გაცნობიერებული სიზმარი , სიზმრის მართვა |
გაცნობიერებული სიზმარი , სიზმრის მართვა |
Mar 29 2015, 02:22 AM
Post
#301
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წარმატებები ))) -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Apr 21 2015, 11:13 AM
Post
#302
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
განობიერებული სიზმარი და რეალობა
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 25 2015, 09:47 AM
Post
#303
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცხოვრება გაცნობიერებული სიზმარია რომელსაც ვმართავო
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Apr 26 2015, 08:00 AM
Post
#304
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,134 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანნა
QUOTE ცხოვრება გაცნობიერებული სიზმარია რომელსაც ვმართავო მართლაც... |
|
|
May 12 2015, 06:42 PM
Post
#305
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ დილით სიზმარში რაღაც დერეფანში დავდიოდი, კარს ვეძებდი , დიდხანს ვერ ვპოულობდი. ჩემს თავს ვუთხარი, რაღაც საეჭვოდ გავიჭედე, მგონი სიზმარში ვარ-მეთქი. მაგრამ ძალიან რეალური იყო ყველაფერი და დასარწმუნებლად გაღვიძება გადავწყვიტე, ვნახო ისევ აქ ვიქნები თუ საწოლში-მეთქი. გავიღვიძე და საწოლში ვიყავი, რა თქმა უნდა გავიცინე, ისევ დავიძნე და ის კარი ვიპოვეე
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 12 2015, 08:20 PM
Post
#306
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ დილით სიზმარში მიკი მაუსი ვიყავი... ყველაფერი ძალიან რეალური იყო და დასარწმუნებლად გაღვიძება გადავწყვიტე.
ვნახო ისევ მიკი მაუსი ვარ თუ მე მეთქი... გავიღვიძე და ვნახე რო არ ვარ მიკი მაუსი.. |
|
|
May 13 2015, 07:49 AM
Post
#307
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mata
შენ დამცინი, მე კი დღეს სიზმარში ოსაკრი ავიღე -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 14 2015, 01:03 AM
Post
#308
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 73 Joined: 28-May 13 Member No.: 7,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 28 2015, 08:16 PM
Post
#309
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ მესიზმრა მოსაკლავად მომზდევდნენ მანქანით მე ციგით მივდიოდი...თოვდა...
ვიარე ვიარე და აღმართი იყო და სიზმარშივე მივხვდი ან უნდა ავცოცდე ან ჩამარცრილავენ მეთქი, ხოდა რის ვაივაგლახით ავცოცდი ამ თოვლიან მთაზე, სამწუხაროდ ვინც მომზდევდა კენწეროში დამხვდა და ზევიდან დამიწყო სროლა, მერე გამომეღვიძა. სიზმრის ერთი თვისება დავიჭირე...სანამ გგონია რომ რეალობაში ხარ, ემორჩIლები ფიზიკურ კანონებს როგორც აქ, რეალობაში და როგორც კი ვხვდები რომ სიზმარია ეგრევე მეხსნება ჯადოქრის შესაძლებლობები, ვაკეთებ რასაც მინდა და როგორც მინდა. იქნებ ეს რეალობა სადაც ვართ რაღაც მხრივ ილუზორული სიზმარია და იგივე მოხდეს თუ აღმოვაჩინეთ რეალობა? ანუ ის რომ აქაც როგორც სიზმარში ჩვენ ვართ ბრძანებლები? |
|
|
May 28 2015, 08:51 PM
Post
#310
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთმა ქნას აქ ვიპოვნოთ ეგეთი რეალობა :დ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 28 2015, 10:30 PM
Post
#311
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უფიქრელად რომ დავდიოდი დღეს ეზოში, ზუსტად იგივე იყო, რაც გაცნობიერებულ სიზმარში ყოფნისას სიარული :| ანუ ჩვენი ფიქრებიდა ემოციები თუ არ ჩავრთეთ განსხვავებას ვერ ვგრძნობ ამ რეალობაში გივლია გინდა იქ :|
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
May 28 2015, 10:39 PM
Post
#312
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
განსხვავებას მეც ვერ ვგრძნობ და ჩემთვის იგივე რეალობაა.
