IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> სულის არსებობიდან არარსებობაში გაქრობა შესაძლებელია?
eternity
post Aug 2 2018, 03:53 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთის ნაწილები ვართ ადამიანები ალბათ? ხოდა ეს ნაწილი მაგალითად ერთ ერთ ადამიანში არსებული სული, რომ გაქრეს არსებობიდან შეუძლებელია? ალბათ მხოლოდ პატარა ნაწილებად დაიშლება და გადანაწილდება არსებობის სხვადასხვა ფორმებში, შეიძლება მიმოიფანტოს და ცოტ ცოტა ყველაფრის სასიცოცხლო ძალად გადაიქცეს?
ვთქვათ ობობის ნაწილად ზოგი ამ დაშლილი სულის ნაწილი, ან ხედ, ან წყალად ან ასტეროიდად. ანუ თუ არსებობიდან ვერ გაქრება სული, ანუ როცა ახლა ვიცი რომ ვარსებობ და ამ არსებობას აღვიქვამ, თუ იგივე არსებობას აღიქვამ, გეტკინება რამე ვთქვათ თუ ობობა იქნები, მაშინ არაა საინტერესო შენი სულის გაქრობა განადგურებაზე ფიქრი.

ჩემი მთავარი კითხვა რა არის, არსებობდი ხო და ბუხ უცებ არსებობიდან არარსებობაში გადახვედი, არანაირი ფორმით არ არსებობ და არც სამომავლოდ გემუქრება არსებობის საფრთხე, უბრალოდ გაქრი.

ესეთი რამე თუა შესაძლებელი და თუ კი შესაძლებელია როგორ გავაკეთო?
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 5 2018, 10:56 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არავინ იცით როგორ შეიძლება გაქრობა, ანუ ისევე რომ გახსოვდეს ყველაფერი როგორც დაბადებამდე რა იყო რომ არ გახსოვს? smile.gif არარსებობაში ჩაიძირო... მარტივი მეთოდით თუა შესაძლებელი ოღონდ, საწვალებელი რომ არ იყოს და ერთი წამი დაჭირდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 6 2018, 07:57 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
ადამიანმა სულიის განვითარებაზე, გაზრდაზე უნდა იფიქროს.
ეს ცხოვრებაც მშვენიერია, მთავარია მოძებნო და დაინახო მისი ლამაზი მხარეები, რომელი მხარეებიც უხვადაა ამ სამყაროში.
თუ ზოგიერთი ადამიანის სიცივე და არაადამიანური საქციელი გაიძულებს რომ გაქრე და არ არსებობდე, შეეცადე ისინი გააქრო შენს გონებაში და გადახვიდე სხვა ფიქრებზე.
ფიქრების შეცვლით შეიძლება მთელი შენი ცხოვრების შეცვლა. შეჰქმენი ლამაზი ფიქრები და ის შენი ცხოვრება გახდება kiss1.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 6 2018, 10:16 AM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
დიდი მადლობა პოზიტიური პოსტისთივს.

ეს რეალობა რაშიც ვარ, ჯოჯოხეთურია. კარგი რეალობებიც არსებობს, რომლებიც მე არ მეკარება, მათში გადასვლის მცდელობებით კი დავიღალე. კარგ რეალობაში კი რადგანაც ვერ გადავდივარ, ნუ შეიძლება წვალებით ოდესმე გადავიდე მაგრამ ამ წვალებამ რადგანაც დამღალა, ხოლო ცუდ რეალობაში ყოფნა კი ნამდვილი ჯოჯოხეთია, აღარც კარგი და აღარც ცუდი მინდა, უბრალოდ გაქრობა მირჩევნია.

არსებობიდან არარსებობაში გაქრობა თუ არის შესაძლებელი მასწავლეთ ვინმემ. biggrin.gif ჭორის დონეზეც თუ იცით ამასთან დაკავშირებით რამე ისიც კი დაწერეთ.

