ტრანსცენდენტული მედიტაცია, მაჰარიში მაჰეშ იოგი |
ტრანსცენდენტული მედიტაცია, მაჰარიში მაჰეშ იოგი |
Sep 21 2012, 08:21 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გადავწყვიტე გამეხსნა თემა ტრანსცენდენტული მედიტაციის (ტმ) შესახებ, რომლის წარმომადგენლობაც დაახლოებით ერთი წელია თბილისშიც გამოჩნდა.
ოფიციალური საიტები: http://www.tm.org http://www.tm.org.ua/ru/index.html ვიკიპედია: http://ru.wikipedia.org/wiki/Трансц...дитация ტრანსცენდენტული მედიტაცია - ესაა მედიტაციის ტექნიკა მანტრების გამოყენებით. მისი ათვისება და შესრულება ძალიან ადვილია. ესაა მარტივი, ბუნებრივი გონებრივი მეთოდი, რომელიც უნდა შევასრულოთ 20 წუთით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) კომფორტულად მჯდომ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის დროს ჩვეული გონებრივი პროცესი ნაკლებად აქტიური ხდება ან მშვიდდება, და მიიღწევა "მშვიდი გაცნობიერებულობის" განსაკუთრებული ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა. ტმ კარგად ხსნის სტრესს და ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას. მიუხედავად თავისი უბრალოებისა და სიმარტივისა, ტმ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. ტმ-ის ტექნიკა არ მოითხოვს ძალისხმევას და კონცენტრაციას, არაა დაკავშირებული ჭვრეტასთან, ჭკუის კონტროლთან ან ვიზუალიზაციასთან. ასევე არაა საჭირო ცხოვრების სტილის ან მსოფლმხედველობის შეცვლა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაშ ტმ 5 მილიონამდე ადამიანმა შეისწავლა. მაჰარიშის ლექციები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: http://veda-center.org/makharishi/viewcategory/99/ დასავლური ქვეყნებისთვის თავდაპირველად მაჰარიში ცნობილი გახდა როგორც "ბიტლების" გურუ. მრავალი ცნობილი პიროვნება, როგორიცაა პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, დევიდ ლინჩი, მარტინ სკორსეზე და ა.შ. http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=9w7WAxLoLQY თბილისში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა მაჩაბლის 7-ში მდებარეობს. დასაწყისისთვის საკმარისია. თუ კითხვები გექნებათ მზად ვარ გიპასუხოთ მეც და იმ ფორუმელებმაც, რომლებსაც გამოცდილება აქვთ (ან მომავალშ ექნებათ)... -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 08:27 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ტმ-ზე, მოვიყვან მონაკვეთს წიგნიდან "გზა შინისაკენ", სადაც რადჰანათჰა სვამის შეხება ჰქონდა ამ სკოლის წარმომადგენლებთან:
მომდევნო დილით ფეხით გავუყევი განგის ნაპირს რიშიკეშის მეორე ბოლომდე. მთაზე ავედი და შანკარაჩარია ნაგარიმდე – მაჰარიში მაჰეშ იოგის აშრამამდე მივაღწიე. ბილიკებს, რომლებიც საუკუნოვან ხეებს, სურნელოვან ბუჩქებსა და აყვავებულ ლიანებს შორის მიიკლაკნებოდნენ, უბრალო სამედიტაციო ქოხებამდე მივყავდი. გზა განვაგრძე და მაღალ ციცაბოს მივადექი, საიდანაც განგის მხარეს უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. პირდაპირ ხრამის თავზე თავად მაჰარიშის უბრალო სახლი იდგა. შიგნით შევედი და აღმოვჩნდი ოთახში ყვავილებით მორთული საკურთხეველით, რომელზეც მაჰარიშის სულიერი მოძღვრის, ვეფხვის ტყავზე მჯდარი ბრაჰმანანდა სარასვატის ფოტო იდო. მას მაღალი შუბლი, თეთრი წვერი და უკან გადავარცხნილი გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი ცნობილი იოგი იყო და პატივი ხვდა, რომ მანამდე საუკუნენახევრის განმავლობაში შანკარაჩარია აჯოტირმათჰის ცარიელი თანამდებობა დაეკავებინა. თანამედროვე რეალიებს თუ მივუსადაგებთ, ეს მდგომარეობა შეიძლება რომის პაპის მდგომარეობას შევადაროთ. ყოველ დილას და საღამოს აშრამის მცხოვრებლები მაჰარიშის სახლში იკრიბებოდნენ, რათა მანტრები ეგალობათ და პუჯა ჩაეტარებინათ მისთვის, ბოლოს კი შეხვედრები ერთობლივი მედიტაციებით სრულდებოდა. მე მითხრეს, რომ თავად მაჰარიშის, სახლის სარდაფში ერჩივნა