მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი |
მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი |
Feb 2 2012, 05:49 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია აბორიგენული ხალხი, მაგრამ მხედველობაში მყავს დედამიწის ის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ უძველეს წეს-ჩვეულებებს, მსოფლმხედველობას, ცხოვრების შედარებით პრიმიტიულ წესს, უძველეს სიბრძნეს ლეგენდებისა და რიტუალების სახით, ცდილობენ არ იათქვიფონ ცივილიზაციაში, ჯერ არ დაუკარგავთ კავშირი მიწასთან, ისეთები როგორიც არიან ამერიკის აბორიგენები, რომელთაც ზოგადი სახელით - ინდიელები - ვიცნობთ, ავსტრალიელი აბორიგენები, აფრიკელი ზულუსები, დაგონები..., იაპონელი იანუ, მალაზიის მოსახლეობა, ახალ ზელანდიელი მაორები და სხვები
ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემა მაიას კალენდარია, რომლის მიხედვითაც დროის ათვლა 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, ზოგი გამოთვლით 23 დეკემბერს ან 2013 წლის 16 თებერვალს. ეს ინფორმაცია ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს კალენდარი, ვინ შეადგინა, რაში გამოიყენებოდა გარდა დღეების ათვლისა, როგორ გამოიყურება, რა ათვლის სისტემა არის გამოყენებული, რამდენად ზუსტია, რას ნიშნავს მთავრდება და რა მთავრდება.... რამოდენიმე წელია სერიოზულად დაინტერესებული ვარ ამ კალენდრით და ვეცდები, რამდენადაც შესაძლებელია გამარტივებული და გასაგები სურათი მოგცეთ, ვისაც აინტერსებს ეს თემა. კალენდარი, ჩვენი გაგებით საკმაოდ მარტივი დროის ათვლის სისტემაა, რომელიც იწყება დღეებით, დღეები ქმნიან კვირას, კვირები თვეს, თვეები წელს, წლები საუკენეს - ეს ყველაფერი ქრონოლოლოგიურად დალაგებულია, ითვლება და ინომრება მხოლოდ წლები, დღეები და თვეები ციკლურად მეორდება. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალენდრული სისტემა. რომლის საფუძვლად აღებულია ის დრო, რასაც დედამიწა ანდომებს თავისი ორბიტის გავლას, ანუ მზის გარშემო ერთი წრის გავლას, რაც დაახლოებით 365 დღეს წარმოადგენს, თავისი ღერძის გარშემო ერთი წრისათვის 24 საათი ჭირდება, ეს არის სულ რასაც ჩვენი კალენდარი გამოხატავს, მასში არ არის მთვარის ფაზები ან დედამიწის მდებარეობა სხვა პლანეტების მიმართ, მითუმეტეს მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში. მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდრული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან, და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის... |
|
|
Nov 29 2012, 04:15 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE და "ახსენებენ" განვლილ ინკარნაციას, ვინც რაიმე პირობა დადო წინა ცხოვრებაში უხუცესთა წინაშე. ეს მახსოვს ან უნდა გავიხსენო ან უნდა გავახსენო ვიღაცას მე ვთვლი რომ დედამიწის ყველა ტომი, ყველა ერი და ყველა ადამიანი საერთოდ.. ყველაფერს მოიცავს სახელებიან სხვა შემდგენელ ელემენტებიანად რაც კოსმოსშია დედამიწა ხომ კოსმოსმა შექმნა გამოცდილებისთვის და ისე შექმნა რომ აქ ყველაფერი ყოფილიყო და ვთვლი ასეცაა. ადამიანში ყველაფერია და რამდენიც არ უნდა ეძიო, ბოლოს მაინც ისევ შენ თავამდე და ამ წამამდე მოხვალ. რადგან ძალიან დიდი გეგმის ნაწილია რომელზეც შენც თანახმა ხარ სინამდვილეში. მე ასე ვთვლი.. ასე რომ არ მიკვირს რომ მაია პლეადელებთან იყოს კავშირი და ყვეა სხვა ხალხები კიდევ სხვა ვასრკვავბან.. რომელნიც უბრალოდ არ ვიცით -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 9th May 2024 - 11:09 PM |