას მუცლიდან, რომელიც ინკარნაციის მოვლინებისათვის ლოცულობდა. მან ტრანსცენდენციის შესახებ უამბო ალარკას, პრაჰლადასა და სხვებს [იადუს, ჰაიჰაიასა და ა.შ.].

განმარტება: უფალი მოევლინა დატტატრეიად, რში ატრისა და ანასუიას შვილად. დატტატრეიას ინკარნაციად მოვლინების ამბავი მოთხრობილია “ბრაჰმანდა პურანაში” ერთგული ცოლის ისტორიასთან დაკავშირებით. ნათქვამია, რომ ანასუია, რში ატრის ცოლი, ასე ევედრებოდა ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას: “ჩემო უფლებო, თუკი კმაყოფილი ხართ ჩემით და თუკი გსურთ, რაიმე კურთხევა გთხოვოთ, მაშინ გევედრებით, შეერთდით და გახდით ჩემი ვაჟიშვილი”. ისინი დათანხმდნენ ამაზე და დატტატრეიას სახით უფალმა სულის ფილოსოფია განმარტა, კერძოდ კი, ასწავლა ალარკას, პრაჰლადას, იადუს ჰაიჰაიასა და სხვ.

ლექსი 12

ტატაჰ საპტამა აკუტიამ რუჩერ იაჯნო ბჰიაჯაიატა
სა იამადიაიჰ სურა-განაირ აპატ სვაიამბჰუვანტარამ


მეშვიდე ინკარნაცია იყო იაჯნა, პრაჯაპატი რუჩისა და მისი ცოლის, აკუტის ვაჟიშვილი. იგი სვაიამბჰუვა მანუს შეცვლის დროს იყო განმგებელი დამ ას ეხმარებოდნენ ნახევარღმერთები, რომელთა შორისაც მისი შვილი იამა იყო.

განმარტება: მატერიალური სამყაროს არსებობის შენარჩუნება და მართვა ნახევარღმერთებს ევალებათ. ასეთი თანამდებობები უაღრესად ღვთისმოსავ ცოცხალ არსებებს ეძლევათ. როდესაც ასეთი ღვთისმოსავი ცოცხალი არსებები ცოტანი არიან, უფალი თავად ევლინება ბრაჰმას, პრაჯაპატის, ინდრასა და სხვ. სახით და ხელში იღებს განმგებლობას. სვაიამბჰუვა მანუს პერიოდის დროს (ახლა ვაიასვატა მანუს პერიოდია) არ იყო ინდრას ადგილის, ინდრალოკას (ზეცის პლანეტის) მეფის შესაფერისი ცოცხალი არსება. ამ დროს უფალი თავად გახდა ინდრა. სამყაროს მართვის საქმეებში უფალ იაჯნას ეხმარებოდნენ ნახევარღმერთები, რომელთა შორისაც იყვნენ მისი შვილები, კერძოდ იამა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 21 2011, 12:16 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 13

აშტამე მერუდევიამ ტუ ნაბჰერ ჯატა ურუკრამაჰ
დარშაიან ვარტმა დჰირანამ სარვაშრამა-ნამასკრიტამ


მერვე ინკარნაცია იყო მეფე რშაბჰა, მეფე ნაბჰისა და მისი ცოლის, მერუდევის შვილი. ამ ინკარნაციაში უფალმა აჩვენა სრულყოფილების გზა, რომელსაც მიჰყვებიან ისინი, ვინც სრულ ცონტროლს უწევენ გრძნობებს და პატივცემულნი არიან ყოველი ფენის მიერ.

