Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფორუმი _ საიტის სიცოცხლისუნარიანობა

Posted by: sumbula Apr 9 2015, 04:03 PM

ვამჩნევ ,რომ საიტის სიცოცხლისუნარიანობა შესუსტდა, ახალი პოსტები დიდი ხანია არ დადებულა. თითქოს ამ საიტის პოპულარობა დაეცა.. ეს ძალიან მაღელვებს მეგობრებო...

Posted by: tikoroma Apr 9 2015, 04:48 PM

წერეთ, წერეთ, წერეთ biggrin.gif

Posted by: Existence Apr 9 2015, 05:58 PM

რატო გაღლევებს ? ამ საიტმა თავისი მისია დიდი ხანია უკვე რაც შეასრულა , ასევე დატოვა უამრავი მასალა და თემა რაც არცერთ სხვა ფორუმზე და გვერდზე არ დევს , ეზოთერული ინფორმაციით დაინტერსებულ ახალბედას შეუძლია მრავალმხრივი თეორიული ინფორმაცია მიიღოს (და თუ მართლა აინტერსებს თვითგანვითარება , პრაქტიკოსებსაც შეხვდება )


Posted by: elli Apr 9 2015, 11:57 PM

მე მიყვარს ეს ფორუმი და ხშირად ვსტუმრობ, ძველ თემებსაც გადავავლებ თვალს ხოლმე! და იმედი მაქვს
,,ეღირსებაო ლუხუმსა..."

Posted by: ანნა Apr 10 2015, 04:01 PM

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,
იყოს ნეტ სივრცეში ჩუმად და აღმოაჩენენ მერე სხვები დავიწყებული ქალაქივით ძველ ცივილიზაციებიდან ))))) როცა ვინმეს დასჭირდება იპოვიან ამ ადგილს ამ დროში და ქვეყანაში, ან ერთ წელში, ან მაშინ როცა ჩვენ აღარ ვიქნებით. შენ თუ გინდა წერე და თუ მოთხოვნილება გაქვს რომ სხვებმაც პოსტონ და ფორუმზე იყო ე.ი მიჯაჭვულობა გქონდა და უნდა დაიკიდო მგონი.. თუ შენ დაგაკლდა. რაღაც სივრცეა, ბევრმა დატოვა თავისი ცოდნა და ვისაც დასჭირდება ბევრს მიიღებს აქედან, მოვლენ და გააგრძელებენ. თან არაფერია მარადიული ამ რეალობაში ისედაც უნდა გასულიყო ეს ტალღა,
ამ ფორუმელებმა შეიძლება ითქვას გარდაიქმნენ და სხვადასხავანაირ თავისებურად აგრძელებენ პრაქტიკებს და სხვა რავიცი, ნამდვიალდ არ მგონია ცუდი რომ ხალხი არ პოსტავს smile.gif

Posted by: ano Apr 11 2015, 12:48 AM

ძალიან გვიან შემოვუერთდი ამ საიტს, ძალიან ინფორმაციულია, და იმდენი დაწერეს მისმა ძველმა წევრებმა მეტი რაღა უნდა დაწერონ?
ეს საკითხები ისედაც რთულია გასაცნობიერებლად ადამიანისათვის, ვისაც აინტერესებს გაეცნობა თავისი ნებით.
მე სამი წელია თითქმის და კიდევ არ მაქვს აქ ბევრი რამე წაკითხული, თუმცა როცა მეც ვწერ მერე უფრო ინტერესით ვეცნობი და უფრო ჩართულივით ვარ. კარგია ზოგჯერ რაღაც თემებს რო წამოწევენ ხოლმე, მაგალითად ასე გავიგე ლაზარევის არსებობა, ვიღაცამ წამოწია ლაზარევის თემა და მერე გავეცანი მის "კარმის დიაგნოსტიკას" რომ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს სულიერი პრობლემები ანუ ურთიერთკავშირშია, ერთი გამიმდინარეობს მეორედან...

სიტყვას მოყვა და ლაზარევის მიხედვით იმ ენერგეტიკას რომელიც გვიახლოვდება მოდის 2016 წლიდან 2020 წლამდე თუ სწორად მახსოვს ძალიან რთული პერიოდი იქნება, ძალიან რთულად ასატანი, გისურვებთ გამძლეობას, სულიერ სიძლიერეს, rolleyes.gif

Posted by: earth Apr 11 2015, 07:45 AM

ano

QUOTE
იმდენი დაწერეს მისმა ძველმა წევრებმა მეტი რაღა უნდა დაწერონ?

