td......... |
td......... |
Nov 9 2021, 02:12 PM
Post
#41
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano ბიტკოინს ათამაშებენ რაღაც პერიოდი და ბოლოს ჩამოიქცევა, სავარაუდოდ ჯერ ჩინური ციფრული ფული დაამხობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს ახლა ნებისმიერი ფულადი ექვივალენტი, სრულოად შეიცვლება, ისივე როგორც მთელი ფინანსური და ბიზნეს პლატფორმები. ახლა რთულია აღსაწერად, რადგან ამ სახით აქტივებს ჯერ არ უარსებია. სხვადასხვა მატერიალური მატარებლები დაკარგავს აქტუალურობას და ფასს, შესაბამისად შეიცვლება ღირებულებები, შეიცვლება დროის ათვლის სისტემაც. ძალიან საინტერესოა, ლოგიკით ვარაუდობ, თუ არის რაიმე წყარო? დაახლოებით მეც მასე ვვარაუდობ სხვადასხვა წყაროებიდან ანალიზით |
|
|
Nov 13 2021, 02:33 PM
Post
#42
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
არა, ჩემი ანალიზი არ არის, უბრალოდ მომდის ხოლმე ინფო... წყარო არ ვიცი ზუსტად რა დავარქვა, რომ გასაგები იყოს ყველასთვის. გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნისას მოდის ინფორმაციის სახით, ეს არაა ფიქრები, რადგან ფიქრების პარალელური მზა ტექსტია, რომელსაც ვიწერ, ან ვიმახსოვრებ და შემდეგ ვიწერ. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 14 2021, 05:09 PM
Post
#43
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანი დუალური სამყაროში დაბადებამდე ეჩვევა შეზღუდულ მდგომარეობაში ყოფნას. ეს სამყარო მის ფიზიკურ გამოვლინებაში მოთავსებულია მჭიდრო საზღვრებში. ადამიანის ან ნებისმიერი სხვა არსების ჩასახვისთანავე, მატერიის უჯრედები მოთავსებულია რაღაც საზრვრულ გარემოში, დაბადების პროცესში გარკვეული დროის განმავლობაში ნაყოვი თავით თავსდება დედის მენჯის ძვალში და შემდეგ გადის მისთვის შეუსაბამოდ ვიწყო გასასვლელს. ეს შემზადებაა იმისთვის, რომ შემდგომი შებოჭილობა ადამიანისთვის არ იყოს შემაწუხებელი და უცხო.
ასევეა ადამიანის ცნობიერებაც ამ სამყაროში. არსებობს ზღვარი რომელსაც დუალურ სამყაროში არსებული გონება ვერ ცდება. ყველა მოვლენა და საგანი, ყველკაფერი რაც არსებობს დუალურ სამყაროში წარმოადგენს გარკვეული რაოდენობის პატერნებს. რაც არის საწყისი ნაკრები მასზე მეტი ვერ იქნება. ამიტომ სამყაროს აღწერა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება ის პატერნები რასაც შეიძლება შევადაროთ რაიმე რის აღწერასაც ვაპირებთ. ზოგჯერ ადამიანებს ეუფლება განცდა, რომ არ ყოფნის სიყტყვა ან ემოცია რაიმეს გადმოსაცემად. ეს მართალია. ეს მდგომარეობა სულიერი განცდაა, იმ მომენტის, როდესაც დუალურ სამყაროში მოხვედრილი სული იწყებს გამოღვიძებას. ფიზიკური სხეულის და გონებისგან განსხვავებით, სული უსაზღვროა და უსასრულო. ყველამ იცის ეს თეორიულად და ცოტას განუცდია ეს პრაქტიკულად. ამაში ადამიანს უშლის შიში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანი ისწრაფვის დახურული სივრცისკენ, საზღვრებში დარჩენისკენ, ჩარჩოში მოთავსებისკენ. ამაზე მეტყველაბს ყველა სისტემა რაც შექმნა ადამინმა. ჩვენ ვსაზღვრავთ ჩვენ ეზოებს, სახლებს ვავლებთ ღობეს, ვსაზღვრავთ ჩვენ პირად სივრცეს. გვეშინია პირადი სივრცის დაკარგვის. to be continued... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 6 2021, 04:21 PM
Post
#44
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ენერგეტიკული ვამპირიზმი არის ადამიანის ბუნებრივი გამოვლინების დამახინჯებული ფორმა. ანუ, ენერგეტიკულ არხებშია გარკვეული საკეტები, რის გამოც ენერგიის ნაკადის ფუნქცია დარღვეულად მიმდინარეობს და აზიანებს ადამიანის რეალიზების მომენტის დადგომას.
