ძალიან მაინტერესებ დაახლოებით რამდენი ცაცია არის აქ, აუცილებელი არ არის მარცხენათი წერდეთ! თუ არ დაგეზარებათ ცაციებმა შემომეხმაურეთ!
kate
მე მაგალითად მარცხენა ფეხით ვთამაშობ ფეხბურთს ( იმას თუ თამაში ქვია ) და საერთოდ მარცხენა უფრო მაქვს ხმარებაში
ოღონდ ფეხი მარტო...
Existence
ეტყობა მაინც მარცხენა მხარე გაქვს დომინანტი. ეს ერთი.
სხვა არავინააა?
kate
მე 2 კლასამდე ცაცია ვიყავი, სამწუხაროდ საბჭოთა წარსულის მსხვერპლი ვარ ამ გაგებით მაგრამ ეხლაც სურვილის შემთხვევაში შემიძლია დავწერო, დავხატო.. რაღაც ტესტებიტაც ცაციობა დამიდასტურეს და უმცროს შვილს გამოყვა კიდევ ეგ..
და რატო გაინტერესებს?
td.........
old_man
ქეთი ექსპერიმენტატორი გვყავს ფორუმზე!
არა, ექსპერიმენტი არა, მაგრამ საინტერესო თეორია კი მაქვს, ოღონდ უფრო მეტი ცაცია მჭირდება.
ნაღდად საინტერესოა.
td.........
ნამდვილად ცაცია ხარ, ისედაც გეტყობა!
kate
დასახიცჰრებული ცაცია ვარ... ეხლა მარჯვენათი ვწერ, მაგრამ ნამდვილად დავიბადე ცაციად და კაი ხანი ვიყავი კიდეც სანამ არ გადამაცჰვიეს, ისეთი პერიოდიც იყო ორივე ხელით ვწერდი ვხატავდი.. ეხლა მარჯვენათი ვწერ. უცნაური ისაა, რომ სხეულის მარცხენა მხარე სუსტი მაქვს, რამე კავშირშია ნეტა ამ ყველაფერთან? თუ იცი მომწერე კაი?
ადრე სადღაც წავიკითხე ერთი ქალის ინტერვიუ. ბავშვობაში ცაცია ვიყავი და დედა ხელს მიბამდა რომ მარცხენა არ მეხმარა და ამის გამო ვტიროდი, ვჭირვეულობდი და ბოლოს ნევროზი დამემართაო... მერეც სულ მეჩხუბებოდა მარცხება ხელის ხმარებას თუ არ გადაეჩვევი, ვერ გათხოვდებიო ))
( საწყალი ბავშვი...რა სიგიჟეა....
ირმა
მარცხენათი წერა არ არის მემარცხენეობის განმსაზღვრელი თვისება, მით უმეტეს კომუნისტურ სკოლაგამოვლილთათვის, როცა ცაცია ხარ უბრალოდ იცი ეს მხარე გაცილებით მოსახერხებელია, საინტერესოა რომ კაცები უმეტესად ფეხის აქტიურობით ადგენენ ცაციობას, მარტო ქართველები რომ იყოს სხვანაირად ვიფიქრებდი.
მოკლედ სხვა არავინ არ ხართ აქ ცაცია?????????
