Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჩენელინგები _ პრაქტიკები

Posted by: ano Oct 2 2019, 05:15 PM

ოქროს წვიმის პრაქტიკა
თუ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი გაღიზიანებულია ან ნერვიულობს. ის უნდა წარმოიდგინო ოქროს წვიმის ქვეშ მომცინარი და გახარებული, თან უნდა წარმოთქვა: სინათლე, სიხარული და სიყვარული შენ.
რამოდენიმე წუთში ადამიანი წყნარდება, მას უუმჯობესდება განწყობა და ის ცვლის საუბრის თემას სასიამოვნოსაკენ. ადამიანების განკურნება მათი ნებართვის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ მათი სიყვარულის უფლება გვაქვს.
ამ პრაქტიკის გამოყენება მაშინაც შეიძლება როდესაც ეს ადამიანი არ არის ჩვენი ხედვის არეში. ამ დროს ის უნდა წარმოვიდგინოთ ოქროს წვიმაში და გავიმეოროთ სიხარული, სიყვარული სინათლე შენ. ამ დროს მან შეიძლება იგრძნოს სითბო ხელებში, ფეხებში.... და სიმშვიდე. შესაძლოა ამ დროს მას გაახსენდე და დაგირეკოს, ნიშნები ბევრნაირი შეიძლება იყოს, უბრალოდ დაიწყეთ ამ პრაქტიკის კეთება. როდესაც ამ პრაქტიკას აკეთებთ უნდა იყოთ მშვიდად და გაწონასწორებულად, უნდა გრძნობდეთ სითბოს ამ ადამიანის მიმართ, თავად უნდა გსიამოვნებდეთ როდესაც ადამიანს უგზავნით ოქროს წვიმას.
სიყვარული რომლის გამოსხივებასაც იწყებთ ასეთივე სუთა და ნათელ ენერგიას იზიდავს თქვენსკენ და წმინდავს გარემოს, ამგვარად თქვენ ეხმარებით საკუთარ თავსაც, სამყარო თქვენს ირგვლივ ხდება უკეთესი.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=4kDMHS3tX_o&list=PL7SU6T07X521koQWsD1OWeMuq05AkCwpY&index=65

Posted by: tikoroma Oct 15 2019, 11:05 AM

მშვენიერი

Posted by: ichi Oct 20 2019, 05:14 PM

ოქროს წვიმაზე სხვაგან წავედი აჰაჰაჰაჰჰაჰაჰა

Posted by: tikoroma Dec 5 2019, 11:18 PM

ჩემ ბავშვზე უნდა ვცადო

Posted by: earth Dec 6 2019, 07:42 AM

ძალიან კარგი პრაქტიკა ჩანს ანო, მეც ვცდი wub.gif

რონდა მპერნს აქვს მაგის მსგავსი პრაქტიკა, ჯადოსნური ჯოხით. წარმოიდგენ რომ გიჭირავს ჯადოსნური ჯოხი და მას ჯადოსნური ბრჭყვიალა მტვერით ფარავ. წარმოიდგენ, რომ გაჯანმრთელდა, ან ეკონომიური გამოუსწორდა. ხედავ, რომ მხიარული და ბედნიერია wub.gif

Posted by: ასფალტი Sep 1 2021, 11:51 PM

ვაუუუუ
..........

ზოგადადა ამ განყოფილებას რაც შეეხება, ჩენელინგებს, ამასწინდათ მქონდა თითქოს რაღაც ხმა ჩამესმა კიბეებზე რო ამოვდიოდი სახლში.. უცებ გადამავიწყდა sad.gif

თუ ეს სხვა ფენომენია biggrin.gif

ჰო დაახლოებით ასეთი ინფო წამოვიდა რო კოვიდ-19 დასრულდება მალე (ამ წელში)
დიდი ალბათობით ახალ ...ობას მოფიქრებენ მაგ დროისთვის მაგრამ კონკრეტულად ეს ვირუსი დასრულდება

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)