აი, ზუსტად!!! წერო და წერო ის რაც უკვე დაწერილია მართლა არ გამოდის. მხოლოდ იმისათვის, რომ იყოს ახალი პოსტები ვერ დაწერ. ვინც ეძებს მსგავს ინფორმაციას შემოვა და წაიკითხავს. იტყვის თავის აზრს, დასვამს შეკითხვას, მაშინ ვუპასუხებთ.
უმრავლესობა ისევ შემოვდივართ, არ მიგვიტოვებია ფორუმი wub.gif

Posted by: FERRE Apr 11 2015, 03:09 PM

ეზოთერულ შეკრებაზე რა აზრისხართ? ძალიან მინდა გაგიცნოთ

Posted by: sumbula Apr 11 2015, 06:13 PM

QUOTE(earth @ Apr 11 2015, 08:45 AM) *
ano

აი, ზუსტად!!! წერო და წერო ის რაც უკვე დაწერილია მართლა არ გამოდის. მხოლოდ იმისათვის, რომ იყოს ახალი პოსტები ვერ დაწერ. ვინც ეძებს მსგავს ინფორმაციას შემოვა და წაიკითხავს. იტყვის თავის აზრს, დასვამს შეკითხვას, მაშინ ვუპასუხებთ.
უმრავლესობა ისევ შემოვდივართ, არ მიგვიტოვებია ფორუმი wub.gif

ძალიან კარგი, მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, კარგია რომ არ მიგიტოვებიათ და იმედია იარსებებს მომავალშიც! გმადლობთ ამ საიტისათვის!

Posted by: earth Apr 11 2015, 10:12 PM

sumbula
l_daisy.gif

Posted by: Lashapoli Apr 13 2015, 05:36 AM

QUOTE(FERRE @ Apr 11 2015, 03:09 PM) *
ეზოთერულ შეკრებაზე რა აზრისხართ? ძალიან მინდა გაგიცნოთ

ვნახოთ კარგად რო დათბება, შეიძლება მოეწყოს კიდეც wink.gif

Posted by: td......... Apr 14 2015, 10:34 AM

ამ საიტს რა მოკლავს ტო!

Posted by: ანნა Apr 14 2015, 10:44 PM

პუსწ ვსეგდააა ბუძიტ სოლნცე
პუსწ ვსეგდაა ბუძიტ ნეეებო
პუსწ ვსეგდა ბუძიტ ფორუუუუმ
პუსწ ვსეგდაა ბუდუ იააააააააა
l_sunny.gif

"..Hey you don't help them to bury the light
Don't give in without a fight..!!!"

Posted by: FERRE Apr 17 2015, 10:15 AM

Lashapoli
მშვენიალური იქნება. ვისაუბროთ ყველაფერზე gossip.gif

Posted by: tty_ May 14 2015, 04:29 AM

დროა დავეხმაროთ ფორუმს და გამოვაცოცხლოთ ახალი თემებით და აქტიურობით. bigarmhug.gif

Posted by: earth May 14 2015, 07:16 PM

tty_
l_daisy.gif

Posted by: INVICTUS Oct 3 2017, 04:50 PM

მიყვარს ფლუორიტი და ეს საიტიც


Posted by: earth Oct 3 2017, 07:13 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 3rd October 2017 - 05:50 PM) *
მიყვარს ფლუორიტი და ეს საიტიც

ხოდა გავაცოცხლოთ, წლების წინ მიძინებული ეს ფორუმი gul.gif

Posted by: ano Dec 28 2021, 02:19 PM

ორი დღე გათიშული იყო ფორუმი, რა მოხდა ნეტავ?
და შემომსვლელებიც მოკლებულია

Posted by: Mechanical Sheep Dec 28 2021, 10:57 PM

ვა არ ვიცი. შეიძლება ჰოსტინგის ბრალია.ano

Posted by: Zet Jan 1 2022, 11:45 PM

ჰოსტინგის გადახდა გამომრჩა wink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)