IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

Sukkuna
Posted on: Mar 27 2024, 04:47 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


მეგობრებო როგორ ხართ? ❤️ მე რამდენიმე პრაქტიკა დავნერგე ყოველდღიურობაში და ჩემი მდგომარეობა შინაგანი რადიკალურად გაუმჯობესდა . სექსუალური ენერგიის სუბლიმაციაზე ვეძებდი ინფორმაციას და ოშომდე
მივედი .. მაგის ბიოგრაფია წავიკითხე და რამდენიმე ამონარიდი მაგის წიგნებიდან. საერთოდ რას ფიქრობთ მაგ ადამიანის ბიოგრაფიაზე და მის სწავლებებზე ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131683 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 19 2024, 06:11 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


მადლობა
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131657 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 18 2024, 06:42 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


გასაგებია … ჩემი გააზრებით დამკვირვებლის ცნობიერებაში მუდმივი ყოფნა გვეხმარება რომ გაცნობიერებული ცხოვრება გვქონდეს , გარდა ამისა დამკვირვებლის როლია ქვეცნობიერზე მუშაობა ანუ ჩემს შიშებთან , კომპლექსებთან , რეაქციებთან და თუნდაც საქციელებთან( ჩვევებთან ) . სწორად მესმის ყველაფერი? 1 თვის წინ ამასაც ვერ ვხვდებოდი მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცეებს თითქოს ვხვდები . ფრაქტიკაში როგორ ხდება ამ პატერნებზე მუშაობა ? პირადად მე ზოგჯერ იმდენად ვარ თავში, რომ თავშივე ვათამაშებ სცენარებს და გარეთ შეიძლება არაფერი ვთქვა და ეს პროცესი თავისით ხდება მივყავარ სადღაც და როცა ვიღვიძებ მერეც კი მიჭირს ბოლომდე გაცნობიერება სიტუაციების . ხომ არ იცით რომელ
ლიტერატურას მივმართო ან ვინმეს პრაქტიკებს ? მინდა ამ პატერნების დანგრევა თორემ მთლიანად მყლაპავს
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131655 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 15 2024, 04:44 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(chemikerin @ Feb 14 2024, 08:59 PM) *
როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება?
ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს...

გამარჯობა ❤️ეს ყველაფერი დაახლოვებით 1 თვეა რაც დაიწყო. ზოგადად ბოლო 4 თვეა აქტიურად მაწუხებს აზრი რომ ჩემი “მე” მხოლოდ გონებით, კონკრეტულად “ მეხსიერული ნაწილით “ არ შემოიფარგლება. ამის გაანალიზებამ საშვალება მომცა რომ დაკვირვება დამეწყო ფიქრებზე , ემოციებზე ჩემს ავტომატურ რეაქციებზე და ამის ხარჯზე გავთავისუფლდი ჩემივე თავში შექმნილი ილუზორული პრობლემებისგან . დაკვირვების ხარჯზე ცნობიერების საკმაოდ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობაში გადავვარდი და სამყარო პირდაპირი გაგებით როგორც სამოთხე ისე გადაიშალა ჩემს აღქმაში … ეს ჩემი უნიკალური გამოცდილება იყო . მაგ მდგომარეობაში გავაცნობიერე რომ მისია მაქვს რომლის არ განხორციელებაც ჩემს შინაგან დანგრევას იწვევს . ასევე იმ ჩემთვის “ მაღალვიბრაციულ “ მდგომარეობაში ყველაფერი თამაშს გავდა რომლის
მართვაც ჩემივე მდგომარეობით შემეძლო. ამიტომ ვეძახი მაგ მდგომარეობას სამოთხეს . ცოტა არ იყოს რთულია ემოციების გონების ენაზე ახსნა მაგრამ ამ ბოლო 1 თვეში განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად გამწია გარემოებებისგან შექმნილი თავისგან ანუ “ ეგოსგან “ და შებყრობილი გავხდი ჩემი ნამდვილი “მე”-ს შეცნობით . აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა მინდა . აქამდე გაგებული მქონდა აზრი ამ ფორუმიდან და სხვადასხვა ეზოთერული წიგნებიდან რაღაც “ არსებების “ შესახებ რომლებიც ჩვენს გონებაში ჩარევას ახერხებდნენ და ამ ჩარევით მანიპულირებენ . აქამდე არ მესმოდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ჩემს გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დავწერ . ჩემი დაკვირვებით ადამიანის ტვინი რადიო გადამცემივით მუშაობს , ანუ სიხშირეებზე და სიხშირეს ჩვენი ვიბრაციული მდგომარეობა განსაზღვრავს . თუ დაბალია ვიბრაციები ანუ ხშირადგანვიცდით წყენას , გაბრაზებას , შიშს, აგრესიას , უკმაყოფილებას ჩვენი ტვინი შესაბამის სიხშირეზე იმყოფება და ამ სიხშირეზე ჩვენს თავში აზრები გარედან შემოდის ( ყოველშემთხვევაში რაღაც ნაწილი ) . ამის თქმა მარტივად არის შესაძლებელი თუ დავაკვირდებით აზრების განმეორებას რომელიც ემოციურ ზიანს გვაყენებს და ამ მძიმე აზრებს თუ სურათებიც მოყვება მექანიკური მთლად უბედურებაა რადგან დიდხანს გვჭედავს მაგ მდგომარეობაში . ამის გარდა მაგ დროს მე პირადად ძალიან ბევრი საშინელი და მკრეხელური აზრი მიჩნდება რომელიც ჩემ თავში ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა . როცა ამაზე დაკვირვებას ვიწყებთ ანუ აზრებს აღარ ვაძლევთ ემოციებს ( შესაბამისად ენერგიას ) ეს შენახული ენერგია გვეხმარება ენერგეტიკული სხეულის გამაგრებაში და პრაქტიკის შემდეგ ის ჩახვეული აზრები იწყებს გაქრობას და ნეგატიური ემოციებიც ქრება . შემდეგ იწევა ვიბრავიები გარკვეულ დონეზე და აზრებიც ნათელი ხდება და თითქოს სულის ხმა პირდაპირ ისმის და გზას გაჩვენებს . ამ მდგომარეობაში ხალხს რომ დავაკვირდი დავინახე რომ პირდაპირი გაგებით მანიპულაციის ქვეშ არიან ყოველშემთხვევაში ის სოციუმი ვინც ჩემს გარშემო ხვდება . მათი მხრიდან ხდება შენი მაღალვიბრაციული ყოფიდან ამოგდება და ამის გაკეთების დროს ისინი პირდაპირი გაგებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ . ამაზე დაკვირვებამ გამაანალიზებინა რომ მეც ზეგავლენის ქვეშ ვარ და რეალურად ეს იწვევს ჩვენს ძილის მდგომარეობას . ეს განაალიზებები ბოლოს მომივიდა და ამან ბევრი პიროვნული ტვირთი მომხსნა , ასევე შიშები და სხვა ღრმად ქვეცნობიერულახ ჩაბეჭდილი დამოკიდებულებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ან თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131651 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 15 2024, 04:32 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