არსებობს ჯოჯოხეთური მდგომარეობა, არსებობს სამოთხის მდგომარეობა რომელშიც გინდა მუდამ დარჩე და გამოსვლა არ გინდა და არანორმალურად ბედნიერი ხარ. ჩემი კითხვა ისაა, ის ვინც იძულებულია ან ერთი განიცადოს, ან მეორე, თუ არის შესაძლებელი რომ გაქრეს და როგორ მოხდეს ეს გაქრობა? ანუ მე როგორ უნდა გავქრე, ან თუა ეგ საერთოდ შესაძლებელი. ანუ არსებობა არის რომელიც არის ან ჯოჯოხეთი ან სამოთხე, თუა არარსებობაში გადასვლა შესაძლებელი რომელიც არც ერთია. უბრალოდ რომ აღარ არსებობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 6 2018, 04:40 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
ბუნების კანონი, რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება ხომ გაგიგონია... ასე მგონია ჩვენი სულიც, არ შეიძლება მისი არც გაქრობა და არც სიკვდილი. უბრალოდ ასეთი მცდელობით, რა მცდელობაც გაქვს „უკან რჩები“, ანუ არ ვითარდება შენი სული.
მე მჯერა რომ როდესაც საკმაოდ განვითარდება სული დედამიწაზე აღარ დაიბადება. დედამიწა მართლაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი რთული ლეველი. რომ გადავიდეთ უკეთეს ლეველზე ამისათვის ჩვენი სული უნდა „გავზარდოთ“.
იცი, მე გეტყვი მეც ვყოფილვარ მრავალი წლის წინ დაახლოებით შენს მდგომარეობაში, მაგრამ ახლა უკან რომ ვიყურები და ვხედავ ჩემს თავს, ვხვდები რამდენი დრო დავკარგე. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ დედამიწის კანონი მიზიდულობის კანონი რამდენად ძლიერია და როგორ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომაც თითქოს ცუდზე ცუდს ვიზიდავდი ერთი პერიოდი, მაშინ პესიმისტიც ვიყავი.
არა! ახლა ასე არა ვარ. ახლა სამყაროსგან ვითხოვ მხოლოდ კარგს და ვიღებ, ახლა პოზიტიური აზროვნებით ვარ და ჩემი დღეები პოზიტიურად მიდის. არის მომენტები, როცა მიტევს „წარსულის ჩვევები“, მაგრამ არ ვაძლევ ამ ჩვევებს ცუდი მომიტანონ. პოზიტიური აზრებით იცვლება მომავალი და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე ძალიან ბევრჯერ და ვირწმუნე.

ახლა მისმინე რომ შენც ასეთივე ბედნერი გახდე, შეეცადე დაიწყო შენი ფიქრების კონტროლი, ყველა ცუდი ფქრი დაწვი და შეეცადე რაც შეიძლება ნათელი ფიქრებით იყო, ნელ-ნელა დაიწყებ ნათელი ადამიანების მოზიდვას და შენი ცხოვრება შემობრუნდება. მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამ მდგომარეობას, რომელსაც უჩივი, მხოლოდ შენ იზიდავ. დააკვირდი შენს ფიქრებს, იქაა შენი ბედნიერების გასაღები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 6 2018, 07:39 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 6 2018, 07:47 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
რაღაც მაბრკოლებს პოზიტიური ფიქრებისგან, რაღაც საშინელი ბედი და კარმა მაქვს ალბათ და მთელი ცხოვრება ასე ყოფნა მაქვს მოსჯილი justcuz_hourglass.gif
მაგ პოზიტიური მიზიდულობის კანონის ამუშავებაში მიშლის ხელს რაღაც ძალა, ქვეცნობიერი თითქოს თავს ღირსად არ თვლის რომ არ ვიტანჯებოდე
როცა კი ბედნიერი ვიყავი ცხოვრებაში, ერთ ორ მომენტში მაინც, მაშინაც რაღაც ძალა სილას მაწნავდა აზრზე მოდი მაგის ღირსი არ ხარო

შენი სული რომ ეშმაკებს აჭამო, მაშინ თუ გაქრები ნეტა თუ მათში გააგრძელებ ყოფნას და ოდნავ მაინ იგრძნობ არსებობას საინტერესოა, თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ეშმაკს რომ აჭამო სული
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 6 2018, 10:31 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 6th August 2018 - 08:47 PM) *
შენი სული რომ ეშმაკებს აჭამო, მაშინ თუ გაქრები ნეტა თუ მათში გააგრძელებ ყოფნას და ოდნავ მაინ იგრძნობ არსებობას საინტერესოა, თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ეშმაკს რომ აჭამო სული

ეგ კიდევ უფრო მეტი ტანჯვის გზაა, საუკუნეები დაგჭირდება რომ განთავისუფლდე. ეგ გზა მტანჯველია, აირჩიე ნათლის გზა, ის შენს წინაა გახსნილია და გელოდება.

