Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ იდეალური

Posted by: ირმა Mar 22 2009, 02:05 AM


http://img8.imageshack.us/my.php?image=tackingbackcontrolbycom.jpg
http://g.imageshack.us/img8/tackingbackcontrolbycom.jpg/1/


რას ნიშნავს იყო იდეალური? როდის არის ადამიანი იდეალური?

იყენებს თუ არა სარკეს დღევანდელი ადამიანი კონკრეტულად?

იდეალური ადამიანი არ არსებობსოოოო.... მართალია, მაგრამ მითხარით რას გულისხმობთ იდეალურში. რას ითხოვს ხალხი მისგან, როგორია...

იდეალური ადამიანი არ არსებობსოოო... მართალია, მაგრამ რად გვინდა მაშინ ეს სიტყვა, სიტყვა უხორცო, სიტყვა უფრთო რაში გამოიყენება, მაშ ამოვიღოთ ლექსიკონიდან...

იქნებ ყველა ჩვენგანის ღრმა, ჩუმი ოცნებაა რომ ვიპოვოთ ასეთი, იდეალური ადამიანი და ამიტომაც გვაქვს ჯერეც ეს სიტყვა და ვამბობთ: იდეალურია პატიოსანი ადამიანი, რომელიც არ ქურდობს, ყოველ დღე სარკეში იხედება და ეკითხება თავის თავს, აბა დღეს მე ვი რა ვარგე....
ახ, სიტყვა გამიგრძელდა. ამ თემაში იცით რა მინდა, ჩამოვთვალოთ ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას იდეალურთან აახლოვებს მაინც ცოტათი.
ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თვისებებზე, რომელიც მას იდეალურიდან აშორებს.
ამ თემაში სარკეში ჩავახედოთ ადამიან... smile.gif

Posted by: ირმა Mar 24 2009, 05:35 PM

აი ჩემი სამი დღის დაკარგული თემა ვიპოვეეეე biggrin.gif
აბა ვინ რას იტყვით, როდისაა ადამიანი იდეალური, ან თუნდაც იდეალურთან მიახლოებული? rolleyes.gif

Posted by: blanca Mar 24 2009, 06:15 PM

მაგარი სურათია smile.gif
საკუთარი თავით მოცული ადამიანი სამყაროში. სულ კიდია რა ხდება გარშემო, მთავარია 'მე'
აი ეს არის ადამიანი - არაიდეალური wink.gif

Posted by: ირმა Mar 25 2009, 04:14 PM

blanca
არაიდეალურიო biggrin.gif მე ვიტყოდი, რომ საკუთარი თავით მოცული ადამიანი, თავის სულის სარკეში ჩამხედავი ადამიანი იდეალურთან უფრო არის მიახლოებული biggrin.gif


Posted by: blanca Mar 25 2009, 06:10 PM

ნუ გააჩნია როგორ ინტერპრეტაციას მისცემ სურათს და რას დაინახავ
ორივე სწორია, მესამეც სწორი იქნება მეოთხეც

Posted by: ირმა Mar 25 2009, 07:42 PM

QUOTE(blanca @ 25th March 2009 - 07:10 PM) *
ნუ გააჩნია როგორ ინტერპრეტაციას მისცემ სურათს და რას დაინახავ
ორივე სწორია, მესამეც სწორი იქნება მეოთხეც

მართალია wink.gif

Posted by: ირმა Mar 25 2009, 07:48 PM

იდეალური ადამიანია ეზოთერიკოსი girl_witch.gif biggrin.gif

Posted by: blanca Mar 26 2009, 07:38 PM

იდეალური ადამიანი არაიდეალური ადამიანია, რომელსაც არ ჩევანი აქვს და ხან სწორ არჩევანს აკეთებს ხან არასწორს.
ადამიანს, გონის მიცემით, იმიტომ მისცეს არჩევანი, რომ სამოთხეში მყოფი იდეალური, არაიდეალური გამხდარიყო და სწორედ ამით მიეღწია იდეალურობისათვის, ჩემი აზრით biggrin.gif

იდეალურია ორი ერთში (+ და - ) და არა მხოლოდ ერთი, +

თუ გაიგეთ რა ვთქვი თუ ვთარგმნო smile.gif

Posted by: anonymouska Mar 26 2009, 09:53 PM

ego sagapo wub.gif


უი აქ რომ ჩამოვთვალო როგორია ჩემთვის იდეალურიიიი... ტრია ლა ლა
ჰო და
ჯობია არ biggrin.gif

მაგრამ
წინა პლანზე ყოველთვის დავაყენებ უღალატო ადამიანს wub.gif

იდეალური არ არსებობს მაგრამ მოდით ყველამ

QUOTE
ჩამოვთვალოთ ადამიანის ის თვისებები, რომელიც მას იდეალურთან აახლოვებს მაინც ცოტათი.


Posted by: ირმა Mar 27 2009, 02:19 AM

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?