შესაძლებელია ბევრი, ან ერთეული ადამიანისგან ენერგიის მიღება, ისევე, როგორც ჩვენ თავისუფლად ვმონაწილეობთ ენერგეტიკულ მიმოცვლაში სამყაროს მასშტაბით. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება აფერხებს სისხლის მიმოქცევას ადამიანის მყარ სხეულში, რის გამოც ის შეიძლება დაიღუპოს. როდესაც არხები ღიაა და გახსნილია, ადამიანების მიერ ენერგიის მიღება და გაცემა ბუნებრივად მიმდინარეობს. მაგალითად როდესაც ადამიანთან გიხარიათ და გსიამოვნებთ ურთიერთობა. როდესაც ვიღაცასთან ურთიერთობა გაღიზიანებთ და იწვევს თქვენში აგრესიას, სიძულვილს, ან რაიმე სხვა ნეგატიურ ემოციას, შესაძლებელია მიმღებში ან გამცემში არის გარკვეული არსებობდეს კვანძები ენერგეტიკულ არხებში ამ სულთან მიმართებაში. ყველა სული დაკავშირებულია ერთმანეთთან და რომელიღაც დროის მონაკვეთზე ერთმანეთთან იკვეთება. თუ ასეა უნდა მივმართოთ გახსნის პრაქტიკებს. როცა არხები ნორმალურად ფუნქციონირებს ორ, ან რამდენიმე სულის მყარ სხეულებში და ყველა სხეული ჯანსაღია, ან მეტ-ნაკლებად ჯანსაღია, მაგრამ გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაშინ ხდება ენერგიის მიღება ფუძის ჩაკრიდან და გადადის ყველა ენერგეტიკული ცენტრის გავლით, გადის თხემის არხში და იფრქვევა მთელი სამყაროს მიმართულებით და გამსჭვალვით, რაც დადებითად და სინათლის მომტანად მოქმედებს სამყაროს მდგომარეობაზე და მის ადგილმდებარეობაზე უმაღლეს სამყაროში. ასე არის სული, როცა იმყოფება ბუნებაში, საყვარელ არსებებთან მისთვის პოზიტიურ ადგილებში და მდგომარეობაში, რადგან აქ მიმოცვლა დარღვეული არაა. თუ რომელირაც კავშირში დარღვევაა ვითარდება ფობია. ამიტომ ადამიანების განვიტარებისთვის და ცნობიერი საფეხურის შესაცვლელად კარგია, თუ ვეცდებით იმის აღქმას რაზეც ვისაუბრეთ მაღლა. თუ ნებისმიერ მდგომარეობაში მივიღებთ ჩვენს თავს მარტივად, დაშვების მეთოდით, მიღებით, და ვიტყვით ეს სული ნებისმიერ მომენტში შეიძლება რეალიზდეს. ის რომ მის გამო ნეგატიურ სკალაზე გადავდივარ, ის შესაძლებელია ამავე დროს რეალიზდეს. მისი ნეგატიურობის მიზეზი მხოლოდ მისი კარმაა, მისი გზა. ეს არაა დამოკიდებული სულის ხარისხზე, ყველა სული თანაბარი მდგომარეობის და ჟღერადობისაა. ის რასაც ადამიანები უწოდებენ დაბალ სიმკვრივეს ან დაბალ ვიბრაციას , ან დაბალ ასტრალს, არის მხოლოდ სული, რომელიც თავის კარმას ასრულებს. ესაა მთელი 4 D სამყაროს ბინადარი სული, სხვადასხვა სხეულში. დაბალი ასტრალური შრეებიდან დაწყებული, მინერალებიდან, ცხოველებსა და ადამიანებამდე, მაღალი ასტრალური სულების დამთავრებით, ერთი სამყაროს ბინადარნი არიან. სწორი გზაა რეალიზებისკენ, მყარი მატერიიდან ნატიფისკენ, ან ნატიფიდან მყარისკენ სწრაფვა და გაერთიანება, გაერთიანებაზე სამყაროებთან, ყველა სულის მიღებით. გაერთიანებაა საბოლოო მიზანი ახალი გამოწვევის წინ, ვიდრე სრულ გაერთიანებამდე. შემდეგ იქნება დიდი დაბადება და ისევ ახალი თამაშები. 6.12.21-6.3.3 -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 27 2022, 04:39 PM