[quote name='chemikerin' post='131645' date='Feb 14 2024, 08:59 PM']როდიდან გაჩნდა ესენი და რაიმე კონკრეტულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება?
ადრე ახსენეთ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და შესაძლოა ეს კონკრეტული გრძნობა აქედან მოდიოდეს. როცა ადამიანებთან აღარ გაქვს ისეთი ხშირი კონტაქტი როგორიც ადრე და თანაც ამდენი ხნის განმავლობაში, რთულია ყველაფერი ისევ ისე იყოს...[/quote

  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131650 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 12 2024, 10:53 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


უბრალოდ არ ვიცოდი რა დამეწერა … მინდა , რომ გულახდილი ვიყო
თქვენთან ოღონდ არა იმიტომ , რომ არ იცით ვინ ვარ არამედ
იმიტომ რომ მგონია გესმით ის ყველაფერი რაზეც ვწერ და რასაც . ისე ვცხოვრობ დღეს თითქოს არ მიცხოვრია აქამდე … მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცხოვრებისეული სიტუაცია გამოვიარე ამ ასაკამდე დღეს თავს შიშვლად ვგრძნობ და გრძნობის დონეზე ის გამოცდილებები თითქოს ჩემი არც არის . ყველაზე მეტად ის მიქმნის დისკომფორტს რომ ჩემი მშობლების მიმართ და იმ ახლო ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც გავიზარდე აღარ მაქვს ის გრძნობები ,
რომელიც აქამდე მაკავშირებდა . თითქოს ყველა გაუცხოვდა ჩემთვის და
სინამდვილეში მე გავუცხოვდი მათთვის . ისინი ისევ ისინი არიან მაგრამ მე აღარ ვარ ის ვინც მათთვის ვიყავი . ეს არ გამოიხატება მხოლოდ ადამიანებთან არამედ ყოველდღიურობაშიც . გამიჩნდა კომპლექსები , შიშები , გაუბედავობა , საკუთარი ინდივიდუალიზმი დავკარგე რაც სულ მქონდა უპირობოდ .. ჩემი თავის მიმართადაც არ
მაქვს გრძნობები თუნდაც ეს ეგოისტური იყოს როგორიცაა ნარცისიზმი ან სხვა . ზე სენსიტიური ვარ და არ ვიცი ვინ ვარ თუმცა სურვილები მაინც მაქვს მაგრამ მაეჭვებს ჩემია თუ არა .. მე ჩემი გარემოებები ვიყავი მთელი 22 წელი , რომელიც იქიდან გაჩნდა რაც იყო მაგრამ დღეს ვხვდები რომ ჩემი აზრები იქიდან მოდის რომელმა გარემოებებმაც შემქმნეს თუმცა ამ
აზრების უკან ხომ არის , ვინც იყო სანამ
გარემოებები შექმნიდნენ? ამას ვერ ავხსნი გონებით რადგან გონების მიღმაა ეს
თემა ჩემი აზრით … ვერ ვხვდები საიდან მოდის მძაფრი ბოროტისა და კეთილის შეგრძნება ? ტყუილისა და მართლის ? იმისა როცა მე, მე ვარ და როცა არ ვარ ? ეს ხმა არის რომელიც ამ გზას გამინათებს ? დაბნეული ვარ .
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131634 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Feb 11 2024, 08:06 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


გამარჯობა , როგორ ხართ? ❤️❤️ დიდიხანია არაფერი დამიწერია ბევრი რაღაც მოხდა … რამდენიმე დღისწინ გავიაზრე ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა და ინტუიციურად დავიწყე ძებნა გზებისა თუ ჩემივე გონების ტყვეობისგან როგორ განვთავისუფლებულიყავი . საბოლოოდ ჩემს შიგნით და გარეთ ყველაფერზე ნების მიცემით შევძელი , რომ ამომესუნთქა . იმის გაცნობიერებით ,რომ არვარ ჩემი გონება ძალიან დიდი შვება ვიგრძენი და გზაც გამოჩნდა ამ ჭაობიდან გამოსასვლელი. მინდოდა აქ დამეწერა ეს ყველაფერი ❤️ თქვენ როგორ გრძნობთ თავს ??
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131632 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 18 2024, 08:04 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(chemikerin @ Jan 16 2024, 02:55 PM) *
Sukkuna
როგორც მივხვდი, სტრესულმა მოვლენებმა უკვე ჩაიარა და მაინც დაგიტოვათ გარკვეული შფოთვის შეგრძნებები. მგონი, თუ ორგანიზმი მიეჩვია რომ გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონები, სტრესული მოვლენები რომც დამთავრდეს ორგანიზმი ავტომატურ რეჟიმში მაიმც აგრძელებს ამ ჰორმონების გამოყოფას.
ამ დროს ალბათ ორგანიზმმა ახლიდან უნდა ისწავლოს ძველ, უსტრესო რეჟიმზე გადაეწყოს.. პირველ რიგში ალბათ გაცნობიერებულად ყოფნით. დააკვირდით როგორი ფიქრები შემოდის თქვენში, როგორ განცდებს ტოვებს. მაქსიმალურად აწმყოში იცხოვრეთ. ვფიქრობ, ასევე ეფექტურია გარემოზე დაკვირვება. აი მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხართ რამხელა სივრცეს აღიქვამთ თქვეს ირგვლივ. თუ საკუთარ ფიქრებს არის აყოლილი ადამიანი, მაშინ ძალიან პატარა რადიუსი აღიქმება. ყურადღებას თუ გარე მოვლენებზე გადაიტანთ ეს რადიუსი უფრო ფართოვდება. ასეთი დაკვირვების დროს გონება არ უნდა იყოს დაძაბული, პირიქით მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს და მაინც აღიქვამდეს ირგვლივ სივრცეს.