მაგრამ როცა გაცნობიერებულ სიზმარზე ვსაუბრობთ, იქ ყოვლისშემძლე ხარ აბა მღვიძარემ გადაახვიე დრო წინ ან უკან, გაფრინდი, გადაიქეცი არწივად და ა.შ. თუ ვერ შეძლებ იცოდე, ეგ არის განსხვავება -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 28 2015, 10:54 PM
Post
#313
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქაც შესაძლებელია უბრალოდ არ გვჯერა, მაგსაც ვიზამ თიკუნა მაცადე ცოტა )))))
-------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 16 2016, 07:38 PM
Post
#314
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცნობიერი ძილისკენ მიმავალი გზის პირველი ნიშნები
ფენომენი, რომელსაც შეიძლება გადააწყდეთ როდესაც უკვე გადაწყვეტთ ცნობიერი სიზმრის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას, შეიძლება რამდენიმე უცნაურობას გადააწყდეთ. ზოგი მათგანი მოახლოებული ლუსიდური სიზმრის მანიშნებელია, ზოგი კი უბრალოდ ძილის ციკლების დამახასიათებელი ფენომენი. ქვევით მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომლებითაც საკუთარი თავი უნდა შეამზადოთ ნებისმიერი უცნაურობისთვის, რომელიც ძილისას შეიძლება გადაგხდეთ. ამ ფენომენებიდან ზოგი შეიძლება თქვენთვის საშიში ან უსიამოვნო აღმოჩნდეს. თუკი შიში მოგიცავთ, უნდა გახსოვდეთ, რომ გაღვიძება ნებისმიერ დროს შესაძლებელია! ცრუ ღვიძილის მდგომარეობა გძინავს, თუმცა გგონია, რომ უკვე გაიღვიძე. არ შეშინდეთ, ძალიან მალე გაგეღვიძებათ. ზოგჯერ შეიძლება ცრუ ღვიძილის შეგრძნება აღემატებოდეს რეალურისას, რაც უსიამოვნო შეგრძნებას დაგიტოვებთ. სიზმრებზე საუბარი სიზმარში ნახავ, რომ სიზმრებზე საუბრობ, წერ ან უბრალოდ ვინმეს უყვები მათ შესახებ და ა.შ. ეს ფენომენი ცნობიერი სიზმრის მოახლოების საწინდარია. დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ გძინავს და იტყვი: ‘’მაგრამ, მე ხომ ახლაც სიზმარში ვარ!“ მაგალითად: სიზმარში ერთ ლამაზი ნახატებით სავსე ოთახში მოვხვდი და ვიღაცას ვუთხარი: ‘’ვა, ეს ნახატები ძალიან გავს ჩემს სიზმარში ნანახ ნახატებს. …დუმილი… კი მაგრამ, მე ხომ ახლაც სიზმარში ვარ!“ უცნაური ხმები შეიძლება გაიგო უცნაური ხმები, მაგალითად: ცმაცუნი, მიახლოება, წუილი. განსაკუთრებით გაღვიძებისა და ძილს შორის არსებულ დროის მონაკვეთში. თუ ეს ხმები ხმამაღლა ჩაგესმის და გრძნობ, რომ შენი სხეული მოძრაობს, მაშინ ეს შეიძლება WILD–ის ან OOBE–ს მოახლოების ნიშანი იყოს (რომლებზეც ცალკე სტატიებში ვისაუბრებთ). მოძრაობის შეგრძნება ამ ხმებთან ერთად, შეიძლება ასევე იგრძნო, რომ თითქოს გვირაბში ძალიან სწრაფად მიქრიხარ. ასევე, ირძნობ საკუთარი თავის გარშემო ტრიალს ან ჯაყჯაყით მოძრაობას. WILD–სა და OOBE–ს განცდის წინაპირობები ზემოთმოცემული შეგრძნებებიც შეიძლება გახდეს. ‘’ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თითქოს საწოლიდან ვვარდები, მაგრამ რეალურად ისევ შიგ ვწევარ. ასეთ დროს, ან ფანჯრიდან ვხტები ან საკრის მიღმა გავდივარ (RC–ს ჩატარების შემდეგ, რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა !!!).’’ ვარდნის შეგრძნება ზოგჯერ შეიძლება იგრძნო, თითქოს საიდანმე ჩამოვარდი და ამან გაგაღვიძა. ზოგი ამას OOBE-ს მიაწერს (ანუ როდესაც თითქოს შენი ასტრალური სხეული გამოყოფილია მიწიერი სხეულიდან) და სანერვიულო არაფერია. პარალიზება პარალიზება არის REM ძილის მახასიათებელი, რომელსაც სხეული იყენებს ძილისას, იმისთვის, რომ თავიდან აგარიდოს რაიმე სახის დაზიანება. ნორმალური ძილის მდგომარეობაში, სხეული სრულიად დასვენებულია. როდესაც WILD– ზე დაიწყებ ვარჯიშს, შეიძლება სხეულის პარალიზება იგრძნო (ამაზეც მოგვიანებით). გარვიძებისა და სხეულის პარალიზების შეგრძნებას ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა სახის ჰალუცინაციები. ფიქრობ გღვიძავს, წევხარ საწოლში და შენსკენ საშიში და ბნელი არსება მოიწევს. ვერ მოძრაობ, ვერ ყვირი. ამ დროს დახუჭე თვალები, შეეცადე მოეშვა, დაწყნარდე და შთააგონო საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია. მიზნის დასახვა სიზმრების დღიურის წარმოებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში, მაშინ, როდესაც შეაგროვებ 10–15 სიზმარს მაინც დაიწყე სიზმრებში მინიშნებების მოძებნა. გაუსვი ხაზი და შეეცადე ყველა მათგანს თავისი აღწერა დაუწერო. შექმენი მინიშნებათა კატეგორიები და ასე დააწყვილე ისინი. მაგალითად, თუ ნახეთ ადამიანი კატის თავით, მაშინ ეს მინიშნება მიაკუთვნეთ ფორმების კატეგორიას. დათვალეთ რომელი კატეგორიის მინიშნება (შინაგანი გაცნობიერებულობა, მოქმედება, ფორმა და კონტექსტი) რამდენჯერ შეგხვდათ და განალაგეთ ზრდის მიხედვით. რომელიც უფრო მეტჯერ შეგხვდათ, ის იქნება შენი შემდეგი სიზმრის მიზანი. თუ ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ აირჩიე კატეგორია, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერება. დაისახე მიზანი! 1. დაისახე ზუსტი მიზანი მიზნის დასახვა პერსონალურია და დაკავშირებულია როგორც შენს პოტენციურ ისე დემონსტრაციულ შესაძლებლობებზე. შენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, შეიძლება გინდოდეს ყოველ ღამე ერთი ან ორი სიზმრის ნახვა. ან ერთი ცნობიერი სიზმრის ნახვა მთელ კვირაში ან თვეში. მე (სტივენ ლაბერჟე) როდესაც დისერტაციული კვლევა დავიწყე, თვეში ერთი ცნობიერი სიზმრის ნახვა დავისახე მიზნად, რამაც საქმე ნამდვილად გამიადვილა. 2. დაისახე რთული მაგრამ რეალური მიზნები ბევრი ადამიანისთვის, ცნობიერი სიზმრის ნახვა რთულს, თუმცა კი მაინც რეალურ მიზანს წარმოადგენს. გამოცდილი დრიმერებისთვის, მეტად შესაფერისი მიზანი შეიძლება სიზმარში ფრენა ან საშიში პერსონაჟების ნახვა იყოს. შენი შესაძლებლობები შენი მიზნების ამბიციურობის პროპორციულად გაიზრდება. 3. დაისახე როგორც მოკლე, ისე შორი მოქმედების მიზნები მოკლე მოქმედების მიზნების დასახვაა, მაგალითად დღეში რამდენიმე სიზმრის დამახსოვრება. შორი მოქმედების მიზანია, მაგალითად ერთი თვის წინასწარ დაგეგმვა. დაასახელე ზუსტი რიცხვი, როდისთვისაც ცნობიერი სიზმრის ხილვა გინდა, ‘’მე მინდა სამი ცნობიერი სიზმარი 7 აპრილს“ . 4. აღწერე შენი პროგრესი დღიურში როდესაც ერთ–ერთ დასახულ მიზანს მიაღწევთ, მაგალითად ერთ თვეში 10 ცნობიერი სიზმრის ხილვას, ჩაწერეთ ეს დღიურში და დაისახეთ ახალი მიზანი. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა: „იყო თუ არა ჩემი სიზმარი ცნობიერი?” პასუხი მარტივია. სიზმრის რომელიმე ნაწილში მაინც გააცნობიერე, რომ სიზმარში იყავი? მიხვდი, რომ ყველაფერი შენს გარშემო სიზმრის შემადგენელი ნაწილებს წარმოადგენდა? მაშ, მოგილოცავ! შენი სიზმარი ნამდვილად ცნობიერი იყო! ძალიან კარგი ბლოგი https://ldgeorgia.wordpress.com/2013/02/12/...th-to-lucidity/ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 19 2016, 06:26 PM
