IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაცობრიობა დამონებულია უცხო არსებების მიერ, შემბყრობლები
Merlin
post May 20 2016, 01:28 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი მტაცებელი
(კარლოს კასტანედას მიხედვით)

დონ ხუანმა მექსიკენ იაკ ინდიელთა შამანმა ეს მოუყვა კარლოს კასტანედას:
„ჩვენ გვყავს მტაცებლები რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ და ახლა ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ. ადამიანური არსებები მათი ტყვეები არიან მტაცებლები კი ჩვენი ბატონები და მასწავლებლები. ეს ჩვენ მორჩილებსა და უმწეოებს გვხდის. თუ რამის გაპროტესტებას მოვისურვებთ ისინი ამ პროტესტს ახშობენ. თუ დამოუკიდებლად მოქმედება გვინდა ისინი გვაიძულებენ ეს არ გავაკეთოთ.
მე მთელი ეს დრო ამ თემის შორი-ახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი შენთვის ეს ნელ-ნელა მომეწოდებინა აზრი რომ ჩვენ ვიღაცის პატიმრობაში ვართ. სინამდვილეში ჩვენ პატიმრები ვართ!
ეს ენერგეტიკული ფაქტორი იყო მექსიკელი უძველესი ჯადოქრებისთვის. ისინი გვმართავენ ჩვენ, რადგან ჩვენ მათი საკვები ვართ და ისინი დაუნდობლად გვწურავენ რადგან ჩვენ ვართ მათი საზრდო. ზუსტად ისე როგორც ჩვენ ქათმები გამოგვყავს გალიებში, საქათმეში, მტაცებლებს ჩვენ გამოვყავართ საადამიანოებში, რათა მათი საკვები მუდამ ხელმისაწვდომი იყოს.
„არა, არა, არა - წამოიძახა კარლოსმა - ეს აბსურდია დონ ხუან ,ის რასაც შენ ამბობ საშინელებაა. ეს უბრალოდ არ შეიძლება სიმართლე იყოს, არც მაგისთვის არც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც არავისთვის.
„რატომაც არა? - წყნარად იკითხა დონ ხუანმა - რატომ? შენ რომ ბრაზობ იმიტომ? შენ ჯერ ყველაფერი არც მოგისმენია, მოგიწოდებ სწორად განსაჯო. ერთი წუთით დაფიქრდი და მითხარი როგორ ახსნი წინაღმდეგობებს ადამიანის გონების აგებულებასა და მისავე რელიგიურ სისტების სისულელეს შორის, ან მისსავე წინააღმდეგობრივ საქციელებს შორის. მაგებს სჯეროდათ რომ მტაცებლები გვინერგავენ რელიგიურ სისტემებს, მოსაზრებებს კეთილსა და ბოროტზე, ჩვენს სოციალურ ჩვევებზე. ისინი გვაძლევენ იმედს, მოლოდინს, ოცნებას წარმატებასა თუ მარცხზე. მათ მოგვცეს სიხარბე, გაუმაძღრობა და სიმხდალე. ეს მხეცები გვაქცევენ თვითკმაყოფილ, ბანალურ ეგომანიაკებად.
„მაგრამ როგორ შეძლეს მათ ეს დონ ხუან? -კითხა კარლოსმა და რატომღაც უფრო მეტად გაბრაზდა იმაზე რასაც დონ ხუანი ამბობდა.-ისინი რა ამას ძილის დროს ყურში ჩაგვჩურჩულებენ?
„არა ისინი ასე არ იქცევიან, ეს ხომ სისულელეა - გაიღიმა დონ ხუანმა - ისინი გაცილებით უფრო ეფექტურადა და ორგანიზებულად მოქმედებენ,იმისთვის რომ დაგვთრგუნონ და მორჩილებაში გავმყოფონ მტაცებლები განსაცვიფრებელ მანევრებს მიმართავენ, ხო, განსაცვიფრებელს საბრძოლო სტრატეგიის გადასახედიდან მაგრამ საშინელს დატანჯული მსხვერპლის გადასახედიდან. ისინი ჩვენ საკუთარ გონებას გვაძლევენ! გესმის ჩემი? მტაცებლებმა თავიანთი გონება მოგვცეს, რომელიც მერე ჩვენი გონება გახდა. მტაცებლების გონება კი უცნაური, წინააღმდეგობრივი და პირქუშია, სავსე შიშით რომ ყოველ წუთს შეიძლება გამოგიჭირონ.
„ვიცი შიმშილი არასოდეს გამოგიცდია ... შენ საჭმელი გიყვარს და ეს სხვა არაფერია თუ არა მტაცებლის ჟინი რომელსაც ყოველ წუთს ეშინია მისი ქმედება გამჟღავნდება და საკვები ხელმიუწვდომელი გახდება. გონებაში, რომელიც ამავე დროს მტაცებლის გონებაცაა ისინი ადამიანური არსებების ცნობიერებაში აწვეთებენ მათთვის ხელსაყრელ იდეებს.ამით ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი საზრდოს მტკიცე დაცვას და ახშობენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარ გამოვლინებას.
მექსიკელი უძველესი მაგები შოკირებულნი იყვნენ იმ იდეით რომ მტაცებლებმა შექმნეს მათი სამყაროს ხატი. ისინი თვლიდნენ რომ ადამიანი ერთი მხრივ სრულყოფილი არსება უნდა ყოფილიყო, განსაცვიფრებელი ინტუიციითა და მოქნილი ცნობიერებით რაც დღეს უკვე მითი და ლეგენდაა, მეორეს მხრივ კი ყოველივე გამქრალია და შედეგად გაწონასწორებულ ადამიანს ვიღებთ.მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მოწინააღმდეგე უბრალო მტაცებელი არაა.ის ძალიან ნიჭიერი და ორგანიზებულია, ის ჩვენს დასამორჩილებლად მეთოდოლოგიურ სისტემას მიჰყვება. ადამიანი - მაგიური არსება, რაც წესით უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია მაგიური აღარაა, ის ერთი ჩვეულებრივი ხორცის ნაჭერია.
ადამიანისათვის აღარ არსებობს სხვა სიზმრები გარდა ცხოველის სიზმრისა, რომელიც გაზარდეს იმისათვის რომ ხორცის ნაჭრად ექციათ: ბანალურად და გონებასუსტად.
კასტანედა 1998წ.
უსასრულობის აქტიური მხარე
გვ.217
დონ ხუანმა თქვა : დღეს შესაფერისი დროა იმის გასაკეთებლად რაც მე ადრე გთხოვე. ერთი წუთით ამის გასაკეთებლად საჭირო ყურადღება მოიკრიბე, არ გაჩერდე ვიდრე მორიალე შავ ჩრდილს არ დაინახავ.
მე ნათლად დავინახე შავი ჩრდილი რომელიც ხეების ფოთლებს შორის გასხლტა.ეს ან ერთი ჩრდილის წინ და უკან მოძრაობა იყო ან აქეთ-იქიდან ბევრი ჩრდილი სხლტებოდა და ჰაერში დალივლივებდნენ. ისინი უზარმაზარ, შავ თევზს მაგონებდნენ, თითქოს გიგანტური ხმალთევზა დაცურავდა ჩემს ზემოთ ჰაერში, ის მთელს ჩემს მხედველობის არეს იკავებდა. ამან შემაშინა ,ძალიან დაბნელდა და ფოთლებს ვეღარ ვხედავდი მაგრამ მორიალე შავი ჩრდილები ისევ ჩანდა.
„რა არის ეს დონ ხუან „- ვკითხე მე
დიდი ხნის წინ მექსიკელმა ჯადოქრებმა/შამანებმა აღმოაჩინეს რომ ჩვენ ცხოვრების თანამგზავრები გვყავდა.მან ეს ისე ამიხსნა როგორც შეძლო „ჩვენ გვყავს მტაცებლები რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ და ახლა ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ.ადამიანური არსებები მათი ტყვეები არიან მტაცებლები კი ჩვენი ბატონები და მასწავლებლები .ეს ჩვენ მორჩილებსა და უმწეოებს გვხდის თუ რამის გაპროტესტებას მოვისურვებთ ისინი ამ პროტესტს ახშობენ თუ დამოუკიდებლად მოქმედება გვინდა ისინი გვაიძულებენ ეს არ გავაკეთოთ.
გარშემო ძალიან ბნელოდა თითქოს გამოსახულების ნაწილი შემცირებულიყო.ეს რომ დღის შუქი ყოფილიყო მე საკუთარ თავზე გამეცინებოდა მაგრამ სიბნელეში მაინც თავი შევიკავე.
„ჩვენ გარშემო უკუნი სიბნელეა“ მითხრა დონ ხუანმა „მაგრამ თუ თვალის კუთხით შეხედავ შენ ისევ დაინახავ ჩრდილებს რომლებიც ჩვენს გარშემო სხლტებოდნენ.
ის მართალი იყო მე მათ ისევ ვხედავდი ,მათმა მოძრაობამ თავბრუ დამახვია.დონ ხუანმა შუქი აანთო და ისინის გაიფანტნენ, მე კი მითხრა: შენ უნდა დაბრუნდე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, რასაც მექსიკის უძველესი შამანები საგანთა საგანს ეძახდნენ. მე მთელი ეს დრო ამ თემის შორი ახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი შენთვის ეს ნელ-ნელა მომეწოდებინა აზრი რომ ჩვენ ვიღაცის პატიმრობაში ვართ.სინამდვილეში ჩვენ პატიმები ვართ!
ეს ენერგეტიკული ფაქტორი იყო მექსიკელი უძველესი ჯადოქრებისთვის.
როგორ გვაკონტროლებენ მტაცებლები რომლებსაც შენ აღწერდი დონ ხუან?-ვკითხე მე -ამას უნდა ჰქონდეს ლოგიკური ახსნა.
ეს არის ახსნა -მიპასუხა დონ ხუანმა - ეს მსოფლიოში უმარტივესი ახსნაა. ისინი გვაკონტროლებენ იმიტომ რომ ჩვენ მათი საკვები ვართ და უმოწყალოდ გვწურავენ და ჩვენით საზრდოობენ. ისევე როგორც ჩვენ გამოგვყავს ქათმბი საქათმეებში, მტაცებლებს გამოვყავართ ადამიანების გალიებში - საადამიანეებში.ამიტომ საკვები მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ვიგრძენო როგორ ძლიერად ექანებოდა ჩემი თავი აქეთ-იქით არ შემეძლო სიღრმისეულად გადმომეცა ჩემი მოუსვენრობა და უკმაყოფილება მაგრამ სხეული ვერ ჩერდებოდა და ცდილობდა ყველაფერი ზედაპირზე გამოეტენა. ჩემი სურვილის საპირისპიროდ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ვკანკალებდი და საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც ამბობდა: „„არა,არა,არა - წამოიძახა კარლოსმა - ეს აბსურდია დონ ხუან ,ის რასაც შენ ამბობ საშინელებაა.ეს უბრალოდ არ შეიძლება სიმართლე იყოს , არც ჯადოქრისთვის არც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც არავისთვის.
„რატომაც არა? - წყნარად იკითხა დონ ხუანმა - რატომ? შენ რომ ბრაზობ იმიტომ?კარგი,შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გაგიგია ცოტაც მოიცადე და ნახავ როგორ იგრძნობ თავს.მე ვაპირებ შენს გონებაზე უდიდესი ზეგავლენა ვიქონიო,შენ კი ვერ ადგები და ვერ წახვალ იმიტომ რომ დაჭერილი ხარ.და ეს იმირომ კი არა რომ მე გაკავებ არამედ იმიტომ რომ რაღაც შენს შიგნით ხელს გიშლის წასვლაში მაშინ როცა შენი მეორე ნაწილი თითქმის სიგიჟის ზღვარზე იქნება.მაშ გამაგრდი!
ჩემში რაღაც თვითგვემის მსგავსმა გაიღვიძა, ის მართალი იყო, მე არაფრის გულისთვის არ შემეძლო სახლის დატოვება მაგრამ მაინც მომწონდა სიცარიელე, რომელიც მისგან იფრქვეოდა.
