IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია.
Τρισμέγιστος...
post Feb 17 2012, 12:08 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
'visama vritti pranayama'[/b]date='Feb 12 2012, 10:39 PM' post='66890']
Τρισμέγιστος
[b]ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
[/b]
მოგესალმებით... იქნებ განმარტოთ და განავრცოთ თქვენივე ხელნაწერი საინტერესო იქნება smile.gif


ამ შეკითხვამ განაპირობა თემის გახსნა.
ძალიან ფართო და მომცველობითი თემაა, რასაც ვერ ამოწურავს ერთი და გინდაც მრავალი პოსტი. მას სავარაუდოდ მოჰყვება მრავალი შეკითხვა, გამოხმაურება ყველანაირი (თუნდაც რადიკალურად საპირისპირო) აზრისა და ხედვისა. ამიტომ დაე იყოს ეს თემა, რომლის მცდელობა იქნება გაგვარკვიოს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ქრისტიანობას, რა არის თავისი არსით იგი, როგორც კაცობრიობის სულიერი აღმავლობის ნიშნული.
მანამდე
atmanი შემეკითხა კრიშნას თაობაზე და იმაზე, თუ როგორაა შერაცხული სულისმეცნიერების მიერ კრიშნას ინდივიდუალობა. იყო თუ არა ის ღვთის ძე?
მართალია ეს კითხვა (დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა რიგ მიზეზთა გამო) სხვა თემაში დევს, მაგრამ არსებითად უკავშირდება ბატონი ვისამას შეკითხვასsmile.gif რადგან ამ შეკითხვაზე პასუხით, ანუ ამ თემით არსებითად გაეცემა პასუხი atman–ის შეკითხვასაც.

ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს მეტად ვრცელი და მრავალი წახნაგის მქონე თემა ერთი კონკრეტული წახნაგის გათვალსაჩინოებით დავიწყოთ.
ეს წახნაგი გახლავთ მისტერიული ასპექტი.
მისტერია– როგორც ტაძარში დავანებული ეზოთრული შემეცნების გულისგული, ჩვენი სულიერი ყოფიერების წარსულია და საინტერესოა რას წარმოადგენდა? რა კონკრეტული საჭიროების გამო არსებობდა და რამ გამოიწვია მისი სრული ასიმილაცია? რამ (ვინ) შეცვალა რადიკალურად ძველი ეზოთერული სწავლებისა და ადამიანის სულიერი პროგრესის მიმართულება და შინაარსი? რად გარდაიქცა ძველი მისტერიული კულტურა, სად და რა სახით მოხდა მისი მეტამორფოზა? რად გარდაიქმნენ ძველი მისტერიების ნარჩენები, "ნაჭუჭები?"
აი კითხვები, რომლებსაც ამ თემამ უნდა უპასუხოს.
და ყველაზე მთავარს – რა არის ქრისტიანული ეზოთერიკა, როგორც ერთადერთი, რომელიც დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს – ქრისტეს?
რა არის მისი მიზანი და მისია?


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ceeport
post Feb 17 2012, 04:37 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 357
Joined: 21-September 10
From: Tbilisi
Member No.: 6,278

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით ქრისტეს არ მოაქვს ჩვენამდე არანაირი რელიგია, იმიტომ რომ არ არის საჭირო, ხშირად ვფიქრობ ხოლმე რატომ იყვნენ ადრეული ხალხი (ვედები, ატლანტები და სხვა) ბევრად უფრო განვითარებული ვიდრე ჩვენ ვართ, რატომ არ იყო ომები მათ დროს. იმიტომ ხომ არა რომ მაშინ, ჯერ კიდევ რელიგიები არ არსებობდა და ყველა სულიერად ცხოვრობდა ღმერთთან და ბუნებასთან ჰარმონიაში, ეკლესიებისა და დოგმების გარეშე. მაშინ ყველამ იცოდა რომ თვითონ იყვნენ ღმერთის შველები - ადამიანები.

ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვუყურებ მე ამ ყველაფერს smile.gif


--------------------
I Love You

Please, Forgive me

I'm Sorry

Thank You
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 17 2012, 05:18 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Ceeport @ Feb 17 2012, 04:37 PM) *
ჩემი აზრით ქრისტეს არ მოაქვს ჩვენამდე არანაირი რელიგია, იმიტომ რომ არ არის საჭირო, ხშირად ვფიქრობ ხოლმე რატომ იყვნენ ადრეული ხალხი (ვედები, ატლანტები და სხვა) ბევრად უფრო განვითარებული ვიდრე ჩვენ ვართ, რატომ არ იყო ომები მათ დროს. იმიტომ ხომ არა რომ მაშინ, ჯერ კიდევ რელიგიები არ არსებობდა და ყველა სულიერად ცხოვრობდა ღმერთთან და ბუნებასთან ჰარმონიაში, ეკლესიებისა და დოგმების გარეშე. მაშინ ყველამ იცოდა რომ თვითონ იყვნენ ღმერთის შველები - ადამიანები.

ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვუყურებ მე ამ ყველაფერს smile.gif

მე მგონი აქ რელიგიაზე კი არა ქრისტიანულ ეზოთერიკაზეა საუბარი.
ეზოთერიკა რელიგია არაა,ასეა მგონი ხომ?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Ceeport
post Feb 17 2012, 11:08 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 357
Joined: 21-September 10
From: Tbilisi
Member No.: 6,278

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბოდიშით მემგონი მე სხვა რამეზე ვლაპარაკობდი, ქრისტიანული ეზოთერიკა ნამდვილად არ ვიცი რა არის, იქნებ ვინმემ დაგვიწეროს განმარტება...


--------------------
I Love You

Please, Forgive me

I'm Sorry

Thank You
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Feb 24 2012, 10:56 AM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაკ რაზ ეხლა ვკითხულობ ზვიად გამსახურდიას ნაშრომებს საინტერესო მიქსია ეზოთერული ქრისტიანობის ინიციაციების ძველ ბერძნული (წარმართული)ინიციაციების ცოტა კაბალაც ურევია საინტერესოა ძალიან
Go to the top of the page
 
+Quote Post
X-Man
post Feb 24 2012, 11:02 AM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 2-February 12
Member No.: 6,712

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იესო ქრისტე თავად მისტერიაა,და როგორც ისტორიული პიროვნების არსებობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Feb 24 2012, 11:11 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Ceeport სადღაც ეთანხმები...

ქრისტიანული ეზოთერიკა ... ჰმ... მოდით ასე დავიწყებ... ძალიან რომ დავაკონკრეტოთ, ეზოთერიკა შეიძლება ორი გაგებით იქნას გაგებული...
ეს არის ზოგადად ეზოტერიკა – დაფარული, მაღალენერგეტიკული ინფორმაციის შემცველი ცოდნა.
და მეორე – ეზოტერიკა, როგორც რაიმე მოვლენის, მიმართულების თუ ცოდნის დაფარული, ყველასათვის არგამჟღავნებული, უცნობი მხარე. სულერთია რა მოვლენა, თუ ცოდნა იქნება ეს. (ნუ ასეცაა გაგებული)
აქედან გამომდინარე ჯერერთი თავად ტერმინი ქრისტიანული ეზოტერიკა უკვე ცდომილებას იწვევს მსჯელობაში და აი რატომ ....

ძალიან გასაგები ენით რომ ვთქვათ,

კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანისთვის ამოუხსნელი, გაუგებარი იყო, მუდამ იდუმალების საბურველში ეხვეოდა. ადამიანი შიშით უყურებდა მის გარშემო არსებულ მოვლენებს, რომელიც მისთვის უჩვეულო, უცხო და გაუგებარი იყო... ეს ყველაფერი მისი გაგების საზღვრებს ცდებოდა, რეალურად და სწორად ვერ აღიქვამდა და რაღაც წარმოუდგენელ ფორმებს აძლევდა მას თავის ფანტაზიებში. ბოლოს ეთაყვანებოდა და ემონებოდა კიდეც მას, შემდეგ მას მისივე წარმოსახვები მართავდა და ჭეშმარიებადაც აცხადებდა მას. ეს ფენომენი ადამიანში დღესაც აქტუალურია, წარმოისახოს და მერე დაიჯეროს თავისივე მოგონილი, თუ არასწორად აღქმული და გაგებული.


მაგალითად.... რომ არაფერი ვთქვატ უფრო მაღალენეგრეტიკულ მოვლენებზე და ძალიან მარტივი გაგალითით შემოვიფარლო, წვიმის მოსვლის მიზეზს (პირობითად მას ადრინდელი პერიოდითვის ამოუხსნელი ეზოთერული მომენტი დავარქვათ, რადგან ეს მოვლნა აბსოლიტურად ამოუხსნელი და დაფარული იყო ადამიანისთვის) დღეს სკოლის მოსწავლეც თავისუფლად ახსნის ამ მოვლენის შემეცნებით, თუმცა სააუკუნეების წინ წვიმის ფენომენს „პერსაონალური ღმერთი“ გამოუყვეს და ღრმადაც სწამდათ მისი (დაიბადა რელიგია... მგონი განსხვავება უკვე სახეზეა)... ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ღმერთი ჰყავდა – მზეს, მიწას, ცეცხლს, ცისარტყელას, ემოციებს, გრძნობებს... ეს იყო ყველაფერი ის, რისი ბოლომდე, თუ თუნდაც ნაწილობრივ გაგება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და ამოუხსნელი, დაფარული ანუ რაღაც დონეზე ეზოთერული იყო... ამ ეზოთერულის „გახსნის, ახსნის“ მცდელობამ გამოიწვია რელიგიების შექმნა, ამრიგად ამ ხედვის კუთხიდან, პირველადი არის ეზოტერიკა და არა რაიმე რელიგია,ამ შემთხვევაში ქრისტიანობა, რომლის წარმოებულიც შეიძლება იყოს ის. შესაბამისად ქრისტიანული ეზოტერიკა, რომელიც თურმე თავად ღმერთს–ქრისტეს შემოაქვს უკვე შეცდომაა.... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქრისტეს არაფერი არ შემოუტანია ისეთი, რაც პერსონალურად ქრისტიანობის დამსახურებას შეიძლება მივაწეროთ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ესაა სამაყაროსეული ცოდნის ნაწილი, რომლის მარცვლებიც არანაკლებაა გაბნეული სხვა კონფესიებშიც.