Post
#315
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ დამესიზმრა ეშმაკი ორი მარჯვენა ხელში მათრახით მარცხენაში საბრძოლო რქით აი ჩვენი ყანწებივით როა ოღონდ კი არ სვავენ სულს უბერავენ და ხმა რო გამოდის რა ხოდა ესენი გავიგდე ადვილად მაგრამ ეს სიმბოლოები რას ნიშნავს ვერ გავიგე
|
|
|
Jun 19 2016, 08:06 PM
Post
#316
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაღაცა მასეთი საყვირით ანგელოზები იჩითებიან აპოკალიპსში და იწყება ალბათ უკვე
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 29 2016, 11:48 PM
Post
#317
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 14 Joined: 29-July 16 Member No.: 7,549 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმრების მართვა მაგარი იდეაა! მე ძალიან მინდა ვმართო ჩემი სიზმრები და ალბათ, პირველ რიგში -სადაც მინდა იქ ვიმოგზაურო.. და მერე უკვე სხვადასხვა საუკუნებში და შეიძლება სხვა პლანეტებზეც გავქაჩო, მაგრამ ეს ჯერ ოცნების დონეზე!;))) აბა, რამდენი ხანი უნდა ვუყურო ”ნაგავ” სიზმრებს, სადაც შენ ვაფშე ვერაფერს ვერ აკეთებ და თუ გაგიმართლა ხანდახან ძაან მაგარ სიზმარსაც ნახავ! არ ჯობია თავიდანვე ნახო ის რაც გინდა? ისე ანასტასიაში ხომ გამართულად წერია, თუ როგორ შეგიძლია აკონტროლო შენი ”სიზმრები” და უხილავი მე-ს საშუალებით იმოგზაურო, ან გააკეთო რაც კი მოგესურვება! მართალია ეს, რომ შეძლო, იქ მოცემული სავარჯიშოს უნდა გააკეთო, მაგრამ თუ ნამდვულად მოისურვე- ძნელი არაფერია))! სიზმარხილვის შვიდი საფეხური არსებობს სიზმრების მართვა ეგ დაწყებითი პირველი-მეორე საფეხურია . სავარჯიშო პირველი საფეხურისთვის: პირდაპირი მეთოდი1) შეეცადე მიხვდე ფხიზელი მდგომარეობიდან ძილში და შემდეგ უკვე სიზმარში გადასვლის მომენტს (უნდა გაანალიზო ეგრეთწოდებული ძილის პარალიზი საკუთარი გამოცდილებიდან პირველად მაგარი მძაფრი და უსიამოვნო შეგრძნებაა მაგრამ მერე შეეჩვევი), ეს რთულია დიდ ენერგიას კონცენტრაციას და შინაგანი დიალოგის გამორთვას საჭიროებს , შედარებით უფრო ადვილია სიზმარში შეხედო რაიმე საგანს, ან საკუთარ ხელებს და მიხვდე რომ სიზმარში ხარ. ყველაზე ეფექტურია დაიძინო 4-5 საათი გეძინოს გამოიღვიძო 30წთ-1სთ შემდეგ ისევ დაიძინო (მაგ მეთოდით რემ ძილის გააქტიურება ხდება ანუ ძილისი იმ ფაზის როცა ადამიანი სიზმრებს ხედავს) პირველი რამე რაც მხედველობის არეში მოექცევა აიღე როგორც ათვლის წერტილი-უყურებ მანამ სანამ ეს საგანი ფიზიკური თვისებების შეცვლას არ შეწყვეტს(სიზმარში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება) და შემდეგ ხანმოკლე მზერა მოავლე სხვა 2-3 საგანს, შემდეგ ისევ დაუბრუნდი ათვლის წერტილს ეცადე მუდმივობა შეინარჩუნო. საბოლოოდ უნდა მოახერხო ისე რო შენი მხედველობის არეში ყველაფერს უცვლელი ხასიათი ქონდეს. |
|
|
Aug 2 2016, 12:58 PM
Post
#318
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყვეაზე მეტად მაინტერესებს სიზმარი მხოლოდ ილუზიაა? . თუ არსებობს , ან რა საერთო აქვს ასტრალთან.?