„მოგიწოდებ სწორად განსაჯო. ერთი წუთით დაფიქრდი და მითხარი როგორ ახსნი წინაღმდეგობებს ადამიანის გონების აგებულებასა და მისავე რელიგიურ სისტების სისულელეს შორის, ან მისსავე წინააღმდეგობრივ საქციელებს შორის. ჯადოქრებს სჯეროდათ რომ მტაცებლები გვინერგავენ რელიგიურ სისტემებს , მოსაზრებებს კეთილსა და ბოროტზე, ჩვენს სოციალურ ჩვევებზე. ისინი გვაძლევენ იმედს, მოლდინს, ოცნებას წარმატებასა თუ მარცხზე.მათ მოგვცეს სიხარგე ,გაუმაძღრობა და სიმხდალე. ეს მხეცები გვაქცევენ თვითკმაყოფილ,ბანალურ ეგომანიაკებად.“
„მაგრამ როგორ შეძლეს მათ ეს დონ ხუან? - კითხა კარლოსმა და რატომღაც უფრო მეტად გაბრაზდა იმაზე რასაც დონ ხუანი ამბობდა.-ისინი რა ამას ძილის დროს ყურში ჩაგვჩურჩულებენ?
„არა ისინი ასე არ იქცევიან ,ეს ხომ სისულელეა -გაიღიმა დონ ხუანმა- ისინი გაცილებით უფრო ეფექტურადა და ორგანიზებულად მოქმედებენ,იმისთვის რომ დაგვთრგუნონ და მორჩილებაში გავმყოფონ მტაცებლები განსაცვიფრებელ მანევრებს მიმართავენ, ხო, განსაცვიფრებელს საბრძოლო სტრატეგიის გადასახედიდან, მაგრამ საშინელს დატანჯული მსხვერპლის გადასახედიდან. ისინი ჩვენ საკუთარ გონებას გვაძლევენ! გესმის ჩემი? მტაცებლებმა თავიანთი გონება მოგვცეს, რომელიც მერე ჩვენი გონება გახდა. მტაცებლების გონება კი უცნაური,წინააღმდეგობრივი და პირქუშია, სავსე შიშით რომ ყოველ წუთს შეიძლება გამოგიჭირონ.
„ვიცი, შიმშილი არასოდეს გამოგიცდია ... შენ საჭმელი გიყვარს და ეს სხვა არაფერია თუ არა მტაცებლის ჟინი რომელსაც ყოველ წუთს ეშინია მისი ქმედება გამჟღავნდება და საკვები ხელმიუწვდომელი გახდება. გონებაში, რომელიც ამავე დროს მტაცებლის გონებაცაა ისინი ადამიანური არსებების ცნობიერებაში აწვეთებენ მათთვის ხელსაყრელ იდეებს.ამით ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი საზრდოს მტკიცე დაცვას და ახშობენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარ გამოვლინებას.
არ იფიქრო თითქოს მე არ მესმოდეს ამისი ზოგადი აზრი დონ ხუან - ვუთხარი მე - მაგრამ არის აქ უჩვეულო რაღაც რაც უკუმაგდებს, ეს მაიძულებს საწინააღმდეგო პოზიცია დავიკავო ,თუკი ისინი ჩვენით იკვებებიან როგორ აკეთებენ ამას?
დონ ხუანმა ფართოდ გამიღიმა და მასხარასავით გამხიარულდა მან ამიხსნა რომ ჩვილ ადამიანურ არსებებში ხედავდნენ ენერგიის მანათობელ ბუშტებს თავიდან ბოლომდე დაფარულებს კაშკაშა საფარით რომელიც პოლიეთილინევეით ეკვროდა ენერგიის ბუშტს, მან თქვა რომ სწორედ ამ ცნობიერების კაშკაშა საფარს იყენებდნენ მტაცებლები საკვებად.როცა ადამიანური არსებები ზრდასრულობას აღწევენ ყოველივე რაც ცნობიერების კაშკაშა ბურთიდან რჩება ეს მხოლოდ ვიწრო ფოჩია რომელიც მიწიდან მხოლოდ ფეხის თითებამდე გვწვდება.ეს ვიწროფოჩი აძლევს კაცობრიობას სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მაგრამ უკვე ძალიან სუსტად. დონ ხუანის ხმა ისე ჩამესმოდა, თითქოს სიზმარში ვიყავი, ის მეუბნებოდა რომ ადამიანი სამყაროში ერთადერთის სახეობაა რომელსაც ცნობიერების კაშკაშა საფარი გააჩნია მანათობელი ბურთის გარშემო და სწორედ ამის გამოა ის ადვილი საკბილო განსხვავებული ცნობიერებისთვის ისეთი მძლავრისთვის როგორიც მტაცებლების ცნობიერებაა.
ამის შემდეგ მან ყველაზე უფრო საზიანო დებულება წამოაყენა, მან თქვა რომ ცნობიერების ეს ვიწრო ფოჩი იმ თვით-რეფლექსიის ეპიცენტრია სადაც ადამიანი უიმედოდაა მომწყვდეული. ჩვენს თვით-რეფლექსიაზე თამაშით კი, რაც ჩვენთვის დატოვებული ცნობიერების ერთადერთი ნაწილია, მტაცებლები ქმნიან ცნობიერების ნათებებს რომლებასაც ისინი აძლიერებენ რათა მერე დაუნანებლად მოიხმარონ თავიანთი მტაცებლური ჩვეულებისამებრ. ისინი ჩვენ ფუჭ პრობლემებს გვიქმნიან რათა ეს ცნობიერების ნათება უფრო გააძლიერონ და ამგვარად გვინარჩუნებენ სიცოცხლეს რათა მერე ჩვენი ფსევდო-ინტერესების ენერგიით გამოიკვებონ. დონ ხუანის ნათქვამში იყო რაღაც ისეთი დამანგრეველი რამაც თითქმის ფიზიკურ ტკივილამდე მიმიყვანა.
ერთი წუთის შემდეგ ,როგორც კი თავი უკეთესად ვიგრძენი დონ ხუანს ვკითხე - „ და თუკი მექსიკის უძველესი ჯადოქრებიც და დღევანდელი ჯადოქრებიც ხედავენ მტაცებლების ქმედებას რატომ არაფერს აკეთებენ?
- იმიტომ რომ მე დაშენ ვერაფერს ვიზამთ - სევდიანი ხმით მითხრა მან -ერთადერთი რაც შეგვიძლია საკუთარი თავის კონტროლია რომ მტაცებლები ახლოს არ მოუშვათ.
მაგრამ როგორ უნდა მოსთხოვო ახალგაზრდობას დაიცვან მკაცრი დისციპლინა? ისინი დაგცინებენ და მასხარად აგიგდებენ და ყველაზე აგრესიული მაგრადაც მიგბეგვავს... და ეს არა იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ. ყოველ ადამიანურ არსების სულის სიღრმეში არის შინაგანი მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა მტაცებლების არსებობის შესახებ.
ჩემი ანალიტიკური გონება იო-იოსავით ზემოთ-ქვემოთ ხტოდა: მტოვებდა და ისევ ბრუნდებოდა, მტოვებდა და ბრუნდებოდა. ის რასაც დონ ხუანმა მტაცებლებად დამიხასიათა დაუჯერებელი იყო მაგრამ ამავდროულად ყველაზე უფრო მარტივი და კეთილგონივრული. ეს ხსნიდა ყოველგვარ ადამიანურ წინააღმდეგობებს მაგრამ განა ვინმე მიიღებდა ამას სერიოზულად?
დონ ხუანმა ზვავისკენ მიბიძგა, ზვავმა კი ჩამითრია და უფრო ქვემოთ გამაქანა .მუქარის ტალღა მომაწვა, ეს ტალღა ჩემში არ წარმოქმნილა მაგრამ მაინც მე მიკავშირდებოდა. დონ ხუანმა ჩემთვის რაღაც საარაკოდ კარგი და ამავე დროს წარმოუდგენლად საშინელი გააკეთა. თითქოს ვიღაცამ თვალებზე გადაკრული ლიბრი მომაცილა. ის ჯერ თვალებში დაჯინებით მომშტერებოდა შემდეგ თვალი მომაცილა და საუბარი ისე განაგრძო რომ მეტად აღარც შემოუხედავს.
„როგორც კი მტანჯველი ეჭვები შემოგაწვება - მითხრა მან - რაიმე პრაგმატული გააკეთე ჩააქრე შუქი და სიბნელეს დააკვირდი ნახე რას იპოვი.ის შუქის ასაქრობად ადგა მაგრამ მე შევაჩერე „არა,არა დონ ხუან არ ჩააქრო შუქი მე კარგად ვარ“
ის რაც მე მაშინ ვიგრძენი ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო - სიბნელის შიში.მასზე უბრალო გაფიქრებაც კი სულს მიხუთავდა. მე დანამდვილბით ვიცოდი რაღაცა შინაგანად მაგრამ ალბათ მთელი მარადისობა ვერ გავბედავდი მასთან შეხებას ან მის გარეთ გამოტანას.
„ შენ ხეების წინ მორიალე ჩრდილები ნახე -მითხრა დონ ხუანმა და ისევ სკამზე დაჯდა -ეს ძალიან კარგია მაგრამ მე მინდა რომ ახლა ისინი აქ ამ ოთახში ნახო. შენ ვერაფერს ხედავ. შენ მხოლოდ მოძრავ ლანდებს იჭერ. შენ ამისთვის საკმარისი ენერგია გაქვს.
მე მეშინოდა რომ დონ ხუანი მაინც ადგებოდა და შუქს ჩააქრობდა რაც კიდევაც გააკეთა. ორ წამში საშინლად შევკივლე მე არა მხოლოდ დავინახე მორიალე ჩრდილები ყურებში ზუზუნის ხმაც კი გავიგონე. დონ ხუანმა შუქი ისევ აანთო და სიცილისგან ჩაბჟირდა.
„ეს რა ფიცხი ყმაწვილია!- თქვა მან - ერთის მხრივ საერთოდ არ სჯერა და მეორეს მხრივ როგორი პრაგმატულია. შენ თუ შენს შინაგან წინააღმდეგობებს არ დაძლევ გომბეშოსავით გასივდები და გასკდები.
დონ ხუანი უფრო და უფრო ღრმად მასობდა თავის „ნესტარს“
„უძველესი მექსიკელი მაგები ხედავდნენ მტაცებლებს, ისინი მათ მფრინავებს ეძახდნენ, რადგან ისინი ჰაერში რიალებდნენ. ეს დიდი ჩრდილია გაუმჭვირვალე. ბნელი და შავი ლანდი რომელიც ჰაერში დახტის ბრტყლად ეშვება მიწაზე.
მექსიკელი უძველესი მაგები შოკირებულნი იყვნენ იმ იდეით რომ მტაცებლებმა შექმნეს მათი საყაროს ხატი. ისინი თვლიდნენ რომ ადამიანი ერთი მხრივ სრულყოფილი არსება უნდა ყოფილიყო, განსაცვიფრებელი ინტუიციითა და მოქნილი ცნობიერებით რაც დღეს უკვე მითი და ლეგენდაა, მეორეს მხრივ კი ყოველივე გამქრალია და შედეგად გაწონასწორებულ ადამიანს ვიღებთ.
სიბრაზე მომაწვა და მომინდა მისთვის პარანოიკი მეწოდებინა მაგრამ სამართლიანობამ რომელიც ჩემში იყო არ მომცა ამის უფლება რაღაც ჩემს შიგნით გაემიჯნა ჩემს საყვარელ შეკითხვას: ნუთუ ყველაფერი რასაც ის ამბობს მართალია? ამავე დროს ის მეუბნებოდა რომ ჩემს გულის გულში მე ვიცოდი რომ ყველაფერი რასაც ის იმ ღამეს ამბობდა სიმართლე იყო, თუმცა იმავე დროს და იმავე ძალით მე მის ნათქვამ ყოველ სიტვას აბსურდად ვიღებდი.
„რას ამბობ დონ ხუან? ვკითხე მე „ვეღარ ვსუნთქავდი თითქოს ყელში რაღაცა მიჭერდა.
„მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მოწინააღმდეგე უბრალო მტაცებელი არაა. ის ძალიან ნიჭიერი და ორგანიზებულია, ის ჩვენს დასამორჩილებლად მეთოდოლოგიურ სისტემას მიჰყვება. ადამიანი - მაგიური არსება, რაც წესით უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია მაგიური აღარაა, ის ერთი ჩვეულებრივი ხორცის ნაჭერია.
ადამიანისათვის აღარ არსებობს სხვა სიზმრები გარდა ცხოველის სიზმრისა, რომელიც გაზარდეს იმისათვის რომ ხორცის ნაჭრად ექციათ: ბანალურად და გონებასუსტად.