განმარტება: ადამიანთა საზოგადოება ბუნებრივად იყოფა სიცოცხლის რვა ფენად და სტატუსად: საქმიანობათა ოთხი ჯგუფი და კულტურული განვითარების ოთხი ჯგუფი. საქმიანობათა ოთხ ჯგუფს მიეკუთვნება გონიერთა კლასი, მმართველთა კლასი, მწარმოებელთა კლასი და მუშათა კლასი. სულიერი შემეცნების გზაზე კულტურული განვითარების ოთხ საფეხურს კი წარმოადგენს მოწაფეობის ხანა, მეოჯახეობის ხანა, საერო ცხოვრებისაგან ჩამოშორების ხანა და განდეგილობის ხანა. აქედან განდეგილობის ხანა, ანუ სანნიასას წესი უმაღლესად ითვლება და თავისი მდგომარეობით სანნიასი ყოველი ფენისა და დანაყოფის სულიერ მოძღვრად არის მიჩნეული. სანნიასას წესშიც სრულყოფილებისაკენ ამაღლების ოთხი საფეხური გამოირჩევა. ესენია: კუტიჩაკა, ბაჰუდაკა, პარივრაჯაკაჩარია და პარამაჰამსა. პარამაჰამსას საფეხური სიცოცხლეში სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. მას ყველა სხვა პატივს სცემს. მაჰარაჯა რშაბჰა უფლის ინკარნაცია იყო და მან ასწავლა თავის შვილებს, გაჰყოლოდნენ სრულყოფილების გზას ტაპასიას საშუალებით, რაც ასპეტაკებს ყოფიერებას და მარადიული, უწყვეტი სულიერი ბედნიერების მიღწევის საშუალებას იძლევა. ყოველი ცოცხალი არსება ბედნიერებას ეძებს, მაგრამ არავინ იცის, სად შეიძლება მარადიული და უსაზღვრო ბედნიერების პოვნა. სულელი ხალხი ჭეშმარიტი ბედნიერების სანაცვლოდ მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებით მიღებული ე.წ. ბედნიერება დროებითია და ამით ძაღლებიცა და ღორებიც კი ტკბებიან. არც ერთი ცხოველი, ფრინველი თუ მხეცი არ არის მოკლებული ამ გრძნობათა სიამოვნებას. ამ ბედნიერების მიღება უხვად შეიძლება ყოველ სახეობაში, მათ შორის ადამიანის ფორმაშიც, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ასეთი იაფფასიანი ბედნიერებისთვის არ არის განკუთვნილი. იგი განკუთვნილია იმისთვის, რომ სულიერი შემეცნების საშუალებით მარადიულ და უსაზღვრო ბედნიერებას მივაღწიოთ. ეს სულიერი შემეცნება მიიღწევა ტაპასიას, ანუ ნებაყოფლობითი ეპითემიებისა და მატერიალური სიამოვნებისაგან აღკვეთის გავლით. მათ, ვინც მატერიალური სიამოვნებისაგან აღკვეთაში არიან გაწვრთნილნი, ჰქვიათ დჰირა, ანუ გრძნობებით შეუწუხებელი ადამიანები. მხოლოდ დჰირებს შეუძლიათ სანნიასას მიღება და თანდათანობით ასვლა პარამაჰამსას საფეხურზე, რომელსაც საზოგადოების ყოველი წევრი ეთაყვანება. მეფე რშაბჰა ამ მისიას ავრცელებდა და ბოლო სტადიაზე იგი სრულიად განუდგა სხეულისეულ მოთხოვნილებებს. სულელები ცდილობენ ამ სტადიის მიბაძვას, მაგრამ სინამდვილეში მისი მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და ისინი საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებენ.

ლექსი 14

რშიბჰირ იაჩიტო ბჰეჯე ნავამამ პართჰიევამ ვაპუჰ
დუგდჰემამ ოშადჰირ ვიპრას ტენაიამ სა უშატტამაჰ


ო ბრაჰმანებო, მეცხრე ინკარნაციაში, ისმინა რა ბრძენების ვედრება, უფალმა მიიღო მეფის [პრთჰუს] სხეული, რომელმაც მიწა დაამუშავა, რათა ათასგვარი მოსავალი აერო, და ამის წყალობით დედამიწა მშვენიერი და მიმზიდველი გახდა.

განმარტება: მეფე პრთჰუს მოვლენამდე, წინა მეფის, მაჰარაჯა პრთჰუს მამის ბიწიერი ცხოვრებით გამოწვეული არასწორი მმართველობის გამო ქვეყნად დიდი არეულობა სუფევდა. გონიერთა კლასის წარმომადგენლები (კერძოდ, ბრძენები და ბრაჰმანები) არა მხოლოდ ლოცულობდნენ უფლის მოვლენისათვის, არამედ ტახტიდან ჩამოაგდეს კიდეც წინა მეფე. ღვთისნიერება და ყოველმხრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა მეფის მოვალეობას წარმოადგენს. როგორც კი მეფე რამენაირად უგულვებელყოფს თავის მოვალეობას, გონიერთა კლასმა ტახტიდან უნდა ჩამოაგდოს იგი. მაგრამ გონიერი კლასის წარმომადგენლები არ იკავაბენ სამეფო ტახტს, რადგან მათ საზოგადოების კეთილდღეობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრიათ. ამის ნაცვლად უფალს ინკარნაციის მოვლინებას ევედრებოდნენ და უფალიც მოვიდა მაჰარაჯა პრთჰუს სახით. ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები, ანუ ღირსეული ბრაჰმანები, არასოდეს ელტვიან პოლიტიკურ თანამდებობებს. მაჰარაჯა პრთჰუმ დიდი მოსავალი აიღო და ასეთი კარგი მეფის ყოლის გამო მხოლოდ მოქალაქეები როდი გაბედნიერდნენ, დედამიწაც მშვენიერი და მიმზიდველი გახდა.

