Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ვეგეტარიანელობა

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:47 PM

welcomeani.gif
ვეგეტარიანელობა - კვების ფილოსოფია

ეს მოძრაობა გაფორმდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ ვეგეტარიანელობას კვეთრად გამოხატული მორალური მიმართულება ჰქონდა. მაგ. ლევ ტოლსტოი ამ მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტი გახდა მას შემდეგ, რაც სასაკლაო მოინახულა.
დღესაც ვეგეტარიანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარს ამბობს სულიერების პოზიციიდან - არ მოვსპოთ სხვა არსების სიცოცხლე.

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:48 PM

ვინ ანიჭებდა მცენარეულ საკვებს უპირატესობას? აი, ზოგიერთი მადგანი:
პითაგორა, ეპიკური, პლატონი, სენაკა, მონტენი, ვოლტერი, რუსო, ლამარტინი, ბაირონი და სხვა.


ვეგეტარიანელები თავიანთი შეხედულებებით არ არიან ერთსულოვანნი:
• ამ სისტემის მომხრე ყველა ადამიანი უარს ამბობს ხორცსა და თევზზე.
• მკაცრი ვეგეტარიანელები აღიარებენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
• ლაქტოვეგეტარიანელები უარს არ ამბობენ რძესა და რძის პროდუქტებზე.
• ოვოლაქტოვეგეტარიანელები, მცენარეულ საკვებთან ერთად მიირთმევენ რძეს, რძის პროდუქტებს, კვერცხს (”ლაქტო”-ლათ..,რაღაც დაკავშირებული რძესთან, ”ოვო”- კვერცხთან).

არსებობენ ე.წ. ეკოლოგიური ვეგეტარიანელები (რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კაცობრიობა გაფლანგავს დედამიწის ცოცხალ რესურსებს და დაიღუპება შიმშილით, თუ დროულად არ გადავა მხოლოდ მცენარეულ საკვებზე.) და ჰიგიენური ვეგეტარიანელები (რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე). მათი ძირითადი არგუმენტია: ”სამკურნალო მცენარე უამრავია, მაგრამ განა არსებობს სამკურნალო ხორცი?”
ოფიციალური მედიცინა დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ ვეგეტარიანელობა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგან ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვან ცილებზე, ბ12 ვიტამინსა და კალციუმზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ”ფიზიოლოგიური ნორმის” ძველი გაგება სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ცილისა და კალციუმის რაოდენობა, შესაძლოა, მივიღოთ მცენარეული პროდუქტებიდანაც.
ასე, რომ უმთავრესი ბრალდებები ვეგეტარიანელობის მიმართ დრომ თავისთავად მოხსნა.


Posted by: TeO Jun 18 2008, 01:48 PM

ვეგეტარიანელობის უდავო ღირსებები

• მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას, ათეროსკლეროზისა და კიბოს თავიდან აცილებს.
• მცენარეული საკვები არ შეიცავს ქოლესტერინს, გარდა ამისა, მცენარეული პროდუქტები (მაგ. სოიო) თავად აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.
• ბოსტნეული და ხილი მდიდარია მრავალი ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩულებლად.
• მცენარეულ საკვებში არსებული ფოტონციდები თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
• ვეგეტარიანელებს თითქმის არ აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, შაქრის დიაბეტი. მათ შორის გაცილებით მეტია ხანდაზმული ადამიანები. ამის მიზეზი არა მხოლოდ კვების ხასიათია, არამედ ის, რომ მცენარეული რაციონის მომხრენი მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:49 PM

საინტერესო ფაქტი

გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს ხუნზების ტომი, რომელიც ზღვის დონიდან 1600-3000 მ სიმაღლეზე ცხოვრობს.
ისინი გამოირჩევიან სილამაზით, კეთილგანწყობით და სიმშვიდით. მათი საკვებია ხილი (ძირითადად გარგარი), კაკალი, მარცვლეული, ბოსტნეული - ტიპიური ვეგეტარიანული ნაკრები. დედები ბავშვებს ძუძუს აწოვებენ 3 წლამდე, შემდეგ აძლევენ თხისა და ძროხის რძეს. ზრდასრული ხუნზები რძეს თითქმის არ სვამენ, ხორცს ჭამენ არა უხშირეს 3-4-ჯერ.. წელიწადში!
მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობისას, ამ ამ ჯგუფში პრაქტიკულად არ გამოვლინდა დაავადებული ადამიანი.
ხუნზებმა მხოლოდ ახლახანს დაიწყეს გადაშენება. მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა, რომლებიც ვერ მალავდენ ცნობის წადილს, მოენეხულებინათ ”უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე”, აბორიგენებს ჩაუტანეს ალკოჰოლი, სიგარეტი, თავს მოახვიეს თავიანთი კვების რაციონი.
პრაქტიკულად, ის, რაც ხალხმა 2000 წელი შეინარჩუნა, ცივილიზაციამ, სულ რაღაც 10 წელიწადში გაანადგურა!


Posted by: TeO Jun 18 2008, 01:50 PM

რამდენიმე რჩევა ვეგეტარიანელებს:

• გახსოვდეთ, ვეგეტარიანელობა გულისხმობს არა მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვას რაციონიდან, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად, უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლზე.
• კალციუმისა და რკინის დეფიციტის შესავსებად რაციონში ჩართეთ პარკოსნები, კაკალი, სოკო, მწვანე ბოსტნეული, წიწიბურა..
• მცენარეული საკვები, პარკოსნების გარდა, ადვილად და სწრაფად მოინელება, ამიტომ მიირთვით ცოტ -ცოტა და ხშირად.
• ბოსტნეულის და ხილის სალათი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადეთ, ასე შეინარჩუნებთ მათში არსებულ ვიტამინებს.
• შეარჩიეთ მრავალფეროვანი მენიუ - თქვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მათთვის, ვინც შერეულ საკვებზეა. ნუ დაიყვანთ თქვენ რაციონს, თუნდაც ძალიან სასარგებლო, ერთ-ორ პროდუქტზე - ეს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს თქვენს ჯანმრთელობას.

კარგი, რაციონალური რჩევებია!.

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:50 PM

ვიცი, რომ ფორუმელების გარკვეული კარეგორია ვეგეტარიანელები ბრძანდებით,
ერთი წელს შემოგვემატა!

დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:52 PM

გუშინ დიდი დრო მოვანდომე ამ ინფორმაციის შეკვრასა და გააზრებას, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ მიიღებთ და მოგეწონებათ, მადლობა!

აგნი - 15 წელი ვეგეტარიანელია, თავიდან ოვოლაქტოვეგეტარიანელი იყო, ახლა მე-3 წელია - ლაქტოვეგეტარიანელია..

Posted by: TeO Jun 18 2008, 01:53 PM

Laie_61.gif
მე ოვოლაქტოვეგეტარიანელი ვარ, არც ისე დიდი ხანია (სექტემბერში 4 წელი შესრულდება). ჩემი მეგობრის დაბადების დღე ავირჩიე ვეგეტარიანელობის დაწყებად, რომელიც არ დამავიწყდება!

ეს გადაწყვეტილება სულს მოუნდა და მეც ავყევი და ახალა სულიერად დამშვიდებული ვარ.. მივხვდი, რომ ცოცხალ, უდანაშაულ არსებას ვეღარ შეჭამ! ეს მომენტი ყველას სხადასხვანაერად ემართებად - აი, ტოლსტოის სასაკლაოს ნახვის შემდეგ გაუმძაფრდა,.. მე, როდესაც მთაში ვიყავი და არაგვში დაჭერილი, ჯოხზე აცმული წითელკოპალა კალმხებს ჩავხედე თვალებში..

უკვე შევამჩნიე, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი ნაკლებად მთხოვს და კვერცხიც დიდად აღარ მინდება (აღდგომაზე მარტო ერთი კვერცხი ვჭამე)...დანარჩენს დრო მიჩვენებს.

რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ამ პატარა დროის მონაკვეთში ვგრძნობ, როგორ შეიცვალა სასიკეთოდ - უფრო მსუბუქი გავხდი და ის ”სიმძიმე” ჩამომშორდა (ხორცი ამძიმებს ორგანიზმს!). გონებრივ შესაძლებლობებსაც დაეტყო გაუმჯობესება.


Posted by: TeO Jun 18 2008, 03:37 PM

ჩემი გახსნილი ანალოგიური თემა სხვა ფორუმზე - http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=276&st=0

Posted by: Uma Jun 19 2008, 11:43 AM

გამოდის, რომ მე საერთოდ არავარ ვეგეტარიანელი, რადგან თევზის ხორცს ვჭამ და არც ერთ კლასიფიკაციაში არ შევდივარsmile.gif ლაქტოვეგეტარიანობას რაც შეეხება ამის აზრი არ მესმის, რას უშავებ ცხოველს იმით, რომ მის რძეს ვსვამ? სოფლის ძროხის მაგალითი რომ ავიღოთ, ძროხა ცხოვრობს საძროხეში, მას იქ უვლიან, დილით უშვებენ, მთელი დღე დაბოდიალობს და ბალახებს ჭამს, მერე საღამოს თვითონ ბრუნდება, ვინ რას უშავებს????

Posted by: Alpha Jun 19 2008, 02:32 PM

საინტერესოაა. თუმცა მე ჯერ არ მაქ მოთხოვნილება რომ ვეგეტარიანელი ვიყო smile.gif

ხუნზებზე წავიკითხე, მართლაც საოცარი ხალხია: http://iamkrut.livejournal.com/109192.html?thread=563848

Posted by: Alpha Jun 20 2008, 07:10 PM

ხოოდა ესე იგი რა საინტერესოა, ხო გუშინ ვნახე ეს თემა და სახში რომ მივედი შემთხვევით გადავშალე აპოკრიფი(ეს არის არ აღიარებული სახარება) და მანდ წავაყწდი კაკ რაზ ერთი 3 გვერდი ეწერა სულ ამ თემაზე, ანუ რომ ხორცის ჭამა აკრძალულია და მარტო ბალახეული საკვები უდან მიიღ და რამე. რა დამთხვევაა smile.gif


Posted by: TeO Jun 26 2008, 03:58 PM

QUOTE(Alpha @ Jun 20 2008, 08:10 PM) *
რა დამთხვევაა smile.gif

სულ მიკვირს, შენ რომ დამთხვევაზე ლაპარაკობ!
შემთხვევითობა არ არსებობს! – ეს უცოდინარების გამოგონილია, რომ თავი იმართლონ.. wink.gif

უმა შენ ნახევრად ვეგეტარიანელი გამოდიხარsmile.gif ბებიაჩემიც, მარტო ხორცზე ამბობს უარს ა თევზს კი ჭამს პო პრაზნიკამ! smile.gif)

Posted by: blanca Jul 22 2008, 07:25 PM

QUOTE
დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.


არ ვარ ვეგეტერიანელი მაგრამ ძირითადად ხილით და ბოსტნეულით ვიკვებები
თანდათან ვამჩნევ რომ ხორცი არ მინდება.

კვერცხს აღარ ვყიდულობ, სურვილი გამიქრა.
ზღვის პროდუქტი უფრო მომწონს
დამიფიქსირებია ხშირად, ტელევიზორში ჰამბურგერის ან ხორცის რეკლემა რომ არის ცუდი შეგრძნება მაქვს

არ ვფიქრობ რომ ხორცის ჭამით ცხოველების უფლებები ირღვევა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მაქვს წაკითხული თუ რა პირობებში და როგორ ზრდიან. კი, სასტიკი მოპყრობა ცუდია მაგრამ ხორცის ჭამა მათ უფლებებს არ შელახავს. ასევე ცოცხალია მცენარე. იგივე ლოგიკით მისი უფლებაც ირღვევა ..

მე უფრო არ მინდება ხორცი, ეს ჩემი ორგანიზმის და არა გონების გადაწყვეტილებაა smile.gif

Posted by: ირმა Jul 30 2008, 12:28 AM

მე ვეგეტერიანელი არა ვარ. ხორცისა და თევზის ჭამა უბრალოდ არ მიყვარს. უფრო ხშირად ბოსტნეული და ხილი მირჩევნია. კარგია გამიგია ვეგეტერიანობა, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტობა იქნებოდა. ქრისტე არ იყო ვეგეტერიანი. ისედაც რაც გამოდის ჩვენი პირიდან ის გვაბინძურებს და არა რაც შედის. კარგია მარხვა რომ დაიცვა.

Posted by: blanca Jul 30 2008, 05:28 AM

ხორცი ამძიმებს სულს/გონებას. მიწიერს ხდის ადამიანს და მის აზრებსა და ფიქრებს
საერთოდ საკვები ამძიმებს. რა საჭიროა?
მოკლედ ერთხელ მივედი დასკვნამდე რომ კვება არ იყო საჭირო სულისთვის და 2 დღე არაფერი ვჭამე, მხოლოდ წყალი smile.gif )))
ცარიელი აზრი ვიყავი. მაგარი იყო. მხოლოდ ერთხელ მომშივდა. არ მომშიებია პრინციპში
მერე შემეშინდა, მეთქი რამე არ დავიმართო, ანუ ადამიანურობამ იმძლავრა მესამე დღეს და დავიწყე ისევ ჭამა smile.gif

კიდევ მინდა მოვიდე არ ჭამის ხასიათზე smile.gif )_)))))

Posted by: ანანდა Dec 6 2010, 11:22 AM

ვინც ვეგეტარიანელია, გამოვეხმაუროთ ერთმანეთს. ( მე ვეგეტარიანელი ვარ 1989 წლიდან)

Posted by: Existence Dec 6 2010, 11:30 PM

ანანდა

შენნაირ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ხორცი ვჭამო,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია ) ვიცი ეს ჩემი სისუსტის ბრალია თორე ისე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს რა მარაზმიცაა ცოცხალი არსების რომელსაც მცენარეზე მაღალგანვითარებული აზროვნება გააჩნია იმის საკვებად გამოყენება,მითუმეტეს როგორც იტყვიან პირდაპირ კანით ვგრძნობ როგორ უარყოფითად მოქმედებს ეს ჩემს სულიერებაზე

თან ამ პერიოდში წმინდა პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ რაც უფრო ნატიფ ღვთიურ ენერგიებს დავაყენებთ წინა პლანზე მით უფრო ადვილი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდის სიყვარულის გრძნობით გავლა

ამასაც დავწერ რომ ის სულიერი ოსტატი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ფაქტობრივად მის იმფორმაციაში ეჭვი არ მეპარება პირდაპირ ამბობს რომ თუ ადამიანების უმრავლესობა (80% მაინც) დღევანდელი დღის ჩათვლით 779 დღის განმავლობაში არ გადავლენ უფრო კეთილშობილურ კვებაზე (უარს არ იტყვიან მასიური მკვლელობის კარმაზე) და არ დააყენებენ პირველ პლანზე ღვთიურ ბუნებას საკუთარ თავში დედამიწაზე აუცილებლად დაიწყება შეუქცევადი პროცესები

წინა თემიდან გამომდინარე ვიცი რომ ინგლისურს ფლობ და თუ დაგაინტერესებს გირჩევ გადახედო Supreme Master Ching Hai საიტზე Words of Wisdom ს ან Between Master and Disciples ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ ჩემი აზრით

http://suprememastertv.com/?langdir=1

Posted by: Atman Dec 7 2010, 10:08 AM

QUOTE(Existence @ 7th December 2010 - 12:30 AM) *
,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია )


თუ გიყვარს შენი მეგობრები და ახლობლები, არ წახვიდე კომპრომისზე. ეს მათთვისაც უარესი იქნება და შენთვისაც. მეც ეგრე კომპრომისებით დავიწყე, მერე მომბეზრდა და ერთბაშად ვთქვი უარი ხორცზე. უმეტესობა მალევე შეეგუა ამას, ზოგი კი ოდესმე მაინც შეეგუება biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 7 2010, 11:51 AM

მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან sad.gif

Posted by: ანანდა Dec 7 2010, 11:59 AM

QUOTE(tikoroma @ Dec 7 2010, 11:51 AM) *
მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან sad.gif


კარგია! ისე მომზადება არაა პრობლემა, მეც მქონია ეგეთი შემთხვევა.

Posted by: Existence Dec 7 2010, 04:12 PM

QUOTE(tikoroma @ 7th December 2010 - 11:51 AM) *
თუ გიყვარს შენი მეგობრები და ახლობლები, არ წახვიდე კომპრომისზე. ეს მათთვისაც უარესი იქნება და შენთვისაც.


Atman ვიცი რომ უარესი იქნება და ჩემთვის ხომ საერთოდ როდესაც რაღაცა გაცნობიერებული გაქვს და მაინც აკეთებ აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი sad.gif მაგრამ იცი როგორი მომენტია როდესაც სამსახური მაქვს და ჩემი შემოსავალი მივირთმევ იმას რასაც მინდა მაგრამ როცა გიწევს რომ სხვაზე იყო დამოკიდებული პრეტენზიების წამოყენება რომ ის მინდა და ეს მინდა არ არის სწორი .
კი რათქმაუნდა ალტერნატიული კვაბაც შეიძლება მაგრამ მე ვეჭვობ რო მაგ დონეზე ვიყო (წლების მანძილზე მივხვდი რომ იმაზე მეტი არ უნდა გაკეთო რამდენსაც გრზნობ რომ კონკრეტულ მომენტში შენი სიყვარულის მარაგი არ ყოფნის )


ანანდა შენ ვიგანი ხარ(მხოლოდ ხილი და ბოსტნეული) თუ უბრალოდ ვეგეტარიანელი ?

Posted by: Anna Dec 7 2010, 04:45 PM

მოგესალმებით სტაჟიანებს ახალბედა ვეგეტარიანელი biggrin.gif helllo.gif

სულ რამდენიმე თვეა რაც ხორცს აღარ მივირთმევ.

Existence შენნაირი პრობლემა მაქვს მეც, ჩემმა ახლობლებმა დღემდე არ იციან, დიეტას ვაბრალებ და გაოცებულები არიან: მაგ დიეტას დასასრული არ აქვსო? laugh.gif laugh.gif

ჩემი აზრით არ არის ზედმეტი აჟიოტაჟის გამოწვევა ამასთან დაკავშირებით, ჩვენც დავბრკოლდებით ასე და სხვებსაც განსჯის ახალ საბაბს მივცემთ.

Posted by: Existence Dec 7 2010, 06:10 PM

Anna

biggrin.gif

ისე საზოგადოების სტერეოტიპებზე და კლიშეებზე დაკვირვებაც საინტერესოა smile.gif მართნადიდებლური მარხვის დღეებში არავის არანაირი პრობლემა არა აქვს როდესაც ვეგეტარიანელი კი არა პირდაპირ ვიგანები ვხდებით ხოლო როდესაც ისე არ ეკარები ეგეთ რაღაცეებს უკვე ''თეთრი ყვავი'' ხარ ესეიგი რაღაცა ვერა გაქვს კარგად biggrin.gif
თუმცა მე პირადად თეთრი ყვავი ვიქნები თუ ვარდისფერი სულ არ მაინტერესებს უბრალოდ არ მინდა ჩემი ზედმეტი მოთხოვნებით სხვას მოვაბეზრო თავი.

Posted by: old_man Dec 7 2010, 09:22 PM

მე ხორცი ძაან მიყვარს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა შევამცირო და უფრო ბოსტნეულზე გადავიდი, აი მაგალითად კვირაში ერთხელ ხორცი საკმარისი იქნება ჩემთვის. სულ უარის თქმას არ ვაპირებ. რამდენჯერმე ვიგრძენი რომ ძაან დამამძიმა. აი დაახლოებით თოვლზე რომ ტალახიან წყალს გადაღვრი ეგეთი შეგრძნება მქონდა. ეხ არადა როგორ ვიცავდი რამდენიმე წლის წინ ხორცის მჭამელებს ))

Posted by: ირმა Dec 8 2010, 12:16 AM

old_man
smile.gif
მეც არ მეგონა ასე თუ ავკრძალავდი ხორცს. არასოდეს მიყვარდა, მაგრამ არასოდეს ვფიქრობდი, რომ შევიცოდო ცხოველი და არ ვჭამო, მაშინ მცენარეც ხომ ცოცხალია მეთქი ვამბობდიsmile.gif
ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა. არ მახსოვს და რომელიღაცა ტომი, დასაკლავ ცხვარს რაღაც სპეციალური მეთოდებით კლავდნენ და ამ მომენტში არ ხდებოდა შხამის გამოყოფა, მაგრამ ეს მეთოდიც ასევე ამაზრზენია, მოკლედ... მაგ: ცხვარი ჰყავდათ რაღაც ისე დაბმული და მას მისდევს მგელი ისე, რომ ის ვერასოდეს ეწევა, მაგრამ ცხვარს ეშინია და გარბის... როცა დაღლილი ცხვარი ეცემა დაბლა უღონოდ, მას იყვანდნენ და მშვიდ გარემოში გადაყავდათ, ის წყნარდებოდა და მაშინ კლავდნენ. ფიქრობდნენ და მგონი ასეცაა, ასე საწამლავი ნივთიერება არ გამოიყოფა... მახსოვს მაშინ ძალიან შემძრა ამ მეთოდმაsad.gif
ჩემზე იმოქმედა ზინაიდა ბარანოვას(ადამიანი, რომელიც არა თუ ხორცს, არაფერს აღარ ჭამს და პრანით იკვებება) ერთმა ლექციამ, როდესაც ის ხორცზე საუბრობს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს გული ერევა... ხო, ახლა არა მარტო არ მიყვარს ხორცი, უბრალოდ მძულს!!!
მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ამის გამო. ხორცის აკრძალვის სურვილი ჩემში ძალიან დიდი ხანი იყო ქვეცნობიერად, ახლა გარედ გამოვიდა.

Posted by: tikoroma Dec 8 2010, 10:16 AM

ირმა
ირმა

ციტატა(ირინი @ 8th December 2010 - 12:16 AM) *
ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა.

სხვათა შორის მეც წამიკითხავს სტატია ამ თემაზე. თითქოს ნაძვი გამოყოფს შხამს და წამლავს ადამიანებს, რადგან საუკუნეების მანძილზე მას ჭრიდნენ საახალწლოდ. ინგლისელი ქალის მაგალითი იყო განხილული, რომელსაც თურმე ცოცხალი საახალწლო ნაძვი წამლავდა.

Posted by: ანანდა Dec 8 2010, 03:53 PM

მე უბრალოდ ვეგეტარიანელი ვარ! (ვეგანი არ ვარ) ჩემს ვეგატარიანელად ქცევაზე დიდი როლი ითამაშა იოგამ, და ბუდიზმმა!

მე ვცდილობ არ ვიყო მაქსიმალისტი, იმ სფეროში რაც ეხება საკვებს.

Posted by: ანანდა Dec 14 2010, 04:19 PM

http://nauka.izvestia.ru/curioz/article47270?oldsearch=1

ვეგეტარიანელებზე

Posted by: td......... Dec 16 2010, 04:48 PM

ანანდა
მეც დაახლოებით ეგეთივე სტაჟი მაქვს, 1 წლით ნაკლები.. ოჯახში ისეთი კანიბალები მყავს რა ვქნა არ ვიცი.. განსაკუთრებით პატარა! არადა 9 თვე მუცლადყოფნისას ხორცი არ უჭამია და მერეც 1 წლამდე, სანამ სხვა საკვები არ გასინჯა... რამ გადარია ასე არ ვიცი.. იმედს არ ვკარგავ რომ როდესმე გადავლენ ვეგეტარიანელობაზე..ტეორიულად
ამბობენ რომ ესმით რა საშინელებაცაა ხორცის წამა,მაგრამ ვერ ძლებენ.. მე კი მიწევს ამ პროდუქტის ყიდვა და მომზადება..ეს ყველაზე მეტად მაწუხებს! იმ დღეს პატარა ჭამდა ძეხვს და იძახდა , მეცოდება ეს საჭმელი, ოდესრაც ხო გოჭი იყო და დარბოდაო, მაგრამ გემრიელიაო..sad.gif( 5 წლისაა, ჯერ იმედი მაქვს...smile.gif მეც მის ასაკში მივირთმევდი სხვის ხორცს..ირმა

QUOTE(ირინი @ 7th December 2010 - 08:25 PM) *
ცოტა მეშინია ჩემი ორგანიზმის, უცებ რკინის ნაკლებობისაკენ, ანემიისაკენ მივდივარ ხოლმე. ვცდილობ რკინის შემცველი პროდუქტები მივიღო, ლობიო და მწვანე ბოსტნეულობა...

მე დაბადებიდან ანემია მქონდა.. ორსულობისას ხო აღარ ვიტყვი როგორ მეცემა ხოლმე ჰემოგლობინი, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი..ასაკთან შედარებით ცოტა უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოვიყურები.. რკინის მომატება კი მარტივად შეიძლება წიწიბურა ჭამე,თანაც მოუხარშავი.. ღამე მდუღარე ქაფქაფა წყალი დაასხი, ცოტა მარილი და დაახურე თავზე, შეფუთე, დილით მზადდაგხვდება, ასევე ჭამე ჩირები, მწვანე სალათი... არაფერი არ დაგეართბეა, ვეგეტარიანელობით მკვდარი ჯერ არავინ მინახავს! ხორცის წამას მოზარდობის ასაკში დავანებე თავი, მაგრამ არაფერს შევუწუხებივარ, 2 ჯანმრთელი შვილიც მყავს, ასე რომ არავინ მოგატყუოთ , რომ მცენარეული საკვები ადამიანს იმდენ სარგებელს არ აძლევს რამდენიც ხორციო.. სინამდვილეში ხორცი მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს, გაცილებით მეტ ენერგიას რთმევს ამს და აბინძურებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.

Posted by: ირმა Dec 16 2010, 10:59 PM

td.........