ძალიან მაინტერესებს ეს სფერო . სიზმრების დღიურს ვაწარმოებ და ძალიან ხშირად სიზმარში , ვითომ სიზმარი ვნახე ვიღვიძებ და ვაპირებ ამ სიზმრის ჩაწერას და როცა ვაანალიზებ რომ ეს სიზმარია მაშინვე მეღვიძება. შენარჩუნებას ვერ ვახერხებ. რამოდენიმე დღის წინ რაღაც სიზმარი ვნახე , ჩვეოლებრივი ადამიანივით აღვიქვავდი გარემოს, ვხვდებოდი , რომ ძლიში ვიყავი მაგარმ მე ვერაფერს ვაკეთებდი, ანუ ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ყველაფერი. მე უბრალოდ აღვიქვავდი მოვლენებს რაც ხდებოდა. |
|
|
Aug 2 2016, 01:30 PM
Post
#319
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 14 Joined: 29-July 16 Member No.: 7,549 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყვეაზე მეტად მაინტერესებს სიზმარი მხოლოდ ილუზიაა? . თუ არსებობს , ან რა საერთო აქვს ასტრალთან.? ძალიან მაინტერესებს ეს სფერო . სიზმრების დღიურს ვაწარმოებ და ძალიან ხშირად სიზმარში , ვითომ სიზმარი ვნახე ვიღვიძებ და ვაპირებ ამ სიზმრის ჩაწერას და როცა ვაანალიზებ რომ ეს სიზმარია მაშინვე მეღვიძება. შენარჩუნებას ვერ ვახერხებ. რამოდენიმე დღის წინ რაღაც სიზმარი ვნახე , ჩვეოლებრივი ადამიანივით აღვიქვავდი გარემოს, ვხვდებოდი , რომ ძლიში ვიყავი მაგარმ მე ვერაფერს ვაკეთებდი, ანუ ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ყველაფერი. მე უბრალოდ აღვიქვავდი მოვლენებს რაც ხდებოდა. მაგას ინგლისურად vivid dreams ქვია. ანუ შენი ცნობიერება ნახევრად ჩართულ მდგომარეობაშია. მთელი სიცხადით რო გაგეაზრებინა რომ სიმარში იყავი უკვე კონტროლსაც მოიპოვებდი. როცაა აანალიზებ რომ სიზმარში ხარ თუ გინდა რომ არ გაგეღვიძოს, არ უნდა გახდე ემოციური(აღფრთოვანდე , შეგეშინდეს) უბრალოდ ცნობისმოყვარე თვალით მოავლე ყურადღება გარშემო რაც ხდება. ზედმეტი ემოცია კონცენტრაციას გაკარგვინებს და გეღვიძება. ყოველთვის რამე ათვლის წერტილი გქონდეს (ნებისმიერი საგანი) როცა ხვდები რო კონცენტრაციას კარგავ, გეღვიძება ან უბრალო სიზმარში გადადიხარ ამ საგანაზე გადაიტანე ყურადღება. ასტრალთან სიზმრებს დიდი კავშირი აქვს "ჩერეზ" სიზმარხილვა გადიხარ ასტრალზე |
|
|
Aug 3 2016, 02:40 PM
Post
#320
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგას ინგლისურად vivid dreams ქვია. ანუ შენი ცნობიერება ნახევრად ჩართულ მდგომარეობაშია. მთელი სიცხადით რო გაგეაზრებინა რომ სიმარში იყავი უკვე კონტროლსაც მოიპოვებდი. როცაა აანალიზებ რომ სიზმარში ხარ თუ გინდა რომ არ გაგეღვიძოს, არ უნდა გახდე ემოციური(აღფრთოვანდე , შეგეშინდეს) უბრალოდ ცნობისმოყვარე თვალით მოავლე ყურადღება გარშემო რაც ხდება. ზედმეტი ემოცია კონცენტრაციას გაკარგვინებს და გეღვიძება. ყოველთვის რამე ათვლის წერტილი გქონდეს (ნებისმიერი საგანი) როცა ხვდები რო კონცენტრაციას კარგავ, გეღვიძება ან უბრალო სიზმარში გადადიხარ ამ საგანაზე გადაიტანე ყურადღება. ასტრალთან სიზმრებს დიდი კავშირი აქვს "ჩერეზ" სიზმარხილვა გადიხარ ასტრალზე სიზმარში შეგვიძლია ფრენა , კედლებში გასვლა :დ ნუ ფანტაზიების გაცოცხლება . მაგრამ მე მაინტერესებს , არის თუ არა სიზმარი არსებული სამყარო , ანუ ნამდვილი. ნამდვლიში მაინცდამაინც მატერიას არ ვგულისხმობ. ანუ სიზმარი თუ შეიძლება იქცეს კონკრეტული ცნობიერის დამოუკიდებელ სამყაროდ. მგონი სიტყვები სწორად შევარჩიე კითხვის დასმისას . |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th May 2024 - 07:04 AM |