IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგია პრაქტიკული რჩევები, ავტორები. წიგნები.
ano
post Feb 25 2015, 11:06 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყებ ყველაზე ცნობილით: დეილ კარნეგი, შეიძლება ითქვას არის პირველი ამ მიმართულებით დანარჩენები უბრალოდ მის სტილში მუშაობენ, წაიკითხავ კარნეგს და ჩათვალე ძირითადი იცი. დანარჩენები არიან ინტერპრეტაციები, ინდივიდუალური სიტყვათა წყობით, ზოგი უფრო მეტად მუშა წინადადებებს აწყობს ხოლმე,
თუმცა ყველაზე მუშა წინადადების აწყობა ყველას თვითონ შეუძლია პირადი გამოცდილებიდან, როცა "მოგიფრინდება" თავში უცებ უნდა ჩაიწერო ეს შენი პირადი რეცეპტია და ეს კარგად იმუშავებს,
ახლა მივუბრუნდები კარნეგს მე ყველაზე ბევრჯერ მოსმენილი მაქვს მისი "როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება"

Дейл Карнеги — Как перестать беспокоиться и начать жить — слушать бесплатно аудиокнигу

ცოტას დავდებ ციტატებს

დეილ კარნეგი
„როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“
თავი1
იცხოვრეთ დღევანდელი დღით
მიუხურეთ წარსულს კარი! გაემიჯნეთ გუშინდელ დღეს.
ხვალინდელ საზრუნავთა ტვირთი, გუშინდელ და დღევანდელ საზრუნავთან ერთად ყველაზე ძლიერებსაც კი აბეჩავებს. მომავალიც წარსულივით მჭიდროდ დაკეტე.
გადარჩენის დღე _ სწორედ დღევანდელი დღეა. დეპრესია და საზრუნავი თან სდევს მომავალზე შეწუხებულ ადამიანს. შეეჩვიეთ ერთი დღის ფარგლებში ცხოვრებას.
ანუ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ხვალინდელი დღისთვის მომზადებას? სრულებითაც არა, ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი - ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.
თავი 2
მაგიური ფორმულა, დაგეხმარებათ სიტუაციიდან გამოსვლაში
1. გავაანალიზოთ სიტუაცია შიშის გარეშე, წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს.
2. ამ ყველაზე უარეს მდგომარეობას შეეგუეთ აუცილებლობის შემთხვევაში, ამ შეგუების შემდეგ მოდუნდებით და იგრძნობთ სიმშვიდეს
3. ამ დროიდან წყნარად მიუძღვენით დრო და ენერგია ყველაზე უარესი მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას, რომელიც აზრობრივად წარმოვიდგინეთ და შევეგუეთ.
როცა აზრობრივად ვაიძულებთ საკუთარ თავს ყველაზე უარესის მიღებას, ჩვენ ამით გამოვრიცხავთ ბუნდოვან შიშებს და ვიღებთ პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირების შესაძლებლობას.
როცა ჩვენ ყველაზე უარესს ვეგუებით, არაფერი გვაქვს დასაკარგი. ამრიგად ეს ავტომატურად ნიშნავს _ ჩვენ ყველაფრის მოპოვება შეგვიძლია.....
თავი 4.
როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთპრობლემები
„ადამიანი მზადაა ყველაფერზე წავიდეს ოღონდ გონებრივი ძალისხმევა არ დახარჯოს“ . ჩვენ მიდრეკილნი ვართ სრული იგნორირება გავუკეთოთ ყველა დანარჩენ ფაქტს! ჩვენ მხოლოდ ისინი გვაკმაყოფილებენ, რომლებიც ამართლებენ ჩვენს მოქმედებებს.