QUOTE(td......... @ 16th December 2010 - 05:48 PM) *
მე დაბადებიდან ანემია მქონდა.. ორსულობისას ხო აღარ ვიტყვი როგორ მეცემა ხოლმე ჰემოგლობინი, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი..ასაკთან შედარებით ცოტა უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოვიყურები.. რკინის მომატება კი მარტივად შეიძლება წიწიბურა ჭამე,თანაც მოუხარშავი.. ღამე მდუღარე ქაფქაფა წყალი დაასხი, ცოტა მარილი და დაახურე თავზე, შეფუთე, დილით მზადდაგხვდება, ასევე ჭამე ჩირები, მწვანე სალათი... არაფერი არ დაგეართბეა, ვეგეტარიანელობით მკვდარი ჯერ არავინ მინახავს! ხორცის წამას მოზარდობის ასაკში დავანებე თავი, მაგრამ არაფერს შევუწუხებივარ, 2 ჯანმრთელი შვილიც მყავს, ასე რომ არავინ მოგატყუოთ , რომ მცენარეული საკვები ადამიანს იმდენ სარგებელს არ აძლევს რამდენიც ხორციო.. სინამდვილეში ხორცი მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს, გაცილებით მეტ ენერგიას რთმევს ამს და აბინძურებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.

kiss1.gif დიდი მადლობა... გავითვალისწინებ...
ერთი შემიძლია ვთქვა ძალიან მიხარია ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე და ბედნიერად ვგრძნობ თავსsmile.gif

Posted by: Atman Dec 18 2010, 08:44 AM

ამ წიგნს ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც კარგი რამეა. მოხარშული საჭმლის ჭამა აღარ მინდა ამის მოსმენის შემდეგ biggrin.gif

Сыроедение путь к бессмертию (აუდიოწიგნი)

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

В книге В.А.Шемшука "Сыроедение. Путь к бессмертию" рассказывается о фантастических результатах сыроедения, приведены механизмы объясняющие феномены поразительного оздоровления, излечения от всевозможных неизлечимых болезней, приведены случаи омоложения глубоких стариков с превращением их в молодых людей и даже юношей.

Всем известно, что от пищи зависит настроение человека, а значит и его успехи, или наоборот, не успехи на работе и в личной жизни. Хорошее настроение, обусловленное правильным питанием, обеспечивает хорошее настроение и соответственно притяжение хороших событий. В то время как пища, вызывающая неприятные ощущения, приводит к неприятностям по жизни. И оказалось, что неприятная пища питает не нас, а микробов в нашем организме. А отсюда не только неприятности в жизни, но и неприятности со здоровьем...

Содержание:

Часть I. Ода сыроедению
§1. Что нужно есть?
§2. Основная причина появления паразитов в организме
§3. Ещё один источник поступления паразитов в организм
§4. Как варёноедение вызывает болезни ЖКТ? §5. Зачем нужны организму чистки?
§6. Чистки для беременных женщин
§7. Какие массажи способствуют очищению организма?
§8. Накопление потенциала с помощью еды
§9. Ошеломляющие последствия сыроедения
§10. Виктория Бутенко о сыроедении
§11. Детоксикация - начало омоложения
§12. Как помочь организму при наступлении интоксикации?
§13. Чем же для нас является варёная пища?
§14. Пищевые диверсии
§15. Как нас заражают?
§16. Внедрение смерти на Земле
§17. Подводные камни сыроедения
§18. Где добыть живую воду?
§19. Преодоление бескультурного земледелия
§20. Очистительный комплекс и его модификации
§21. Шестдница творения
§22. Чаровная кулинария
§23. Полезные сведения
§24. Лечение истинных заболеваний
§25. Преображения семян растений для достижения человеком бессмертия
§26. Ода сыроедению

Часть II. Рецепты сыроедческой кухни
§ 1. Рецепты от А. Чупруна
§ 2. Сборник рецептов салатов от В. Даниэляна
§ 3. Сборник рецептов блюд из зерновых, бобовых, овощей и фруктов от В. Даниэляна
§ 4. Сырые конфеты
§ 5. Рецепты из книги Виктории Бутенко
§ 6. Рецепты из журнала «Дневник Сыроедки»
§ 7. Простые салаты по Герберту Шелтону
§ 8. Сыроедческие рецепты от Атерова
§ 9. Рецепты сыроедения от разных авторов
§ 10. Список сырых продуктов и их характеристика
§ 11. Десять золотых правил сыроедения
Приложение: Съедобные дикорастущие

http://allshares.ge/download.php?id=2BFBE45A27

Posted by: yogi Dec 19 2010, 11:20 PM

მოგესალმებით! l_daisy.gif
ვეგეტარიანელობა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამე სულიერი განვითარებისათვის. რადგანაც როცა ვჭამთ ხორც, ჩვენსი შემოდის ცხოველური ვიბრაციები, და გონება უფრო მშფოთვარე ხდება. რაც უშლის სიმშვიდის და სისუფთავის დამკვიდრებას. როგორც თქვა შრი აურობინდომ (უდიდესმა იოგმა და სულიერმა მასწავლებელმა): "სანამ სადჰაკი არ დაამყარებს საკუთარ თავში სიმშვიდეს და სისუფთავეს, მაღალ სულიერ გამოცდილებებზე ლაპარაკი ზედმეტია".

აი ლინკი ვეგეტარიანელიბაზე: http://www.self-discovery.ge/vegetarianeloba
აი მსოფლიოს ცნობილი ვეგეტარიანელები (ძალიან საინტერესო ნახატია) : http://www.self-discovery.ge/cnobili-vegetarianelebi
და აი პრაქტიკული ვარჯიშები სისუფთავის დასამყარებლად: http://www.self-discovery.ge/sisuptave

Posted by: Atman Dec 20 2010, 07:47 AM

yogi

QUOTE(dima-dima @ 20th December 2010 - 12:20 AM) *
რადგანაც როცა ვჭამთ ხორც, ჩვენსი შემოდის ცხოველური ვიბრაციები, და გონება უფრო მშფოთვარე ხდება. რაც უშლის სიმშვიდის და სისუფთავის დამკვიდრებას.


მართალია, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც არაძალადობის პრინციპზე უნდა კეთდებოდეს. ხორცის ჭამით ცხოველის მკვლელობის მონაწილე ვხდებით და ესაა ყველაზე ცუდი.

Posted by: td......... Dec 20 2010, 12:16 PM

QUOTE(atman @ 20th December 2010 - 07:47 AM) *
ხორცის ჭამით ცხოველის მკვლელობის მონაწილე ვხდებით და ესაა ყველაზე ცუდი.

არ ვჭამ, მაგრამ მონაწილეობას მაინც გრძნობ.. ხომ ვყიდულობ და ვამზადებ სხვისტვის.. ამას რა ვუშველო?!

Posted by: td......... Dec 20 2010, 12:19 PM

QUOTE(dima-dima @ 19th December 2010 - 11:20 PM) *
და აი პრაქტიკული ვარჯიშები სისუფთავის დასამყარებლად: http://www.self-discovery.ge/sisuptave

yogi
ამ პრაქტიკას მართლმადიდებლობაში საკუტარი მეს უარყოფა ქვია, როდესაც უარყოფ ტავს და აგროვებ სულიწმინდის მადლს, ანუ მთლიანად გადასცემ თავს უფას...

Posted by: Atman Dec 20 2010, 12:22 PM

td.........

QUOTE(td......... @ 20th December 2010 - 01:16 PM) *
არ ვჭამ, მაგრამ მონაწილეობას მაინც გრძნობ.. ხომ ვყიდულობ და ვამზადებ სხვისტვის.. ამას რა ვუშველო?!


შენი ინიციატივით არ უნდა დაამზადო და თუ ქმარი ითხოვს ამას, ამ შემთხვევაში შენი მოვალეობაა ის გააკეთო, რასაც ქმარი გთხოვს. ამ შემთხვევაში ეს კარმა შენზე არ გადმოვა. რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ სხვებსაც აუხსნი ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ვერ გაიგებენ ეს უკვე მათი პრობლემაა.

Posted by: td......... Dec 20 2010, 08:07 PM

ჰო ეს ყველაფერი ვიცი..მაინც ჩემი ინიციატივა გამოდის... ზოგადად მთხოვენ ოჯახში ხორციანი საჭმლის მომზადებას, მაგრამ კონკრეტულად ყოველ დღე ხო არ შემიკვეთავენ მენიუს.. ეხლა ისეთი როტმია ცხოვრების რომ ასე არა გამოდის, წინასწარ დაგიკვეთოდ და შენ შემდეგ შეასრულო, ოჯახის გარდა სამსახურიც მაქვს და კიდევ მილიონი სხვა საქმე და მოვალეობა.. უბრალოდ ვამზადე იმას რასაც ჭამენ.. ბადრიჯანი ან სოიოს კერძი რომ დავამზადო ვიცი არავინ შეჭამს.. ბოსტნეული ზოგადად უყვართ , მაგრამ ისიც არჩევით.. გაგებას რაც შეეხება ესმით და აღიარებენ, მაგრამ ვერ ლევიან ამ მავნე ჩვევას.. იმედია როდესმე დაანებებენ თავს სხვისი სხეულთ კვებას..

Posted by: ირმა Dec 21 2010, 08:41 AM

ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და თავისით დაუდგება მომენტი ცხოვრებაში, როცა ხორცს აღარ შეჭამს და სხვა. არ იქნება სწორი ვინმეს დავაძალოთ, ანდა გამუდმებით მოვუწოდოთ დაადგეს იმ გზას, რასაც ჩვენ უკვე დავადექით. მათ თვითონ უნდა მიაღწიონ ამას. წინა ცხოვრებაში ალბათ უმრავლესობა, ვინც დღეს ხორცი აკრძალა, ხორცს ჭამდა. ჯერ არ იყო დრო. ყველაფერს მომზადება უნდა. ნუ დაგავიწყდებათ გამოთქმა, ჩვენ ის არ გვაბინძურებს რაც ჩვენში შედის, არამედ, რაც გამოდის ჩვენგან. ადამინი ადრე თუ გვიან შეიძულებს ხორცს(მე ვფიქრობ ახლა როგორ შევიძულო შაქარი), მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს არც მუდმივი ტვინის გადაღლით, და არც დაძალებით, ეს უნდა მოხდეს თავისთავად, შინაგანად... არსებობს ასე მგონია, რაღაც შინაგანი ყური, რომელიც დახშული გვაქვს, ბევრი რამ გვესმის და არც გვესმის, მაგრამ დგება მომენტი როცა გავიგებთ და ვიტყვით, ახ ეს ხომ ვიცოდი, რატომ არ მესმოდა, მაგრამ გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში თავისთავად მოხდება.
მოვისმინე ჟასმუხინის ერთი ლექცია, სადაც ის ხსნის იმ მომენტს, რომ არ შეიძლება ვამბობდეთო ესა და ეს არ ვარგაო, მაშინ ის აუცილებლად ცუდად იმოქმედებსო ჩვენს ორგანიზმზეო და გააკეთა ასეთი სავარჯიშოსავით,–„მიყვარს შოკოლადი“ „ჩემს სხეულს უყვარს შოკოლადი“. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ მეც ვცდილობ ასე გავაკეთო. ადრე მეც ვამბობდი, ხორცი არ ვარგა, შაქარი,– თეთრი სიკვდილი და მისთანებს. ჟასმუხინმა კიდევ ერთი პატარა თვალი ამიხილა ამ ლექციით. ხოდა ახლა ასე ვამბობ, მიყვარს შაქარი, მაგრამ ვისწავლი უამისოდ ცხოვრებასwink.gif

Posted by: td......... Dec 21 2010, 03:57 PM

ირმა
მართალი ხარ, არაფერი დაზალებიტ არ გამოვა და რომც გამოვიდეს სარგებელი არ ექნება... ხორცი ცუდი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ის როდესრაც ლამაზი , ცოცხალი არასება იყო.. თუმცა ხორცი ტანსაცმელივითაა, მაგრამ მაინც ძალადობრივად მოპოვებულია და ამის გამოა ცუდი არა ხორცი, არამედ ის რასაც ადამიანები სჩადიან.. დღეს სამარშუტოდან დავინახე მარაზიაში დიდი აკვარიუმი სადაც ბევრი კალმახი და კარპი(ქართლად არ ვუცი რა ქვია) იტანჯებოდა, ზოგი უკვე მოტრიალებულიც კიიყო.. გვერძე საჭერი იდო და მავთულები, ელექტროზაბვით.. სისასტიკე არაა?!

Posted by: ირმა Dec 21 2010, 07:56 PM

td.........
sad.gif


Posted by: Atman Dec 21 2010, 09:32 PM

Те, кто читают эти строки, возможно, будут шокирова¬ны, узнав, как ведическая литература описывает отда¬ленное будущее — что настанут времена, когда канниба¬лизм стает обычным делом. Но и для мудрецов и святых древности тоже было шоком узнать из ведической лите¬ратуры, что люди Кали-юги будут выращивать и кор¬мить коров просто для того, чтобы убить их на скотобой¬не и съесть их мясо. В те времена такое невозможно было даже представить. Так и сейчас невозможно себе пред¬ставить, что люди будут пожирать друг друга, но со вре¬менем, по мере развития Кали-юги, степень испорченно¬сти сознания возрастет. То, что сейчас представляется неприемлемым, тогда станет нормой.

Posted by: td......... Dec 22 2010, 11:37 AM

QUOTE(atman @ 21st December 2010 - 09:32 PM) *
описывает отда¬ленное будущее — что настанут времена, когда канниба¬лизм стает обычным делом.

არადა, თუ ასე გაგრძელდა ლოგიკურია, რომ ასე იქნება...

Posted by: Atman Dec 22 2010, 11:44 AM

td.........

QUOTE(td......... @ 22nd December 2010 - 12:37 PM) *
არადა, თუ ასე გაგრძელდა ლოგიკურია, რომ ასე იქნება...


ასე აუცილებლად იქნება, ოღონდ შორეულ მომავალში. ახლა კი პირიქით, "ოქროს პერიოდია" დაწყებული კალი იუგაში და მალე ხორცის ჭამაც თუნდაც თეორიულად უღირს საქციელად და მავნე ჩვევად ჩაითვლება.

ოღონდ ამ "ოქროს პერიოდის" განვითარებაში ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი...

Posted by: td......... Dec 22 2010, 02:15 PM

imedia im shoreul momavalshi agar davibadebi!

Posted by: Atman Dec 24 2010, 12:34 PM

Питание Человека Новой Цивилизации

http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10

Posted by: Atman Dec 24 2010, 03:47 PM

ესეც კარგი ვიდეოა ვედურ კულინარიაზე:

http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10

Posted by: td......... Dec 25 2010, 12:07 PM

რძეს შაქრით ვერაფრით ვერ დავლევ...sad.gif

Posted by: Atman Dec 25 2010, 12:40 PM

QUOTE(td......... @ 25th December 2010 - 01:07 PM) *
რძეს შაქრით ვერაფრით ვერ დავლევ...


თაფლით ჯობია wink.gif

Posted by: td......... Dec 26 2010, 10:51 AM

ვერც ტაფლით! კი დამილევია წამლის ვარიანტში, მაგრამ ისე, რძე უარაფრო ჯობია...smile.gif საერთოდ პროუქტი ბუნებრივი გემოსი მირჩვენია, დამტკბარი არ მიყვარს..

Posted by: balian Dec 31 2010, 03:06 AM

ჩემი არათუ რჩვევა არამედ სათხოვარი იქნება, ნუ ვუწოდებთ საკუთარ თავს ვეგეტარიანელს, რადგან ეს არ შეცვლის შენს არსს. ადამიანმა შეიძლება არ მიირთვას ხორცი და ცხოველური პროდუქტი, რაც უდაოდ მისასალმებელია მაგრამ ვერ გააცნობიეროს, რატომ ან რისთვის. არაა საჭირო იმის აფიშირება რომ იცით მე ვეგეტარიანელი ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ბევრი მხოლოდ იმის გამო ხდება ვეგანი, რომ ცხოვრების მანძილზე ვერ მიაღწია საზოგადოებრივ სტატუსს (რაშიც რათქმა უნდა თავად საზოგადოებაა დამნაშავე) ანუ გარიყულია საზოგადოებისგან ან ფსიქოლოგიური ტრამვა აქვს გადატანილი, დამცირება ან შეურაცხოფა, და ასე შემდეგ, რის შემდეგაც ეძებს იოლ და ხელმისაწვდომ გზებს, რომ მინიმუმ საკუთარი თავი დაიკმაყოფილოს და ასე ვთქვათ რამედ ჩაითვალოს. ანუ რაიმე ჰქონდეს სათქმელი საკუთარ თავზე.
ვეგეტარიანელი არ ხდება ადამიანი არამედ მიდის აქამდე, ანუ ესაა სულის მოთხოვნილება და არა საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლა. ერთ ადამიანს აქვს ნათქვამი უნდა იცხოვრო პრინციპით მინდა, და არა პრინციპით ასეა საჭირო. ამ თემაში უკეთესი იქნება განვიხილოთ თუ როგორ მივედით იმ დასკვნამდე რომ ხორცის მიღება აღარაა საჭირო, და სულიერი განვითარების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ ხორცი და ცხოველური პროდუქტი ხელის შემშლელი გახდა აღმასვლისთვის. ეს იქნება საინტერესო და არა ის მივირთმევთ თუ არა შემწვარ წიწილას ტყემალთან ერთად...

Posted by: Atman Dec 31 2010, 08:36 AM

balian

მთავარი ის არაა, როგორ იამაყებს ადამიანის ჭკუა იმით, რომ ვეგეტარიანელია, ან როგორ შეხედავს სხვა "ხორციჭამიებს". არც ისაა მთავარი, რომ ვეგეტარიანელობა, ისევე როგორც მარხვა "მოდური" ხდება. ვეგეტარიანელობის მთავარი არსი არაძალადობაა. მთავარია ცხოველების ხოცვა შეიზღუდოს და მე ან სხვა რატომ არ ვჭამთ ხორცს ეს უკვე მეორეხარისხოვანია.

ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ცხოველები არ უნდა დავხოცოთ ჩვენი ენის და კუჭის სიამოვნებისთვის. დაე იყოს ადამიანი ვეგეტარიანელი თუნდაც არასრულფასოვნების კომპლექსის გამო. მაინც მისასალმებელია.

Posted by: balian Dec 31 2010, 12:45 PM

QUOTE(Atman @ Dec 31 2010, 08:36 AM) *
დაე იყოს ადამიანი ვეგეტარიანელი თუნდაც არასრულფასოვნების კომპლექსის გამო. მაინც მისასალმებელია.


მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია დაგეთანხმო...

Posted by: td......... Jan 1 2011, 06:25 AM

QUOTE(balian @ 31st December 2010 - 03:06 AM) *
ამ თემაში უკეთესი იქნება განვიხილოთ თუ როგორ მივედით იმ დასკვნამდე რომ ხორცის მიღება აღარაა საჭირო, და სულიერი განვითარების რომელ ეტაპზე ვიმყოფებით


ადამიანის ბუნებაა ისე მოწყობილი, რომ თუნდაც გამელოტდეს დროზე ადრე, შიძლება ამით ტავის მოწონება დაიწყოს.. მე მაგალიტად აბსოლუტურად გაუცნობიერებლად გავხდი ვეგეტარიანელი და ვთვლი რომ "ცხოვრებამ "თვითონ მომცა არჩევანი და დამანახვა რომ ასე ჯობდა..უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს აბსოლუტურად გაუგებრად მოვიწამლე სახლსი დამზადებული 1 ცალი ხინკლით, რომლის წამა არ მინდოდა და მაიძულეს.. ისე მოვიწამლე, რომ 3 დღე გაკეცილი ვიწექი და ვერ ვინძრეოდი, მერე კი ხორცი შევიძულე, უფრო გვიან მოვიდა გაცნობიერება თუ რა მოხდა, ცოტა უფრო გვიან კი ცხოველის და ფრინველის ხორცს მიყვა თევზის ხორციც, ხშირად ვხვდები , რომ კვერცხის სუნიც სასტიკად არ მსიამოვნებს,(სოფლის კვერცხს ისედაც არ მივირთმევ არანაირი სახით) ალბატ ამის დროც მოვა რომ არც კვერცხს მივიღებ..
სხვატაშორის უფრო დაკვირვებულები თუ ვიქნებით ყოველთვის ასეა ხოლმე..სამყარო გვკარნახობს გზას, ჩვენი ნებაა გავყვებით თუ არა, ამიტომ საამაყო არაფერია, ყველაფერი ისედაც არსებობს, უბრალოდ ჩვენ ვირჩევთ , ვირჩევთ ვიღაცის ხორციტ ვიკვებოთ თუ არა, მივიღოთ ვინმეს მკვლელობაში მონაწლეობა თუ არა, გვიყვარდეს თუ გვძულდეს, გარშემო სილამაზე იყოს თუ სიმახინჯე...

Posted by: balian Jan 1 2011, 01:26 PM

td........
Нуууууу в общем то да, согласен ...

Posted by: td......... Jan 1 2011, 05:42 PM

balian
Ага...

Posted by: td......... Jan 3 2011, 01:41 PM

http://www.youtube.com/watch?v=7xK_QGSqK9U

Posted by: ირმა Jan 3 2011, 03:45 PM

td.........

QUOTE(td......... @ 3rd January 2011 - 02:41 PM) *
http://www.youtube.com/watch?v=7xK_QGSqK9U

sad.gif
ამ საშინელებას ვუყურე, ვთქვი ერთხელ ვნახავ როგორმე ბოლომდე მეთქი. საერთოდ ასეთ ვიდეოებს ვერ ვუყურებ. საშინელებააა!!!!!!
პოზიტიური ფიქრი რაც მომივიდა ის იყო, რომ რა ბედნიერი ვარ რომ ამის მსგავს სამუშაოზე არ მომიწია არასოდეს არანაირი შეხება. მადლობა ღმერთს. ახლა კიდევ კიდევ ერთი მადლობა, რომ აღარ ვჭამ ხორცს.
ასე დაკლული ცხოველი შხამითაა სავსე!!!
ღმერთო, რა საშინელ ხასიათზე დავდექი(((((

Posted by: tikoroma Jan 9 2011, 10:35 PM

td.........
მეც მსგავსი ისტორია მაქვს. ხორცის ჭამა ბავშვობიდან არ მიყვარდა და როცა მაიძულებდნენ ცუდად ვხდებოდი. და მერე ნელ-ნელა გადამიყვარდა თევზი და კვერცხიც. არადა თევზი მაგრად მიყვარდა smile.gif

ჩემი აზრით, საკვებად ცხოველის გამოყენება დანაშაული არაა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. იქ სადაც თავს ნადირობით და თევზაობით ირჩენენ, დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ რასაც ჩვენი ნაქები ცივილიზაცია დიდი ქალაქების გამოსაკვებად სჩადის საზიზღრობაა

Posted by: td......... Jan 10 2011, 11:42 AM

tikoroma
+100%

Posted by: I AM Jan 10 2011, 02:40 PM

QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=7xK_QGSqK9U


რა მძიმე ვიდეოა.... საწყალი ცხოველები. სულ შემზიზღდა ხორცი (არც ისე მიყვარდა ძალიან)...... yes.gif

Posted by: gio.geoo Jan 10 2011, 06:43 PM

აღარ შევჭამ ხორცს რა იყო გული ამერია საშინელებაა.. ჯერ ესეთი მოპყრობა რეებს უშვრებიან აააა

Posted by: td......... Jan 10 2011, 08:50 PM

საეროდ საშინელებაა ცხოველების საკვების მიზნით გამრავლება, მაგრამ ფერმებში ეს საერთოდ ამაზრზენ სახეს ღებულობს! მითუმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა ინდუსრიის სახეს ღებულობს... მერე გვიკვირს რატომ ავადდება ყოველი მერე ადამიანი განუკურნებელი დაავადებებით, რატომაა ამდენი აგრესია, ამდენი ფსიქიური აშლილობები... ჩემი აზრით ეს იმ ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებაა, რომელსაც ხორცის ყოველი ულუფა შეიცავს, რომელიც ენით აუწერელი ტანჯვის ფასად წაართვეს ცოცხალ არსებას და გადააქციეს საკვებად.
აბსოლუტურად ამორალურია გაამრავლო, გაზარდო და შემდეგ საკვებად აქციო სულიერი არსება.

Posted by: Gopi Jan 10 2011, 09:27 PM

am saitis forumelta umravlesoba vegetarianeli yopila )) mixaria rom arsebobt da miyvarxart adamianobistvis

Posted by: gio.geoo Jan 10 2011, 10:20 PM

რამოდენიმე თვეა ხორცი არ მიჭამია და გაცილებით მეტი ენერგია მაქ ვიდრე ხორცს როდესაც ვჭამდი.. ყველას ვურჩევ გადავიდეს ხილზე და ბოსტნეულზე ალბად ყველამ ნახა როგორი დაავადებული ცხოველების ხორცს ჭამს ხალხი იმიტომაცაა ყოველ მეორეს კიბო რო აქვს...

Posted by: Atman Jan 11 2011, 06:37 PM

ახლა მოვუსმინე, თურმე მანუს კანონებში წერია, რომ კატეგორიულად არ შეიძლება 6 პროდუქტის ჭამა:

1. ღორის ხორცი
2. მამლის ხორცი
3. ხახვი
4. მწვანე ხახვი
5. ნიორი
6. სოკო


იმიტომ რომ ეს პროდუქტები შეიცავენ დემონურ (ნეგატიურ) ენერგიას.

რა თქმა უნდა ძროხის ხორცი ისედაც იგულისხმება და მაგის დაწერას მანუ საჭიროდ არ ჩათვლიდა smile.gif

გუშინ ვჭამე სალათი, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ნივრის გემო და დილამდე გამომყვა ცუდი შეგრძნება angry.gif

Posted by: Gopi Jan 11 2011, 08:01 PM

QUOTE(Atman @ Jan 11 2011, 06:37 PM) *
ახლა მოვუსმინე, თურმე მანუს კანონებში წერია, რომ კატეგორიულად არ შეიძლება 6 პროდუქტის ჭამა:

1. ღორის ხორცი
2. მამლის ხორცი
3. ხახვი
4. მწვანე ხახვი
5. ნიორი
6. სოკო


იმიტომ რომ ეს პროდუქტები შეიცავენ დემონურ (ნეგატიურ) ენერგიას.

რა თქმა უნდა ძროხის ხორცი ისედაც იგულისხმება და მაგის დაწერას მანუ საჭიროდ არ ჩათვლიდა smile.gif

გუშინ ვჭამე სალათი, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ნივრის გემო და დილამდე გამომყვა ცუდი შეგრძნება angry.gif


nioris cud energetikaze adrecwavikitxe sadgac, magram xaxvze gamikvirda,umagisod arcerti kerdzi ar mzaddeba da davgupulvart da eg aris smile.gif)))))

Posted by: td......... Jan 11 2011, 10:45 PM

QUOTE(atman @ 11th January 2011 - 06:37 PM) *
იმიტომ რომ ეს პროდუქტები შეიცავენ დემონურ (ნეგატიურ) ენერგიას.

smile.gif)

დედალი არ შეიცავს?