ისე ზოგადად, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამე პრობლემაა უნდა რომ დროულად მოაგვაროს და ესეც უნდა იყოს... მაგრამ მუდმივი პრობლემის რეჟიმში არ იმდა იცხოვროს გონებამ..

ზოგადად უცხო გარემოში უფრო ბუნებრივია ესეთი პრობლემები.. მთლიამად საქმით ხდება ადამიანი მოცული და ემოციები და სხვა შეგრძნებები აკლდება ხოლმე. აუცილებელია მაინც გარკვეული დროის გამონახვა, მეგობრების ნახვა, განტვირთვა..

მადლობა რჩევისთის ❤️ კი ავტომატურ რეჟიმში დამრჩა ეს რეაქციები ორგანიზმში და ვმუშაობ ამაზე . მაგალითად თუ გულის ცენტრს ვანთებ განზრახ ამდროს აწმყოში ვარ ტოტალურად და გაცნობიერებული ვარ ბევრად მაგრამ მომენტები მაქვს რომ რაღაც ფიქრი წამიღებს .. უფრო ზუსტად ემოცია და ვსუსტდები შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას ვკარგავ და მანდ იწყება ჯოჯოხეთი . ზოგჯერ დღეები მაქვს რომ ნეგატიური ემოციები ვერ შემოდის ჩემში , თუმცა ამ დღეების შემდეგ ისევ იგივე მორევში ვეშვები . ვერ ვინარჩუნებ წონასწორობას გარე სამყაროსთან და ჩემს თავთან
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131610 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 18 2024, 07:57 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 16 2024, 09:42 AM) *
Sukkuna
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს რომ მიაღწიოს სულიერ ამაღლებას. მე ბავშვობაში სახარებამ დამეხმარა და გამაძლიერა სიყვარულით, ეკლესიური არასოდეს ვყოფილვარ და არც რომელიმე სექტაში, უბრალოდ წავიკითხე და ვიგრძენი. წლების მერე ვნახე ფილმი სიქრეთი და წავიკითხე რონდა მპერნის წიგნები, რომელმაც შეავსო ჩემში რაც მაკლდა. ახლა მაქვს ახალი წიგნი, რომელიც უფრო მაღალ მდგომარეობაზეა და ნელ-ნელა ჩავუჯდები. ცხოვრება არასოდეს წყვეტს სურვილს რომ უფრო მაღლა ახვიდე და მწვერვალს მიაღწიო. მე ჩემს ცნობიერებაში რონდა მპერნი ჩემს მასწავლებლად დავასახელე.

მთავარი რონდა მპერნის პრაქტიკებში, მაგია როგორც ის ამბობს (ქართულად ვიტყოდი ჯადოსნური, რადგან ეს მაგია არის თეთრი), არის მადლიერების გრძნობა. მთელი შენი არსება უნდა მოიცვას მადლიერების გრძნობამ. ეს არის ერთგვარი სიყვარული, რომელსაც თან ახლავს მადლიერება. ამას გამომუშავება და ერთგვარი ვარჯიში უნდა, რომ გაითავისო. ეს გზა ჩემთვის იყო ყველაფერი.

ამ გზამ წამწია, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვა გზით მიაღწიეს იგივეს, ამიტომ გითხარი მე ჩემი, იმედია თუ შემოვიდნენ ისინიც თავიანთ გზას გიჩვენებენ. შენ უბალოდ აირჩევ.

2 წლისწინ ეგ ფილმი სიქრეთი იყო პირველი ინფორმაცია ჩემი ცნობიერებისთვის საიდანაც გარღვევა დაიწყო . მსგავსი არასდროს არაფერი მქონდა ნანახი და განაგონი ... მაგის მერე სინქრონიზაციით მოვიდა და მოვიდა ინფორმაციები
. რონდა მლერნიზე არასდროს მსმენია , ქართულად შევძლებ მისი წიგნების პოვნას ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131609 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 16 2024, 06:36 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(chemikerin @ Jan 15 2024, 01:16 PM) *
Sukkuna
ალბათ ტურისტულად და ცოტა ხნით როცა ჩადიხარ მაინც სხვანაირად აღიქმება. მაგრამ ჩემთვის გერმანიამ მაინც ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ვერც დიდი ხნით, ვერც ცოტა ხნით biggrin.gif

td.........
ზუსტად wink.gif
თან რასაც დავაკვირდი გადამეტებულ ყურადღებას უთმობენ რაღაც უმნიშვნელო წვრილმანებს.. ისეთ აურას ქმნიან, რომ ზედმეტად გიწევს შეგრძნებებით გარე სამყაროში ჩართვა biggrin.gif შინაგანი შეგრძნებები უკანა პლანზე იწევს და ამიტომ შეიგრძნობა ცივად და უსიამოვნოდ. ისეა ენერგეტიკა ,,მოწყობილი” რო შეგრძნებები იძულებულია მთლიანად გარე სამყაროში იყოს..