ეს სიტყვები ჩემს ბავშვობაში შემოიჭრა ჩემს გულში. რამხელა აზრი დევს, ყოველი ჩვენგანი რომ ამ სიტყვებს გაითავისებდეს რა კარგი იქნებოდა... rolleyes.gif

და თუ არშეგვიძლია ვინმეს რამე ვარგოთ, ყოველშემთხვევაში მგონი ძნელი არ არის რომ ვიფიქროთ არავის არ ვაწყენინოთ. ყოველი ადამიანი რომ ცდილობდეს გაუგოს სხვას და არ აწყენინოს, რომ ცდილობდეს სხვა არ შეურაცხყოს, სხვას ცუდი არ უკეთოს ეს ადამიანი არა მარტო იდეალურთან მიახლოებული არამედ უკვე იდეალური იქნებოდა.
მაგრამ, ვაი რომ არ შეგვიძლია, არ შეგვიძლია დავიკავოთ უხორცო ენა, რომელიც ხშირად გვღალატობს sad.gif

Posted by: adamiani Mar 27 2009, 03:07 AM

იდეალი -ნებისმიერი იდეალი -რომელიც გვაქვს დიდი ძალით მოქმედებს ჩვენზე: შორეული მომავლიდან თავის სინათლეს და სითბოს გვაწვდის, გვზრდის და სახეს და არსს გვიცვლის . ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს , თუ რა იდეალს ვესწრაფვით. ჩვეულებრივი ადამიანი იდეალური არსოდეს არაა ცხადია, მაგრამ თვით მისი იდეალი უნდა იყოს იდეალური.ერთადერთი ასეთი იდეალი - სრულიად უნაკლო და სრულყოფილი - არის ღმერთი. ამიტომ იგი უნდა იყოს ჩვენთვის იდეალი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ღვთის შვილობას.
ქრისტე არის იდეალური ადამიანი.

Posted by: ირმა Mar 27 2009, 03:22 AM

QUOTE(sethis modgma @ 27th March 2009 - 04:07 AM) *
ქრისტე არის იდეალური ადამიანი.

QUOTE(ირინი @ 22nd March 2009 - 03:05 AM) *
იქნებ ყველა ჩვენგანის ღრმა, ჩუმი ოცნებაა რომ ვიპოვოთ ასეთი, იდეალური ადამიანი და ამიტომაც გვაქვს ჯერეც ეს სიტყვა


ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იდეალი, სხვაგვარად მისი ცხოვრება მშრალი მქნებოდა.

Posted by: anuchi Mar 29 2009, 10:48 PM

მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე რ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე.. ხოდა გავცვლით ენერგიებს და გავხდებით იდეალური.. biggrin.gif ისე არც პერსონაჟი შემხვდერია სადმე იდეალუირ.. მეთვითონ მივუმატე ჩემი თვისებეი და ერთი კი შევქმენი მაგრამ ეგ მარტოო ფანტაზია და ოცნებაა wink.gif

QUOTE
ქრისტე არის იდეალური ადამიანი



დიახ დიახ ჩემო კარგო smile.gif

Posted by: adamiani Mar 30 2009, 04:06 AM

anuchi

QUOTE(anuchi @ 29th March 2009 - 10:48 PM) *
მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე რ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე.

ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.

სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.


Posted by: TeO Mar 30 2009, 10:31 AM

adamiani

QUOTE(sethis modgma @ 30th March 2009 - 04:06 AM) *
ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.

სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.

+1 smile.gif
გეთანხმები 100%-ით Laie_61.gif მაგრამ ამის გაანალიზება პრინციპში ბევრს არ შეუძლია..

Posted by: blanca Mar 30 2009, 10:10 PM

QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 05:06 AM) *
anuchi

ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.

სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.


უცნაურია მაგრამ სქესის გარდა, არასდროს ჩემი ხასიათის საპირისპირო არ მიძებნია მასში, მხოლოდ მსგავსი და მხოლოდ ეს მსგავსი მიზიდავს.
ანუ ჩემი მე-ს დანახვა მიზიდავს საპირისპირო სქესში.
ეს რას ნიშნავს? ანუ რატომ? ბისექსუალი ხო არ ვარ ორივე თუ ჩემშია და მხოლოდ განსხვავებულ სქესს ვეძებ? superstition.gif
აუფ დავიღუპე girl_witch.gif
laugh.gif

Posted by: anuchi Mar 30 2009, 10:40 PM

adamiani

აჰაა, ამიტომა რომ საპირისპირო ხასიათის ადამიანები გვიძიდდავს wink.gif

Posted by: anuchi Mar 30 2009, 10:42 PM

blanca

მაშინ რაღAსაჭიროა საპირისპირო სქესის ძებნა??? biggrin.gif

Posted by: blanca Mar 30 2009, 10:56 PM

QUOTE(anuchi @ Mar 30 2009, 11:42 PM) *
blanca

მაშინ რაღAსაჭიროა საპირისპირო სქესის ძებნა??? biggrin.gif


ნუ .. ცოტა უცნაურად დასმული კითხვაა biggrin.gif
მე მსგავსი ხასიათის უფრო მიზიდავს, ანუ ადამიანი მსგავსი, ჩემნაირი უცნაურობებით, და შეიძლება უფრო ძლიერად გამოხატული იგივეთი ანუ 'მე მასში მიყვარს ოცნება ჩემი' biggrin.gif
მომწონს საპირისპირო სქესი მსგავსი ხასიათით biggrin.gif

სხვათაშორის მხოლოდ საქართველოში გამიგია რომ 'განსხვავებული იზიდავს'
დასავლეთში ადამიანები თავის მსგავს ადამიანებს ეძებენ.
ეს ბევრი მიზეზის გამო შეიძლება .. ეხლა მეზარება კაკუნი


Posted by: anuchi Mar 30 2009, 11:42 PM

blanca

კაი არცაა საჭირო.. მაინც ვერ გავიგებ ალბათ, ნუ ზუსტად არც ვარ ამ საკითხში გარკვეული თანნ.. smile.gif

Posted by: blanca Mar 31 2009, 12:37 AM

smile.gif

Posted by: anonymouska Mar 31 2009, 01:57 AM

oops.gif

მე ჩემს ხასიათთან რომ იქნება ახლოს ისეთ ადამიანს მივანიჭებ უპირატესობას
და არა ჩემ საპირისპიროს

თუ დავუშვათ და მე მიყვარს ბუნებაში სეირნობა და ტრიალ მინდორზე მასთან ერთად ცის ყურება (ბოლო დონის რომანტიკოსი ვარ არ გაგიკვირდეთ laugh.gif) და ის კი პირიქითაა და ვერ იტანს ასეთ რაღაცეებს
რომელი უფრო ჯობია?