მეორე – თუ ამას იმ კუთხვით განვიხილავთ, რომ ნებისმიერ სწავლებას, თუ მიმდინარეობას თავისი ეზოტერული ანუ დაფარული ნაწილი ჰქონდა... მათ შორის არსებულ რელიგიებსაც, ეს უფრო სწორი გაგება იქნებოდა ამ ტერმინის (ქრისტიანული ეზოტერიკა). ამ შემთხვევაში შეიძლება ასე ითქვას – კი არის რაღაცა ნაწილი ცოდნისა, რაც შეიძლება ოდესღაც გააჩნდა ნებისმიერი რელიგიის საფუძვლებს და ის წესით ადამიანის სულიერი განვითარებას უნდა მომსახურებოდა, თუმცა რეალურად სამწუხაროდ რელიგია, როგორც საუკუნეების მანძილზე, ისე დღესაც, ეზოთერული ცოდნის მხოლოდ ადამიანთა მართვისთვის გამოყენების მცდელობაა და ხშირად სახეცვლილი და არასწორი ფორმით და მეტად პრიმიტიული მეთოდებით, დაწყებული ქურუმებიდან დღემდე .... შესაბამისად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რელიგიით ხდება ეზოთერული ცოდნის დამახინჯება და გაპრიმიტივება, ისევე როგორც იოგების ცოდნას აპრიმიტივებდნენ ფაკირები თუ სხვანი... აღარაფერს ვამბობ დღევანდელ სურათზე, როცა რელიგიების შემყურე, ცნება ეზოთერიკა მხოლოდ ღიმილისმომგვრელია, მითუმეტეს ქრისტიანობაში. ამის მარცვალს აღმოსავლურ სწავლებებში უფრო შეიძლება შევხვდეთ... smile.gif

რაც შეეხება იმ საკითხს თუ როდის მოხდა ზოგადად მისტერიების სახეცვლილებითი ფორმით გატარება, ეს თავად მისტერიების არსებობიდანვე ხდებოდა. ყოველთვის არიან და იყვნენ ადამიანები, ვინც ასეთ ცოდნას ან ცუდად იგებდნენ და ამით ახდენდნენ მის დამახინჯებას, ან განგებ ახორციელებდნენ ამას შედეგიდან გამომდინარე ....

Go to the top of the page
 
+Quote Post
Woodland
post Feb 24 2012, 11:45 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 361
Joined: 11-November 10
Member No.: 6,306

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო თემაა და უკვე საინტერესო პოსტები. ვინაიდან ამ საკითხში ასეთი ცოდნა არ მაქვს თქვენს აზრს სიამოვნებით მოვისმენ/წავიკითხავ smile.gif smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 25 2012, 12:42 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



litasi
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 11:11 PM) *
ქედან გამომდინარე ჯერერთი თავად ტერმინი ქრისტიანული ეზოტერიკა უკვე ცდომილებას იწვევს მსჯელობაში

ეგ თქვენთვის იწვევს ვინც ქრისტიანობას არ იცნობს smile.gif ვინც მას იცნობს ამას არ იტყოდა.ალბად არც გაგემტყუვნებათ თქვენ რაც იცით ისე გადმოეცით.
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 11:11 PM) *
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქრისტეს არაფერი არ შემოუტანია ისეთი, რაც პერსონალურად ქრისტიანობის დამსახურებას შეიძლება მივაწეროთ

ელემენტარული უცოდინრობა და უსაფუძვლო ბრალდებები.
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 11:11 PM) *
თუ მიმდინარეობას თავისი ეზოტერული ანუ დაფარული ნაწილი ჰქონდა... მათ შორის არსებულ რელიგიებსაც, ეს უფრო სწორი გაგება იქნებოდა ამ ტერმინის (ქრისტიანული ეზოტერიკა).

