Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
May 9 2009, 10:49 AM
Post
#41
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუცილებლად უნდა ვისწავლოთ რეალობის ასეთი ხედვა, როგორც საკუთარ თავში, ისე გარეთაც, როცა ცუდი და კარგი მკვეთრად და ნათლად არის გამიჯნული. ეს თუ არ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვრებთ ჭეშმარიტად? მართალი ხარ, თუ არ ვიცით რა არის ჭეშმარიტება, ვერც ვიცხოვრებთ მასში... მაგრამ პრობლემა სწორედ "ცოდნაშია". როგორც ამბობენ, ყოველგვარი ფილოსოფია, რელიგია, ეზოთერიკა... ეს თითია მთვარისკენ გაშვერილი და არა მთვარე. თითი მთვარეს გვიჩვენებს, მაგრამ ის არაა მთვარე.... თითი ბევრი შეიძლება იყოს, და ამიტომაც იგი ვერ იქნება ცოდნა... რადგან ცოდნა იმპერსონალურია, იგი არავის საკუთრება არაა და მაშასადამე მას ვერც შეიძენ და არც წაგერთმევა. იგი უბრალოდ არსებობს... და რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, არსებობს ყველაში, ოღონდ იმპერსონალურად... და ის შეიძლება იგრძნო, როცა ყოველგვარი დაპირისპირება და კამათი ქრება, როცა ქრება ჩვენი სუბიექტური გამოცდილება ცოდნაზე, როცა თითონ ეს სუბიექტიც ქრება და ყოველივე (მკვეთრად დაპირისპირებული მოვლენები) ერთიანდება... ამას კი სიჩუმე ჰქვია, სიჩუმე და მდუმარება... მდუმარებაზე მერე ან სხვა თემაში ვილაპარაკოთ. |
|
|
May 9 2009, 11:45 PM
Post
#42
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vkh მართალია! სიკეთე – ბოროტება; ჭეშმარიტება – სიცრუე; ნათელი – ბნელი; სილამაზე – სიმახინჯე; სიცოცხლე – სიკვდილი; სიყვარული – სიძულვილი; სამოთხე – ჯოჯოხეთი; Smith ამ ჩამონათვალის მკვეთრი ერთმანეთისგან გამოყოფა ძალიან ძნელია და ვგონებ არცაა მისაღები რთულია ასეთ რეალობაში ცხოვრება! ყოველი ადამიანი თავის რეალობას თავად ქმნის შენ როგორი წარმოდგენაც გაქვს ცხოვრებაზე, ისეთი ჩანს.. ანუ საითკენაც არის აზრი მიმართული და რაზეც არის კონცენტრირებული.. იმაზე ხდები მიბმული რაც შეეხება სიკეთე – ბოროტების ერთმანეთთან დაპირისპირებას აქ საკმაოდ საინტერესო რამესთან გვაქვს საქმე..... ყველაზე კარგი გამოსავალი მთლიანობაში ხედავაა! QUOTE რა თქმა უნდა მკვეთრად გამიჯნული მოვლენებია, მათ ერთმანეთთან არაფერი საერთო არა აქვთ. ხელოვნების ნაწარმოებებში ხომ მკვეთრადაა გამიჯნული. სინამდვილეშიც ასეა. ხელოვნება სინამდვილეს ასახავს. ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებში არაფერია გამოგონილი რაც მასში არსებითია. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ რეალობის ასეთი ხედვა, როგორც საკუთარ თავში, ისე გარეთაც, როცა ცუდი და კარგი მკვეთრად და ნათლად არის გამიჯნული. ეს თუ არ ვისწავლეთ, როგორ ვიცხოვრებთ ჭეშმარიტად? რაც შეეხება ხელოვნების ნაწარმოოებებს, ამაში ცოტა მაინც ვერკვევი და შენ რას ამბობ ჩემთვის გაუგებარია..)) ახლა თემასაც დავუბრუნდები და იცით რა ფაქტს დავუკვირდი... აი, ჩემ ნაცნობებში 5 შექმნილი წყვილისგან, მხოლოდ ერთ წყვილში იყო აქტიური მამაკაცი, ხოლო დანარარჩენ 4-ში გოგოებმა "შეაბეს" (მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მაგრამ ეგ ყველაზე კარგად გამოხატავს სათქმელის არსს) მეუღლეები.. და ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია ჩემი აზრით, აშკარად დიდი ცვლილებებია და როლების გაცვლასთანაც გვაქვს საქმე..ქალი ქალის სახეს კარგავს და კაცი კაცისას.. მე მაინც "ტრადიციონალისტი" გამოვდივარ, რადგან არ მომწონს ასეთი ცვლილებები სქესში და ძველი ჯანსაღი ურთიერთობები მირჩევნია სადაც ქალი ქალობს და კაცი კაცობს -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 10 2009, 11:58 AM
Post
#43
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