ჩემი აზრით შენს ხასიათს რომ შეეწყობა ისეთი

rolleyes.gif




Posted by: anuchi Mar 31 2009, 10:33 AM

anonymouska

ეგ ინდივიდუალურია მაგრამ.. ოშოს ეწერა თუ არ ვცდები თუ ნარბეკოვმა თქვა რომ განსხვავებული ადამიანი ავსებენ ერთAმნეთ და რაღაც კარგი გამოდის biggrin.gif უფრო სწორედ უნდა გავდნენ ერთAმნეთშ და ამავე დროს განსხვავდებოდეს: ჩრდილოეთ და სამხრეტ პოლური ხომ სხვადასხვაა, მაგრამ ორივე პოლუსია ^_^

Posted by: anonymouska Mar 31 2009, 04:58 PM

anuchi
არ ვიცი ოშო რას წერდა და ფიქრობდა მაგრამ მე ჩემს სულთან/გულთან/ხასიათთან ახლოს მყოფი მჭირდება biggrin.gif
რაც სისუსტე და ნაკლოვანება მაქვს/აქვს ეს კი უნდა შევუვსოთ ერთმანეთს
მაგრამ არ მინდა ასეთი: რაც მე მიყვარს და იმას თუ არ უყვარს, და რაც იმას უყვარს მე არ მიყვარს

ამას ვგულისხმობ smile.gif

და ისე მაგალითად თუ ახლა ადამიანს ფიცხი ხასითი აქ , უცებ ვარდება და კარგავს წონასწორებას, რათქმაუნდა მას მშვიდი მეუღლე ჭირდება და არა მისი ხასიათის ნაირი. თორე დახოცეს ერთმანეთი და ეგაა laugh.gif
აი ამ შემთხვევაში სიტყვა "საპირისპიროს" ვეთანხმები

l_daisy.gif

Posted by: anonymouska Mar 31 2009, 05:02 PM

აი რამდენი ოჯახი ვიცი სადაც:

თუ კაცია ფიცხი , მშვიდი ბუნების ცოლი ყავს

და პირიქით

თუ ცოლია ისტერიჩკა-გადარეული laugh.gif

პირიქით წნარი ქმარი ყავს

აუ ამას ადრეთაც ვაკვირდებოდი რა biggrin.gif

ბევრია ასეთი ოჯახი


ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 07:21 AM

უი წავიკითხე huh.gif

დავაკოპირებ
ოშო, (ნამდვილი სახელი ჰინდი: रजनीश चन्द्र मोहन जैन რაჯნიშ ჩანდრა მოჰან ჯაინ, ასევე ცნობილი როგორც ბჰაგვან შრი რაჯნიში ან შეცდომით - რაჯნეში), (დ. 11 დეკემბერი, 1931, მადჰია-პრადეში, ინდოეთი – გ. 19 იანვარი, 1990, მაჰარაშტრა, ინდოეთი), ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი.

21 წლის ასაკში მიაღწია ყოფიერების ტრანსცენდენტურ მდგომარეობას — გასხივოსნდა. ის ამბობს: ”მე აღარ ვარ მაძიებელი რაიმეს მიმართ. ყოფიერებამ ყველა კარი გახსნა ჩემს მიმართ.” იგი იყო ფილოსოფიის პროფესორი თუმცა ამბობდა: ”პროფესიით მე ვარ ლოგიკოსი, მაგრამ შეცდომით გავხდი მისტიკოსი; ამ შეცდომამ მომიტანა უდიდესი ბედნიერება.” ოშო თავის მოძღვრებაზე ამბობს: ”ჩემი მოძღვრება არ არის ფილოსოფია. ჩემი მოძღვრება არის განსაზღვრული ალქიმია, მეცნიერება სულიერი ტრანსფორმაციისა. მხოლოდ ის უმამაცესი ადამიანი, რომელიც გარისკავს და მომისმენს გააკეთებს ნაბიჟს ახალი დაბადებისკენ.”


ups, not in my interest
შორს ვარ ძალიან huh.gif

Posted by: TeO Apr 1 2009, 08:36 AM

მოკლედ აქ ყველა გამოთქმულ აზრს ვეთანხმები biggrin.gif

ხოლო, რაც ადამიანმა დაწერა, ეგ კიდევ სულ სხვაა და სხვა ხედვიდან უნდა აღიქვათ smile.gif
ანუ ან გაიგებთ ან ვერ გაიგებთ რაღაც დრომდე...

anonymouska
ოშო სერიოზულად დაგიმუშავებია tongue.gif

Posted by: anonymouska Apr 1 2009, 10:14 PM

TeO უბრალოდ ვინ იყო მაინტერესებდა

თორე მაგის აზრებს და დასკვნებს, უნდა მაინტერესებდეს რომ წავიკითხო


არ მაინტერესებს საერთოდ oops.gif



არა რა კარგია რა.... როცა არ გადაგყლაპავენ ხომე განსხავებულ აზრს როცა ისმენენ
იგივე სიტუაციაში ერთ ფორუმზე უკვე შეჭმული ვიქნებოდი laugh.gif

evxaristo poli

Posted by: anuchi Apr 1 2009, 10:51 PM

anonymouska

ოშო ვინაა წესიერად არც მე ვიცი, მე წიგნს გადავხედე(წავიკითხე) .. ხო მასე თქვაა wink.gif კიდევ იმას ამბობს რომ წიგნებმა და ფილმებმა დაგვაბნიეს.. სინამდვილეში ზალიან ბევრი ადმიანია ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებით და არა ერთადერთი!!! რატომღაც რომ ვეძებთ სულ.. (მე ყოველშემთხვევაში მასე ვფიქრობდი ადრე) ხო და მაგას ამბობს.. თან უნდა გავდნენ ერთAმნეთშ ტან განსხვავდებოდნენო smile.gif