QUOTE(sororgor @ 6th August 2018 - 08:47 PM) *
რაღაც მაბრკოლებს პოზიტიური ფიქრებისგან, რაღაც საშინელი ბედი და კარმა მაქვს ალბათ და მთელი ცხოვრება ასე ყოფნა მაქვს მოსჯილი

პირველი ვინც უნდა აპატიოს შენს სულს ეს შენა ხარ, თუ რამე ჩაგიდენია წარსულში აპატიე შენს თავს და დაიწყე ახალი ცხოვრება. თუ შენი თავის პატიება არ შეგიძლია, მაშინ ვერავის აპატიებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ერთაოზი...
post Sep 5 2018, 02:18 AM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 18-June 18
Member No.: 7,756

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგის წამალი სამადხია, რასაც წინ უნდა უძღოდეს ტოტალური მიღება ყველაფრისა ცუდისაც და კარგისაც რაც საერთოდ ხდება ცხოვრებაში... შენ როგორც ადამიანს(როგორც პერსონაჟს ფილმისა არა ქვს გაქრობის ფუნქცია სანამ შენ ჭეშმარიტ ბუნებას(რაც სინამდვილეში ხარ) არამატერიალურ სულიერ,მუდმივ უსაზღვროს, ყოვლისმომცველს, აიგივებ დროებით გამოვლინებებთან, მხოლოდ სხეულთან და მასთან დაკავშირებულ პირად ისტორიასთან და გობების მოქმედებასთან, აზრებთან, გრძნობებთან და ა.შ)
ეგეთი მდგომარეობის მიღწევა- როდესაც ყველაფერი მატერიალური უფასურდება კარგიც და ცუდიც, სჯლიერ პრაკტიკაში სერიოზულ საფეხურად ითვლება და ხშირად წლები ჭირდება, განსხვანხვავება არა აქვს ცხოვრების გაკვეთილებით მიიღწეცა ეს გაუფასურება, შეგნებულად თუ შეუგნებლად,,პრატიკის, გურუს თუ სხვა და სხვა მატერიალური სამყაროდან მიღებული წყაროდან. ასე რომ როგორც ყველაფერი შენი მდგომარეობა გარვეულ სტადიაშია. შენ რასაც ითხოვ "გაქრობა" რომ მოხდესარაა საჭირო გარე სამყაროში რამის შეცლა, საკმარისია საკუთარი მცდარი(ილუზორული) წარმოდგენის, მაქრობა რომლის მიზეზია(როგორც ყველა გაუგებრობის) გაიგივება მუდმივის დრობითთან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Sep 21 2018, 01:38 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა კრეაციულ სწავლებაში სადაც სულია ნახსენები ან რაიმე მასთან აზრობრიბად გათანაბრებული სუბსტანცია, არსად არ არის საუბარი სულის შექმნაზე, ღმერთი ქმნის ადამიანის სხეულს და შთაბერავს სულს, თუმცა საიდან მოდის სული არ არის განმარტებული. ინდოეთში სული დაყოფილია მსგავს სუბსტანციებად, რომლებიდანაც ყველაზე მაღალი არის ატმა, ყველაზე სუთა, საწყისი. თუ დავუჯერებთ იმას რომ სული უქმნელია, არ არსებობს დრო როდესაც იგი არ არსებობდა(თუმცა თანამედროვე პაპსა ეზოთერიკა ყოფს ახალ სულებს და ძველ სულებს, ეს ფაქტი კი ცალსახად მცდარია, ძველ სულებში მოიაზრება გამოცდილებით და განვითარებით ზემდგომი სულები ახალ სულებში კი შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონეები). საბოლოოდ თუ სული უქმნელია და საწყისიდანვე არსბეული არც შეიძლება რომ დასასრული ქონდეს დროის პერიოდში რადგან მოიცავს წარსულს აწმყოს და მომავალს(არ ვიცი რამდენად ყველასთვის გასაგებად გადმოვცემ) შესაბამისად იმას რასაც არ აქვს დასაწყისი არ აქვს განვითარება და შესაბამისად არც დასასრული, საწყისი უცვლელია, იცვლება მის გარშმეო არსებული შრეები, ცნობიერება გონება აზროვნება პიროვნება მაგრამ სული უცვლელი და მარადიულია, სამყაროსეულია და მანამ არსებობს სანამ სამყარო იარსებებს.
მადლობა ყურადღებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Sep 21 2018, 06:54 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
ძალიან კარგად თქვი. მართლაც მასეა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post Sep 24 2018, 09:09 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