ლექსი 15

რუპამ სა ჯაგრჰე მატსიამ ჩაკშუშოდადჰი-სამპლავე
ნავი აროპია მაჰი-მაიიამ აპად ვაივასვატამ მანუ


როდესაც ჩაკშუშა მანუს პერიოდის შემდეგ სრული წარღვნა მოხდა და მთელი სამყარო წყალში ჩაიძირა, უფალმა თევზის ფორმა მიიღო და გადაარჩინა ვაივასვატა მანუ, ჰყავდა რა იგი ნავში.

განმარტება: შრიპადა შრიდჰარა სვამის, “ბჰაგავატამის” პირველი კომენტატორის აზრით, წარღვნა ყოველი მანუს შეცვლის შემდეგ არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩაკშუშა მანუს პერიოდის შემდეგ ეს წარღვნა სატიავრატასთვის გარკვეულ საოცრებათა საჩვენებლად მოხდა. მაგრამ შრილა ჯივა გოსვამიმ ზუსტი მტკიცებები მოიყვანა ავტორიტეტული წმინდა წერილებიდან (როგორიცაა “ვიშნუ-დჰარმოტტარა”, “მარკანდეია პურანა”, “ჰარივამშა” და სხვ.), რომ ყოველი მანუს შემდეგ ყოველთვის წარღვნა ხდება. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტიმაც მხარი დაუჭირა შრილა ჯივა გოსვამის და მან (შრი ჩაკრავარტიმ) “ბჰაგავატამრტაც” დაიმოწმა, რომ თითოეული მანუს შემდეგ წარღვნა ხდება. გარდა ამისა, თავისი ერთგულ სატიავრატასადმი განსაკუთრებული წყალობის მოსაფენად უფალი თავად მოევლინა ამ პერიოდში.

ლექსი 16

სურასურანამ უდადჰიმ მათჰნატამ მანდარაჩალამ
დადჰრე კამათჰა-რუპენა პრშთჰა ეკადაშე ვიბჰუჰ


უფლის მეთერთმეტე ინკარნაციამ კუს სახე მიიღო, მისი ბაკანი საყრდენი იყო მთა მანდარაჩალასთვის, რომელსაც სამყაროს თეისტები და ათეისტები სადღვებელად იყენებდნენ.

განმარტება: ერთხელ თეისტები და ათეისტები ზღვიდან ნექტარის ამოდღვებას ცდილობდნენ, რათა შეესვათ იგი და უკვდავნი გამხდარიყვნენ. ამ დროს მთა მანდარაჩალა სადღვებელად გამოიყენეს, რომელიც უფალი კუს, ღმრთეების ინკარნაციის ბაკანზე მოათავსეს ზღვის წყალში.

ლექსი 17

დჰანვანტარამ დვადაშამამ ტრაიოდაშამამ ევა ჩა
აპაიაიატ სურან ანიან მოჰინია მოჰაინ სტრიია


მეთორმეტე ინკარნაციაში უფალი დჰანვანტარის სახით მოევლინა, მეცამეტე ინკარნაციაში კი ქალის მომხიბვლელი სილამაზით აცდუნა ათეისტები და ნექტარი ნახევარღმერთებს გადასცა დასალევად.

ლექსი 18

ჩატურდაშამ ნარასიმჰამ ბიბჰრად დაიტიენდრამ ურჯიტამ
დადარა კარაჯაირ ურავ ერაკამ კატა-კრდ იათჰა


მეთოთხმეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა ნრსიმჰას სახით და ფრჩხილებით გაგლიჯა ათეისტი ჰირანიაკაშიპუს ძლიერი სხეული, როგორც ხურო ხლეჩს ლერწამს.

