ეზოთერიკოსის გზა..., როგორ გავხდეთ დახელოვნებ |
ეზოთერიკოსის გზა..., როგორ გავხდეთ დახელოვნებ |
Dec 8 2017, 07:53 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი სულ პირველი შეხება ეზოთერიკასთან იყო ოშო და მისი ვიდეო ლექციები. შემეძლო საათობით მესმინა მისთვის და ბევრი რამეც ვისწავლე.
პირველად მისგან გავიგე მედიტაციის არსი და რა დანიშნულება აქვს მედიტირებას. შემდეგ გადავავლე უამრავ ოკულტისტურ ვიდეოს თვალი, სადაც ადამიანების ზე-ცნობიერებაზე საუბრობდნენ. გამოვიტანე დასკვნა, რომ ადამიანის რეალური უნარები და შესაძლებლობები უბრალოდ ღრმა ძილშია და იგი "გამოღვიძებას" საჭიროებს. უნარი ინტუიციის, ტელეპათიის, მზერითი ზემოქმედების, საკუთარი აზრებით რეალობის შეცვლის და ა.შ. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ ადამიანს მისი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჰყავს ჩაფლული და ზემოდან ათასი არასაჭირო ინფორმაცია და "ემოციური ჭუჭყი" აწევს, რომელიც მალავს მის ჭეშმარიტ ბუნებას. ყოველთვის მესმოდა რომ არსებობდა ენერგეტიკული ცენტრები, ე.წ. ჩაკრები, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა და რისთვის იყო ისინი საჭირო. მოკლედ საკმაო გაურკვევლობაში ვიყავი. საიდან დამეწყო სწავლა არ ვიცოდი. ასევე შემთხვევით წავაწყდი ერთ წიგნს. ბრანდლერ პრახტის "ოკულტიზმს". ვიყიდე და მეგონა რომ ეს იყო რეალური გზა. დავიწყე მისი სავარჯიშოების გაკეთება, მაგრამ ვხვდებოდი რომ რაღაც აკლდა. უფრო სწორად ჩემი გონება და სხეული არ იყო ამ წიგნისთვის მზად. ამიტომ დროებით დავანებე თავი. და სულ რაღაც 1 თვის წინ იუთუბზე ვნახე ერთი საინტერესო ქალბატონის, კსენია მენშიკოვას ვიდეოები, რომელსაც აქვს თავის სკოლა ცნობიერების განვითარებაზე, ასევე სტიქიებზე, რუნებზე და ა.შ. ეს მისი პირველი ლექციაა ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა. აქ საუბრობს ადამიანის ნატიფ 7 სხეულზე და ჩაკრებზე. ძალიან საინტერესო ლექციაა. მე ძალიან მომეწონა. https://www.youtube.com/watch?v=BBNeO5ne21M აქ ყველა მისი ვიდეოა მოცემულლი. შეგიძიათ თვალი გადაავლოთ https://www.youtube.com/channel/UC_T5YHbOZG...rcuY-oYw/videos მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე რომ მემგონი მივაგენი განვიტარების სწორ გზას. ჯერ ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა, ნატიფი სხეულები, ენერგეტიკული ცენტრები. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასალაა. აი შემდეგი ალბათ სტიქიები იქნება. ალბათ ბოლოსკენ მივუბრუნდები პრახტის "ოკულტიზმს". თქვენ რას ფიქრობთ რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა ოკულტიზმში რომ ასე თუ ისე გათვითცნობიერდეს? ასევე რა ლიტერატურას გვირჩევთ დასაწყისისთვის? |
|
|
Dec 8 2017, 08:19 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგვიანებით გადავხედავ მაგ ვიდეოებს საინტერესოა
რაც შეეხება ოშოს მაგარია მე პირადად ძიების პროცესში ვარ და რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვეტყვი რა გზაა სწორი იმიტო რო მეც არ ვიცი |
|
|