Post
#45
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვისაც გესმით რუსული საინტერესო გადაცემაა. დროის საიდუმლო, სამყაროს მოძრაობის მიზეზები და მეცნიერების და სულიერი სწავლების კვეთა სამყაროს ამოხსნის გზაზე..
https://youtu.be/lkyufJ26yZg -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 7 2022, 08:57 PM
Post
#46
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ॐ नमः शिवाय
ॐ नमः शिवाय ॐ नमः शिवाय ॐ नमः शिवाय ॐ नमः शिवाय ॐ नमः शिवाय -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 13 2022, 12:49 AM
Post
#47
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან რთულია ხანდახან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. როცა არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. როცა ზუსტად იცი, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დაბადებით გაგიხანგრძლივა დედამიწაზე ყოფნა. მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, ან გაქვს, მაგრამ თავს იმართლებ...
იმედია ფსიქიკა არ შემერყევა -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
May 13 2022, 05:02 PM
Post
#48
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მატერიალურ ყოფით საკითხებს გულისხმობ თუ პასუხისმგებლობა სულიერ სფეროში? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 13 2022, 06:44 PM
Post
#49
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზოგადად რაღაც გადაწყვეტილების მიღება როცაა საჭირო და თან მნიშველოვან საკითხს ეხება, ჯობია არ აჩქარდე და დიდად ტვინი არ იჭყლიტო რა ჯობია, როგორ ჯობია.. და მერე გონება გამონახავს უკეთეს გადაწყვეტილებას..
არჩევანის გაკეთებისას, ვგრძნობ ხოლმე რომ ერთ-ერთი არჩევანი უფრო მეტ შინაგან სიმსუბუქეს იწვევს, მეორე - მამძიმებს.. მგონია რომ ეს ჩვენი შინაგანი ორიენტირია, რომელმაც ზუსტად იცის რა ჯობია. გრძნობებმა ტვინზე უფრო უკეთ იცის.. და ამ დროს ჯობია ყოველთვის ტვინის ნარატივს არ ავყვეთ ხოლმე... იმიტომ რომ ტვინი ძალიან ეშმაკურია რამეა, 1000 მიზეზს მოიფიქირებს ხოლმე, არადა გრძნობით გაკეთებული არჩევანი ბევრად უფრო მარტივია, არ ჭირდება თეორიებით გამყარება.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jul 16 2022, 11:25 AM
Post
#50
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
chemikerin
ესაა ინტუიცია. როგა ლოგიკის გარეშე იღებ ინფორმაციას, უფრო სწორად იღებ ინფოს და არ ამუშავებ ლოგიკის კოდებით. რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, მსგავსი ფაქტიურად სულ ხდება , ყოველ დღე.. სამსახურში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ სახლში მაქვს ველოსიპედი, რომლითაც ჩემი შვილი აღარ სარგებლობს და კარგიიქნებოდა მე დამეწყო ველიკით სიარული- დროის ეკონომიის და მოხერხებულობის გამო. მერე მოვიდა განცდა, რომ ეს ქალაქის ლანდშავტიდან, ჩემი დაზიანებული