არასდროს მიფიქრია ეგრე დამენახა იქაურობა როგორც შენ აღწერე და საკმაოდ დამაფიქრა ... ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ . ქვეყანა რომ შევიცვალე გარკვეულ მოვლენებს დავეჯახე , რომელსაც ვერ ავირიდებდი თავიდან . სინამდვილეში არ მინდოდა ეს მოვლენები და ამ " გამოუვალი " მდგომარეობის გამო სულელური შიში ავიკიდე . ( რეალურად ყოველდღე 5 თვის განმავლობაში რისკის ქვეშ ვიყავი რაც მაშინებდა ) და ამის გამო ქვეცნობიერში გადამივიდა ეგ გრძნობაც და ეგ მოვლენაც რისიც მეშინოდა . მოკლედ რომ ვთქვა მორჩა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა შევამჩნიე , რომ სტრესის და ამ ნეგატიური ემოციების გამო "" გრძელი ფიქრები "" საერთოდ აღარ მაქვს . თითქოს სულ რეაქციაში ვარ გარე სამყაროსთან და აღარ ვფიქრობ და თავს ვკარგავ თითქოს ვეღარ ვაზროვნებ . ამ გამოღვიძების დროც წარსულიც ამოტივტივდა და ვერ გავაცნობიერე ბევრი რაღაც ამ შიშების და სიახლეების გამო . ახლა ისე ვარ ვერ ვიხსენებ ბევრ რაღაცას თუნდაც 1 წლის წინ და ვეღარ ვარ გონებაგამჭრიახი . ენერგეტიკული ხვიები მაქვს თავში რომელიც ჩემი " რეაქციული " ემოციებით იკვებება და ქვეცნობიერში მაქვს . რას მირჩევთ როგორ მოვიხსნა ეს სტრესი ქვეცნობიერიდან . კონცენტრაციაც კი ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა რომ ენერგეტიკა საკმაოდ კარგ დონეზე მაქვს და გულის ცენტრზეც ვმუშაობ
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131606 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 14 2024, 07:45 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(chemikerin @ Jan 13 2024, 09:46 PM) *
earth

მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება. 4 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.. რაღაცნაირი ,,გამოცარიელებული" მეჩვენება იქაურობა.. არ ვიცი რამდენად ჩემი სუბიექტური აღქმაა.. მივხვდი რომ არ მინდოდა მანდ ცხოვრება..
საინტერესო იქნებოდა სხვებს რა გამოცდილება გაქვთ გერმანიასთან დაკავშირებით..
უფრო იტალია და ესპანეთი მგონია საქართველოს მსგავსი.. თუმცა ალბათ ზუსტად ასეთი მაინც ვერ იქნება...

Sukkuna
საქართველოში რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს...
gul.gif
რაღაცნაირი ცოცხალი მეჩვენება ეგ ადგილები.. თავისი ენერგია აქვს, რომლის მსგავსი არ მიგრძვნია არსად..

გამარჯობა 🥰 გერმანიაში რამდენიმე დღით ვარ ნამყოფი , კერძოდ ბერლინში... სიმართლე რომ გითხრა ვერ გავერკვიე ნორმალურად რა ხდებოდა რადგან ბერლინში ქაოსია. თვითონ ქუჩები და გარეუბნები ძალიან მომეწონა დღემდე სიყვარულის შეგრძნებები მაქვს რომ ვიხსენებ მაგრამ საცხოვრებლად ეგ ქალაქი ალბათ დიდი ჩელენჯი იქნებოდა 😂 თვითონ ბერლინში ცოტაა გერმანელი და ამის გამო ვთვლი რომ გერმანია არ მაქვს ნანახი.. მე პირადად ბოლო 1 წელია უფრო მშვიდ ადგილებს ვამჯობინებ . იტალიაშიც და ესპანეთშიც ნამყოფი ვარ და ჩემი აზრით ესპანეთი უფრო გავს საქართველოს . ესპანელები ზოგადად სიხარულით სავსე ხალხია , დაჟე იმდენად ენერგიულები არიან რომ შეგრძნება მქონდა რომ ყველა შინაგანად ცეცხლს ატარებდა . სულ ენერგიულად , პოზიტიურად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131599 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 13 2024, 04:30 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 11 2024, 09:42 AM) *
Sukkuna
პირველად ძნელია... როცა პირველად წავედი, ექვს თვეში უკან დავბრუნდი და ის პერიოდი იყო ძნელი. ახლა შევეჩვიე... ახლა ერთი ფიქრი მაქვს,–ერთხელ მოვახერხო და ჩავიდე როგორც ტურისტი. ახლა ვიცი, რომ ბევრ რამეს ისეთს ვერ ვნახავ როგორიც იყო, ვიცი რომ თბილისში ბევრი რამ შეიცვალა. ალბათ ლაღიძის წყლებიც აღარ იქნება ისეთი და არც აჭარული ხაჭაპურის რიგში მომიწევს დგომა ორი საათი biggrin.gif მაგრამ ეს მოგონებები მსიამოვნებს, ჩემი საყვარელი ადგილები რუსთაველზე...

რომ არ დაგიმალო ახლა რომ ჩახვიდე ნამდვილად ტურისტად იგრძნობ თავს... ძალიან შეცვლილია იქაურობა მაგრამ ელფერი ისევ ისეთი დაკრავს ქუჩებს ... დაჟე მე თუ მკითხავ ყველა ქუჩას თავის სურნელი აქვს. ჩემი საყვარელი ადგილიც რუსთაველი იყო , ზევით ვერა და ეგ ტერიტორიები სადაც ძველი თბილისის სახლებია ... ხის ჭიშკრები და ორ სართულიანი ხის სახლები 🥰 როგორც ვხვდები საკმაოდ შორს უნდა იყო საქართველოდან ჩემსავით , რადგან სადაც მე ვარ აქედან იქ ჩასვლა საკმაოდ რთულია 😅 ამერიკაში ხომ არ ხარ ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131597 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 10 2024, 09:31 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 10 2024, 08:29 AM) *
Sukkuna

კი წლებია... 20 წელზე მეტია...

ძალიან დიდი დროა ... მომავალი 5 წელი მეც ვერ ჩავალ და უკვე მიტივტივდება თავში ლამაზი მოგონებები და ბავშვობის ლამაზი ფრაგმენტები ...
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131594 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 10 2024, 05:22 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 7 2024, 10:41 AM) *
Sukkuna

ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რადგან მეც შორს ვარ საქართველოდან.
მრავალი წლის წინ საქართველოში გავიარე ექსტრასენსების კურსები, იყვნენ ჩამოსული უკრაინელი და რუსი მასწავლებლები და მათგან ნათქვამი ერთი დეტალი მინდა გითხრა.... მსოფლიოში საქართველო და ფილიპინებიაო ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც ხალხი უფრო კარგი მკურნალები არიანო... ე.ი. უფრო კარგად ღებულობ ინფორმაციას კოსმოსიდან გეოგრაფიული ადგიდლის გამოო. იცი, თითქოს მჯერა, რომ მართლაც ასეა. აი აქ არასოდეს მიგრძვნია ასეთი ენერგია რაც ჩვენთანაა. აი ეს ფორუმი რასაც გამოსცემს ენერგიულად არსადაა. ეს ფორუმი კი გამოსცემს იმ ენერგიას, რომელიც ამ წევრების ერთობლივი ენერგიაა. მართლაც არსებობს რაღაც კავშირი სამყაროსთან უფრო ძლიერი, ვიდრე სხვაგან.
მეც მასეთი ტკბილი მიყვარს, ან თხილი, ან ნუში, ან ნიგოზი... ზევიდან ერთი კოვზი თაფლი და არის საუკეთესო დესერტი. ნამცხვრები ტკბილეულობა თითქმის ავკრძალე.