Posted by: st peter Apr 5 2009, 02:35 PM

თვითონ სიტყვა ადმიანი თავისთავად ნიშნავს იდეალურს... ყველა ადმიანი იდეალურია...
ადამიანში ერთდება სიყვარული სიზულვილთან. ნგრევა შენებასთან. ცინიზმი ჭეშმარიტებასთან... ესაა ადამიანი _ ყოველმხრივ იდეალური. ყველაზე საკაიფოდ ეს თემა კამიუს "დაცემა " შია წარმოჩენილი. აი იქაა ძაან მაგრად დახატული "იდეალური" რომელმაც ჩაიხედა თავის სარკეში და დაეწყო ყველა იდეალის ნგრევა... კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი moderator.gif დაანგრიეთ იდეალები რო მიხვდეთ რა არის იყო ნამდვილი ადამიანი-იდეალური ადამიანი...ის რაც ყველააა wink.gif

Posted by: TeO Apr 5 2009, 02:49 PM

st peter
მომწონს შენი ფილოსოფია biggrin.gif არის მასში რაღაც.. wink.gif და
ამ შემთხვევაში (იდეალიების ნგრევაზე) გეთანხმები! smile.gif
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...

Posted by: anonymouska Apr 6 2009, 01:00 AM

ეუჰ სადაა იდეალური ადამიანი... არ არსებობს დედამიწასა შინა
ყველას თავ-თავისი რაღაც ნაკლოვანებები და სისუსტეები გააჩნია
მაგრამ სიყვარული რას არ შეაძლებიებს კაცს smile.gif
სიყვარულმა უნდა მოგათმენიოს/დაგათმობიოს/გაუგო/აპატიო და ა.შ
სიყვარულით ბევრი შეგიძლია, დიდი ძალა აქვს

მთელი გულით როცა გეყვარება, მისთვის ბევრს დათმობ და ყველაფერს გააკეთებ რაც შეგიძლია
უუუჰ, მაჟრიალებს ამ სიტყვაზე

ერთი სიტყვით

sacrifice რა

ეჰ
კარგად ვერ გადმოვცემ რისი თქმა მინდა, უკაცრავად რა wub.gif

Posted by: ირმა Apr 6 2009, 04:48 PM

მიხარია anonymouska ამ შენს აზრებზე. დიახ და დიახ სიყვარულის გაზრდა და გაღრმავება არის ყველაზე მთავარი, როცა არსებობს სიყვარული ნელა-ნელა უახლოვდები იდეალურ ადამიანს. biggrin.gif

Posted by: st peter Apr 11 2009, 12:33 PM

QUOTE(TeO @ Apr 5 2009, 02:49 PM) *
st peter
მომწონს შენი ფილოსოფია biggrin.gif არის მასში რაღაც.. wink.gif და
ამ შემთხვევაში (იდეალიების ნგრევაზე) გეთანხმები! smile.gif
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...

არა კაცო biggrin.gif მე სულ სხვა რამეზე გელაპარაკები
ჯერ ერთი არსებბს მარტო ადამიანი (მეტი არაფერი)
და ეგ ადამიანი კონტრასტებისგან იქმნება
სიყვარულს სიძულვილი ქმნის და პირიქით tongue.gif
მიხვდი რაზეა ლაპარაკი???
სიყვარული სიძულილის გარეშე ვერ იარსებებს. აზრს დაკარგავს. და პირიქით. ისინი ერთმანეთს ქმნიან
აი ეგაა ადამიანი. ყველაფერი ერთად აღებული....იდეალური

Posted by: TeO Apr 11 2009, 07:32 PM

st peter
კარგად ვხვდები რაზეც ამბობ, უბრალოდ მე ჩემ პოსტში ძალიან გავერთე და შევუბერე tongue.gif biggrin.gif

რა თქმა უნდა ადამიანი შედგება ერთმანეთის საწინააღმდეგო ნაწილებისაგან..

და მთავარია მოხდეს მათი ჰარმონიაში მოყვანა! ჰოდა ეს თუ მოხერხდა, ამის შედეგად მივიგებთ ი დ ე ა ლ უ რ ადამიანს wink.gif smile.gif

Posted by: st peter Apr 11 2009, 09:38 PM

კარგი მაშინ გკითხავ...
შეიძლება მიაღწიო იდეალურობას???
თU კი
მაშინ არ მჯერა შენი biggrin.gif
თU არა
მაშინ რა საჭიროა იდეალურობაზე "ოცნება"
???

