IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეზოთერიკოსის გზა..., როგორ გავხდეთ დახელოვნებ
brevalo
post Dec 8 2017, 07:53 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი სულ პირველი შეხება ეზოთერიკასთან იყო ოშო და მისი ვიდეო ლექციები. შემეძლო საათობით მესმინა მისთვის და ბევრი რამეც ვისწავლე.
პირველად მისგან გავიგე მედიტაციის არსი და რა დანიშნულება აქვს მედიტირებას.
შემდეგ გადავავლე უამრავ ოკულტისტურ ვიდეოს თვალი, სადაც ადამიანების ზე-ცნობიერებაზე საუბრობდნენ. გამოვიტანე დასკვნა, რომ ადამიანის რეალური უნარები და შესაძლებლობები უბრალოდ ღრმა ძილშია და იგი "გამოღვიძებას" საჭიროებს. უნარი ინტუიციის, ტელეპათიის, მზერითი ზემოქმედების, საკუთარი აზრებით რეალობის შეცვლის და ა.შ. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ადამიანს მისი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჰყავს ჩაფლული და ზემოდან ათასი არასაჭირო ინფორმაცია და "ემოციური ჭუჭყი" აწევს, რომელიც მალავს მის ჭეშმარიტ ბუნებას.

ყოველთვის მესმოდა რომ არსებობდა ენერგეტიკული ცენტრები, ე.წ. ჩაკრები, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა და რისთვის იყო ისინი საჭირო. მოკლედ საკმაო გაურკვევლობაში ვიყავი. საიდან დამეწყო სწავლა არ ვიცოდი.
ასევე შემთხვევით წავაწყდი ერთ წიგნს. ბრანდლერ პრახტის "ოკულტიზმს". ვიყიდე და მეგონა რომ ეს იყო რეალური გზა. დავიწყე მისი სავარჯიშოების გაკეთება, მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც აკლდა. უფრო სწორად ჩემი გონება და სხეული არ იყო ამ წიგნისთვის მზად. ამიტომ დროებით დავანებე თავი.


და სულ რაღაც 1 თვის წინ იუთუბზე ვნახე ერთი საინტერესო ქალბატონის, კსენია მენშიკოვას ვიდეოები, რომელსაც აქვს თავის სკოლა ცნობიერების განვითარებაზე, ასევე სტიქიებზე, რუნებზე და ა.შ.

ეს მისი პირველი ლექციაა ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა. აქ საუბრობს ადამიანის ნატიფ 7 სხეულზე და ჩაკრებზე. ძალიან საინტერესო ლექციაა. მე ძალიან მომეწონა.

https://www.youtube.com/watch?v=BBNeO5ne21M


აქ ყველა მისი ვიდეოა მოცემულლი. შეგიძიათ თვალი გადაავლოთ

https://www.youtube.com/channel/UC_T5YHbOZG...rcuY-oYw/videos



მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე რომ მემგონი მივაგენი განვიტარების სწორ გზას. ჯერ ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა, ნატიფი სხეულები, ენერგეტიკული ცენტრები. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასალაა. აი შემდეგი ალბათ სტიქიები იქნება. ალბათ ბოლოსკენ მივუბრუნდები პრახტის "ოკულტიზმს".



თქვენ რას ფიქრობთ რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა ოკულტიზმში რომ ასე თუ ისე გათვითცნობიერდეს?
ასევე რა ლიტერატურას გვირჩევთ დასაწყისისთვის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
INVICTUS
post Dec 10 2017, 08:37 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 10th December 2017 - 03:35 PM) *
ბევრ კითხვაზე უკვე მივიღე პასუხი. კიდევ ბევრზე მინდა მივიღო.



მიღებული პასუხები აქსიომაა თუ არის შეცილების და საეჭვოობის ალბათობებიც?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 04:22 AM