სხვა ეროვნების ხალხთან არ მაქვს ჯერ ახლო შეხება და არ ვიცი როგორები არიან შინაგანად მაგრამ რასაც ზედაპირულად ვხედავ ეგრეა კი , გარდა ამისა ინფორმაციის კუთხით ძალიან მდიდრები ვართ და ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში ... დიდიხანია რაც საქართველოში არ ყოფილხარ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131591 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 6 2024, 07:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 5 2024, 08:56 AM) *
td.........

მასეა!!! ბუნება ჩვენი უდიდესი მასწავლებელი და მშობელი wub.gif

Sukkuna

ეგ ხომ საერთოდ არ მიყვარს... წელიწადში ერთი ორჯერ biggrin.gif

მეც ეგრე ვიყავი მაგრამ ბოლოს მოვუმატე 🤣🤣 ერთი მაგარი დესერტი აღმოვაჩინე : ბანანი , თხილი და თაფლი ერთმანეთში არეული თუ ტკბილეულს არ ჭამ უმაგრესია ! თან ანაყრებს . მგონი სადგურუსთან ვნახე წლების წინ და ახლა უცებ გამახსენდა
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131588 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 6 2024, 07:31 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(td......... @ Jan 4 2024, 10:47 PM) *
Sukkuna
ჩემი გამოცდილებით ყველაზე კარგი გამოსავალია ბუნებაში ხშირად ყოფნა, ნაკლები თრეშ ინფორმაცია, რეჟიმი და პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა smile.gif და ნაკლებად იფიქრე "ცოდნაზე და ინფორმაციაზე" ხომ იცი ის იგავი, გასხივოსნებულ ოსტატზე? გასხივოსნებულ ოსტატს კითხეს სანამ გასხივოსნდებოდი რას აკეთებდიო, მონასტერში შეშას ვაპობდიო ეს იყო ჩემი მოვალეობაო. და რომ გასხივოსნდი ახლა რას აკეთებო, ახლაც შეშას ვაპობ ესაა ჩემი მოვალეობაო... smile.gif

აი ზუსტად !! ზღვა ინფორმაცია მაქვს .... ახლა ჩემი გააზრებით ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპს გავდივარ რადგან დღეში 12-13 საათი მიწევს მუშაობა , გარე გამღიზიანებელიც ძალიან ძლიერი მაქვს.. ახალი ქვეყანა ... მეგობრები და ოჯახი საქართველოში მყავს და გამიჭირდა ინფორმაციების დახარისხება , თან პრაქტიკაში გადატანა ამ გამღიზიანებლებთან და ცხოვრებისეულ სირთულეებთან , მაგრამ ვხვდები რომ ესეთ მძიმე ეტაპს რომ არ გავდიოდე ცნობიერებაში ასეთი ძვრა არ მექნებოდა და ალბათ ნეგატივისა და ემოციების უკან მადლიერი ვარ ... ჩუმად ... შინაგანად . თქვენმა საუბრებმა ძალიან მიშველა ! ჩემს გარშემო არავინ არ არის მსგავსი თემებით დაკავებული ( ნუ ეს ისეთი საკითხებია ვერც მოთხოვ ვინმეს რომ რამე გაიგოს 1-2 წლისწინ მეც ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს ) . საქართველოში როცა ვიყავი არ ვიცოდი ესეთი ძლიერი სულიერი კომუნა თუ გვყავდა და ზღვა ინფორმაცია თუ ტრიალებდა. მიხარია
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131587 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 4 2024, 10:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


კი , ზღვის პროდუქტებთან როგორ ხარ ?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131583 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 2 2024, 09:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

თვეში ერთხელ ან ორჯერ მიღებული ხორცი გიკმაყოფილებს ნორმას? ისე რომ შემდეგ აღარ გჭირდება დანამატები?
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131576 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 2 2024, 08:59 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


დამიწებაში ვიგულისხმე ცოდნების ყოფიერებაში გადმოტანა რომ ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს და პირიქით , რაღაც არ მაშინებდეს . შეიძლება არასწორი სიტყვა გამოვიყენე ...
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131575 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 2 2024, 11:01 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.


როგორ შეიძლება ამის დამუხრუჭება ? როგორ დავამიწო ეს ცოდნები და ინფორმაცია
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131573 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 2 2024, 10:45 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.


წამოსვლამდე საქართველოში დიაგნოსტიკაზე ვიყავი , სადაც ენერგეტიკა და ფსიქოსომატური მდგომარეობა შევიწმომე . იქ გამაფრთხილა რომ სირთულეები დაიწყებოდა , რომელიც ტრანსფორმაციასთან იქნებოდა დაკავშირებული . მითხრა რომ ფუნქციონალს ვერ ვასრულებ და ფსიქიკა მეძაბება ამის გამო . ანუ ენერგია მომდის მაგრამ ამას მე ვერ ვატარებ .
მაშინ ეს ყველაფერი ვერ გავიგე მაგრამ განმარტებები ნელ ნელა მოვიდა . დედის და მამის მეოთხე თაობაში სულიერი ხალხი მყავდა , ბაბუაჩემის მამის მამა ჩემთან სოფლის ეზოში იყო დაკრძალული . ჩემს ბავშვობაში გადაასვენეს სასაფლაოზე და მიცვალებული არ იყო გახრწნილი . დიაგნოსტიკაზე ეს არ იცოდა ადამიანმა და მითხრა რომ ამ ადამიანის ხასიათი მაქვს , ანუ ჩემი პიროვნება ( ტიპაჟი ) იყო ბაბუაჩემის მამის მამა . მივხვდი რომ წინაპრებისგან მაქვს მფარველობა . ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი ზღაპარი იყო 1 წლისწინ მაგრამ დღეს ყველაფერს ვაცნობიერებ თუმცა ვერ ვგრძნობ . ვერ ვათანხმებ ჩემს თავში ცნობიერსა და ქვეცნობიერს . ანუ ვერ ვიღებ ჩემს ახალ თავს რომელიც ახლა იბადება და ეს მტანჯავს ალბათ .
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131572 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 2 2024, 10:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Jan 2 2024, 09:27 AM) *
Sukkuna