ლექსი 19

პანჩადაშამ ვამანაკამ კრტვაგად ადჰვარამ ბალეჰ
პადა-ტრაიამ იაჩამანაჰ პრატიადიტსუს ტრი-პიშტაპამ


მეთხუთმეტე ინკარნაციაში უფალმა მიიღო ჯუჯა ბრაჰმანის [ვამანას] სახე და მაჰარაჯა ბალის მსხვერპლშეწირვის ადგილს ეწვია. თუმცა გულში სამი პლანეტარული სისტემისგან შემდგარი სამეფოს დაბრუნება სურდა, მხოლოდ სამი ნაბიჯი მიწა სთხოვა.

განმარტება: ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია მთელი სამყარო უბოძოს მას, ვისაც თითქმის არაფერი გააჩნია, ან მთელი სამყაროსგან შემდგარი სამეფო წაართვას ვინმეს მიწის მცირე ნაკვეთის თხოვნით.

ლექსი 20

ავატარე შოდაშამე პაშიან ბრაჰმა-დრუჰო ნრპან
ტრიჰ-საპტა-კრტვაჰ კუპიტო ნიჰ-კშატრამ აკარონ მაჰიმ


ღმრთეების მეთექვსმეტე ინკარნაციაში უფალმა [როგორც ბჰრგუპატიმ] ოცდაერთჯერ გაანადგურა მმართველთა კლასი [კშატრიები], განრისხებული იყო რა მათზე ბრაჰმანების [გონიერი კლასის] წინააღმდეგ მათი აჯანყების გამო.

განმარტება: იგულისხმება, რომ კშატრიებმა, ანუ მმართველმა კლასმა პლანეტა გონიერთა კლასის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით უნდა მართოს, რომლებიც აღიარებული შასტრების, ანუ განდობილ წერილთა მიხედვით არიგებენ მმართველებს. მმართველები თავიანთ მოვალეობებს ამ დარიგების თანახმად უნდა ასრულებდნენ. როდესაც კშატრიები, ანუ მმართველთა კლასი არ ემორჩილება სწავლულ და გონიერ ბრაჰმანთა განკარგულებებს, ისინი ძალით უნდა იქნან გადაყენებულნი თანამდებობებიდან და მათი ადგილი უფრო ღირსეულებს უნდა დაეთმოთ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 23 2011, 02:23 PM
Post #39


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 21

ტატაჰ საპტადაშე ჯატაჰ სატიავატამ პარაშარატ
ჩაკრე ვედა-ტაროჰ შაქჰა დრშტვა პუმსო ‘ლპა-მედჰასაჰ


ამის შემდეგ ღმრთეების მეჩვიდმეტე ინკარნაციაში, პარაშარა მუნისგან სატიავატის მუცლიდან მოევლინა შრი ვიასადევა და იხილა რა, რომ ხალხი ნაკლებად გონიერი იყო, ერთი ვედა რამოდენიმე განაყოფად და ქვეგანაყოფად დაყო.

განმარტება: თავდაპირველად იყო ერთი ვედა. მაგრამ შრი ვიასადევამ თავდაპირველი ვედა ოთხად დაჰყო, კერძოდ, “სამა”, “იაჯურ”, “რგ”, “ათჰარვა” ვედებად და შემდეგ კვლავ განმარტა სხვადასხვა განშტოებებში, როგორიცაა პურანები და “Mაჰაბჰარატა”. უბრალო ადამიანს უჭირს ვედური ენისა და თემის გაგება. ეს უაღრესად გონიერ და თვითშეცნობილ ბრაჰმანებს ესმით. მაგრამ ახლანდელი კალის ეპოქა უმეცარი ხალხით არის სავეს. ისინიც კი, ვინც ამ ეპოქაში ბრაჰმანი მამებისგან იშვნენ, არაფრით სჯობიან შუდრებს. ორგზისშობილებმა, კერძოდ, ბრაჰმანებმა, კშატრიებმა და ვაიშიებმა სამსკარებად ცნობილი განწმენდის პროცესები უნდა გაიარონ, მაგრამ თანამედროვე ეპოქის ცუდი გავლენის გამო ე.წ. ბრაჰმანთა და სხვა მაღალი ფენების ოჯახის წევრები მაღალი კულტურით აღარ ხასიათდებიან. მათ ეწოდებათ დვიჯა-ბანდჰუები, ანუ ორგზისშობილთა მეგობრები და ოჯახის წევრები. მაგრამ ეს დვიჯა-ბანდჰუები შუდრების და ქალების დონეზე დგანან. დვიჯა-ბანდჰუების, შუდრებისა და ქალების მსგავსი ნაკლებად გონიერი ხალხისთვის შრი ვიასადევამ ვედები სხვადასხვა განყოფილებებად და ქვეგანყოფილებებად დაჰყო.