დონ ხუანის სიტყვები ჩემში უცნაურ გულისრების მსგავს შეგრძნებას იწვევდა, თითქოს ისე ამტკივდა მუცელი.მაგრამ გულისრების შეგრძნება თითქოს შიგნიდან ძვლის ტვინიდან მოდიოდა. ჩემდაუნებურად გამაკანკალა. დონ ხუანმა მხრებში ხელი მომკიდა და ძლიერად შემანჯღია. ვგრძნობდი, როგორ თავისუფლად იქნევა ჩემი კისერი აქეთ-იქით. ამან მაშინვე დმაწყნარა და თავზე კონტროლი აღვიდგინე.
ეს მტაცებლები - თქვა დონ ხუანმა - რომლებიც აგრეთვე არაორგანული არსებები არიან, არ არიან ჩვენთვის მთლიანად უჩინარნი სხვა არაორგანული არსებების მსგავსად. მე ვფიქრობ, რომ ბავშვობაში ვხედავდით მათ მაგრამ ეს ისე გვაშინებდა რომ ვცდილობდით მალე დაგვევიწყებინა.ბავშვებს შეუძლიათ მათზე მზერის ფოკუსირება მაგრამ მოზრდილები როგორც წესი გადააფიქრებინებენ ხოლმე. ერთადერთი ალტერნატივა რაც კაცობრიობისთვის რჩება დისციპლინაა.მხოლოდ დისციპლინით შეიძლება მათი შეჩერება, მაგრამ მე დისციპლინაში მკაცრ რუტინას არ ვგილისხმობ. მე არ ვგულიცხმობ ყოველ დილით ექვსის ნახევარზე წამოხტომას და გალუჯებამდე ცივ წყალში ბანაობას. მაგებს დისციპლინა ესმით, როგორც უნარი მშვიდად დააუპირისპირდნენ სრულიად მოულოდნელ უცნაურობებს. მაგებისთვის დისციპლინა ხელოვნებაა, ხელოვნება დაუპისპირდნენ უსასრულოდ თავის არიდების გარეშე. და ეს არა იმიტომ რომ ისინი ძლიერები და ჭკვიანები არიან არამედ იმიტომ რომ ისინი აღსავსენი არიან მოკრძალებით.
- რანაირად აჩერებს ჯადოქრების დისციპლინა მფრინავებს? - ვკითხე მე
დონ ხუანი ყურადღებით დამაკვირდა სახეზე თითქოს იქ ჩემი ურწმუნოების რაიმე ნიშანს ხედავდა. მერე მითხრა: დისციპლინას შეუძლია ცნობიერბის კაშკაშა საფარი მფრინავებისთვის უგემური გახადოს. მტაცებლები განცვიფრებულები რჩებიან. მე ვვარაუდობ რომ ცნობიერების კაშკაშა ნაწილი რომელიც საჭმელად უკვე უვარგისია მათი ცნობიერების ნაწილს აღარ წარმოადგენს. გაკვირვებულებს მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა რომ შეეშვან თავიანთ ბიწიერ ქმედებებს. თუკი გარკვეული ხანი ჩვენი ცნობიერების კაშკაშა საფარს მტაცებლები არ შეჭამენ ის ზრდას იწყებს.
ეს წინააღმეგობები კიდევ უფრო რომ გავამარტივო გეტყვი რომ ჯადოქრები თავიანთი დისციპლინით შორს გაყრიან მტაცებლებს და აძლევენ ცნობიერების კაშკაშა ნათებას ზრდის საშუალებას. ის ჯერ ფეხის თითების დონეს აცდება და მერე კი თავის ბუნებრივ ზომებს აღწევს. მექსიკის უძველესი მაგები ირწმუნებოდნენ რომ ცნობიერების კაშკაშა საფარი ხეს გავს თუ მას არ გადაჭრი ის თავისუფლად და ბუნებრივად გაიზრდება. როგორც კი ცნობიერება ფეხის თითების დონეს აცდება აღქმა წინ უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
უძველესი ჯადოქრების უდიდესი ფანდი იყო მფრინევების გონების დისციპლინით დატვირთვა. ჯადოქრებმა აღმოაჩინეს რომ თუ მტაცებლების გონებას შინაგანი მდუმარებით დატვირთავდნენ მაშინ ბინდი იფანტებოდა და აძლევდა პრაქტიკოსსს გონების უცხო პირველწყაროში შეღწევის საშუალებას. უცხოპლანეტური გონი, რომელიც ამ არსებებს მართავს ისევ უკან ბრუნდებოდა მაგრამ უკვე დაუძლურებული და იწყებოდა მფრინავების გონების გაფანტვის დამღლელი პროცესი სანამ ის საბოლოოდ არ გაიფანტებოდა.
ამ დღეს შენ უკვე შეძლებ შენს საკუთარ თითქმის ნულს გატოლებულ სქემებს დაეყრდნო.მართლაც სევდიანი დღეა. ვეღარავინ გიკარნახებს რა გააკეთო. აღარაა უცხო გონი რომელიც შენთვის ჩვეულ სისულელეებს გიკარნახებს. ჩემი მასწავლებელი ნაგვალი ხულიანი ყოველთვის აფრთხილებდა მოსწავლეებს რომ ეს მაგის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა როცა ჩვენი გონება უკვე ჩვენ გვეკუთვნის. მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კი მმორცხვი დაუცველი და არასანდო ხდება. პირადად მე მგონია რომ მაგის ნამდვილი ბრძოლა სწორედ ამ დღეს იწება,დანარჩენი უბრალოდ მზადებაა.
ამან ძალიან ამაღელვა მეტის გაგება მომინდა მაგრამ უცნაურმა შეგრძნებამ შემომიძახა გავჩერებულიყავი; ის საშინელ შედეგსა და სასჯელს მახსენდება თითქოს ღვთის რისხვა იყო ჩემზე მისთვისაც (ღმერთისთვის) ფარულ ქმედებებში ჩარევისთვის. უდიდეს ძალისხმევას მივმართე რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც კითხულობდა: “რას ,რას გულისხმობ მფრინევების გონების განდევნაში?“
დისციპლინა დაუსრულებლად ამძიმებს უცხოების გონებას მიპასუხა მან, ამგვარად ჯდოქრები დისციპლინით დაძლეველ უცხოების ინსტალაციებს.
ამ მტკიცებულებებმა წამლეკა. მეგონა რომ დონ ხუანი ან გაგიჟდა ან ისეთ რაღაცას მეუბნებოდა რაც მთელს გულ-მუცელს მიყინავდა.თუმცა კი შევამჩნიე როგორ სწრაფად აღვიდგინე ენრგია იმის უკუსაგდებად რასაც ის მიმტკიცებდა. პანიკის შემდეგ სიცილს მოყვევი თითქოს დონ ხუანს ეხუმროს. ისევ გავიგონე ჩემივე ხმა : „დონ ხუან დონ ხუან შენ არაფერი გამოგასწორებს“
ჩანს დონ ხუანი მიხვდა ყველაფერს რაც ჩემს თავს ხდებოდა,ის ჯერ თავს აქეთ-იქეთ იქნევდა მერე კი ასწია და ცას მოჩვენებითი სასოწარკვეთით მიაშტერდა.“ აბა მე რა გამომასწორებს? მე ხომ ვცდილობ მფრინევების გონება, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ შენში, მაგრად შევაჯანღარო. მე მინდა ჯადოქრების ყველაზე უჩვეულო, განსაკუთრებული საიდუმლო გაგიმხილო მე მინდა გადმოგცე ყველა ის აღმოჩენა რაც მათ ათასობით წლის წინ გააკეთეს, შეამოწმეს და განამტკიცეს.
„შემომხედე-ბოროტად გაიღიმა და ისევ განაგრძო მან - მფრინავების გონი სამუდამოდ გაიფანტება როგორც კი მაგი წარმატებით მოიხვეჭს ვიბრაციის ძალას ეს ერთად შეგვკრავ როგორც ენერგეტიკული ველების კონას. თუ მაგი დიდხანს ეცდება მათზე ზემოქმედებას მფრინავების გონება საბოლოოდ გაიფანტება და ეს სწორედ ისაა, რაც შენ უნდა გააკეთო. მოიკრიბე ენერგია რომელიც გაერთიანებთ.
წარმოუდგენლად გაუგებარი რეაქცია მქონდა, ჩემს შიგნით თითქოს მოულოდნელი ბიძგებისაგან რაღაცა შეირხა. მე შიშის სამყაროში შევაბიჯე რამაც მაშინვე გამოძახილი ჰპოვა ჩემი რელიგიური წარსულიდან.
დონ ხუანმა თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა
„ღვთის რისხვის გეშინია არა?’ -მკითხა მან -დამშვიდდი ეს შენი შიში არ არის ეს მფრინავის შიშია რადგან მან იცის, რომ შენ იმასგააკეთებ რასაც მე გეუბნები.
მისმა სიტყვებმა ოდნავადაც ვერ დამაწყნარა უარესად გავხდი უნებურად ვკანკალებდი და ვერ ვჩერდებოდი.
ნუ ნერვიულობ წყნარად მითხრა დონ ხუანმა მე ვიცი რომ ეს შეტევა მალე გაგივლის. ყველაფრის მიუხედავად მფრინავის გონებას კონცენტრაციის უნარი არ აქვს.
ცოტა ხნის შემდეგ როგორც დონ ხუანი ვარაუდობდა ყველაფერი შეწყდა. იმის თქმა, რომ გაკვირვებული ვიყავი გადაჭარბებული იქნებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, როცა მარტომ თუ დონ ხუანთან ერთად, არ ვიცოდი მივდიოდი თუ მოვდიოდი. მინდოდა სკამიდან ავმდგარიყავი და ფეხით გამევლო მაგრამ სიკვდილამდე მეშინოდა. უამრავი რაციონალური მტკიცებულება მქონდა და ამავე დროს ბავშვურ შიშს მოვეცვი. ღრმად ვსუნთქავდი და ამავე დროს სხეული ცივი ოფლით დამეცვარა. თითქოს ჩემი ყველაზე უფრო უკეთური ნაწილი გავათავისუფლე როგორც კი მოვბრუნდი მუქი შავი ჩრდილები აცეკვდნენ ჩემს გარშემო. თვალები დავხუჭე და თავი მკლავზე სკამის საზურგეზე ჩამოვდე.
არ ვიცი რა გზას დავადგე დონ ხუან?
ამაღამ შენ რეალურად გამოგივიდა ჩემი მიტოვება და შინაგან ბრძოლაში გაეხვიე. გულის სიღრმეში შენ იცი რომ არ გაქვს იმის უარყოფის უნარი, რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია შენი ცნობიერების კაშკაშა საფარი მტაცებლების მიერ საკვებად გამოყენებული.
და შენივე მეორე ნაწილი კი მთელი ძალით ეწინააღმდეგბა ამას. ჯადოქრების რევოლუცია იმაში მდგომარეობას რომ პატივი არ მიაგონ იმ დებულებებს რომელიც მათთვის მიუღებელია. არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა სხვა ცნობიერების არსებებს შევეჭამე. მშობლებს ხშირად მივყავდი მათ სამყაროში რათა საკვებად ვექციე ისე როგორც თავად იყვნენ საკვები. აი ესაა ამბის დასასრული .