აქ მგონი ზემოთ დაწერილს აანალიზებთ თუ თავადვე არ ეთანხმებით მაგის ფიქრში ვარ.

QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 11:11 PM) *
შესაბამისად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რელიგიით ხდება ეზოთერული ცოდნის დამახინჯება და გაპრიმიტივება,

რატომ არ უშვებთ მსჯელობაში პრეცენდენტს?
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 11:11 PM) *
ყოველთვის არიან და იყვნენ ადამიანები, ვინც ასეთ ცოდნას ან ცუდად იგებდნენ და ამით ახდენდნენ მის დამახინჯებას, ან განგებ ახორციელებდნენ ამას შედეგიდან გამომდინარე ....

დიახ ამაზეა საუბარი.მაგრამ არსებობდნენ პირიქით მცხოვრები ადამიანებიც,და მუდამ იარსებებენ


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Feb 25 2012, 01:08 AM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



LAIRA

და იქნებ რომ ვიცნობ კარგად და არამხოლოდ ქრისტიანობას არამედ სხვა მიმართულებებს რელიგიისას, იმიტომ ვამბობ smile.gif
QUOTE(LAIRA @ 25th February 2012 - 12:42 AM) *
აქ მგონი ზემოთ დაწერილს აანალიზებთ თუ თავადვე არ ეთანხმებით მაგის ფიქრში ვარ.

მოდი ჯობია ჯერ დამშვიდდი, მერე კარგად წაიკითხე... აი მერე გაიაზრე და სანამ დასკვნას გამოიტან, კიდევ ერთხელ დაფიქრდი.. სანამ ნაჩქაარევად ისეთი რამ წამოგცდება, რაც ზევით წამოგცდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს

მსჯელობაში პრეცენდეტს ყოველთვის ვუშვებ... smile.gif თუ კარგად დააკვირდები და შეისწავლი ისტორიას, რელიგიებს, რეალურად შეხედავ ფაქტებს და არ გამოიკეტები მხოლოდ ერთ მიმართულებაში, ამას უფრო გაიგებ ... სხვა მხრივ ძალიან გაგიჭირდება და ჩემთვისაც უინტერესო იქნება შენთან საუბარი... შეურაწყოფას კი არ მოგაენებ, შენი მართლაც ელემენტარული უცოდინრობისთვის, რადგან რამის სწავლა მაინც თუ ცოდნა არა, ყოველთვის შეიძლება და ვინმეს შეურაწყოფა ამის გამო უბრალო შინააგანი უკულტურობაა ... smile.gif ეგ არაფერი გამოსწორებადია შენთვის...

ჯობია შEნი აზრი დაწერო და ამ გზით შემეკამათო smile.gif მიდი დამიმტკიცე საწინააღმდეგო... ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 25 2012, 01:31 AM
Post #11


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



litasi
ძალიან საინტერესოდ მსჯელობ, და არ შემიძლია არ დაგეთანხმო, განსაკუთრებით
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 02:11 PM) *
.... შესაბამისად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რელიგიით ხდება ეზოთერული ცოდნის დამახინჯება და გაპრიმიტივება, ისევე როგორც იოგების ცოდნას აპრიმიტივებდნენ ფაკირები თუ სხვანი...

მაგრამ, მინდა დავამატო რომ, რომელიმე რელიგიის ერთგულებაც და რწმენაც, ოღონდ არა ფანატიზმი, გონების და გულის გარეშე ბრმად რწმენა, სამყაროს შეცნობის გზაა , რადგან როგორც წერ და მთლიანად გეთანხმები, რომ ყველა მათგანი:
QUOTE(litasi @ 24th February 2012 - 02:11 PM) *
ესაა სამაყაროსეული ცოდნის ნაწილი, რომლის მარცვლებიც არანაკლებაა გაბნეული სხვა კონფესიებშიც

smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Feb 25 2012, 01:35 AM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 25th February 2012 - 01:31 AM) *
.... შესაბამისად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რელიგიით ხდება ეზოთერული ცოდნის დამახინჯება და გაპრიმიტივება, ისევე როგორც იოგების ცოდნას აპრიმიტივებდნენ ფაკირები თუ სხვანი...


+ Existence


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
litasi
post Feb 25 2012, 01:50 AM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 10-March 10
From: in my soul
Member No.: 6,174

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ის რწმენა რაც იგულისხმე, სამწუახაროდ თითქმის არარსებობს ... რწმენა სადაც გული და გონებაა გაერთიანებული, თავისი არსით უკვე სცილდება რელიგიის ჩარჩოებს ... სიამოვნებით მივიღებ, თუ არ მეთანხმები...