პრასი?

ძმარი? სხვათაშორის ისეც სოკოა.. ფაქტობრივადsmile.gif)

Posted by: balian Jan 11 2011, 11:10 PM

QUOTE(Atman @ Jan 11 2011, 06:37 PM) *
ახლა მოვუსმინე, თურმე მანუს კანონებში წერია, რომ კატეგორიულად არ შეიძლება 6 პროდუქტის ჭამა:

1. ღორის ხორცი
2. მამლის ხორცი
3. ხახვი
4. მწვანე ხახვი
5. ნიორი
6. სოკო


იმიტომ რომ ეს პროდუქტები შეიცავენ დემონურ (ნეგატიურ) ენერგიას.

რა თქმა უნდა ძროხის ხორცი ისედაც იგულისხმება და მაგის დაწერას მანუ საჭიროდ არ ჩათვლიდა smile.gif

გუშინ ვჭამე სალათი, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ნივრის გემო და დილამდე გამომყვა ცუდი შეგრძნება angry.gif

atman არ მინდა დავიჯერო რომ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებ
3. ხახვი
4. მწვანე ხახვი
5. ნიორი
6. სოკო-ს
შესახებ.
რა საჭიროა ასეთი სისულელის დაწერა. როდესაც მსგავს ინფორმაციას ავრცელებ უნდა გესმოდეს, რომ მრავალი ბრიყვი ამას საკმაოდ სერიოზულად მიიღებს და გვერდითი ეფექტებიც გარანტირებული ექნება.
მინდა ყველას გითხრათ, რომ იყავით ფხიზლად, შეეცადეთ მაქსიმალურად გაფილტროთ მსგავსი ინფორმაცია, და ნუ ავყვებით ემოციებს... ეს უფრო თხოვნა იქნება ჩემი ყველას მიმართ. და კიდევ, მოდით ნუ ვაფრიალებთ დროშასავით ამ საცოდავ ტერმინს "ვეგეტარიანელი". თუ არ მიირთმევ ცხოველს, ეს არაფერს ნიშნავს და არაფერზე არ მეტყველებს, ინდოეთში 80% მოსახლეობის ვეგეტარიანელია, და შემდეგ.........?
ასე რომ იყავით ფხიზლად საყვარელო მეგობრებო და შევეცადოთ საქმიანი კომენტარები გავავრცელოთ, რომელიც სულსაც და გულსაც რომ ესიამოვნება....

Posted by: Atman Jan 12 2011, 06:34 AM

balian

ინფორმაცია დავდე, რომელიც მანუს კანონებში წერია. თუ არ გაიზიარებ ეს შენი ნებაა. სიტყვა "დემონურმა" თუ აგაფორიაქა, აქ უბრალოდ იგულისხმება ცხოველური ინსტინქტების გამაღვიძებელი და გამაძლიერებელი ენერგია. smile.gif


QUOTE(balian @ 12th January 2011 - 12:10 AM) *
თუ არ მიირთმევ ცხოველს, ეს არაფერს ნიშნავს და არაფერზე არ მეტყველებს, ინდოეთში 80% მოსახლეობის ვეგეტარიანელია, და შემდეგ.........?


კი გეთანხმები, და ჰიტლერიც ვეგეტარიანელი იყო და ა.შ. ნაცნობი ფრაზებია უკვე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ვეგეტარიანელებიც არიან "ცუდები", ე.ი. ხორცის ჭამა კარგია. მთავარი ვეგეტარიანელობა არაა. მთავარია არაძალადობის პრინციპი.

QUOTE(balian @ 12th January 2011 - 12:10 AM) *
ასე რომ იყავით ფხიზლად საყვარელო მეგობრებო და შევეცადოთ საქმიანი კომენტარები გავავრცელოთ, რომელიც სულსაც და გულსაც რომ ესიამოვნება....


"აკეთე რაც გინდა... ჭამე რაც გინდა... ყვლაფერი მაინც სულ ერთია... ორი არ არსებობს..."

დაახლოებით ამ სტილში? biggrin.gif

პ.ს. ცნობისათვის ინდოეთში დაახლოებით 40%-ია ვეგეტარიანელი. მაქსიმუმ 50%.

Posted by: Atman Jan 12 2011, 07:42 AM

QUOTE(td......... @ 11th January 2011 - 11:45 PM) *
დედალი არ შეიცავს?


დედალი ალბათ კარმიულ რეაქციას იწვევს, მამალი კი უფრო ნეგატიურია. თანაც მამალს ხშირად იყენებენ ტანტრულ, მაგიურ და სხვადასხვა რიტუალებში... მოკლედ ზუსტად არ ვიცი რატომ მაინც და მაინც მამალი biggrin.gif

QUOTE(td......... @ 11th January 2011 - 11:45 PM) *
ძმარი? სხვათაშორის ისეც სოკოა.. ფაქტობრივად


ძმარი ისედაც "ტამა გუნაში" მყოფ პროდუქტებს მიეკუთვნება, ისევე როგორც ყველანაირი ალკოჰოლი. სხვათა შორის ჩილიც (წითელი წიწაკა, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა) ტამა გუნას ეკუთვნის (რაჯა გუნასთან ერთად). ასევეა კოფეინის შემცველი პროდუქტები (ოღონდ აქ უფრო რაჯასია, ვიდრე ტამასი).

ყველანაირი მარინადები, მწნილები, დიდხანს შენახული (სუპერმარკეტში ან სარდაფში) შენახული ბოსტნეული ასევე ტამა გუნაა. აქ არ იგულისხმება კომპოტები და მურაბები, მაგრამ მათ ენერგეტიკული ღირებულება ნაკლები აქვთ და მხოლოდ "ქიმიური ღირებულება" აქვთ.

მოკლედ ყველა იმედი გადაგიწურეთ biggrin.gif

რაც შეიძლება დაეძალეთ რძეს და რძის პროდუქტებს! wink.gif

Posted by: ირმა Jan 12 2011, 09:18 AM

Atman

QUOTE(atman @ 12th January 2011 - 08:42 AM) *
მოკლედ ყველა იმედი გადაგიწურეთ

აბა რა ქენი biggrin.gif
QUOTE(atman @ 12th January 2011 - 08:42 AM) *
რაც შეიძლება დაეძალეთ რძეს და რძის პროდუქტებს!

გინდა გაგვასუქოო? biggrin.gif
ხო, რძის პროდუქტები მიყვარს, ამიტომაც მაწყობს შენი დაწერილი. მაგრამ ხახვი და მწვანე ხახვიც მიყვარს და არ მაწყობს შენი შემოთ ნათქვამი biggrin.gif

ახლა საერთოდ, ხორცი (ყველანაირი ხორცი)დიახაც და მძიმე ენერგიის შემცველია, მაგრამ ხორცის მერე ყველაზე ცუდი შაქარია.

Posted by: Atman Jan 12 2011, 09:38 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 12th January 2011 - 10:18 AM) *
გინდა გაგვასუქოო?


დღის სწორი რეჟიმი და სწორი რეჟიმით კვება გრანტიას მოგცემს, რომ არ გასუქდები wink.gif

QUOTE(ირინი @ 12th January 2011 - 10:18 AM) *
მაგრამ ხახვი და მწვანე ხახვიც მიყვარს და არ მაწყობს შენი შემოთ ნათქვამი


მეც მიყვარდა, თანაც ძალიან, მაგრამ როცა თავს ძალა დავატანე და აღარ ვჭამდი, გემოვნება შემეცვალა და ახლა საერთოდ სხვანაირად აღვიქვამ ხახვის და ნივრის გემოს. რბილად რომ ვთქვა მეზიზღება biggrin.gif არადა მართლა მიყვარდა სულ რაღაც 2 წლის წინ...

საერთოდ კვებასთან დაკავშირებით ყველაზე საიმედო ყნოსვის შეგრძნებაა და არა გემოსი. რასაც უსიამოვნო სუნი აქვს, არ უნდა ვჭამოთ, გემრიელიც რომ იყოს!

თუმცა ზოგს მოსწონს ხახვის სუნიც და ეს უკვე "ტამა გუნას" ნამუშევარია.

Posted by: td......... Jan 12 2011, 02:20 PM

Atman
რო იცოდე როგორ დამწყვიტე გული biggrin.gif მჟავე კიტრის მანია მჭირს, საერთოდ მწნილები მიყვარს და სოკოც... ძმარზე რა მოგახსენო.. საღებავებში შეუცვლელია biggrin.gif აი მამალს რომ ვუდუ და ატასი მაგიური რიტუალის შესრულებისას იყენებენ დამიჯერე მამლის ბრალი არაა biggrin.gif ასევე იყენებენ სხვა ცხოველებს და ფრინველებს, თუ გინდა სულაც დახატე და ისე გამოიყენე , თუ ძალას ფლობ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს..biggrin.gif

ხო... როგორც ჩანს გაქამნებული ტამა გუნაში ვიმყოფები..biggrin.gif თუმცა რძის ნაწარმის გარეშე არსებობაც საკმაოდ ძნელი იქნებოდა.. ნუ ძნელი დროებითი მცნებაა ყველაფერს შეიძლება გაუძლო ადამიანმა, სრულ უსაკვებად ყოფნასაც...biggrin.gif

ხო რა მინდა გკითხო, აი მწარე საკვებისადმი მიდრეკილება რაზე მეტყველებს(მწარე და არა ცხარე) , მაგალიტად ალოეს ფოთლები, კალციუმის ქლორიდი, გრეიფრუტი.. აი ამდაგვარი გემოს მქონე საკვების მოწონება რაზე მეტყველებს შენი აზრით?

Posted by: Atman Jan 12 2011, 03:03 PM

td.........

QUOTE(td......... @ 12th January 2011 - 03:20 PM) *
ხო რა მინდა გკითხო, აი მწარე საკვებისადმი მიდრეკილება რაზე მეტყველებს(მწარე და არა ცხარე) , მაგალიტად ალოეს ფოთლები, კალციუმის ქლორიდი, გრეიფრუტი.. აი ამდაგვარი გემოს მქონე საკვების მოწონება რაზე მეტყველებს შენი აზრით?


გუნების მიხედვით თუ ვიტყვით რაჯა გუნას გავლენაა, ხოლო ხასიათობრივად თუ არ ვცდები ნაღველისადმი და მელანქოლიისადმი მიდრეკილების ნიშანია. ზუსტად არ მახსოვს, ტორსუნოვს აქვს დახასიათება გემოების მიხედვით.

სატვა გუნის დამახასიათებელი ტკბილი გემოს სიყვარულია (ოღონდ არა საღამოთი).

კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იცვლება საკვები - შესაბამისად იცვლება ხასიათი. "რასაც ვჭამთ ის ვართ" smile.gif

Posted by: Atman Jan 12 2011, 03:06 PM

QUOTE(td......... @ 12th January 2011 - 03:20 PM) *
ყველაფერს შეიძლება გაუძლო ადამიანმა, სრულ უსაკვებად ყოფნასაც...


უსაკვებოდ ყოფნა არაა ნორმალური მდგომარეობა. ახლა რომაა მოდაში პრანული კვება და მსგავსი ასკეზები, ეს რა თქმა უნდა კრიზისულ სიტუაციაში გამოსადეგია, მაგრამ ზეციურ პლანეტებზეც კი იკვებებიან, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად შეუძლიათ უჭმელად გაძლონ. ეს მათთვის სიყვარულის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა smile.gif

ოღონდ იქ ძირითადად რძის პროდუქტს და ხილს და ფოთლებს გეახლებიან. ანუ მცენარეებსაც კი არ კლავენ smile.gif

Posted by: natalia Jan 12 2011, 03:44 PM

Atman ნუ გვაბოლებ რაა . როდის მოინახულე ზეციური პლანები და როდის დაათვალიერე იქ ვინ რას ჭამს. ოღონდაც რაა angel-12.gif

Posted by: I AM Jan 12 2011, 03:46 PM

QUOTE
უსაკვებოდ ყოფნა არაა ნორმალური მდგომარეობა. ახლა რომაა მოდაში პრანული კვება


მერე ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერს ჭამენ, აი მაგალითად http://rutube.ru/tracks/2696042.html ეს კაცი რძით იკვებება


Posted by: Atman Jan 12 2011, 03:54 PM

QUOTE(I AM @ 12th January 2011 - 04:46 PM) *
მერე ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერს ჭამენ, აი მაგალითად http://rutube.ru/tracks/2696042.html ეს კაცი რძით იკვებება


ღმერთმა შეარგოს smile.gif

მე სხვა რამეზე მქონდა აქცენტი. ადამიანი მიჯაჭვული არ უნდა იყოს საჭმელზე, თორე დღეში სამჯერ ჭამოს ყოველდღე თუ უნდა (ოღონდ რას ჭამს ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს).

Posted by: Atman Jan 12 2011, 03:56 PM

QUOTE(natalia @ 12th January 2011 - 04:44 PM) *
Atman ნუ გვაბოლებ რაა . როდის მოინახულე ზეციური პლანები და როდის დაათვალიერე იქ ვინ რას ჭამს. ოღონდაც რაა


არ გადამრიო ახლა! არ იცოდი რომ ზეციური პლანეტებიდან მოვედი? biggrin.gif

Posted by: natalia Jan 12 2011, 04:02 PM

ციტატა(atman @ 12th January 2011 - 03:56 PM) *
არ გადამრიო ახლა! არ იცოდი რომ ზეციური პლანეტებიდან მოვედი?


ააა ხო. ბოდიში ph34r.gif

Posted by: td......... Jan 12 2011, 04:22 PM

QUOTE(atman @ 12th January 2011 - 04:03 PM) *
"რასაც ვჭამთ ის ვართ"

აბა მე ისეთი უგემური რაღაცეები მიყვარს უგემური ვყოფილვარ..biggrin.gif

Posted by: sentimennte Jan 12 2011, 04:25 PM

QUOTE
არ გადამრიო ახლა! არ იცოდი რომ ზეციური პლანეტებიდან მოვედი?

ეს რით ვერ ჩამოალაბორანტეს? biggrin.gif

ამ ბოლო დროს საღამოს მინდება ტკბილის ჭამა sad.gif
არადა ეს რეჟიმი მართლა ჩემი ერთადერთი მშველელია,(ნუ მთლად ყველა მითითებას ვერ ვასრულებ მაგრამ,მაინც ასეა)

Posted by: Barmalei Jan 12 2011, 05:14 PM

მამაკაცებში ვეგეტარიანელობა პოტენციას აქვეითებს!

Posted by: Atman Jan 12 2011, 05:21 PM

Barmalei

QUOTE(Barmalei @ 12th January 2011 - 06:14 PM) *
მამაკაცებში ვეგეტარიანელობა პოტენციას აქვეითებს!


სისულელეა! მუსკატის კაკალი ჭამე და მგელივით იქნები biggrin.gif

Posted by: Barmalei Jan 12 2011, 05:29 PM

QUOTE(Atman @ Jan 12 2011, 05:21 PM) *
Barmalei
სისულელეა!

ნუ კაი იყოს სისულელე.
სადღაც ამოვიკითხე, რომ მსოფლიოში მამათმავლების უმეტესობა ვეგეტარიანელია.

Posted by: Atman Jan 12 2011, 05:33 PM

Barmalei

QUOTE(Barmalei @ 12th January 2011 - 06:29 PM) *
სადღაც ამოვიკითხე, რომ მსოფლიოში მამათმავლების უმეტესობა ვეგეტარიანელია.


ეგ შესაძლებელია, იმიტომ რომ ნაზი და ფოე-ფოე ბუნება აქვთ ცისფერების უმეტესობას smile.gif

ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ვეგეტარიანელობასთან ეგ რამე კავშირშია.

სტატისტიკას რომ მიყვე ისეთ სისულელეებს ამოგიყრის უკუღმა მოგეჩვენება ყველაფერი.

Posted by: Barmalei Jan 12 2011, 05:38 PM

QUOTE(Atman @ Jan 12 2011, 05:33 PM) *
სტატისტიკას რომ მიყვე ისეთ სისულელეებს ამოგიყრის უკუღმა მოგეჩვენება ყველაფერი.

გასაგებია.
ძირს სტატისტიკა! smile.gif

Posted by: td......... Jan 12 2011, 07:50 PM

უი სტატისტიკის დეპარტამენტში ვარ გასასვლელი.. ამ გახსენებაზე..biggrin.gif

QUOTE(Barmalei @ 12th January 2011 - 05:14 PM) *
პოტენციას აქვეითებს

ბევრი ღვინო(ალკოჰოლი), ცხოველური ცხიმებით მდიდარი საჭმელი და უგზოუკვლოდ ნაშებთან გულაობა..wink.gif)

Posted by: Atman Jan 12 2011, 07:54 PM

ხო კიდევ გამახსენდა და დავამატებ:

სტატისტიკით ყველაზე ჯანმრთელები იდიოტები არიან biggrin.gif

Posted by: sentimennte Jan 12 2011, 08:14 PM

ყოველ შემთხვევაში უხორცოდ კვებისას,ღვიძლის და ელენთის ტკივილისგან დავისვენე,საერთოდ,საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის იდეალურია.ამ კუთხით ჩემთვის მისაღებია smile.gif

Posted by: td......... Jan 12 2011, 08:17 PM

sentimennte
ულამაზესი ავატარი გაქვს:*, მაგამ შენ უფრო ლამაზი ხარ!!!

Posted by: ირმა Jan 12 2011, 11:14 PM

td.........

QUOTE(td......... @ 12th January 2011 - 03:20 PM) *
აი მწარე საკვებისადმი მიდრეკილება რაზე მეტყველებს(მწარე და არა ცხარე) , მაგალიტად ალოეს ფოთლები

ეს საინტერესოა... რა იცი ალოეს შესახებ ხომ არ გაგვიზიარებ?
ისე ალოე კიბოსაც ებრძვისო გამიგია....

Posted by: td......... Jan 13 2011, 10:44 AM

ირმა
მართალი გითხარა ბევრი არაფერი, მხოლოდ ის რომ პატარაობიდან ვგიჟდები ალოეს ფოთლებზე.. ეხლა ნაკლებად, ადრე კი შემეძლო უზომო რაოდენობით მეჭამა, ვატეხავდი ფოთოლს და თავის ეკლებიანა გეახლებოდით.. სამწუხაროდ უზარმაზარი, ლამის ჩემი ასაკის ალოე მომიკვდა..sad.gif ეხლა მინდა სადმე შევიძინო. ძალიან თავისებური გემო აქვს, და ჩემი აზრით სულაც ააა მწარე.. მისი რბილობი ზალიან კარგად შველს ჭრილობებს, განსაკუთრებით ჩირქოვანს.. კარგია სახის კანისთვის, კუჭნაწლავისთვის, კურნავს კუჭის წყლულს, ლიმონთან და თაფლთან ერთად (გარკვეული პროპორციით) არის შეუცვლელი ვიტამინების და მიკროელემენტების წყარო, ბავშვებს მხოლოდ ამ სახით ვაძლევ ვიტამინების კომპლექსს, ნაყიდი ვიტამინები ჩემი პედიატრის აზრით მავნებელიცაა! ერტადერთი ისაა რომ გარკვეული დაავადებების დროს არაა რეკომენდირებული, მაგალიტად ვისაც სისხლდენებისადმი აქვს მიდრეკილება.

Posted by: Existence Jan 20 2011, 02:01 PM


ოშო ვეგეტერიანელობაზე და კანიბალიზმზე , როგორც ყოველთვის განსხვავებული კუთხიდან biggrin.gif

http://video.yandex.ru/users/arni-raj/view/1911

Posted by: FORZAROMA Jan 29 2011, 11:37 PM

ალოე ძალიან კარგია..ჭრილობაზე მაგრად მიშველა და ბევრი სხვა სამკურნალო თვისებაც გააჩნია..
ნიორი უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, გრიპის და გაციების უებარი წამალია(მე მშველის ყოველ შემთხვევაში).

Posted by: Anna Jan 31 2011, 04:12 PM

ვეგეტარიანელებს ვირტუალურად გთავაზობთ ჩემს მიერ მომზადებულ კერძს, ისეთი ამაყი ვარ! laugh.gif laugh.gif



ხო და კიდევ... მადლობა ატმანს wink.gif

Posted by: Atman Jan 31 2011, 04:18 PM

Anna

გაიხარე! რა მადისაღმძვრელი ფერი აქვს! biggrin.gif

Posted by: David Feb 5 2011, 11:01 AM

გადავწყვიტე აღარ მივირთვა ხორცი : )

დიდი ხანი მაწუხებდა ის აზრი რომ ერთ დროს ცოცხალ, წამებით მოკლული ორგანიზმით ვიკვებებოდი. PETA ს ვიდეოს ნახვის შემდეგ ხომ საერთოდ .. საკმაოდ მძიმე ვიდეოა sad.gif


თან + ამას, ფერმებში (ქარხანა უფრო შეეფერება ალბათ) გაზრდილი ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგეხსენებათ კარგად.


სამწუხაროდ ოჯახში საჭმლის მომზადება ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ არაუშავს : ) როგორმე შეეგუებიან rolleyes.gif



Posted by: td......... Feb 5 2011, 11:12 AM

ერთი რეცეპტი:

4 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1,2 ჭარხალი, მწვანილი(ოხრახუში, კამა, ქინძი, ან გემოვნებით ნებისმიერი..) 1 პატარა თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი(ატმანს შეუძლია უხახვ-ნივროდაც გააკეთოს) მარილი, პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ სვანური მარილი ან რაიმე სანელებელი გემოვნებით(ბევრი რამე უხდება, თუნდაც კოჭა)ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკებში ა, ჩოფერში(ბლენდერი, მე მასე ვაკეთებ) ამ მასას დაამატეთ 1 ჭიქა გერკულესი, თ ძალიან მსრალი გამოვა მასა , ოდნავ წყალიც დაამატეთ, ისე, რომ მასა დაემსგავსოს მჭადის ცომს, მოზილეთ გუნდები, ამოავლეთ ორხობილაში, ან მჭადის ფქვილში, ან მანანის ბურღულში,ოდნავ მიტკეპნეთ და ზეთში შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოც ასევე საკმაოდ ნოყიერი. ჩემი პუწკია შვილებიც კი აღფრთოვანდნენ, ისე მოეწონათ.
გაამოთ! smile.gif

Posted by: ირმა Feb 5 2011, 11:42 AM

td.........
მმმ... რა გემრიელი ჩანს... ))))

Posted by: მზეონა Feb 5 2011, 07:02 PM

David გილოცავ! გუშინ ჩემმა მეგობარაც მომახარა (იცოდა რომ გავუგებდი biggrin.gif) რომ ხორცზე უარი თქვა ))

QUOTE(David @ 5th February 2011 - 11:01 AM) *
გადავწყვიტე აღარ მივირთვა ხორცი : )




td......... შენი პოსტი ამ თემას დამშვენდებოდა smile.gif) > http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=931
ზუსტად ასე ვაცხობთ ჩვენ ვგატარიანულ კატლეტებს, უბრალოდ ჭარხალს არ ვხეხავ და ისე ცომის მასაში წყალში დამბალ შავ პურს ვურევ smile.gif) მართლა იფ იიფ

QUOTE(td......... @ 5th February 2011 - 11:12 AM) *
ერთი რეცეპტი:

4 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1,2 ჭარხალი, მწვანილი(ოხრახუში, კამა, ქინძი, ან გემოვნებით ნებისმიერი..) 1 პატარა თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი(ატმანს შეუძლია უხახვ-ნივროდაც გააკეთოს) მარილი, პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ დაამატოთ სვანური მარილი ან რაიმე სანელებელი გემოვნებით(ბევრი რამე უხდება, თუნდაც კოჭა)ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკებში ა, ჩოფერში(ბლენდერი, მე მასე ვაკეთებ) ამ მასას დაამატეთ 1 ჭიქა გერკულესი, თ ძალიან მსრალი გამოვა მასა , ოდნავ წყალიც დაამატეთ, ისე, რომ მასა დაემსგავსოს მჭადის ცომს, მოზილეთ გუნდები, ამოავლეთ ორხობილაში, ან მჭადის ფქვილში, ან მანანის ბურღულში,ოდნავ მიტკეპნეთ და ზეთში შეწვით საშუალო ცეცხლზე სანამ ოქროსფერ ქერქს არ გაიკეთებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოც ასევე საკმაოდ ნოყიერი. ჩემი პუწკია შვილებიც კი აღფრთოვანდნენ, ისე მოეწონათ.
გაამოთ!


Posted by: td......... Feb 5 2011, 08:15 PM

მზეონა
ამ რეცეპტს პური არ ჭირდება, რადგან ჰერკულესი ასრულებს შემავსებლის როლს და ბევრად უფრო ნაზი და გემრიელი გამოდის ვიდრე პურით. ჭარხალიც ტავი სსპეციფიკურ გემოს აძლევს, ჩემი ქმარი ჭარხალს ვერ იტანს, მაგრამ ამ ვარიანტში ძალიან მოეწონა.. smile.gif
პოსტს იქაც დავდებ..smile.gif

Posted by: Atman Feb 6 2011, 07:57 PM

QUOTE(მზეონა @ 5th February 2011 - 07:02 PM) *
4 საშუალო კარტოფილი, 1 სტაფილო, 1,2 ჭარხალი,


ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოიხარშოს თუ პირდაპირ უნდა გატარდეს?

Posted by: td......... Feb 8 2011, 09:05 AM

Atman
არა უმი უნდა იყოს. კანგაფცქვნილი.

Posted by: Atman Feb 8 2011, 09:55 AM

td.........

QUOTE(td......... @ 8th February 2011 - 09:05 AM) *
არა უმი უნდა იყოს. კანგაფცქვნილი.


