IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
Merlin
post Dec 9 2018, 08:05 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილონ ალექსანდრიელი (ძვ.წ.აღ 20 წ - ახ.წ.აღ 50 წ) ებრაელი ფილოსოფოსი - ძე ღმერთის შესახებ.

‘’ფილონის ღმერთი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი, უცვლელი და უძრავი არსი პლატონის იდეათა სამყაროს მიღმაცაა, მაგრამ ამავე დროს ავსებს ყოველ ამქვეყნიურს, როგორც გაფორმებულ მატერიას. ამ ვითარების წარმოსადგენად იგი პლატონის ‘’ტიმაიოსის’’ სამკუთხედს იყენებს (დემიური, იდეები, მატერია), მაგრამ ღმერთის ტრანსცენდენტობისა და სიწმინდისათვის შეუძლებლად მიაჩნია, რომ იგი მატერიას უშუალოდ შეეხოს. ამ ფუნქციას ასრულებს ლოგოსი [ბერძ. ''სიტყვა''], როგორც იდეათა მთლიანობა და ღმერთის პირველშობილი ძე (ბიბლიის ასპექტით დანახული, როგორც ანგელოსთა ერთიანობა). ღმერთი მამობრივი მიზეზია, ლოგოსი მოსაშუალეა მასსა და სამყაროს შორის. მასში თეოლოგები ქრისტეს წინათგრძნობას დაინახავენ. ეს ლოგოსი, რომელსაც ფილონი ზოგჯერ მეორე ღმერთს უწოდებს, ქრისტესაგან იმით განსხვავდება, რომ არ სხეულდება. მაგრამ ანთროპომორფიზმის ნაშთი რჩება თავად ტრანსცენდენტურ ღმერთში, რომლის შესახებაც მხოლოდ ის შეიძლება ვიცოდეთ, რომ ის არის და არა ის, თუ რაა და როგორ არის. აღმოჩნდება, რომ ფილონისათვის ის თავისუფალი ნების მქონე პიროვნული ღმერთი რჩება, რომელიც სიბრაზისას ბოროტ ძალებს ქმნის, რომლის წყალობის გარეშე ვერავითარი მცდელობით ვერ მიუახლოვდება მას ადამიანი. ღმერთის განგების საყოველთაობის მიუხედავად, ადამიანის სული მისივე დანაშაულის გამო ექცევა სხეულში.’’

გურამ თევზაძე - ანტიკური ფილოსოფია (გვერდი 137-138).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 9 2018, 08:31 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილონი არ ყოფილა ქრისტიეანი, ის იუდეველი ფილოსოფოსი იყო, რომელიც ძველი აღთქმისა და ანტიკური ფილოსოფიის შინაარსების გაერთიანებისთვის იღწვოდა. მაგრამ მის ფილოსოფიაში გაჩნდა ძე ღმერთის გაგება. მას ასევე უწოდებს მეორე ღმერთს, მსგავსაც ქრისტეანული სამების მეორე ჰიპოსტასისა. ძე ღმერთი, რომელიც ყველა იდეის, ყველა ანგელოზის მთლიანობას წარმოადგენს, ''მამისგან'' განსხვავებით უშუალოდაა დაკავშირებული მატერიალურ სამყაროსთან. ფილონი მას უწოდებს სიტყვას (ბერძ. ლოგოსი), ასევე იწოდება ის იოანეს სახარებაში, რომელიც ამბობს:

იოანეს სახარება - თავი პირველი

1 დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.
2 ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3 ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4 მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5 ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
6 იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
7 ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
8 არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
10 ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12 ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13 და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14 სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
15 იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
16 და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
17 რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 10 2018, 04:45 PM
Post #43


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანთროპოსოფიის შესავალი, ნაწილი I

სიტყვა ანთოპოსოფია წარმოშობილია ორი ბერძნული სიტყვის შეერთების შედეგად: ἄνθρωπος (anthropos = "ადამიანი") და σοφία (sophia = "სიბრძნე"). ეს ტერმინი მეოცე საუკუნემდეც არსებობდა, მაგრამ ჩვენთვის ის იმის წყალობითაა ცნობილი, რომ სწორედ ეს სიტყვა უწოდა რუდოლფ შტაინერმა იმ სწავლებას, რომლის გადაცემაც მან მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ანთროპოსოფია არის სწავლება, რომელიც დაფუძნებულია ნათელხილვის გზით მიღმიური, და ასევე მატერიალური, სამყაროების უშუალო შემეცნებაზე და რომელიც თავის თავში მოიცავს და აერთიანებს კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა ძირითად სფეროს. შესაბამისად ანთროპოსოფია პირველ რიგში ეზოთერული მეცნიერებაა, ეზოთერული არა იმ გაგებით, რომ ის დაფარულია და საიდუმლო, არამედ იმ გაგებით, რომ ის არის მეცნიერება დაფარულის შესახებ, და ამ იდუმალის შესახებ მოპოვებულ ცოდნას ეფუძნება შემდეგ უკვე ანთროპოსოფიის ყველა სხვა ცალკეული მიმართულება, იქნება ეს მედიცინა თუ სხვა.