სწორად შენიშნე და გადმოიტანე ეზოტერული მარცვალი რელიგიაში... მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მათი პოვნა მხოლოდ გახელილი თვალით შეიძლება, რადგან ეს მარცვალი ფაქტიურად ჩაკლულია იმ მანტიაში, რასაც მას რელიგიები მოსავენ ხოლმე და რითაც ძალიან საფუძვლიანად იხურება ამ მარცვლი დამნახველი თვალი.... შEსაბამისად რწმენა ხდება ამ მანტიის და არა იმ მარცვლის რაც იდო მასში ...

ყველაზე ცუდი კეიტ, რაც რელიგიის მიყოლას მოჰყვება ხოლმე, ესაა სწორხაზოვნების ჩამოყალიბება და ერთი კუთხით ხედვა... არ მეთანხმები? smile.gif ამ გზით კი სამყაროს შეცნობა ძალიან ძნელია, რადგან სამყარო ერთ რომელიმე რელიგიაში ვერ გამოიკეტება ... მაგალითად არის დღეს რელიგიური მიმდინარეობები, სადაც თუნდაც რეინკარნაცია არ განიხილება... და უამრავი კიდე მსგავსი საკითხი ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 25 2012, 08:08 AM
Post #14


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



litasi
ბევრ რამეში გეთანხმები და კარგად მესმის შენი, მაგრამ ვერ გეთანხმები, რომ გულის და გონების გაერთიანება რწმენით თითქმით შეუძლებელია, ყველა აღმსარებლობაში არიან მორწმუნეები, რომლებისთვისაც მათი რწმენა შემეცნების ერთ-ერთი გზაა მრავალთაგან და არა ერთადერთი, ისინი თავს არავის არ ახვევენ თავის რწმენას და არ ლაპარაკობენ ერთადერთი ჭეშმარიტების სახელით, გახსნილები და მაძიებლები არიან და არ განსჯიან სხვაგვარად ან არამორწნუნეებს, არავის ემუქრებიან ჯოჯოხეთით თუ სულის დაკარგვით და არ თვლიან ლუციფერის, სატანის, არიმანის.... ცდუნებულებად თუ მათ რწმენას არ იზიარებენ, ისინი უნარჩუნებენ ეკლესიებს და ტაძრებს დადებით ენერგიას რაც ნამდვილად იგრძნობა, და ეს მარტო ქრისტიანებს არ ეხებათ რა თქმა უნდა, მქონდა ბედნიერება განსხვავებული რელიგიის ასეთ წარმომადგენლებთან ურთიერთობის. საბედნიეროდ გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე გვგონია, ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი და მოვყავარ ასეთ ადამიანებს, მე ვერ შევძელი, თუმცა სიმართლე გითხრა არც ძალიან მიცდია smile.gif და დამერწმუნე, მე და შენი გზა ამ მხრივ, გაცილებით ადვილი და მომგებიანია ვიდრე მათი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
hermes
post Feb 25 2012, 08:45 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



litasi
მატერიალისტურად უდგებით სულიერ საკითხს (ვგულისხმობ იმას, რაც დაწერეთ ეზოთერიზმის ორი გაგების შესახებ smile.gif )
რომ არა მატერისლისტურად ორიენტირებული მეცენიერებები, დღეს არ გვექნებოდა, ვთქვათ მარტივად, ტექნოლოგიურად მაღალი სერვისები, როგორიცაა თუნდაც ელექტრონული რეალობა - ინტერნეტი, და არც ვირტუალური კომუნიკაცია ამ ფორუმის სახით. გარკვეული დაშვებით, და ამას ვერ აგისხნით ვერანაირი მატერიალიზმი, სწორედ ეს იყო ადამიანის ერთერთი და არა ერთადერთი ეტაპი მისი ევოლუციის გზაზე - ადამიანი გამხდარიხო დამოუკიდებელი მიწიერ აზროვნებაში. ამ საკითხს მარტო ეს ასპექტი არა აქვს, მაგრამ სხვაზე მსჯელობა შეუძლებელია ამ მოკლე პოსტში და ჩემი არასაკმარისი დროის გამო ინტერნეტ სივრცეში. მატერიალიზმი აზროვნების ერთი მხარეა და იგი ჯერ კიდევ ვითარდება ხილული სამყაროს კანონების შესაცნობად და ამ კანონების ურთიერთკავშირების დასადგენად. მატერიალიზმით შესაძლებელია ახალი ორგანული თუ არაორგანული ნაერთების მიღება, მაგრამ - არა სიცოცხლის smile.gif (თუმცა გარკვეული ზრახვები უკვე მოინიშნება, სხვა თემაა....) მატერიალიზმი ცალმხრივობაა აზროვნებაში და ამ უკანასკნელის გამთლიანების პროცესი უკვე იწყება. ისევე, როგორც სულისმეცნიერული ცოდნის გადამეტებულობა არის დარღვევა დედამიწურ განსხეულებაში.