გუშინ გავაკეთე. დამეწვა ცოტა, მაგრამ მაინც კარგი იყო. ასე მეგონა კარგად რომ არ შემწვარიყო, შიგნით უმი დარჩებოდა biggrin.gif

დღეს ჩემი და გააკეთებს, იმედია უკეთესი გამოუვა. მე საშინელი კულინარი ვარ, გემრიელი გამომდის თითქმის ყველაფერი, მაგრამ ულამაზო და უფორმო biggrin.gif

Posted by: td......... Feb 8 2011, 10:53 AM

Atman
ძალიან შეგიძლია არ დაბრაწო, თუ გიყვარს მაინცდამაინც დაბრაწული სხვა ამბავია.. ისე სასუალო ცეცხლზე შიგნიდანაც მზადდება, თითო მხრიდან 5-10 სჭირდება , ნახევრადუმიც რომ იყოს არ გავნებს, პირიქიტ უფრო სასარგებლოცაა.. კანი რომ დაუმზისფერდება მზადაა..smile.gif

Posted by: td......... Feb 8 2011, 11:04 AM

ბრინჯის სალათა
1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 2 ჭიქა ცხელი წყალი, (ბრინჯი მანამდე უნდა გარეცხოთ და გაარჩიოთ)ნახევარი ცაის კოვზი მარილი, ხარშეთ ჯერ მაღალ ცეცხლზე, ადუღეის შემდეგ დაბალზე სანამ ბრინჯი თითქმის მზად არ იქნება, შემდეგ საწურზე გადაწურეთ, ისევ ქვაბში დააბრუნეთ და ისეთი ფრმა მიეცით როგორც ბორცვს, გარშემო ჩაღრმავებული უნდა იყოს და ცენტრში ამოწეული, გული ვულკანივით ამოუღრუტნეთ ად შიგნით ჩაასხით 3-4 ს.კ ზეთი და 1,2 ჭიქა ცხელი წყალი. ქვაბს დააფარეთ ტილო და დაახურეტ თავსახური, ნელ ცეცხლზე მოამზადეთ საბოლოო მომზადებამდე სანამ წყალი სულ არ ამოშრება. ამასობაში მოამზადეთ სოუსი, ამისთვის ყვითელ ყვავილს 1ჩ.კ ან უკეთესია შაფრანს(აბსოლუტურად სხვა რამეა ზაფრანაში არ აგერიოთ, ბაზარში იყიდება.)დაამატეთ 1 ჩ.კ კოჭა(იმბირი), 1,2 ჩ.კ მუსკატი დაფქული და დანის წვერზე კარდამონი(ესეც ბაზარში იყიდება),შავი პილპირი 1,2 ჩაის კოვზი, ამას დაამატეთ 1ცალი ლიმონის წვენი, 1ცალი ფორთოხლის წვენი და მაწონი3-4 ს.კ. შემდეგ დაჭერით 3-4 ტოტი კამა , 1 გახეხილი სტაფილო(უმი), 10 ცალი რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი, (უკურკო იყიდეთ და მარტივად იჭრება), 1 ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული, წვრილად და თახლად დაჭრილი, აურიეთ ყველაფერი კარგად დაასხით სოუსი, კიდევ აურიეთ და მიირთვით. ბრინჯი სხვა ინგრედიენტებთან შერევამდე გააგრილეთ.
გაამოთ!

Posted by: Atman Feb 8 2011, 11:27 AM

ცოტას დავწერ კოჭაზე (იმბირზე), იმიტომ რომ ამ სურდოების სეზონზე ძალიან სასარგებლო რამეა: ხელს უწყობს ვატა და კაპჰა დოშის შემცირებას, ტოქსინების გამოდევნას, კვებავს ყველა სხეულს (ენერგეტიკული სხეულების ჩათვლით), იმყოფება სატტვა გუნაში (შესაბამისად უკუჩვენება თითქმის არა აქვს). ბევრი წერა მეზარება და თავად წაიკითხეთ. უებარი სანელებელი და წამალია:

Медицинское применение:

Чтобы перечислить количество болезней, от которых избавляет имбирь, потребуется не одна страница. Он улучшает пищеварение, лечит большинство кожных и аллергических заболеваний, восстанавливает иммунитет, повышает психическую стойкость в стрессовых ситуациях, избавляет от головной боли, тошноты и морской болезни. Недавние исследования доказали, что он снимает ощущение тошноты и у беременных женщин, не вызывая при этом побочных эффектов. Имбирный чай восстанавливает силы, лечит простуду, щитовидную железу, эффективен в профилактике рака.

Зимой перед выходом на улицу можно насыпать имбирь в носки и перчатки, тогда ноги и руки будут теплыми в течение продолжительного времени. При ушибах, чтобы не было синяка, поможет примочка с имбирем. Массаж с имбирным маслом помогает при ревматизме и артрите. Аромат имбирного масла мобилизует внутренние силы организма, способствует быстрому принятию решений, "смягчает сердце", развивает терпимость и сострадание. В качестве косметического масла оказывает антисептическое и тонизирующее действие.

http://www.ayur-veda.ru/index.php?type=special&area=1&p=articles&id=24

http://spices.net.ua/type-ginger.html

(აქვეა სხვა სანელებლების დახასიათებაც).

პ.ს. იმბირი არ ვარგა მხოლოდ მათთვის, ვისაც მომატებული პიტა აქვს და მითუმეტეს ცხელ მზიან ამინდში... ასევე ერიდეთ იმბირის მიღების შემდეგ ძალიან სიცივეში გასვლას.

პ.პ.ს. ყველას, ვინც ავტონომიურ არსებობაზე და პოსტკატაკლიზმურ პერიოდზე ფიქრობს, ვურჩევ იმბირი და კურკუმა მოიმარაგონ. კურკუმა საუკეთესო ანტისეპტიკია და არა მხოლოდ საჭმელში ან წამლად, არამედ ჭრილობების დასამუშავებლადაც გამოიყენება. (აყროლებული სპირტის თრევა აღარ დაგჭირდებათ) wink.gif

Posted by: td......... Feb 26 2011, 12:56 AM

საკმაოდ მძიმე საყურებელი კადრებია.. ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ არ უყუროთ, თუმცა აქ შემომსვლელ საზოგადოებას მსგავსი რამეების მიმართ სხვა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს წესით...

ეს ვართ ჩვენ ადამიანები, "ბუნების გვირგვინად" შექმნილი არსებები... ეს ვართ ჩვენ "ადამები და ევები", რომლებსაც ჩაგვაბარეს ყოველი ცოცხალი დედამიწაზე და გვითხრეს მოუარეთო... ეს ვართ ჩვენ ინტელექტუალურად განვიტრებული არსებები, რომლებიც ცხოველებისგან განსხვავებით არ ვცხოვრობთ ინსტინქტებით, გაგავაჩნია სული და გონი...

დავფიქრდეთ ამაზე...


http://www.youtube.com/watch?v=YsY7d0Ab-dk

Posted by: tikoroma Feb 26 2011, 08:55 PM

td.........
რა ცხოველია? ცოცხლად ატყავებდნენ თუ მომეჩVენა? sad.gif

Posted by: Simulated Feb 26 2011, 09:55 PM

ვაიმე! აი ეს ადმიანები უნდა დააყენო და გაუტყავო თვალწინ ახლობელი ვინმე ცოცხლად რო იმდენად ეტკინოს რო საერთოდ შეძულდეს მთელი მისი არსებობა :|

Posted by: ირმა Feb 26 2011, 09:57 PM

მე შიშით ვერ ვხსნი ვიდეოს, ამას წინათ რომ ვნახე რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი...(((

Posted by: Emigranti Feb 27 2011, 12:12 AM

ისე მაგარი საზიზღარი კადრებია. ჯობია წაიშალოს. მაგარ ცუდ ხასიატზე დაგაყეებთ. ორიოდე წუთს ვუყურე და გამოვრთე.

მოკლედ გეტყვით რაც არის გადაღებული.

ალბათ ეს ჩინეთია, წელიწადი არ წერია და ეს კადრები ფარულად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ არის გადაღებული . იქ ეხლა რა გადაიღეს ალბათ. ჩინეთში წარსულში ხშირად იყო საუბარი ბრაკონიერებზე, რომლებიც არალეგალურად ცხოველებს ატყავებდნენ და ტყავს ჰყიდიდნენ. მემგონი ეს ტყავი, თუ მკვდარ ცხოველს ააძვრეს, თავის ხარისხს კარგავს და ამიტომ ცოცხალ, ოდნავ დარეტიანებულ ცხოველებს აძრობდნენ ტყავს. დღეს შეიძლება ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, მაგრამ ეს კადრები მაინც ვრცელდება. ეს კი ძალადობის პროპაგანდას უფრო ჰგავს.

ჯობია წაიშალოს.

Posted by: td......... Feb 27 2011, 03:28 PM

QUOTE(Emigranti @ 27th February 2011 - 12:12 AM) *
ჯობია წაიშალოს

Emigranti
კიბატონო წაიშალოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება ეს უკვე აკრძალული იყოს და დაძლეული, რადგან ოფიციალურად დარეგისტრირებულ ფერმებში ანალოგიურად აწამებენ ძროხებს , ხარებს და ღორებს, ქათმებს , ცხვრებს, ბატენბს.. ამას ქვია ხორცეულის და ტყავის , ბუმბულის წარმოება... ნახევრადაა დარეტიანებული ცხოველი თუ მთლიანად ამას არავინ არ უყურებს, მითუმეტეს დარეტიანება ხდება მიზახე ცხოველის დანარხებით ან თავში რამე საგნის ცარტყმით , რაც ისედაც სისატიკეა.. ცოცხალ ცხოველებს აჭრიან კიდურებს, აძრობენ ტყავს, არა ჩინეთში არამედ ევროპის, ამერიკის ბევრ ფერმაში. ამით კანონს არ არღვევენ, უბრალოდ ეესეთი წარმოება აქვთ რა ჰქნან! ცოცხალ ქათმებს მდუღრავენ, მეწველ ძროხევს დაწოლის საშუალება არ აქვთ და სანამ ქაცავენ დგანან უვიწროვეს ბოქსში, თავისხელა ჯიქანი აქვტ რომელიც გამუდმებით იწველება, მასტიტი, წყლულები, ჩირქი..ამას არავინ აქცევს ყურადღებას, ის რომ ეს ყოველივე აუტანელ ტკივილს იწვევს არავის აინტერესებს.
ასევე ამ ზარლებს და მაჩვებს ცოცხლად ატყავებენ რა მოხდა მერე.. სამაგიეროდ ხარისხიან ტყავს გაყიდიან...

წაშალეთ, ცუდ ხასიათზე არ დადგეთ, ნერვებს გაუდფთხილდით და დახუჭეთ ყველაფერზე თვალები, ჩვენ არ შუაში ვართ? ჩვენ ხო არ ვაკეთებთ ამ სისასტიკეს...

Posted by: ირმა Feb 27 2011, 09:02 PM

td.........
არც მიფიქრია ამ ვიდეოს გახსნა, ადრეც რაც ვნახე ისიც საკმარისია ჩემთვის. სიტყვითაც რასაც გადმოსცემ მაჟრჟოლებს(((
მართალი ხარ ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ არის და ადამიანებს(არვიცი რა სახელი ვუწოდა მათ, დიახ სამწუხაროდ ადამიანებს) არ ესმით რას აკეთებენ ამ საქციელით, მაგრამ ამ პრობლემის დაძლევა არა მგონია ამ სახით შეიძლებოდეს. არ დაიბანება სისხლი სისხლით. რათქმაუნდა საჭიროა ვიცოდეთ ეს საკითხი როგორც ინფორმაცია, მაგრამ პრობლემა რომ გადაიჭრას მხოლოდ საწინააღმდეგო გზით შეიძლება. გატყავებული ცხოველის სურათით არა(ღმერთო ჩემო) ჯობია ლამაზი ცხოველის სურათი, ჯობია სიყვარულის სწავლება. არ მოგვიტანს კარგ შედეგს ეს გზა.
გავიხსენებ სახარებიდან ერთ ადგილს, როცა ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა მკვდარი ძაღლი ნახეს, რომელიც ყარდა. ყველა შეძრწუნდა, ზიზღით გაივსო, მაშინ ქრისტემ თქვა,–ნახეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. ნუ გაივსებითო ნაგვით .(გადახვევა,–ეს საკითხი ჩანს სექრეტშიც თუ დაფიქრდებით)
Emigranti

QUOTE(Emigranti @ 27th February 2011 - 01:12 AM) *
ჯობია წაიშალოს.

+1 წაშალეთ(((

Posted by: td......... Feb 27 2011, 10:26 PM

ირმა
ჰო, არ ვიცი, მართალი ხარ ნაგვით არ უნდა ავივსოთ, ნამდვილად,ჩემთვის ის მკვდარი ცხოველიც ლამაზია, რადგან გარეგნულ მდგომარეობას არ ვაქცევ ყურადღებას.. აქ შეიძლება არაა სჭირო მსგავსი ვიდეოს და სურათების დადება, მაგრამ ზოგადად საზოგადოება თვალებზე ხელს იფარებს. როდესაც სადისტი ძაღმლჭერები მოდიოდნენ ზაღლების წასაყვანად ხშირად გამიგია მეზობლებისგან, უფფ არ შემიძლია ამის ყურება, სად მაქვს ამის ნერვები, ჯობია არც გამეგო ის კივილი.... კარებებს და ფანჯრებს ხურავენ და პირს იბრუნებენ ზიზღით. არადა შეიძლება არ გაატანო, მიიკედლო, აცრა , მოუარო... ამის გაკეთება ყველას ეზარება, რა საჭიროა ზედმეტი ტვირთია, დიდი ამბავი 5 წუთიანი კივილის მოსმენა.. მერე ხო ვერ ხედავ იქ რა ემართებათ და ივიწყებ.. ეს მდგომარება მერე იმდენად გვეჩვევა რომ ანალოგიურად ვიქცევით გაჭირვებული ადამინის ნახვისას.. ერთხელ წერეთელზე გზაზე წაქცეული , ახალგაზრდა კაცი დავინახე, პაპანაქებაში ედგო, ეტყობა დალია და წაიქცა იქვე გზაზე , მოსახვევი იყო, მანქანები კი უვლიდნენ, მაგრამ ცოტა დაუდევარი ან ჩქარი მძღოლი გადაუვლია უეჭველი. ნახევარი საათი ვეხვეწებოდი გამვლელებს დამხმარებოდნენ, ყველა ზიზღით იმრიზებოდა, ერთ ბიჭს მოუნდა დახმარება, მაგრამ ძმაკაცმა გაატრია შენ შ...გ ხო არგაქვს ხელი არ ახლოო. მერე პატრულის მანქანა გამოჩნდა გავაჩერე და ვთხოვე დახმარება, მათაც იუარეს, დიდი ამბავი ბომჟი იქნება ვინემო, მერე ნამუსზე ავაგდე , კამერები თუ გინდათ დახმარებისთვის ან მაინცდამაინც გვამი გახდეს ეს კაცი , კარგი დაველოდოთ თქო.. მერე კეთილი ინებეს და მიიღეს ზომები. ასეა.. ჯობია ცუდი ემოციებისგან დავიცვათ ნერვები.. სხვისი ტკივილის განცდა არც ისე სასიამოვნოა, ბევრიც თვლის რომ საკუთარ დადებით კარმას ამით ვნებს, რომ ცხოვრებაში იწვევს ნეგატივს.. რავიცი შეიძლება ასეცაა.. ფაქტია, რომ გავკლია თანაგრძნობა, აქ მპოსტველებს არ გეხებათ, მაგრამ ზოგადად საზოგადოებაში ეს მკვეთრად იგრძნობა.


ისიც ფაქტია, რომ მსაგვსი ფილმების შემდეგ ბევრი დაფიქრდა ამ საკითხებზე და უამრავი ადამიანი ვიცი ვინც უარი თქვა ამაში მონაწილეობაზე. გახდა ვეგეტარიანელი, შეიცვალა ბუნების მიმართ დამოკიდებულება.


მოდერს ვთხოვ წაშალოს ის ვიდეო რაც დავდე.

Posted by: ირმა Feb 28 2011, 10:38 AM

td.........
ვიცი, რომ ამით გინდა დაანახო ხალხს, უფრო მკაცრად ვიტყვი,–ბრმას გინდა რომ თვალი აუხილო, მაგრამ ...

QUOTE(td......... @ 27th February 2011 - 11:26 PM) *
ისიც ფაქტია, რომ მსაგვსი ფილმების შემდეგ ბევრი დაფიქრდა ამ საკითხებზე და უამრავი ადამიანი ვიცი ვინც უარი თქვა ამაში მონაწილეობაზე. გახდა ვეგეტარიანელი, შეიცვალა ბუნების მიმართ დამოკიდებულება.

მართალი ხარ, მაგრამ ვფიქრობ არსებობს სიყვარულის გზა, მე პირადად უფრო მომწონს. მაგ: დავანახებდი ლამაზ სურათს, საყვარელ სასიამოვნო ვიდეოს ცხოველებზე. გამგები ყოველთვის გაიგებს.
ის ადამიანი(თუნდაც ისინი ვინც მუშაობენ ამ საქმეში) რაც არუნდა ეჩიჩინო და მსგავსი ვიდეოები აჩვენო, მაგათი შეცვლა ამ გზით არ იქნება.(((
QUOTE(td......... @ 27th February 2011 - 11:26 PM) *
ერთხელ წერეთელზე გზაზე წაქცეული , ახალგაზრდა კაცი დავინახე, პაპანაქებაში ედგო, ეტყობა დალია და წაიქცა იქვე გზაზე , მოსახვევი იყო, მანქანები კი უვლიდნენ, მაგრამ ცოტა დაუდევარი ან ჩქარი მძღოლი გადაუვლია უეჭველი. ნახევარი საათი ვეხვეწებოდი გამვლელებს დამხმარებოდნენ, ყველა ზიზღით იმრიზებოდა, ერთ ბიჭს მოუნდა დახმარება, მაგრამ ძმაკაცმა გაატრია შენ შ...გ ხო არგაქვს ხელი არ ახლოო. მერე პატრულის მანქანა გამოჩნდა გავაჩერე და ვთხოვე დახმარება, მათაც იუარეს, დიდი ამბავი ბომჟი იქნება ვინემო, მერე ნამუსზე ავაგდე , კამერები თუ გინდათ დახმარებისთვის ან მაინცდამაინც გვამი გახდეს ეს კაცი , კარგი დაველოდოთ თქო.. მერე კეთილი ინებეს და მიიღეს ზომები. ასეა..

ნეტავი ყველა ასეთი იყოს, როგორც ჩანს ძლიერი ადამიანი ხარ, ასეთი ქცევა მხოლოდ ძლიერს შეუძლია...

Posted by: Fee Feb 28 2011, 05:23 PM

td......... გეთანხმები, ეს რეალობაა, მსგავსი კადრები რომ არ მენახა დღეს ისეთივე ხორციჭამია ვიქნებოდი როგორიც 22 წელი ვიყავი. თუმცა ყოველთვის მიყვარდა ცხოველები, მაგრამ ეხლა თითქოს პატივს ვცემ მათ smile.gif ძალიან ცუდი რამ უნდა ვაღიარო, მე ისინი ადამიანებზე მეტად მიყვარს. ჩემს გარშემომყოფებს არ უნდათ მსგავსი ვიდეოების ნახვა, ალბათ ქვეცნობიერად თავს იცავენ, მერე შეიძლება სინდისმა შეაწუხოთ, ისევე როგორც მე დამემართა თავიდან.

ირმა შენც გეთანხმები, პატარებს მასე უფრო შეაყვარებ ცხოველებს.

Posted by: td......... Feb 28 2011, 07:35 PM

QUOTE(ირინი @ 28th February 2011 - 10:38 AM) *
მართალი ხარ, მაგრამ ვფიქრობ არსებობს სიყვარულის გზა, მე პირადად უფრო მომწონს. მაგ: დავანახებდი ლამაზ სურათს, საყვარელ სასიამოვნო ვიდეოს ცხოველებზე. გამგები ყოველთვის გაიგებს.
ის ადამიანი(თუნდაც ისინი ვინც მუშაობენ ამ საქმეში) რაც არუნდა ეჩიჩინო და მსგავსი ვიდეოები აჩვენო, მაგათი შეცვლა ამ გზით არ იქნება.(((

ირმა
ერთი წუთით არ იფიქროთ , რომ განცხადებამ ვიდეოს წაშლის შესახებ გამაღიზიანა, ან გამანაწყენა, ნამდვილად არა, უბრალოდ მინდოდა ამეხსნა რატომ ვდებ მსგავს ვიდეოებს ხოლმე.. მართლასადისტი არ გეგონოთ და არ იფიროთ , რომ მსიამოვნებს მსაგვსი რამეების ყურება. სიყვარულის გაზა ნამდვილად უფრო მოქმედია, მაგრამ ეს შეიძლება მუშაობდეს საზოგადოების რაღაც ნაწილზე, ვისაც ბოლომდე არ აქვს ატროფირებული სამშვინველი და სადაც მატერიალიზმს საბოლოოდ არ აქვს სულიერება დაბინდული. ეს კატეგორიაა ბავშვები როგორც Fიიმ აღნიშნა და ზრდასრულტა მცირე ნაწილი. დანარცენები მომართულნი არიან მატერიალურ კომფორტზე და უბრალოდ არ იმჩნევენ იმას რომ ხდებიან ტანამონაწილეები იმ ბარბაროსობისა, რასაც ნაჩვენებ კადრებში ვხედავთ. როდესაც ყველანი გავიაზრებთ რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი დედამიწაზე, არც ჩვენი ხელსეწყობით არ ხდება , მანამ არაფერი შეიცვლება. მთელი სიტუაცია ჯაჭვურ რექცისაც გავს. ერთი მოქმედება იწვევს სხვას და საე უსასრულოდ, და ამ ჯჭვში ყველანი ვარ ჩაბმულები.. როდესაც ბევრი აგიაზრებს და უბრალოდ უარს იტყვის რარაცეებზე, ძალაუნებურად ჯაჭვი რღვევას დაიწყებს. ეს უცებ არ ხდება, მაგრამ ცოტ-ცოტა, წყლის წვეთიVიტ რომელიც ქვას ხვრეტს, ისე უნდა გამოფხიზლდეს ყველა, მათ შორიც მეც.

ჩემ შეფასებაზე მადლობას მოგიხდი, თუმცა ის შემთხვევა სიძლიერის გამოხატულება არ იყო, შეც ასე მოიქცეოდი და ატასი სხვა, უბრალოდ იმ მომენტში მე აღმოვჩნდი, სხვაგან სხვა აღმოჩნდება..შეიძლება ხვალ ვერ დავინახო გაჭირბევაში მყოფი და ჩაუარო გვერდით, როგორც ატასჯერ გამიკეთებია...

Posted by: ირმა Feb 28 2011, 10:15 PM

td.........
smile.gif

Posted by: Atman Mar 2 2011, 10:32 AM

http://pix.ge/

Posted by: ირმა Mar 2 2011, 11:33 PM

Atman
l_daisy.gif

Posted by: აბუ Mar 4 2011, 09:46 PM

QUOTE
"რასაც ვჭამთ ის ვართ"



ოჰოჰო! ასეთი ხმამაღალი განცხადებები რა უბედურებაა.
ვეგეტარინელობა კარგია (მეც რა ხანია ვეგეტარიენლი ვარ) მაგრამ , ბევრი მინახავს ხორცისმჭამელი,რიომელიც დამერწმუნეთ რასაც ჭამს - ის არაა.

Posted by: Star Child Mar 5 2011, 12:54 PM

ვიდეო არ უნდა წაიშალოს ! ეს იგივე სირაქლემას პოზიციაა და თუ ვიტყვით რომ არ შეგვიძლია ყურება ზუსტად იმ ადამიანებს დავემსგავსებით ძაღლების წამებაზე ყურებზე ხელს რომ იფარებენ, არ შემიძლია ამის მოსმენაო და იმის მაგივრად რომ გადაარჩინონ და უპატრონონ დატანჯულ ცხოველს ფანჯარას ხურავენ და ტელევიზორს რთავენ რაც შეიძლება ხმამაღლა რომ ძაღლის კივილი გადაფარონ !!

Posted by: Star Child Mar 5 2011, 12:57 PM

პ.ს. და არამგონია სადიზმის და ძალადობის პროპაგანდა იყოს სიმართლე. ადამიანებამდე სიმართლე უნდა მივიდეს და რეალურად ნახონ რა ნაწამებ სხეულებს ჭამენ და არცერთი მათგანი არ უფიქრდება თვითონ რას იგრძნობდნენ ტყავი რომ ცოცხლად გაეძროთ

Posted by: teo- Mar 5 2011, 06:11 PM

ციტატა(Star Child @ Mar 5 2011, 12:57 PM) *
პ.ს. და არამგონია სადიზმის და ძალადობის პროპაგანდა იყოს სიმართლე. ადამიანებამდე სიმართლე უნდა მივიდეს და რეალურად ნახონ რა ნაწამებ სხეულებს ჭამენ და არცერთი მათგანი არ უფიქრდება თვითონ რას იგრძნობდნენ ტყავი რომ ცოცხლად გაეძროთ

ხალხმა ბევრი რამა რიცისს..ეს ერთერთი საშუალებაა გაიგოს..
დანარჩენი უკვე ადამიანზეა დამოკიდებული რას ნახავს და რას არა

მე რომ არ მენახა ჩემს ქალაქში უპატრონო ცხოველებს როგორ ექცეოდნენ ვერასოდეს გავიგებდი რეალობას, კიდევ არ გავაქტიურდებოდი ამ კუთხით არ დავიწყებდი უპატრონო ცხოველებზე ზრუნვას.. შეიძლება 1 %იც არაა რასაც ვაკეთებ მაგრამ შედეგი ხომ მოიტანა? ამდენი 1 % ერთმანეთს რომ დაემატოს ხომმ უკეთესი იქნება?
თუ გავუფრთხილდეთ ჩვენს ნერვებს და ემოციებს ძალიან ბევრ რამეზე მოგვიწევს საკუთარი თავების დაბრმავება

ადამიანს უნდა ქონდეს გონება და ძალა იმის სიმართლეს თვალებში ჩახედოს
არშეიძლება!