დონ ხუანი სკამიდან ადგა და ხელები და ფეხები გაჭიმა უკვე დიდი ხანია აქ ვზივართ სახლში შესვლის დროა , მშია, შეჭამ ჩემთან ერთად?
დავთანხმდი მუცელი უკვე მიყურყურებდა.
-მე ვფიქრობ რომ შენ ჯობია წახვიდე და დაიძინო-მომიგო მან. ამ შეტევამ ისედაც გაგანადგურა.
მე ხვეწნა აღარც მჭირდებოდა საწოლზე მივწექი და მკვდარივით დამეძინა.
რამოდენიმე ხნის შემდეგ როგორც კი შინ დავბრუნდი მფრნავების არსებობის იდეა ჩემი იდეაფიქსი გახდა. მე იმდასკვნამდე მივედი რომ დონ ხუანი არაფერში არ ცდებოდა ,როგორც არ უნდა მეცადა მის ლოგიკას წინ აღვდგომოდი რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, განვიხილავდი და ვსაუბრობდი ამ თემაზე ცაკუთარ თავთან თუ ჩემს ახალგაზრდებთან უფრო მეტად მიმტკიცდებოდა აზრი რომ ვიღაცა გვმართავდა, გვაწვდია ფიქრებს აზრებს და ურთიერთდამოკიდებულებებს რომლებსაც არავითარი აზრი არ გააჩნდათ.
ჩემი საზრუნავი ისევე როგორც ყველა დანარჩენისა მხოლოდ საკუთარი თავი იყო. რადგან მსგავსი უნივერსალური ერთგვაროვნების ახსნა ვერ ვიპოვე, მე ვირწმუნე რომ დონ ხუანის მოსაზრებები საუკეთესოდ განმარტავდა ამ ფენომენს. მე მითებისა და ლეგენდების კითხვაში ჩავეფალი, კითხვისას ისეთი განცდა გამიჩნდა რაც აქამდე არასოდეს მეგრძნო, ყოველი წიგნი რომელიც წამეკითხა მითებისა და ლეგენდების ინტერპრეტაცია იყო. ამ წიგნებიდან ყოველი აშკარას ხდიდა გონების ერთგვაროვნებას მაშინაც კი როცა შინაარსი ისევე აბსტრაქტული იყო როგორც მითის ან ლეგენდის, ავტორები ყოველთვის ახერხებდნენ საკუთარი მოსაზრების ჩასმას.
ერთგვაროვნება რომელიც ყოველი ამ წიგნის უკანა ფონს წარმოადგენდა არ იყო ამ წიგნების მთავარი თემა. მიუხედავად ამისა, ის თავის თავს თავად ემსახურებოდა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი და ეხლა ჩემი ეს რეაქციები დონ ხუანის გავლენას მივაწერე. თუმცაღა დარჩა კითხვა რომელსაც თავს ვერ ვარიდევდი: გავლენის ქვეშ ვიყავი თუ მართლა უცხო გონება მკარნახობდა რა უნდა გამეკეთებინა. დავეცი, ძალაუნებურად ყველაფრის უარყოფა დავიწყე და ღრმად ჩავეფალი თანხმობასა და აურყოფას შორის. რაღაცამ ჩემს შიგნით იცოდა რომ დონ ხუანის ნათქვამი ენერგეტიკული ფაქტი იყო, მაგრამ რაღაცამ ისევე მნიშვნელოვანმა როგორც პირველმა იცოდა რო ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო.
საბოლოოდ ჩემი შინაგანი ბრძოლა ცუდი წინათგრძნობით დამთავრდა, შეგრძნებით რომ უეჭველი რაღაცა საშინელი დამემრთებოდა. დავიწყე ანთროპოლოგიური კვლევები მფრინავების სხვა და სხვა კულტურებში დასანახად. მაგრამ ცნობებს მათ შესახებ ვერსად მივაგენი დონ ხუანი ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო.
შემდეგ ჯერზე როგორც კი კი ვნახე მაშინვე მფრინავებზე წამოვიწყე ლაპარაკი. „მე ყველაფერი ვცადე რათა ამისი რაციონალური ახსნა მომეძებნა მაგრამ ვერ შევძელი და მე სრულიად დავეთანხმე შენს მოსაზრებას მტაცებლების შესახებ“.
შენი ყურადღება იმ მორიალე ჩრდილებისკენ მიმართე რომლებიც უკვე ნახე - გამიღიმა დონ ხუანმა მე კი ვუპასუხე რომ ეს მორიელე ჩრდილები საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს ჩემს რაციონალურ აზროვნებას. მე მათ ყველგან ვხედავდი, მას შემდეგ რაც მისი სახლი დავტოვე მე სიბნელეში დაძინება აღარ შემეძლო მე ანთებული შუქით დაზინება არ მაწუხებდა მაგრამ როგორც კი შუქს ვაქრობდი ჩრდილები ჩემს გარშემო ცეკვას იწყებდნენ აღარ შემეძლო სრულყოფილი ფორმისა და მოხაზულობის გარჩევა, ყველაფერი რასაც ვხედავდი ბნელი მორიალე ლანდი იყო.
მფრინავების გონება არ გტოვებს -თქვა დონ ხუანმა -ის სერიოზულად დაზიანდა და ახლა მთელი ძალით ცდილობს შენთან ურთიერთობა აღადგინოს. მაგრამ თქვენს შორის რაღაც სამუდამოდ გაწყდა და მფრინავებმა ეს იციან. რეალური საფრთხე ის არის რომ მფრინავის გონება გაიმარჯვებს, ის დაგღლის და გაიძულებს რომ მისა და ჩემს ნათქვამებს შორის წინააღმდეგობების აღმოჩენით გათამაშოს.
ხომ ხედავ, რომ მფრინავის გონებას მეტოქე არ ჰყავს. თუ ის რამეს გთავაზობს მისივე სურვილები ამაში ეთანხმებიან, ეს კი შენ გაფიქრებინებს რომ რაღაცა ღირებულს აკეთებ. მფრინავის გონება გეუბნება რომ ყოველივე რასაც ხუან მატუსი გაებნება სრული აბსურდიაო და მერე იგივე გონება ამ მტკიცებულებას ეთანხმება, რა თქმა უნდა აბსურდიაო იტყვი შენ და აი სწორედ ასე გამარცხებენ ისინი.
მფრინავები სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ისინი ის უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან: საშინელნი და მხეცურნი. ესაა საშუალებები რომლითაც სამყარო გვცდის, ჩვენ საყაროს მიერ შექმნილი ენერგეტიკული ზონდები ვართ - განაგრძობდა ის - თითქოს ჩემი იქ ყოფნა დავიწყებოდა - ეს იმიტომ, რომ ჩვენ იმ ენარგიის მფლობელები ვართ, რომელსაც ცნობიერება აქვს. ჩვენ ვართ საშუალებები რომლითაც სამყარო საკუთარ თავს შეიმეცნებს. მფრინავები კი შეუბრალებელი მომხმარებლები. ისინი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი თუ ჩვენ ამაში წარმატებას მივაღწევთ, სამყარო სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს.
უკანდახევის შეთანხმება დისციპლინის წესებში: შესძლებელი გამოსავალი?
მფრინავების გონი სამუდამოდ გაიფანტება როგორც კი მაგი წარმატებით მოიხვეჭს ვიბრაციის ძალას ეს ერთად შეგვკრავ როგორც ენერგეტიკული ველების კონას. თუ მაგი დიდხანს ეცდება მათზე ზემოქმედებას, მფრინავების გონება საბოლოოდ გაიფანტება და ეს სწორედ ისაა რაც შენ უნდა გააკეთო. მოიკრიბე ენერგია რომელიც გაერთიანებთ.
დონ ხუანმა ასევე თქვა
ამაღამ შენ რეალურად გამოგივიდა ჩემი მიტოვება და შინაგან ბრძოლაში გაეხვიე.გულის სიღრმეში შენ იცი რომ არ გაქვს იმის უარყოფის უნარი რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია შენი ცნობიერების კაშკაშა საფარი მტაცებლების მიერ საკვებად გამოყენებული.
და შენივე მეორე ნაწილი კი მთელი ძალით ეწინააღმდეგბა ამას. ჯადოქრების რევოლუცია იმაში მდგომარეობას რომ პატივი არ მიაგონ იმ დებულებებს რომელიც მათთვის მიუღებელია. არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა სხვა ცნობიერების არსებებს შევეჭამე. მშობლებს ხშირად მიყვადი მათ სამყაროში რათა საკვებად ვექციე ისე როგორც თავად იყვნენ საკვები. აი ესაა ამბის დასასრული.
ვფიქრობდი,შემეძლო კი, რომ ასე მარტივად დამეხია უკან რაიმე შეთანხმებისგან იმისთვის რომ უვე ძალადაკარგული და გაუქმებუი შეთანხმება გამეკონტროლებინა და ის კავშირები რასაც ეს შეთანხმება წარმოშობდა. ყოველი შეთანხმების ორი ძირითადი ნაწილი ასეთია: შეთანხმების პირობების გაცნობა და ამ პირობების მიღება.
ამგვარად - პირობების გაუცნობლადა და მათზე დათანხმების გარეშე არანაირი კონტრაქტი ან შეთანხმება არ დაიდება შენი სულის ცნობიერების აქტით. ის გაბათილდება და ძალას დაკარგავს მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც სრულიად უკანონოდ არსებობს და თავს მოხვეულია და ეშმაკურად და უკანონოდ ასრულდება მისი პირობები.
დონ ხუანი ასევე ამბობდა რომ მფრინავების გონებას არ გააჩნიათ კონცენტრაცია. იქნებ არსებობს გარკვეული შესაძლებლობა რომ ეს კონცენტრაციის ნაკლებობის უნარი ადამიანზეც გადავიდეს ვიდრე მმართველები (არქონები) მას ატყვევებენ და ჭამენ და გამომჟღავნდება თუ არა ეს თვისება ადამიანების ქცევებში. ის რაც ახლა ყუარდღების დეფიციტის სინდრომადაა მიჩნეული ADD (ATTENTION DEFICIT DISORDER) და განსაკუთრებით ბავშვებშია გამოვლენილი? არის თუ არა ყურადღების დეფიციტის სინდრომი გვერდითი ან შესაძლო ინტენსიური ეფექტი რომელიც არქონების მიერ გამოიყენება, როცა მათი ფავორიტები სარგებელს იღებენ წამლების წარმოებითა და ადამიანებზე გაყიდვით ან შეიძლება კავშირში იყოს ამ დეფიციტის სინდრომთან?

