Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ ფოტოები

Posted by: miranda Apr 12 2011, 11:03 AM

მოგესალმებით smile.gif

მინდა გითხრათ, რომ ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც ფოტოს მიღებენ, თუნდაც იყოს ნათესავი ან მეგობარი, მით უმეტეს უცხო ადამიანი. ხომ იცით, არის სიტუაციები როცა ფოტოს გადაღებაზე უარის თქმა არ გამოდის, რომ ცუდად არ გაგიგონ, ხან კი შემთხვევით მოხვდები კადრში. ზოგს კიდევ პაპარაცობა უყვარს და დაგდევს და გისაფრდება რომ გადაგიღოს. იცით, იმის შეგრძნება, რომ სხვას შენი ფოტოები აქვს, რაღაც ძალიან ცუდად მოქმედებს, არა იმდენად დათარსვის ან ჯადოს შიშის გამო, უფრო საკუთარი "მე"-ს ნაწილის დაკარგვის თუ გაფანტვის შეგრძნებაა.

ძალიან საინტერესო იქნება სხვათა (მით უფრო ამ საკითხებში გარკვეული ადამიანების) შეხედულებები ამასთან დაკავშირებით, თქვენც თუ გაქვთ ეგეთი შეგრძნებები და რით აიხსნება ეს ყველაფერი.

Posted by: old_man Apr 12 2011, 03:28 PM

ფოტოს საშუალებით შეიძლება ადამიანის აურაზე, ენერგეტიკაზე ზემოქმედება. როგორც მაგიური რიტუალებით, ასევე ქვეცნობიერად.
ქვეცნობიერი ზემოქმედება უფრო ხშირია. მაგალითად ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი, როცა დაჰყურებს იმ ადამიანის სურათს, რომლისაც ქვეცნობიერად შურს ან ანტიპათიას განიცდის, იმ ადამიანს შეიძლება ცუდად წაუვიდეს საქმეები.
ხშირად სურათი არც არის საჭირო, ხომ არის ადამიანი ამბობს რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო. რომ გამოვა მერეო. და ძალიანაც სწორად იქცევა smile.gif ვთქვათ ხმამაღლა თქვა რასაც ელოდება და გაიგონა ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანმა, სულაც მისმა მეგობარმა და შეიძლება გაუცნობიერებლად იმდენი იფიქროს ამ ამბავზე ნეგატიური კუთხით, რომ გაუფუჭოს საქმე...
თუმცა ფოტო უფრო აძლიერებს ენერგეტიკულად ზემოქმედების საშუალებას.
"მე"-ს დაკარგვის განცდაზე ვერაფერს ვიტყვი smile.gif)

Posted by: td......... Apr 12 2011, 09:11 PM

მარტალია, ფოტო დიდი ინფორმაციის მატარებელია, მაგრამ თუ ადამიანს ცუდის გაკეთება სურს სხვისთვის, ფოტო არ არის აუცილებელი... რაც მეტი სიყვარული გვაქვს მით ნაკლებად მოქმედებს ცვენზე სხვისი ნეგატიური განწყობა და მიზნები... smile.gif ვეცადოთ გვქონდეს სუფთა და წრფელი გული და გვიყვარდეს, მაშინ არც არაფრის შიში გვექნება.. მითუმეტეს "მეს" დაკარგვის, რომელსაც რატომღაც ასეთი თავგანწირვით ვებრაუჭებით...smile.gif)

Posted by: Mel Dec 4 2011, 03:05 AM

კიდევ ვინმე ხომ არ დაამატებდით რამეს ? .. მეც ძალიან მაინტერესებს .. ერთ გოგოს ვუღებდი სურათებს, მაგრამ არ მაღებინებდა, არ მინდაო .. უარყოფითად მოქმედებს ჩემზეო .. იქნებ ახსნათ ეს "შიში" ? .. smile.gif

Posted by: ანა Dec 4 2011, 03:26 AM

QUOTE
ხშირად სურათი არც არის საჭირო, ხომ არის ადამიანი ამბობს რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო. რომ გამოვა მერეო. და ძალიანაც სწორად იქცევა


დუმილი ოქროა

Posted by: ჯი-ნია-ნი Dec 5 2011, 11:27 PM

old_man
ყოველთვის როცა რამეს ვამბობ წინასწარ,მერე აღარაფერი გამომდის..მაინტერესებდა სულ რაში იყო საქმე და შენი წყალობით მივხვდი...გმადლობ..

Posted by: Gnosis Feb 11 2013, 12:51 PM

ჯი-ნია-ნი
როცა გინდა რომ რაღაც გააკეთო ჯობია ამაზე არ ისაუბრო, რადგან ჩვენი სამყარო სხვადასხვა ძალთა მოქმედების ადგილია და შენ თუ რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლას აპირებ ყოველთვის გამოჩნდება სხვა ძალა რომელიც საპირისპიროს მოინდომებს ამიტომ როცა დაფარულად აკეთებ გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობა შეგხვდება.