კიბატონო რაც ლამაზი სანახავია ფოტო იქნება ეს თუ ვიდეო შეიძლება გვასიამოვნოს და სიყვარულით აგვავსოს ცხოვეელებზე,შეილება გავიაროთ ქუჩაში და მიგდებულ ლეკვს რომდავინახავთ უი რასაყვარელია ვთქვათ მაგრამ ის გვეცოდინება რომ მაგ ლეკვს დღეს ან ხვალ რკინის მაშით დაახრჩობენ ?არა
კარგით რა ხალხო თუ არ უყურეთ Earthlingsს გაიგებთ როდესმე რახდება ამ ქვეყანაზე საერთოდ? ვერ





















Posted by: old_man Mar 5 2011, 07:25 PM

QUOTE(teo- @ 5th March 2011 - 06:11 PM) *
მე რომ არ მენახა ჩემს ქალაქში უპატრონო ცხოველებს როგორ ექცეოდნენ ვერასოდეს გავიგებდი რეალობას,

სამწუხაროდ საქართველოში ძაან სასტიკად ექცევიან ცხოველებს...იგივე სოფლებში....
მე მჯერა, რომ როგორც ადამიანს, ასევე ერს აქვს სულიერი განვითარების ეტაპები...ვგულისხმობ მასიურ ცნობიერებას. დიდი წინსვლა ამ განვითარების გზაზე არის ბუნების, ნებისმიერი ცოცხალი არსებისადმი თანაგრძნობა, სიყვარული.... თუ ეს სიყვარული არ აქვს იმას სხვა ადამიანიც არ ეყვარება. ეყვარება მშობელი, და-ძმა, მეგობარი, მაგრამ სხვა ადამიანი არა. პირდაპირ ვიტყვი რომ საქართველოში ხალხს ცხოველები მასიურად არ უყვარს...
მქონდა საშუალება დავკვირვებოდი ევროპელების დამოკიდებულებას და შემედარებინა. ვმუშაობდი იტალიელებთან და გერმანელებთან ერთად. ეს ხალხი სამშენებლო ფირმიდან იყვნენ და მთელი დღე გარეთ მუშაობდნენ. ტერიტორიაზე იყო რამდენიმე ძაღლი. მოჰქონდათ მათთვის სპეციალური საჭმელები, შესვენებაზე ეფერებოდნენ, ეთამაშებოდნენ. ერთი ფეხდამტვრეული ძაღლი წაიყვანეს ვეტექიმთან და ოპერაცია გააკეთებინეს, რომელიც ათას დოლარამდე დაუჯდათ, მეორეს რაღაც წამლები დაალევინეს და მთელი ისტორიები.... გული აგიჩუყდებოდა მათი ურთიერთობისთვის რომ გეყურებინა. მერე მაგარი ჩხუბი მოუვიდათ ქარტველ დაცვის ბიჭებთან, იმიტომ რომ ისინი მთელი დღე ამ ძაღლებს აწვალებდნენ. ქვებს ესროდნენ და პანჩურებს ურტყამდნენ sad.gif მერე დასცინოდნენ ამ ხალხს ძაღლებთან ასეთი დამოკიდებულება რომ ჰქონდათ...

Posted by: აბუ Mar 5 2011, 07:41 PM

QUOTE
პირდაპირ ვიტყვი რომ საქართველოში ხალხს ცხოველები მასიურად არ უყვარს...


სამწუხარო რეალობა.

Posted by: priad ubralo Mar 5 2011, 07:42 PM

hoo....me piradad cxovelebi da... frinvelebi-c miyvars.. prosta "begurebi ar mevaseba, bandzi tipebi arian! Ra ubedurebaa, sadac ibadebian iqve kvdebian. Frtebi mqondes da saqartveloshi movkvdebodi?!.... lol.gif Amitom me unda davwamlo begurebi!

Posted by: აბუ Mar 5 2011, 07:47 PM

QUOTE
პირდაპირ ვიტყვი რომ საქართველოში ხალხს ცხოველები მასიურად არ უყვარს...


სამწუხარო რეალობა.
ფიზიკურად ისე უსწორდებიან , ამაზრზენი სანახავია.
ძაღლის,კატის ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა. არც ძროხას დაგიდევენ, მისი ფასდაუდებელი ამაგის მიუხედავად.

ყოველთვის და ყველგან ვიტყვი,ყველა ცხოველი მიყვარს იმ ადამიანზე მეტად ვინც უმოწყალოდ ექცევა ცოცხალ არსებას.
ასეთს არც ადამიანის სიყვარული შეუძლია და ამაში დარწმუნებული ვარ.

Posted by: td......... Mar 5 2011, 10:40 PM

teo-
შენ რომ არ გააქტიურებულიყავი, მე მიკი არ მეყოლებოდა დღეს! smile.gif


მე კი ვიტყვი და მიკვირს ხოლმე ამაზე ბევრი რომ იჯაგრება და ილანღება, ადამიანებიც და ცხოველებიც, ფრინველებიც და მცენარეებიც, ყველა=ფერი დედამიწაზე თანაბრად მიყვარს. ვერ ვიტყვი რომ ადამიანს რამენაირად გამოვყოფ. სამტყარ ერთი მთელია და არ მესმის რატომ უნდა მიყვარდეს ჯიხვი, კურდღელზე მეტად... ჩემ მცენარეებს რომლებსაც ბევრ ადამიანზე მეტად ესმით ჩემი, გრძნობენ როგორ ვარ, დარდობენ როდესაც ვტოვებ, რატომ არ უნდა მიყვარდეს მაგალითად ისევე როგორც რომელიმე ჩემი კარგი მეგობარი? რამე დანაშაულია ამაში? არანორმალურობაა? რავიცი..

Posted by: priad ubralo Mar 5 2011, 11:02 PM

td......... Mec eg ar mikvirs!
Ratom unda miyvardes jixvi- kurdgelze metad....
An ratom ar unda miyvardes karkusha- xrushaze metad...,
An...Rad ar dafrinavs spilo!
Rad ar dacuravs mela!
Me vekitxebi yvelas:
Nutu aq isev blena?!.... lol.gif

Posted by: teo- Mar 6 2011, 12:12 AM

Tat უიი შენ ხარ გოგო
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: td......... Mar 6 2011, 11:37 AM

priad ubralo
მელაც დაცურავს,
სპილოც ფრინავს და
შენთან თუ ბნელა
ჩვენთან დილაა.




teo-

მააშ! smile.gif

Posted by: Gopi Mar 9 2011, 09:57 PM

სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ვეგეტარიანელი. ხანდახან მძაფრად შევიგრძნობ რა ბედნიერი ვარ ხორცს რომ არ ვჭამ-თქო. გარშემო უამრავი ხორცისმჭამელი ადამიანი მყავს და ამას ძალიან განვიცდი.

მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?

რაც შეეხება ზემოთ პოსტებში ვიდეოებზე მსჯელობას, ვფიქრობ რომ ვინც ხორცს ჭამს რაც არ უნდა ანახო ასეთი ვიდეოები იმაზე დიდ ხანს არ იმოქმედებს. ასეთი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკლეს მის წინ დადებული გემრიელი ქათამი რომლის შეჭმასაც აპირებს ? biggrin.gif

Posted by: ირმა Mar 9 2011, 11:19 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ 9th March 2011 - 10:57 PM) *
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?

ამ საკითხში მგონი ერთბაშად არ ივარგებს. მგონი ყველაფერი ჯობია ნელა მოხდეს. საფეხურებად...
თუმცა მე არც ვფიქრობ, რომ კვერცხს ან რძძის ნაწარმს არ მივიღებ, მაგრამ მაინც... ვფიქრობ ერთბაშად ორგანიზმს არ უნდა დავაძალოთ ასეთი რამ.

Posted by: Anna Mar 9 2011, 11:51 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ Mar 9 2011, 09:57 PM) *
მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?


კვერცხი გასაგებია, მაგრამ რატომ გინდა რძისა და რძის პროდუქტების აკრძალვა? unsure.gif
ჯერ ერთი რძე არაძალადობრივი გზით მოპოვებული საკვებია და მეორეც - ორგანიზმისთვის სასარგებლო მრავალ ნივთიერებას შეიცავს. ვფიქრობ ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ხილის დიდი მრავალფეროვნებით გაჯერებული საკვების მიღება მოგიწევს იმისათვის, რომ აინაზღაურო რძის პროდუქტების დანაკლისი.

Posted by: kate Mar 10 2011, 12:10 AM

QUOTE(Gopi @ Mar 9 2011, 01:57 PM) *
სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ვეგეტარიანელი. ხანდახან მძაფრად შევიგრძნობ რა ბედნიერი ვარ ხორცს რომ არ ვჭამ-თქო. გარშემო უამრავი ხორცისმჭამელი ადამიანი მყავს და ამას ძალიან განვიცდი.

მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?

რაც შეეხება ზემოთ პოსტებში ვიდეოებზე მსჯელობას, ვფიქრობ რომ ვინც ხორცს ჭამს რაც არ უნდა ანახო ასეთი ვიდეოები იმაზე დიდ ხანს არ იმოქმედებს. ასეთი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს როგორ მოკლეს მის წინ დადებული გემრიელი ქათამი რომლის შეჭმასაც აპირებს ? biggrin.gif

ძალიან კატეგორიული განაცხადია და ამ კატეგორიულობაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმები.
მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ვეგეტარიანელები არ არიან მაგრამ სულიერი განვითარებით გაცილებით მაღლა დგანან ვიდრე მე და შენ(ზოგადად ვამბობ). ასევე ვიცნობ ბუნებრივ ვეგეტარიანელს, უფრო სწორედ ვიგენს რომლისთვისაც არაფერი მატერიალურის გარდა არ არსებობს.
ტიბეტშიც არის მიმდინარეობა, სახელი არ მახსოვს, რომლებიც როგორც ამბობენ შამბალასთანაც არიან კავშირში მაგრამ ვეგეტარიანელები არ არიან, ისინი თვლიან რომ ამ ცხოველების და ფრინველების ფუნქცია სხვათა გამოკვებაა და ეს მათაც იციან. უბრალოდ თავის ფუნქციას ასრულებენო, მცენარეებსაც ისევე ცოცხალ არსებად თვლიან როგორც ცხოველებს და ამბობენ - როცა ქორფა მწვანილს, ახალმოკრეფილ ბოსტნეულს ან ხილს მივირთმევთ უბრალოდ არ გესმით მათი ტკივილი და ყვირილი, თორემ ისინიც ყველაფერს გრძნობენ, მაგრამ ეს სამყაროა თვითონ ასეთი ერთის არსებობისათვის მეორე უნდა განადგურდეს, თავიდანვე ასეა შექნილი და ამ სამყაროში სხვანაირად ანუ ისე რომ ვინმე ან რამე არ დააზიანო ვერ იარსებებ, აქ არ არსებობს ისეთი ფორმა მის არსებობას რამე რომ არ ეწირებოდეს.
მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიხარია ახლანდელი ტენდენცია ვეგეტაიანელობისა, ვთვლი რომ ეს არჩევანია და არა აუცილებლობა და ვერავის ნამდვილად ვერავის ვერ განვსჯი იმისთვის ვისაც ეს არჩევანი არ გაუკეთებია, თუმცა მთელი სულით და გულით მივესალმები და ვულოცავ ყველას ვინც შეძლო

Posted by: td......... Mar 10 2011, 01:24 AM

QUOTE(kate @ 10th March 2011 - 12:10 AM) *
ვთვლი რომ ეს არჩევანია და არა აუცილებლობა და ვერავის ნამდვილად ვერავის ვერ განვსჯი იმისთვის ვისაც ეს არჩევანი არ გაუკეთებია, თუმცა მთელი სულით და გულით მივესალმები და ვულოცავ ყველას ვინც შეძლო

kate
მეც ასე ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეგეტარიანელობა შემთხვევამ განაპირობა, რომელიც ალბათ ზეგარდმო გაწეული დახმარება იყო, იმ გზაზე რომ ეს არჩევანი გამეკეთებინა.. გავაკეტე არჩევანი, და დავანებე თავი ხორცის მიღებას, თუმცა ბევრი დრო გავიდა, სანამ თევზის მირთმევაზეც უარს ვიტყოდი, ეს უკვე შეგნებული არჩევანი იყო.. ასე , რო ნამდვილად ეს არჩევანია, ვინაიდან ის სამყარო სადაც სიკვდილი არ არსებობს დიდი ხნის წინ დავტოვეთ და მოვხვდით სამყაროში სადაც სიცოცხლე და სიკვდილი გვერდიგვერდ ტანაარსებობენ. აქ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ამისათვის ყველანაირი პირობა შექმნილი გვაქვს. ზუსტად ეს მგონია ადამიანის ცხოვრების აზრად, რომ შეიცნოს ტავი, შეიცნოს უფალი საკუთარ თავში, დაიბრუნოს დაკარგული "ედემი" სადაც არ იყო სიკვდილი, აქედან გამომდინარე არავინ არავის არ ჭამდა.

Posted by: kate Mar 10 2011, 04:49 AM

td.........

QUOTE(td......... @ 9th March 2011 - 05:24 PM) *
გამომდინარე არავინ არავის არ ჭამდა.

საქმეც იმაშია რომ აქ ვეგეტარიანელი კი არა ვიგენიც რომ ხარ მაინც "ჭამ"სხვა ცოცხალს. ეს ამ სამყაროს კანონია.
ვეგეტარიანელობაზე ყოველთვის ერთი აზრის ვიყავი, რომ ეს არჩევანია და არასდროს არ მიფიქრია შეგნებულად ვეგეტარიანელი გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა რომ 18 წლიდან იოგათი ვვარჯიშობ. მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ სართოდ არ მინდოდა, უბრალოდ ვეღარ ვჭამე ვერანაირი ხორცი. ჩემთვის ასე იყო, ზოგმა შეგნებულად გადაწყიტა, ზოგი თვლის ხორცის ჭამით არაფერს ცუდს არ აკეთებს, უბრალოდ ყველას არჩევანს პატივს ვცემ როცა სხვა მხვრივ წესიერი ცხოვრებით ცხოვრობენ.

Posted by: ირმა Mar 10 2011, 07:38 AM

kate
მინდა გითხრათ, როგორც ახალ წევრს ამ ფორუმისა ძალიან მახარებს თქვენი პოსტები.

QUOTE(kate @ 10th March 2011 - 05:49 AM) *
ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ სართოდ არ მინდოდა, უბრალოდ ვეღარ ვჭამე ვერანაირი ხორცი.

მე ახალბედა ვეგეტარიანი ვარ და ამ დონემდე თავისთავად მივედი, უბრალოდ შემჯავრდა ხორცი. ჩემს სახში ხორცს ისედაც იშვიათად ვყიდულობდით და მაშინაც არ მინდებოდა ხოლმე ჭამა. მერე ვნახე მეც რომ ვერ ვჭამდი ხორცს. ხოდა დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობ.smile.gif
სანამ ამ დონემდე მივიდოდი, ვფიქრობდი, მაშინ რა უნდა ვჭამოთ მეთქი, ყველაფერი ხომ ცოცხალია. უბრალოდ ხორცი ყველაზე ცუდი საკვებია საკვებთა შორის.

Posted by: kate Mar 10 2011, 07:53 AM

ირმა
მადლობთ

Posted by: Fee Mar 10 2011, 03:08 PM

Gopi
მინდა რომ საერთოდ უარი ვთქვა კვერცხზე და რძის პროდუქტებზე, იმედია მეყოფა ძალა ამისთვის რადგან ''ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია''ო ნათქვამია..
ვინმემ თუ იცით მაინტერესებს რამე ფიზიოლოგიურ მოვლენებს ხომ არ გამოიწვევს ერთიანად რომ ავდგე და შევეშვა რძეს და კვერცხს? ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახება?


ჩემი დაქალი 2 წელია ვეგანია, მანამდე 12 წელი ( თუ არ ვცდები) ვეგეტარიანელი იყო, მშვენივრად გრძნობს თავს, უძალიანჯანმრთელია, ენერგია აქვს შესაშური და ყველას უსურვებ ეგეთ ჯანმრთელობას, მაგრამ მისი კვების რაციონი ძალიან მდიდარია ცილებით და ვიტამინებით, საქართველოში სტუმრად რომ მყავდა რამის დეპრესია დაგვეწყო ორივეს მისი კვების გამო, ბევრი რამ ან საერთოდ არ არის, ან ძალიან ძვირია. ამ ყველაფერს ცოდნა და ფული სჭირდება და თუ გაქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი.........


Anna

ჯერ ერთი რძე არაძალადობრივი გზით მოპოვებული საკვებია


ძალადობრივია იმდენად რამდენადაც ძროხებს ფერმაში წელიწადში 12 მაკეთ ყოფნა და წველა უწევთ, ანუ მათთვის არ არის ეს ბუნებრივი პირობა.

kate გეთანხმები smile.gif

Posted by: Existence Mar 10 2011, 03:18 PM



QUOTE
უძალიანჯანმრთელია
biggrin.gif

Posted by: Fee Mar 10 2011, 03:41 PM

Existence
biggrin.gifbiggrin.gif:D:D:D

ხო ოფი რომ არ გამოვიდეს დავამატებ, საქართველოში არ ვიცი რამდენად დიდი ფერმები გვაქვს, ვფიქრობ არ ისე დიდი, იმიტომ რომ რძეს მაღალი ფასი აქვს, მაგრამ საზღვარგარეთ............. იქ საწყალ ძროხებს გარეთ გასვლის საშუალება არ აქვთ, 24 საათი დგანან ფეხზე და გაუნძრევლობის გამო ეზრდებათ და უდეფორმირდებათ ჩლიქები, ემართებათ 1000 დაავადება და მათ აღმოსაფხვრელად უკეთდებათ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკი. მოწველავენ, გადაადუღ+ გადმოადუღებენ, პასტერიზაციას გაუკეთებენ მალე რომ არ გაფუჭდეს, კიდევ არ ვიცი რეებს დაამატებენ. მერე დალევს კაცი, გონია ჯანმრთელ პროდუქტს მივირთმევო და დასცინებს ვინმე ვეგანს, ვინც ამ ინდუსტრიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ჩემი აზრით ეს ძალადობაა!

Posted by: td......... Mar 10 2011, 07:13 PM

QUOTE(dunduri @ 10th March 2011 - 03:08 PM) *
ძალადობრივია იმდენად რამდენადაც ძროხებს ფერმაში წელიწადში 12 მაკეთ ყოფნა და წველა უწევთ, ანუ მათთვის არ არის ეს ბუნებრივი პირობა.

Fee
მეც მაგ აზრის ვარ , მიუხედავად იმისა, რომ რძეც და რძის ნაწარმიც ძალიან მიყვარს. სულ ვფიქრობ იმ უბედური ხბოების ბედზე, რომლებიც აუცილებლად ხორცის კერძებად იქცევიან ამ რძის წარმოების გამო. თანაც სარძევე ძროხები , ფერმებში ძირიტადად სულ მაკედ არიან და სულ აჩენენ, და თურმე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მოკლეა, რადგან გამოფიტულები და დატანჯულები კვდებიან. მოკლედ საშიელებაა ჩვენი ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ მაინც გვიყვარს ის და ვცდილობთ სილამაზე დავინახოთ ამ ძალადობის ქაოსში.

Posted by: Fee Mar 10 2011, 09:04 PM

td.........
ადრე წავიკითხე მსგავს პირობებში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, ხოლო მათ ხბოებს დედის რძე არასოდეს უჭამიათ. დაბადებისთანავე აშორებენ დედას და აჭმევენ რძისფხვნილის, თევზის ფქვილის, ანტიბიოტიკების და აღარმახსოვს რა ქვია ნაზავს, მათ დაბადებიდანვე რკინის ანემია აქვთ და შესაბამისად დიდხანსაც ვერ ცოცხლობენ sad.gif

რაც შეეხება კვერცხისმდებელ ქათმებს, ისინი კალციუმის ნაკლებობით ( და არა მარტო) იხოცებიან, ამდენი კვერცხის დებისგან კალციუმის ნასახი აღარ აქვთ ორგანიზმში და ძვლები ემტვრევათ.

Posted by: I AM Mar 10 2011, 10:13 PM

kate

QUOTE
18 წლიდან იოგათი ვვარჯიშობ


ვაა, საინტერესოა...

იქნებ ამ თემაში http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1210 გაგვიზიარო საკუთარი გამოცდილება, თუ შეიძლება რათქმაუნდა smile.gif

Posted by: Gopi Mar 11 2011, 06:24 PM

kate

კატეგორიულობა არა უბრალოდ ჩემი სამყაროსეული ხედვაა smile.gif ქრისტიანობაშიც, როცა მარხვის საიდუმლოზეა საუბარი (ფიზიკურზე და არა სულიერზე,ეს სხვა თემაა) ვფიქრობ რომ ყველანაირი ცხოველურის აკრძალვა სწორედ სულიერ განვითარებასთან არის მჭიდრო კავშირში.
რაც შეეხება იმ ხედვას რომ ბალახიც სულიერია და მასაც სტკივა ამას არ ვიზიარებ. და არც ამ აზრს > " აქ არ არსებობს ისეთი ფორმა მის არსებობას რამე რომ არ ეწირებოდეს", ვფიქრობ ადამიანს შეუძლია ისე იცხოვროს რომ მის არსებობას არაფერი შეეწიროს .

Fee

მადლობა, ენთუზიაზმი გაიზარდა biggrin.gif

Posted by: Barmalei Mar 11 2011, 08:29 PM

მითხარით რა კალციუმით მდიდარი პროდუქტი რომელია?

Posted by: Gopi Mar 11 2011, 08:34 PM

მე როგორც ვიცი კვერცხი laugh.gif

Posted by: kate Mar 11 2011, 09:12 PM

Gopi

QUOTE(Gopi @ 11th March 2011 - 10:24 AM) *
აქ არ არსებობს ისეთი ფორმა მის არსებობას რამე რომ არ ეწირებოდეს", ვფიქრობ ადამიანს შეუძლია ისე იცხოვროს რომ მის არსებობას არაფერი შეეწიროს .

შეგიძლია დამისახელო თუნდაც ერთი ასეთი ფორმა?

Posted by: Gopi Mar 11 2011, 09:29 PM

kate


თუნდაც, ტიბეტში ბერები ცხოვრობენ ასეთი ფორმით, მათ არსებობას რაიმე ეწირება ?

Posted by: I AM Mar 11 2011, 09:38 PM

ერთადერთი პრანული კვებაა, რომელსაც არაფრის სიცოცხლე არ ეწირება smile.gif

Posted by: kate Mar 11 2011, 10:23 PM

QUOTE(Gopi @ Mar 11 2011, 01:29 PM) *
kate
თუნდაც, ტიბეტში ბერები ცხოვრობენ ასეთი ფორმით, მათ არსებობას რაიმე ეწირება ?

რა თქმა უნდა ეწირება, მცენარეული სიცოცხლის სახით და ეს მათ კარგად იციან! უბრალოდ სხვანაირად ამ სამყაროში არ არსებობს.

Posted by: kate Mar 11 2011, 10:27 PM

QUOTE(I AM @ Mar 11 2011, 01:38 PM) *
ერთადერთი პრანული კვებაა, რომელსაც არაფრის სიცოცხლე არ ეწირება smile.gif

პრანული კვების დროს საკვებად მართალია არანაირი სიცოცხლე არ ნადგურდება, მაგრამ ყოველდღიური არსებობისათვის სიცოცხლის სხვა ფორმას მაინც იყენებს.

Posted by: kate Mar 11 2011, 10:33 PM

უბრალოდ ის მინდა ვთქვა შენ გაქვს არჩევანი იყო ვეგეტარიანელი ან ვიგენი მაგრამ ის რომ შენ სიცოცხლის არანაირი ფორმა არ შეიწირო არსებობისთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად, შენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, ეს იმ სამყაროს არსებობის კანონია რომელშიც ვცხოვრობთ, თორემ ის რომ ჩვენ შეგვიძლია არსებობის ნაკლებ ძალადობრივი გზა ავირჩიოთ, ამაზე არც ვდავობ

Posted by: Gopi Mar 11 2011, 11:23 PM

ციტატა(kate @ Mar 11 2011, 10:33 PM) *
უბრალოდ ის მინდა ვთქვა შენ გაქვს არჩევანი იყო ვეგეტარიანელი ან ვიგენი მაგრამ ის რომ შენ სიცოცხლის არანაირი ფორმა არ შეიწირო არსებობისთვის შეგნებულად თუ შეუგნებლად, შენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული, ეს იმ სამყაროს არსებობის კანონია რომელშიც ვცხოვრობთ, თორემ ის რომ ჩვენ შეგვიძლია არსებობის ნაკლებ ძალადობრივი გზა ავირჩიოთ, ამაზე არც ვდავობ


ამაში ორი აზრი არაა. ყველა ვცდილობთ ასე თუ ისე მოვირგოთ სამყარო ჩვენებურად,რადგან არ ვიცით რა არის ობიექტური. ( მე მაინც ეგოცენტრულად ვაზროვნებ) მე ავირჩიე ჩემი გზა. მადლობა რომ ამაში მაინც შევთანხმდით smile.gif

Posted by: Fee Mar 12 2011, 12:36 AM

QUOTE(Barmalei @ Mar 11 2011, 08:29 PM) *
მითხარით რა კალციუმით მდიდარი პროდუქტი რომელია?



ყაყაჩოს თესლი ( მგონი საქართველოში ვეღარ იშოვი), სეზამის მარცვლები ( მზესუმზირას რომ გავს, ოღონდ წვრილები რომ არის. საკონდიტროებში იყენებენ), სოიოს მარცვლები, მზესუმზირა, მძე, იოგურტი, ყველი, თხილი, ნუში, ჭინჭარი, პეტრუშკა, კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, ლეღვის ჩირი smile.gif

Posted by: td......... Mar 12 2011, 11:13 AM

QUOTE(kate @ 11th March 2011 - 10:27 PM) *
რანული კვების დროს საკვებად მართალია არანაირი სიცოცხლე არ ნადგურდება, მაგრამ ყოველდღიური არსებობისათვის სიცოცხლის სხვა ფორმას მაინც იყენებს.

QUOTE(kate @ 11th March 2011 - 10:27 PM) *
პრანული კვების დროს საკვებად მართალია არანაირი სიცოცხლე არ ნადგურდება, მაგრამ ყოველდღიური არსებობისათვის სიცოცხლის სხვა ფორმას მაინც იყენებს.

მართალია, სულ რომ არაფერი მიიღო, წყალიც არ დალიო, (რომელიც მილიონობით ცოცხლაი ორგანიზმების კოლონიებს შეიცავს) ადამიანის ორგანიზმში ყოველ წუთას ატასობით ცოხალი ორგანიზმი კვდება, რადგან ჩვენ ვარსებობთ. ეს სამყაროს კანონზომიერებაა. მარტალია ქეთი!