May 11 2009, 03:38 AM
Post
#44
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith ამ ჩამონათვალის მკვეთრი ერთმანეთისგან გამოყოფა ძალიან ძნელია და ვგონებ არცაა მისაღები რთულია ასეთ რეალობაში ცხოვრება! კი, არაა ადვილი. მაგრამ: „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. (მათეს სახარება.თავი მეშვიდე.13–14). |
|
|
May 11 2009, 04:00 AM
Post
#45
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 55 Joined: 12-March 09 Member No.: 5,928 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Aრეოპაგიტიზმის მიხედვით, მარჯვენა სვეტში ჩამონათვალი არც კი არსებობს - არსი არა აქვს: ბოროტება სიკეთის როგორც სინათლის ნაკლულობაა, სიმახინჯე - სილამაზის და ასე შემდეგ... პრაქტიკულად კი : უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა... ამიტომ მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან რაღაც ძალიან მოდაში შემოვიდა ასეთი აზრი ბოროტებაზე. რას ამბობ მეგობარო? ბოროტება როგორ არ არსებობს? და არც არეოპაგი და არც სხვა არავინ არ ამბობს, რომ ბოროტება არ არსებობს. ამ მცდარი აზრის გავრცელების მიზეზია არეოპაგის და იოანე დამასკელის ქართულ თარგმანში გამოყენებული სიტყვა – ნაკლებობა, ნაკლულობა და მოკლება. აი ქართული თარგმანი იოანე დამასკელის წიგნიდან:„... საიდან არის ბოროტება? მართლაც, შეუძლებელია, რომ ბოროტებას სიკეთისგან ჰქონდეს წარმოშობა. ამიტომ, ვამბობთ, რომ ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა“. (ციტირებულია: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი ოთხმოცდამეცამეტე. იმის შესახებ, რომ არ არსებობს ორი დასაბამი.http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/93.htm) და აი რუსული: „зло есть не что иное, как лишение добра“(http://www.vehi.net/damaskin/04.html) აქედან ნათლად სჩანს, რომ ბოროტება სიკეთის მოკლება, ნაკლები სიკეთე კი არ არის, არამედ სიკეთის მოცილება, წართმევაა. თუ ყურადღებით წავიკითხავთ წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომს, ვერსად ვერ ვნახავთ ადგილს სადაც ის ამბობდეს რომ არ არსებობს ბოროტება. ნათქვამში, რომ „ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა“ , უარყოფილი კი არაა ბოროტების არსებობა, არამედ განმარტებულია თუ რა არის ის. მერე კიდევ, თქვენი მოყვანილი ციტატა: “უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა“.., განა ადასტურებს, რომ როგორც ამბობთ ციტატის მერე: „მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთანო“. განა ციტატა საპირისპიროს არ ამბობს: „როგორც კი სიკეთე მოვიდა, ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩაო“. კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ ამ საკითხებს. მეც ნუ ჩამითვლით კამათში. P.S. ცოდნაზე გამოთქმულ აზრებშიც ვერ დაგეთანხმებით. მასეთი ცოდნით, თქვენ და თეო რომ გვთავაზობთ, ვერ გავფრინდებით კეთილი სურვილებით, ჯონ სმიტი |
|
|
May 11 2009, 04:09 PM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოდესღაც მეგონა, რომ ბოროტება არ არსებობს მერე ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს და ძალიან მძიმეა ეხლა ვფიქრობ, რომ თუმცა სიბნელე არსებობს და არც თუ ისე უგულებელსაყოფია, მაინც არ ღირს მისი შიში, რადგან მთავარია სულ ერთი ბეწო სხივი შემოუშვათ და უკვე უძლურდება, ქრება, ლღვება. პრინციპში მთავარია რაც შეიძლება უფრო ცნობიერები გავხდეთ რათა ნიადაგი მოვუსპოთ. არ მჯერა შუბების, ავტომატების, ხმლების, ატომური იარაღის და საერთოდ ცივი იარაღის და ბრძოლის, არამედ მჯერა იმის, რომ სინათლე უძლეველი იარაღია და რომ სიყვარული ყველანაირი ბრძოლის გარეშე ამარცხებს ყველაფერს იმით, რომ უბრალოდ არის.