სიტყვა ''ეზოთერული'' ბერძნული წარმომავლობისაა, და განიმარტება როგორც ''შინაგანი'': esoteric - From Ancient Greek ἐσωτερικός (esōterikós, “belonging to an inner circle”), from ἐσωτέρω (esōtérō, “further inside”), comparative of ἔσω (ésō, “within”), from ἐς (es), εἰς (eis, “into”) (esoteric originally referred to the secret teachings of Greek philosophers, versus public or exoteric ones). განსხვავებული ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მიუხედავად, შინაარსობრივად ამ ცნების იდენტურია ტერმინი ''ოკულტური'', რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ''დაფარულს'': occult - From Latin occultō (“hide, keep secret”).

ორივე ეს ტერმინი მიუთითებს ისეთი ტიპის ცოდნაზე, რომელიც მიიღწევა ადამიანში დამატებითი აღქმის ორგანოების გამოღვიძების მეთოდით, რომლითაც შესაძლებელი ხდება მატერიალური სამყაროს საზღვრების გადალახვა. ანუ ეს ორი სიტყვა მიუთითებს ისეთი რამის ცოდნაზე, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში დაფარულია ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის, და ასეთი პირველ რიგში არის ის რეალობები, რომლებშიც ადამიანი იმყოფება ფიზიკურ დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ, ანუ ის რეალობები, რომელთაც ვუწოდებთ სულიერ სამყაროებს. (თუმცა სიმართლეა ისიც, რომ ასეთი ტიპის ცოდნა წარსულში და განსაკუტრებით დასავლეთში, იყო არა მხოლოდ ცოდნა დაფარულის შესახებ, არამედ თავად ეს ცოდნაც იყო გარკვეულწილად დაფარული და საიდუმლო, თუმცა ეს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან, რაც ეპოქალური ცვლილებებით არის განპირობებული...).

ახლა ვთქვათ ის, თუ რითი განსხვავდება ანთროპოსოფია სულიერებასთან დაკავშირებული სხვა სწავლებებისგან. დოგმატური რელიგიისგან მას უპირველეს ყოვლისა განასხვავებს ის, რომ მას საფუძვლად უდევს სულიერი სამყაროების უშუალო აღქმა და შემეცნება და არა წმინდა წერილების ინტერპრეტაცია ლოგიკური თუ ტრადიციული შეხედულებებიდან გამომდინარე. ანუ ანთროპოსოფიული (ისევე როგორც ზოგადად ეზოთერული) მსოფლმხედველობა, რელიგიური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული მსოფლხმედველობისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ცოდნას და არა რწმენას.

მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოსოფიაში ფილოსოფიას ძალიან დიდი ადგილი უკავია, ანთროპოსოფია არ არის ფილოსოფია. ფილოსოფია მთლიანად ემყარება ადამიანის ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობებს და წარმოადგენს ამ აზროვნების მოქმედების შედეგად მიებული დასკვნების ერთობლიობას. ხოლო ანთროპოსოფია, როგორც ეზოთერული სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი როლს ასრულებს მასში, არ არის მხოლოდ ლოგიკური განსჯის შედეგად მოპოვებული ცოდნა, არამედ ის, პირველ რიგში გულისხმობს საკვლევი ობიექტის უშუალო შემოტანას აღქმაში. ანუ მაგალითად თუ ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ხდება მატერიალური სამყაროს მიღმა, ნათელმხილველი უშუალოდ აღიქვავს მიღმიერ რეალობებს და მისთვის ეს სამყაროები ისეთივე შემეცნების ობიექტი ხდება, როგორიც მატერიალური ობიექტებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის.

ალბათ ამის თქმა აღარ არის საჭირო, მაგრამ მაინც შეიძლება ხაზი გავუსვათ, რომ ანთროპოსოფია არც აკადემიური მეცნიერება არ არის. ის პირველ რიგში სულიერი სამყაროების შესწავლიითაა დაინტერესებული, და მატერიაზე ცოდნასაც სულიერების გავლით ღებულობს. ასევე განსხვავებულია მეთოდიც, რომელიც კვლევის იარაღად აღქმის განსხვავებული ფორმების განვითარებას გულისხმობს, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანმა თავის აღქმაში შემოიტანოს ის რაც ჩვეულებრივად მიუწვდომელია ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოსათვის. თუმცა მეცნიერებასთან მას კვლევის პრინციპები ანათესავებს და კვლევის შედეგების გაცნობიერება ცხადლივი და კრიტიკული აზროვნების გზით. ამიტომაც ეწოდება მას სულის მეცნიერება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სულის მეცინერებაში სულიერი სამყაროს კვლევები იმგვარი ფორმით არის გადმოცემული, რომ ამ კვლევების გზით მოპოვებული ცოდნა გასაგებია და გამოსაყენებელი იმ ადამიანების მიერ ვინც ჯერ არ ფლობს ნათელხილვის უნარს, და შესაბამისად უნარს ცდისეულად გადაამოწმოს მიღებული ცნობები. არამარტო გასაგებია, არამედ იმის წყალობით, რომ თითოეული ფაქტი სულიერი სამყაროების შესახებ ახსნილია უამრავი განსხვავებული კუთხით, მისადაგებულია იმ ფაქტებთან, რომლებიც ჩვენ მოგვეპოვება მატერიალური ცოდნის სფეროშიც, და რაც მთავარია იმდენადაა ლოგიკურად გამართული ყველაფერი, რომ გაგებასა და დაჯერებას შორის ზღვარი მინიმუმამდეა დაყვანილი. თითქმის ყველა მეტაფიზიკურ ცნობას მისადაგებული აქვს ის ფიზიკურიც, რომელშიც ეს მეტაფიზიკური არის ასახული, რითაც უწყვეტი და მტკიცე კავშირები ებმება მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის და გასაგები ხდება ერთის მხრივ ის თუ რა უხილავი პროცესები უდევს საფუძვლად ხილულ, მაგრამ ნაკლებად გაგებულ მოვლენებს, მეორეს მხრივ კი ვიგებთ იმას, თუ სად და როგორ ავლენენ საკუთარ თავს სულიერი ძალები ჩვენთვის ხილულ რეალობაში. ხოლო რაც შეეხება, ნათელმხილველის მიერ სულიერებასთან დაკავშირებული ფაქტების უშუალო ცდისეულ გადამოწმებას და იმ გზაზე გავლას, რომელიც ოდესღაც თავად რუდოლფ შტაინერმა თუ სხვა რომელიმე ხელდასხმულმა გაიარა, ამისათვის დატოვებული არის მთელი რიგი პრაქტიკები და მეთოდიკა, რომლითაც საკმარისად მომზადებულ ადამიანს შეუძლია გამოიმუშავოს ის უნარები, რომელი უნარების გამოყენებითაც შეიძლება მატერიალურსა და სულიერს შორის ზღვარის გადალახვა და მიღმიურის უშუალო აღქმა და შემეცნება.