მეც მთელი გულით გილოცავ ახალ წელს!!! გისურვებ გეპოვოს შენი ნამდვილი „გზა“. იმედია ეს ფორუმიც დაგეხმარება ნაწილობრივ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავარი მძებნელი შენა ხარ.
ამ ფორუმზე ბევრნი თითქმის ფორუმის შექმნიდანვე ვართ, თავიდან ჩვენც ძიებაში ვიყავით, ახლა უმეტესობამ მივიღეთ ჩვენს შინაგან უამრავ კითხვაზე პასუხი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ახალ იუზერებს.

საკვებზე რაც დაწერე ნორმალურად მიმაჩნია. მე ვეგეტერიანი არა ვარ, მაგრამ ხორცი მე არ მიყვარს, უბრალოდ ვიცი თუ არ მივიღე, მერე ვიტამინები დამჭირდება, ამიტომ დაახლოებით თვეში ერთხელ ვიღებ. მეორე მესამე დღეს სიხარულით ვუბრუნდები ისევ მცენარეულ საკვებს. ხორცის ენერგეტიკა არის ძალიან უარყოფითი, თუ შესძლებ ისე იკვებო, რომ არ დაგაკლდეს მთავარი ვიტამინების კომბლექსი ბ რაც ხორცშია ეს კარგია.
ისევ იგივე წარმოდგენა შემექმნა შენი ახალი პოსტებიდან, რომ ძალიან ჩქარა მიიწევ წინ და ვერ ასწრებს შენი ქვეცნობიერი მიიღოს ახალი მდგომარეობა.
არ უნდა აჩქარდე, შეეცადე ცოტა დაამუხრუჭო. თუ პრობლემა არა გაქვს რამდენი წლისა ხარ? ამას იმიტომ გეუბნები, რომ ასაკსაც აქვს მნიშვნელობა.
მთავარია ჩვენს თავს მივუტევოთ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ სხვასაც მივუტევოთ.

