Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მხატვრული ფილმები _ ნამდვილი დეტექტივი/True Detective

Posted by: tikoroma Jun 11 2015, 06:54 PM

ნამდვილი დეტექტივი/True Detective[/b] - 2014 - I სეზონი
http://www.radikal.ru

როლებში: მეთიუ მაკკონაჰი, ვუდი ჰარელსონი, მიშელ მორგანი
ქვეყანა: USA
ჟანრი: დრამა, კრიმინალური
(8 სერია)

ფილმი:
http://adjaranet.com/Movie/main?id=1000609&serie=1

IMDB - http://www.imdb.com/title/tt2356777/


2015- II სეზონი
როლებში: კოლინ ფარელი, ვინს ვონი
(8 სერია)
[b]

http://www.hbo.com/true-detective

GDS გვპირდება მეორე სეზონს გავუშვებთო
http://www.radikal.ru


პირველი სეზონის აღწერა:
სერიალის მთავარი გმირები არიან დეტექტივები. 2012 წელს ხელმეორედ გაიხსნება 1995 წელს მომხდარი სერიული მკვლელობების გამოძიება. დეტექტივებმა 17 წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი, როცა ამ საქმეზე მუშაობა დაიწყეს.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მეთიუ მაკკონაჰის პერსონაჟი ეზოთერიკი-სინესთეტი-ძიებისგან დაღლილი ადამიანია და არა უბრალოდ დეტექტივი. smile.gif სამყარო მას ვერ უგებს და ისიც ვერ უგებს გარშემომყოფებს, მაგრამ არც ხელჩაქნეულია და არც დაძაბუნებული, პირიქით, ძლიერი ადამიანია და თავისი შეხედულებების გატანაც შეუძლია სადაც საჭიროა. მოკლედ, გარდა იმისა, რომ კარგი მუსიკა, დაძაბული და საინტერესო სიუჟეტია, მეთიუს გმირიც გვიზიარებს შიგადაშიგ თავის ფილოსოფიას, რაც ძალიან უხდება ფილმს.

ახლა იმიტომ ვხსნი თემას, რომ მეორე სეზონი გამოვა მალე. იქ რა ხდება არ ვიცი, იმედია ეზოთერიკებისთვის ისიც საინტერესო იქნება JC_cupidboy.gif

http://www.radikal.ru


Posted by: tikoroma Jun 11 2015, 06:58 PM

მცირე ნაწყევტი დეტექტივ რასტი კოულის (მეთიუ) მსოფლმხედველობიდან:

- ვფიქრობ, რომ ადამიანის ცნობიერება ტრაგიკული შეცდომა იყო ევოლუციაში. ძალიან თვითმმართველები გავხდით. ბუნებამ შექმნა ბუნების ასპექტი, რომელსაც თავადვე გამოეყო. ჩვენ ვართ არსებები, რომლებმაც ბუნებრივი კანონების მიხედვით, არ უნდა ვიარსებოთ.
- ძალიან საზარლად ჟღერს, რასტ.
- ჩვენ ვიმყოფებით თვითმმართველობის ცნობიერების ილუზიის ქვეშ, ამას პლუს სენსორული გამოცდილება და გრძნობა. და დაპროგრამდა საერთო რწმენა იმის შესახებ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ვინმე, როცა რალურად ყველანი არარაობები ვართ.

ვფიქრობ, რომ საპატიო რამ, რაც ჩვენ როგორც სახეობას შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა რომ უარვყოთ ჩვენი პროგრამირება, შევწყვიტოთ გამრავლება და ხელჩაკიდებულები გადავშენდეთ. ---(თარგმანზე ბოდიში, ფილმიდან ამოვიწერე ;დ)

(მიყვარს ისეთი განცხადებების გაკეთება, მოსაუბრეს რომ დაშოკავს ) biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tikoroma Jun 11 2015, 07:20 PM

ატმან, შენ ხომ გიყვარს ფილმები? ეს კიდევ არ გინახავს?

Posted by: Lashapoli Jun 12 2015, 12:08 AM

ვუყურო??

Posted by: tikoroma Jun 12 2015, 12:42 AM

აუცილებლად smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)