როგორც ვთქვით, ანთროპოსოფია არის ეზოთერული/ოკულტური სწავლება, შესაბამისად ისიც უნდა გავიგოთ, რა განასხვავებს მას სხვა ეზოთერული სწავლებებისგან, მაგალითად ბლავატსკაიას თეოსოფიისგან. ამ განსხვავების გასაგებად პირველ რიგში იმის თქმა არის საჭირო, რომ ანთროპოსოფია არის არამარტო ეზოთერიკა, არამედ ქრისტიანული ეზოთერიკა, და მისი უმთავრესი მისია სწორედ ის არის, რომ ადამიანს ქრისტეს და მისი დედამიწაზე აღსრულებული ქმედებების შემეცნება და ქრისტესთან დაახლოების შესაძლებლობა მოუტანოს. ამდენად ეზოთერიკა/ოკულტიზმის მრავალი სახის მიმდინარეობებისგან ის პირველ რიგში განსხვავდება იმით, რომ ანთროპოსოფია, ისევე როგორც სახარება და ორიათასწლოვანი ქრისტეანული ტრადიცია, ქრისტეს განსხეულებულ ღმერთად მიიჩნევს და არა განღმრთობილ ადამიანად (როგორც ამას მიიჩნევენ სხვა არაქრისტიანული რელიგიური თუ ეზოთერული მიმდინარეობების წარმომადგენლები, მათ შორის და განსაკუთრებით ინდური სწავლებებისა). ანთროპოსოფიული შემეცნება ქრისტეს ხედავს, როგორც ძე ღმერთს, სამყაროს შემოქმედსა და მის ცენტრს, რომელიც პირველ საუკუნეში მზიდან დაეშვა დედამიწაზე, აღასრულა კოსმიური მასშტაბის მისტერიები და ამ მისტერიების აღსრულების გზით, უშუალოდ დაუკავშირა თავისი თავი დედამიწასა და ადამიანებს, და მისი შემეცნება, მასთან დაახლოება და იმ დიადი მიზნების განხორციელება რასაც ის უსახავს კაცობრიობას, ადამიანის უმთავრეს მისიადაა მიჩნეული.

ამგვარი გაგებით ის სწავლება, რომელიც რუდოლფ შტაინერმა სულიერი სამყაროებიდან მოუტანა კაცობრიობას, ქრისტეანი ხელდასხმულების სწავლებისა და საქმის გაგრძელებაა, ხელდასხმულებისა, რომლებიც მის მსგავსად ასევე საკუთარი პირადი გამოცდილებით იმეცნებდნენ სულიერ სამყაროებს, და უშუალოდ არაა დაკავშირებული არცერთი ქრისტეანული ეკლესიისა თუ კონფესიის სწავლებასთან, ისევე როგორც არაა უშუალოდ დაკავშირებული აღმოსავლურ რელიგიებთან, იქნება ეს ინდუიზმი თუ ბუდიზმი.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 10 2018, 04:50 PM
Post #44


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანთროპოსოფიის შესავალი, ნაწილი II

რამოდენიმე ფაქტი რუდოლფ შტაინერის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ მაინც გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ღირს, რომ ადამიანი დაინტერესდეს მისი მემკვიდრეობის შესწავლით.

კაცობრიობის ისტორიაში იყვნენ ნიჭიერი ადამიანები, იყვნენ გენიოსებიც, რომელთაც კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი დადებითი როლი შეასრულეს, და იყვნენ ზეგენიოსებიც, რომელთაც დაუჯერებელ სიმაღლეზე აიყვანეს ადამიანის შესაძლებლობები, და შეიძლება ისიც ითქვას, რომ მათი შემოქმედება საკმარისი მტკიცებულებაა ადამიანის ღვთაებრივი წარმომავლობისა. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მრავალმხრივობა თუ შემოქმედების ზეადამიანური უნარი ამოუხსნელ ფენომენთა კატეგორიას შეიძლება განვაკუთვნოთ. ასეთი სიმაღლის შემოქმედებს განეკუთვნებიან მაგალითად რუსთაველი, ბეთჰოვენი და ლეონარდო. პირველი ორი თუ თავისი შემოქმედების სრულყოფილებით შეგვიძლია ზეგენიოსების კატეგორიას მივაკუთვნოთ, ლეონარდო შემოქმედების სრულყოფილებასთან ერთად თავისი გასაოცარი მრავალმხრივობის გამოც იმსახურებს კაცობრიობის ყველაზე დიად წარმომადგენელთა ნუსხაში ყოფნას.

