IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> საკუთარი თავის დესტრუქცია
Sad Moon
post Mar 17 2021, 02:04 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი. დიდი ხანია აქაურობას თვალს ვადევნებ და ბოლოს, გადავწყვიტე მეც დამეწერა რაღაც. მადლიერი ვიქნები ნებისმიერი თქვენი რჩევისთვის.
როცა დესტრუქციას, საკუთარი თავის დაზიანებას, ეხება საქმე, მაგაში მგონია პირველი ვარ. გეგონება მარათონში ვიღებ მონაწილეობას და აბა დღეს რამდენად "შორს გაირბენ". ალბათ ყველამ იცით, რომ მსხვერპლის როლი და დესტრუქცია ახლო ნათესაური კავშირით გამოირჩევიან. ღრმა წარსულში მსხვერპლიც ვიყავი და მსხვერპლიც, რო მივიწებე ეგ როლი სანამ არ გავაცნობიერე მთელი ჩემი მდგომარეობა და არ დამიტრიალდა ყველაფერი, მაქამდე ვერ მოვიცილე დაჩაგრული ცხვარის როლი. თუმცა რაც არ უნდა მძიმე იყოს მე და კიდევ ერთი ჩემი დესტრუქციული მე ხელი ხელჩაკიდებული დავდივართ ხოლმე.
1. როცა ადამიანი ჩემთვის ძვირფასია ან სისტემატური კონტაქტი მაქვს მაგის ნეგატიურ ენერგიას ან პარაზიტებს ვიკრავ მაგნიტივით, გეგონება ვითხოვდე(არადა არაა ეგრე).
2. ძალიან ხალისიანი, პოზიტიური, აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, სიცოცხლე მიხარია და ბედნიერიც ვარ, მაგრამ და ისევ და ისევ მაგრამ შეიძლება უცებ წამომეჭიმოს სუიციდური აზრები რომ ჰოპ - მოდი თავი მოიკალი რას კარგავ?. არადა რეალურად არც არაფერი მაქვს დასაკარგი, უბრალოდ მერე იმაზე მეფიქრება ჩემი ახლობლები როგორ იგრძნობენ თავს და ეგ მაჩერებს (ჯერ სხვები და მერე მე, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვიცი რომ ყველაფრის თავი და თავი მე ვარ, დედამიწის ჭიპიც ვარ და ღერძიც, ამის გაცნობიერებამდე კიდე ბევრი მიკლია).
3. დავდგები და უცებ ვიღაც დრამატული ადამიანი გამოჩნდება და ასე იტყვის ხოლმე ჩემი თავი მოდი ამასთან დაიწყე ურთიერთობა მაგარი ტოკსიკური ჩანს უარესად დაინგრევ თავს და მერე მეც მიდი მოვდივარ ხოლმე.😃
ხოდა იქნებ იცოდეთ ან რჩევა გქონდეთ ვინმეს რამე, რა მოვუხერხო ამ ყოველივეს ანუ როგორ ან რითი დავიწყო მდგომარეობის გამოსწორება.
დავამატებ რომ sad არ ვარ, უბრალოდ ზღაპარი მიყვარს მოწყენილ მთვარეზე. 🌝
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Lama Norbu
post Mar 18 2021, 04:32 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 23-December 20
Member No.: 7,980

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველ რიგში კარგია რომ ეს გამოვლინებები დააფიქსირე და აღიარებ, ანუ აქედან შეგიძლია დაიწყო შენს თავზე მუშაობა, მეტი თვითდაკვირვება და კონცენტრაცია საკუთარ თავზე.
1. დესტრუქციულობას ყოველთვის აქვს მისი მიზეზი, თქვენს შემთხვევაში როგორც აღნიშნეთ ეს არის წარსული, რომლის მორალი გარკვეულწილად არ არის გაცნობიერებული, თუმცა პიროვნება რომელიც იმ ზემოქმედების ქვეშ იყო ისევ თქვენშია და მისი გავლენები აქ ვლინდება.
ეს "მე" (ასე ვუწოდებ) გაუცნობიერებელია და ცმხოლოდ იმ ენერგიით სტიმულით ,ზეგავლენით ცხოვრობს, რითაც შექიქმნა.
როდესაც აწმყოში მას არ აქვს მისთვის კომფორტული "გარემო" , ის უკვე იწყებს ამის შექმნას, ძიებას, რაც შესაძლოა იყოს იმის მიზეზი თუ რატომაც იზიდავთ სსხვის უარყოფითს.
2. სუუციდური ფიქრები ასევე ამ პიროვნებიდან გამომდინარეობს, მისი დაკვირვებიდან შექმნილი ფიქრები თქვენზე ემოციურ ზეგავლენას ახდენენ, რასაც რა თქმა უნდა არ უნდა აყვეთ, ამასთან ერთად ეს არის გაუცნობიერებლობის ნაყოფიც.
3. დესტრუქციული ადამიანი ყოველთვის იზიდავს ტოქსიკურ ადამიანს, რადგან ტოქსიკური ადამიანი მას აძლევს იმას რაც სურს.

დესტრუქციული მე ძირითადად ემოციურია, სევდიანი, მელანქოლიური, რაც შემდეგში ზრდასთან ერთად სხვა ბევრად მავნე და პარაზიტულ თავისებურებებში გადასდის.

ყოველივე თვითდაკვირვებით უნდა დაიწყოთ, შეისწავლეთ თქვენი ქმედებები გარკვეულ მდგომარეობებში, წარმოიდგინეთ დგახართ სარკესთან და მოძრაობთ უხეშად, სახეს უშნოდ მანჭავთ, როგორც კი ამას შეამჩნევთ, თქვენ მოძრაობებს დახვეწავთ და ეცდებით ეს გააკონტროლოთ. იგივე გამოიყენეთ, მთავარია შეამჩნიოთ, ეს ყველაფერი თქვენში ხდება, თქვენივე თავისგან ნურასდროს დამალავთ შიგნით მიმდინარე პროცესებს.
დესტრუქციულ მეს მოექეცით ისე, როგორც ბავშვს, ვგულისხმობ იმას, რომ ნუ აუკრძალავთ, შეზღუდავთ და დაუმალავთ რაიმეს, თუმცა ნუ ეტყვით სიმართლეს, თავად ისწავლოს რეალობის დანახვა. როგორც კი ყველაფრის მიზეზშედეგობრივობას დაადგენთ, იქნებით წრფელი და თავისუფალი, უფრო გაიფანტება ნისლიც თქვენს ცნობიერში, შემდეგ ყველაფერი თავად გამოჩნდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sad Moon
post Mar 19 2021, 08:33 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 17-March 21
From:
Member No.: 7,998

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='Lama Norbu' date='Mar 18 2021, 04:32 AM' post='130208']

თვითდაკვირვება კარგია, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუების ხარჯზე ზედმეტად დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ეგრე იქმნება შინაგანი კომფლიქტები ამიტომ ვცდილობ რომ თავი კიარ მოვიტყუო და ნელნელა ვეცადო რაღაცების შეცვლას არამედ გავაცნობიერო მდგომარეობა. ეს ის მდგომარეობაა რის შემდეგაც იგივე ძალიანაც რომ მოგინდეს ვეღარ ხარ მაგრამ ეგ არის პრობლემა რომ გაცნობიერებამდე არ ვიცი როგორ მივიდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 12:40 PM