ხო, ისე, მე არ ვხმარობ მზის სათვალეებს, მათ შორის არც ვარდისფერს |
|
|
May 11 2009, 06:00 PM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Smith
მეგობარო, პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი შინაარსიანი და გრძელი პოსტისთვის. არეოპაგიტიკაში კამათს ნამდვილად არ ვაპირებ, მგონი, ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი, უბრალოდ სწორად გაგება უნდა, ამისთვის კი "არსსა" და "არსებობას" შორის განსხვავების დანახვაა საჭირო. რუსთაველთანაც შეიძლება მოვიძიოთ დამხმარე ფრაზა: "სახე ყოვლისა ტანისა...." და "სახიერი..." (არსებობს ნარკვევები რუსთველოლოგიაში, სადაც ნათლადაა განმარტებული, თუ რას ნიშნავს „ტანის სახე“ და „სახიერი...“ ანუ კეთილი. თქვენი მოყვანილი ციტატა: “უბრალოდ სიკეთე არ მყოფობდა "იქ" იმ "დროს"... მაგრამ როგორც კი ის "მოვიდა", ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩა“.., განა ადასტურებს, რომ როგორც ამბობთ ციტატის მერე: „მათ ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთანო“. განა ციტატა საპირისპიროს არ ამბობს: „როგორც კი სიკეთე მოვიდა, ბოროტებას ადგილიც კი აღარ დარჩაო“. რისი თქმა გინდათ? დაპირისპირება ცნებებს შორის როგორ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არსებითად „არსზე“ ვსაუბრობთ (ჰაიდეგერის არარაზე საუბარი არა მაქვს). სიკეთის და ბოროტების ერთმანეთისაგან გარჩევა (=დაპირისპირება), კი ბავშვური თემაა და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებდი, რადგან ეს წმინდა სუბიექტური წარმოდგენებია... კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედეთ ამ საკითხებს. ვეცდები არ მივიღო ჭკუისსწავლებად... ცოდნაზე გამოთქმულ აზრებშიც ვერ დაგეთანხმებით. მასეთი ცოდნით, თქვენ და თეო რომ გვთავაზობთ, ვერ გავფრინდებით დათანხმება თქვენი ნებაა, სხვისი ცოდნის შეფასებისას კი კორექტულობა არ გაწყენდათ... თუმცა სტრიქონებს შორის წაკითხვას არ შევეცდები. |
|
|
May 11 2009, 10:28 PM
Post
#48
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოდესღაც მეგონა, რომ ბოროტება არ არსებობს l_daisy.gif მერე ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს და ძალიან მძიმეა რომელს დავუჯეროთ, როცა გეგონათ, თუ პირველად - როცა არ გეგონათ? ეხლა ვფიქრობ, რომ თუმცა სიბნელე არსებობს მაგრამ არსი არა აქვს, თუნდაც შედარებითვის მუდმივი დენის შემთხვევაში, როცა ორი პოლუსი პლუს - მინუსი არსებობს, მაგრამ მუხტი, ელექტრონები, მხოლოდ პირობითად პლუს სადენზეა ხო, ისე, მე არ ვხმარობ მზის სათვალეებს, მათ შორის არც ვარდისფერს არადა საჭიროა მზეზე, ამბობენ |
|
|
May 13 2009, 10:15 AM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემას ნუ გადაუხვევთ პლზ
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
May 14 2009, 03:09 PM
Post
#50
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოოოო, რა რთული თემაა ჩემთვის - ცოლ-ქმრული ურთიერტობები. რთულია იმიტომ რომ ამ ტიპის ურთიერთობები არ მქონია და რაიმე გამოცდილებას დავაგროვებ თუ არა, აუცილებლად მოგწერთ ჩემს მოსაზრებებს ))))))))))))