სწორედ ამ შესავლის ფონზე შეგვიძლია ჩვენ მიმოვიხილოთ რუდოლფ შტაინერის მემკვიდრეობის მასშტაბები და ჩამოვიყალიბოთ აზრი იმის შესახებ, თუ რა როლს შეიძლება ასრულებდეს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი შესაძლებლობების ადამიანი.

წინა ტექსტში ნათქვამი, იყო რომ ანთროპოსოფია თავის თავში მოიცავს კაცობრიობი მოღვაწეობის ყველა ძირითად სფეროს. მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება ამაში. შეიძლება ითქვას, რომ რუდოლფ შტაინერიმა არამარტო იცოდა და ერკვეოდა კაცობრიობის მოღვაწეობის ყველა სფეროში, არამედ თითოეული მათგანის სამომავლო განვითარების პერსპექტივები დაგვიტოვა, რომელიც დატეულია დაახლოებით სამას სამოცი ტომისგან შემდგარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში.

ჩამოვთვალოთ რა სფეროებზეა ლაპარაკი: რელიგია, ეზოთერიკა, მისტიციზმი, ოკულტიზმი, მითოლოგია, ფილოსოფია, მეცნიერება – ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მინერალოგია, გეოლოგია, ასტროლომია, ისტორია, ფილოლოგია, ლინგვისტიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნებაში – მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურა, შემდეგ – მედიცინა, აგრონომია, პედაგოგიკა, საფინანსო და საბანკო საქმე, და არ არის გამორიცხული კიდევ მრავალი სხვა, რაც ჯერ არ შემხვედრია.

მან დაწყერა შემეცნების ახალი თეორია, ახალი სიტყვა თქვა ფილოსოფიაში, გადაჭრა კანტიანური პრობლემები, დაწერა მხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებები, იყო არქიტექტორი და შექმნა არქიტექტურის ახალი სტილი, მისი აგებული ორივე გოეთეანუმი თანამედროვე არქიტექტურის შედევრებად ითვლება, მისი ხელმძღვანელობით მოიხატა პირველი გოეთეანუმი და მისივე მონაწილეობით შეიქმნა კაცობრიობის წარმომადგენლის ქანდაკება, დღესაც არის მხატვრებისა და არქიტექტორების ინსპირატორი, შექმნა მედიცინის ახალი სისტემა - ანთროპოსოფიული მედიცინა, აგრონომიის ახალი მეთოდიკა - ბიოდინამიური აგრონომია, დასახა სოციალური განვითარებისა და სახელმწიფო მოწყობის, ასევე ახალი საბანკო და საფინანსო სისტემის შექმნის გზები, შექმნა ხელოვნების საერთოდ ახალი დარგი – ევრითმია, რომელსაც ესთეტიკურთან ერთად სხვა დანიშნულებაც გააჩნია, შექმნა ახალი მეთოდები ბავშვის აღზრდასა და პედაგოგიკაში – ვალდორფის სკოლა, მისი ასტროლოგიური მემკვიდრეობის საფუძველზე შეიქმნა ასტროლოგიის ახალი დარგი – ასტროსოფია, ანთროპოსოფიის საფუძველზევე შეიქმნა კვლევის ახალი დარგი, რომელიც ბგერით ზემოქმედებას იკვლევს მატერიაზე - სიმატიკა, და რაც ხაზგასმითაა აღსანიშნავია, ეს ყველაფერი მუშაობს, ყველა ეს სიახლე ფართოდ არის დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, და აღიარებულია მოქმედ და პრაქტიკულ მეთოდებად.

მის ეზოთერულ სწავლებაში შეხვდებით, გარდა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილისა, დედამიწისა და კაცობრიობის წარსულისა და მომავლის აღწერას პლანეტარული ინკარნაციების მასშტაბებით, ადამიანის, ცხოველების, მცენარეებისა და მინერალების წარმოშობისა და განვითარების ისტორიასა და მომავალს, სულიერი სამყაროებისა და მასში მყოფი არსებების შესახებ ცოდნას - ანგელოლოგიას, დეტალურ აღწერას ადამიანის გზისა გარდაცვალებიდან ხელახლა დაბადებამდე, ადამიანის არსების ღრმა და დეტალურ ცოდნას, კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მოვლენებისა და ძვრების სულიერ საფუძვლებს, დიდი ადამიანების წარსული ინკარნაციების აღწერას და ინკრნაციებს შორის მომხდარ მოვლენებს, რაც იძლევა იმის გაგების საშუალებას, თუ რით იყო განპირობებული ამა თუ იმ ადამიანის შინაგანი სამყაროს წყობა და მისი ცხოვრების მსვლელობა. ასევე მოცემულია ხელდასხმის გზაზე დადგომისა და ნათელხილვაში შესვლის მეთოდიკა, რაც მოსწავლეს აყენებს იმ შესაძლებლობის წინაშე, რომ ადრე თუ გვიან პირადი გამოცდილების დონეზე დარწმუნდეს გადმოცემული ცოდნის ჭეშმარიტებაში თავისი ზეგრძნობადი უნარების განვითარების წყალობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია წინასწარმეტყველებები, რომლებიც ზუსტად ახდა მრავალი წლის შემდგომ, რისი კონკრეტული მაგალითების დასახელებაც შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფუძნებულია, ერთმანეთთან დაკავშირებულია და გაერთიანებულია ქრისტეანობის შემეცნების გარშემო, რომელმა შემეცნებამაც მისცა რუდოლფ შტაინერს შესაძლებლობა ეს ყველაფერი შემოეკრიბა ერთ ახალ სულიერ სწავლებაში, რომელსაც მან უწოდა ანთროპოსოფია.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Mar 11 2019, 11:13 AM
Post #45