მუხლიდან გამომდინარე ეს არ იქნებოდა უსაფრთხო ჩემთვის. ეს ინფო გავატარე ჩვეულებრივად და ვიფიქრე, მერე გადავწყვიტავ თქო, ჯერ ველიკიც უნდა შევამოწმო, რამდენიმე თვე უძრავად დგას გარაჟში თქო. სარამოს დეიდაშვილმა დამირეკა, მისი შვილი ველიკით საშინლად დაიმტვრა, გადარჩა, მაგრამ ბევრი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა. ჩემთვის ეს ყველაფერი მატრიცის ჩვეულებრივი მექანიზმია, ინფორმაციის გადაცემის საშუალება, ინტუიცია და ბევრი სხვა კომპონენტი რაც ისე ერთმანეთში გადაჯაჭვულ დაკავშირებული, რომ ხშირად ამის ახსნა მიჭირს. უბრალოდ ვიღებ როგორც რეალობას და ფაქტს. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 16 2022, 11:34 AM
Post
#51
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მატრიცის შესახებ:
არსებობს უამრავი სამყარო და ეს უსასრულოა და დაუსაბამო. რთულია ამ მოდელის აღქმა ჩვენი მონაცემებით და სხეულის კომპლექტაციით. ამიტომ ჩვენი ცნობიერების გაფართოვება აუცილებელია, რათა ხედვის, რაც შეიძლება დიდი და შორი ჰორიზონტი გაგვეხსნას, გაგვეზარდოს თვალსაწიერი ამ სამყაროს აღსაქმელად. ხედვის დონეებიც შესაბამისად, უსასრულო რაოდენობისაა, რომელიც აერთიანებს ქვედონეებს-არის მთავარი შრე და მისი გრადაციები. ჩვენი სამყაროს აღქმაში უმდაბლესი 3-ია (1,2,3)და უმაღლესი 9(4,5,6,7,8,9,10, 11, 12), სულ 12 ჩვენ სამყაროში. დაბალ 3 და მაღალ 9 შორის შუალედურად შეიძლება მივიჩნიოთ 4-5 შრეები. მატრიცის აღქმაც რთულია, რადგან ესაა ფიზიკური და სულიერი სამყაროს სინთეზი. გამარტივებული ფორმით წარმოიდგინეთ ბროლის ბურთი, რომელსაც აქვს მყარი საზღვრები, მაგრამ ამავე დროს ეს საზღვრები გადალახვადია გარკვეული სიმკვრივის არსებებისთვის. კიდევ ერთი მოდელი -უმცირესი ნაწილაკიდან იზრდება ნაწილაკის ფრაქციის ზომა. მტვერი, ქვიშის ნაწილაკი, კენჭი, ქვა, ლოდი, კლდე, მთა ასევეა სულიც, თუმცა ნატიფი სხეულების სულიერი სხეულების , მატერიალური სხეული და ასევე , ასტრალური და მენტალური სხეულებისთვის არსებობს უფრო ფართე რაობა, რომლის სიტყვებით ფორმულირება ოდნავ ამახინჯებს ნამდვილ სურათს. ტექნოლოგიები იხვეწება და აღქმის უნარებიც გაიზრდება მომდევნო თაობებში. სულები რეალიზების შემთხვევაშიც კი , თავისი ნებით სტუმრობენ ჩვენ სამყაროს სხვადასხვა დონეზე, ყველა დონის არსების-სულის-სტუმრის მიზანია საბოლოოდ გამთლიანების გზაზე დასახმარება და ეს პროცესი უწყვეტია. სრული კვლავ ნაწილდება და უსასრულოდ იზრდება და იკუმშება ერთდროულად. ამ პროცესში ხდება მცირე ენერგო ამოფრქვევები, რა დროსაც იქმნება ახალი სამყაროები ან გარდაიქმნება არსებული. გაქრობით ამ სისტემაში არაფერი ქრება. 15.07.22 -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 12 2022, 11:15 AM
Post
#52