გიზო ვაშაკიძე - ციური ექსპრესი. თავი II
ცაცია მასწავლებლები
ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციას იწერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. გავიდა საუკუნეები, დედამიწის მკვიდრთა უმეტესობამ შეცვალა ძველი ტრადიციები და დაიწყო წერა მარცხნიდან მარჯვნივ. ამას უბრალო ახსნა აქვს: მემარჯვენისათვის წერა მარცხნიდან მარჯვნივ გაცილებით ადვილია, ვიდრე - მარჯვნიდან მარცხნივ მარცხნიდან წერისას მემარჯვენეს ხელის მტევანი არ ეფარება ახალდაწერილ ტექსტს. მტევანი მუდამ სუფთა ფურცელზე მისრიალებს, რის გამოც არც ხელი ისვრება, არც ხელნაწერი. შეიძლება ითქვას, რომ მემარჯვენისათვის მარცხნიდან წერა გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე პირიქით შესაბამისად, ცაციებისთვის წერა გაცილებით მოსახერხებელია მარჯვნიდან მარცხნივ, აქედან გამომდინარე ჩვენი პლანეტის სტუმრები, რომლებმაც ასწავლეს ადამიანებს წერა მარჯვნიდან მარცხნივ, შესაძლოა ყოფილიყვნენ ცაციები - როგორც ვიცით ეგვიპტელები დამწერლობის მასწავლებლებს ციდან მოსულ ღვთაებებს უწოდებდნენ, ეგვიპტურ ობელისკებსა და პაპირუსებზე აღნიშნულ ღვთაებათა გამოსახულებები დღემდეა შემორჩენილი. #41 სურათზე ჩვენთვის მეტად საინტერესო გარემოება ფიქსირდება, სურათზე გამოსახულ იმ 'ღვთაებებს' რომელთაც ცხოველთა, ფრინველთა და მწერთა მსგავსი თავები (თუ ნიღბები) აქვთ მეტად მოზრდილი ჯოხები უჭირავთ სწორედ მარცხენა ხელში. თუკი მოზრდილი ჯოხის ჭერა მარცხენა ხელში უადვილდებოდათ, არ არის გამორიცხული, რომ კალამიც მარცხენაში მოეხელთებინათ, რა შემთხვევაშიც წერა მარჯვნიდან მარცხნივ გაცილებით გაუადვილდებოდათ. იქიდან გამომდინარე დიდი ალბათობაა იმისა, რომ სტუმრები ცაციები ყოფილიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ იმავე სურათზე გამოსახულ ეგვიპტურ ღვთაებებს ადამიანის ჩვეულებრივი სახეების მქონეთ, იმავე ტიპის ჯოხები მარჯვენა ხელში უჭირავთ - მოგეხსენებათ, ეგვიპტელებს 'ღვთაების' რანგში არა მარტო ციდან ჩამოსულები აჰყავდათ, არამედ ზოგიერთი მიწიერი ადამიანიც მისი განსაკუთრებული ნიჭის გამო. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია ინხოტეპი, რომელიც ეგვიპტელებმა პტოლომეების ეპოქაში, მედიცინაში მიღწეული წარმატებების გამო, მკურნალობის ღვთაების რანგში აიყვანეს.
იყვნენ თუ არა 'სტურები' ცაციები? ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ იეროგლიფური დამწერლობა და პიქტოგრაფიული ნახატები, ორივე მარჯვნიდან მარცხნივ არის შესრულებული, რაც 'სტუმართა' და ეგვიპტელთა 'მასწავლებლების' იდენტურობას ადასტურებს.
