IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> გუნები
earth
post Aug 1 2024, 08:26 AM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 1st August 2024 - 06:41 AM) *
სატვა-სათნოება სუფთა, ყოველთვის მოწესრიგებული და ამაში დახარჯული ზომიერი დრო, სხვების მოწონებაზე არაორიენტირებული.

QUOTE(old_man @ 12th June 2024 - 11:28 PM) *
სატვა-სათნოების პროდუქტები მოიცავს პირველ რიგში მარცვლეულს, ხილს, ბალახეულს, ასევე რძის პროდუქტებს.

მშვენიერი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 5 2024, 10:51 AM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანის მოღვაწეობა გუნებში:

ტამასი-უმეცრება: აქ ადამიანი მიდრეკილია დანგრევის, განადგურების/თვითგანადგურების ან უმოქმედობის, ინერტულობისკენ. ეს შეიძლება ბავშვობიდან ეტყობოდეს: ასეთი ბავშვი აფუჭებს ყველაფერს, აწვალებს ცოცხალ არსებებს ან არაფერი აინტერესებს. იზიდავს კრიმინალური სამყარო.
რაჯასი-ვნება: ამ გუნის გავლენის ქვეშ ადამიანი არის ეგოისტი, ცხოვრობს მხოლოდ გრძნობითი სიამოვნებისთვის და ასეთი სიამოვნებების ძებნაში ხშირად უკიდურესობაში გადადის, მუდამ დაუკმაყოფილებელია, ეძებს ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს, უსასრულოდ აგროვებს მატერიალურ სიმდიდრეს.
სატვა-სათნოება: აქ ადამიანი მოღვაწეობს უკვე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, ეგოისტური სიამოვნება აღარ ანიჭებს კმაყოფილებას, მისი მოღვაწეობის სფეროებია: ხელოვნება, მედიცინა, განათლება, ჰუმანიტარული სფერო, საზოგადოებრივი საქმიანობები, რასაც მოაქვს საერთო კეთილდღეობა. ზრუნავს ბუნებაზე, გარემოზე, ცხოველთა სამყაროზე.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 7 2024, 10:12 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ გუნებს შევხედავთ ენერგიების კუთხით, ისინი წარმოგვიდგებიან ასეთი სახით:
ტამასი(უმეცრება) - ენერგიის არარსებობა
რაჯასი (ვნება) - უკონტროლო ენერგია
სატვა(სათნოება) - კონტროლირებადი ენერგია

პროცესების კუთხით:
ტამასი(უმეცრება) - განვითარების არარსებობა, ევოლუციის შეჩერება, სტაგნაცია
რაჯასი(ვნება) - განვითარება, ევოლუცია, თუმცა ცვალებადი და წამლეკავი. ფეთქებადი პროცესები, რომელიც ანადგურებს ძველს და ასე ქმნის ახალს.
სატვა(სათნოება) - ფუნქციონირების და განვითარების თანმიმდევრული, გაწონასწორებული პროცესი


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 7 2024, 10:24 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თემის დასაწყისში უნდა დამეწერა, რაც გამომრჩა. რას ნიშნავს სიტყვა გუნა. ეს არის სანსკრიტული სიტყვა, რომლის პირდაპირი მნიშვნელობაა თოკი. ამ თოკებით არის დაბმული სული დედამიწაზე.
ადრეც დავწერე, რომ სატვაში ცხოვრებაც კი არ არის უმაღლესი სრულყოფილება. მაგრამ რატომ, სატვა ხომ სათნოების გუნაა? იმიტომ, რომ როდესაც სული განსხეულდება და დედამიწაზე იბადება, ეს უკვე ნიშნავს შეზღუდვას. მათ შორის სატვაც, რომელიც ასევე მატერიალურ სამყაროში არსებული ენერგიაა. ესეც ერთგვარი შეზღუდულობაა, რადგან სატვაშიც ჩვენს სხეულს, ჭკუას და გონებას ვუქვემდებარებთ გარკვეულ "წესებს". თუმცა ყველაზე სრულყოფილს, რაც სულის განვითარების რთულ გზაზე (რაც არის დედამიწაზე ცხოვრება) გასავლელად დაგვეხმარება.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 8 2024, 08:46 AM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 7th August 2024 - 11:24 PM) *
ამ თოკებით არის დაბმული სული დედამიწაზე.