მადლობა! დიახ გულით მინდა ვიპოვო ეს გზა და ამ სურვილმა მომიყვანა აქამდე... 22 წლის გავხდი ივლისში . სამწუხაროდ ბოლო 1 წელია საქართველოში აღარ ვარ და შესაბამისად კომუნიკაცია არ მაქვს იმ " სულიერ " კომუნასთან , რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდება . საბედნიეროდ არის ბლოგები და ჯგუფები საიდანაც საჭირო ინფორმაციებს ვიღებ .
გეთანხმები პროცესის სიჩქარეზე და ამაზე ვფიქრომ 2 დღეა , ვცდილობ გავაცნობიერო მდგომარეობა . მაგალითად 5 თვის წინ რასაც ვკითხულობდი და ვისმენდი არსს ვერ ვწვდებოდი , შემდეგ დაიწყო " ტკივილის " " ჩავარდნის ფაზა " ( ასე ვეძახი ) რომლის გამოვლის შემდეგაც ცნობიერება იზრდება . მოდის განმარტებები და გაგება თუ რას ნიშნავს . მაგალითად როდესაც ტკივილის ფაზა მთავრდება იწყება პერიოდი 1 კვირიანი როცა უბედნიერესი , მშვიდი და სიყვარულით სავსე ვარ . ამის გარდა სიარული , საუბარი , შეხება, შეგრძნებები გარე სამყაროსთან ძალიან სასიამოვნო ხდება . ცნობიერი ვხდები და ამდროს თამამად შემიძლია გონებაზე უარი ვთქვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში " ფსიქოლოგიური დროის " გარეშე ვიმოქმედო . ეს უბრალოდ სასწაულია რადგან ყველაფერი თავისით ლაგდება , ბავშვობის შეგრძნებები ბრუნდება , კარგად მძინავს და ვაზროვნებ მაგრამ ეს პერიოდი მალე მთავრდება და იწყება ისევ ტკივილი , დაძაბულობა და ასე შემდეგ. ვხვდები რომ მაღალვიბრაციული ყოფა ავტომატურად მიხსნის ცოდნებს , ისეთი რაღაცეები ვიცი მაგ დროს რაც ახლა რომ ვეცადო ვერ გავიხსენებ .
ყველაზე მეტად რაც არ მესმის ჩემი პიროვნების აღმაა , ვეღარ ვიდენტიფიცირდები იმ ადამიანთან ვინც 22 წელი ვიყავი და ვერც იმის ნაწილი ვარ რისიც აქამდე ვიყავი . თითქოს წამშალეს და უდაბნოში დამაგდეს . ჩემს საზღვარგარეთ წასვლამდე 1 წლით ადრე მეგობართან საუბრის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში ვილაპარაკე რომ წავიდოდი საზღვარგარეთ და ამ დროს დაიწყებოდა მეორედ მოსვლა სადაც ყველაფერი შეიცვლებოდა და ვთქვი რომ მთავარი გამოცდა იმ ქვეყანაში მექნებოდა სადაც ახლა ვარ . იმ დროს დღევანდელი ცოდნის 10% იც კიარ მქონდა . არ ვიცი რატომ ვთქვი ეგ ყველაფერი და სიმართლე რომ გითხრა არვიცი ამ ქვეყანაში რატომ წამოვედი . აქ რაც ჩამოვედი მაშინ დაიწყო ინტენსიურად ყველაფერი . თითქოს 1 წლისწინ რაღაც ვიცოდი ( ანუ რაღაც წინ დავინახე ან ვიგრძენი) ხმას გამოვყევი და ახლა აქ ვარ
როდესაც მაღალ მდგომარეობაში ვარ ანუ სამყაროსთან დაკავშირებული ვარ , ჰარმონიაში ვარ ეგრევე მიჩნდება აზრები რომ აქ რაღაც საქმე მაქვს , რაღაც უნდა შევცვალო . ( არ გამოვრიცხავ რომ ეს აზრები გარედან მქონდეს შემოსული და ვალდებულის გრძნობის სახით იჩენდეს ჩემში თავს მაგრამ ფაქტი ჯიუტია ) . რამდენიმე თვის წინ გაცნობიერებული სიზმარი მქონდა , სადაც ადამიანზე ჩემი განზრახვით ვზემოქმედებდი მაგრამ ვერ შევძელი . ის ვიზეც ამას ვცდილობდი ასეთი სიტყვები მითხრა " ყველაფრის პასუხს შენს თავში იპოვი , თუ მოინდომებ ამ ცოდნაში იბანავებ " ამდროს გაღვიძება მოვინდომე და გავიღვიძე . იმისმერე უფრო ინტენსიურად დაიწყო ყველაფერი ცხოვრებაში ბევრი პრობლემები და სირთულეები გამოჩნდა , თამამად ვიტყვი რომ ძალიან გავნულდი ამ პრობლემებთან გამკლავების დროს . ზოგჯერ ისეთი აზრები და დიალოგებია ჩემს თავში რომ საერთოდ არაფერ შუაშია ჩემთან , ზოგჯერ ეს დიალოგები ძალიან მძიმეა . ბავშვობიდან ღმერთთან საკუთარი დამოკიდებულება მქონდა.. თითქოს აუხსნელად ვიცოდი იესოს რეალური არსებობის შესახებ და ღრმა გაუცნობიერებელი შეგრძნებები მქონდა . როცა გამოღვიძება დაიწყო დიალოგი ამ კუთხითაც დამძიმდა შესაბამისად ღრმა კავშირი დავკარგე წმინდა ძალებთან ( ნდობა , იმედი , სიყვარული , მორიდება , თავმდაბლობა ) . ერთადერთი რაც მინდა სიტუაციის კონტროლია , მინდა ვაკონტროლებდე თავს და ვაკონტროლებდე ჩემს მდგომარეობას . პირადად მე ჩემს თავს ბავშვს ვადარებ რომელმაც პირველად გაიგო ტკბილი გემო ჭეშმარიტების ( მართალია ეს უბრალოდ ხანმოკლე გამოკრთომა იყო ) მაგრამ როგორც მივხვდი ცხოვრების შემდეგ ეტაპებს ჩვენი მდგომარეობით განვსაზღვრავთ . შესაბამისად სულს უნდა რომ ფრთები გაშალოს მაგრამ გონება არ მიშვებს , ვცდილობს ახსნას ის რაციონალურად რაც არ არის რაციონალური. თითქოს ვერ ვიღებ ამ ცოდნებს ვერ " ვხარშავ " სწორად და ვერ " ვამიწებ " . ეს ყველაფერი თქვენთან საუბრის დროს გავიაზრე და მადლობას გიხდით ყოველი კომენტარისთვის
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131571 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 1 2024, 11:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(td......... @ Jan 1 2024, 05:33 PM) *
Sukkuna საინტერესო გამოცდილება გაქვს. earth ვეთანხმები, ზეტსაც, კომპლექსურია ზოგადად ყველაფერი. მთავარია ფანატიზმსი არ გადავიდეს ხოლმე, ან ამპარტავნებას რასაც ეძახიან... არ დაგავიწყდეს, რომ აქ ყველანი ერთი მიზნით ვართ (ნუ, მთლად ერთი მიზნითაც არა, მაგრამ ეგ სხვა თემაა). წარმოიდგინე, რომ სკოლასი ხარ და შენც და ნებისმიერი ქუჩAში გამვლელიც გარკვეული გამოცდილების მისარებად არის მოსული და ასევე თავის დავალების შესასრულებლად. რაც შეეხება რაციონს, აქაც თAვისებური ნიუანსებია გასათვალისწინებელი. თუ ორგანიზმი მართლა უარყოფს ამა თუ იმ პროდუქტს, პირველ როგში , ზეტის თქმის არ იყოს შეიმოწმე ანალიზები აუცილებლად. შესაძლებელია შენთვის მართლაც აღარაა საჭირო გარკვეული პროდუქტების მიღება. მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ შეაძლა ვირაც არ იყოს ვეგანი, სვამდეს, ეწეოდეს და გაცილებით ამაღლებული ენერგიის იყოს და გაცილებით მეტად ჰქონდეს "გახსნილი" შესაძლებლობები. ეს სამყარო ისეთი მრავალფეროვანია smile.gif
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გარკვეულ ეტაპზე ადამიანებს გვახასიათებს ილუზიებში გადავარდნა და რაღაცეების გაფანატება... ცოდნის მისაღებად ბევრი მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია პრაქტიკა. აირჩიე რამე პრაქტიკა რაც შენთვის მისაღები იქნება, მედიტაცია, სიყვარულის პრაქტიკა, ან სხვა და ეცადე ყოველდღიურ რუტინად აქცია. ეგაა ყველაზე დიდი გამოცდა, ხშირად პრაქტიკაზე ტორმუზდება ხოლმე ჩვენი მესამე თვალის ახელა და ხ=სხვა გასხივოსნებები smile.gif) ეს სარკაზმით და სერიოზულად მართლა ასეა. წარმატებები.

გამარჯობა გილოცავ ახალ წელს ! მადლობა პასუხისთვის 🥰 ფანატიზმისა და ამპარტავნობის ეტაპები დასაწყისში გამოვიარე და ჩემი აზრით ამის გამო სამყარომ ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები გამომატარა , რომ ეს ფარსი წარმოდგენები ჩემზე და ჩემს გარეთ თავზე დამენგრა . ამის გაცნობიერებით დაიწყო ძვრა ჩემში . კვებაზე სპეციფიურად ვარ რადგან არის პროდუქტი , რომლის გამოც პირში და სახეზე მაყრის და ამით ვხვდები იმ ეტაპზე რა მჭირდება და რა არა . მაგალითად ხორცის ერთჯერადი ჭამა არაფერს მაგრამ თუ ვჭამე კვირაში 3-4 ჯერ შინაგანი დაძაბულობები მეწყება , შინაგანი დიალოგიც მძიმდება და საბოლოოდ ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ რომ თავს ვანებებ . ზოგჯერ ისე ვარ რო დღეები შეიძლება გაღვივებულ ხორბალზე ვიყო და თავს კარგად ვგრძნობდე , მაგალითად მზიან დღეებში საღამომდე გამოთიშული ვარ ( ფსიქიკა ძალიანდაძაბული მაქვს ) და როგორც კი მზე გადადის შვების გრძნობა მაქვს , თუმცა ეს ასე არ არის ყოველთვის . მართალი ხარ ბევრის გამოცდილება წამიკითხავს და ვიცი ადამიანები ტკივილის გარეშეც გადიან ამ ეტაპებს მაგრამ მე ტკივილის გარეშე არამგონია გამზრდოდა ცნობიერება . მიხარია რომ ეს ადგილი ვიპოვე და ასეთ რჩევებს მაძლევთ თავს ახლა ბევრად მშვიდად ვგრძნობ . აქედან ბევრი ჯგუფი და საიტიც ვიპოვე რომელიც მჭირდებოდა 👍❤️
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131568 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Jan 1 2024, 03:13 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