მთარგმნელი: ლე თე
წყარო: https://prof77.wordpress.com/our-predator-b...rlos-castaneda/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 20 2016, 01:34 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს არის ამონარიდი carlos castaneda-ს წიგნიდან active side of infinity


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 20 2016, 01:36 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე:

http://olmek.ru/Tavis%20ufali%20monebi.htm

და

http://lovefund1.com/Mankind%20in%20slavery.htm (ამ წიგნიდანაა http://www.koob.ru/prophet_mark/best_kept_secret)


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 20 2016, 09:38 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვგრძნობ, რომ გვმართავენ... მაგრამ ვინ ვერ ვხედავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 21 2016, 11:54 AM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მომბეზრდა წუწუნი რომ გვმართავენ. რომ არ გვინდოდეს ეს, რომ არ მოგვწონდეს, ვერავინ ვერაფერს დაგვაძალებდა.
ელემენტარულ ხილულ მმართველებს არ ვუწევთ წინააღმდეგობას:
ვსაუბრობთ ცხოველთა დაცვაზე და მისგან კერძებს ვამზადებთ (მე არ ვჭამ და ბევრი ვიცი არ ჭამს, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის ვამზადებთ)
ვწუწუნებთ გადატვირთულ ქუჩებზე და უჰაერობაზე, მაგრამ ვყიდულობთ მანქანებს, არ ვმოძრაობთ ფეხით, ველოსიპედით (ცხენი ნამეტანი იქნებოდა biggrin.gif )
ყველამ ვიცით სხვადასხვა პროდუქტის მავნებლობაზე, მაგრამ ვყიდულობთ მათ.
უამრავი ასეთი შემთხვევა, პოლიტიკურ, სამხედრო, ეკლესიურ, საბაზრო გავლენაზე უარს არ ვამბობთ, არ გვინდა პასუხისმგებლობა ავიღოთ და თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილებები,პასუხისმგე
ლობის აღება და თავის შეწუხება არ გვინდა.
ამაოა უხილავ მტრებთან ბრძოლა,როცა ხილულისთვის ვერ დაგვიღწევია თავი - პოლიტიკოსებისგან, ბიზნესმენებისგან, ეკლესიისგან, ტელევიზიისგან და ა.შ.

რავიცი თუ გვსიამოვნებს, ვიწუწუნოთ რა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 21 2016, 02:37 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''მაგრამ ოჯახის წევრებისთვის ვამზადებთ'''' - ხოდა ნუ ამზადებ, სრული უფლება გაქვს ცოცხალი არსებების საჭმლად ქცევაში მონაწილეობა არ მიიღო.

ზოგადად დიდი დაკვირვება არ უნდა იმის მიხვედრას რომ ჩვენც ისევე გვექცევიან ჩვენზე ძლიერები, როგორც ჩვენ ვექცევით ჩვენზე სუსტებს - ცხოველებს. ამიტომ ცხოველების ექსპლუატაციაზე უარის თქმა, ჩემი აზრით კაცნობრიობის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს გათავისუფლებისაკენ გადადგმული.

რაც ჩამოთვალე კი გეთანხმები, მაგრამ ვიწუწუნოთ მეთქი ამიტომ არ დამიდია ეს ტექსტი. უბრალოდ საჭირო ინფორმაციაა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, უნდა გვესმოდეს რის წინაშე ვდგავართ. რაც დაწერე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე და დინებას მიყოლაზე რა თქმა უნდა მართალი ხარ..


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
shendaukar
post May 25 2016, 10:43 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 17
Joined: 19-November 11
Member No.: 6,622

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეგეტარიანელობა ჰუმანური მოსაზრებებით მხოლოდ თავის დამშვიდების მცდელობაა.
ბოლო დროის აღმოჩენებმა ცხადყო, რომ მცენარეთა სამყაროსაც გააჩნია აღქმის უნარი და გრძნობები.
მცენარეებიც გრძნობენ ტკივილს.
აი ერთ_ერთი, მრავალ სტატიათაგან
http://hi-news.ru/science/chuvstvuyut-li-rasteniya-bol.html
შეგიძლიათ დაათვალიეროთ თემატური სტატიები.
სინამდვილეში ჩვენთსვის ხილული სამყარო მტაცებლური წესებითაა მოწყობილი.
თუ სხვა ცოცხალ არსებას არ შეჭამ, ვერ გააგრძელებ არსებობას. ესაა ცოცხალი ორგანიზმების არსებობის კანონი. ყველა ეძებს თავისზე სუსტს, რომ მისი სიკვდილით გააგრძელოს საკუთარი არსებობა.
გამონაკლისია მხოლოდ ლეშის მჭამელები. სინამდვილეში ისინი ყველაზე ჰუმანური არსებები გამოდიან, რაც არ უნდა ამაზრზენად გამოიყურებოდნენ გარეგნულად.
ამ ყველაფრის გააზრება უნებურად დაგაფიქრებს სამყაროს არქიტექტორის ბუნებაზე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 25 2016, 11:09 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1) მცენარე რომ ტკივილს გრძობს ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის (აქ რაც წერია ამას არც ავტორი აწერია თავზე, არც წყარო, უბრალოდ ჰაერში გამოკიდებული ტექსტია, რომლითაც ვერ დავასაბუთებთ ვერაფერს). +მცენარეებს არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, ამიტომ მცენარე ტკივილი რომ გააჩნდეს სულ სხვა კონტესქტში იქნება განსახილველი ვიდრე ტკივილი ცხოველთა სამყაროსი.