ეზოთერიკა დაფარულის ცოდნას ნიშნავს.
დაფარულის ვისთვის? ფიზიკური თვალისთვის, რომელსაც მხოლოდ ფიზიკურის დანახვა ძალუძს. ეზოთერიკაში მთავრდება მატერიალური აზროვნება, ისევე როგორც თევზისთვის მთავრდება საცხოვრისი წყლის ზედაპირით. სულიერი უხილავი სამყაროს აღსაქმელად სხვა აღქმის ორგანოებია საჭირო, მის გასავითარებლად, გამოსაღვიძებლად უკვე მუშაობს ადამიანის ნება, ერთეულები უკვე იძენენ შესაძენს, ადამიანთა უმეტესობა კი ჯგუფურად გადის ევოლუციას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 25 2012, 09:01 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(litasi @ Feb 25 2012, 01:08 AM) *
LAIRA

და იქნებ რომ ვიცნობ კარგად და არამხოლოდ ქრისტიანობას არამედ სხვა მიმართულებებს რელიგიისას, იმიტომ ვამბობ
მოდი ჯობია ჯერ დამშვიდდი, მერე კარგად წაიკითხე... აი მერე გაიაზრე და სანამ დასკვნას გამოიტან, კიდევ ერთხელ დაფიქრდი.. სანამ ნაჩქაარევად ისეთი რამ წამოგცდება, რაც ზევით წამოგცდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებ თავს

მსჯელობაში პრეცენდეტს ყოველთვის ვუშვებ... თუ კარგად დააკვირდები და შეისწავლი ისტორიას, რელიგიებს, რეალურად შეხედავ ფაქტებს და არ გამოიკეტები მხოლოდ ერთ მიმართულებაში, ამას უფრო გაიგებ ... სხვა მხრივ ძალიან გაგიჭირდება და ჩემთვისაც უინტერესო იქნება შენთან საუბარი... შეურაწყოფას კი არ მოგაენებ, შენი მართლაც ელემენტარული უცოდინრობისთვის, რადგან რამის სწავლა მაინც თუ ცოდნა არა, ყოველთვის შეიძლება და ვინმეს შეურაწყოფა ამის გამო უბრალო შინააგანი უკულტურობაა ... ეგ არაფერი გამოსწორებადია შენთვის...

ჯობია შEნი აზრი დაწერო და ამ გზით შემეკამათო smile.gif მიდი დამიმტკიცე საწინააღმდეგო... ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა...

სრულიად მშვიდი და სერიოზულობით განწყობილი გეუბნები ძვირფასო ლიზი რომ შენ რომ ქრისტიანობას იცნობდე ქრისტეს არაფერი მოუტანია ჩვენთვისო არ იტყოდი.
ვინც ქრისტეს მოტანილს ეცნობა მას მისგან მოტანილის ვერ დანახვა არაა მოსალოდნელი.
სხვა მიმათულების რელიგიებიც ძალიან საინტერესოა თუმცა შედარებით ძველი.
უხერხულ მდგომარეოპბაში სიმართლე არასოდეს არ ჩავარდება,მე ხომ არ ვამტკიცებ რამეს? ეს თქვენ ამტკიცებთ რომ ქრისტეს არაფერი მოუტანია,რაც მტკნარი სიცრუეა,ან არ უნდა იცნობდე ქრისტეს მოტანილს რომ ეს დაწერო,ან განზრახ უნდა დაწერო,მეორე ვარიანტს უბრალოდ არ დავუშვებ ამიტომ მგონია რომ უბრალოდ არ იცით რა მოიტანა ქრისტემ.
ეს ერთი საკითხი
ეხლა მეორე
თქვენ ამბობთ რომ ქრიტეს არაფერი მოუტანია ეს მე არ დამიბრეხვებია.
დაამტკიცეთ ეს smile.gif მე არაფერს ვამტკიცებ ეს თქვენ თქვით ხოლო როდესაც დავინახავ რომ ქრისტე მართლა არაფრის გამო მოსულა დედამიწაზე და არც არაფერი მოუტანია ან დაგეთანხმებით ან არა.
აბა როგორ გავიგოთ ეხლა თქვენი ეს ფრაზა
ქრიტეს არაფერი მოუტანია დედამიწაზე?
აბა როგორ გავიგოთ საყვარელო?
საიდან დაასკვენით ეს რომ ქრისტე მოვიდა ისე გაერთო და წავიდა მერე? biggrin.gif
ცოტა სასაცილოც კი არის თუმცა მაინც გისმენ და არა პირიქით,ღმერთმა დამიფაროს კამათისგან,უბრალოდ მართლა მაინტერესებს თქვენ საიდან თვლი რომ არაფერი მოუტანია,ეს საოცარი სიცრუეა smile.gif

QUOTE
ყოველთვის შეიძლება და ვინმეს შეურაწყოფა ამის გამო უბრალო შინააგანი უკულტურობაა ... smile.gif ეგ არაფერი გამოსწორებადია შენთვის...