ლექსი 22

ნარა-დევატვამ აპანნაჰ სურა-კარია-ჩიკირშაია
სამუდრა-ნიგრაჰადინი ჩაკრე ვირიანი ატაჰ პარამ


მეთვრამეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა მეფე რამას სახით. ნახევარღმერთების სასიამოვნოდ მან ზეადამიანური ძალა გამოავლინა: დაიმორჩილა ინდოეთის ოკეანე და მოკლა ათეისტი მეფე რავანა, რომელიც ზღვის მეორე ნაპირას ცხოვრობდა.

განმარტება: ღმრთეების პიროვნება შრი რამამ ადამიანის სახე მიიღო და მოევლინა დედამიწას, რათა სიამოვნება მიენიჭებინა ნახევარღმერთებისთვის, ანუ სამყაროს წესრიგის დამცველი მმართველებისთვის. ზოგჯერ დიდი დემონები და ათეისტები, როგორებიც არიან რავანა, ჰირანიაკაშიპუ და სხვ. სახელს ითქვამენ მატერიალური წარმატებებით, რასაც ისინი მატერიალური მეცნიერებისა და სხვა მოქმედებების საფუძველზე აღწევენ, უფლის მიერ დაწესებული წესრიგისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. მაგალითად, მატერიალური ხერხებით სხვა პლანეტებზე გაფრენის მცდელობა დამყარებული წესრიგისთვის წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს. თითოეულ პლანეტაზე განსხვავებული პირობები არსებობს, რომელთაც ადამიანთა სხვადასხვა კლასები არიან შეგუებული და მათი იქ ყოფნის კონკრეტული მიზეზები უფლის კანონებშია მოცემული. მაგრამ მატერიალურ განვითარებაში მიღწეული მცირე წარმატებით გაყოყოჩებული უღმერთო მატერიალისტები ზოგჯერ უარყოფენ ღმერთის არსებობას. ერთ-ერთი მათგანი იყო რავანა დამ ას სურდა, უბრალო ხალხი გაეგზავნა ინდრას პლანეტაზე (ზეცის პლანეტაზე), ამისთვის საჭირო კვალიფიკაციის გარეშე. მას ზეციურ პლანეტამდე კიბის აგება უნდოდა, რათა ხალხს არ დასჭირვებოდა ამ პლანეტაზე შეღწევისთვის აუცილებელი ღვთისმოსავ საქმიანობათა წესების შესრულება. მას უფლის მიერ დაწესებული კანონის საწინააღმდეგო ქმედებების შესრულება სურდა. მან შრი რამას ავტორიტეტიც კი აბუჩად აიგდო და მოიტაცა მისი ცოლი, სიტა. ცხადია, ნახევარღმერთთა სურვილსა და ლოცვაზე პასუხად, უფალი რამა ამ ათეისტის დასასჯელად მოვიდა. ამიტომ მან მიიღო რავანას გამოწვევა. ეს “რამაიანას” შინაარსს წარმოადგენს. რადგან უფალი რამაჩანდრა ღმრთეების პიროვნება იყო, მან გამოავლინა ზეადამიანური საქმიანობები, რაც არც ერთ ადამიანს, მათ შორის მატერიალურად განვითარებულ რავანასაც არ შეუძლია. უფალმა რამაჩანდრამ წყალში მოტივტივე ქვებისგან სამეფო გზა ააგო ინდოეთის ოკეანეზე. თანამედროვე მეცნიერებმა გამოიკვლიეს უწონადობა, მაგრამ სადმე უწონადობის შექმნა მათ არ შეუძლიათ. უწონადობა უფალმა შექმნა, ეს უზარმაზარ პლანეტებს ჰაერში ცურვის საშუალებას აძლევს. ამრიგად, მან დედამიწაზეც უწონადი ქვები შექმნა და საყრდენის გარეშე ააგო ხიდი ზღვაზე. ასეთია ღმერთის ძალა.

ლექსი 23

ეკონავიმშე ვიმშატიმე ვრშნიშუ პრაპია ჯანმამი
რამა-კრშნავ იტი ბჰუვო ბჰაგავან აჰარად ბჰარამ


მეცხრამეტე და მეოცე ინკარნაციებში უფალი თავად მოევლინა ვრშნის ოჯახში [იადუს დინასტიაში] უფალი ბალარამასა და უფალი კრშნას სახით და ამით სამყაროს ტვირთი მოაცილა.