რატომ, რატომ?! არ მინდა დაბმა biggrin.gif იცით მართლა ასე იგრძნობა, რომ ვართ დაბმულები დედამიწაზე...

QUOTE(old_man @ 7th August 2024 - 11:24 PM) *
გასავლელად დაგვეხმარება.

შემდეგი პლანეტა როგორია ნეტა, შემდეგი საფეხური როგორია ნეტა, გქონიათ წარმოდგენა? გიფიქრიათ? დაგიხატიათ გონებაში? რა არის იქაური სილამაზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 8 2024, 11:13 AM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ 8th August 2024 - 08:46 AM) *
შემდეგი პლანეტა როგორია ნეტა, შემდეგი საფეხური როგორია ნეტა, გქონიათ წარმოდგენა? გიფიქრიათ? დაგიხატიათ გონებაში? რა არის იქაური სილამაზე?

ვედებში არის აღწერილი პლანეტარული სისტემები და იქაური ცხოვრება. მაქვს დამუშავებული მასალები და ამაზე ცალკე თემას გავხსნი მალე.
ჩვენი პლანეტა არის უმდაბლესი პლანეტა უმაღლეს პლანეტებს შორის. შუაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვემოთ არის სუფთა ჯოჯოხეთური პლანეტები, ჩვენს ზემოთ სამოთხის მსგავსი პლანეტები. დედამიწა არის ნახევრად ჯოჯოხეთური. აქ არის როგორც მტაცებლური ბუნების გამოვლინება და ამავე დროს არის სიყვარულიც. ჯოჯოხეთურ პლანეტებზე სიყვარული ვერ აღწევს. უმაღლეს პლანეტებზე კი მხოლოდ სიყვარული სუფევს. თუმცა იქაც არის განსხვავებები.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 8 2024, 06:39 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 8th August 2024 - 12:13 PM) *
ამაზე ცალკე თემას გავხსნი მალე.

ძალიან კარგი ...
მაინტერესებს როგორი აქვთ აღწერილი, არ წამიკითხია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Aug 8 2024, 11:00 PM
Post #28


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ციტატა(old_man @ 25th April 2023 - 12:35 PM) *
როცა ადამიანი მატერიალურ ცხოვრებას უყურებს მძიმედ და იტანჯება, სულ დეპრესიაშია, მაგრამ რეალურად იტანჯება იმიტომ, რომ ვერ ახერხებს მატერიალური ენერგიებით ტკბობას და ჰგონია, რომ მეორედ აქ აღარ დაიბადება. მაგრამ როცა კვდება, მისი ცნობიერება არ არის მზად სხვა, მაღალ სფეროებში გადასასვლელად. სული დაისვენებს, აღიდგენს ძალებს და ისევ მოენატრება განსხეულება. ისევ დაიბადება და ასე დაუსრულებლად...
ასე რომ ის, ვინც ამბობს მე აქ აღარ დავიბადები იმიტომ, რომ ცხოვრება მძიმეა ის იმყოფება ტამასში და სავარაუდოდ კიდევ მრავალჯერ დაიბადება. სულის ცნობიერებით უნდა მომწიფდეს იმისთვის რომ აქ აღარ დაიბადოს და არა იმიტომ რომ გაუჭირდა დედამიწაზე ცხოვრება


მეც მიფიქრია ამაზე, სანამ იმ მთავარ ხელისშემშლელ ბარიერს, წინაღობას, პრობლემას, რა ვიცი რა ქვია, არ გადალახავ, იქმდე იბადები და ისევ მიდიხარ იმ წერტილამდე, ალბათ ესეც დაუსრულებელი არაა და რაღაც ლიმიტი იქნება მანდაც, ჰოდა ან ჩარჩები და ან ააბიჯებ ერთ საფეხურს ზემოთ...
ციტატა(old_man @ 30th April 2023 - 09:34 PM) *
გუშინ ვამბობდი ამას ზუსტად, რაც არ გერგებას პრინციპიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც მიზიდულობის ძალის კანონი. ასევე არის კარმულად ერგებოდა საჩუქარფი, დაჯილდოვდა და ამ ცხოვრებაში დაემართა ,,ყურშა გაყოყოჩდა", ჰოდა სად წავა, ისევ აქ არ მოუწევს მობრუნება? მპკლედ ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი ,რაც არ გერგება არ შეგერგებაო