2) მთავარი ისაა რომ ადამიანს არ სჭორდება ხორცი თვითგადარჩენისათვის, ადამიანის ორგანიზმი მცენარეებით კვებაზეა გათვლილი, ხორცისმჭამელის არცერთი ნიშანი არაა ჩვენს ორგანიზმში. ფაქტია რომ არსებობენ ადეამიანები რომლებიც მხოლოდ მცენარეებს ჭამენ და ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ. ამიტომ ადამიანების მხრიდან ცხოველების ხოცვა არის სრულიად გაუმართლებელი, ეთიკური (ზნეობრივი) თვალსაზრისით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

ლომს არავინ გაკიცხავს ანტილოპას შეჭმისთვის, ლომს სხვა არჩევანი არ აქვს. ადამიანს კი აქვს არჩევანი: იყოს უმიზეზოდ სასტიკი და მოძალადე, ყველაფერზე წავიდეს საკუთარი დამპალი პირის სიამოვნებისათვის თუ იყოს გონიერი და კეთილშობილი არსება, რომელიც თუ არაფერ კარგს არ გააკეთებს ცუდს მაინც ნუ ჩაიდენს ნურაფერს. რეალობა კი ისაა რომ ადამიანთა უმრავლესობა პირველს ირჩევს ამ ორიდან.

3) მე გირჩევთ ყველას, რომ კარგად გაეცნოთ ამ საკითხს, ცხოველების ექსპლუატაცია კაცნობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა თუ ყველაზე დიდი არა.
https://www.youtube.com/watch?v=k56NBsZXjr8
https://www.youtube.com/watch?v=U5hGQDLprA8
https://www.youtube.com/watch?v=uQCe4qEexjc

ეთიკური მიზეზების გასაცნობათ ნახეთ ფილმი: earthlings რათა თვალი გაუსწოროთ იმ ბოროტებას რომელში მონაწილეობასაც იღებს თითოეული ხორცისმჭამელი ადამიანი ყოველდღიურად. ეკოლოგიური მიზეზების გასაგებად ნახეთ: cowspiracy ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: forks over knives


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 25 2016, 11:19 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთის თავისუფლება იქ მთავრდება სადაც მეორისა იწყებაო, ხშირად ვიმეორებთ ხოლმე ამ ფრაზას: კი მაგრამ ადამიანს რა უფლება აქვს დაატყვეოს, გააუპატიუროს, აწამოს, ცოცხლად ტყავი გააძროს, ცოცხლად დაფქვას, შვილები წაართვას და მოკლას სხვა ცოცხალი არსება? სადააა აქ ჯანსაღი აზროვნება?

თქვენ თუ იცით რომ ზოგიერთი საწარმოო დაწესებულება მელიებს და ენოტებს ცოცხლად ატყავებენ იმის გამო, რომ რესურსები და დრო არ დახარჯონ მათ მოკვლაზე?
იცით რომ კვერცხის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა მამრობითი სექსის წიწილებს ცოცხლად ფქვავენ?
იცით რომ ბატებს პირში ტრუბებით ტენიან ზომაზე ბევრჯერ მეტ საჭმელს ძალით რათა ღვიძლი გაუდიდდეთ?

მილიარდობით ცხოველი ეწამება ყოველდღიურად არაფრის გულისთვის. ადამიანის სიბილწეს და სიდებილესა და სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 25 2016, 11:29 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ყველაფრის მერე კი ვეგეტარიანელების ჰუმანური მოსაზრებები ყოფილა თავის დამშვიდების მცდელობა, იმ მიზეზით, რომ თურმე მცენარეებიც განიცდიან ტკივილს. და ამიტომ რახან მცენარეებიც განიცდიან ტკივილს უფლება გვაქვს ცხოველებზე ძალადობა გავაგრძელოთ მეტი გულმოდგინებით, ნაცვლად იმისა, რომ

თუ ის გავაცნობიერეთ რომ მცენარეც ცოცხალი არსება ყოფილა, მით უმეტეს უფრო გულისხმიერად უნდა მოვებყროთ სიცოცხლეს ზოგადად, ერთმანეთს არაფერი დავუშავოთ, ერთხელ და სამუდამოდ შევწყვიტოთ ჩვენზე სუსტების, ცხოველების დაჩაგვრა და გავათავისუფლოთ ისინი ჩვენი საზიზღარი მარწუხებისგან. ხოლო მცენარეებს პატივისცემით და სიყვარულით მოვებყრათ და ბოდიში მოვუხადოთ, მათ იმისათვის, რომ სხვა გზა არ გვაქვს და მათი მოწყვეტა ჩვენთვის გარდაუვალია, და მადლობა მოვუხადოთ იმისათვის რომ ისინი გვაძლევენ სიცოცხლის შენარჩუნების საშუალებას.

აი ის მიდგომა, რომელიც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ჩამოუყალიბდეს მას შემდეგ რაც ის მცენარეებში სიცოცხლის არსებობას გააცნობიერებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
shendaukar
post May 26 2016, 12:53 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 17
Joined: 19-November 11
Member No.: 6,622

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://youtu.be/FLhGHTdl4gI
შეგიძლიათ დაათვალიეროთ, დასახელებულია წყაროები.
ცხოველსაც შეიძლება იგივე წარმატებით მოუხადოს ადამიანმა ბოდიში საკვებად გამოყენების წინ, როგორც მცენარეს და მცენარის მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ნაკლებად აღვიქვამთ მის ემოციებს და შესაბამისად თანაგრძნობას და სინდისის ქენჯნას არ განვიცდით, რაღაცით თავის მოტყუების მცდელობას დაემსგავვსება.
ცხვარს მგელი შეჭამს თუ ადამიანი, მისთვის დიდი შეღავათი არ იქმება.
მე ამით ცოცხალი არსებისთვის ტკივილის მიყენებას არ ვამართლებ, უბრალოდ კითხვები მიჩნდება, სხვადასხვა რელიგიაში აღწერილი ჯოჯოხეთის ერთ_ერთ ვარიაციაში ხომ არ ვცხოვრობთ, რადგან სისტემაა ასე მოწყობილი ჩვენს გარშემო და ძალადობა ბუნების კანონია.
ვინ არის ამის შემქმნელი და რა მიზნით შექმნა მან ჩვენთვის ხილული სამყარო ასეთი სახით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 26 2016, 08:13 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1) ჩემს მთავარ სათქმელს ვერ მიმიხვდით: მცენარეები რომ არ ვჭამოთ დავიხოცებით, ევოლუციის ამ ეტაპზე მცენარეების ჭამა გვჭირდება და ამას ვერ გავექცევით, ბიოლოგიურად მცენარეების მჭამელები ვართ. მაგრამ ცხოველური პროდუქტი ჩვენ არ გვჭირდება, არასაჭირო ძალადობაა რასაც ვაკეთებთ ცხოველებთან მიმართებაში, უბრალოდ გამართლება არ აქვს რასაც ვაკეთებთ. მგელს არჩევანი არ აქვს, ან უნდა ჭამოს სხვა ცხოველები ან დაიღუპება, მისი ორგანიზმისთვის სხვა საკვების მონელება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანისათვის ცხოველური პროდუქტია არაბუნებრივი, და ეს მას უამრავ დაავადებად უჭდება.

2) ''''ცხვარს მგელი შეჭამს თუ ადამიანი, მისთვის დიდი შეღავათი არ იქმება'''

სწორედაც რომ დიდი შეღავათია. პირველ რიგში ცხვარი რომელსაც მგელი შეჭამს ის ცხვარია რომელიც ბუნებაში ცხოვრობს თავისუფლად და ლაღად, ნაცვლადე იმისა ადამიანის ტყვეობაში იყოს. მეორე ის, რომ ცხვარი ჯგუფურად მობინადრე ცხოველი უნდა იყოს ბუნებრივად, რაც მის თავდაცვის უნარიანობას ერთიორად ზრდის, და ამასთანავე გადარჩენის შანსი ყველას აქვს, ადამიანის ხელში კი ის ვერ გადარჩება, მისი ბოლო სიკვდილია, არავითარი გამოსავალი.
მტაცებლები ბუნებაში არც თუ ისე ბევრი არიან, ამიტომ თუ ფცხვრის ფარადან 5ის შეჭმას მოახერხებს ხროვა დანარჩენი 95 ცოცხალი დარჩება. ადამიანის შემთხვევაში კი ვერცერთი გადარჩება, ყველას ერთი დანა ელის ყელში.
+მგელმა რომ ის ნახოს რა დღეშიც ყრიან ადამიანები ცხოველებს ალბათ ვეგეტარიანელობას მოინდომებს. ადამიანზე სასტიკი არცერთი ცხოველი არ არის.
აი დაინახე განსხვავება:
https://www.youtube.com/watch?v=oHfVajDbyJk
https://www.youtube.com/watch?v=jiNciUtOr-k

''''უბრალოდ კითხვები მიჩნდება''' ნახე ის ლინკები, რომლებიც წინა პოსტში დაგიდე და მერე თუ უფრო ღმრად დაგაინტერესებს ის დოკუმენტურებიც ნახე, რომლებიც დაგისახელე. ამ ყველაფრის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია... თითოეულ ადამიანს შეუძლია სამყარო დააქციოს ან გადაარჩინოს. თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე იტყვის უარს, ან თუმდაც მარტო ხორცზე, შემსუბუქებული ტანჯვაა ცხოველებისათვის, და ათეულობით გადარჩენილი სიცოცხლე.



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 26 2016, 08:18 AM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლინკისთვის მადლობა.

1) რაც შეეხება შენს შეკითხვებს: ჯერ რა პოსტის ქვეშაც ვწერთ ამ ყველაფერს შეგიძლია ეგ წაიკითხო, თუ არ წაგიკითხავს.
2) სამყარო მთაცებლური არაა თავისი ბუნებით, უბრალოდ ის ვინც მტაცებლურ ბუნებას ირჩევს იზიდავს მტაცებლებს. იმიტომ კი არ უნდა ვიყოთ მტაცებლები რომ სამყარო მტაცებლურია, არამედ იმიტომაა სამყარო ჩვენთვის მტაცებლური რომ ჩვენ ვირჩევთ მტაცებლობას. ოკულტური ფორმულაა: მსგავსი იზიდავს მსგავსს.