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესაა ბმულები იმ ტექსტებისა, რომელ ტექსტებშიც კარგად არის ნაჩვენები ის, თუ რა ხდება ეზოთერულ სწავლებებში მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედიდან მოყოლებული. ამ წიგნებისა და სტატების გაცნობა ძალიან სასარგებლო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც სურს ფართო წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა სულიერი ძალები მოქმედებენ ამა თუ იმ ეზოთერული სწავლების უკან და რა მიზნით. აქედან გამომდინარე შეძლებთ გარკვეული დასკვნები გააკეთოთ, გასაგები გახდება, რომ ეზოთერული სწავლებების ძალიან დიდი ნაწილი ბოროტებას ემსახურება, და ის, რომ ისეთი სიტყვების უკან, როგორიცაა სიყვარული, მსახურება, ალტრუიზმი, ქრისტეს ცნობიერება, გასხივოსნება, სულიერება, იერარქია, ამაღლება და სხვა, ნეგატიური ძალების მიერ კარგად დაგეგმილი მზაკვრული ჩანაფიქრი შეიძლება იდგეს.

1) Сергей Олегович Прокофьев - Восток в свете Запада

• Часть 1. Учение Агни Йоги в свете христианского эзотеризма;
• Часть 2. Учение Алисы Бейли в свете христианского эзотеризма;
• Часть 3. Зарождение Христианского Эзотеризма в 21 веке и противостоящие оккультные силы.

https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3591911

2) Blavatskytheosophy.com – Articles
https://blavatskytheosophy.com/articles/

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატიები განყოფილებიდან:
PSEUDO-THEOSOPHY REVEALED.

ასევე შემდეგი სტატიები:
https://blavatskytheosophy.com/the-danger-a...of-channelling/
https://blavatskytheosophy.com/the-psychic-...-the-spiritual/
https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/
https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/
https://blavatskytheosophy.com/a-comparison...-and-theosophy/
https://blavatskytheosophy.com/the-third-vo...ecret-doctrine/

3) Gerald Barbee Bryan - Psychic Dictatorship in America
http://www.orgonelab.org/PsychDict.pdf

4) Об источниках Учения Вознесённых Владык и Живой Этики
http://theprophets.narod.ru/Ob_istochnikah_AY_i_UVV.pdf

5) Valentin Tomberg - H.P. Blavatsky’s "Secret Doctrine" and Rudolf Steiner’s "Outline of Esoteric Science"
https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Mar 11 2019, 11:42 AM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1) ამ ტექსტებიდან პროკოფიევის ეს სამტომეული ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ სხვა ტექსტები რაც დავდე ამ სამტომეულში გადმოცემულზე დამატებით ინფორმაციებს წარმოადგენს. პროკოფიევი ანთროპოსოფიის მოსწავლე იყო და ამ პოზიციიდანაა დაწერილი მისი წიგნები.

2) ეს არის სტატიები იმ ადამიანებისა, ვინც ბლვატსკაიას თეოსოფიის ერთგული მოსწავლეები არიან და ამ საიტზე აქვთ განთავსებული ყველა საჭირო სტატია იმისათვის, რომ ადამიანს სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს ბლავატსკაიას თეოსოფიაზე. ამის სამსახურად ძალიან დიდი ადგილი ეთმობა იმ სტატიებს, რომლებიც ცრუ თეოსოფიის გამოაშკარავების მიზნითაა დაწერილი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბლავატსკაიას თეოსოფია და ანთროპოსოფია ბევრ ფუნდამენტურ საკითხში იდენტური შეხედულებების და მიუხედავად, მნიშვნელოვანწილად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რადგან პირველი ქრისტიანობამდელ სიბრძნეს, განსაკუთრებით კი აღმოსავლურ სიბრძნეს წარმოადგენს, მეორე კი ეზოთერულ ქრისტიანულს, და ამდენად მათ შორის არის მრავალი სხვაობა, თუმცა კი ეს ორი სწავლება, იმის წყალობით, რომ ორივე რეალურ სულიერ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, ადვილად ერთიანდება იმ ცრუ სწავლებებთან დაპირისპირებაში, რომელთა სიცრუის გამოაშკარავებას ემსახურება ეს წიგნებისა და სტატიების კრებული.