--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 11 2024, 04:58 PM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
QUOTE(elli @ 8th August 2024 - 11:00 PM) *
მეც მიფიქრია ამაზე, სანამ იმ მთავარ ხელისშემშლელ ბარიერს, წინაღობას, პრობლემას, რა ვიცი რა ქვია, არ გადალახავ, იქმდე იბადები და ისევ მიდიხარ იმ წერტილამდე, ალბათ ესეც დაუსრულებელი არაა და რაღაც ლიმიტი იქნება მანდაც, ჰოდა ან ჩარჩები და ან ააბიჯებ ერთ საფეხურს ზემოთ...

კი, ასეა, სანამ დამუშავება არ მოხდება ამ ყველაფრის, წინ ვერ წავიწევთ
ასევეა მატერიალური სურვილები, რაც გვაჯაჭვავს დედამიწას


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Aug 15 2024, 06:35 PM
Post #30


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,004
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ციტატა(old_man @ 11th August 2024 - 04:58 PM) *
კი, ასეა, სანამ დამუშავება არ მოხდება ამ ყველაფრის, წინ ვერ წავიწევთ

და ამ მატერიალურ მიჯაჭვულობას რომ გაექცევი, კუდში რომ გაძვრები ეგაა სიკუდილიცა და გარდაცვალებაც, თავისუფლება ალბათ მაქედან იწყება


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 20 2024, 12:09 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ ვლინდება სხვადასხვა ადამიანური თვისება გუნებში. ავიღოთ მაგ. სიმამაცე, უშიშრობა.

ტამასი-უმეცრების გუნაში უშიშრობა უაზრო რისკში გამოიხატება. ეს არის უშიშრობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ტამასის ილუზიით. მაგ. მთვრალი ადამიანი გადადის სახურავზე, ირბენს უფსკრულის პირას და ამით აჩვენებს ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, თუ როგორ ფეხზე ჰკიდია ყველაფერი და როგორი მამაცია.
რაჯასი-ვნების უშიშრობა გამოიხატება საკუთარ, ადამიანურ ძალებში თავდაჯერებულობით. ასეთი ადამიანი ამბობს: მე არაფრის მეშინია, ყველაფერს ვაკონტროლებ, თუ რამეა, მაქვს თანამდებობა, მყავს გავლენიანი მეგობრები, მაქვს სახლი, დიდი ფული ბანკში. მაგრამ ესეც მატერიალური სამყაროს ილუზიაა.
სატვა-სათნოებაში ადამიანის უშიშრობა ეფუძნება სულიერ ცოდნას. უშიშრობის მთავარი იდეა ამ გუნაში არის შემდეგი: მე ვარ მარადიული არსება, ამიტომ არ მეშინია დროებითი ცხოვრებისეული სირთულეების, არც სიკვდილის, რადგან მე არ ვარ სხეული და ჭკუა. უშიშრობის მეორე ასპექტი ამ გუნაში ეფუძნება კარმის კანონის ცოდნას: თუ მე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არაფრის უნდა მეშინოდეს.
კარმის მიხედვით შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა შემთხვევითობა გარკვეულწილად მაინც არსებობს კარმასთან ერთად და აი როგორ:
და ეს შეეხება პირველ რიგში ტამასის გუნაში მაცხოვრებელ ადამიანს, რომლის სისულელეების კარმა სწორედ იმ შედეგს იწვევს, რომ მასზე მოქმედებას იწყებს ეს უმდაბლესი კანონი, რასაც გულისხმობს შემთხვევითობა.
იგივე ეხება ნაწილობრივ ვნების გუნასაც.
სატვაში მაცხოვრებელი ადამიანი კი ამისგან თავისუფალია. ბუნებრივია, მასზეც მოქმედებს კარმა, მაგრამ მისი კეთილგონიერი, გაწონასწორებული ცხოვრება, სატვა-სათნოების გუნის ძლიერი ენერგია მაქსიმალურად იცავს მას ცხოვრების გზაზე იმისგან, რისგანაც ტამასის გუნაში ადამიანი არ არის დაცული.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 29 2024, 10:48 PM
Post #32


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ურთიერთობა სხვადასხვა გუნაში მყოფ ადამიანებთან