განმარტება: ამ ლექსში განსაკუთრებულად სიტყვა ბჰაგავანი მიუთითებს იმაზე, რომ ბალარამა და კრშნა უფლის თავდაპირველი ფორმებია. მოგვიანებით ეს დაწვრილებით იქნება განმარტებული. უფალი კრშნა არ არის პურუშას ინკარნაცია, რაც ამ თავის დასაწყისში გავიგეთ. იგი უშუალოდ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნებაა, ბალარამა კი უფლის პირველ გამოვლინებას წარმოადგენს. ბალადევასგან მომდინარეობს სრული ექსპანსიების პირველი რიგი: ვასუდევა, სანკარშანა, ანირუდდჰა და პრადიუმნა. უფალი შრი კრშნა ვასუდევაა, ბალადევა კი – სანკარშანა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 25 2011, 01:12 PM
Post #40


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექსი 24

ტატაჰ კალაუ სამპრავრტტე სამმოჰაია სურა-დვიშამ
ბუდდჰო ნამნანჯანა-სუტაჰ კიკატეშუ ბჰავიშიატი


შემდეგ კალი იუგის დასაწყისში, უფალი მოევლინება უფალი ბუდას, ანჯანას შვილის სახით, გაიას პროვინციაში [ბიჰარი], რათა შეცდომაში შეიყვანოს მორწმუნეებისადმი შურიანად განწყობილი ხალხი.

განმარტება: უფალი ბუდა, ღმრთეების პიროვნების უფლებამოსილი ინკარნაცია, მოევლინა გაიას (ბიჰარის) პროვინციაში როგორც ანჯანას შვილი. იგი ქადაგებდა არაძალმომრეობას და ვედებში ნებადართულ მსხვერპლშეწირვებსაც კი გმობდა. უფალი ბუდას მოვლენის დროს ხალხის უმრავლესობა ათეისტი იყო და მათ ყველაფერს ხორცის ჭამა ერჩივნათ. ვედური მსხვერპლშეწირვის საბაბით თითქმის ყოველი ადგილი სასაკლაოდ იყო ქცეული და ხალხი შეუზღუდავად ხოცავდა ცხოველებს. საცოდავი ცხოველებისადმი სიბრალულის გამო უფალი ბუდა არაძალმომრეობას ქადაგებდა. იგი ამბობდა, რომ არ სწამდა ვედების ცნებები და ხასზს უსვამდა ცხოველთა ხოცვით გამოწვეულ საზიანო ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. კალის ეპოქის ნაკლებად გონიერი ადამიანები, რომელთაც ღმერთის არ სწამდათ, გაჰყვნენ ამ პრინციპს და დროებით ისინი მორალურ დისციპლინასა და არაძალმომრეობაში გაიწვრთნენ, რაც ღმერთის შემეცნების გზაზე საწყის საფეხურებს წარმოადგენს. უფალმა შეცდომაში შეიყვანა ათეისტები, რადგან ათეისტებს, რომლებიც ამ პრინციპს მიჰყვებოდნენ, არ სწამდათ ღმერთის, მაგრამ მტკიცედ სჯეროდათ უფალი ბუდასი, რომელიც თავად ღმერთის ინკარნაცია გახლდათ. ამრიგად აიძულა მან ურწმუნო ხალხი, ეწამა ღმერთი უფალი ბუდას სახით. ეს უფალი ბუდას წყალობა იყო: მან ურწმუნოებს მისი რწმენა ჩაუნერგა.