3) ეს წიგნი ეძღვნება ეგრედ წოდებულ ამაღლებული მეუფეების სწავლების (ascended master teachings) ორიდან ერთ-ერთ დამაარსებელს, გაი ბალარდს Guy Ballard, მისი ცხოვრების მსვლელობასა და ''დიად ღვაწლს''.

ამ სწავლების მეორე დამაარსებელი გახლავთ Baird T. Spalding, მასზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://www.bairdtspalding.org/frequently-a...ird-t-spalding/

ეს სტატია ასევე ამ ორ ავტორთანაცაა დაკავშირებული, რადგან მათ თავიანთ სწავლებას მნიშვნელოვანწილად სწორედ New Thought movement-ის იდეები დაუდეს საფუძვლად. https://blavatskytheosophy.com/a-comparison...-and-theosophy/

4) ეს წიგნი დაწერილია რერიხების მიმდევართა მიერ, წიგნი ეძღვნება ელენა რერიხისა და ელიზაბედ კლერ ფროფეთის (ascended master teachings-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი) სწავლებებს შორის მნიშვნელოვან შეუსაბამობებს.

5) ამ სტატიიდან მოკლედ შეძლებთ გაიგოთ თუ რა მიმართებაა ბლავატსკაიას სწავლებასა და ანთროპოსოფიას შორის.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jun 28 2019, 09:27 AM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''ჩვენი დროის დასავლურ კულტურაში გამოჩნდა ორი მრავლისმომცველი ნაშრომი, რომელიც მოიცავს მთელ ეზოთერულ მსოფლმხედველობას: ელენა ბლავატსკაიას ''საიდუმლო დოქტრინა'' და რუდოლფ შტაინერის ''იდუმალთმეტყველების ნარკვევი''.

ეს ორი ნაშრომი, შეიცავს მსოფლმხედველობის მეტნაკლებად სრულ სურათებს, რომელიც სრულიად უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. სიმართლე, რომელიც უნდა ვაღიაროთ, იმაში მდგომარეობს, რომ ვერცერთი კარგად ცნობილი თეოსოფისტური თუ კაბალისტური ნაშრომი მათ ვერ შეედრება ობიექტური ღირებულებით, რადგან ოკულტური ლიტერატურის არცერთი ნაშრომი არ სთავაზობს მკითხველს იმდენს, რამდენსაც - ისინი.''

ვალენტინ ტომბერგი

https://southerncrossreview.org/57/tomberg.htm




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 21 2020, 12:20 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუდოლფ შტაინერი დაავადებების შესახებ:

"თუ გვსურს, ინფორმირებული ვიყოთ ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაზე, უნდა დავფიქრდეთ, რამდენი რამ მოქმედებს აქ ერთდროულად, ავადმყოფობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური კარმა, ავადმყოფობასთან მიმართებით არსებობს ასევე ხალხის კარმა.

სულიერ ცხოვრებაში თავისებური კავშირების საინტერესო მაგალითია ჰუნებისა და მონღოლური ტომების შემოსევა. აზიიდან დასავლეთისკენ მომთაბარე ეს მონღოლები ატლანტიდელთა შთამომავლები იყვნენ. იმ დროს, როცა ინდოელები, გერმანელები და სხვები ვითარდებოდნენ, მათი ძმები მონღოლები ერთ-ერთ საფეხურზე ჩამორჩნენ. ზუსტად ისე, როგორც ადამიანის განვითარების გზაზე მას გამოეყო ცხოველები, ასევე გამოეყოფიან დაბალგანვითარებული ხალხები და რასები მაღალგანვითარებულთ. ეს ხალხები, მონღოლები, იყვნენ ჩამორჩენილი ატლანტიდელები, რომლებმაც ფიზიკური დეგრადაცია განიცადეს. ასე დეგრადირებულ ადამიანთა ასტრალურ სხეულში ჩანს დიდი რაოდენობით ხრწნადი ასტრალური მატერია. მონღოლები დაეჯახნენ გერმანელებსა და სხვა შუა ევროპელ ხალხებს, რომელთაც შიში და ძრწოლა დაეუფლათ. შიში და ძრწოლა კი ასტრალური სხეულის თვისებებია. ამ თვისებებში ყვავის ასტრალური ხრწნადი ნივთიერებები. ასე დაინფიცირდა ევროპული ასტრალური სხეულები და ეს ინფექცია შემდგომ თაობებში გადავიდა ფიზიკურ სხეულზე, მაგრამ არა ინდივიდებზე, არამედ ხალხებზე. ეს იყო კეთრი, საშინელი დაავადება, რომელმაც შუა საუკუნეებში წარმოუდგენელი გაპარტახება გამოიწვია. ეს ავადმყოფობა არის ასტრალურ სხეულზე ზემოქმედების ფიზიკური შედეგი.

ამდენად, ხალხთა ავადმყოფობებს თავისი საფუძვლები აქვთ. ძველ დროებში ეს ჯერ კიდევ იცოდნენ და ბიბლიამ ის ასახა, როგორც ჭეშმარიტება, რომელსაც ხშირად მცდარად განმარტავენ: "მამების ცოდვები მესამე და მეოთხე თაობამდე გადადის". ვინაიდან ამაში იგულისხმება არა ერთმანეთის მომდევნო ინდივიდუალური ინკარნაციები, არამედ თაობები, გარკვეული სახის ხალხის კარმა. როგორც მრავალი ბიბლიური გამონათქვამები ესეც სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ.