Posted by: natuka Mar 16 2011, 10:37 AM

რაგაც არსებობს რაააა smile.gif) ამ ფორუმზე,რომ მოვხვდი!
რამოდენიმე ხანია ფიქრობდი ხორცზე უარის თქმას.
და ვემზადები ამისთვისsmile.gif
მოწევას 2 კვირა თავი დავანებე. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს ვერ გავიგე.14 წლიანი სტაჟი მქონდა. ვთქვი და თავი დავანებე.
პოლ ბრეგზე რას იტყვით? მე რა გაც მომწონს ეს კაცი. bigarmhug.gif

Posted by: natuka Mar 16 2011, 10:37 AM

რაღაც არსებობს რაააა smile.gif) ამ ფორუმზე,რომ მოვხვდი!
რამოდენიმე ხანია ფიქრობდი ხორცზე უარის თქმას.
და ვემზადები ამისთვისsmile.gif
მოწევას 2 კვირაა რაც თავი დავანებე. საერთოდ რა ხდება ჩემს თავს ვერ გავიგე.14 წლიანი სტაჟი მქონდა. ვთქვი და თავი დავანებე. (ბევრი ფიქრის გარეშე)
პოლ ბრეგზე რას იტყვით? მე რა გაც მომწონს ეს კაცი. bigarmhug.gif

ღირს შიმშილობა?
ლტოლვილთა მინისტრი,რომ არის სახ.გვარ დამავიწყდაა მაგან 10 დღე იშიმშილა მარტო წყალი დალიააა. რას მირჩევთ შიძლება,რომ მომზადების გარეშე მეც გავაკეთო?
როგორ შემიყვარდით ყველააა.ამ ფორუმზე მგონია, რომ ყველა კარგები ხართ!ასეთი შაშინელება ვარ არავის არაფერს არ ვეკითხება, მე ჩემი საქმის უკეთ არ ვიცი???? smile.gif აქ ყველა მიყვარხართ. რეები დავწერე კარგი არ წავშლი!

Posted by: td......... Mar 16 2011, 10:08 AM

natuka
ძალიან კარგი.. :0 აქ როგორც ცანს ყველა ასე ხვდება.. ვინც ეძებს , პოულობს იმას რასაც ეძებსbiggrin.gif პოლ ბრეგზე კი აქ თემაცაა აი :
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1233

წარმატებებს გისურვებ შენს წამოწყებებში ვეგეტარიანელობის და არამწეველობის გზაზე. smile.gif

Posted by: natuka Mar 16 2011, 10:11 AM

ციტატა(td......... @ Mar 16 2011, 10:08 AM) *
natuka
ძალიან კარგი.. :0 აქ როგორც ცანს ყველა ასე ხვდება.. ვინც ეძებს , პოულობს იმას რასაც ეძებსbiggrin.gif პოლ ბრეგზე კი აქ თემაცაა აი :
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1233

წარმატებებს გისურვებ შენს წამოწყებებში ვეგეტარიანელობის და არამწეველობის გზაზე. smile.gif



მადლობააა l_sunny.gif

Posted by: daviti Apr 25 2011, 08:56 PM

+ 1 ვეგეტარიანელი 10-15 წლიანი სტაჯით

Posted by: salome Apr 25 2011, 09:51 PM

კითხვა მაქვს, განსაკუთრებით adamiani - თან : )

იესო ქრისტე ჭამდა თუ არა ხორცს ( თევზს) ?


Posted by: td......... Apr 26 2011, 10:53 AM

QUOTE(salome @ 25th April 2011 - 09:51 PM) *
კითხვა მაქვს, განსაკუთრებით adamiani - თან : )

salome
LOL biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: Atman Apr 27 2011, 01:39 PM

QUOTE(I AM @ 11th March 2011 - 09:38 PM) *
ერთადერთი პრანული კვებაა, რომელსაც არაფრის სიცოცხლე არ ეწირება


ხილი, რძის პროდუქტი, ხორბლეული და მარცვლეული შეგიძლიათ ისე მიირთვათ, რომ არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს "არ მოკლავთ".

პრანულ კვებაზე გადასვლით (რა თქმა უნდა მთლიანად კაცობრიობა ვერ გადავა, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ) სხვა ცოცხალ ორგანიზმებს ვეუბნებით უარს, რომ ევოლუცია განიცადონ. იმიტომ რომ თუნდაც ვაშლის ხე სხვადასხვაგვარ პროგრესს განიცდის იმის მიხედვით - ღორი შეჭამს მის ნაყოფს, ჩვეულებრივი ადამიანი თუ წმინდანი.

ყველა ცოცხალ არსებას უნდა რომ სარგებლობა მოუტანოს სხვებს (გამონაკლისების გარდა). გაიხსენეთ ვაჟას "გველისმჭამელი"...

პრანულ კვებაზე თვითნებურად გადასვლა (ზემოდან "მითითების" გარეშე) მე თუ მკითხავთ სულიერი ეგოიზმია.

ასეთ კვებაზე გადასვლის მეორე მიზეზი შიშია - "ვაითუ მერე საჭმელი აღარ იყოს... "

Posted by: td......... Apr 27 2011, 01:48 PM

QUOTE(atman @ 27th April 2011 - 01:39 PM) *
ხილი

გააჩნია ხილს...ჭიანი თუ შეგხვდა?
QUOTE(atman @ 27th April 2011 - 01:39 PM) *
რძის პროდუქტი,
რომ იცოდე რამდენი ბაქტერია ცხოვრობს რზეში!
QUOTE(atman @ 27th April 2011 - 01:39 PM) *
ხორბლეული და მარცვლეული

რომ დაგეტესა და არ გეწამა გაიზრდებოდა ახალი ...
QUOTE(atman @ 27th April 2011 - 01:39 PM) *
ვაშლის ხე სხვადასხვაგვარ პროგრესს განიცდის იმის მიხედვით - ღორი შეჭამს მის ნაყოფს, ჩვეულებრივი ადამიანი თუ წმინდანი.

ეს რა დაყოფაა... ???


Atman
smile.gif

Posted by: Atman Apr 27 2011, 01:50 PM

td.........

biggrin.gif

Posted by: ირმა Apr 27 2011, 11:43 PM

biggrin.gif biggrin.gif
მოკლედ... biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ ყველა და ყველაფერი განვიცდით ევოლუციას, ია ტაკ დუმაიუ biggrin.gif
თავიდან ადამიანი ვეგეტარიანი კი არა უმ ხორცს ჭამდა, შეხედეთ რას მიაღწია, მგელი გახდა ვეგეტარიანი biggrin.gif
მითხარით რატომ არ შეიძლება განვიცადოთ კიდევ ევოლუცია, მაგ: 10000 წლის მერე დავიწყოთ პრანით კვება?!
აა თუ ვაშლია პრობლემა შეიძლება მგელს დავუთმოთ, იმ პერიოდისათვის მიაღწევს ვეგეტარიანობას laugh.gif
თუმცა 10000 წლის მერე ვაშლი რად გადაიქცევა არავინ იცის biggrin.gif tongue.gif

Posted by: ninka Apr 29 2011, 03:47 AM

სურვილი მაქ შევზღუდო სრულად ხორცის პროდუქტები პირად რაციონში და იქნებ მირჩიოთ მცენარეული პროდუქტები რომლითაც შეიძლება ჩანაცვლება ხორცის თუნდაც იგივე მინერალების შემცველი













Posted by: david6david Apr 29 2011, 03:57 AM

სოია, მუხუდო, ლობიო, ისპანახი.

Posted by: Atman Apr 29 2011, 06:36 AM

ninka

QUOTE(ninka @ 29th April 2011 - 03:47 AM) *
სურვილი მაქ შევზღუდო სრულად ხორცის პროდუქტები პირად რაციონში და იქნებ მირჩიოთ მცენარეული პროდუქტები რომლითაც შეიძლება ჩანაცვლება ხორცის თუნდაც იგივე მინერალების შემცველი


რძის პროდუქტები სრულიად შეგიცვლიან ხორცში შემავალ ნივთიერებებს.

Posted by: salome Apr 29 2011, 01:20 PM

QUOTE(td......... @ Apr 26 2011, 11:53 AM) *
salome
LOL biggrin.gifbiggrin.gif:D

არადა, მგონი სასაცილო არაფერი მიკითხავს : )

Posted by: Simulated Apr 29 2011, 07:34 PM

QUOTE(salome @ Apr 29 2011, 01:20 PM) *
არადა, მგონი სასაცილო არაფერი მიკითხავს : )

არ გაღიზიანდე მას ჩვევია ეს ჩუმი ჩაქირქილებები smile.gif))

Posted by: td......... Apr 30 2011, 12:10 AM

http://www.facebook.com/#!/home.php?sk=group_149124041819717&ap=1


ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერტდით..smile.gif))

Posted by: Atman May 8 2011, 07:00 AM

კარგი ვიდეო ვეგეტარიანელობის შესახებ:

http://www.vedamedia.ru/teleperedachi/ruzov-v-o-v-peredache-shire-okrug-03-05-2011

Posted by: sentimennte May 19 2011, 03:24 PM

ციტატა
"ვაითუ მერე საჭმელი აღარ იყოს... "


ასე მჭირდა მე და ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივიაsmile.gif ეგ კი არადა,ერთ ფორუმზე ეგონათ,ხორცის მჭამელ,ი კახელები ვედური სწორი კვების რეჟიმს ვერ დაიცავენო,მაგრამ,ისეთი აღფრთოვანებულები არიან(ჩემი შედეგით),2 კვირით წავედი და ამ რეჟიმის გადაწერით დავიღალე smile.gif

Posted by: sentimennte May 19 2011, 03:25 PM

ციტატა
"ვაითუ მერე საჭმელი აღარ იყოს... "


ასე მჭირდა მე და ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივიაsmile.gif ეგ კი არადა,ერთ ფორუმზე ეგონათ,ხორცის მჭამელ,ი კახელები ვედური სწორი კვების რეჟიმს ვერ დაიცავენო,მაგრამ,ისეთი აღფრთოვანებულები არიან(ჩემი შედეგით),2 კვირით წავედი და ამ რეჟიმის გადაწერით დავიღალე smile.gif

Posted by: Barmalei Jun 6 2011, 12:37 PM

QUOTE(Fee @ Mar 12 2011, 12:36 AM) *
ყაყაჩოს თესლი ( მგონი საქართველოში ვეღარ იშოვი), სეზამის მარცვლები ( მზესუმზირას რომ გავს, ოღონდ წვრილები რომ არის. საკონდიტროებში იყენებენ), სოიოს მარცვლები, მზესუმზირა, მძე, იოგურტი, ყველი, თხილი, ნუში, ჭინჭარი, პეტრუშკა, კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, ლეღვის ჩირი smile.gif

მადლობა Fee
მარტალი ხარ ყაყაჩოს თესლს ვეღარ იშოვი,რაც იყო სულ მოიხმარეს.

Posted by: ანანდა Jun 16 2011, 11:35 AM

ძალიან სასიხარულოა ამდენი ვეგეტარიანელის ხილვა!

ამ ადამიანებს მინდა შევთავაზო იდეა –შეიქმნას ვეგეტარიანელთა საზოგადოება, ან კლუბი, თავისი ვეგეტარიანული კაფეთი (თუ გახსოვთ "ცეკავშირის" შენობის ქვეშ რომ იყო "ლოტოსი")

Posted by: natuka Jun 16 2011, 01:26 PM

ციტატა(haeri @ 16th June 2011 - 11:35 AM) *
თუ გახსოვთ "ცეკავშირის" შენობის ქვეშ რომ იყო "ლოტოსი")


მე მაშინ არ ვიყავი ვეგეტარიანელი. ახლაც მთლად არ ვარ. ხანდახან ... smile.gif თუმცა აი მოვიდა ზაფხული და...

Posted by: td......... Jun 16 2011, 08:22 PM

F.B ზე არის ჯგუფი...

http://www.facebook.com/#!/home.php?sk=group_149124041819717&ap=1

Posted by: Ceeport Jun 17 2011, 11:42 PM

ამას უყურეთ :

http://www.youtube.com/watch?v=R4YX_iVWIe0&feature=player_embedded#at=766

Posted by: td......... Jun 18 2011, 11:32 AM

Ceeport
ეჰ , მაგაზე იმდენი კრიტიკა დავიმსახურე, რა უჟასებს ავრცელებო...

რამდენი სისასტიკეა გარშემო..sad.gif

Posted by: Shou Jun 18 2011, 01:07 PM

ჰმმ, ეხლა გადავხედე პოსტებს და ის გამახსენდა რომ ვეგეტერიანელი ამ ფორუმზე მოსვლის შემდგომ გავხდიsmile.gif

Posted by: natuka Jun 18 2011, 01:49 PM

ციტატა(Ceeport @ 17th June 2011 - 11:42 PM) *
http://www.youtube.com/watch?v=R4YX_iVWIe0...embedded#at=766

ვინც ხორცს ჭამს ეს ყველაფერი იცის. მერე გეკითხებიან აბა რა უნდა ვჭამოთ? ასეა ადადა და ბაბადანო... ადამიანებისთვისა ყველაფერი გაჩენილიო sad.gif

Posted by: td......... Jun 18 2011, 03:05 PM

natuka
არაა ასე ადადაბაბადან.. და არც ადამიანისთვისაა ყველაფერი გაცენილი.smile.gif თუნდაც ბიბლია რომ აიღო, გარკევვით წერია რისი მირთმევა შეიძლებოდა.. ნაყოფი ხეტაგან და ტავტავნი ბალახტაგან.. smile.gif)

Posted by: natuka Jun 18 2011, 03:28 PM

რა ხდებოდა ლომისობას გენახათ ერთი. მე ფოტოები ვნახე...

Posted by: td......... Jun 18 2011, 04:01 PM

natuka
საშჰინელებაა, მადლობა ღმერთს ალავერდში აიკრძალა, თორე ალავერდობას იქაც სისხლის ზღვა იდგა ხოლმე..

Posted by: ანანდა Jul 27 2011, 12:30 PM

ძალიან კარგი რეცეპტებია ვეგეტარიანელებისთვის

http://youryoga.org/food_of_gods.htm

Posted by: Stoned Aug 27 2011, 11:32 AM

ხალხო ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს
რამდენიმე თვეა ხორცი არ მიჭამია და შევამჩნიე რომ მეხსიერება საგრძნობლად გამიუარესდა და კონცენტრაციაც მიჭირს. შეიძლება ხორცის უჭმელობით იყოს გამოწვეული? :შ:შ

Posted by: Gopi Aug 27 2011, 01:19 PM

Stoned

კი, შეიძლება. ყველა ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. მე ჩემმა ექიმმა გამაფრთხილა კბილების პრობლემა დაგეწყებაო(ანუ ძვალზე აისახებაო,) მეხსიერებაზე არაფერი უთქვამს.

Posted by: ირმა Aug 27 2011, 08:59 PM

არ გამიგია მეხსიერებაზე იმოქმედოს, მგონი პირიქით მეხსიერება უმჯობესდება მაგ დროს... ჩემზე იმოქმედა უხორცობამ ცუდად... ფერი აღარ მედო და ძალები, მოკლედ იძულებული ვარ ხანდახან ისევ ვჭამო, როგორც ჩანს უდროობის გამო სწორი კვების ფორმებს ვერ ვიცავდი, არ ვჭამდი საკმარისად, რაც ხორცის აუცილებლობას შემიცვლიდა. არადა 9 თვე არ მქონდა ნაჭამი sad.gif
ჯერ არ ვყოფილვარ მზად ამისათვის.

Posted by: Fee Aug 27 2011, 09:12 PM

QUOTE(Stoned @ Aug 27 2011, 12:32 PM) *
ხალხო ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს
რამდენიმე თვეა ხორცი არ მიჭამია და შევამჩნიე რომ მეხსიერება საგრძნობლად გამიუარესდა და კონცენტრაციაც მიჭირს. შეიძლება ხორცის უჭმელობით იყოს გამოწვეული? :შ:შ


როგორც ვიცი B ვიტამინების ნაკლებობა მოქმედებს მეხსიერებაზე ცუდად და ალბათ არამარტო ამ ვიტამინების smile.gif მენიუ უნდა შეარჩიო კარგად smile.gif

ისე ექიმებს რომ უსმინო ყველა ავადმყოფობის მიზეზი, რომელიც ვეგეტარიანელს შეიძლება დაემართოს სწორედ ხორცის აკრძალვაა biggrin.gif

Posted by: td......... Aug 27 2011, 09:36 PM

რავიცი, 17 წლიდან ვეგეტარიანელი ვარ, მზარდი ორგანიზმისთვის ზიანი უნდა მიეყენებია ვეგეტარიანელობას, მითუმეტეს მანამდე მაგარი ხორცისტი ვიყავი... უცებ შევწყვიტე მისი მიღება. არც მეხსიერებას ვუჩივი, მხედველობა 100% მაქვს, კბილებს რაც შეეხება, დაბადებიდან მაქვს კალცის ნაკლებობა და რაც ტავი მახსოვს კბილი სექიმი ჩემი გამუყრელი ტემაა..2 ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე და გადასარევად ვგრძნობ თავს 21 წლის განმავლობაში რაც ვეგეტარიანელი გავხდიbiggrin.gifbiggrin.gif არადა კალცის ნაკლებობა და ანემია დაბადებიდან მქონდა, ეხლა გემოგლობინი ნორმალური მაქვს, არც ორსულობის დროს მქონია პრობლემები..smile.gif

Posted by: Stoned Aug 28 2011, 02:06 PM

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის smile.gif გავითვალისწინებ ყველაფერს აუცილებლად

Posted by: tikoroma Aug 28 2011, 07:07 PM

Stoned
მეხსიერების ნაკლებობას მეც ვუჩივი, მაგრამ არ ვიცი უხორცობას დავაბრალო თუ არა. smile.gif

Posted by: Barmalei Aug 29 2011, 01:00 AM

ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება გაქვთ ვეგეტარიანელობა არ მოგიხდებათ smile.gif
ხორცის არ ჭამა ლიბიდოს აქვეითებს.

Posted by: td......... Aug 29 2011, 08:25 PM

რას აღარ მოიგონებენbiggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: Atman Aug 29 2011, 09:07 PM

Barmalei

QUOTE(Barmalei @ 29th August 2011 - 01:00 AM) *
ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება გაქვთ ვეგეტარიანელობა არ მოგიხდებათ
ხორცის არ ჭამა ლიბიდოს აქვეითებს.


ნაწილობრივ მართალია, მაგრამ თუ მაინცამაინც ლიბიდოს მომატება გინდათ ვეგეტარიანელებს, მაგის მცენარეული საშუალებებიც არსებობს wink.gif

Posted by: Fee Sep 4 2011, 10:21 AM

QUOTE(Atman @ Aug 29 2011, 10:07 PM) *
Barmalei
ნაწილობრივ მართალია, მაგრამ თუ მაინცამაინც ლიბიდოს მომატება გინდათ ვეგეტარიანელებს, მაგის მცენარეული საშუალებებიც არსებობს wink.gif


ადრე საპირისპიროს ამტკიცებდი smile.gif და რა ახსნა აქვს? თუ არ გეზარება.

Posted by: td......... Sep 4 2011, 04:41 PM

ციტატა(atman @ 29th August 2011 - 09:07 PM) *
ვისაც აქტიური სექსუალური ცხოვრება გაქვთ ვეგეტარიანელობა არ მოგიხდებათ
ხორცის არ ჭამა ლიბიდოს აქვეითებს.


ნაწილობრივ მართალია, მაგრამ თუ მაინცამაინც ლიბიდოს მომატება გინდათ ვეგეტარიანელებს, მაგის მცენარეული საშუალებებიც არსებობს wink.gif

მაგარი ტყუხაა და ტყუილი...tongue.gif

Posted by: Barmalei Sep 4 2011, 05:19 PM

QUOTE(td......... @ Sep 4 2011, 04:41 PM) *
მაგარი ტყუხაა და ტყუილი...tongue.gif

არადა ამ დროს 100% სიმართლე წერია

Posted by: vano kazbegi Sep 4 2011, 06:02 PM

ბავშვობიდან ხორცის მჭამელი არ ვყოფილვარ, ისე ვეგეტარიანი არ ვიყავი, მაგრამ, როგორც ხორცი არ მიყვარდა.
ღორის ხორცის გემო, 2007 წელს პირველად ვიგემე.- ძალიან გემრიელი ყოფილა და მამაჩემი საერთოდ არ ჭამდა ღორის ხორცს.
ხორცის ჭამა 1987წელს დავიწყე, პირველი ხბო და მერე კურდღელი და ა.შ.
ცხოველები ყველა სახეობა მიყვარს, აგრეთვე ქვეწარმავალი, ფრინველები და ჭიაღუები - რა ვიცი ყველა არსება მიყვარს.
ხელში დამიჭერია გველი, ტარაკანა, თაგვი და ა.შ. რეაქსია არაფერში არ მაქვს. ამ ყველაფერში-დედაჩემის დამსახურებაა რომ,გიყვარდეთ ბუნება მისი ქმნილება.
ბავშვობაში, ყველა არსებას ვიჭერდი , მერე ცოცხლად დავაბრუნებდი.
იმდენად მიყვარს ყველა,არსება-ზოოპარკში მუშაობაზე დავთანხმდებოდი.


Posted by: td......... Sep 4 2011, 07:41 PM

Barmalei
არაა ეგრე.. smile.gif შეიძლება ეგ ვეგანობას ეხებოდეს, მაგრამ ვეგეტარეანელობას არ ეხება არანაირად..smile.gif

Posted by: td......... Sep 4 2011, 07:43 PM

vano kazbegi
მეც ყველა ცოცხალი არსების მიმართ ეგრე ვარ.. არცერთის არ მეშინია და მითუმეტეს არ მეზიზღება... ზოოპარკში მუშაობაზე ბავშვობაში ვოცნებობდი, ეხლა კი ჩემი ოცნებაა ჩვენი ზოოპარკი ან გადაკეთდეს ისე როგორც შეეფერება ნამდვილ ზოოლოგიურ პარკს ან გაუქმდეს.. ის რაც ჩვენთანაა ცხოველების დაცინვაა და წამება.

Posted by: vano kazbegi Sep 4 2011, 08:38 PM

QUOTE(td......... @ Sep 4 2011, 07:43 PM) *
vano kazbegi
მეც ყველა ცოცხალი არსების მიმართ ეგრე ვარ.. არცერთის არ მეშინია და მითუმეტეს არ მეზიზღება... ზოოპარკში მუშაობაზე ბავშვობაში ვოცნებობდი, ეხლა კი ჩემი ოცნებაა ჩვენი ზოოპარკი ან გადაკეთდეს ისე როგორც შეეფერება ნამდვილ ზოოლოგიურ პარკს ან გაუქმდეს.. ის რაც ჩვენთანაა ცხოველების დაცინვაა და წამება.

ცხოველების დაცინვა და წამება- კი, ნამდვილად გეთანხმები.

Posted by: Fee Sep 7 2011, 07:24 PM

QUOTE(td......... @ Sep 4 2011, 08:43 PM) *
vano kazbegi
მეც ყველა ცოცხალი არსების მიმართ ეგრე ვარ.. არცერთის არ მეშინია და მითუმეტეს არ მეზიზღება... ზოოპარკში მუშაობაზე ბავშვობაში ვოცნებობდი, ეხლა კი ჩემი ოცნებაა ჩვენი ზოოპარკი ან გადაკეთდეს ისე როგორც შეეფერება ნამდვილ ზოოლოგიურ პარკს ან გაუქმდეს.. ის რაც ჩვენთანაა ცხოველების დაცინვაა და წამება.

+111111111111111

Posted by: Fee Sep 7 2011, 07:26 PM

+ ზოოპარკზე იყო ნაგულისხმევი, ისეკი ყველა ცხოველი მიყვარს, მაგრამ ზოგის მეშინია კიდევაც biggrin.gif აი მაგალითად ძროხის მეშინია პატარაობიდან, წითელი მაისური მეცვა როცა დამაშინეს და მას მერე მეშინია biggrin.gif ცხენისაც მეშინოდა, მაგრამ ამ ზაფხულს დავძლიე smile.gif

Posted by: vano kazbegi Sep 7 2011, 07:58 PM

QUOTE(Fee @ Sep 7 2011, 07:26 PM) *
+ ზოოპარკზე იყო ნაგულისხმევი, ისეკი ყველა ცხოველი მიყვარს, მაგრამ ზოგის მეშინია კიდევაც biggrin.gif აი მაგალითად ძროხის მეშინია პატარაობიდან, წითელი მაისური მეცვა როცა დამაშინეს და მას მერე მეშინია biggrin.gif ცხენისაც მეშინოდა, მაგრამ ამ ზაფხულს დავძლიე smile.gif

ძროხაზე გამახსენდა-
წითელ-ფერში გამგზავნა მშობლებმა სკოლაში- არ მახსოვს ზეიმი იყო მგონი და ერთმა რქიანმა ძროხამ მიმაკედლა თავის რქიანად- არავინ იყო რომ დამეხმაროთ, ყვირივარ მისველეთ და კაციშვილი არ იყო გარეთ.
ბოლოს კაი გემოზე თვალში მოვახვედრე ხელის გული და შეშინებულმა დამანება თავი... მე კი მისი მეშინოდა.
თავიდან ვერ ვხვდებოდი თუ რატომ მებრძოდნენ ხბოები.

Posted by: Barmalei Sep 8 2011, 01:08 AM

QUOTE(td......... @ Sep 4 2011, 07:41 PM) *
Barmalei
არაა ეგრე.. smile.gif შეიძლება ეგ ვეგანობას ეხებოდეს, მაგრამ ვეგეტარეანელობას არ ეხება არანაირად..smile.gif

გინახავს რომელიმე თემაში ვპრაფესორებდე? biggrin.gif

Posted by: td......... Sep 8 2011, 09:31 PM

ციტატა(Barmalei @ 8th September 2011 - 01:08 AM) *
გინახავს რომელიმე თემაში ვპრაფესორებდე? biggrin.gif

Barmalei
ეგ რას გულისხმობ? biggrin.gif

Posted by: ანანდა Nov 9 2011, 11:09 AM

მეგობრებო თბილისში კანდელაკის ქუჩაზე (ავერსის კლინიკის ჩასახვევთან) გაიხსნა ვეგეტარიანული კაფე ”ლოტოსი” ინდიან ფოოდს!