Posted by: st peter Apr 11 2009, 09:41 PM

ნუთU უბრალოდ ცხოვრება არაა საკმარისი??
ჩემი აზრით რა ხდება იცი?
მე მგონია რომ მას მერე რაც ვინმე მაგ "იდეალურობაზე" ოცნებას შეწყვეტს მიხვდება რომ ადამიანია...ჩვეულებრივი ადამიანი..
მართლა იდეალური გახდება smile.gif ა დ ა მ ი ა ნ ი
უუუუუუუუუუუუუუუუუ

Posted by: TeO Apr 11 2009, 10:01 PM

st peter
არა უშავს თუ არ გჯერა wink.gif ჯერ პატარა ხარ, გაიზდები და წარმოდგენებიც შეგეცვლება.. smile.gif
შენ ალბათ ვერ შეამჩნიე, მაგრამ მე იდეალურობისკენ სულაც არ ვისწრაფვი და იდეალიც არ გამაჩნია! biggrin.gif

Posted by: ირმა Apr 11 2009, 11:06 PM

იდეალური ადამიტანის ერთ-ერთი თვისება იქნებოდა ასევე, რომ სხვა არ განსაჯოს და გაკიცხოს და ყოველთვის შეეცადოს სიყვარულის ენით ილაპარაკოს biggrin.gif

Posted by: anuchi Apr 11 2009, 11:41 PM

st peter

მაგ წიგნს წავიკითხავ, დავინტერესდი biggrin.gif

QUOTE
მე მგონია რომ მას მერე რაც ვინმე მაგ "იდეალურობაზე" ოცნებას შეწყვეტს მიხვდება რომ ადამიანია...ჩვეულებრივი ადამიანი..
მართლა იდეალური გახდება


ჩემი აზრით ყველა ადამიანი იდელურია, მაგრამ თვითონ უნდა მიხვდნენ ამას smile.gif


ირმა

იდეალური არ ვიცი, მაგრამ ეგ ისეთი ადამიანი თვისება ვისაც თავის თავთან კომპლექსები არ აქვს wink.gif საბედნიეროდ მასეთებს ვიცნობ tongue.gif

Posted by: ირმა Jun 3 2009, 03:44 PM

კომპლექსი მართლაც არ არის კარგი თვისება smile.gif

იდეალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი wink.gif

Posted by: Smith Jun 12 2009, 10:16 AM

QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 04:06 AM) *
anuchi

ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.

სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.


სანამ იმ სხვას არ იპოვნი, მანამ ვერაფერს ვერ გააღვიძებ, მით უმეტეს რომ არც არაფერია გასაღვიძებელი, არამედ სწორედაც რომ გვაკლია მეორე ნახევარი.
anuchi ჭეშმარიტებას ღაღადებს, როცა ამბობს: „ მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე არ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე..“
მართალი ხარ anuchi !

Posted by: Smith Jun 12 2009, 10:24 AM

QUOTE(TeO @ Apr 5 2009, 02:49 PM) *
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...


რას ამბობ, რასა!?
აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც.
ან უკვე დახატული თუ გინახავს მასეთი?
მდაა!!!

Posted by: Shou Jun 12 2009, 11:17 AM

გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ ან რა არის შენშიsmile.gif

Posted by: ირმა Jun 12 2009, 11:34 PM

Smith
რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება biggrin.gif

QUOTE(John @ 12th June 2009 - 11:24 AM) *
აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც.

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე.
აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე smile.gif

Posted by: ირმა Jun 12 2009, 11:43 PM



აი ეს ნახატი მაგალითად ძალიან მომწონს და მიყვარს, სილამაზეა... მაგრამ... მაგრამ არ მომწონს მის სახეში სიმკაცრე smile.gif

Posted by: Smith Jun 13 2009, 02:18 PM

QUOTE(Shou @ Jun 12 2009, 11:17 AM) *
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ, ან რა არის შენშიsmile.gif


მე რა უნდა ვთქვა, ყველა რელიგია და ყველა ფილოსოფია მაგას ამბობს.
ნუ, ეხლა დემოკრატიაა და თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ქრისტესგან, ბუდასგან, პლატონისაგან, ჰეგელისა თუ ნიცშესაგან განსხვავებული აზრი.
უბრალოდ ეგ აზრი მცდარია და დამღუპველი.



Posted by: Smith Jun 13 2009, 02:36 PM

QUOTE(ირმა @ Jun 12 2009, 11:34 PM) *
Smith
რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება biggrin.gif

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე.
აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე smile.gif


მაშასადამე თქვენ ჯერ არც სილამაზე გინახავთ და არც სიმახინჯე. რაზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ არის არაჭეშმარიტი ხედვა, ნებელობითი ჭვრეტა და არა სუფთა ცნობიერებით. გაიხსენეთ რას ამბობს იესო: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ჭეშმარიტი სილამაზე ღმერთისგანაა და ჭეშმარიტი სიმახინჯე ეშმაკისგან, თქვენ კი უბრალოდ ხორციელ და მატერიალურ სილამაზესა და სიმახინჯეზე ლაპარაკობთ. წმინდა გული ნიშნავს როცა ადამიანი გარე სამყაროს ჭვრეტს დაუინტერესებელი თვალით, როცა ის არ ფიქრობს თუ მისთვის ვინ და რა რა მნიშვნელობისაა.

ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!!

Posted by: ირმა Jun 13 2009, 11:39 PM

QUOTE(John @ 13th June 2009 - 03:36 PM) *
ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!!


არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი.

ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე...
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“

Posted by: Smith Jun 14 2009, 02:11 AM

QUOTE(ირმა @ Jun 13 2009, 11:39 PM) *
არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი.

ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე...
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“


ცოტა კიდევ შევეცდები თქვენს გადარჩენას, ასე ვთქვათ ვალს მოვიხდი, საბოლოო არჩევანში კი რა თქმა უნდა ყველა თავისუფალია.