http://radikal.ru/F/i051.radikal.ru/1103/14/1fb011519b0a.jpg.html
ცაციობას რაც შეეხება ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს ეს საკითხი, უამრავი თეორია არსებობს, მაგრამ არავინ იცის ზუსტად რა იწვევს ცაციობას ან თუნდაც რატომ არის მარჯვენა მხარე დომინანტი მოსახლეიბის 90 პროცენტისთვის, ის რომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო სხეულის მარცხენა ნაწილს მართავს და პირიქით, არ ხსნის თვითონ ცალი მხარის დომინანტობას, არც ის მიკვირს საზოგადოება ნეგატიურად რომ უყურებდა ცაციებს, თითქმის მთელ მსიფლიოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა - საზოგადოება ყოველთვის უფრთხის და ეშინია რაც სხვანაირია, მის ნორმებში არ ჯდება.თან ცაციები ისედაც განსხვავებულები არიან,აზროვნებით,მსოფლშეხედუ
ლებებით, გამოკვეთილად არა, მაგრამ თუ ამას საკმაო ხანია აკვირდები ადვილად ხვდები (ჩემთვის მაგალითად ასეა,როდესაც საერთოდ უცნობი პიროვნების მიმართ რაღაც სხვანაირი სიმპათია მიჩნდება, მნიშვნელობა არა აქვს ქალი, კაცი , ბავშვი - რაღაც სიახლოვის, კარგი შეგრძნება, ასეთი პიროვნება როგორც წესი, ცაცია აღმოჩნდება, თუმცა აუცილებელი არ არის ეს შეგრძნება მარტო ცაციამ გამოიწვიოს, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ჩემში ნეგატიურო ემოციები გამოეწვია ცაციას, ამით იმას კი არ ვამბობ ყველა ცაცია კარგი პიროვნებაა-თქო, - არავითარ შემთხვევაში, მე ჩემს სუბიექტურ დაკვირვების შესახებ ვწერ, ამიტომაც მაინტერესებდა ცაციების აზრი - ჰქონდათ თუ არა მსგავსი შეგრძნებები სხვა ცაციების მიმართ
მემგონი ცაციებზე თემა უნდა გაიხსნას
პ.ს. მე არ ვარ ცაცია, მემარჯვენე ვარ
ბევრი საინტერესო პოსტი დაგროვდა თავისუფალ თემაში, ამიტომ ვფიქრობ რომ არ დაიკარგოს ცალკე თემაა საჭირო
ამიტომაც ყველა აქ გადმოვიტანე.
tikoroma
მე არვარ ცაცია , ვწერ ვხატავ მარჯვენით და თითქმის ყველაფერს მარჯვენით ვაკეთებ.
ერთადერთი რაც მახსოვს ბაბუაჩემი რაზეც მეჩხუბებოდა სულ სოფელში ეს იყო რო ნაჯახი,ფიწალი და მსგავსი ორი ხელით სახმარი იარაღები ისე მიჭირავს როგორც ცაციებს.ვერაფერით ვერ ვიჭერ სხვანაირად. ეხლაც მასე ვარ ამ ერთადერთ შემთხვევაში.
რაღაც მინდა ვიკითხო და მოდერატორს ვთხოვ მიუჩინოს ადგილი თუაქსაკითხავი არარის
მოკლედ რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ მაინტერესებს.
ბავშვობიდან მარჯვენა ხელზე მაჯიდან იდაყვამდე ამ ტერიტორიაზე სულ მქონდა შეგრძნება....შეგრძნება ვერ აგიღწერთ როგორია მაგრამ ხშირად ვფიქრობდი რომ ამ ადგილზე მესიამოვნებოდა ძაღლს რო ეკბინა ანუ რაღაც ტკივილის განცდა მესიამოვნებოდა. მახსოვს რამდენიმეჯერ როცა მესიზმრებოდა რაიმე სიზმარი ცხოველი საკბენად მოდის ან რამე სულ ამ ხელს ვუშვერდი ამ კონკრეტულ ადგილს და სასიამოვნო იყო.
ასევე არის მსოფლიო მაშტაბით სხვადასხვა შემთხვევები როცა ადამიანებს სურთ არაფრის გამო ფეხის ,ხელის ამპუტაცია იმის გამო რომ შეგრძნება აქვთ რომ ეს ნაწილი მისი არარის უცხოა (კიდეკაი მე ამას არვგრძნობ ) და კიდე უამრავი სხვადასხვა შემთხვევებია.
რასფიქრობთ უკავშირდება ეს წინა რეინკარნაციას,სიზმარს,ტვინს,
არალელურ განზომილებებს თუ რას.