სული ამოვაცალეთ და ისევ ფეხზე იდგაო.. მე მომივარდნენ შეცდომით და სხვა ჩვენ სამყაროდან გასულებმა გადამარჩინეს. ხელის გულებს ვაჩვენებდი და იმით მიცნეს ისე გადავრჩი. ტანჯვაა სულის გარეშე ცხივრება. ვიღაც მაგია რომელიც ყველას თვალს აკონტროლებს და ყველას სიზმრებს. სულებს ყიდულობს ძილში თან სხვისი სახელით მე გაფრთხილებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Sep 25 2018, 01:01 AM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუმ რა მაგარი საინტერესო რაღაც თქვი, სულებს რო ყიდულობენ რაში ჭირდებათ გაგიგია ამაზე რამე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Aum
post Sep 25 2018, 10:31 AM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 14-February 17
Member No.: 7,594

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
QUOTE(Jarmen @ 25th September 2018 - 02:01 AM) *
აუმ რა მაგარი საინტერესო რაღაც თქვი, სულებს რო ყიდულობენ რაში ჭირდებათ გაგიგია ამაზე რამე?




მართლა არ ვიცი. არ გამიგია ალბათ განახლებისთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
რეალისტი...
post Dec 28 2018, 11:56 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 374
Joined: 21-June 11
Member No.: 6,495