საერთოდ ყველაფერი ინდივიდუალურია. სიყვარულითაც ყველას თავსებურად უყვარს და ყოველი ჩვენთაგანი განსხვავებულად ხედავს ამ მისთვის აუცილებელ ან საჭირო სიყვარულს. ურთიერთობათა განსხვავებული სისტემებიდან იმას ვირჩევთ რაც მოცემული დროისთვის ჩვენთვის კომფორტული გვგონია. შეხედულებათა ცვლილებაც დროს მოაქვს, მოთხოვლინელებების ცვლას. დღეს შეიძლება რაღაც სტატუსი გჭირდებოდეს, გრძნობის რაღაც ხარისხი, ხვალ კი ეს ძალიან ცოტა აღმოჩნდეს ადამიანისთვის. |
|
|
May 16 2009, 10:21 PM
Post
#51
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 46 Joined: 22-April 09 Member No.: 5,943 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე რეალისტი ვარ და არ ვეყრდნობი იმას, ის რაც აღარ არსებობს. სვედენბორგი კი არა და გინდა მამა ღმერთი ჩამოვიდეს ციდან.
ოჯახური იმედგაცრუება ყოველთვის პირდაპირპროპორციულია ქორწინებით გათვლილი მოლოდინების ჯამისა! რას ნიშნავს ცოლ-ქმრული სიყვარული? მარტივი ენით რომ ვთქვათ ესაა შეუღლება. მოკლედ, უღელს და უღლებას ვერსად გაექცევით, ადრე თუ გვიან ვიტყვით - ჩემ პურს ჭამ და კიდევ მე მლანძღავო. და გვეტყვიან - მწარეა ეგ შენი პური სვედენბორგ მწარეო...! და მერე მიდის დაკა დაკა.... |
|
|
May 16 2009, 10:30 PM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
giorgi.
არსებობს გამონაკლისიც, დამიჯერე ცოტაა, მაგრამ არსებობს. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 17 2009, 11:49 PM
Post
#53
|
|
RED soul Group: Members Posts: 248 Joined: 15-May 09 From: Tbilisi Member No.: 5,954 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სვედენბორგის ეს ნამუშევარი სიმბოლოა. რეალიზმში კი გიორგის ხედვა აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. სამოთხეში არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან. იქ ეს დუალიზმი არ არსებობს. ბუდას ერთხელ შეეკითხა ცოლ-ქმარი, შემდეგ ცხოვრებაშიც ერთად ვიქნებითო? ბუდას პასუხი იყო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთნაირი გონებრივი ვიბრაცია ექნებოდათ, რაც ძალზე იშვიათად ვითარდება ერთნაირად ცოლ-ქმარში და ცხოვრების მანძილზე სხვადასხვანაირად იცვლებაო.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ადამიანურად ვუთანაგრძნობთ (გვიყვარს) ჩვენს მიწიერი მეორე ნახევარებს და ვცდილობთ არ დაემსხვრეთ მათ ილუზია, რომ ვნებები ("სიყვარული") არ მომკვდარა. თუმცა მათაც შეიძლება ვეცოდებოდეთ იმისთვის, რომ ჩვენ ცოლ-ქმრულ ილუზიას რეალობად არ აღვიქვავთ. სიყვარული და საკუთარი მეორე ნახევრის პოვნა არ არის ბიოლოგიური აქტი ან კონტრაქტი. ის არც ორი სულის ერთად ქცევას ნიშნავს. ასეთი რამე საერთოდ ნონსენსია. ეს უბრალოდ ალქიმიური ან ოკულტისტური პოლარიზაციაა. |
|
|
May 18 2009, 12:49 PM
Post
#54
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ალბათ სასწაულები შესაძლებელია, თუმცა იმის მოლოდინი, რომ ერთადერთი ადამიანი შეგხვდება თუნდაც ერთ ცხოვრებაში არასწორად მიმაჩნია. ამის ალბათობა რასაკვირველია არსებობს მაგრამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა სხვებს (ან სხვას) დავაკისროთ პასუხისმგებლობა ჩვენს ”სიყვარულსა” და ”ბედნიერებაზე”. მგონია, რომ ეს ”კერძო” ინტერესები ძალიან გვზღუდავს და გვაბრკოლებს.