Simulated
სხვათაშორის მეც მქონდა ერთი პერიოდი ფიქრი, იქნებ მეც ცაცია ვარ მეთქი. ეს ფიქრი გამიჩნდა, როცა ერთ პერიოდში რაღაც სამუშაოზე ვმუშაობდი და იმ საქმის გაკეთება თავიდან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ როგორც კი მარცხენა ხელით დავიწყე, ძალიან სწრაფი ვიყავი. მხოლოდ ერთმა საკითხმა მაფიქრებინა, რომ ცაცია არ ვიყავი, გავაკეთე ერთი ცდა,– დავთესე ბამბაზე, სამ თეფშზე ხორბალი და ბიოენერგიით დავამუშავე. ერთი მარჯვენით, ერთი მარცხენით და ერთი არ დამიმუშავებია. შედეგი ის იყო, რომ მარჯვენით დამუშავებული იყო მარცხენით დამუშავებულზე ცოტა დიდი. ხო, დაუმუშავებელი ყველაზე პატარა დარჩა.
ამით ის ვიფიქრე, რომ არ ვარ ცაცია...
Simulated
თუ უფროსი და-ძმა არ გყავს. რომელთაგანაც ქვეშეცნეულად "ისწავლე" მარჯვენათი წერა, მაშინ შენ ემბბაიდექსტერი ხარ, ანუ ორივე მხარეს თანაბრად ფლობ, რასაც მაინც ცაციების რიგში გადაყავხარ.
რაც შეეხება იმ უცნაურ შეგრძნებას მარჯვენა ხელზე,მე პირადად დარწმუნებული ვარ რომელიღაც რეინკარნაციიდან არის გადმოყოლილი. მედიტაციის წინ გადაწყიტე არაფრით არ იფიქრო ხელზე, მერე როგორც კი იგრძნობ რომ სრულიად მოდუნებული ხარ, პირველივე შეგრძნება რაც გაგიჩნდება - იქნება შენი პასუხი რაც არ უნდა უცნაური მოგეჩვენოს, არ ელოდო წარსულის ხილვას ან რაიმე გამოკვეთილ პასუხს. თეორიები არ მინდა შემოგთავაზო გავლენა რომ არ იქონიოს.
მოსინჯე, შეიძლება გაგიგვირდეს ისეთი რამე აღმოაჩინო
kate
ჰმ უფროსი და ძმა არ მყავს მაგრამ არის ერთი რამ, როცა მე უნდა დავბადებულიყავი 9 თვეში იმ თვეში დედაჩემს გარდაეცვალა პირველი შვილი (1 წლის იყო) რის შედეგადაც მე დავიბადე 10 თვეში დედაჩემის ნერვიულობის ფონზე.შეიძლება რაღაც გავლენა ამასაც ჰქონდეს ცაციობაზე არვიცი.
Simulated
აიღეთ ხელები და 10 თითი გადააჭდეთ ერთმანეთზე.. რომ იზამთ მერე მითხარით და პასუხს დავწერ..
td.........
ირმა
ცერა თითი ზემოდან უნდა იყოს, მარცხენა ხელის ცერა თითია სულ ზევიდან თუ მარჯვენასი? თუ მარჯვენასია, მემარჯვენე ხარ, თუ მარცხენასი ცაცია.
ეს ერტ-Eრთი ტესტია ამის დასადგენად.
td.........
მარცხენა ცერა თითია ზემოდან....
ამ ასაკში თუ დამტკიცდა, რომ მეც ამ სისტემის მსხვერპლი ვარ
რა ვთქვა...
ირმა
აბა რა გითხრა.. კომფორტლად ეგრე თუ გრძნობ თავს მაშინ, მართლაც ფარული ცაცია ხარ. მე მაგალიტად ვერანაირად ვერ ვიჭერ ხელებს ისე, რომ მარჯვენა ზემოდან გამოდიოდეს, სპეციალურადაც რომ გადავაჭდო, მაინც მოუხერხებლად ვარ ეგრე.. ნუ კიდე ამდაგვარი ტესტები არსებობს.. მერ ედავწერ.
td.........
მე კი მარჯვენას თუ ზემოდან დავიჭერ დისკომფორტს მიქმნის.
