IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანის მისია
tikoroma
post Nov 17 2018, 11:52 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მშვიდობა თქვენდა
ერთი კითხვა მაქვს
რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება?
ერთი კონკრეტული ჩვენგანის?

ერთგან წავიკითხე, რაიმეს რომ აკეთებ, თუ სიამოვნებას განიჭებს, ესე იგი სწორ გზას ადგახარო?
ნუთუ ასეა?
მე თუ შემეცნება მანიჭებს სიამოვნებას
ხოლო სხვას ყვავილების მოვლა
როგორ მივალთ ჩვენს საბოლოო საერთო მიზნამდე?
გვაქვს ასეთი საერთო მიზანი ადამიანებს?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 18 2018, 03:27 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაახლოებით ადეითხვა ანანტას (გასხივოსნებულს) დავუსვი დავითის შუამავლობით,
რატომ გაჩნდა ადამიანი რა საჭიროა მეთქი
მიპასუხა რომ საკუთარი თავი შეიცნოს, ეს არის ინსტრუმენტი, რომ იცოდეს არსებობს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 18 2018, 01:52 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს სიტყვები გაცვდა: გაიღვიძე, შეიცანი საკუთარი თავი, ის ვიცი, რომ არაერი ვიცი
რამე კონკრეტული?
რას ნიშნავს თავის შეცნბა
ვინც შეიცნო რა დაინახა?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 18 2018, 01:58 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მგონია ყველაფერი ერთი დიდი თამაშის რაღაც ლეველია, ყველა თავის დონეზეა და აქ ჩვენ მხოლოდ სიუეტის ნაწილი ვართ სხვადასხვა პერსონაჟების სახით. ჩემ შვილს რომ ვუყურებ კომპ.თააშების დროს ზუსტად სამყარს აგებულება წარმომიდგება ხოლმე თავლწინ, თავის პროგრამისტებიანა, რომლებიც თააშს წერენ, მერე პიარი, რომ ეს თამაში გააპოპულარო და ბოლოს თვითონ პროცესი. უბრალოდ ასე პრიმიტიულადაც არაა ალბათ. ჩათვალე, რომ ჩვენ ის პერსონაჯები ვართ, რომლებმაც გააცნობიერა, რომ პერსონაჟია.. :დ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 18 2018, 03:07 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გავაცნობიერე და მორჩა?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 18 2018, 04:07 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
არა, შეგიძლია სცენარი ცვალო, დახაკო და ა.შ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 18 2018, 06:18 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოლივუდში ვართ კაცო?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 18 2018, 07:55 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 17th November 2018 - 11:52 PM) *
რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება?


ეს არის ერთ-ერთი დაწყევლილი კითხვათაგანი ფილოსოფიაში და საერთოდ შემეცნებაში. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის 2 ძირიტადი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ, სარტრისეული ეგზისტენციალიზმის ჭრილში, რომ შენ თვითონ უნდა შექმნა შენი მისია, რადგან უნივერსალური ჭეშმარიტება არ არსებობს, როგორც ცალკე მდგომი ადამიანისგან, ანუ შენ და მე საერთო მისია და ვერც მერე შესაბამისად მიზანი არ გვექნება და მეორე მიმართულება, რომელშიც შეიგიძლია განიხილო ყველა სოფისტური პარადიგმა ჯამში, რომ არის სამოთხე და შენ უნდა მიისწრაფოდე გადარჩენისკენ, ცხონებისკენ. არის ნირვანა და შენ უნდა გათავისუფლდე დაბადება სიკვდილის, ანუ ტანჯვის ციკლიდან, რომ არის მოკშა, სადაც ბრაჰმანი ანუ აბსოლუტი ერწყმის ატმანს და პარამატმანს ანუ უმაღლეს სულს, ან როდესაც შივა ერწყმის შაქტის, ასევე, რომ არსებობს მხოლოდ მთლიანობა ადვაიტას მიხედვით და რომ ყველაფერი არის ერთი და ეს უნდა გააცნობიერო. ანუ არსებობს განმარტოვებით ამ კითხვაზე პასუხის ძიება, როდესაც შენ რჩები მარტო და ამ მარტოობაში ეძებ აბსოლუტური ჭეშმარიტების გამონათებას, ან აირჩიო მზამზარეული პასუხები. არჩევანი დიდია.
QUOTE(tikoroma @ 17th November 2018 - 11:52 PM) *
როგორ მივალთ ჩვენს საბოლოო საერთო მიზნამდე?
გვაქვს ასეთი საერთო მიზანი ადამიანებს?

