Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ სხვანაირი ბუნების ადამიანები მიზიდავს

Posted by: brevalo Feb 27 2018, 08:28 PM

ეს მე მხოლოდ მჭირს თუ თქვენც, ძალიან მაინტერესებს:

ყოველთვის, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, მიზიდავენ რაღაცნაირი ბურუსით მოცული ადამიანები. ადამიანები რომლებსაც მისიტიკასთან და ბურუსით მოცულ თემებთან აქვთ მისწრაფება. საპირისპირო სქესის ადამიანებიც ასეთები მიზიდავს. შეიძლება ტვინით სტანდარტული, სოციალური ქალები მიზიდავს. (ტვინით თქო - ეს ალბათ აღზრდიდან გამომდინარე) მაგრამ შინაგანად მისწრაფება მაქვს ისეთ ადამიანებისკენ, რომელთაც შეიძლება სულაც არ ჰქონდეთ კავშირი მაგიასთან ან ეზოთერიკასთან, მაგრამ ფსიქოტიპით ასეთები რომ არიან და პოტენციურად მისტიკოსები რომ შეიძლება იყვნენ, ანუ კოჭებში რომ ეტყობათ, რომ მისტიკა მათი დიდი ინტერესის სფერო შეიძლება გახდეს.
ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ინტგერესის სფეროები აქვთ, მათთან ვერ ვპოულობ საერთო ენას და მალევე მწყინდება ასეთებთან ურთიერთობა.

თქვენც გაქვთ ამგვარი მისწრაფება?

Posted by: old_man Feb 27 2018, 09:28 PM

brevalo

QUOTE(brevalo @ 27th February 2018 - 08:28 PM) *
თქვენც გაქვთ ამგვარი მისწრაფება?

დიახსთ biggrin.gif
საბედნიეროდ ჩემს ცხოვრებაში ათი წელია ასეთი ხალხი შემოდის უწყვეტ ნაკადად.
მანამდე ძირითადად ტაშფანდურა ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და გადავბეზრდი, მომწყინდა საშინლად.

Posted by: earth Feb 27 2018, 11:03 PM

მეც მასეთ ხალხს ვძებ სულ... ამ ფორუმზე ვიპოვე ბევრი, ამიტომაც შემიყვარდა აქაურობა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)