უფალი ბუდას მოვლენამდე საზოგადოებაში უაღრესად გავრცელებული იყო ცხოველთა ხოცვა. ხალხი ამას ვედურ მსხვერპლშეწირვებად აცხადებდა. როდესაც ვედები ავტორიტეტული მოწაფეობრივი თანმიმდევრობის გზით არ არის მიღებული, ცოდნის ამ სისტემის ხატოვან ენას შემთხვევითი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. “ბჰაგავად-გიტაში” მოცემულია ასეთი სულელი მეცნიერების (ავიპაშჩიტაჰ) დახასიათება. ვედური ლიტერატურეს სულელი “სწავლულები”, რომლებიც უგულვებელჰყოფენ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ტრანსცენდენტული წყაროებიდან ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მიღებას, აუცილებლად დაიბნევიან. ისინი უმაღლეს მიზნად რიტუალისტურ ცერემონიებს მიიჩნევენ. მათ ღრმა ცოდნა არ გააჩნიათ. “ბჰაგავად-გიტას” თანახმად, (15.15) ვედაიშ ჩა სარვაირ აჰამ ევა ვედიაჰ – ვედების მთელი სისტემის დანიშნულება ცოცხალი არსების თანდათანობით უზენაესი უფლისკენ მიმავალ გზაზე წაყვანაში მდგომარეობს. ვედური ლიტერატურის მთელი არსი არის უზენაესი უფლის, ინდივიდუალური სულის, კოსმოსისა და მათ შორის ურთიერთკავშირის შეცნობა. როდესაც კავშირი ცნობილია, იწყება მისი შესაბამისი მოქმედებები, რის შედეგადაც ადვილად მიიღწევა სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, ანუ ღმრთეებასთან დაბრუნება. სამწუხაროდ, ვედების არაუფლებამოსილ სწავლულებს მხოლოდ განწმენდის პროცესები იზიდავთ, რის გამოც ბუნებრივ პროგრესს ვერ აღწევენ.

ათეისტური მიდრეკილებების მქონე ასეთი ხალხისთვის უფალი ბუდა თეიზმის განსახიერებას წარმოადგენს. ამიტომ, პირველ რიგში, მას ცხოველთა ხოცვის შეჩერებასურდა. არსებობენ ცხოველთა ორი სახის მკვლელები. ზოგჯერ სულსაც ცხოველი, ანუ ცოცხალი არსება ეწოდება. ამიტომ ცხოველთა მკვლელად ითვლება ცხოველთა მხოცველიცა და ისიც, ვინც საკუთარი მეობა დაკარგა.

მაჰარაჯა პარიკშიტმა თქვა, რომ მხოლოდ ცხოველის კვლელს არ შეუძლია უზენაესი უფლის ტრანსცენდენტული ეპისტოლეთი დატკბობა. ამიტომ, თუკი ხალხს რაიმე განათლება უნდა მიეცეს ღმრთეებისაკენ მიმავალ გზაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეაჩერონ ცხოველთა ხოცვა, რაზედაც ზზემოთ იყო საუბარი. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ცხოველთა ხოცვას არაფერი ესაქმება სულიერ შემეცნებასთან. კალი-იუგას წყალობით ამ სახიფათო თეორიის გამო მრავალი ე.წ. სანნიასი გამოჩნდა ასპარეზზე, ისინი ვედების სახელით ცხოველთა ხოცვას ქადაგებენ. ეს საკითხი უკვე განხილულ იქნა უფალი ჩაიტანიასა და მულა ჩანდ კაზი შაჰის საუბარში. ვედებში მოცემული ცხოველთა შეწირვა სასაკლაოებზე ცხოველთა შეუზღუდავი ხოცვა არ არის. რადგან ასურები, ანუ ვედური ლიტერატურეს ე.წ. სწავლულები ვედებით ამართლებენ ცხოველთა ხოცვას, უფალი ბუდა გარეგნულად უარყოფდა ვედების ავტორიტეტს. უფალმა ბუდამ უარყო ვედები, რათა ეხსნა ხალხი ცხოველთა ხოცვის ცოდვისგან, საბრალო ცხოველები კი – მათი დიდი ძმებისგან, რომლებიც კლავენ მათ და ამავე დროს სამყაროსეულ ძმობას, მშვიდობას, სამართალსა და თანასწორობას ქადაგებენ. როცა ცხოველებს ხოცავენ, სამართალი არ არსებობს. უფალმა ბუდამ სრულიად შეწყვიტა ეს, ამიტომ აჰიმსას მისი კულტი გავრცელდა არა მარტო ინდოეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