აქაც იგივე პასუხია. პრინციპში ამ კითხვაზე პასუხი მართლა მარტივია. ადამიანის მისიაა, რომ გააცნობიეროს, რეალობა, მან უნდა გააცნობიეროს საკუთარი მე. ძალიან მარტივია. ანუ ყველა კითხვა ამ მეს გარშემო ტრიალებს და თუ ადამიანს ეცოდინება მე, მას ეცოდინება ყველა კითხვაზე პასუხი. ძალიან მარტივია, არ ღირს გართულება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 18 2018, 08:18 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ჰოლივუდია ჩვენში :დ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 18 2018, 08:50 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა დევიდ

ეგ ორი პასუხი ძირითადად კი
უბრალოდ, აი მეორეს შევეხოთ ჯერ
ამბობენ, რომ ვერ გახვალ მაგ ნირვანაში, დაფარულია ეგ ადამიანებისთვის

მეორე ციტატას კიდევ, მე ასე წარმომიდგენია ქრისტეს შედეგი - მან მისცა ხსნა ადამიანებს - ერთმა მისცა
გამოდის რაღაც კოლექტიური კარმაც გვაქვს
ერთი თუ გავა, გაიყვანს სხვებს




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Nov 18 2018, 09:25 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამახსენდა ერთი გასხივოსნებული მიდოდა ჰიმაილაის მთებში ზემოთ პაპაჯი ერქვა და კუნდალინი იოგას პრაქტიკოსს შეხვდა ტიპი ეს პრაქტიკოსი ლევიტირებდა როგორც არაფერი საჭმლის მატერიალიზაციას და ყველაფრის მატერიალიზაციის მოხდენა შეეძლო თქვა რო ყველა ლოკაზე იყო ნამყოფი "ბრაჰმა ლოკას" გარდა იქ მივიდა მარა გამოაგდეს არ შეუშვეს. შეცდომაა როცა ადამიანი ცდილობს რაღაცა გააკეთოს ილოცოს ან იმედიტიროს უბრალოდ უნდა გააცნობიერო და არ უნდა გააკეთო არაფერი რაც ყველაზე რთულია თუ გასხივოსნდები მაშინ კუნდალინი თავისით ავა თავში ჩვენი გონება სხეული და ყველაფერი არის მახე ადამიანის მისიაც ეგაა რო ღმერთს აბსოლუტს შეუერთდეს და გამმოვიდეს სანსარის წრესგან დააღწიოს თავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 18 2018, 09:41 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 18th November 2018 - 08:50 PM) *
გამოდის რაღაც კოლექტიური კარმაც გვაქვს
ერთი თუ გავა, გაიყვანს სხვებს


ბუდაც ამას ამბობს, რომ ანთებული სანთელს თუ ჩამქრალი შეეხება, ისიც აინთება, ანუ სინათლე გადამდებია. მაგრამ აქ ერთი რამ თუ არ დავამატეთ არ შეიძლება. ერთი გაიყვანს იმ შემტხვევაში, თუ გასვლისას კარს არ მოიხურავს, ანუ თუ მას აქვს ნება, და თუ მითუმეტეს ქრისტე ნიშნავს მხსნელს და სწორედ ეს მისია ქონდა, რომ გაეღო სამოთხის კარი და იქ მყოფი აბრაამი და ადამი და ევა ამოეყვანა. ასეთი მესიანიტური იდეა, არასდროს კეტავს კარს, არამედ პირიქით ამ კარზე რეკს, აკაკუნებს, რომ ვინმემ მოისმინოს და გაუღოს კარი. (ნუ აქ იგულისხმება გულის კარი, გულის ჩუჩა, ანუ როგორც პავლე აღწერს არა ფიზიკური წინდაცვეთა, არამედ გულის ჩუჩა უნდა დაიცვითოს და რომ ეს არის ამ რიტუალის ნამდვილი შინაარსი. ეს დღემდე საკამათოა იუდეველებში, მათ ეს არ მიიღეს.
QUOTE(tikoroma @ 18th November 2018 - 08:50 PM) *
ამბობენ, რომ ვერ გახვალ მაგ ნირვანაში, დაფარულია ეგ ადამიანებისთვის

არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება. ანუ ნირვანა ნიშნავს გაქრობას, ჩაქრობას, ეს არ უნდა აგვერიოს, რომ მას ერავინ მიაღწევს, ბუდამ მიაღწია ნირვანას, ოღონდ ეს სხვა პროცესია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 19 2018, 05:33 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ მაქვს კითხვა
გასხივოსნება რა არის
ცოდნის მიღებ თუ აღქმის გაფართოება
თუ ორივე?
ეს ბოლო წერტილია ადამიანის? (ამ ფორმაში)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 20 2018, 08:49 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 19th November 2018 - 05:33 PM) *
გასხივოსნება რა არის
ცოდნის მიღებ თუ აღქმის გაფართოება
თუ ორივე?
ეს ბოლო წერტილია ადამიანის? (ამ ფორმაში)