ჩვენ არ უნდა ჩავრიოთ ემოციები ჩვენს აზროვნებაში, ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად შავაგროვოთ..
გაცილებით ადვილია ფაქტების გაანალიზება მათი წინასწარი ჩაწერის შემდეგ.
გააზრებული გადაწყვეტილებით მოქმედებათა გეგმის დასახვით თავს ვაღწევთ ე.წ. „მოჯადოებულ წრეს“ რომელიც ადამიანთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს.
პრობლემების მეტისმეტმა გააზრებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, მღელვარება, ამიტომ გადაწყვეტილების შემდგომ ანალიზს და ფიქრს მოლოდ ზიანი მოაქვს.
დგება მომენტი როცა ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და უკანმოუხედაცად ვიმოქმედოთ“
1. ამჟამად რა მაღელვებს? (ფანქრით დაწერეთ პასუხი)
2. რა შემიძლია ვიღონო?
3. რის გაკეთებას ვაპირებ პრობლემის გადასაჭრელად?
თავი5.
როგორ გადავჭრათ სამუშაოზე წარმოქმნილი მღელვარების 50%?
...როცა ჩვენ დაკავებულები არა ვართ, ჩვენს ტვინს აქვს ვაკუუმის მდგომარეობასთან მიალოების ტენდენცია, ყოველმა სტუდენტმა ფიზიკოსმა იცის, რომ „ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს“ ამის მაგალითია ელნათურა, გატეხეთ ეს ნათურა და ბუნება ძალით შეაგდებს იქ ჰაერს, რათა შეავსოს თეორიულად ცარიელი სივრცე.
ბუნებაც ასევე ნაჩქარევად მიისწრაფვის უსაქმურად მყოფი ტვინის შევსებას. რითი? როგორც წესი, ემოციებით, როგორიცაა მღელვარება, შიში, სიძულვილი, ეჭვიანობა და შური, მოქმედებაში მოდიან ჯუნგლების პირველყოფილი ძალით. ასეთი ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ისინი ჩვენგან გამოდევნიან ყველა მშვიდ ბედნიერ აზრებს და გრძნობებს.
მღელვარება თქვენ განსაკუთრებით მაშინ კი არ გტანჯავთ, როცა მოქმედებთ, არამედ როცა დღიური შრომა მთავრდება. თქვენი წარმოსახვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს და უმცირეს შეცდომებსაც კი აზვიადებს.
მღელვარებისაგან განსაკურნებლად აუცილებელია სრულიად დაკავებულად ყოფნა და რაიმე კონსტრუქციულის კეთება.
„ჩვენი უბედურების საიდუმლო იმაშია, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს საფიქრალად, ბედნიერები ვართ თუ არა“.
თავი 15.
„ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გაგავაჩნია, მაგრამ ყოველთვის გვაღელვებს ის რაც არ გაგავაჩნია“ ეს უდიდესი ტრაგედიაა დედამიწაზე.
„ყოველი მოვლენის დადებითი მხარეების დანახვის უნარი_წლიურად ათას ფუნტზე მეტი ღირს“
თავი 16.
იპოვეთ საკუთარი თავი, იყავით ის რაც ხართ. დედამიწაზე არა არსებობს ადამიანი როგორიც თქვენ ხართ.
საკუტარ თავად არ ყოფნის სურვილი ბევრი ნევროზის, ფსიქოზის და კომპლექსების ფარული მიზეზია.
თქვენ უნდა იყოტ ის რაც გაგხადათ თქვენმა გამოცდილებამ, გარე
მომ ,მემკვიდრეობამ...
ადამიანი ლუკმა პურს ვერ იშოვის, თუ ბეჯითად არ დაამუშავებს მისთვის განკუთვნილ ერთ მტკაველ მიწას...