QUOTE(earth @ Dec 31 2023, 09:18 AM) *
Sukkuna
წავიკიითხე შენი პოსტი და ასე ვიგრძენი, რომ გრძნობ და ხედავ ბევრ რამეს, რასაც ჩვეულებრივ ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი ასე დავარქმევდი მეექვსე გრძნობის განვითარებაა, მაგრამ შენ მზად არ ხარ და ეს იწვევს შენში უარყოფით ემოციებს და ამიტომაცაა შენი შეგრძნებები ასე.
მეექვსე გრძნობა, მესამე თვალი, ეს ყველაფერი მოითხოვს ნელ-ნელა წინსვლას და არასოდეს არ უნდა ავჩქარდეთ. როცა სწორი გზით მიდიხარ შეგრძნებები, შენი გრძნობები იქნება მხოლოდ დადებითი. ლოცვა კარგია და ლოცვის ძალა, თავმდაბლად შენი ღრმა ჩაღრმავება და მადლიერების გრძნობა სამყაროსადმი, უსაზღვრო სიყვარულს დაბადებს შენში.
შეეცადე დააკვირდე შენს ფიქრებს და გრძნობებს, პირველ ეტაპზე რაც მთავარია გრძნობები იყოს კარგი, უნდა გრძნობდე შინაგანად სიმშვიდეს, თუ ვერ ახერხებ, რამე ისეთი გააკეთე რაც გიყვარს, შეეცადე ეს კარგი ემოცია „დაიჭირო“ და ამით იყო. ამის მერე ნელ-ნელა დასახე ლამაზი ფიქრები და ისინი თავისთავად გაგიხსნიან გზას.

გამარჯობა ❤️ პირველ რიგში გილოცავ ახალ წელს ! მადლობა ასეთი კონკრეტული პასუხისთვის ... ჩემი გაგებით და დაკვირვებით რადგან 1 წელზე მეტია განსხვავრბულად ვიკვებები ვიდრე მანამდე ( ძირითადად არ ვჭამ ტკბილს , შემწვარს , ხორცს , თევზს იშვიათად და არც ცხარეს/მწარეს მარილს და ასე შემდეგ ) ენერგეტიკა ავტომატურად გამეზარდა რამაც გამოიწვია ჩემი სწრაფი ტრანსფორმაცია მაგრამ ამ სიმსუბუქეს ვერ ვიჭერ და ნეგატივში ( დესტრუქციაში მიმდის ) აზრები და ემოციები . კვება ავტომატურად შევცვალე ის საკვები რაც ჩამოვთვალე ხშირი მიღება ცუდად მხდის და ისეთი შეგრძნევა მაქვს რომ ემოციებს მიბლაგვებს .

ბოლო პერიოდში დავაკვირდი რომ გულში ბოლო თვეებია სულ მკაფიო შეგრძნევა მაქვს და ძალიან სენსიტიური. ყოველი განზრახ გაფიქრებული სიტვა მაგალითად ( სიყვარული , სიმშვიდე ," მშვიდად ვარ " , " კარგად ვარ , ) გულში ანთების შეგრძნებას იწვევს და კარგად ვხდები სისტემატიური გამეორებით რამდენიმე დღეში . საქმე იმაშია რომ
შემდეგ მეკეტება გულში ეს შეგრძნება და თითქის გათიშული ვარ სამყაეოსგან , ფიზიკურ პლანზე მიჭირს სუნთქვა, მტკივა გული, არ მესმის გულის ხმა , არც შეგრძნებები მაქვს , თითქოს კარი იკეტება და რეალობაც თავზე მენგრევა . ვერ ვაკონტროლებ ჩემს ენერგეტიკას რადგან გონება მაქვს ჰიპერაქტიული და ვერ ვამშვიდებ . ტრანსფორმაციის დროს გამოვლილმა ტკივილმა ქვეცნობიერში შიშები გამიჩინა ,დანაშაულის გრძნობა , მღელვარება . აქამდე ესენი არ ვიცოდი და ამ ეტაპზე ამ ემოციებთან მუშაობას ვსწავლობ . სექსუალური ცხოვრება 3 წელია არ მაქვს , ამ
გარდაქმნის და კვების გამო ავტომატურად დამეთრგუნა სექსუალური ენერგია მაგრამ ვერც წინ მივდივარ რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამ ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებ და გონების დონეზე ვერ ვხვდები რატომ
ან რისთვის . ცოდნები მაქვს გახსნილი , მაგალითად თვალით და აღქმით ვხვდები როგორ ცვლის ჩემი ემოციები რეალობას , სხვების პრობლემებს და გადაჭრის გზებს ნათლად ვხედავ და ჩემზე საერთოდ " ვერ " ვფიქრობ რადგან უმეტეს დროს დაბალ მდგომარეობაში ვატარებ . თითქოს ვეღარ ვაზროვნებ მარტო აწმყოში ვარ და აქაც ვერ ვარ , წარმოსახვა აღარ მაქვს კარგი და ვერც წარსულში გადავდივარ თითქოს აწმყოში ყოფნა უნდა ვისწავლო მაგრამ მიღებულ ინფორმაციას ვერ ვამუშავებ სწორად ჩემი დაბალი მდგომარეობის გამო .

  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131566 · Replies: 58 · Views: 12,083

Sukkuna
Posted on: Dec 31 2023, 04:21 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040


მადლობა !
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131563 · Replies: 58 · Views: 12,083

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 10th May 2024 - 08:30 PM