მედიტირება. მაჰარიშის რამდენიმე მოსწავლემ პატარა ბნელ კელიაში ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს გრილი და წყნარი კელია ჩემი საყვარელი მედიტაციის ადგილი გახდა. მასში არსებული სიმშვიდის ატმოსფერო სწრაფად მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა ცხადად შემეგრძნო მაჰარიშის არსებობა. მაჰარიში 1917 წელს ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა. მან ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცამეტი წლის განმავლობაში თავის გურუს, ბრაჰმანანდა სარასვატის, ემსახურებოდა, როგორც მდივანი. სანამ ამ სამყაროს დატოვებდა, გურუმ უთხრა მაჰარიშის: “მე შენ სულიერი სრულყოფის ის მეთოდი გასწავლე, რომელიც მეოჯახე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. განვლილ საუკუნეებში ეს ცოდნა დაამახინჯეს და სრულიად დაივიწყეს. არ იღელვო იმაზე, თუ სად იშოვო სამოგზაურო ფული. არაფერზე იღელვო და ნუ შეგეშინდება მარტოობის. საქმეს შეუდექი და ყველაფერი თავისით გამოგივა”. ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის, მაჰარიში ორი წელი მარტოობაში მედიტირებდა უტარ-კაშის გამოქვაბულებში, 1955 წელს კი ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის სწავლება დაიწყო და რიშიკეშის მთებზე აშრამი დააარსა. 1957 წლიდან მაჰარიშიმ მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა. მაჰარიში მაჰეშ იოგი ასწავლიდა, რომ ტრანსცენდენტული მედიტაციის ვარჯიშები ჩვენს ცნობიერებას აფართოებს. ამ ტექნიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავიძიროთ უფრო ნატიფ მდგომარეობაში, ვიდრე ღვიძილი, ძილი ან ღრმა ძილია. მაჰარიშის სწავლების თანახმად, მედიტირება – ნიშნავს ჭკუისა და ეგოს ნატიფი გავლენისაგან გამოსვლას. წმინდა ყოფიერების ამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვენი მარადიული სული შევიგრძნოთ. განსაკუთრებით კარგად მაჰარიშის იოგასა და თანამედროვე მეცნიერებას შორის შეხების წერტილების გამონახვა გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჰარიში აშრამში არ იყო, აშრამის ატმოსფერომ შთაგონება გამიძლიერა და წავიკითხე მისი ორი წიგნი: “ყოფიერების მეცნიერება” და “ცხოვრების ხელოვნება”, ასევე “ბჰაგავად-გიტას” ექვსი თავის მისეული თარგმანი. http://www.youtube.com/watch?v=RK1kbJiisLk...player_embedded სანამ შანკარაჩარია ნაგარიში ვიმყოფებოდი, ყოველდღე მქონდა ურთიერთობა ავსტრალიელ სადჰუსთან სახელად ბევინი, რომელიც აშრამის წინამძღვარი და მაჰარიშის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე გახლდათ. ქოხში მივდიოდი ხოლმე მასთან, ერთად ვისმენდით მაგნიტოფონში მაჰარიშის ლექციების ჩანაწერებს და ერთად განვიხილავდით მათ. განსაკუთრებით ერთი ფრაგმენტი დამამახსოვრდა მისი ერთ-ერთი ლექციიდან, სადაც იგი დამახასიათებელი მაღალი ხმით და ცოტა სიცილითაც ამბობდა: “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”. თავად ტექნიკა მიგიზიდავდათ თავისი უბრალოებით და ადვილად მისაწვდომობით: მოთხოვნა იყო, რომ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი დაგეხარჯათ იოლ მედიტაციაში დილით და საღამოს, ამასთან არ იყო აუცილებელი ცხოვრების სტილის ან რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის შეცვლა. მაჰარიში ასწავლიდა, რომ ცხოვრების არსი ნეტარებაშია და რომ ჩვენ ნეტარნი ვართ ჩვენი თავდაპირველი ბუნებით. ტრანსცენდენტულ მედიტაციას შეუძლია ყოფიერების ამ ნეტარ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, და იოლად გადართოს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება ღვთაებრივის ძიებისა, გარეგნული ობიექტებში ბედნიერების ძიებიდან, ბედნიერების წყაროს ჩვენსავე თავში ძიებამდე. მაჰარიში ამის შესახებ ამბობდა: “გინდა ხის ნაყოფებით დატკბე – მისი ფესვები მორწყე”. ზამთარი იდგა, და აშრამში ცოტა ხალხი იყო. აქ თითქმის ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თუ ბევინს არ ჩავთვლიდით. მან მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ “ბიტლები” ჩამოვიდნენ, ასევე დონოვანი და მია ფეროუ, თავის დასთან, პრუდენსთან ერთად. ისინი რაღაც დროის განმავლობაში აშრამში ცხოვრობდნენ და მაჰარიშისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამის შემდეგ იოგასა და მედიტაციისადმი ინტერესის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა. ამ წმინდა ტყეში მედიტაცია და მთის მწვერვალზე ძილი ჭეშმარიტად შეუფასებელი საჩუქარი იყო ჩემთვის. მაჰარიში მაჰეშ იოგი ძილში სამჯერ მოვიდა ჩემთან. იგი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ხელში ყვავილი ეკავა. მისი გრძელი ჭაღარა თმა მისსავე თეთრ სამოსს ერწყმოდა. მრგვალი სახე რბილად განათებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰარიში მაღალი არ იყო, ჩემს სიზმარში იგი გიგანტს ჰგავდა. რბილი და ამავდროულად გამჭოლი მზერით მარადიული სასუფეველის სამეფოში მიხმობდა. მაჰარიში არაფერს ამბობდა – უბრალოდ მიღიმოდა, შემდეგ კი თვალებს ხუჭავდა და ქრებოდა. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 08:57 AM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 01:46 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საპატრიარქო ყველაზე დიდი ტოტალიტალური სექტა ეგენი არიან და მაგიტომ ატეხეს აჟიოტაჟი.... ძაან ბნელა მაგთ ტვინებში -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Sep 21 2012, 02:31 PM
Post
#5
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 357 Joined: 21-September 10 From: Tbilisi Member No.: 6,278 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გვეშველება -------------------- I Love You
Please, Forgive me I'm Sorry Thank You |
|
|
Sep 21 2012, 02:34 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა გვეშველება კაი აღარ გვინდა ამაზე... ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ვილაპარიკოთ! -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 02:41 PM
Post
#7
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 357 Joined: 21-September 10 From: Tbilisi Member No.: 6,278 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგი
-------------------- I Love You
Please, Forgive me I'm Sorry Thank You |
|
|
Sep 21 2012, 02:50 PM
Post
#8
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ceeport
მან მიაბიჯებდი ყვითელი ბუკეტით ხელში? არ მითხრა რომელიმე ტრენერი შეგიყვარდა! :D -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Sep 21 2012, 02:52 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 02:55 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ განცხადებით რა თქმა უნდა, საპატრიარქო თავის სახეს აჩენს, მაგრამ ოხ ატმან ხომ ვიცი ამიტომაც დადე ეს ლინკი. პირდაპირ არასოდეს ამბობ, მაგრამ ირიბად სიყვარულით ამხელ ხოლმე. ტოჩკაში ურტყამ, როგორც შენ გირტყამენ გურუები ლექციებისას. ბებერი მელა ხარ
მედიტაციას რაც შეეხება. ძაან მომეწონა და ალბათ გავყვები. შედეგები უკვე მეორე მედიტაციის დროს ვიგრძენი და საკმაოდ ძლიერი -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Sep 21 2012, 02:57 PM
Post
#11
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 21 2012, 03:08 PM
Post
#12
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 357 Joined: 21-September 10 From: Tbilisi Member No.: 6,278 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ceeport მან მიაბიჯებდი ყვითელი ბუკეტით ხელში? არ მითხრა რომელიმე ტრენერი შეგიყვარდა! :D ერთ ტრენერს ალექსანდრე ქვია, მეორე კიდე ღიპიანი ქართველია -------------------- I Love You
Please, Forgive me I'm Sorry Thank You |
|
|
Sep 21 2012, 03:15 PM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Ceeport