სიტყვა გასხივოსნებაში, სხვადასხვა სწავლებები, სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. ასეთი სიტყვა დასავლურ ტრადიციებშიც არის, მეტიც ის მთელს მიმდინარეობას ეწოდა სახელით "განმანათლებლობა" (Age of Enlightenment). რაც შეეხება აღმოსავლურ ტრადიციებში, აი ამს ვგულისხმობდი სხვადასხვა სწაველბებში. მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან გითხრა, რა არის გასხივოსნების ასე ვთქვათ წინა პირობა, აი როგორც ქრისტე ამბობს, რომ როდესაც მომწიფდება ნაყოფი უკვე ხვდებით რომ ჟამმა მოაწიაო, აი დაახლოებით ასეთი რამ არის. ანუ საუბარია სამადჰის გამოცდილებაზე. მე ვრცლად მაქვს სამადჰის თემა განხილული, შენ იცი. ახლა მოკლედ შემიძლია განვმარტო, რომ არსებობს ძირიტადად 2 სახის სამადჰი, სავიკალპა და ნირვიკალპა სამადჰი. საერთოდ კონცეპტუალურად რომ ჩამოვაყალიბოთ გასხივოსნება, გვერდს ვერ ავუვლით "მე"-ს ფენომენს. ეგოს, ცრუ ეგოს, ზოგი გონებასაც ეძახის, აღმოსავლურ ტრადიციებში აჰამკარად არის ცნობილი, კონტროლიორი, ე.წ. მკეთებელი, ანუ ის, ვინც აკეთებს, უფრო სწორად ჰგონია, რომ აკეთებს. ანუ გასხივოსნება შეიძლება ჩაითვალოს ღრმა ინტუიციად, რომ არის აბსოლუტური რეალობა, უცვლელი მოცემულობა, რომელიც მარადიულია და მარად უცვლელია, რომლის გარშემოც ყველაფერი არამარადიულია და ცვალებადი, მაგრამ არის რაღაც "მე", აჰამკარა, რომელიც ასე არ თვილს, ის ფიქრობს: ადრე თუ გვიან მე მოვკვდები და საფლავში ჩამდებენ, რაღაც უნდა ვქნა, თავს უნდა ვუშველო, უნდა გადავრჩე, უნდა ვცხონდე. ეს ფიქრი, ილუზორულია. გასხივოსნებად შეიძლება ჩაითვალოს ამ ფიქრისგან გათავისუფლება, ანუ აჰამკარასგან გათავისუფლება. სავიკალპა სამადჰის დროს, ეს აჰამკარა, ანუ ეგო, რჩება მარტო და აკვირდება თავის თავს ამ სიცარიელეში, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ადამიანი მიხვდეს რეალობის შეგრძნებებს. ბევრი ადამიანი ამ ეტაპზე ჩერდება და თვისლ რომ გასხივოსნდა, მაგრამ ეს ილუზორულია. ამ სამადჰის შემდეგ არის გასხივოსნება, მას ნირვიკალპა სამადჰისაც უწოდებენ, მაგრამ ნირვიკალპა სამადჰიში არარ არის აჰამკარა, უფრო სწორად ეს აჰამკარას გაქრობის წამია. წამი, რომელიც დგება, როდესაც ეგო ქრება. ანუ პარადოქსულად ჟღერს როდესაც ვამბობთ, რომ გასხივოსნება არ ემართება ვინმეს, ან ბუდას, ან მე, ან შენ ან სხვას. ამ დროს, პირიქით, ქრება ის, ვისაც უნდოდა გასხივოსნება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 20 2018, 08:57 AM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაახლოებით ასე შეგიძლია წარმოიდგინო: გასხივოსნება, ანუ სხივის მონათება, სინათლის შემოჭრა. ხარ ოთახში. შენ იცი, რომ ამ ოთახში შეიძლება რაღაც საგნები იდოს, მაგრამ ვერ ხედავ მათ. აინთო შუქი და შენ ხედავ ყველა საგანს თავის ადგილზე. ეს არ ნიშნავს, რომ რამე გაჩნდა ოთახში. ყველაფერი ისევ ისე, როგორც შუქის ანთებამდე იყო. არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ შენ ხედავ, როგორ დევს ყველა საგანი თავის ადგილზე. ეს არის გასხივოსნება. მაგრამ როგორც ვიცით ყველა საგანს თავის ჩრდილი აქვს, მაგრამ როდესაც საგანი თავდ არის სინათლის წყარო, მაშინ ჩრდილი გამორიცხულია. ჩრდილი, ეს არის აჰამკარა, ეგო, მკეთებელი, კონტროლიორი, მაგრამ როდესაც გამოსხივება ხდება შიგნიდან, ამ ჩრდილის ადგილი აღარ რჩება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 20 2018, 09:06 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქვე მინდა გამოვეხმაურო თემის სათაურს და ვთქვა ჩემი მოსაზრება ადამიანის მისიასთან დაკავშირებით. ყველა ის საშუალება, რასაც ადამიანი იყენებდა საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ზუსტად ამ კითხვას. ფილოსოფია, თეოლოგია, პაგანიზმი, ეზოთერია, ოკულტიზმი, მეცნიერება და ა.შ. ყოველივე ეს საშუალებაა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიმართულებით. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის მისიაა, ჯერ გააცნობიეროს, რომ ის არის ადამიანი. ეს არის პირველი საფეხური და ამი შემდეგ არის ბოლო ეტაპი, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის არ არის ადამიანი, ოღონდ მხოლოდ ადამიანის რანგიდან და არა მანამდე. თუ ადამიანი მანამ მიხვდება, რომ ის ადამიანი არ არის, სანამ მიხვდება რომ ადამიანია, ეს იქნება ილუზორული მდგომარეობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ არის ადამიანი, არის შესაძლებელი გააცნობიეროს ჭეშმარიტება, რომ ის არ არის არც ადამიანი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Nov 20 2018, 03:56 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 17th November 2018 - 11:52 PM) *
რა გგონიათ ადამიანის მისია, დანიშნულება?
ერთი კონკრეტული ჩვენგანის?