ღმერთი არა გწამს? და თუ გწამს, განა მრავალმნიშვნელოვანია ის? ნუთუ თვლი რომ ღმერთსაც მედალივით ორი მხარე აქვს? ნუთუ თვლი რომ ღმერთში სიკეთესთან ერთად ბოროტებაცაა, სილამაზესთან ერთად სიმახინჯეც? და თუ ეს ესე არ არის, მაშინ განა ღვთისნიერი ადამიანი ღმერთის მსგავსი არაა? განა არა გსმენია რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსებად შეიქმნა? ნუთუ არ გისწავლია, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ღმერთთან შეერთება და ღვთის ხატის და მსგავსების აღდგენაა? ხომ კარგად იცი ყველაფერი ეს! და თუ იცი, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს? ერთი ავტორი ან რელიგია მაინც დამისახელე, სადაც ის წერია, რასაც თქვენ ამბობთ. ინისა და იანის არასწორმა გაგებამ დაგაბნიათ. ინი და იანი სიკეთე და ბოროტება არაა. ჩინური ფილოსოფიის გაგება ძალიან თავისებური საქმეა. მთელი რიგი მცნებები იქ სრულიად არ შეესაბამება თავის შინაარსში ევროპულ გაგებას; ქრისტეანობაში სიბნელე ბოროტებაა, ჩინურ ფილოსოფიაში კი უბრალოდ პასიურობა. პასიურობა კი იგივეა ამ შემთხვევაში, რაც ქრისტეანობაში სიმდაბლე და ღვთის ნების მორჩილება. ანუ ინი და იანი – ორივე პოზიტიური, კეთილი ძალაა. ამავე დროს იანს აქვს თავისუფლება იყოს მორჩილი ან ურჩი, როგორც ადამიანს ქრისტეანობაში. ამიტომაა იანი ინისგან განსხვავებული და დაპირისპირებული. დაპირისპირებული აქ ნიშნავს განსხვავებულს, საპირისპიროს, როგორც კაცის საპირისპიროა ქალი და არა როგორც სიკეთის საპირისპირო არის ბოროტება. ინი და იანი ერთად ქმნიან ჰარმონიას და მშვენიერებას. როგორ შეიძლება სიკეთე–ბოროტებამ ეს მოგვცეს? წაიკითხეთ კიდევ ერთხელ ინის და იანის შესახებ და ერთი ადგილი მაინც მოძებნეთ, სადაც იქნება ნათქვამი რომ იანი ბოროტებაა. ვერსად ნახავთ ამას, თუ ნამეტანი არაკომპეტენტური ავტორი არ მოძებნეთ.

საგნის არსი ადამიანთა ხედვაზე არაა დამოკიდებული. კი, ღმერთს შეიძლება მრავალი ხედავდეს ცუდად და ასეც იყო ხომ იესო ქრისტეს შემთხვევაში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ცუდია?
თქვენ ახალს არაფერს ამბობთ, იგივეს ამბობდნენ სოფისტები, რომ ადამიანია ყველაფრის საზომი. მაგრამ განა პლატონმა 2500 წლის წინ არ დაუსვა წერტილი სოფისტიკას? ყველაფრის საზომია ობიექტური იდეა, ღმერთი – და არა ადამიანი.

და ბოლოს. რატომ ასეთი საშინელი პესიმიზმი? რატომ გეეჭვებათ რომ ღვთიურ სილამაზეს არავინ ფლობს? ესე იგი ყველა დაღუპულია? ესე იგი იესო ქრისტემ მიუღწეველი მიზანი დაგვისახა როცა გვითხრა, იყავნით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციერი მამა სრული არისო? არა გწამთ მეორედ, ანუ ზემოდან შობის? არ გჯერავთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ღვთის შვილი და ესე იგი ღვთის მსგავსი?
ჭეშმარიტი სილამაზე, ანუ ღმერთი ყველა ადამიანის გულთან დგას და აკაკუნებს გულის კარებზე. გაუღეთ კარი და შემოუშვით და ის იქნება თქვენში და თქვენ იქნებით მასში, როგორც თქვა თვით უფალმა. არ გჯერავთ უფლის? აბა ვისი გჯერავთ?

დაანებეთ თავი ჩინურ ინს და იანს და სახარება იკითხეთ, სახარებაში თვითონ, პირადად ღმერთი გელაპარაკება. სად მიდიხართ ჩინეთში, რად გინდა, როცა პირდაპირ გულში მოგდგომია ღმერთი! რად გინდა ვიღაც ადამიანების „სიბრძნე“, როცა თვით ღმერთი გელაპარაკება ბიბლიიდან. ნუთუ არ აღგაფრთოვანებს ის აზრი, რომ თვითონ ღმერთი მოგვევლინა ადამიანის სახით დედამიწაზე, თვითონ ღმერთი დადიოდა კაცთა შორის და მოკვდა შენთვის, დიახ, პირადად შენთვისაც მოკვდა ის, რათა გაეხსნა გზა მარადიული სიცოცხლისაკენ. სახარებიდან ციტატა მოგყავს და არა გჯერავს სახარების. თუ გჯერავს, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს?
მიდი ირმა იესოსთან!!! მას ძალიან, ძალიან უყვარხარ!
მეც მიყვარხარ!


Posted by: david6david Jun 15 2009, 12:48 AM

ციტატა(anuchi @ Apr 1 2009, 10:51 PM) *
anonymouska

ოშო ვინაა წესიერად არც მე ვიცი, მე წიგნს გადავხედე(წავიკითხე) .. ხო მასე თქვაა wink.gif კიდევ იმას ამბობს რომ წიგნებმა და ფილმებმა დაგვაბნიეს.. სინამდვილეში ზალიან ბევრი ადმიანია ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებით და არა ერთადერთი!!! რატომღაც რომ ვეძებთ სულ.. (მე ყოველშემთხვევაში მასე ვფიქრობდი ადრე) ხო და მაგას ამბობს.. თან უნდა გავდნენ ერთAმნეთშ ტან განსხვავდებოდნენო smile.gif


groupwave.gif l_daisy.gif l_sunny.gif

Posted by: ირმა Jun 15 2009, 02:39 PM

QUOTE(John @ 15th June 2009 - 02:07 PM) *
გასაგებია!
ფართო გზაზე სიარულში ხელს აღარ შეგიშლით.