შეგიძლიათ ეწვიოთ! მე პირადად არ ვყოფილვარ მანქანით ჩამოვიარე-თუმცა გაჩერება დამეზარა

Posted by: td......... Nov 9 2011, 06:45 PM

ანანდა
ვეწვევი აუცილებად! smile.gif

Posted by: მზეონა Nov 9 2011, 06:46 PM

ვაშაააააა smile.gif ეს რა გამახარეთ, ლოტოსის კაფეში მინდაააა biggrin.gif

Posted by: td......... Nov 9 2011, 06:51 PM

ციტატა(მზეონა @ 9th November 2011 - 06:46 PM) *
ლოტოსის კაფეში მინდაააა

მზეონა
წავიდეტ! ერტ-ერტი სჰეკრება იქ გავმარტოტ!:D

Posted by: Lashapoli Nov 9 2011, 11:09 PM

QUOTE(td......... @ Nov 9 2011, 07:51 PM) *
მზეონა
წავიდეტ! ერტ-ერტი სჰეკრება იქ გავმარტოტ!:D

ხო სხვა შეკრებებზე ხო პირველი მოდიოდი ))))

Posted by: ანანდა Nov 10 2011, 12:56 PM

QUOTE(td......... @ Nov 9 2011, 06:51 PM) *
მზეონა
წავიდეტ! ერტ-ერტი სჰეკრება იქ გავმარტოტ!:D



კარგი იდეაა!

Posted by: td......... Nov 10 2011, 08:38 PM

Lashapoli
კაი რას მაშაყირებ, ძალიათ არაფერს ვაკეთებ, ხან არ მეცალა, ხან არ მინდოდა.. ვინც მინდოდა ყველა გავიცანი ;P ხოდა იქ თუ წავალთ წამოვალ!:))

Posted by: Lashapoli Nov 10 2011, 09:27 PM

QUOTE(td......... @ Nov 10 2011, 09:38 PM) *
Lashapoli
კაი რას მაშაყირებ, ძალიათ არაფერს ვაკეთებ, ხან არ მეცალა, ხან არ მინდოდა.. ვინც მინდოდა ყველა გავიცანი ;P ხოდა იქ თუ წავალთ წამოვალ!:))

კაი არ გაშაყირებ (ნუ ცოტათი კი) biggrin.gif ისე ოღონდ შენ გიხილოთ დღის შუქზე და რავა ამოვიღებ ხმას ))))

Posted by: Ever Nov 10 2011, 09:35 PM

QUOTE
ვინც მინდოდა ყველა გავიცანი

http://yoursmiles.org/s-sad.php?page=

Posted by: td......... Nov 10 2011, 09:46 PM

Ever
რატო მოიწყინე, smile.gif) რიგრიგობით გავიცანი ისინი, ეხლა თქვნეი გაცნობა მინდა, მარა აგერ ლაშა მაშაყირებს...

Posted by: td......... Nov 10 2011, 09:47 PM

ციტატა(Lashapoli @ 10th November 2011 - 09:27 PM) *
ღონდ შენ გიხილოთ დღის შუქზე და რავა ამოვიღებ ხმას

Lashapoli

აუFF რა პატივია! smile.gif) ნეტა რა ჯანდაბად გინდა ჩემი ხილვა!

Posted by: Ever Nov 10 2011, 09:58 PM

QUOTE
მარა აგერ ლაშა მაშაყირებს..

ლაშას მე დაველაპარაკები yes.gif

ლაშაპოლი გამოდი აბა გვერდზე kos.gif

biggrin.gif


Posted by: Lashapoli Nov 10 2011, 11:21 PM

QUOTE(td......... @ Nov 10 2011, 10:47 PM) *
Lashapoli

ნეტა რა ჯანდაბად გინდა ჩემი ხილვა!

კაი ეხლა არმინდა ეს თურქული თავმდაბლობა biggrin.gif
ხო არ შემარჩინოთ ეხლა დახვეწილი იუმორის გამოვლინება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Qocho Nov 10 2011, 11:37 PM

ციტატა(haeri @ 9th November 2011 - 11:09 AM) *
მეგობრებო თბილისში კანდელაკის ქუჩაზე (ავერსის კლინიკის ჩასახვევთან) გაიხსნა ვეგეტარიანული კაფე ”ლოტოსი”

წავიდეთ smile.gif
თავისუფლებაზე რომ იყო მაშინ ვიყავი ერთხელ, მაგრამ მაინცდამაინც არ მომეწონა საჭმელები. ნინუკალამ მითხრა ძალიან კარგი წვენები ქონდათო smile.gif

Posted by: td......... Nov 11 2011, 08:56 AM

ციტატა(Qocho @ 10th November 2011 - 11:37 PM) *
თავისუფლებაზე რომ იყო მაშინ ვიყავი ერთხელ, მაგრამ მაინცდამაინც არ მომეწონა საჭმელები. ნინუკალამ მითხრა ძალიან კარგი წვენები ქონდათო smile.gif

თAვისუფლებაზე ვყოფილვარ და რატომღაც სულ ტარაკნების საზოგადოებაში გვიწევდა საჭმელ-სასმელის მირთმევა.. ნუ ზოგადად ტარაკნებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ცოტა არაორდინალურიდ მეჩვენებოდა, თუმცა იმ დროს უხდებოდა კიდეც..smile.gif)


Lashapoli
თურქული არა სპარსული! ) სპარსული თავმდაბლობაა...

Posted by: ანა Nov 11 2011, 12:49 PM

მე მაინტერესებს 21 წლის ასაკამდე თუ ადამიანი შეჩვეულია ხორცს, მისთვის თავის დანებება ხომ არ მოუტანს ზიანს ორგანიზმს რაიმე ნივთიერების ნაკლებობა. ვიცნობ ვეგეტარიანელებს და ამბობენ რომ ორგანიზმი გაეწმინდათ და უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ვის უნდა კითხო ჯანმრთელობაზე ზუსტი პასუხი რომ მიიღო არ ვიცი... ბიბლიაში წერა ჭამეთ კალიებიო.. მმ.

მინდა გავხდე ვეგეტარიენელი, მინდა ვიყო უფრო ჯანმრთელი, მირჩიეთ დასაწყისისთვის რამე smile.gif

Posted by: ანანდა Nov 11 2011, 01:54 PM

QUOTE(ანა @ Nov 11 2011, 12:49 PM) *
მე მაინტერესებს 21 წლის ასაკამდე თუ ადამიანი შეჩვეულია ხორცს, მისთვის თავის დანებება ხომ არ მოუტანს ზიანს ორგანიზმს რაიმე ნივთიერების ნაკლებობა. ვიცნობ ვეგეტარიანელებს და ამბობენ რომ ორგანიზმი გაეწმინდათ და უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ვის უნდა კითხო ჯანმრთელობაზე ზუსტი პასუხი რომ მიიღო არ ვიცი... ბიბლიაში წერა ჭამეთ კალიებიო.. მმ.

მინდა გავხდე ვეგეტარიენელი, მინდა ვიყო უფრო ჯანმრთელი, მირჩიეთ დასაწყისისთვის რამე smile.gif


ძალიან ძნელია ამ სფეროში ვინმეს რამე ურჩიო უთხრა რომ გახდეს ვეგეტარიანელი!( ეს თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია!) ზიანის და ჯანმრთელობის შესახებ უფრო რთულია რამეს თქმა თანაც ეს დელიკატური საკითხია. . .მედალს ორი მხარე აქვს!

ისე, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთი თვით ინდივიდის განწყობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას და მეორე საზოგადოების ზემოქმედება თითონ სუბიექტზე! (ოჯახი , მეგობრები, გარემო) არის კიდევ სუფთა მატერიალური მხარე რომელიც ვეგეტარიანული საკვების შოვნასთან და მის მომზადებასთანაა დაკავშირებული!
smile.gif

Posted by: td......... Nov 11 2011, 06:30 PM

ანა
ვერაფერს გირჩევ, ანანდამ სწორი თვქ ეს ყველას პირადი არცევანია დ ამან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე 20 წელია ვეგეტარიანელი ვარ, 18 წლისამ დავანებე ხორცის ჭამას ტავი, თანაც მანამდე საკმაოდ ხორცისტი ვიყავი და დაბადებიდან კალციუმის ნაკლებობა მაქვს, ისე, რომ მწარე, კალციუმის ქლორიდის გახსენებაზე ეხლაც ნერწყვები მომდის ხოლმე..smile.gif 2 წელია რაც თევზსაც არ ვჭამ, მანამდე მხოლდო თევზის ხორცს ვჭამდი. ბოლო დროს კვერცხის გემოც მაღიზიანებს და ფაქტურად მხოლოდ ნამცხვარში თუ ვღებულობ..

მყავს 2 ძალიან ჯანმრთელი შვილი. ორივე ვეგეტერიანულად ვატარე მუცლით 9 თვე. არანაირი გართულება და ტოკსიკოზები არ მქონია. გავაჩინე ასევე ბუნებრივად და ერთს წლამდე , ხოლო მეორეს 2 წლამდე ძუძუთი ვკვებავდი, ასე რომ ეს პერიოდი ისინიც ვეგეტარიანელები იყვნენ.smile.gif ბავშვებს არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ ზრდაში და განვითარებაში. ეხლა ვეულებრივად იკვებებიან, მაგრამ უფროსს (11 წლისაა) დიდი სურვილი აქვს იყოს ვეგეტარიანელი. პერიოდულად მარხულობს ხოლმე და ეს ძალიან მოსწონს, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებზე უარს ვერ ამბობს და იძახის რომ გავიზრდებიი ნელა-ნელა დავანებებ თავსო. ეს ჩემი აგიტაციით არ ხდება. პირიქით ვეუბნები რომ მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს. ეს იმის შემდეგ მოუნდა რაც გაიგო თუ როგორი გზით მოიპოვება ხორცის პროდუქტები, მისი საყვარელი ძეხვი და სოსისი.. smile.gif ასე რომ თუ სერიოზულად გადაწყვეტ მემგონი არაფერი იქენბა საპრობლემო. ზოგადად დამტკიცებულია, რომ შიმშილი და ვეგეტარიანელობა, ნაკლები კალორიულობის მიღება ნორმაზე, გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის ვიდრე , მედიცინის თვალსაზრისით სავსე რაციონით კვება. აბა დაუკვირდი ავად როცა ხარ რატომ არ გინდა ჭამა? ან ცხოველები რატომ შიმშილობენ როცა ცუდად არიან? ეს ბუნებრივია. ორგანიზმი ზოგავს ენერგიას დაავადებასთან საბრძოლველად და თანაც წმენდსს თავი თავს. smile.gif შეიძლება თვიდან სისუსტე დაგეწყოს , სანამ ორგანიზმი გადაეწყობა, თუმცა ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური მომენტები მგონია. მე არაფერი მსგავსი არ მჭირდა. ერთკვირიანი შიმშილობაც გამიკეთებია და გაცილები უკეთ ვიყავი ვიდრე სხვა დროს.smile.gif ისე არაა აუცილებელი ერთბაშად უარი თქვა ყველაფერზე. ეს ეტაპობრივად ხდება. ესე უფრო მარტივია და უკეთ გაიაზრებ რას აკეთებ.smile.gif

Posted by: td......... Nov 11 2011, 06:33 PM

ციტატა(haeri @ 11th November 2011 - 01:54 PM) *
არის კიდევ სუფთა მატერიალური მხარე რომელიც ვეგეტარიანული საკვების შოვნასთან და მის მომზადებასთანაა დაკავშირებული!

ანანდა
მართალია, მაგრამ ემ სულ არ ვზრუნავ ჩემს საკვებზე.. და გადასარევადაც ვიკვებები...ბოსტნეული ყოველთვის იშოვნება და გაცილებით იაფია ვიდრე სხვა პროდუქტებიsmile.gif მითუმეტეს თუ დრო გაქვს იმისთვის რომ თავი გაინებივრო მაგარი რამეების გაკეთება შეიძლება,აი რძის ნაწარმი უფრო ძვირია.. მე სულ ცაიტნოტში ვარ და ამიტომ რაც მაქვს იმით ვიკვებები ხოლმე smile.gif

Posted by: ანა Nov 11 2011, 07:53 PM

ზოგადად ვთვლი რომ ძალიან დაბინძურებული და არაჯანსაღი მაქვს კვება, ბრეგის წიგნის წაკითხვის შემდეგ "ამხეილა თვალები" და იმის მერე ცოტ-ცოტა ვაქცევ ყურადღებას smile.gif)) კვირაში ერთი დღე ვსვავ წყალს და ძალიან ცოტას ვჭამ, ეს გაწმენდითვის. და ხორცსაც ამოვიღებდი რაციონიდან, რომ ვიცოდე არაფერი დამაკლდება. უბრალოდ "ხორცი აუცილებელია ორგანიზმისთვის"! სლოგანით ვარ გაზრდილი, და ეხლაც იგივეს მიმეორებს დედა smile.gif)) მძაგს მწვადი და აშიშხინებული ხორცი (კი ვჭამხოლმე, მაგრამ მრე ვმძიმდები და ეს სულაც არ მომწონს, თავს ლუარსაბ თათქარიძედ ვგრძნობ). ესთეტიკურადაც და ისეც. ალბათ ახლა რაც საჭიროა, ცალკე თემა და იქ რეცეფტები ბოსტნეულის სასუნავებისთვის curtsey.gif

Posted by: td......... Nov 11 2011, 08:06 PM

ანა
ეგ ლოზუნგი აბსოლუტურად მცდარია. ამაზე უკვე მეცნიერებიც არ დაობენ smile.gif)) თუ რამე დაგაკლდა ყველაფერს აქვს მცენარეული შემცვლელები.smile.gif

Posted by: ანანდა Nov 14 2011, 12:02 PM

QUOTE(td......... @ Nov 11 2011, 06:33 PM) *
ანანდა
მართალია, მაგრამ ემ სულ არ ვზრუნავ ჩემს საკვებზე.. და გადასარევადაც ვიკვებები...ბოსტნეული ყოველთვის იშოვნება და გაცილებით იაფია ვიდრე სხვა პროდუქტებიsmile.gif მითუმეტეს თუ დრო გაქვს იმისთვის რომ თავი გაინებივრო მაგარი რამეების გაკეთება შეიძლება,აი რძის ნაწარმი უფრო ძვირია.. მე სულ ცაიტნოტში ვარ და ამიტომ რაც მაქვს იმით ვიკვებები ხოლმე smile.gif


კი გეთანხმები დღეს ყველანაირი ვეგეტარიანული საკვები მასალ ადვილი მოსაპაოვებელია! აი საჭმლის მომზადებაა ჩემთვის პრობლემა!
ზამთარში ბოსტნეულს ცილები უნდა ჩაენაცვლოს და ეს ცილებია ძნელი ”მოსაპოვებელი” და ძვირი ჯდება (ნიგოზი, კაკალი, სოიო, ლობიო და სხვა)

Posted by: Ever Nov 14 2011, 02:05 PM

მე ფაქტიურად არ ვიღებ ცილებს. არც რძის პროდუქტს ვჭამ და არც ხორცს, მაგრამ არანაირი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია, პრინციპში არასდროს smile.gif
რძის პროდუქტს და კვერცხს ბავშვობიდან არ ვჭამ. ხორცს რამოდენიმე წელია დავანებე თავი. ერთი ორჯერ კი გავიწიე ქათმის ხორცისკენ, მაგრამ მხოლოდ ერთი ორჯერ. ამ ბოლო დროს აღარც ვუყურებ.
მაგრამ ტკბილეულს ვერასოდეს გადავეჩვევი ესე მგონია sad.gif შოკოლადზე არ ვგიჟდები, მაგრამ ფუნთუშები, ნამცხვრები, პეჩენიები... http://yoursmiles.org/t-heart.php?page=4

Posted by: old_man Nov 14 2011, 03:17 PM

Ever
ყავას სვამ?

Posted by: ანა Nov 14 2011, 03:50 PM

Ever

შენ ჰოპპიპოლას ნამცხვარი უნდა გასინჯო smile.gif)))))) რაც ეგ ვიგემე "მაშინ მივხდი რა ტბილია ცხოვრებააააა... " ლა ლალა ))))))))



ჩიზბურგერზე უარი ვთქვი და მხოლოდ ფრი შევაკვეთინე, თქვენ არ იცით ეს რამხელა რამე იყო ჩემთვის

Posted by: ანანდა Nov 14 2011, 03:56 PM

QUOTE(Ever @ Nov 14 2011, 02:05 PM) *
მე ფაქტიურად არ ვიღებ ცილებს. არც რძის პროდუქტს ვჭამ და არც ხორცს, მაგრამ არანაირი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია, პრინციპში არასდროს smile.gif
რძის პროდუქტს და კვერცხს ბავშვობიდან არ ვჭამ. ხორცს რამოდენიმე წელია დავანებე თავი. ერთი ორჯერ კი გავიწიე ქათმის ხორცისკენ, მაგრამ მხოლოდ ერთი ორჯერ. ამ ბოლო დროს აღარც ვუყურებ.
მაგრამ ტკბილეულს ვერასოდეს გადავეჩვევი ესე მგონია sad.gif შოკოლადზე არ ვგიჟდები, მაგრამ ფუნთუშები, ნამცხვრები, პეჩენიები... http://yoursmiles.org/t-heart.php?page=4


სასიამოვნო წასაკითხია! ტკბილეული აუცილებელი საწვავია ვეგეტარიანელებისთვის ოღონდ. . .

Posted by: Ever Nov 14 2011, 05:30 PM

old_man

QUOTE
ყავას სვამ?
არა. 2ჯერ თუ 3ჯერ გავსინჯე და არ მომწონს. სუნიც კი არ მომწონს და აღარ მიჩნდება სურვილი რომ დავლიო http://yoursmiles.org/s-sad.php?page=

ანანდა
QUOTE
ტკბილეული აუცილებელი საწვავია ვეგეტარიანელებისთვის ოღონდ. . .

ოღონდ თაფლს არ უნდა შეიცავდეს. ალერგია მაქვს თაფლზე.

Posted by: ანა Nov 14 2011, 05:47 PM

Ever

აი

http://www.radikal.ru

ყოვლად უნამუსოდ ვაოფებ, მაგრამ ვისაც ტბილეული უყვარს შეუძლებელია "ქაფქეიქის" ნამცხვარი არ იგემოს.

Posted by: Ever Nov 14 2011, 05:51 PM

ანა

QUOTE
ყოვლად უნამუსოდ ვაოფებ,

ისეთი ფოტო დადე, როგორც ამ განყოფილების მოდერი, გპატიობ biggrin.gif მერე გავასუფთავებ wink.gif
მაცივარში ანანასის ტორტი მეგულება, წავედი მოვინახულებ girl_sigh.gif მოვიმიზეზებ ვითომ იქით მაქვს საქმე

Posted by: ანა Nov 14 2011, 06:02 PM

Ever

შენ გემო უნდა გასინჯო.. რაღაც საოცრებაა girl_sigh.gif ჩემი მეგობრის კომპანიაა "ჰოპპიპოლა" ქაფქეიქების მწარმოებელი საქართველოში პირველი და მმმ.. აი ესეც

http://www.radikal.ru


Posted by: Ever Nov 14 2011, 06:09 PM

ანა
უახლოეს მომავალში შევუკვეთავ აუცილებლად.
გემრიელად გამოიყურება smile.gif

Posted by: td......... Nov 14 2011, 07:15 PM

ციტატა(haeri @ 14th November 2011 - 12:02 PM) *
ზამთარში ბოსტნეულს ცილები უნდა ჩაენაცვლოს და ეს ცილებია ძნელი ”მოსაპოვებელი” და ძვირი ჯდება (ნიგოზი, კაკალი, სოიო, ლობიო და სხვა)

ანანდა მართალია, ვირია..

ისე დიდად არ ვაქცევ რაციონს ყურადღებას.. ცარიელი პურიც ალიან მეგემრიელება ხოლმე..smile.gif თუმცა მე უკვე იმ ასაკში ვარ , როდესაც ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მოარდ ორგანიზმს ბევრად დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება.. თანაც ვეგანი არ ვარ, ამიტომ რძის ნაწარმიდან ვღებულობ ცილებს ძირიტადად.
ეხლა ჩამომიტანეს კაკალი და მთელი ოჯახი წრუწუნებად გადავიქეცით, ძაღლიც კი..biggrin.gif მე მაგ ცილებს მზესუმირა მიცვლის ხოლმე..

Posted by: td......... Nov 14 2011, 07:16 PM

ციტატა(ever @ 14th November 2011 - 05:30 PM) *
სუნიც კი არ მომწონს და აღარ მიჩნდება სურვილი რომ დავლიო

Ever
აი ყავა ძალიან მიყვარს.. კარგი ჩაიც, ლიმონით და უშაქროდ!

Posted by: Ever Nov 14 2011, 09:20 PM

td.........

QUOTE
აი ყავა ძალიან მიყვარს.. კარგი ჩაიც, ლიმონით და უშაქროდ!

ჩაი მეც მიყვარს, აუცილებლად უშაქრო smile.gif

Posted by: td......... Nov 14 2011, 09:48 PM

ჰო ყავაც უშაქროდ! smile.gif

Posted by: Ever Nov 15 2011, 12:52 AM

ყველაფერი უშაქროდ. მიუხედავად იმისა რომ ტკბილი მიყვარს, შაქარი არ მიყვარს. ამიტომ წვენებიც არ მიყვარს. ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს

Posted by: ანანდა Nov 15 2011, 12:22 PM

QUOTE(td......... @ Nov 14 2011, 07:15 PM) *
ანანდა მართალია, ვირია..

ისე დიდად არ ვაქცევ რაციონს ყურადღებას.. ცარიელი პურიც ალიან მეგემრიელება ხოლმე..smile.gif თუმცა მე უკვე იმ ასაკში ვარ , როდესაც ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მოარდ ორგანიზმს ბევრად დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება.. თანაც ვეგანი არ ვარ, ამიტომ რძის ნაწარმიდან ვღებულობ ცილებს ძირიტადად.
ეხლა ჩამომიტანეს კაკალი და მთელი ოჯახი წრუწუნებად გადავიქეცით, ძაღლიც კი..biggrin.gif მე მაგ ცილებს მზესუმირა მიცვლის ხოლმე..


კაკალი და და თხილი კარგია! თუმცა მე მგათი ტეხვის თავი არა მაქვს. მიწისთხილის კარაქს ვყიდულობ (პოპულის ქსელში არის) ძვირია მაგრამ
აუცილებელია!

Posted by: ანანდა Nov 15 2011, 12:32 PM

QUOTE(Ever @ Nov 14 2011, 05:30 PM) *
old_man
არა. 2ჯერ თუ 3ჯერ გავსინჯე და არ მომწონს. სუნიც კი არ მომწონს და აღარ მიჩნდება სურვილი რომ დავლიო http://yoursmiles.org/s-sad.php?page=

ანანდა

ოღონდ თაფლს არ უნდა შეიცავდეს. ალერგია მაქვს თაფლზე.


რაც შეეხება ყავას-ეს ტრანკვილიზატორთა რიგებში შედის და ენერგეტიკული დოპინგია! (მე ყავისტი ვარ, და მომწონს ძვირიანი ყავა-კოფირუმში)

საერთოდ თაფლი, ანტსეპტკია და ამიტომ ცოტა რთული მისაღებია ”იჟოგას იწვევს”

ბუდისტებმა მასწავლეს ყვავილების ჩაი-ძალიან არომატულია! და მწვანე ჩაი სიმინდის თაფლით(ეს ნაკლებ ალერგიულია) smile.gif

Posted by: Zet Nov 15 2011, 09:41 PM

QUOTE
წავიდეთ თავისუფლებაზე რომ იყო მაშინ ვიყავი ერთხელ, მაგრამ მაინცდამაინც არ მომეწონა საჭმელები. ნინუკალამ მითხრა ძალიან კარგი წვენები ქონდათო

ხო მეც არ მომეწონა რო ვიყავი, ნუ იმედი დავითოვოთ რომ ეს კარგი იქნება.



Posted by: Zet Nov 15 2011, 09:48 PM

თუ გინდათ გასწავლი როგორ გახდეთ რესკად სუპერ ჯამრთელი wink.gif

Posted by: Lashapoli Nov 15 2011, 11:49 PM

QUOTE(Zet @ Nov 15 2011, 10:48 PM) *
თუ გინდათ გასწავლი როგორ გახდეთ რესკად სუპერ ჯამრთელი wink.gif

შენ გვასწავლი ზეტ?? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ანა Nov 16 2011, 02:10 AM

დღეს ვჭამე სოსისი. არ მინდაო მაგრამ ისე იყუებოდნენ ტან მდოგვიც იქვე იყო და ვერ მოვითმინე.. თუმცა სულიერად არ მივიღე, მარტო ხორციელად ))) ხოო და, ამ დროს შემომიყვანეს მტრედი! ნამდვილი მტრედი, აი ანი შენო და გამხსენდა ის სიტყვები: "მტრედი ვეგეტრენიაო.." ხო და მოკლედ. მაინც არ ვინანე )) სულ პაწუკა ძეხვუნები იყვნენ

Posted by: td......... Nov 16 2011, 10:56 AM

ციტატა(haeri @ 15th November 2011 - 12:32 PM) *
ყავას-ეს ტრანკვილიზატორთა რიგებში შედის და ენერგეტიკული დოპინგია!



ვერ ვიტყვი , რომ ენერგიას მაძლევს, არომატი მომწონს და გემო... smile.gif

ანა
ციტატა(ანა @ 16th November 2011 - 02:10 AM) *
დღეს ვჭამე სოსისი. არ მინდაო მაგრამ ისე იყუებოდნენ ტან მდოგვიც იქვე იყო და ვერ მოვითმინე.. თუმცა სულიერად არ მივიღე, მარტო ხორციელად ))) ხოო და, ამ დროს შემომიყვანეს მტრედი! ნამდვილი მტრედი, აი ანი შენო და გამხსენდა ის სიტყვები: "მტრედი ვეგეტრენიაო.." ხო და მოკლედ. მაინც არ ვინანე )) სულ პაწუკა ძეხვუნები იყვნენ


მტრედი ვეგეტარიანი არ არის, smile.gif სოსისი კი თუ ჭამ ჭამე, ეგ თავისმართლება რად გინდა? პატარები იყვნენ თუ დიდები? ვეგეტარიენლობა მიზანი არ არის, მთავარია გაიაზრო რა არის ეს და გინდა თუ არა.. ზოგი ბუბებრივადაა ვეგეტარიენლი, ჩემი მეგობერი მაგალითად, დაბადებიდან არ უჭამია არაფერი ცხოველური.. მაგრამ შეგნებით არ არის ვეგეტარიანელი.smile.gif კიდი ღორს დაკლავენ, ძროხას ტუ მთელ ცხოველურ სამყაროს და რას უზამენ არ ადარდებს.. smile.gif

Posted by: ანა Nov 16 2011, 11:18 AM

td.........