არ მახსოვს ბავშვობაში რამე ისეთი რაც მომცემდა იმის ფიქრს რომ ცაცია ვარ. მარტო ერთი მინდა გავიხსენო, ძალიან გამიჭირდა ლამაზი წერის სწავლა, ხელი ოფლად მეღვრებოდა, ხუთები კი მეწერა, მაგრამ მე ვიცოდი რა ძვირად მიჯდებოდა ეს ხუთები. მეჯდა გვერდით დედაჩემი სახლში და მკლავდა თუ ლამაზად არ დავწერდი საათობით მავარჯიშებდადა რა გჭირსო მეუბნებოდა.
td.........
elli
მე ვარ ცაცია
გამარჯობათ , ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე ))
ირმა
td.........
ხელის ჰგულები დაატოლეთ , ცაციებს ცოტათი უფრო დიდი მტევანი მარცხენა უნდა ჰქონდეს.. არის კიდევ მოულოდნელობაზე აგებული ტესტები, მაგრამ რომ დავწერო და გააკეთოტ უკვე ჩაერთვება აზროვნება და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ.
ვააა მარცხენა სულ ცოტათი დიდია
td.........
ხელის ჰგულები დაატოლეთ , ცაციებს ცოტათი უფრო დიდი მტევანი მარცხენა უნდა ჰქონდეს.. არის კიდევ მოულოდნელობაზე აგებული ტესტები, მაგრამ რომ დავწერო და გააკეთოტ უკვე ჩაერთვება აზროვნება და შეიძლება არასწორი შედეგი მივიღოთ.
ვააა მარცხენა სულ ცოტათი დიდია
elli
ცაცია ხარ ზნაჩიტ ანდერგრაუნდი
2ვე ხელს ერთნაირად ვიყენებ. ვგულისხმობ წერას და ხატვას . რამე მძიმე ს აგნის აწევა თუ მინდა მაშIნ მარცხენას . თუ რომელიმე ცაცია ხართ 2ვე ხელით ხატეტ სინქრონში ,ძალიან მაგარია. (ვიგულისმე ჩემი ტიპის ცაცია) ისე მათ ვისაც სისტემის გამო უშლიდნენ წერას მარცხენით ეხლა ცადეთ
რაღაც მეეჭვება ცერაზე, მეც მარცხენას ცერა მომიზია ზემოთ და არამგონია ცაცაი ვიყო
Joy ZAZA
Joy ZAZA
ეგებ გენიოსი ხარ და ორივე ნახევარსფერო ტვინისა ტანაბრად გაქვს განვიტარებული, მაგრამ ეს არ იცი ჯერ?:D
არამგონია გენიოსი ვიყო
პ.ს. ისე ბევრი გავკეთებინე ეგრე და 30% თუ მეტს არა მარცხენა ცერა ზემოთ ააქვს
რამდენი გენიოსი ნაცნობი გყოლია, ფაქტია მსგავსი მსგავსს იზიდავს....
ისე რამე სხვა ტესტები არ არსებობს?
(ზემოთ რა დავწერე მე თვითონ ვერ წავიკითხე, არ შეიმჩნიოთ დაღლის ბრალია )
td.........
ირმა
:D:D:D:D:D:D
td.........
ჩაგეთვალა
მე ფეხით ცაცია ვარ და თვალითაც, აი ხელით რა გითხრა ორივეს ძაან კარგად ვხმარობ, მიუხედავათ იმისა რომ მარცხენა ხელი სერიოზულად დამიზიანდა ორგანიზმმა მაინც შეზლო რეაბილიტაცია და მოვლითი გზებით ფუნქციები აღადგინა. ექიმები იძახდნენრომ საერთოდ ვერ ვიხმარდი ამ ხელს. ასე რომ მე მგონი ცაცია ვარ, თან ჩემს შვისლ ეტყობა რომ აშკარად ცაციაა.
მე ვარ ცაცია. ეს თემა თუ კიდევ აქტუალურია
serafinapekkala
მეც "ძალიან" ცაციავარ ფეხითაც და ხელითაც, სამწუხაროდ ბავშვობაში გადამაჩვიეს, მაგრამ ეხა ვიბრუნებ მარცხენახელით წერის ჩვევას!