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ერთ ერთმა თქვენგანმა კარგი და სასარგებლო რამ თქვა - ”ბუნებაში არაფერი არ იკარგებაო” უბრალოდ ერთი ფორმიდან გადადის მეორეში.
ასევე სამყაროში არაფერი არაფრისგან არ წარმოიშობა. შეკითხვა ?????
ჯერ სხეული იბადება და მერე სული ? თუ პირიქით? თუ ჯერ სული, მაშინ მშობლის ორგანიზმში წარმოქმნილი ახალი სხეულის შესახებ მისმა სულმა უკვე იცოდა 100 წლით ადრე და ელოდებოდა კონკრეტული ადამიანების სქესობრივ აქტს, რომ მიღებულ ნაყოფში ჩაბუდებულიყო ? თუ ჯერ სხეული ? და თუ ის წარმოიქმნა (დაიბადა) მაშინ ავტომატურად მის გაცოცხლებას მოყვა სულის წარმოშობაც.
უმრავლესობის აზრით სული ”უკვდავია” და მას ღმერთი ჩუქნის. გამოდის რომ, საუკუნეებით ადრე ღმერთს დაპროგრამირებული ჰქონდა რომ 500 წლის შემდეგ ობიექტი (ა) და ობიექტი (ბ) დაამყარებდნენ სქესობრივ კავშირს, შეუღლდებოდნენ და მიღებული მესამე სიცოცხლისთვის ნომრით ??????/////////??????? უნდა ჩაებერა ონკრეტულად ამ ნომრით სული..
იქნებ არა ღმერთმა, არამედ სამყარომ შექმნა ადამიანი, ჩამოიყვანა დედამიწაზე და არგუნა საჩუქრათ გონება. ხოლო უმრავლესობამ არ მიიღო საჩუქარი, შექმნა ღმერთი მიაწერა მას ყველაზე უაზრო სასწაულები ? და დაიმშვიდა გონება. თუ ესე ვიფიქრებთ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება - სული არ არსებოს. ის უბრალოდ ფანტაზიაა, ხოლო სხეულის გარეშე სული ილუზიაა. ისე როგორც ფანტაზია არის რეალობა, დაყვანილი აბსურდამდე.
ძვირფასებო!
გისურვებთ წარმატებებს და თქვენს ცხოვერებაში
მხოლოდ პროგრესულად გახსნილი გონებით წინ სვლას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Dec 29 2018, 03:32 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოდ დაიწყეთ ბატონო რეალისტო, ინტერესში შევედი მაგრამ სად წავედით რა იყო ეს? თუ სულს შეუძლია განსხეულდეს მაშინ სხეულს რატომ არ შეუძლია გასულიერდეს? biggrin.gif აქ რაღაც აზრობრივი დისბალანსია, ერთმანეთსი ვერ ჯდება, საუბრობთ ღვთის ნებაზე, სავარაუდოდ სემიტური რელიგიური ფილოსოფიიდან გამომდინარეობთ. "ღვთის ნებით" წინასწარ გარდაუვალად ასეულობით წლით ადრე დაპროგრამებული რაღაცები, ეს არის ერთეული შემთხვევები მაგალითად იესოს შემთხვევა, იესოს მოსვლა ნაწინასწარმეტყველები, ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები რომ დავითის შტოში მოვიდოდა, კრიშნას შემთხვევაში (ეს ინდუიზმია) ნაწინასწარმეტყველები იყო მშობლებიც, დავაკისა და ვასუდევას მერვე ვაჟი. არის ასეთი შემთხვევები სადაც პიროვნებები აცხადებენ მომავალი ინკარნაციის მშობლების და საკუთარ სახელებსაც, მაგალითად ავატარმა სატია საი ბაბამ დატოვა ნატვიფრი გამოსახულება საკუთარი მომავალი ფიზიკური სხეულის გამოსახულებით.
აქ იმის კითხვა სული ფიზიკურ სხეულამდე ჩნდება თუ მას მერე რაღაც უადგილოა ჩემი აზრით. პარალელურად ღმერთს აკრიტიკებთ, მე ერთს გეტყვით, ყველაფრის საწყისი და სამყაროს შემქმნელი პიროვნება არსებობს თუ არა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, უბრალოდ ფიქრით შეუძლებელია ამის გაგება და გონებას დავიღლით, იმაზე არაფერს ვამბობ რომ დროზ დავკარგავთ, არც იმაზე ფიქრს აქვს აზრი სამყარომ შექმნა ადამიანი თუ ღმერთმა, ფაქტი და მოცემულობაა ის რომ ადამიანი არსებობს და ისიც ფაქტია რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მიღება ზედმეტად რთულ დავალებათა შორისაა. ასე შეგივიძლია უამრავი თეორია წამოვჭრათ, მაგალითად ადამიანი შექმნა მთვრალმა ორანგუტანგმა, სახელად მალხაზმა. ხომ ხედავთ სიმყარე მოკლებულ აბსურდამდე მივდივართ? ღმერთმა ხომ მოგცა თავისუფალი ნება თუნდაც ამავე ფილოსოფიით, შესაბამისად შენი ნებაა რაღაცები და არა პროგრამა და "რენდომ" ინკარნირება. რაც შეეხება სულის არსებობას, სული კი არა ბევრი სხვა რაღაც არსებობს რაც გვაქვს და სხეულიდან არ გამომდინარეობს, თუ თქვენ არასოდეს გიგრძვნიათ ესენი, სანამ არ იგრძნობთ და არ დააკვირდებით აზრის შეცვლას არც აქვს რაიმე მნიშვნელობა. მაგრამ რაც თქვენი პოსტიდან ვნახე იდეებში საკმაოდ მოცულობითი ქაოსია, თუ გონებაშიც მსგავსად არის ქაოსი გისურვებთ სიმშვიდეს. პატივისცემით მე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:20 PM