'''სხვადასხვა რელიგიაში აღწერილი ჯოჯოხეთის ერთ_ერთ ვარიაციაში ხომ არ ვცხოვრობთ'''' სწორად მიხვდი....


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qpwoei
post May 26 2016, 11:18 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 26-May 16
Member No.: 7,528

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა სისულელეა ))) კაი რა
დაპანიკდა დონ ხუანი და შექმნა თავისთვის ალტერნატიული სამყარო,

ესეიგი რომ აღარ ვჭამოთ ხორცი, ამას დაინახავს ჩვენზე ზემდგომი მტაცებლები და არიქა შენი ჭირიმე გამოსწორებულხარო და შეგვეშვება? biggrin.gif

ზოგადად დღევანდელ ადამიანს (არ ვგულისხმობ განსაკუთრებულ ადამიანებს რომლებიც სხვა განზომილებიდან იკვებებიან ) სრულყოფილი არსებობისთვის და აზროვნებისთვის ჭირდებათ ცხოველური ცხიმები და ცილები, აქ უბრალოდ ღირებულებათა დალაგების საკითხია, ჯობია დაკლა ქათამი და ჭამოს ხანდახან ხორცი ბავშვმა რომ გაიზარდოს ჯანმრთელი.
ვიდრე არ დაკლა ქათამი და გამოფიტული აზროვნების თაობა წამოვიდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 27 2016, 10:50 AM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
QUOTE(Merlin @ 25th May 2016 - 11:09 PM) *
1) მცენარე რომ ტკივილს გრძობს ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის (აქ რაც წერია ამას არც ავტორი აწერია თავზე, არც წყარო, უბრალოდ ჰაერში გამოკიდებული ტექსტია, რომლითაც ვერ დავასაბუთებთ ვერაფერს). +მცენარეებს არ გააჩნიათ ნერვული სისტემა, ამიტომ მცენარე ტკივილი რომ გააჩნდეს სულ სხვა კონტესქტში იქნება განსახილველი ვიდრე ტკივილი ცხოველთა სამყაროსი.

2) მთავარი ისაა რომ ადამიანს არ სჭორდება ხორცი თვითგადარჩენისათვის, ადამიანის ორგანიზმი მცენარეებით კვებაზეა გათვლილი, ხორცისმჭამელის არცერთი ნიშანი არაა ჩვენს ორგანიზმში. ფაქტია რომ არსებობენ ადეამიანები რომლებიც მხოლოდ მცენარეებს ჭამენ და ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ. ამიტომ ადამიანების მხრიდან ცხოველების ხოცვა არის სრულიად გაუმართლებელი, ეთიკური (ზნეობრივი) თვალსაზრისით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

ლომს არავინ გაკიცხავს ანტილოპას შეჭმისთვის, ლომს სხვა არჩევანი არ აქვს. ადამიანს კი აქვს არჩევანი: იყოს უმიზეზოდ სასტიკი და მოძალადე, ყველაფერზე წავიდეს საკუთარი დამპალი პირის სიამოვნებისათვის თუ იყოს გონიერი და კეთილშობილი არსება, რომელიც თუ არაფერ კარგს არ გააკეთებს ცუდს მაინც ნუ ჩაიდენს ნურაფერს. რეალობა კი ისაა რომ ადამიანთა უმრავლესობა პირველს ირჩევს ამ ორიდან.

ახალი წლიდან არ ვჭამ ხორცს, არც მინდება, სადღაც ერთი კვირის წინ მოვხვდი ასე ვთქვათ მამა-პაპურ სუფრაზე, წმვადებით, ნეკნებით და საერთოდ არ მომინდა, მე თვითონ გამიკვირდა, ადრე ფაქტიურად ყოველ დღე ვწამდი ხორცს, ახლა უფრო მსუბუქად ვარ და ენერგიულად. მითი მგონია რომ ადამიანს აუილებლად სჭირდება ხორცი გადარჩენისთვის, დაჟე კი არ მგონია, ეგრეა ჩემს პირად მაგალითზე.
დავდივარ დარბაზში და ვვარჯიშობ საკმაოდ მძიმე წონებით, შედეგებით იმაზე კარგად ვარ ვიდრე მაშინ როცა ხორცს ვჭამდი, წონის მომატების პრობლემა მქონდა მუდმივად და ახლა წამოვიდა წონაც და ენერგიაც.
მე მგონია რომ ხორცის მწარმოებელი კომპანიები შეგნებულად ეწევიან დეზინფორმაციას ხორცის სასიცოცხლოდ აუცილებლობასთან დაკავშირებით, რეალურად კი საკუთარ ინტერესებს ემორჩილებიან და მეცნიერები რომლებიც მის აუცილებლობაზე საუბრობენ ან უბრალოდ მოსყიდულები მგონია ან არაპროფესიონალები.
ადამიანი ვინც საკუთარ თავს ლომს ან მგლეს ადარებს მე მგონია გაუცნობიერებელი, რომელსაც ელემენტარული სხვაობა ვერ დაუდგენია ინსტინქტებს და ცნობიერებას შორის.

კიდევ ვინც ამბობს რომ ვეგეტარიენელები სუსტები არიან, შეგიძლიათ არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ნახოთ ვისაც ხორცი არ უჭამია, კინგ-კონგი რომელიც ვეგეტარიანელია და ადამიანთან ძალიან ახლოსაა გენებით, ძალიან ძლიერია ფიზიკურად. ხორცი არ ნიშნავს სიძლიერეს, იხილეთ სპილო და სხვა უამრავი არსება დედამიწაზე.
QUOTE(Merlin @ 26th May 2016 - 08:13 AM) *
ჩემს მთავარ სათქმელს ვერ მიმიხვდით: მცენარეები რომ არ ვჭამოთ დავიხოცებით, ევოლუციის ამ ეტაპზე მცენარეების ჭამა გვჭირდება და ამას ვერ გავექცევით, ბიოლოგიურად მცენარეების მჭამელები ვართ. მაგრამ ცხოველური პროდუქტი ჩვენ არ გვჭირდება, არასაჭირო ძალადობაა რასაც ვაკეთებთ ცხოველებთან მიმართებაში, უბრალოდ გამართლება არ აქვს რასაც ვაკეთებთ. მგელს არჩევანი არ აქვს, ან უნდა ჭამოს სხვა ცხოველები ან დაიღუპება, მისი ორგანიზმისთვის სხვა საკვების მონელება შეუძლებელია, მაგრამ ადამიანისათვის ცხოველური პროდუქტია არაბუნებრივი, და ეს მას უამრავ დაავადებად უჭდება.

2) ''''ცხვარს მგელი შეჭამს თუ ადამიანი, მისთვის დიდი შეღავათი არ იქმება'''

მერლინ, მე მგონია ბევრი ხვდება და გაუცნობიერებლად თავს არიდებს სიმართლეს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერ ამბობს უარს ხორცზე, არ გააჩნია მაგის ცნობიერება და სიძლიერე საკუთარ თავთან, მე არ ვადანაშაულებ მათ, სამყარო თვითონ ექევა ადეკვატურად ყველას, მითუმეტეს წლების მანძილზე ვჭამდი ხორცს და რა უნდა ვთქვა სხვაზე?
საერთოდ სიგარეტზე ხორცზე და სასმელზე გამიქრა დამოკიდებულება.
კვერცხს თუ ჭამ შენ ან ყველს? ყველზე უარს ვერ ვამბობ ჯერ-ჯერობით და კვერცხი ამოვიღე საკვებიდან, უბრალოდ ნამცხვრებს რომ ვჭამ ხოლმე, შეიცავს გინდა -არ გინდა.

როდესაც შეშინებული ცხოველი სადისტურად იკვლება, ჩემი აზრით ის ტკივილი და ტანჯვა რასაც ბოლოს განიცდის არსად არ ქრება, ეს ენერგია ხორცთან ერთად გადაეცემა მჭამელს, რაიმე ჩვენზე ძლიერი და განვითარებული არსებებმა რომ ჩაგვყარონ გისოსებში და მთელი ცხოვრების მანძილზე ამ გისოსებში ვიყოთ, ბოლოს ყელი გამოგვჭრან და შეგვჭამონ, რამე პრეტენზია ექნება ვინმეს? რა თქმა უნდა ექნებათ, გამოვლენ და იტყვიან ისინი ნამდვილი სადისტები არიან, ცოცხლად გვატყავებენ და გვჭამენო, აი ესეთია ადამიანი, ადამიანი მანქანაა, ცოტას აქვს ცნობიერება, რასაც კარნახობს კუჭი და სხვადასხვა ცენტრები იქითკენ მიდის, მორალი და სინდისი კი მხოლოდ მაშინ ირთვება როცა ეგოს სჭირდება, მეორენაირად ჩვენ თვითონ ვჭრით და ვკერავთ როგორც გვაწყობს, ადამიანი ვინც ამაზე მაღლა დადგება, ჩემი აზრით გამოვა ამ წრიდან და შეიძLება განთავისუფლდეს კიდეც იმ ტანჯვისგან და უაზრობისგან რასაც თანამდედროვე ადამიანები განიცდიან, მე ვიტყოდი 99.99%.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 27 2016, 07:06 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე საერთოდ უარი ვთქვი ყველანაირი ცხოველურ პროდუქტზე. ვაღიარებ რომ ეს ადვილი არაა, ვეგეტარიანელობისგან განსხვავებით.

ვეგეტარიანელობა ადვილია, უბრალოდ ხორცს არ შეჭამ და ეგაა. აი ყველა ცხოველური პროდუქტი ამოიღო ეს უკვე ყოველთვის მარტივად არ ხერხდება. გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული... ჯერ ის უნდა იცოდეს ადამიანს ამას რატომ აკეთებს, ვეგეტარიანელების უმრავლესობას არ ესმის კვერცხსი რძის და თაფლის მიღება რატომაა ცუდი ვის რას უშავებს... საქმე კი საკმაოდ რთულადააა, აქაც.