ჩემის აზრით ძნელია მიხვდე ამ რამდენიმე პოსტის წაკითხვით ესა თუ ის ადამიანი როგორი გზით დადის.
ეს ცხოვრება გაკვეთილს შეიძლება შევუდაროთ და ვსწავლობთ მუდმივად, ვიზრდებით და შესაბამისად ვირჩევთ გზასაც. ძალით არაფერი ხდება. მხოლოდ სიყვარულია ძლიერი, მხოლოდ სიყვარულით უნდა „მოაბრუნო“ გზააბნეული „ვიწრო გზისაკენ“ wink.gif

Posted by: Shou Jun 19 2009, 12:07 PM

შეიძლება წყალს ნამდვილად შეუძლია ყველა ენაზე დაწერილი და ყველა ტონალობაში ნათქვამი ”მიყვარხარ” ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად აღიქვას მაგრამ მე ბევრი მიკლია წყლამდე (იდეალურამდე), ზოგჯერ ”პოზიტიური” სიტყვები იმდენად დიდი უარყოფითი ენერგიების მატარებლები არიან, თითქოს გზად ყველაფრის გადათელვას ისახავდნენ მიზნად.

Posted by: ირმა Jul 2 2009, 09:28 AM

http://melamelia.blogspot.com/2009/03/we-can.html

Posted by: ირმა Dec 11 2009, 01:10 AM

QUOTE(ირინი @ 2nd July 2009 - 10:28 AM) *
http://melamelia.blogspot.com/2009/03/we-can.html

ახლახან თავში მომივიდა გენიალური აზრი. ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ უცბად ჩემს თავში გაიღვიძა რაღაცამ რომელმაც ზემოთ ამაგდო და დამაძახებინა, "ჩვენ შეგვიძლია" და მეც საოცარი ენერგია ვიგრძენი. დიახაც მეგობრებო გადავწყვიტე გავხდე იდეალური და ვერაფერი შემიშლის ხელს ამაში :ბის: შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მე ნამდვილად შემიძლია! ეს დღეები აღარ მეცალა, უნივერსიტეტში დავდივარ და არცერთ დღეს აღარ ვაცდენ, სასმელს აღარ ვსვამ (თუმცა იდეალური რომ ვიქნები მერე დავლევ), მრავალი იდეა მაწუხებს, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ და სწავლაც მომწონს უკვე, რადგან მაღალი ქულები მიხარია. პარალელურად ვვარჯიშობ, თან დაუზარელად და მოვწონვარ ტრენერს :ბის: სიგარეტს ადრეც არ ვეწეოდი ასე რომ არც არაფრისთვის დამინებებია თავი :| თავის დროზე ვიძინებ და დილით ადგომაც არ მიჭირს. ეს ყველაფერი, მართლაც რომ შესანიშნავია, თუმცა რაღაცაზე მწყდება გული, დრო აღარ მრჩება მეგობრებისთვის sad.gif აი თუნდაც დღესაც ჩემი მენიავე უნდა მენახა, შევპირდი, მაგრამ გადავაგდე :მო: მაგრამ შრომის პროცესი მძიმეა ხოლო მისი შედეგი აჭარბებს პროცესის დროს დახარჯულ ენერგიას. მოკლედ ჩემი იდეალურად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად და უკან დახევას არ ვაპირებ!



Posted by: ირმა Dec 11 2009, 01:11 AM

ამ ბავშვის ბლოგს ხშირად ვკითხულობდი, მელიას ბლოგიაsmile.gif
მიყვარს))))

იდეალურია wink.gif

Posted by: TeO Dec 16 2009, 11:59 PM

მე დავპოსტე ნეტავ ამ თემაში? უკვე აღარც კი მახსოვს )))

დიდი თემაა

უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რომ , როდესაც სხვას უხარია რამე, მე მისი სიხარული მახარებს!!!!!!!! smile.gif)) კარგი გრძნობაა ძალიან bigarmhug.gif l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif ბედნიერებაა beerchug.gif kiss1.gif

Posted by: ირმა Dec 17 2009, 10:48 PM

TeO

QUOTE(Tea @ 17th December 2009 - 12:59 AM) *
უბრალოდ მინდოდა დამეწერა, რომ , როდესაც სხვას უხარია რამე, მე მისი სიხარული მახარებს!!!!!!!! )) კარგი გრძნობაა ძალიან ბედნიერებაა

თეო მეც მასე ვარsmile.gif))

l_daisy.gif

Posted by: Andrea Jan 20 2010, 06:32 AM

ოპაა რამდენი საინტერესო აზრი წავიკითხე.. ნუ ჩემს პოზოციასაც დავაფიქსირებ: ადამიანი ისეთივე იდეალურია, როგორც სამყარო bigarmhug.gif

Posted by: Shou Feb 3 2010, 11:57 AM

იდეალური შეუძლებელია იყოს ან ადამიანი ან გრძნობები ან დამიანებს შორის ურთიერთობები თუ გარემო არ იქნა ამისათვის იდეალური. როცა მიმოიხედავ/საკუთარ თავში ჩაიხედავ და აღმოაჩენ თუ როგორ დავშორდით "იდეალურსა" და ჰარმონიულს მიხვდები რომ "პირადი" აქ და საერთოდ ნებისმიერ ადგილას მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს თუ იდეალური გარემოა შექმნილი, თუ ამ იდეალური გარემოს ერთერთი შემოქმედი შენც ხარ.

Posted by: jgvenza Mar 7 2010, 07:04 PM

დედამიწაზე იდეალური არაფერი არ არის..ამაშია მისი ერთგვარი ხიბლიც, რადგან იდეალურისკენ სრაფვას გავიძულებს..