საკუთარი თავის და შესაბამისად სამყაროს შეცნობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Nov 20 2018, 04:19 PM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 20th November 2018 - 09:06 AM) *
რომ ის არ არის არც ადამიანი.

აბა რა არის?
ადამიანი რას ნიშნავს მე არ ვიცი, ანუ რა შესაძლებლობა აქვს და რა სტრუქტურა აქვს, საიდან მოვიდა და საით მიდის.
მე არ ვიცი რა არის ადამიანი. ანუ ადამიანი არ არის ის ადამიანი რასაც ჩვენ ვფიქრობთ ალბათ.

David Monny
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 20 2018, 05:21 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავით, საინტერესოა
გასხივოსნებულობას ცოდნა თუ მოაქვს მეთქი ვიკითხე
მაგალითად შტაინერი აღწერს განდობილობის საფეხურებს
და ასე ამბობს, რომ სხვადასხვა საფეხურზე ეძლევა რაღაც ცოდნა და დავალება
და მე ისე გავიგე რომ გასხივოსნებას უწოდებს ან ამ პროცესის დასაწყისს, ან ერთ-ერთ საფეხურს
და აი ოშოს მიმდევრები ამბობენ, რომ გასხივოსნებული იყო ოშო და მან შექმნა რაღაც მასშტაბური რელიგია არა, მარა თავისი ეგრეგორი აქვს და თავისი იდეებით და მიმდევრებით
იგივე გურჯიევი
იგივე ბუდა
ლაო ძი
და შეიძლება გასხივოსნდე და ეს ცოდნა არ იყოს? ცოდნა ზესამყაროს შესახებ? თუ ეს პიროვნული არჩევანი იყო ამათი, რომ მოეყოლათ ხალხისთვის?
თუ სესაზლებელია უბრალოდ აი შენი სამადჰივით რაღაც შენს თავში შეიმეცნო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 20 2018, 05:26 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





[/quote]
David Monny
ადამიანებს გონიათ რომ გასხივოსნება ნიშნავს ეგოს მოშორებას და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას. ეს 1 % თაც კი არ არის სიმართლე. ის რაც მე სამადჰიდან გამოვიტანე იყო, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, არავითარი ნეგატიური ფიქრები არ ქრება, უბრალოდ ის ვინც ამ ფიქრებს მნიშვნელობას ანიჭებდა ნელ ნელა სუსტდება და საბოლოოდ სულ ქრება, მაგრამ მე სწორედ ამ გაქრობის შემეშინდა.[quote name='David Monny' date='20th November 2018 - 09:06 AM' post=125705]

სამადჰის თემიდან გადმოვიტანე შენი ციტატა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 03:33 PM