თან იმ დონეზე ცაციავარ რომ ტვინის მარჯვენა მხარე მტკივა თუ ამტკივდება ხოლმე ))) თან საინტერესო ისაა რომ ახლო ნათესავებში, მშობლებში, არავინ გამოერია ცაცია...
ძველად რატომღაც მიაწერდნენ ტამპლიერებს თუ კატარებს, ზუსტად მიჭირს ამისი გახსენება სადღაც ამოვიკითხე ამის თაობაზე, იყო საიდუმლო ორდენი რომელიც ეშმაკს ეთაყვანებოდნენ და ეწოდებოდათ სინისტერი, ანუ მემარცხენე ძმათა კავშირი, ალბათ ამიტომაც იყო ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ცაციების მიმართ
მემარცხენეებს ჩვეულებრივ ასე ახასიათებენ: არიან მეოცნებენი, აქვთ მუსიკალური სმენა და კარგი მეხსიერება, მგრძნობიარე და ორიგინალურებიც არიან და ხატოვნად აზროვნებენ. ასე იმიტომ ხდება, რომ ცაციებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე მარცხენა. სწორედ მარჯვენა ნახევარსფეროა ამ თვისებების მასაზრდოებელი. მემარჯვენეების მარცხენა ნახევარსფერო კი მათემატიკურ მონაცემებს, ლოგიკურ აზროვნებასა და წერა-კითხვის ტექნიკას ამუშავებს.
ცაციები ხშირად გამოირჩევიან მდიდარი შემოქმედებითი ნიჭით.
ცაციებს კარგად ესმით მათემატიკა და მუსიკა
საერთოდ, როგორც სტატისტიკა ამტკიცებს, ცაციებს შორის გაცილებით მეტია ნიჭიერი ხალხი, ვიდრე მემარჯვენეებს შორის. რა თქმა უნდა, ნიჭის დათვლა და გაზომვა შეუძლებებლია, მაგრამ მაინც, ფსიქოლოგები საუბრობენ საკმაოდ რეალურ ციფრებზე.
ცნობილი ცაციები
ყველაზე მაგარიი კაცი მსოოფლიოშიი კურტ კობეინი ნირვანას სოლისტი ცაციაა იყო
ჩარლი ჩაპლინი – ინგლისელი რეჟისორი და მსახიობი
ლეონარდო და ვინჩი – იტალიელი მხატვარი, მოაზროვნე
პოლ-მაკარტნი – ბრიტანელი როკ-კომპოზიტორი და მომღერალი;
ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი, , ბილ გეიტსი, მიქელანჯელო, პიკასო, როდენი, მერილინ მონრო, ნიკოლ კიდმანი, რობერტ დე ნირო, პაგანინი, ბეთჰოვენი, კარუზო, მოცარტი მარკ ტვენი და მეტი არ ვიცი ;დ
მეც ცაცია ვყოფილვარ და არ ვიცოდი არადა მარცხენა ხელი რომ არ მქონდეს არ შემაწუხებდა, იმდენად არ ვიყენებ
ბავშვობაში სულ მინდოდა ცაცია ვყოფილიყავი და ნერვები მეშლებოდა რომ ვერ ვწერდი მარცხენა ხელით..ისე ვოცნებობდი როგორც პატარა ბავშვი სათამაშოზე.. ის ტესტი ხელებზე მეც ვცადე და მარცხენა ზემოდან დარჩა,მერე რომ წავიკითხე მარჯვენა ვცადე ზემოდან და მოუხერხებლად მედო.. მარცხენაში ძალა ნაკლებად მაქვს მაგრამ უფრო გახსნილია,გიტარას ვაბრალებ ხოლმე არც მიფიქრია რომ შეიძლება ფარული ცაცია ვიყო.. ))))))
soi
არ მგონია ვინმეს დასანახად მმდომებოდა, იმ დროს ჩაკეტილი ვიყავი და არ მიყვარდა სხვებთაბ კონტაქტი,მითუმეტეს რამეზე თუ გამიმახვილებდნენ ყურაღებას მიწაში ვძვრებოდი.. მინდოდა და ცაციობასაც ხო უნდა ნიჭი უfff..