უფალი ბუდას ფილოსოფიას საერთოდ ათეიზმი ჰქვია, რადგან მასში არ არის აღიარებული უზენაესი უფალი და ამ ფილოსოფიაში უარყოფილია ვედების ავტორიტეტი. მაგრამ სინამდვილეში უფალმა ამით თავი შეინიღბა. უფალი ბუდა ღმრთეების ინკარნაცია გახლავთ. მაშასადამე, იგი ვედური ცოდნის თავდაპირველი განმმარტებელია. ამიტომ იგი არ უარყოფს ვედურ ფილოსოფიას. მაგრამ მან გარეგნულად უარყო იგი, რადგან სურა-დვიშა, ანუ დემონები, რომლებიც მუდამ ემტერებიან ღმრთეების ერთგულებს, ცდილობენ ვედებით გაამართლონ ძროხების ან სხვა ცხოველების ხოცვა და იგივეს აკეთებენ ახლანდელი ე.წ. სანნიასებიც. უფალ ბუდას ვედების ავტორიტეტის სრული უარყოფა მოუხდა. ეს რომ უბრალო ფორმალობა არ ყოფილიყო, მას ღმრთეების ინკარნაციად არ აღიარებდნენ. არც პოეტი ჯაიადევას, ერთ-ერთი ვაიშნავი აჩარიას ტრანსცენდენტალ სიმღერებში იქნებოდა იგი ხოტბაშესხმული. ვედების ავტორიტეტის დასამყარებლად უფალი ბუდ აიმ დროისთვის შესაბამისად ქადაგებდა ვედების საწყის პრინციპებს (იგივე გააკეთა შანკარაჩარიამაც). ამიტომ უფალმა ბუდამაც და აჩარია შანკარამაც თეიზმის გზა გაიკვალეს, ხოლო ვაიშნავმა აჩარიებმა, განსაკუთრებით კი უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ, ხალხი ღმრთეებასთან დაბრუნების გზისაკენ წაიყვანეს.

ჩვე მოხარულნი ვართ, რომ ხალხი ინტერესს იჩენს უფალი ბუდას არაძალმომრეობის მოძრაობისკენ. მაგრამ მართლა სერიოზულად მოეკიდებიან ამას და გააუქმებენ სასაკლაოებს? წინააღმდეგ შემთხვევაში აჰიმსას კულტს აზრი არა აქვს.

“შრიმად-ბჰაგავატამი” კალის ეპოქის დაწყებამდე იქნა შედგენილი (დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ), უფალი ბუდა კი დაახლოებით ორი ათას ექვსასი წლის წინათ მოევლინა. მაშასადამე, უფალი ბუდას მოვლინება “შრიმად-ბჰაგავატამში” არის ნაწინასწარმეტყველები. ასეთია ამ ნათელი წმინდა წერილის ავტორიტეტი. მასში მრავალი წინასწარმეტყველებაა მოცემული და ყოველი მათგანი ერთიმეორეს მიყოლებით სრულდება. ამით მტკიცდება “შრიმად-ბჰაგავატამის” ურყევი რეპუტაცია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ შეცდომას, ილუზიას, მოტყუებასა და არასრულყოფილებას – ყოველი განპირობებული სულის ოთხ მანკიერებას. განთავისუფლებული სულები ამ მანკიერებებზე მაღლა დგანან; ამიტომ ხედავენ და შეუძლიათ იმის წინასწარმეტყველება, რაც შორეულ მომავალში მოხდება.

ლექსი 25

ათჰასია იუგა-სანდჰიაიამ დასიუ-პრაიეშუ რაჯასუ
ჯანიტა ვიშნუ-იაშასო ნამნა კალკი ჯაგატ-პატიჰ


ამის შემდეგ, ორი იუგას შეერთების დროს, სამყაროს უფალი დაიბადება ინკარნაცია კალკის სახით და გახდება ვიშნუ იაშას შვილი. ამ დროს დედამიწის მმართველები მძარცველებად იქნებიან გადაგვარებული.

განმარტება: ამ ლექსში ნაწინასწარმეტყველებია უფალი კალკის, ღმრთეების კიდევ ერთი ინკარნაციის მოვლენა. იგი მოევლინება ორი იუგის შეერთებისას, კერძოდ, კალი-იუგას ბოლოს და სატია-იუგას დასაწყისში. ოთხი იუგას – სატიას, ტრეტას, დვაპარასა და კალის ციკლი კალენდრის თვეების მსგავსად ტრიალებს. ახლანდელი კალი-იუგა გრძელდება 432 000 წელიწადს, რომლისგანაც კურუკშეტრას ბრძოლისა და მეფე პარიკშიტის მმართველობის შემდეგ მხოლოდ 5 000 წელია გასული. ამრიგად, დარჩენილია 427 000 წელი. ამ პერიოდის მიწურულს მოევლინება კალკი, რაც “შრიმად-ბჰაგავატამშია” ნაწინასწარმეტყველები. ნახსენებია მამამისის, ვიშნუ იაშასა და სოფელ შამბჰალას სახელიც. როგორც უკვე ითქვა, თავის დროზე ყოველი ეს წინასწარმეტყველება ახდება. ასეთია “შრიმად-ბჰაგავატამის” ავტორიტეტი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:55 AM