ამ სიტყვებს კიდე დავდებ ვისაც დიდი ტექსტის კითხვა ეზარება

გადარჩენის დღე _ სწორედ დღევანდელი დღეა
ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი - ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 25 2015, 11:28 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Дейл Карнеги - Как перестать беспокоиться и начать жить


ტორენტზე კარნეგი
აუდიოწიგნი youtube ზე

youtube დან mp3 გადმოსაწერი საიტი

youtube დან mp 3 გადმოსაწერი საიტი II

იმედია ლინკები იმუშავებს rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 27 2015, 06:18 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქნებ ბავშვთა ფსიქოლოგიაზეც მოგეპოვებოდეთ რამე
'


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 28 2015, 11:56 AM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გადაცემაა რთულად აღსაზრდელ ბავშვებს ვერ უმკლავდებიან მშობლები, მოდის ფსიქოლოგი აკვირდება პირველ დღეს სიტუაციას მეორე დღეს მოდის ინსტრუქციით თუ როგორ უნდა მოიქცნენ. წესების დაცვის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლება,
ბავშვების ჭივეულობის მიზეზი ძირითადად არის მშობლის მხრიდან არასაკმარისი ყურადღება, არასაჭირო დროს დასჯა: როცა მშობელი პირადი უხასიათობის გამო იყრის ჯავრს ცხელ გულზე, ხოლო როდესაც მართლა დასასჯელია ბავშვი ხდება იგნორირება, როდესაც კარგად იქცევა ბავშვი არ ხდება წახალისება, სიტყვიერად ან საქციელით მოფერებით სიურპრიზით. როდესაც ბავშვმა ზუსტად იცის რომ ცუდი ქცევისთვის დაჯარიმდება ხოლო კარგი ქცევისთვის დასაჩუქრდება, ის მაქსიმალურად შეეცდება "კარგად მოიქცეს" მოკლედ ასეა
აი ერთერთი გადაცემა
Няня спешит на помощь! Cемья Быконя 3 детей
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 16 2015, 06:20 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დეილ კარნეგის აუდიო წიგნები:
1. როგორ დავძლოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება.
2. წარმატების ენა
3. დამაჯერებელი საუბარი

Как перестать беспокоиться и начать жить
Язык успеха
Язык убеждения
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 17 2015, 04:28 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერიკ ბერნი _ შეიცანი თავი შენი

აუდიო წიგნი ტორენტი
ბერნი აუდიოწიგნი dfiles.ru გადმოწერა




ბერნი ძალიან სიღრმისეულად შეისწავლის ადამიანის ფსიქიკას, თითქოს წააგავს ფროიდის სტილს, აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში და ადგენს პრობლემის მიზეზს...

ასახავს ფიზიკური ავადმყოფობის სულიერ მიზეზებს და კავშირებს ანუ ურთიერთგამომდინარეობს ერთი მეორედან და პირიქით,
ბერნი არის ექიმი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ასე რომ ზოგადად განიხილავს სხვადასხვა პრეპარატების ზემოქმეედებას ადამიანზე,
ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკომანია.
სხვადასხვა ნარკოტიკული პრეპარატების ზოგადი მიმოხილვა, რომლები იწვევენ მიჩვევას რომალი არა თუმცა ზოგადად მიიჩნევს რომ არცერთია სასიკეთო თუნდაც არ იწვევდეს მიჩვევას.

ადამიანის ქვეცნობიერის ზემოქმედება ადამიანზე, რომლებიც იჩენენ თავს სხვადასხვა სიტუაციებში


დაუსრულებელი საქმეები რომლებიც დასრულებას ცდილობენ სიზმრებში..

სხვადასხვა კონკრეტული ადამიანების კონკრეტული სიტუაციები მეტი თვალსაჩინოებისათვის რომ დაინტერესებულებმა შეძლონ უკეთ ჩაწვდნენ ამა თუ იმ პრობლემის არსს..