არ არის ვეგეტარიანელი? მეგონა მარტო მცენარეებს ჭამდა. ორი ლუკმა იყო, ბევრს ვერაფერს ცუდს ვერ მოუტანდა ორგანიზმს, თუმცა ნებისყოფის გამოცდაცაა თან.

ყოველთვის თვალწინ წარმომიდგენია ის ცხოვრელი, რომელიც სუფრაზე გამოტანილი, მოკლული, გატყავებული, დანაკუწებული. სულ ვფქრობ შვილი ყავდა, ვიღაც უყვრდა და თავისისიცოცხლეში რამე თუ მოასწროთქო. მაგრამ მაინც მივირთმევ, ასეა დაწესებული თითქოს..მმ smile.gif ვნახოთ. გავიზრებ უფრო და ჩამოვყალიბდები smile.gif

Posted by: td......... Nov 16 2011, 03:47 PM

ციტატა(ანა @ 16th November 2011 - 11:18 AM) *
ასეა დაწესებული თითქოს.

ეს ადამიანებმა ჩაინერგეს ტავში, რომ ასეა დაწესებული, რადგან სინდისმა არ შეაწუხოთ! ბევრი ქრისტიანისგან მსმენია, ღმერთმა დაგვიწესაო ასეო.. არადა ბიბლიაში გარკვევით წერია რითი უნდა იკვებოს ადამიანმა, მხოლოდ ხის ნაყოფთაგან და მცენარეთა ტავტავთაგან..smile.gif

Posted by: ანა Nov 16 2011, 04:34 PM

td.........

ბიბლიაში წერია ფეხჩლიქოსნებთო და კალიებითო. 'ახალი აღქმიდან" ასე მახსოვს. სპეციალურად მაინტერესებდა. რბილთათიანებით (კატუნები, ძაღლები ნამდვილად არა )

თუმცა მე, ვაღარებ ზოგჯერ მძას "შეწვარ=მოხრაკულები" თუმცა აღზრდამ დატოვა ტავის კვალი. ვანხოთ. რა იქნება. და როგორ იქნება.

Posted by: Ever Nov 16 2011, 04:53 PM

ყველაზე საშინელება შემწვარი გოჭია. მთლიანად რომ წვავენ და მერე ჭამენ. არასოდეს არ გამისინჯავს და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შევჭამო საწყალი გოჭი.

Posted by: ანა Nov 16 2011, 05:01 PM

Ever

ბავშობიდან რომ ზრდი, საჭელი მიგაქვსხოლმე, სახელს არქმევ და შენ მეგობრად მიგაჩნია... და ერთხელაც, მოვა ახალი წელი და ბებია აიღებს და მოკლავს. მეზობლის კაცები უფრო სწორედ sad.gif(( რა დამავიწყებს როგორ გაჰკიოდა, აივანზე ვიდექი და იქიდან ვუყურებდი. იმ მომენტში მძულდნენ ადამიანები, მაგრამ მაინც ეჩვევი რაღაცნაირად. ერთხელ ბები მამლის დაკვლას მასწავლიდა. თავი მოაჭრა და მთხოვა გამეტანა ეზოს მეორე მხარეს.. დღემდე მახსოვს როგორ მოვკიდე ბიბილიოში ხელი, ტაშტში ტანი იყოდა თვალდახუჭულს მიმქონდა.. მაგრამ ალბათ ასე იყო საჭიროთქო. გავიზრდები და მიხვდები რომ ასეა საჭიროთქო..

Posted by: Ever Nov 16 2011, 05:36 PM

ანა
http://yoursmiles.org/m-sad.php?page= მე ვერ შევძლებდი.
სულ ვსვამდი კითხვას ბავშვობაში, ხორცს რატომ ვჭამთთქო და სულ მესმოდა პასუხი, ღმერთმა იმიტომ შექმნა რომ ვჭამოთო. არ მჯეროდა და დღემდე არ მჯერა.
რომ ნადირობენ, მაგაზე ხომ საერთოდ ვკვდები.

Posted by: ანა Nov 16 2011, 06:13 PM

Ever

მამაჩემი თევზაობდა სამსახური რომ დაკარგა პირველ პერიოდში, რამით ხო უნდა გერთო თავი და მეც დავყავდი. დაჭერილ თევზებს მატანდა ბანკაში დასაგროებლად, გამოვივლიდი ორ მეტრს შევხედავდი თუ სუნთქავდა და უკან ვუშვებდი მტკვარში.... თან მამაჩემს ვატყუებდიი არა ცოტა დაიჭირეთქო kos.gif ასე ვიტანჯებოდი მთელი ბავშობა, ჩემს ხედვასა და უფროსების დამოკიდებულებას შორის. ეჰ


Posted by: td......... Nov 16 2011, 06:31 PM

ციტატა(ever @ 16th November 2011 - 05:36 PM) *
ღმერთმა იმიტომ შექმნა რომ ვჭამოთო.

მე მაგას არ ვიზიარებ. ბიბლიურ სამყაროს შექმნას თუ დავეყრდნობით, ჯერ სრულიად სამყარო შეიქმნა და მერე ადამიანი.. ანუ უფრო ლოგიკურია თუ ცხოვეელბი იყოდნენ ამას ჩვენზე..biggrin.gifbiggrin.gif ეს ხუმრობით, ისე კი ადამს და ევას მიეცათ საკვებად ნაყოფი და მარცვლეული. ეს გარკვევით წერია.. ადამიანის დაცემის შემდეგ ალბათ თვითონ ადამიანმა განსაზღვრა რომ ვიღაც შეეძლო მოეკლა და ეჭამა, რადგან მანამდე სიკვდილი რა იყო არ იცოდა(დაცემამდე) ხოდა უპრიანი იქნება ვთქვათ, ადამიანებმა გადავწყვიტეთ , რომ ცხოველები კარგია საკვებად, ჩვენი დაცემული ბუნების გამოო biggrin.gifbiggrin.gif

ეხლა ოლდი და ზეტი გამპუტავენ, ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის! biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Qocho Nov 16 2011, 08:22 PM

ციტატა(ever @ 16th November 2011 - 04:53 PM) *
ყველაზე საშინელება შემწვარი გოჭია


კი, ეგრეა,

ამაზე გამახსენდა, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლა ნერუ საქართველოში ყოფილა კომუნისტების დროს და ''ოთხზე შემწვარი თხა'' შემოუტანიათ სუფრაზე, მოსასულიერებელი გამხდარა კაცი, ჭიანჭველასთვის არ დაუდგამს ფეხი და...
ამხელა კაცი ჩამოდიოდა და მის კულტურაზე არაფერი არ იცოდნენ... huh.gif

Posted by: ანა Nov 17 2011, 06:05 PM

მე ვეგეტარიანელი ვარ

Posted by: td......... Nov 17 2011, 07:03 PM

ანა
გადაწყიტე უკვე? ველქამ!

Posted by: ანა Nov 17 2011, 07:22 PM

td.........

დღეს დედამ მომიტანა ქათმის ჩახოხობილი და რომ შევხედე მივხდი, არ მინდა.

Posted by: Barmalei Nov 18 2011, 12:19 AM

QUOTE(td......... @ Nov 16 2011, 03:47 PM) *
ეს ადამიანებმა ჩაინერგეს ტავში, რომ ასეა დაწესებული, რადგან სინდისმა არ შეაწუხოთ! ბევრი ქრისტიანისგან მსმენია, ღმერთმა დაგვიწესაო ასეო.. არადა ბიბლიაში გარკვევით წერია რითი უნდა იკვებოს ადამიანმა, მხოლოდ ხის ნაყოფთაგან და მცენარეთა ტავტავთაგან..smile.gif

თათ bigarmhug.gif
ეგ ეტყობა ქრისტემ არ იცოდა,თორემ ვეგანი გახდებოდა biggrin.gif

Posted by: td......... Nov 18 2011, 01:38 AM

Barmalei
wink.gif
და რატომ გგონია რომ არ იყო?

Posted by: ანა Nov 18 2011, 02:04 AM

td.........

ქრისტე ჭკვიანუკა იყო,40 დღე შიმშილობდა, სადაც ეგ იცოდა რომ შიმშილობა კარგია დანარჩენსაც მიხვდებოდა smile.gif

Posted by: td......... Nov 18 2011, 03:22 AM

ანა
კაი ერთი!

biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: td......... Nov 18 2011, 03:22 AM

მნიშვნელოვანი ისაა ჩვენ რას ვხვდებით დარას არა, რისი დანახვა გვინდა და რისი არა wink.gif

Posted by: ანა Nov 18 2011, 03:38 AM

QUOTE
ეგ ეტყობა ქრისტემ არ იცოდა,თორემ ვეგანი გახდებოდა
ამას ვუთხარი smile.gif

QUOTE
რისი დანახვა გვინდა და რისი არა


"ადამიანი ის არ არის რაც არის, ადამიანი ის არის რაც თავად უნდა რომ იყოს". საბუნია.. ისე ამ თმეისთვის ერთი კულინიული თემა მიგებათ კაი იქნებოდა. ვეგტარინელურისაჭმელების რეცეპრბებისთვის smile.gif) აშრამში რაც ვჭამე ძალიან მომეწონა, მაგრამ რა იყო ვერ მივხვდი smile.gif

Posted by: td......... Nov 18 2011, 04:18 AM

მიუხედავად ამისა, რომ ეს იცის ადამიანმა მას სჭირდება ყოველტვის ვირაც, ვისაც გადააბრალებს..

Posted by: Barmalei Nov 18 2011, 11:05 AM

QUOTE(td......... @ Nov 18 2011, 01:38 AM) *
Barmalei
wink.gif
და რატომ გგონია რომ არ იყო?

არ იყო, რომ ყოფილიყო მოციქულებიც შეეცდებოდნენ მიებაძათ, ერთ სიტყვას მაინც დაწერდნენ, ქრისტე ვეგანი რომ ყოფილიყო არც უამრავ თევზს დააჭერინებდა თავის მეთევზე მოციქულებს და აუცილებლად ურჩევდა ხალხს თევზი და ხორცი არ ჭამოთო.

Posted by: ანანდა Nov 18 2011, 11:34 AM

ვეგეტარიანელობა ეს ცხოვრების წესია, უფრო ზუსტად კვების კულტურაა! ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს რას მიიღებს საკვებად!

მე ვფიქრობ რომ არგუმენტები ვეგეტარიანელობის მიღების ან მიუღებლობის სასარგებლოდ რომელიმე ”წმინდა წერილიდან” არ უნდა მოვიყვანოთ.

ეს უფრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობის (მისი დამოკიდებულის) გამოხატულებაა ცხოველების დახოცვის და მერე მისი საკვებად გამოყენების მიმართ! ეს მდგომარეობა არ ისწავლება! ეს განიცდება შინაგანად (ენერგეტიკული განზიდულობა) მსგავსი საკვების მიმართ.


სხვა შემთხვევაში ამას არანაირი აკრძალვა არ უშველის!

ვეგეტარიანელი თუ გსურს გახდები. თუ არ გსურს დარჩები არა ვეგეტარიანელი. მე ვფიქრობ რომ აქ არანაირი პრობლემა არაა!

მაქსიმალიზმი ამ სფეროში არასასურველი მგონია!

Posted by: Lashapoli Nov 18 2011, 04:07 PM

QUOTE(ანანდა @ Nov 18 2011, 12:34 PM) *
ვეგეტარიანელობა ეს ცხოვრების წესია, უფრო ზუსტად კვების კულტურაა! ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს რას მიიღებს საკვებად!

მე ვფიქრობ რომ არგუმენტები ვეგეტარიანელობის მიღების ან მიუღებლობის სასარგებლოდ რომელიმე ”წმინდა წერილიდან” არ უნდა მოვიყვანოთ.

ეს უფრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობის (მისი დამოკიდებულის) გამოხატულებაა ცხოველების დახოცვის და მერე მისი საკვებად გამოყენების მიმართ! ეს მდგომარეობა არ ისწავლება! ეს განიცდება შინაგანად (ენერგეტიკული განზიდულობა) მსგავსი საკვების მიმართ.


სხვა შემთხვევაში ამას არანაირი აკრძალვა არ უშველის!

ვეგეტარიანელი თუ გსურს გახდები. თუ არ გსურს დარჩები არა ვეგეტარიანელი. მე ვფიქრობ რომ აქ არანაირი პრობლემა არაა!

მაქსიმალიზმი ამ სფეროში არასასურველი მგონია!

+1111111111111111111111

Posted by: ანა Nov 18 2011, 06:40 PM

კულინარიული თემა მინდა!!! jadoqar.gif

Posted by: Ever Nov 18 2011, 07:37 PM

ანა

QUOTE
კულინარიული თემა მინდა!!!

სამზარეულო გვაქვს http://www.esoteric.ge/forum/index.php?showforum=37 http://yoursmiles.org/t-eat.php?page=1

Posted by: ანა Nov 18 2011, 07:59 PM

მადლობ.


ირაკლი ვეგეტარიანელი არ მგონია ყოფილიყო, თან 16 წლისამ დაწერა, მაგრამ დავდებ მაინც smile.gif


დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .


გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

Posted by: Fee Nov 18 2011, 09:11 PM

ანა "მშვიდი ცურვა"_ში უწერია ნახევრად ვეგეტარიანელი ვარო, ალბათ თევზს მიირთმევდა და ხორცს არა smile.gif

აუ იმდღეს უყურე "თექის ცხვრებზე" და საშინლად შემეცოდნენ, თექაც აღარ მოგინდება რაა sad.gif

Posted by: td......... Nov 18 2011, 09:59 PM

ანანდა
აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მე ის არ მესმის ხორცის სიყვარულს და სხვა არსებების საკვებად მოშენებას უფალს რომ აბრალებენ, მან შექმნა იმისთვის რომ ვჭამოთო. ნადირობით მაინც რომ მოიპოვებდეს ადამიანი, ტანაც თანაბარ პირობებში, სადაც ერთი-ერთზე ხარ ცხოველთან კიდე ჰო.. მარა აი რომ ზრდიან წამებით და მერე ხოცავენ უსასტიკესად და რა ვქნათ ღმერთმა ასე დაგვიწესაო, ეს არ მესმის.. ყველაფერი ქრისტეს და ღმერთს როგორ უნდა გადავაბრალოთ?

Posted by: Fee Nov 18 2011, 11:13 PM

td......... და ანანდას ვეთანხმები smile.gif




http://www.youtube.com/watch?v=_uVPFtONIkM&oref=http%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fl.php%3Fu%3Dhttp%253A%252F%252Fow.ly%252F7qxlm%26h%3DFAQGXM8coAQFoizPq28Xlbqpua5D8ulQzLnCZyOyNlcCpAw


ესეც საწყალი თექის ცხვრები, სხვათაშორის ვეგანები შალს არ იცვამენ biggrin.gif

Posted by: ანა Nov 19 2011, 12:20 PM

ვაჰ.. ცუდად გავხდი kos.gif

Posted by: td......... Nov 19 2011, 04:17 PM

მე ნანახი მაქვს ცხვრის კრეჭა და ასეთი საშინელება არ იყო..პირიქით, ფრთხილად კრეჭდნენ ცხვარს, შვილებივით უფრთხილდებოდნენ.. ის კი არა , რომ არ გაკრიჭო არასდროს, მგონი არც შეიძლება, შეეთელება მატყლი და შეიძლება მოკვდეს ცხვარი.. მარა ეს სიმხეცე რა უბედურებაა?

აი ცხოველების ინდუსტიული მოშენება და მათგან სამომხმარებლო პროდუქციიც დამზადება უნდა აიკრალოს! sad.gif
ადამიანი უსასტიკესი არსებაა მტელ დედამიწაზე.

Posted by: Fee Nov 19 2011, 05:06 PM

ინდუსტრიალიზაციაა თვითონ საშინელება, თორე მეცხვარე რომ ცხვარს კრეჭს, სოფელში ძროხას რომ წველის ბებო და ქათამი რომ კვერცს დადებს, ოჯახს უხარია, მაგაში ცუდი არაფერია smile.gif

ვაჟაზე რაღაც ატელიე გაიხსნა, რომ ჩაუვლი ნერვები მეშლება ხოლმე, ბეწვი, ბეწვი, ბეწვი......... ყოველდღე ემატება მგონი თითო ქურქი.

Posted by: td......... Nov 19 2011, 05:32 PM

sad.gif რა მარაზმია ქურქის ტარება!

Posted by: ანანდა Nov 21 2011, 12:54 PM

QUOTE(td......... @ Nov 18 2011, 09:59 PM) *
ანანდა
აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მე ის არ მესმის ხორცის სიყვარულს და სხვა არსებების საკვებად მოშენებას უფალს რომ აბრალებენ, მან შექმნა იმისთვის რომ ვჭამოთო. ნადირობით მაინც რომ მოიპოვებდეს ადამიანი, ტანაც თანაბარ პირობებში, სადაც ერთი-ერთზე ხარ ცხოველთან კიდე ჰო.. მარა აი რომ ზრდიან წამებით და მერე ხოცავენ უსასტიკესად და რა ვქნათ ღმერთმა ასე დაგვიწესაო, ეს არ მესმის.. ყველაფერი ქრისტეს და ღმერთს როგორ უნდა გადავაბრალოთ?


ეს საუბრები, ანუ გამართლება ან დადანაშაულება იმისა თუ რატომ იქცევა ერთი ასე (იკვებება ხორცით, კლავს ცხოველებს, ნადირობს და აშ.) და მეორე ცხოველებს იცავს დიდი ხანია გრძელდება. . .მე ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომა შედეგს არ მოიტანს ადამიანის დადანაშაულება და მისთვის ”ბრალის მიყენება” იმისთვის, რომ ის ხორცისმჭამელია არამართებული მგონია. (პირადად მე არავის არ ვავალდებულებ ამაში! ჩემთვის არავის არ უთქვამს ხორცის ჭამა შეწყვიტეო!)

ასეთი ”რელიგიური გამართლებები” იქ იჩენს თავს სადაც ვალდებულებები და განკითხვა იწება! ეს გადაბრალებები პატარა ”ეშმაკობებია” და smile.gif რას ვიზამთ

Posted by: td......... Nov 21 2011, 07:21 PM

ანანდა
ვერ გაიგე სწორად რაც დავწერე, მეც მაგის მომხრე ვარ ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რითი ,ვისით და როგორ იკვებოს. უბრალოდ ამ ძღპრების მოგონებას და მიუწვდომელსა და ყოვლადმყოფზე გადაბრალებას,ჯობია ალალად თქვას ადამიანმა, მტაცებელი ვარ და მომწონს ხორცის გემო. არ მომწონს ბალახი! ეს უფრო სწორი იქნებოდა. ოჯახში 4 წევრი ვართ თუ ცხოველებს არ ცავთვლით, 3 ხორცისტია, 1თს სურვილი აქვს დაძლიოს თვისი მიდრეკილება და სიყვარული ამ საკვების მიმართ. 2 ეცინება. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სტრესია , ხორცის მომზადება მიწევს ხოლმე...

გადაბრალებას და საკუტარ ტავთან ტყუილს მხოლოდ გაუუცხოვება მაოქვს.ადამიანი საბოლოოდ კარგავს გონებას და მეხსიერებას.

Posted by: old_man Nov 21 2011, 11:04 PM

კაი ხორცის ჭამა გასაგებია, წახვალ მაღაზიაში იყიდი. მაგრამ აი საკუთარ გაზრდილს რომ დაკლავენ და შეჭამენ ეს მიკვირს. ვთქვათ ბოჩოლა რომ გაჩნდება და უვლი, ზრდი. მერე აუცილებლად ჩნდება რაღაც სულიერი კავშირები. როგორ უნდა შეჭამო ის? თან მაგარი ჭკვიანები არიან. სახლში რომ ბრუნდებიან საძოვრებიდან მარტო, საქმიანად. როგორ ეძახის ხოლმე ძროხა პატრონს და მინახავს მის თვალებში სიხარული პატრონი რომ დაუნახავს. მერე ის პატრონი მშვიდად შეახრამუნებს. sad.gif

Posted by: ანანდა Nov 22 2011, 11:47 AM

QUOTE(td......... @ Nov 21 2011, 07:21 PM) *
ანანდა
ვერ გაიგე სწორად რაც დავწერე, მეც მაგის მომხრე ვარ ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რითი ,ვისით და როგორ იკვებოს. უბრალოდ ამ ძღპრების მოგონებას და მიუწვდომელსა და ყოვლადმყოფზე გადაბრალებას,ჯობია ალალად თქვას ადამიანმა, მტაცებელი ვარ და მომწონს ხორცის გემო. არ მომწონს ბალახი! ეს უფრო სწორი იქნებოდა. ოჯახში 4 წევრი ვართ თუ ცხოველებს არ ცავთვლით, 3 ხორცისტია, 1თს სურვილი აქვს დაძლიოს თვისი მიდრეკილება და სიყვარული ამ საკვების მიმართ. 2 ეცინება. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სტრესია , ხორცის მომზადება მიწევს ხოლმე...

გადაბრალებას და საკუტარ ტავთან ტყუილს მხოლოდ გაუუცხოვება მაოქვს.ადამიანი საბოლოოდ კარგავს გონებას და მეხსიერებას.


მიუხედავად ამ გაუგებრობისა ჩვენ ერთნაირი პოზიცია გვაქვს smile.gif

Posted by: td......... Nov 22 2011, 09:58 PM

ციტატა(old_man @ 21st November 2011 - 11:04 PM) *
საკუთარ გაზრდილს რომ დაკლავენ და შეჭამენ ეს მიკვირს.

sad.gif(((

Posted by: salome Dec 11 2011, 01:43 PM

QUOTE(ანა @ Nov 16 2011, 04:34 PM) *
td.........

ბიბლიაში წერია ფეხჩლიქოსნებთო და კალიებითო. 'ახალი აღქმიდან" ასე მახსოვს. სპეციალურად მაინტერესებდა. რბილთათიანებით (კატუნები, ძაღლები ნამდვილად არა )


ძველ აღთქმაში, წარღვნის შემდე, ნოეს კურთხევებში, ერთ-ერთი კურთხევაა ხორცის ჭამა (ოღონდ უსისხლოდ... ხორცი უმად, სისხლიანად არ უნდა ეჭამათ.)

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, ისიც რომ ხორცის ჭამის კურთევას, ჰქონდა კოკნრეტული მიზეზიც: ამით თავშივე გამოირიცხა ცხოველების გაკერპების საშიშროება ( რომელიც აგრერიგად მოდური იყო მაშინ : ))

იმას რასაც ჭამდნენ, ვერ გააკერპებდნენ.

დღეს უკვე, როცა ცხოველის გაკერპების "საშიშროება" აღარ არის, ვფიქრობ თამამად შეგვიძლია ვთქვათ უარი ხორცის ჭამაზე : )))

რაც შეეხება ახალ აღთქმას, ფეხჩლიქოსნები და კალიები ჭამეთოს მსგავსი არაფერი შემხვედრი მე, შეიძლება ვცდები.


პ.ს ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: სამი თუ ოთხი წელია რაც ხორცი საერთოდ არ მიჭამია, მალე ერთი წელი გახდება რაც თევზზე უარი ვთქვი. ეს ბოლო წლები ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ შემქმნია.. პირიქით, თავს გადასარევად ვგრძნობ..

მაგრამ.. ეს ბოლო ერთი წელი, რაც თევზს აღარ ვჭამ, ვატყობ რომ მხედველობა გამიუარესდა...

შეიძლება ეს უთევზობის ბრალი იყოს?

და რითი შეიძლება თ%ევზი ჩანაცვლდეს? რა შეიცავს იგივეს, ან მსგავს რამეებს, რასაც თევზი?

თუ მიპასუხებთ, დამავალებთ : )




Posted by: td......... Dec 12 2011, 02:23 AM

salome
შეიძლება ამის ბრალიცაა, შეიძლება დამთხევვა და მხედველობა , გადაღლამ ან სხვა მიზეებმა გაგიუარესა. თევზის ერთ-ერთი შემცვლელია სელის ზეთი. გუდვილის მაღაიაში შეგიძლია შეიძინო, ის ისევე , როგორც თვზი შეიცავს ომეგა-3 ს . ზეთს თუ გასინჯავ თევზისმაგვარი არომატიც კი აქვს..smile.gif)) მიიღვი ბევრი ბოსტნეული, სტაFილო, ოღონდ აუცილებლად ზეთით, ან შეგიძლიამცენარეული კარაქის ბუტერბროდს დააყოლო, რადგან ა ვიტამინი ციმის გარეშე ვერ აითვისება ორგანიზმის მიერ. მე 20 წელია ვეგეტარიანელი ვარ, თევზს 2 წელია რაც არ ვჭამ, მაგრამ დიდი ცვლილებებს ვერ ვატყობ ჩემს თავს. მხედველობაზე ცოტა პრობლემები შემექმნა,მაგრამ ეს ფ=დაბინძურებული გარემოში ყოფნის გამო მოხდა და ვიმედოვნებ მოგვარდება.

ერთი კითხვა, კვერცხს თუ ჭამ? და კიდევ რატომ გადაწყვიტე ვეგეტარიანელობა?

Posted by: td......... Dec 12 2011, 02:25 AM

ციტატა
ხორცის ჭამის კურთევას, ჰქონდა კოკნრეტული მიზეზიც: ამით თავშივე გამოირიცხა ცხოველების გაკერპების საშიშროება ( რომელიც აგრერიგად მოდური იყო მაშინ : ))

იმას რასაც ჭამდნენ, ვერ გააკერპებდნენ.


დღეს ადამიანების გაკერპებისკენ გვაქვს მიდრეკილება, ამიტომ ალბათ ახლო მომავალში კანიბალიზმზე გვაკურთხებენ...biggrin.gifbiggrin.gif:D


ეს ვიხუმრე, მემაპატიეთ!

Posted by: Fee Dec 12 2011, 05:04 PM

td......... შენ გაიხარე 2 წელია არ მიჭამია სელის ზეთი და წავალ გუდვილში და ვიყიდიიიიი, ვაშაააა. ხო კიდევ როგორც მახსოვს კაკალს აქვს ომეგა 3 smile.gif

Posted by: td......... Dec 12 2011, 08:24 PM

Fee
კი კაკალსაც აქვს და კაკლის ზეთიც იყიდება ისე იქ..smile.gif))

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)