Posted by: Fee Apr 22 2010, 03:26 PM

მე რატომღაც მგონია რომ სამყარო იდეალურია smile.gif იდეალურია ჩვენი დედამიწა, იდეალურები არიან ცხოველები, იდეალურია ადამიანის აგებულება, მაგრამ ადამიანი ვერ შეთანხმებულა იმაზე, თუ რა არის იდეალური, ამიტომაც ამბობენ რომ იდეალური არაფერი არ არსებობსო smile.gif

Posted by: moonbayer Apr 22 2010, 04:03 PM

იდეალურია სრული სიბნელე სივრცეში სრული სინათლე სივრცეში მეტი არაფერი

Posted by: Gopi Mar 27 2011, 11:13 PM

იდეალური ადამიანი არ მინახავს ჯერ,არაა ადამიანი ისეთი იდეალური როგორც სამყარო.თუმცა ისიც სამყაროს ნაწილია და ესეც საინტერესოა როგორ ახერხებს არაიდელურობას, მაგრამ იდეალურთან მიახლოვებული ადამიანები ხომ არსებობენ? smile.gif სწორედ ესაა , უნდა ეცადო, ყოველ წამს გახსოვდეს რომ ღმერთის ხატი ხარ და შეგიძლია იყო იდეალური. აი ესაა ცხოვრება - გზა განვითარებისკენ, გზა სულიერებისკენ, გზა იდეალურისკენ. რა შეიძლება იყოს ამაზე საინტერესო ცხოვრებაში , რომ აკვირდები როგორ ვითარდები ან თუ ვითარდები, ან რატომ არ ვითარდები..
და იდეალურთან მიახლოებულ ადამიანს იმას ვეძახი ვინც კეთილია, ბედნიერია, თვითონვე სიყვარულია, არც თავისი თავი აინტერესებს როგორია და არც სხვა - უბრალოდ უყვარს ყველა ისეთი როგორიც არის.
(და რა ძნელია იყო ასეთი ! smile.gif )

Posted by: Existence Mar 31 2011, 04:53 PM

იდეალური ადამიანები სასაფალოზე ........... lol.gif

რა ქლიავი უნდა იყო იდეალ ურადამიანს რო ეძებდე

მთელი ეშხი იმაშია რო იდეალურები არ არსებობენ.........

Posted by: Gopi Apr 1 2011, 10:23 AM

ციტატა(Existence @ Mar 31 2011, 05:53 PM) *
იდეალური ადამიანები სასაფალოზე ........... lol.gif

რა ქლიავი უნდა იყო იდეალ ურადამიანს რო ეძებდე

მთელი ეშხი იმაშია რო იდეალურები არ არსებობენ.........

რა საშინელი პოსტია biggrin.gif

მთელი ''ეშხი'' თუ მაგაშია , მაშინ რატომ იბრძვიან ადამიანები სულიერი განვითარებისთვის?!
სულიერი განვითარების უმაღლესი მწვერვალია სწორედ იდეალურობა.

Posted by: Existence Apr 1 2011, 01:04 PM

QUOTE(Gopi @ 1st April 2011 - 10:23 AM) *
სულიერი განვითარების უმაღლესი მწვერვალია სწორედ იდეალურობა.


ძალიან... ცდები ძალიან აი ძალიან

იქ ან აქ როგორც გინდა საკუთარი თავის შეცნობის დროს... თუ გასხივოსნების.. თუ როგორც გინდა ....(ჩემი აღქმით) იდეალურის და არაიდეალურის....აშ............ მიღმა ხარ

პოზიტიური ტერმინები არ ასახავს იმის რეალობას იმიტომ რომ როგორც კი ახსენებ იდეალურს იქვე ფანტომივით ჩნდება არაიდეალური და ისევ დუალიზმი

ამიტომაცაა რომ უმაღლესის ..ღმერთისე როგორც გინდა ..განმარტებას არავინ არ იძლევა

ან საუბრობენ ნეგატიური ტერმინებით როგორც ბუდიზმში ''სიცარიელე'' ''სამუდამო სიკვდილი'' და აშ ..ეს იმიტომ რო შენი ფანტაზია არ ჩაერთოს და შენი წარმოდგენები იდეალურზე არ პროექცირდეს რეალობაზე რომლელზეც აზრრზეც არა ხარ ...(მეც არავარ ხო ..ნუ გაგიჟდები ეხლა biggrin.gif)




Posted by: Gopi Apr 1 2011, 02:09 PM

Existence
სხვისი აზრის მოსმენა რომ მაგიჟებდეს აქ რა მინდა smile.gif

Posted by: Gopi Apr 1 2011, 07:02 PM

Existence
მე ვლაპარაკობ თვითონ იმ გზაზე რომელზეც ვფიქრობ რომ უნდა იდგეს ადამიანი ცხოვრებაში. შენ საყვარელ ლაზარევთანაც გვხვდება რომ ადამიანს სამი ძირითადი ინსტიქტი აქვს მათ შორის - განვითარების ინსტიქტი,რომელიც გვაიძულებს ვისწრაფოთ ახლისკენ. (ჩემი აზრით ეს სწორედ იდეალურისკენ სწრაფვაა)
თორემ იდეალური ადამიანი რომ არ არსებობს ამაზე არც არავინ გედავება.

Posted by: Existence Apr 1 2011, 07:43 PM

Gopi


გაჩედი ერთი........ამას უყურე..... ......... lol.gif

აჰა მოუსმინე და დამანებე თავი.............> http://www.youtube.com/watch?v=tA6L8-lxaA8

Posted by: Gopi Apr 1 2011, 09:12 PM

Existence

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)