მაპატიე თუ ოდნავ გებრწკინა მაგრამ ვერანაირად ვერ გავიგე როგორ მოვიდა ისე ამაოდ ქრისტე მოსიერნდა და მერე წასეირნდა და არაფერი მოიტანა biggrin.gif ამდენი ხანია მის მოტანილს ვსწავლობთ და ვცდილობთ გავერკვეთ და ეს უცნაური უარყოფა და ხაზის გადასმა ყველაფერზე როგორ გავიგოთ?
ნუ მიწყენთ მეც არაფერი ვიცი ბევრი და მუდამ კითხვებს ვსვავ,და არც ის მწყინს თუ ვინმე მეტყვის რომ არაფერიც არ ვიცი,უბრალოდ ის კი ნამდვილად ვიცი რომ ქრისტე ძალიან კოკნრეტული ძალიან პირდაპირი მიზნით მოვიდა და მოიტანა კაცობრიობის გადარჩენის ახალი ფორუმლა,უახლესი,რომელიც პასუხობდა ეპოქის გამოწვევას და ეს ჩემს თვალწინ მრავალჯერ გაცხადდა.

ახლა კი გთხოვ ამიხსნა გეთაყვა საიდან ამტკიცებ რომ ქრისტეს არაფერი მოუტანია smile.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Feb 25 2012, 12:34 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქრისტეს მაკროკოსმიური არსიდანაა თუკი რაიმე არსებობს პრაცნობიერების სამყაროში. ასე, რომ ზოგიერთმა თავი დაანებოს სისულელეების ლაპარაკს. წიგნები წაიკითხოს. თომას მანი, მაგალითად biggrin.gif

ქრისტეს მაკროკოსმიური არსი დაუსაბამოა და რომელ რელიგიაზე მელაპარაკებით?რელიგიაში გსურთ რომ ჩაატიოთ ღმერთი? მეორე იპოსტასი, ბუდხი, სიცოცხლე ლოგოსი?
ოკეანე ყავის ჭიქაში!
სასტაული.
თუ ხართ ქრისტეთი ხართ, თუ არადა მაგერაა კიდევ 2 გზა. ყველა მის ბატონს მიჰყვება. თავის უფლები კი ქრისტეს გამჭოლ მიდიან პრაცნობიერების სიმაღლემდე. არჩევანი ყველას აქვს. მათ შორის მონებს. განსხვავება ისაა, რომ ზოგი მონობას ირჩევს, რადგან აწინაურებენ, ზოგი კი ბორკილებს ამსხვრევს, "თავი ჭირსა არ დამრიდად." თუ როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი, მას ეუწყა უკვე და ხანგრძლივი, თმენითი მეცადინეობის (ა არა ვარდისფერ ბუსტში ბუშტის მაგვარი სურვილებით) შედეგად ახორციელებს თავისუფლების სიყვარულს- ღმერთში.

თქვენ გინდათ მოიპოვოთ თქვენი თავი და ამიტომ უცილობლად დაჰკარგავთ მას. ასეთია ეგოს წესი.
ვის მივმართავ? ყველას და არავისsmile.gif

პს.
QUOTE
გზა ამ მხრივ, გაცილებით ადვილი და მომგებიანია

კი, ფართოა გზა ჯოჯოხეთისა და ბჭენი მისნი გახსნილი, მომგებიანობაზე გამთვლელთათვის.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Feb 25 2012, 01:02 PM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.
ის, რაც ადამიანმა (კაცობრიობამ) განიცადა, როგორც მატერიაში შემოსვლა, ფიზიკური სხეულის გამკვრივება, მომდინარეობს მისი ეთერული სხეულის მუშაობიდან.
რატომ?
იმიტომ რომ დედამიწის წინარე ეონის -ე.წ. "ძველი მთვარის"პლანეტარული მდგომარეობის ბოლო მეოთხედში, ადამიანის ასტრალურ და ეთერულ სხეულზე იერარქიული არსებების გარკვეულ ზემოქმედებათა შედეგად მოხდა გარკვეული იმპულსის "შეჭრა" ადამიანის ეთერულ (და ასტრალურ) სხეულში.