Posted by: matashi Feb 12 2013, 10:48 AM

რათქმაუნდა შეიძლება ცპოტათი არასასიამოვნო იყოს და გქონდეს იმის შიში რომ შეიძლება შენზე ზემოქმედება მაოხდინონ ფოტოთი,მგრამ თუ ადამიანს უნდა შენი სახელიც რომ არ იცოდეს მაინც გაგიკეთებს ცუდს ასე რომ ამაზე ღელვა არაა სწორი სჯობს უბრალოდ მტრები არ გაიჩინოsmile.gif

Posted by: vano kazbegi Feb 12 2013, 02:26 PM

QUOTE(old_man @ Apr 12 2011, 03:28 PM) *
ფოტოს საშუალებით შეიძლება ადამიანის აურაზე, ენერგეტიკაზე ზემოქმედება. როგორც მაგიური რიტუალებით, ასევე ქვეცნობიერად.
ქვეცნობიერი ზემოქმედება უფრო ხშირია. მაგალითად ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი, როცა დაჰყურებს იმ ადამიანის სურათს, რომლისაც ქვეცნობიერად შურს ან ანტიპათიას განიცდის, იმ ადამიანს შეიძლება ცუდად წაუვიდეს საქმეები.
ხშირად სურათი არც არის საჭირო, ხომ არის ადამიანი ამბობს რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არ ვიტყვიო. რომ გამოვა მერეო. და ძალიანაც სწორად იქცევა smile.gif ვთქვათ ხმამაღლა თქვა რასაც ელოდება და გაიგონა ძლიერი ენერგეტიკის მქონე ადამიანმა, სულაც მისმა მეგობარმა და შეიძლება გაუცნობიერებლად იმდენი იფიქროს ამ ამბავზე ნეგატიური კუთხით, რომ გაუფუჭოს საქმე...
თუმცა ფოტო უფრო აძლიერებს ენერგეტიკულად ზემოქმედების საშუალებას.
"მე"-ს დაკარგვის განცდაზე ვერაფერს ვიტყვი smile.gif)

ამ აზრზ ვეთანხმები და 100 -ანი სწორია

Posted by: jarmen Feb 12 2013, 02:47 PM

ფოტოებით მანიპულირება ძალიან საინტერესოა, სულ მინდოდა გამეგო მუსლიმან წმინდანთა სურათებზე სახე რატომ არ ჩანდა. ეტყობა არაბეთში კარგად ესმოდათ ეს ყველაფერი...

Posted by: Qocho Feb 13 2013, 12:38 AM

ციტატა(td......... @ Apr 12 2011, 09:11 PM) *
მარტალია, ფოტო დიდი ინფორმაციის მატარებელია, მაგრამ თუ ადამიანს ცუდის გაკეთება სურს სხვისთვის, ფოტო არ არის აუცილებელი... რაც მეტი სიყვარული გვაქვს მით ნაკლებად მოქმედებს ცვენზე სხვისი ნეგატიური განწყობა და მიზნები... smile.gif ვეცადოთ გვქონდეს სუფთა და წრფელი გული და გვიყვარდეს, მაშინ არც არაფრის შიში გვექნება.. მითუმეტეს "მეს" დაკარგვის, რომელსაც რატომღაც ასეთი თავგანწირვით ვებრაუჭებით...smile.gif)


მართალია...

ყველაზე საშიშია შიში babu.gif

Posted by: earth Feb 13 2013, 08:31 AM

Qocho

QUOTE
ყველაზე საშიშია შიში

მაგარი სიტყვებია smile.gif

Posted by: ##### Feb 13 2013, 06:29 PM

Mec msiamovnebs fotoebis gadageba, magram yoveltvis ara. Soc-qselebshi veridebi suratebis dadebas. Ase mgonia mere me realurad energetikulad vipitebi.

Posted by: matashi Feb 13 2013, 09:09 PM

#####
დაბრუნდი?სორი ფორ ფლუდ

Posted by: chemikerin Mar 23 2023, 10:27 AM

საინტერესო თემაა.. მეც დიდად არ მიყვარს ფოტოების გადაღება.. საერთო მხიარულება ან რამე როა და უცებ, აბა აბა დავდექით ყველანი biggrin.gif biggrin.gif
მეც დიდად არ ვიღებ ფოტოებს. მეზარება ხოლმე. biggrin.gif

და კიდევ ერთ რამეს გამოვყოფდი. ზოგადად ალბათ უფრო ამიტომ არის რომ ჩემთვის ფორუმები უფრო კომფორტული სივრცეა ვიდრე ფეისბუკი. სულ ფოტოებით როა აჭრელებული, დამღლელია. და ფორუმები უფრო მყუდროა ამ მხრივ. biggrin.gif თან ავატარით, ნიკით და წერის სტილით რაღაც სხვანაირი შთაბეჭდილება გექმენბა ხალხზე და საინტერესოა..

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)