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ სიზმართხილვის დროს, დაახლოებით ღამის 2-3 საათი იყო, დარეკა ტელეფონმა, უცხოური ნომერი იყო, და სანამ ძილ-ბურანში ტელეფონს დავხედავდი და გავთიშავდი ფიზიკურად სრულიად გააზრებულად ვგრძნობდი და ვაკვირდებოდი, როგორი პლაზმასავით იყო ჩემი ნატიფი სხეული და როგორ შემოისრუტა ფიზიკურმა სხეულმა. საშინელი დისკომფორტი იყო, ფიზიკურ დონეზე ძალიან უსიამოვნო და ამაზრზენიც კი... ადრე მქონდა გამოცდილება, როდესაც სხეულიდან გასვლის დროს ვგრძნობდი იმ "ძაფს" რაც მაკავშირებდა სხეულთან, მაგრამ მსგავსი უსიამოვნო დაბრუნება არ მახსოვს ჩემს პრაქტიკაში.
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 1 2022, 08:36 PM
Post
#53
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ილონას უნდა მარსზე იგივე ჩაატაროს რაც თავის დროზე დედამიწაზე მოხდა, რის შემდეგაც განჩნდა ადამიანი. ერთი პრობლემაა-ცნობიერების ხარისხი და მიზნებში და მოტივაციის არსის დადგენის კვლევასა და დისკურში არ შევალ.
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 3 2022, 12:39 AM
Post
#54
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
რის შემდეგაც განჩნდა ადამიანი ერთხელ რომ შექმნეს რა მოიგეს რო? -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Nov 3 2022, 07:09 PM
Post
#55
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
ვერაფერი სასიკეთო. ხოდა ახლა ცვენი, ტუნდაც ზეგანვითარებული ცნობიერებით რომ შექმნი ახალ ვარიანტს, ეგ რას იზამს ხო აზზე ხარ?! :დ:დ:დ -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 3 2022, 11:03 PM
Post
#56
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
ტუნდაც ზეგანვითარებული ცნობიერებით რომ შექმნი ახალ ვარიანტს, ეგ რას იზამს ხო აზზე ხარ?! ცრემლი გვდის შეუშრობელი, იკითხე ეს -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Jan 11 2023, 02:32 AM
Post
#57
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხანდახან ძალიან რთულია თავს აიძულო განაგრძო ყოფნა და სვლა ერთდროულად, ალბათ მთელი სირთულე ამ გზაში სწორედ ეს არის.
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 17 2023, 10:44 AM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაზე დიდი კაიფი, ყველაზე სუფთა სიხარულის ნაკადი, ყველაზე აღმატებული მდგომარეობის განცდაა სამყაროსთან ჰარმონიზაციის აღქმის მომენტი. სამყარო, ღმერთი, მატრიცა, რაც გინდა დაარქვი, როცა ხვდები, რომ მოხდა სრული სინქრონიზება...
პ.ს. ეს მდგოამრეობა არანაირად არ არის მუდმივი (თუ არ ჩავთვლოთ გასხივოსნებულ სულებს) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 17 2023, 09:15 PM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლაც ესაა უბედნიერესი და უძლიერესი მომენტები.
|
|
|
Mar 20 2023, 09:22 PM
Post
#60
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
ხო, და რას დავაკვირდი იცი? იმდენად არასრულყოფილი ვარ, რომ ასეთ მომენტებს ხშირად რამდენიმე ხანი დისბალანსი მოსდევს. ენერგია არ მყოფნის ეტყობა მის შესანარჩუნებლად ) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:03 AM |