Dec 8 2017, 10:21 PM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგვიანებით გადავხედავ მაგ ვიდეოებს საინტერესოა რაც შეეხება ოშოს მაგარია მე პირადად ძიების პროცესში ვარ და რა თქმა უნდა ვერავის ვერ ვეტყვი რა გზაა სწორი იმიტო რო მეც არ ვიცი ოშო მართლა საინტერესოა, მაგრამ ძალიან ზოგადია. ოშო რაღაც დონემდეა სასარგებლო. შემდეგ უკვე თუ გაქვს სურვილი რომ თავში გაჩენილ კითხვებს სიღრმისეულად ჩაეძიო, ოშო უკვე აღარ არის საკმარისი. სიამოვნებით მოვისმენდი ამ საკითხებში გამოცდილი ადამიანების აზრებს და მათ რჩევებს, თუ საიდან და რომელი ლიტერატურით უნდა დაიწყოს ადამიანმა სწავლა-განვითარება |
|
|
Dec 9 2017, 07:53 AM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როდესაც ადამიანს უჩნდება ნაპერწკალი, რომ შემოვიდეს ეზოთერიკაში, პირველ რიგში უნდა გაეცნოს კარმის და რეინკარნაციის კანონებს. გაეცნოს და მიიღოს, რადგან ეს არის უმთავრესი კოსმიური კანონები, რითაც ჩვენი სამყარო იმართება. ის სწავლებები, რომლებიც რეინკარნაციას არ ცნობენ მკვდარი სწავლებებია! რეინკარნაციაზე კარგი და მარტივი წიგნი - მაიკლ ნიუტონის "სულის მოგზაურობა".
სერგეი ლაზარევის წიგნების სერია "კარმის დიაგნოსტიკა" კარგად გაგარკვევს იმაში თუ როგორ აისახება კარმა ადამიანის ბედსა და ჯანმრთელობაზე. შემდეგ, აუცილებლად ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები - ჩაკრები, ასევე ადამიანის ნატიფი სხეულები (პირველი ოთხი სხეული საფუძვლიანად, დანარჩენი რთულია აღსაქმელად საწყის ეტაპზე). ამაზე უამრავი სტატია თუ აუდიო ლექცია მოიძებნება ინტერნეტში. კარგია რობერტ მონროს წიგნები სხეულიდან გასვლის გამოცდილებებზე. ნიუტონის, ლაზარევის და მონროს წიგნები იმით არის კარგი, რომ ისინი ამ ყველაფერს იკვლევენ როგორც მკვლევარები, მეცნიერები, წერენ პოპულარული და კარგად აღსაქმელი ენით. მე შემიძლია გირჩიო შემდგომ ეტაპზე თეოსოფიური ლიტერატურა-ბლავატსკაია, ბეზანტი, ლედბიტერი. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 9 2017, 09:22 PM
Post
#5
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა არის ეზოთერიკოსის გზა?
|
|
|
Dec 10 2017, 08:47 AM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
INVICTUS
ძიება და ფიქრი, ყველაფრის დაკვირვება და დასკვნის გამოტანა. არა სიბრმავე არამედ დანახვის მცდელობა. მე ასე მესმის... |
|
|
Dec 10 2017, 03:35 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეზოთერიკოსის გზა... ჩემთვის არის თვითშემეცნება, სამყაროს (სამყაროების) შემეცნება, ცნობიერი სამშვინველის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ანუ გაცნობიერებული ცხოვრება, სულიერი განვითარება, ცნობიერების ამაღლება. მუდმივი სწრაფვა იმისკენ გაიგო ვინ ხარ, საიდან მოხვედი, რისთვის მოხვედი, სად მიდიხარ. ამისთვის გამოყენება სხვადასხვა სულიერი ტრადიციის თუ ოკულტური პრაქტიკის...
პირადად მე მინდა ვთქვა, რომ ეზოთერიკაში დაახლოებით 15 წლის წინ შემოვედი და ბევრ კითხვაზე უკვე მივიღე პასუხი. კიდევ ბევრზე მინდა მივიღო. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Dec 10 2017, 08:37 PM
Post
#8
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:31 AM |