მოკლედ მგონი გადმოვეცი ზოგადად რაზეც არის ეს წიგნი



Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 1 2015, 12:41 PM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბარემ აქაც დავდებ კარნეგის წიგნიდან ამოწერილი ქვეთავის მოკლე შინაარსს რომელიც ახება მადლიერების გრძნობას და რომლის გამოხატვაც მაღალი კულტურული შეგნების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ან ზოგჯერ ჩვენ გვგონია რომ მადლობას ვიმსახურებდით
მოკლედ ბევრი გარემოებისდა გამო მადლობას თითქმის აღარავინ ამბობს
თავი 14
თუ ასე მოიქცევით, არასოდეს განიცდით უმადურების გამო
კარნეგიმ გაიცნო ადამიანი რომელიც ძალიან აღშფოთებული იყო. ეს ადამიანი კვლავაც აღშფოთებული იყო 11 წლის წინათ მომხდარის გამო, მან თავის 34 თანამშრომელს საშობაო პრემია გამოუწერა და არცერთმა მათგანმა მადლობა არ გადაუხადა. „მე ვნანობ რომ თუნდაც 1 ცენტი გადავუხადე მათ ჩიოდა ის“
იმის მაგივრად რომ აღშფოთებულიყო მას საკუთარი თავისთვის შეეძლო ეკითხა, მისმა საქციელმა რატომ არ მიიღო სათანადო შეფასება? იქნებ თანამშრომლებმა დამსახურებულ ანაზღაურებად ჩათვალეს? შესაძლოა ის ისეთი მკაცრი და ქედმაღალი იყო რომ მადლიერების გამოთქმა ვერავინ გაუბედა?
შესაძლოა თანამშრომლები იყვნენ ეგოისტური უზრდელი ადამიანები? ამის შესახებ მეც იმდენი ვიცი რამდენიც თქვენ, მაგრამ ვითყვი ართ გამონათქვამს „მადლიერება _ ადამიანის მორალური განვითარების მაღალი დონის შედეგია. თქვენ მას ვერ მონახავთ უზრდელ ადამიანთა შორის.“
აი რისი ახსნა მსურს თქვენთვის: მადლიერების მოლოდინში ამ ადამიანმა ბუნებრივი და სამწუხარო შეცდომა დაუშვა. მან უბრალოდ არ იცოდა ადამიანური ბუნება.
ერთმა განთქმულმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეში, ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, ელექტრო სკამისგან 70 ადამიანი იხსნა! და რამდენმა მათგანმა გამონახა დრო მალობის სათქმელად? ან საშობაო ბარათის გასაგზავნად? გამოიცანით... არც ერთმა.
ქრისტემ 1 დღეში 10 კეთროვანი განკურნა. რამდენი დაბრუნდა მადლობის სათქმელად? მხოლოდ ერთი. ქრისტემ მოწაფეებს კითხა სად არის დანარჩენი 9? აღმოჩნდა რომ ყველა მათგანი წასული იყო. გაუჩინარდნენ ყოვალგვარი მადლობის გარეშე! ნება მომეცით შეგეკითხოთ „რატომ მე, თქვენ და ტეხასელი ბიზნესმენი მცირედი სამსახურისთვის უფრო მეტ მადლობას მოველით, ვიდრე ქრისტემ მიიღო?“
აი პირველი თეზისი რომლის ამ თავში ხაზგასმასაც ვცდილობ: ადამიანისათვის ბუნებრივიამადლიერების გამოხატვის დავიწყება: ამიტომ თუ მადლობის თქმას დაელოდებით, იმედგაცრუებისთვისაც მზად იყავით.
„იდეალური ადამიანი _ ბედნიერებას იმით განიცდის, რომ სხვებს სიკეთეს უკეთებს, მაგრამ სცხვენია რომ თავად მიიღოს სხვებისგან სიკეთე. ამაღლებული ბუნების ადამიანები სიკეთეს აკეთებენ, მდაბალი სულის ადამიანები კი მას იღებენ.“ _არისტოტელე
გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხი ისაა, რომ მადლიერებას არ დაელოდოთ და სიკეთე ქმნათ პირადი სიხარულის გულისთვის.

(დეილ კარნეგის წიგნიდან „როგორ დავძლიოთ მღელვარება და ვისწავლოთ ცხოვრება“ თავი მე_14)
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 20 2015, 11:17 AM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ციტატა(*ANO* @ 17th March 2015 - 04:28 PM) *
ერიკ ბერნი _ შეიცანი თავი შენი

მაგარი რამე ჩანს smile.gif დამაინტერესა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
White Devil
post Oct 3 2018, 07:25 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევზე არავის გაქვთ ინფორმაცია?მისი ნაწარმოებები მაინტერესებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
White Devil
post Oct 3 2018, 07:36 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევზე არავის გაქვთ ინფორმაცია?მისი ნაწარმოებები მაინტერესებს.
გურჯიევის მოწოდება,თხოვნა თუ სურვილი "შეიცან თავი შენი"
დასავლურ ფსიქოლოგიაში მეტად მუშაობს გონება,აღმოსავლური უფრო ღრმაა,მეც ინტუიციურად ვეთანხმები.გონებას,გრძნობა და სხეული ქმნის.შენ ვერ დაიჭერ გრძნობას ან შეგრძნებას გონებით.ეს რაც გავიგე წიგნიდან მოკლედ რომ გადმოვცე.მეორედაც ვაპირე წაკითხვას.
ამ კაცმა ამრია და უნდა ჩავწვდე,ბევრ დასავლელ ფსიქოლოგს გავეცანი მარა ეს მართლაც ღრმა და ჯერჯერობით "ჰაერში ვარ გამოკიდებული" და ხელჩასაჭიდს ვეძებ,რომ მოძრაობა დავიწყო "არამექანიკური მოძრაობა".თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია იქნებ მომაწოდოთ.ახლა ვკითხულობს "სამყარო მაშინ არის ნამდვილი როცა "მე ვარ"-გიორგი გურჯევი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:22 PM