ეთერული სხეული ვიცით, რომ არის აზროვნების, რეპროდუქციის (თვითგანაყოფიერების, თვითგამრავლების), მეხსიერების, ზრდის, შემოქმედების, რეგენერაციის და ა.შ. სხეული.
და როგორც ადამინის თემაში ითქვა, ეთერულ სხეულში ამ იმპულსის შეჭრამ გამოიწვია ფიზიკური სხეულის თანდათანობითი მატერიალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ თავისთავად, ადამიანის ცნობიერება დაუკავშირდა მატერიას.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება, რომელიც მანამდე პირდაპირ, უშუალოდ აღიქვამდა (ოღონდ ამ ცნობიერებით აღქმა სრულიად განსხვავდება ღევანდელი ცნობიერებისმიერი აღქმებისაგან) სულიერ სამყაროს, ერთიანი, მთლიანი სამყაროს მოვლენებსა და არსებებს, თანდათან დაიძირა მატერიაში და დაიბინდა სულიერი სამყაროს და მოვლენების აღქმისათვის.
ეს პროცესი თანდათან და ნელა მიმდინარეობდა.
ატლანტიდის კატასტროფა არის ის ნიშნული, როცა ადამიანის ცნობიერება მთლინად ფიზიკურ სხეულში შემოვიდა. დიახ, შემოვიდა, რადგან, მანამდე ადამიანის ეთერული სხეული, მისი ეთერული "ტვინი"- სპირალისებური მოძრავი სხეული, განთავსებული იყო ადამიანის ძალზე პლასტიკური და მსუბუქი სხეულის გარეთ. თავისუფლად "ლივლივებდა მის გარშემო და მსჭვალავდა მას თავისი ძალებით.
მოსეს კიდობნის მითი არის იმაგინაციურად დანახული და ამ ენაზე მოწოდებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შემოვიდა სხეულებრივ საზღვრებში (კიდობანში, მოგვიანებით მას ტაძარი ეწოდა) ეთერული სხეულის სტიქია- ესაა მცენარეული სამყარო, და ცხოველთა სამყარო- ესაა ასტრალური სხეული.
ამას გადმოგვცემს კიდობანის მითი.
როგორ და რანაირად აისახება ეს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაზე და ბედზე?
ხომ ცხადია, რომ მატერიაში ბოლომდე შემოსვლის პროცესი (კაცობრიობის) დღესაც არ დასრულებულა. ის გრძელდება და კატასტროფული სისწრაფით მიექანება ქვემატერიისაკენ.

თუ ამ პროცესს თვალს გავადევნებთ დღევადლამდე, მაშინ ამას უნდა დავუკავშიროთ ჩვენი თემის ძირითადი მოტივი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ.



--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Feb 25 2012, 01:18 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ რა მოხდა?
შესუსტდა ადამიანის ცნობიერების კავშირი სულიერ სამყაროსთან, მის მოვლენებთან და არსებებთან. მაგრამ ეს შესუსტებაც არათანაბარი იყო, ცხადია. მსაობრივად ეს ერთიანი პროცესი იყო, მაგრამ, კაცობრიობის წარმმართველობის მეშვეობით (ჯერ კიდევ ატლანტიდის შუა პერიოდამდე პირველი იერარქიის არსებას -angeloi შეეძლო ადამიანის მსგავ სხეულში და მის გვერდით მოღვაწეობა ) გარკვეულ ინდივიდუალობათა შერჩევა ხორციელდებოდა და მათი უნარების ისეთნაირი მართვა, რომ მთლიანად და სრულად არ დაქვემდებარებოდა მათი ცნობიერება მატერიალიზაციას. ანუ, გარკვეულ ქმედებათა შედეგად, მათ ცნობიერებას შესძლებოდა კავშირის (ებრ. კეშერ, კაშერ) ქონა სულიერი სამყაროს გარკვეულ მოვლენებთან და ძალებთან.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 25 2012, 01:23 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Τρισμέγιστος @ Feb 25 2012, 01:18 PM) *
ანუ რა მოხდა?
შესუსტდა ადამიანის ცნობიერების კავშირი სულიერ სამყაროსთან, მის მოვლენებთან და არსებებთან. მაგრამ ეს შესუსტებაც არათანაბარი იყო, ცხადია. მსაობრივად ეს ერთიანი პროცესი იყო, მაგრამ, კაცობრიობის წარმმართველობის მეშვეობით (ჯერ კიდევ ატლანტიდის შუა პერიოდამდე პირველი იერარქიის არსებას -angeloi შეეძლო ადამიანის მსგავ სხეულში და მის გვერდით მოღვაწეობა ) გარკვეულ ინდივიდუალობათა შერჩევა ხორციელდებოდა და მათი უნარების ისეთნაირი მართვა, რომ მთლიანად და სრულად არ დაქვემდებარებოდა მათი ცნობიერება მატერიალიზაციას. ანუ, გარკვეულ ქმედებათა შედეგად, მათ ცნობიერებას შესძლებოდა კავშირის (ებრ. კეშერ, კაშერ) ქონა სულიერი სამყაროს გარკვეულ მოვლენებთან და ძალებთან.

ესენი იყვნენ შემდეგ ებრაელები?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 09:59 AM