ზემოთქმულიდან ჩანს, თუ როგორ ვლინდება ფიზიკურ ცხოვრებაში ის, რაც ადრე სულიერ ცხოვრებაში გრძნობებსა და ჩვევებში იყო. აქედან შესაძლებელია მივიღოთ ძალზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული დებულება: თუ ადამიანთა ჩვევებზე კეთილად ზრუნავენ, მაშინ აუმჯობესებენ არა მხოლოდ ზნეობრივ, არამედ მთელი თაობების, მთელი ხალხის ჯანმრთელ ცხოვრებას და პირიქით. სწორედ ეს იქცევა ხალხის კარმად".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 22 2020, 02:10 PM
Post #49


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა რომელი წიგნიდანაა,
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 22 2020, 02:42 PM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან"


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 23 2020, 02:31 PM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ რუდოლფ შტაინერის ლექციებიდან ამონარიდებს ავადმყოფობების შესახებ:

"... გუშინდელ საუბარს თუ გავიხსენებთ, ახლა თქვენ ალბათ გაწუხებთ კითხვა: მაინც რა მოსდის იმას, რასაც ფიზიკური სხეული თავად აღწევს? - მისი ქმედებები გახდება მისივე მომავალი ბედისწერა. მაგრამ ამ ცხოვრებაში მის მიერ გადატანილი ავადმყოფობებისგან რა იქმნება?

მართალია, ამ კითხვაზე პასუხი უცნაურად ჟღერს, მაგრამ სპეკულაციას არ წარმოადგენს, არც რაიმე თეორიას, არამედ ეფუძნება იდუმალთმეტყველების გამოცდილებას და გავასწავლის ავადმყოფობის მისიას. ბრწყინვალე ხატი მოჰყავს ფაარე დოლივეტის, რომელიც ბიბლიის საწყის თავებს იკვლევდა. იგი ადამიანის მიერ გამომუშავებულ ბედისწერას ადარებს ბუნების რომელიღაც პროცესს. ის ამბობს: ძვირფასი მარგალიტი წარმოიქმნება ავადმყოფობის შედეგად, ეს არის მარგალიტის ნიჟარის დაავადება, ასე რომ, რაიმე ძვირფასის წარმოსაქმნელად სიცოცხლე უნდა დაავადდეს. ასევე, ერთ ცხოვრებაში ფიზიკური სხეულის ავადმყოფობები მომდევნო ცხოვრებაში გამოვლინდება როგორც ესთეტიკური მშვენიერება. ამდენად, ფიზიკური სხეული, გადატანილი ავადმყოფობის შედეგად, აღწევს იმას, რომ მომდევნო ცხოვრებაში ხდება მშვენიერი. ან ავადმყოფობის გამო, რომელიც მან თავის გარემოცვასთან ერთად ინფექციის მეშვეობით გადაიტანა, იგი დაჯილოვდება საკუთარი გარემოცვის მშვენიერებით. ამდენად, მშვენიერება კარმულად ვითარდება ტანჯვის, ტკივილის, გაჭირვებისა და ავადმყოფობისგან. ეს შოკისმომგვრელია, მაგრამ ეს ასეა. მშვენიერების გრძნობაც ასე იქმნება. ტანჯვის, ტკივილისა და ავადმყოფობის გარეშე სამყაროში არანაირი მშვენიერება არ იქმნება. ზუსტად მსგავსი ისტორია გვხვდება კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს აჩვენებს, რამდენად მშვენიერია კარმული კავშირები ცხოვრებაში, რომ ძნელია ბოროტებაზე, ავადმყოფობასა და ტკივილზე საკითხების გადაწყვეტა, თუ არ ვიცნობთ კაცობრიობის განვითარების დიად შინაგან კავშირებს".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 23 2020, 05:02 PM
Post #52


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეძებე ინტერნეტში და აუდიოწიგნი არაა, რუსულის ელ ვერსია ვიპოვე. ქართული თარგმანი წიგნი იყიდება ასე რომ აქ წავიკითხავ რაცაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 23 2020, 05:09 PM
Post #53


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Apr 23 2020, 03:31 PM) *
"ძვირფასი მარგალიტი წარმოიქმნება ავადმყოფობის შედეგად, ეს არის მარგალიტის ნიჟარის დაავადება, ასე რომ, რაიმე ძვირფასის წარმოსაქმნელად სიცოცხლე უნდა დაავადდეს. ასევე, ერთ ცხოვრებაში ფიზიკური სხეულის ავადმყოფობები მომდევნო ცხოვრებაში გამოვლინდება როგორც ესთეტიკური მშვენიერება. ამდენად, ფიზიკური სხეული, გადატანილი ავადმყოფობის შედეგად, აღწევს იმას, რომ მომდევნო ცხოვრებაში ხდება მშვენიერი. ან ავადმყოფობის გამო, რომელიც მან თავის გარემოცვასთან ერთად ინფექციის მეშვეობით გადაიტანა, იგი დაჯილოვდება საკუთარი გარემოცვის მშვენიერებით. ამდენად, მშვენიერება კარმულად ვითარდება ტანჯვის, ტკივილის, გაჭირვებისა და ავადმყოფობისგან. ეს შოკისმომგვრელია, მაგრამ ეს ასეა. მშვენიერების გრძნობაც ასე იქმნება. ტანჯვის, ტკივილისა და ავადმყოფობის გარეშე სამყაროში არანაირი მშვენიერება არ იქმნება. ზუსტად მსგავსი ისტორია გვხვდება კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს აჩვენებს, რამდენად მშვენიერია კარმული კავშირები ცხოვრებაში, რომ ძნელია ბოროტებაზე, ავადმყოფობასა და ტკივილზე საკითხების გადაწყვეტა, თუ არ ვიცნობთ კაცობრიობის განვითარების დიად შინაგან კავშირებს".

საინტერესოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 23 2020, 08:53 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ადგილი არ წამიკითხია... old_man
QUOTE(old_man @ 23rd April 2020 - 03:31 PM) *
ავადმყოფობების შესახებ:

ეს რომელი ლექციიდანაა?

აი მართლაც რა კარგი სიტყვებია. როგორც თესლი მიწაში დალპება და ლამაზ მცენარედ გაიზრდება ისე იქნება ადამიანიც, მაგრამ სხვა სახით იქნება ეს ყველაფერი. სხვა ფორმით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 23 2020, 09:10 PM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
შტუტგარტში, 1906 წ. 29 აგვისტოს წაკითხული ლექცია
შედის წიგნში "იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან".


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 23 2020, 09:23 PM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
მართლა კარგია შტაინერის კითხვა განსაკუთრებით ახლა. კარგია, რომ დებ.
მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Apr 24 2020, 12:56 PM
Post #57


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს ვკითხულობდი ზუსტად ,,ქრისტე ეთერულ სამყაროში" ძალიან საინტერესია, თან ამ საზოგადოებას ძალიან სჭირდება ბევრი რამის გასააზრებლად და გამოსაფხიზლებლად... ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 24 2020, 03:03 PM
Post #58


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიხარია რომ კითხულობთ, ეს არის სულიერი საგანძური.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 24 2020, 11:36 PM
Post #59


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველად 1992 წელში ჩამივარდა შტაინერის წიგნი, მაშინ და იმ წლებში მაქვს წაკითხული ბევრი მისი წიგნი.

როდისმე ალბათ მოვიცლი ისევ ჩავუჯდე. მართლაც ცოდნის წყაროა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 26 2020, 01:06 PM
Post #60


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტყუილის, ჭეშმარიტების, აზროფორმების შესახებ

"....ოკულტიზმში არსებობს დებულება, რომელიც ახლა შეიძლება გაცხადდეს: ნებისმიერი ტყუილი ასტრალურ სამყაროში არის მკვლელობა! ეს არის ძალზედ საყურადღებო დებულება, რომლის მნიშვნელობას ხედავს მხოლოდ ის, ვინც ზენა სამყაროთა შემეცნებას არის დაუფლებული. რა მარტივად ამბობენ ადამიანები: ეს არის მხოლოდ აზრი, გრძნობა, რომელიც სამშვინველში რჩება; მე არ მაქვს სულის გაწვრთნის უფლება, ხოლო უკეთური აზრები არაფერს ნიშნავს. არ არსებობს უფრო მცდარი, ვიდრე ეს: აზრები გადასახადებისგან თავისუფალია, რადგან ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა რეალობაა და როცა მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ცუდია ან მე იგი არ მიყვარს, ამას ასტრალურ სამყაროში ხედავენ როგორც ისარს, როგორც ელვას, რომელიც ტყვიასავით მიფრინავს ამ ადამიანის ასტრალური სხეულისაგან და მასვე ვნებს. ყოველი აზრი, ყოველი გრძნობა არის არსება, ფორმა ასტრალურ სამყაროში და მათთვის, ვინც ზენა სამყაროში ჭვრეტის უნარს ფლობს, ცნობილია, რომ გაცილებით არასასურველია, როცა მავანს აქვს ცუდი აზრი მოყვასზე, ვიდრე მისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება. სწორედ ამ ჭეშმარიტების გაცხადებააა მორალის დამკვიდრება და არა ქადაგება. როცა ადამიანის შესახებ ჭეშმარიტებას ამბობენ, იქმნება ასეთი აზრობრივი ფორმა, რომელსაც ნათელმხილველი ფერისა და ფორმის მიხედვით ცნობს და რაც მოყვასის ცხოვრებას აძლიერებს. აზრი, რომელიც ჭეშმარიტებას შეიცავს გადადის არსებაზე, რომლისკენაც ეს აზრია მიმართული და მას იცავს, გამოაცოცხლებს. ამდენად, როცა მე მოყვასზე ჭეშმარიტს ვფიქრობ, მაშინ მის ცხოვრებას განვამტკიცებ. როცა მასზე სიცრუეს ვამბობ, მაშინ მასზე გადავღვრი მტრულ ძალას, რომელიც დამანგრევლად, ზოგჯერ მომაკვდინებლად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ტყუილი არის მკვლელობა. ყოველივე ჭეშმარიტი ქმნის სიცოცხლის დამცავ ელემენტს. ამის მცოდნე გაცილებით ფგრთხილია ჭეშმარიტებისა და სიცრუის მიმართ, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ ქადაგებს იმას, რომ საჭიროა ჭეშმარიტების გამუდმებით ლამაზად გამოხატვა."

"იდუმალთმეტყველების კარიბჭესთან" გვ. 19-20


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 11:31 AM