soi
მადლობა.. მაშინ პირველი კლასის რვეულს ვიყიდი და მარცხენა ხელით დავიწყებ შესწავას..
soi
ისე მართლა ვიყიდი დღეს რვეულს, დამაინტერესა რა გამოვა.. :
Galahad
მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ დღემდე რაღაც დადებითი დამოკიდებულება მიჩნდება ცაციების მიმართ და არასდროს მომდომებია თქვენი კოცონზე დაბრაწვა.. პირველი კასის "კალიგრაფული რვული" უკვე ჩემს ხელთ არის და მეცადინეობა დაწყებულია..
მე ვისაც ხელს მარჯვენათი ვერ ვუწევ მარცხენათი ვუწევვ
+1 ცაცია, მეც მიმათვალეთ თუ რაიმე ექსპერიმენტი ჩატარდება მიყვარს ექსპერიმენტები )
ამასწინათ მითხრეს ნაჯახი ეგრე რატო გიკავია ცაცია ხარო?
ცაციურად მეკავა..
ცაცია ვარ მეც?
არადა არ მევასებიან ცაციები
ჰუუუჰ, არ ვყოფილვარ, გადავაჭდე ხელები და ზედა მარჯვენა ცერა იყო
კიდევ კაი
მეც ცაცია ვარ ოღონდ მარცხენით არ ვწერ, მცდელობაც არ მქონია, ნეტა რატო?
http://www.radikal.ru
ადრე მახსოვს წერითაც ვწერდი მარცხენათი და ვხატავდი (1-2 კლასი). ეხლა მარტო მარჯვენას ვხმარობ ხატვისთვის და წერისთვისაც, დანარჩენად ძირითადად მარცხენას. დანა, ჩანგალი, კოვზი, სიგარეტი მარცხენათი მიჭირავს და მარჯვნივ რავი მეუხერხულება მემგონი ორივე ხელს თანაბრად ვხმარობ, რომ ვცადო ცოტა ხანს ალბათ წერისთვისაც გავავარჯიშებ.
ნახევარსფეროებზე გამახსენდა თაველბი ერთი თვალით სხვა ფერებს ვხედავ მეორეთი სხვას, როგორ იცით? ერთით უფრო თბილ ფერებს მეორეთი ცივს. აი ფოტო აპარატის ფუნქციებში თუ გიძრომიალიათ და სხვადასხვაგვარი ფერები რომაა ისე. მწვანე ორივეთი მწვანეა მაგრამ სხვადასხვაგვარი.. ეს რამეს უკავშირდება?
მე ვარ ცაცია ფეხითაც და ხელითაც.
ცაცია ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ გადამაჩვიეს, როცა მხოლოდ ხატვა შემეძლო.
ეს იყო ძალიან დიდი სტრესი ჩემი ფსიქიკისთვის.
ჩავიკეტე საკუთარ თავში, გამიჩნდა კომპლექსები.
მერე თითქოს გადავეწყვე შინაგანად და ყველაფერი წესრიგში ჩადგა, მაგრამ გარკვეული უარყოფითი შედეგები დღემდე მომყვება.
ახლა რაც მახსენდება, არის ის, რომ საშინლად მიჭირს ორიენტირება. ამის გამო არ მიყვარს უცხო ან ჩემს მიერ დავიწყებულ ადგილებში სიარული. ერთმანეთში მერევა მარჯვენა-მარცხენა და რამდენიმე წამით მიწევს დაფიქრება, რომელია მარჯვენა მხარე, იმიტომ რომ ჩემი ტვინი მარჯვენასაც და მარცხენასაც მარცხენა მხარედ აღიქვამს.
სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტესტებს რომ ვავსებ, ყველგან ცაცია ამომდის პასუხად, თუმცა, მარცხენა ხელით ვეღარ ვწერ. რამდენჯერმე ვცადე და 11 წთ დამჭირდა იმისთვის, რომ რვეულის 4 ხაზი შემევსო სიტყვებით.
ჩემი დეიდაშვილიც ცაციაა და არავინ გადააჩვია. მერე რა, რომ კალიგრაფია არ უვარგა. სამაგიეროდ ჯანსაღი ფსიქიკა აქვს.
თუ ოდესმე ცაცია შვილი მეყოლება, ისე არ მოვექცევი, როგორც მე მომექცნენ ჩემი "კეთილდღეობისთვის".
ცაცია ვარ ყველანაირად D
kate
ტესტი, ტვინის რომელი მხარე გაქვთ უფრო ძლიერი:
http://www.independent.co.uk/news/science/is-the-right-or-left-side-of-your-brain-more-dominant-take-this-quiz-to-find-out-9159560.html
ამ ტესტით მე 72 % მარჯვენა და 28 % მარცხენა ნახევარსფერო მაქვს, ე.ი. ცაცია მიმაჩვიეს ძალით და გამხადეს მარჯვენის მომხმარებელი?
ტვინის რომელი სფერო აქვთ უფრო განვითარებული მაიგიტო იკითხა ცაციები,
ანუ მარჯვენა სფერო მე როგორც ვფიქრობ რასაც კასტანედა მეორე ცნობიერებაში გადასვლას ეძახდა
მეც ცაცია ვარ, მაგრამ პატარა რო ვიყავი მარცხენა ხელით წერას გადამაჩვიეს და მარჯვენა ხელით ვწერ ))
FERRE
არ გიფიქრია რა შეიცვლეოდა, თუ მარცხენით წერას გაცლიდნენ?
მე ვფიქრობ, შეიძლება მეტი გონებრივი სიძლიერე მქონებოდა, უფრო მეტი მესწავლა, რადგან ჩემი ნახევარსფერო მეტად გავარჯიშდებოდა. შეიძლება კიდევ ასე იყო უკეთესი ჩემთვის, რომ ასე მოხდა.
არ ვიცი რა შეიცვლებოდა. ვერ ვერკვევი მაგდენი ცოდნა არ გამაჩნია. ჩემმა მასწავლებელმა ჩემს მშობლებს ურჩია ასწავლეთ რომ მარჯვენა ხელით ისწავლოს წერაო. არ ვიცი რა მიზეზები დაასახელა, მაგრამ ფაქტია გადამაჩვიეს პირველივე კლასიდან. სხვა ამბავში ისევ მემარცხენე ვარ. მაგალითად მარცხენა ხელით მიჭირავს კვების დროს კოვზი, ჩანგალი და დანა. რა პრივილეგიებით სარგებლობენ ცაცია ადამიანები მაგდენი არ ვიცი. თუ შენ იცი იქნებ დაწერო. რა განსხვავებაა ვერ ვხვდები.
პრივილეგია არა... უბრალოდ როცა მარჯვენა ნახევარსფერო მუშაობს, მარცხენით წერ და შესაბამისად უფრო ადვილია შენთვის მარცხენა დომინირებდეს. უფრო ადვილია შენთვის ისწავლო წერა. მე მიჭირდა თავიდან წერა, ვისწავლე მაგრამ დავიტანჯე მაშინ ბავშვი. ბევრი ენერგია იკარგება, შეიძლება სულ სხვა სახით მიმეღო განათლება, შეიძლება გაცილებით მეტისათვის მიმეღწია.
თუმცა არის მონეტის მეორე მხარეც, ასე ტვინის ორივე მხარე თითქოს გათანაბრდა და ესეც სხვა სიძლიერეს იძლევა.
earth
გასაგებია. ხო არსებობენ ადამიანები,რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად ორივე ხელით წერა? წარსულში დავინჩის შეეძლო როგორც მახსოვს.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)