|
|
|
Dec 8 2009, 02:41 PM
Post
#55
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემა განვაახლე და ვისაც სურვილი აქვს დაპოსტოს
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 8 2009, 08:23 PM
Post
#56
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 731 Joined: 6-September 09 Member No.: 6,025 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ ვხვდები აქ რა უნდა დავპოსტო.. ცოლ-ქმრული სიყვარული ჩემი აზრით მეგობარობაა და შეჩვევა, ვნება თუ არ გაივლის კარგი იქნება +1 ვეთანხმები ამის დაწერა მინდოდა -------------------- ძალიან საინტერესოა, ძალიან!!
იმეგობრე შენს სიზმრებთან! |
|
|
Dec 10 2009, 11:20 AM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
(anuchi @ 15th April 2009 - 09:45 AM) ვერ ვხვდები აქ რა უნდა დავპოსტო.. ცოლ-ქმრული სიყვარული ჩემი აზრით მეგობარობაა და შეჩვევა, ვნება თუ არ გაივლის კარგი იქნება QUOTE +1 ვეთანხმები ამის დაწერა მინდოდა ეგ მარტო მეგობრობა რომ იყოს, არ იქნება საჭირო ოჯახების შექმნა, მეგობრები ისედაც გვყავს და გვეყოლება )))როგორც ადრე vkh -მ დაპოსტა ცოლ-ქმრობა - პირიქით, ყველაზე საინტერესო და რთული ფორმაა, რადგან საერთოდ 2 ადამიანის ურთიერთობაა ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად. )) -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 11 2009, 03:15 PM
Post
#58
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცოლ-ქმრული სიყვარული, ჰმმმ.. მგონი უფრო უპრიანი იქნება ოჯახის ფენომენი განვიხილოთ. ოჯახი რაღაც უფრო მეტია ვიდრე ქალის და კაცის სიყვარული, სექსი, სისხლით ნათესაობა, მეგობრობა, სულიერი ერთობა ა.შ. არა, რა თქმა უნდა ამას ყველაფერს შეიძლება მოიცავდეს ოჯახის ფენომენი მაგრამ მაინც უფრო მეტია თავისი არსით. ეს ერთგვარი თავშესაფარია შენი "კოსმოსი", შენი "სახლი", შენი "ნავსაყუდელი", შენი "ხიდი" კაცობრიობასთან და ღმერთთან, შენი "სიმშვიდე". თუ ვინმეს ამ ფორუმზე თავისი "ოჯახი" უპოვია ალბათ დამეთანხმება, რომ არაფერი არ არის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ერთი კერძო ცხოვრებისათვის და ვერანაირი სიმდიდრე და გამოცდილება ვერ შეედრება.
|
|
|
Dec 11 2009, 03:22 PM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou სათაური მეც რაღაცნაერად არ მომწონს, რა დავაწეროთ?? დამეხმარეთ :*
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 11 2009, 03:29 PM
Post
#60
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მგონი უფრო უპრიანი იქნება ოჯახის ფენომენი განვიხილოთ Shou სათაური მეც რაღაცნაერად არ მომწონს, რა დავაწეროთ?? დამეხმარეთ :* ოჯახი, ამაზე ახალი თემა გაგვეხსნა ჯობდა ) -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:12 AM |