ვედები გვირჩევენ, რომ ვიცხოვროთ სატვა-სათნოებაში და ამავე დროს:
ყოველ მხრივ ვერიდოთ ტამასი-უმეცრებაში მაცხოვრებელ ადამიანებს, რადგან მათთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ისინი ტამასის ენერგიას ჩვენზე გაავრცელებენ. აქ იგულისხმება, რომ მათ გარემოში არ უნდა შევიდეთ, თორემ ყოველთვის შეიძლება ვცადოთ დახმარება, რომ ამ გუნას თავი დააღწიონ, თუ ამის სურვილი თავადაც ექნებათ.
რაჯას-ვნებაში მყოფ ადამიანებთან შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა. თუმცა მათ გული არ უნდა გადავუშალოთ, რადგან ამას თავისი მიზნებისთვის გამოიყენებენ ან უბრალოდ ჩვენზე კონტროლს მოიპოვებენ. მათ ვჭირდებით, სანამ ჩვენგან სარგებელს ელიან. იგივეა მათთან მეგობრობა, სანამ ჩვენთან ერთად კარგად ერთობიან, მათ ვუნდივართ, ხოლო როცა ასეთი სიტუაციები ქრება, მალევე ვავიწყდებით.
მხოლოდ სატვა-სათნოებაში მაცხოვრებელ ადამიანთან შეიძლება ბოლომდე გავიხსნათ, რადგან ისინი არასოდეს გვიღალატებენ. ისინი სხვებს სარგებლის და გამორჩენის თვალით არ უყურებენ და არც იერარქიულად ჰყოფენ ადამიანებს.

მართალია ადამიანში სამივე გუნა შეიძლება სხვადასხვა დოზით იყოს წარმოდგენილი, მაგრამ როგორც წესი ერთი გუნაა წარმმართველი და ამ გუნის ამოცნობა შეიძლება მარტივი დაკვირვებით.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 31 2024, 07:29 AM
Post #33


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 29th August 2024 - 11:48 PM) *
მხოლოდ სატვა-სათნოებაში მაცხოვრებელ ადამიანთან შეიძლება ბოლომდე გავიხსნათ, რადგან ისინი არასოდეს გვიღალატებენ. ისინი სხვებს სარგებლის და გამორჩენის თვალით არ უყურებენ და არც იერარქიულად ჰყოფენ ადამიანებს.

სად მოვძებნოთ ასეთი ადამიანები, რა ცოტაა... ამ ფორუმის აღმოჩენით მაგიტომ ვიყავი ბედნიერი, რომ ასეთ ადამიანებთან ვწერდი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 31 2024, 11:45 AM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ 31st August 2024 - 07:29 AM) *
სად მოვძებნოთ ასეთი ადამიანები, რა ცოტაა...

ჰო, ცოტაა biggrin.gif
ჩემი დაკვირვებით, საშუალოდ ათიდან 4 ადამიანი არის ტამასში, 5-რაჯაშში და მხოლოდ 1 - სატვაში


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 1 2024, 08:11 AM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ათიდან ერთი თუა კიდევ კარგი, არც მაგდენი არა მგონია biggrin.gif აი ასიდან ერთი შეიძლება იყოს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 10 2024, 05:10 PM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,984
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა ვუსმენდი ვედებზე ლექციების ციკლს და აქ ამბობენ, რომ კაცობრიობის უმეტესობა ჩვენს ეპოქაში ცხოვრობს რაჯასში (ვნებაში)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 11 2024, 08:24 AM
Post #37


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,157
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 10th September 2024 - 06:10 PM) *
ახლა ვუსმენდი ვედებზე ლექციების ციკლს და აქ ამბობენ, რომ კაცობრიობის უმეტესობა ჩვენს ეპოქაში ცხოვრობს რაჯასში (ვნებაში)

თუ მართლა ასეა, მაინც არაუშავს, საერთო მდგომარეობით, ერთი საფეხურით მაინც ავსულვართ.
ალბათ გვინდა საუკუნეები კიდევ რომ ავწიოთ ვიბრაციები, თუ მოხდება ისევ დაყოფა?

დაყოფის მერე ერთნი კიდევ უფრო დაბალ ვიბრაციებზე გადავლენ, მეორენი კი განაგრძობენ სვლას, შემდეგ დაყოფამდე.
როგორც შტაინერი წერს ადრეც მოხდა დაყოფა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th September 2024 - 07:27 PM