არ გეკადრება, ღიპის და ეროვნების მიხედვით ადამიანზე არ უნდა მსჯელობდე!:D:D კაი მაშინ დაგანებებ თავს.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Sep 24 2012, 12:13 AM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence - გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
რასაც ოშოსთან ვეწვალებოდი ამდენი ხანი თავის დამკვირვებლებით და მედიტაციებით ტრანსცედენტულ მედიტაციაში რაზეც ზევით არის საუბარი და რა პრაქტიკაც გვაქვს ჯერ ჯერობით რამოდენიმე ფორუმელს ყველაფერი არის იმდენად გამარტივებული იმდენად ორგანული იმდენად დამაახლოვებელი სამყაროსთან შენ თავთან სიყვარულთან თუ ერთიან ველთან საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა და სადაც ბრუნდება რომ მინდა ყველას უბრალოდ გაგიზიაროთ .................... დაუსრულებლად ! დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ადამიანს რომ საქართველოს სიბნელეშიც შემოაქვს ამის შესაძლებლობა David Lynch და მერე ჩვენ TM ინსტრუქტორს ალექს ბოლოს ჩემი რჩევა ყველა ეზოთერიკს და არა მარტო ვისაც გინდათ რო სულ თავიდან ოდნავ მაინც შეიჭყიტოთ რამხელა პოტენციალი გვაქვს და რაში ვკარგავთ დროს შემოგვიერთდეს Atman gio.geoo old_man Ceeport Existence -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Sep 24 2012, 01:47 PM
Post
#15
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”. Atman gio.geoo old_man Ceeport Existence მე მხოლოდ თქვენს ენაზეც, თქვენი გამოცდილება რომ დაწეროთ უფრო გასაგები იქნება ვერ გავიგე ასე კონკრეტულად რას ვაკეთებთ.. უფრო სწორედ ამდაგვარებს სულ ვაკეთებ და ბევრ რამეს გაცნობიერებულ-გაუცნობიერებლა )))))) ხო და, მეც მინდა ეს! როგორც საჭიროდ ჩათვლით, იმ მხრივ მითხარით... რას ვაკეთებთ ზუსტად -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Sep 24 2012, 04:20 PM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anima mundi
ხუთშაბათს 18:00-ზე მაჩაბლის 7-ში მოდი და აგისხნის ინსტრუქტორი. ნარილაც მოდის. გოგოების ჯგუფი ცალკე იქნება ალბათ -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 24 2012, 07:08 PM
Post
#17
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atm@n
3 ოქტომბრამდე არ ვიქნები თბილისში. რომ ჩამოვალ მერე შემოგიერთდებით და არ მინდა მე ბიჭებისგან ცალკე.. ჰმმ შენც, ეგზის,გიოც, ოლდიც, თემოც ძალიან საინტერესოები ხართ ჩემთვის და თქვნი ყურება და დაკვირვება მინდა.. ერთობლივად მირჩევნია, ჩემგან განსხვებულ ადამიანებთან. რატომ ცალკე? რამ გაგვყო ჯერ ერთი.. დიდ რამე გოგო და ბიჭი -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Sep 24 2012, 07:15 PM
Post
#18
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 357 Joined: 21-September 10 From: Tbilisi Member No.: 6,278 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართალია სულ რამდენიმე დღეა ვაკეთებ ტრანსცენდენტულ მედიტაციას, მაგრამ უკვე ვხედავ შედეგებს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა მედიტაციის დრო
-------------------- I Love You
Please, Forgive me I'm Sorry Thank You |
|
|
Sep 24 2012, 08:44 PM
Post
#19
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anima mundi
ტრეინინგისთვის ახალი მსურველები ალბათ გოგოები იქნებიან ძირითადად, იმიტომ რომ ბიჭებიდან ვისაც უნდოდა ყველამ გაიარა. ანუ თავისთავად დგება გოგოების ჯგუფი. ერთობლივ მედიტაციაზე ყველა ერთად ვიქნებით რა თქმა უნდა (ხუთშაბათობით). უბრალოდ ახლები ცალკე გაივლით ტრეინინგს. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Sep 24 2012, 08:53 PM
Post
#20
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,056 Joined: 28-June 12 Member No.: 6,848 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atm@n
ფული საჭიროა? -------------------- love the life you live,
live the life you love |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 07:00 AM |