1) საქმე იმაშია, რომ რძეს ძროხა იმისთვის არ აკეთებს რომ ადამიანებმა გამოწოვონ მისი ძუძუებიდან. ძროხა რძეს იმიტომ აკეთებს რომ საკუთარი შვილი გამოკვებოს, ძროხას ნამდვილად არ ახარებს როცა მასთან ადამიანი მიდის მოსაწყელად, ამიტომ ის კუნთებს კუმშავს და რძის ნაკადს წყვეტს, შემდეგ ხბოს უშვებენ მასზე რათა კუნთები მოადუნოს და ამის შემდეგ ძროხას შეწყვეტა აღარ შეუძლია. თითოეული წვეთი რძე ხბოს ეკუთვნის და არა ადამიანს, რძე რომელიც ადამიანს ეკუთვნის არის დედამისის რძე მხოლოდ და მხოლოდ (ნუ ეს მსუბუქი მიზეზი, ასე მხოლოდ სოფლებში ხდება).

2) რა ხდება ფერმებში? ძროხები შეერთებულები არიან საწოვ აპარატზე, რომელიც რა თქმა უნდა ვერ იგებს როდის თავდება რძე და ცურიდან სისხლს და ლორწოს იწოვს, ეს საკმაოდ მტკივნეულია, ამიტომ ფერმების ძროხები ხშირად ავადდებიან.

3) ცხოველების ექსპლუატაცია ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს მათ დამონებას, ყველა არსებას თავისუფლება ახარებს, მონობაში არავინაა ბედნიერი. ფერმებში ძროხები მათი მხრების სიგანე გალიაში ატარებენ მთელ ცხოვრებას.

4) სადაც ისინი ცხოვრებენ 3 წელს და შემდეგ ყელს ჭრიან მათ. 3 იმიტომ რომ მათ ტენიან უამრავი ჰორმონით და რათა მეტი მოიწყველონ, მთელი მათი სასიცოცხლო ენერგია რძის კეთებაზე მიდის და ნაცვლად 10 წლისა ძროხა 3 წელში ასრულებს სიცოცხლეს ყელის გამოჭრით.

5) ძროხებს აფეხმძიმებენ ხელოვნურად, ხელის და სპეციალური მოწყობილობის შეყოფით, რაც ასევე მტკივნეული პროცესია. ანუ ამ ყველა უბედურებაში ძროხისთვის სექსუალური სიამოვნებაც წართმეულია და ჩანაცვლებულია ტანჯვით.

6) გაუპატიურების შედეგად ჩასახულ შვილს კი სტაცებენ და მიათრევენ მის თვალწინ, რაც ასევე დიდი სუალიერ ტანჯვას აყენებს მათ. მათი შვილები კი იმავე ბედს იზიარებენ თუ დედლები არიან, ხოლო თუ მამლები კიდევ უკეთესი, მალევე ხოცავენ.

შეგიძლია კარგად ჩაიხედო ამ მიზეზებიდან თითოეულში.... უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, დოკუმენტური კადრები და ასე შემდეგ....
მარტო მეექვსე მიზეზზი რომ ნახო (ყველაზე მსუბუქი მიზეზი ყველაზე მსუბუქ ფორმებში: https://www.youtube.com/watch?v=SYJPbrxdn8w)
https://www.youtube.com/watch?v=HH60GRk9APM

ამ ყველაფერს ემტება ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები და ასე შემდეგ....


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 27 2016, 07:19 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კვერცხს რაც შეეხება: შემდეგი მიზეზები:

1) ცოცხალი არსებების დამონება. ფერმებში საშინელ პირობებში ყავთ ქათმები, თავისხელა გალიაში ყავთ მოთავსებული.

2) უამრავი იძულებითი მანიპულაციები რომ მათ არაბუნებრივად ბევრი კვერცხის დება აიძულონ.

3) მამალ წიწილებს ცოცხლად დაფქვით იშორებენ თავიდან. ან ნაგავში ყრიან პარკებით.

თაფლს რაც შეეხება: მეფუტკრეობის საქმე ძალიან ცუდად წავიდა ამ ბოლო ხანებში, უამრავი სკა უბრალოდ ცარიელდება, ფუტკრების ძალიან დიდი ნაწილი განადგურდა ბოლო წლებში, 2/3-დი თუ სწორად მახსოვს. ფუტკარი დღესაც ველური არსებაა, ადამიანის დადგმული სკის გარეშეც არაჩვეულებრივად ართმევს თავს საცხოვრებელი ადგილის პოვნას. სავარაუდოდ ადამიანის მასობრივმა ჩარევამ გარკვეული ეკოლოგიური ბალანსი დაარღვია, რის გამოც ფუტკრები იხოცებიან... ჩინეთის რომელიღაც რეგიონში ფუტკრები გაწყდნენ, და ახლა იქ თითოეული მცენარის თითოეულ ყვავილს ხელოვნურად მტვერავენ, რადგან ამას აქამდე ფუტკარი აკეთებდა (წარმოგიდგენიათ, ის რომ 1 კილო ბლის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 60-70 მდე ყვავილის ხელოვნური დამტვერვა. ეს იმას ნიშნავს რომ ფუტკარს თუ რამე მოუვიდა მოსახლეობის დაახლოებით 90% გაწყდება შიმშილისგან.... ამიტომ ფუტკართან დაუდევარმა დამოკიდებულებამ შეიძება ჩვენი რასაც კი გადააშენოს... ბუნებას არასდროს არ უჭირს საკუთარ თავს თავად მიხედოს, ადამიანი ერევა მასში და შეაქვს ქაოსი. ასე რომ მგონი ჯობია გენოციდთან თამაშს უბრალოდ თაფლი არ ჭამოს ადმიანმა.



--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 27 2016, 07:41 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არის კიდევ სხვა ბევრი მიზეზი, აქ უბრალოდ ძნელია ყველას განხილვა....

მოკლედ შემიძლია ის დავწერო ვისაც სურვილი აქვს ვეგეტარიანელობიდან ვეგანობაზე გადავიდეს, ეს როგორ უნდა მოახერხოს. ზოგს ადვილად გამოსდის, მაგრამ ზოგს სერიოზული პრობლემები ექმნება. მეც მქონდა პრობლემები, რომლებიც მოვაგვარე შემდეგი 3 პუნქტის გათვალისწინებით.

1) საჭიროა რაც შეიძლება მეტი სახეობის მცენარის მიღება. რაზეც ხელი მიგიწვდება ჯობია შეიძინო და ჭამო. ანუ რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვების მიღება. ((იმისათვის რომ ყველა საჭირო ნივთიერების მიღება მოახერხოს ადამიანმა))

2) ა) არ უნდა იშიმშილო, როგორც კი შიმშილს იგრძნობ უნდა ჭამო რამე, ან მანამ სანამ შიმშილს იგრძნობ. ასე 2-3 საათში ერთხელ.
ბ) არ უნდა ჭამო ზომაზე მეტი, ანუ იმდენი რომ ჭამის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო. განსაკუთრებით არ უნდა ჭამო ბევრი დაძინების ახლო პერიოდში.
((ეს ორივე პუნქტი იმას ისახავს მიზნად, რომ ნერვები არ დაიძაბოს, რაც ხშირი პრობლემაა ვეგანებისთვის. შიმშილობა სტრესია ორგანიზმისათვის, და ასევე სტრესია კუჭის გადატვირთვა. ამიტომ მიდგომა ასეთია - ჭამ ხშირად და ზომიერად.

3) უნდა იზრუნო იმაზე, რომ საჭირო რაოდენობის კალორიები მიიღო, ანუ თუ ზომაზე ცოტას შეჭამ ორგანიზმს გაუჭირდება.

პ.ს 1) რამდენადაც ადამიანი არ ჭამს ცხოველურ პროდუქტს იმდენად იზრდება ადამიანის ფსიქიკური ენერგია, ამიტომ ადამიანებისათვის ვისშიც ბევრია აგრესია ან სტრესულ გარემოშია ხშირად, გაუწირდება ცხოველური საკვების მთლიანად ამოღება. რადგან დიდი და აგრესიული ენერგია ეს სახიფათოა, როგორც ამ ადამიანისათვის, ასევე მათთვის ვინებიც ამ ადამიანს არ უყვარს. თუმცა მეორეს მხირვ მცენარეული საკვები მნიშვნელოვნად აჯანსაღებს ფსიქიკას და ასუფთავებს შიშებისა და აგრესიისაგან.
პ.ს 2) მცენარეულ საკვებზე ვინცაა მას ხშირად ვერ ექნება სექსი (კვირაში რამოდენიმეჯერ ან ერთხელ თუმდაც), რადგან მცენარეულ საკვებში სექსუალური ენერგია ნაკლებია, მათში ცხოვეულრი ენერგია არ არის, ამიტომ ვინც მხოლოდ მცენარეებით იკვებება დიდი ფსიქიკური ენერგია აქვს, მაგრამ მათი სექსუალური ენერგია ძნელად ივსება. ამიტომ ხშირი სექსის შემთხვევაში გამოფიტვა გარდაუვალია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა აჩუმებს სექსუალურ ცენტრს და ადამიანი ნაკლებადაა მიდრეკილი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისაკენ. ამის გამოა, რომ ასეთი ცხოვრების წესს ირჩევს ყველა ვინც მაქსიმალურ სულიერ რეალიზაციას ისახავს მიზნად. (არის სხვა მიზეზებიც...)

ასე ჩანს ეს ყველაფერი ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომ ვეგანობა მართალია სწორი ცხოვრების წესია, მაგრამ ამ სირთულეებთანაა დაკავშირებული.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post May 27 2016, 09:13 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასაგებია რასაც ამბობ, გეთანხმები და ვიზიარებ, მომავალში ალბათ ყველსაც და თაფლსაც ამოვიღებ კვებიდან, მითUმეტეს თავს მშვენივრად ვგრძნობ მარცვლეულით და ხილით. ყველაზე დიდ ბიძგად ჩემს შემთხვევაში დოკუმენტური ფილმი earthling გახდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post May 29 2016, 11:30 AM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემოთ დასახელებული დოკუმენტურები:

https://www.youtube.com/watch?v=JlT3wCZLmrQ
https://www.youtube.com/watch?v=wbH_r6EvSqI
http://www.haribol.ru/forks-over-knives.html

გთხოვთ ნახოთ ეს სამი დოკუმენტური ფილმი. და სხვებსაც გაუგზავნოთ.
ამ საკითხზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ დგას კაცობრიობის წინაშე.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:54 PM